განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/148-1-წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2020 წელი ქ. სამტრედია.
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან მეშველიანი
სხდომის მდივანი - ქეთევან მეიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ--- გო–--ე.
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ვა-----გ ჩა---ა.
მამის სახელი: ა-–----------.
დაბადებული: 1-.0-.1--- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო.
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 3----------
მცხოვრები: სამტრედიის რაიო-- სოფელი და--–------ი.
ადვოკატი - ნა----–-ა ქუ---–ია, ავ-------ლ ბუ--------ე.
სხდომის სახე - ღია
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალის ფორმა ( ვა-----გ ჩა---ა):
- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
20-9 წლის 0- ივნისს, დაახლოებით 14:30 საათზე, ვა-----გ ჩა---ამ, სამტრედიის რაიო--ს სოფელ გო-–ი მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს 2006 წლის 24 აგვისტოს დაბადებულ შო--- ჩა---ას ყელის არეში ძლიერად მოუჭირა და შემდეგ სახის არეში დაარტყა ხელი, რითაც შო--- ჩა---ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1. სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გო--ვრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ვა-----გ ჩა---ას ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. არასრუწლოვანი მოწმე (დაზარალებული) შო--- ჩა---ა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სამტრედიის შს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ჯო-- ჩუბ----ემ განაცხადა, რომ 20-9 წლის პირველ ივნისს პოლიციაში შო--- ჩა---ასაგან შევიდა შეტყობინება, რომ მამამ სცემა. რამდენიმე ხანში შ. ჩა---ამ კვლავ დარეკა და გააუქმა პოლიციის გამოძახება. პოლიციელ ს. შენგელიასთან ერთად გავიდნენ სოფელ და--–------ში. შ. ჩა---ა სახლში არ აღმოჩნდა. იგი იპოვეს სოფლის ცენტრში, სადაც იყო მარტო. მათ წამოიყვანეს შ. ჩა---ა პოლიციაში ისე, რომ მისი ოჯახის წევრებისთვის არაფერი უთქვამთ. პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ ბავშვს დაჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს საავადმყოფოში. შ. ჩა---ა იყო განერვიულებული. იგი ცდილობდა თვითდაზიანების მიყენებას. ცდილობდა ეკბინა ხელებზე, ასევე მათზეც ცდილობდა კბენას. მან ასევე მონაწილეობა მიიღო შ. ჩა---ას თბილისში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანაში.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხულმა სამტრედიის შს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ზვ---- თე------მ განაცხადა, რომ იგი გაესაუბრა შ. ჩა---ას კანო--ერ წარმომადგენელს გ. ცხ------ეს, რაზეც შეადგინა ოქმი. ასევე შ. ჩა---ას წარუდგინა დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ კანო--ერ წარმომადგენელთან ერთად ქ. თბილისში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. სხვა საგამოძიებო მოქმედება მას არ ჩაუტარებია.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სამტრედიის შს რაიონული სამმართველოს უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა მა----- მა------ემ განაცხადა, რომ 20-9 წლის პირველ ივნისს, სამსახურში უთხრეს, რომ იყო არასრულწლოვანი დაზარალებული, მსხვერპლი და უნდა გამოეცა შემაკავებელი ორდერი. იგი მივიდა სამტრედიის საავადმყოფოში, სადაც არასრულწლოვანი იმყოფებოდა ფსიქიკური პრობლემების გამო, სოციალურ მუშაკთან ერთად. ექიმის თანხმობით მან კითხვები დაუსვა შო--- ჩა---ას, რომელმაც სოციალურიო მუშაკის თანდასწრებით უთხრა, რომ მამამ ყელში მოუჭირა ხელი და დაარტყა სახეში. რაიმე დაზიანება არ ეტყობოდა. შემაკავებელი ორდერი გააცნო ვ. ჩა---ას, რომელმაც ხელი მოაწერა ორდერს.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.5. სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელმა გ--- მი-----–---–მა განაცხადა, რომ 20-9 წლის აგვისტოს თვემდე მუშაობდა სამტრედიის რაიონული სამმართველოში გამომძიებლად. 20-9 წლის 1 ივნისს იყო მორიგე. სამტრედიის რაიონუილ სამმართველოში შევიდა შეტყობინება არასრულწლოვან შ---- ჩა---ასაგან, რომ მამამ ცემა. დაიწყო გამოძიება. მალევე შევიდა მეორე შეტყობინება სადაც ამბობდა, რომ აუქმებდა ამ შეტყობინებას. მან დანიშნა საპროცესო წარმომადგენელი, ვინადან დედა საზღვარგარეთ იყო. პოლიციელებმა მიიყვანეს შ. ჩა---ა პოლიციაში. მან განაცხადა, რომ სურდა აუზში ჩასვლა მეგობრებთან ერთად, მამამ არ ჩაუშვა, ყელში მოუჭირა ხელი და ცემა. მის შემდეგ დაათვალიერეს შემთხვევის ადგი და დააკავეს ვა-----გ ჩა---ა, რომელიც ბრალს უარყოფდა. ასევე დაკითხა შ. ჩა---ას ბაბუა, რომელმაც უარყო ცემის ფაქტი. შ. ჩა---ა დაკითხვის შემდეგ წაიყვანა სოციალურმა სამსახურმა. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანის მიზნით.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.6. 20-9 წლის 0- ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით შემთხვევის ადგილი მდებარეობს სამტრედიის რაიო-- სოფელ გო-–ი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა.
(ს.ფ. 33–40).
3. ქმედების სამართლებრივი შეფასება
3.1. სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია და შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გო--ვრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ ვა-----გ ჩა---ას მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანის საფუძველი გახდებოდა, კერძოდ:
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამასად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლის-სამართლებრივ ღო--სძიებას.
3.3 ამავე კოდექსის მეშვიდე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექისის 1-61-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული გულისხმობს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
3.5. ვა-----გ ჩა---ას ბრალი დაედო მასში, რომ:
- „...20-9 წლის 0- ივნისს, დაახლოებით 14:30 საათზე, ვა-----გ ჩა---ამ, სამტრედიის რაიო--ს სოფელ გო-–ი მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს 2006 წლის 24 აგვისტოს დაბადებულ შო--- ჩა---ას ყელის არეში ძლიერად მოუჭირა და შემდეგ სახის არეში დაარტყა ხელი, რითაც შო--- ჩა---ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
...“
3.6. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად საქმის კანო--ერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
3.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. ცხადია, რომ ამ პროცესში ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებას გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება.
3.8. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგო-–ი მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანო--თ დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.9. ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.
3.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
3.11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრებათ დაზარალებულს. 4--ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;
3.1-. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას დაზარალებულის წარმომადგენელმა და ადვოკატმა განმარტეს, რომ არასრულელოვან მოწმე (დაზარალებულ) შო--- ჩა---ას არ სურს მისცეს ჩვენება ვა-----გ ჩა---ას მიმართ.
3.13. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 31-ე მუხლის მე-6 პუნქტით აცხადებს - ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 43-ე მუხლის მე-6 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესაბამისად ასევე დაუშვებელია მათი პოზოციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
3.14. შესაბამიმისად სასამართლო მოწმის (დაზარალებულის) მიერ გამოძიებისას სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის დროს მიწოდებული ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.
3.1-. სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული მუხლით ქმედების დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია სახეზე იყოს ძალადობრივი მოქმედება და ამ მოქმედებით გამოწვეული შედეგი - ტკივილი. ძალადობა შეიძლება განხორციელდეს დარტყმით, ან ისეთი ქმედებით რაც არ არის დაკავშირებული დარტყმასთან (თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა და ა.შ.), მაგრამ ყოველ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, რომ მსხვერპლმა განიცადა ტკივილი.
3.16. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად საქმის კანო--ერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
3.17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. ცხადია, რომ ამ პროცესში ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებას გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება.
3.18. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-7 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგო-–ი მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანო--თ დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.1-. ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.
3.20. შესაბამისად მოწმის (დაზარალებულის) მიერ მესამე პირებისათვის ან გამოძიებისას სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის დროს მიწოდებულ ინფორმაციას, თუკი მათ დადასტურება ვერ ჰპოვეს საქმის სასამართლო განხილვისას სასამართლო მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.
3.21. სასამართლო განმარტავს, გამოძიების პროცესი მიზანი, მისი მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმედებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შედეგად განვითარებული მოვლენების შესახებ, შესაბამისად მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვითარების გადმოცემას და მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება რომ დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
3.22. ამ კუთხით სასამართლო მოიშველიებს და მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20-6 წლის 25 ივლისის განაჩენზე (საქმე №141აპ.-16) სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: „ ... სისხლის სამართლის მატერიალური კანონმდებლობა შეიცავს მუხლებს, რომლით დაკვალიფიცირებისას განმსაზღვრელია დაზარალებულის სუბიექტური აღქმა მის მიმართ განხორციელებული ქმედებისადმი. მაგალითად, მუქარის დანაშაულის (საქართველოს სსკ-ის 1-1-ე მუხლი) დასადგენად დაზარალებულმა მუქარის განხორციელება რეალურად უნდა აღიქვას, ცემის დანაშაულის შემთხვევაში (საქართველოს სსკ-ის 1-5-ე მუხლი), მან ტკივილი უნდა განიცადოს და ა.შ. ...“
3.23. სასამართლო განმარტავს, რომ ტკივილი სუბიექტური აღქმაა და დაზარალებული ერთადერთი სუბიექტია, ვისაც შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია მასზე ფიზიკური ზემოქმედებით განიცადა თუ არა ტკივილი. ყველა სხვა პირის განმარტება კი, არის მხოლოდ ვარაუდი.
3.24. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა გულისხმობს, მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი კავშირის არსებობას და გამორიცხავს მათ შორის წინააღმდეგობას. ისინი უნდა მიუთითებდნენ და ადასტურებდნენ ერთსა და იმაივე გარემოებებსა და ფაქტებს და ადგენდნენ ბრალდებულის ბრალეულობას, დანაშულის ჩადენის ფაქტს და მტკიცების საგანში შემავალ სხვა გარემოებებს ისე, რომ არ ტოვებდნენ არსებით გარემოებებში დაეჭვების გო--ვრულ საფუძველს. ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სახეზეა მაშინ, თუ საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ ვ. ჩა---ას მიერ შ. ჩა---ას მიმართ იმგვარი ძალადობის განხორციელების ფაქტს, რამაც დაზარალებულის ტკივილი გამოიწვია.
3.25. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს, საპროცესო დოკუმენტაციას, ისინი არ შეიცავენ რაიმე ინფორმაციას რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ბრალის დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით.
3.26. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანო--თ დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.27. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გო--ვრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
3.28. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მიხედვით კი: „მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანო--თ დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო სსსკ-ის 259-ე მუხლის III ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს“.
3.29. ამდენად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გო--ვრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვა-----გ ჩა---ას დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუვნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, ვა-----გ ჩა---ას ბრალეულობაში.
3.24. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ვა-----გ ჩა---ა უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 280-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვა-----გ ჩა---ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ვა-----გ ჩა---ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღო--სძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ვა-----გ ჩა---ას (პ/ნ. 3----------) და ა-–---------- ჩა---ას (პ/ნ 3----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე სამტრედიის რაიო--, თემი გომი, სოფელი და--–------ი, (ზონა - სამტრედია - 34, სექტორი - გომი - 1-, კვარტალი - 4-, ნაკვეთი - 3--, საკადასტრო კოდი - №--.1-.1-.3--) - 2.000 (ორი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას სამტრედიის რაიონული სასამართლოს 20-9 წლის 05 ივნისის განჩინებით დადებული ყადაღა.
განემარტოს გამართლებულ ვა-----გ ჩა---ას, რომ უფლება აქვს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.
განაჩენი კანო--ერ ძალაში შედის მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).
მოსამართლე ლევან მეშველიანი