განაჩენი

სისხლის სამართლის 03.02.2020
საქმის ნომერი
080100118002682283
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
03.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

საქმის №1/930-18 22.01.2020 წელი ქუთაისი

 

მოსამართლე ციცინო მოსიძე

 

სხდომის მდივანი ანა რობაქიძე

 

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე

პროკურორი თ----- მ----ა

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატი ე-----–- ჭ--–---–ი

 

ბრალდებული: ლ-–- ი-----ს ძე კ---------–--ე

დაბადების თარიღი: 15.09.1987 წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ნასამართლობა: არ მქონე

მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ც----–-ს ქ. N7ა/43

 

სისხლის სამართლის საქმე: №0-----------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. ლ-–- კ---------–--ეს ბრალი ედება მასში, მასში, რომ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი

 

- 2018 წლის 11 სექტემბერს, ქუთაისში ბ------ის მეორე მიკრო N18/22-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ლ-–- კ---------–--ე დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს მ----------–--ეს. დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. ლ-–- კ---------–--ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

- 2018 წლის 11 სექტემბერს, ქუთაისში, ბ------ის მეორე მიკრო N18/22-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ლ-–- კ--------–--ემ ყოფილ მეუღლეს მ----------–--ეს ფეხი დაარტყა ფეხის არეში. დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ლ-–- კ---------–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის (ფორმა N1) თანახმად, 2018 წლის 11 სექტემბერს, ქალაქ ქუთაისში ბ------ის მე-2 მ/რ-ის N18/22-ში, თავის საცხოვრებელ სახლში მ----------–--ეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილმა მეუღლემ ლ-–- კ---------–--ემ.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების 12.09.2018 წლის ოქმით დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში მ. ბ------ის მე-2 მ/რ N18/22-ში ჩატარებულ იქნა მ----------–--ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერება, რა დროსაც მ----------–--ემ მიუთითა შესასვლელ და საძინებელ ოთახებზე, სადაც მას მისმა ყოფილმა მეუღლემ ლ-–- კ---------–--ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. დათვალიერებისას მიმდინარეობდა ფოტოგადაღება. რაიმე ნივთი ან საგანი ამოღებული არ იქნა.

 

26.09.2018 წლის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, „12.09.2018წ. 00:30-00:38 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. მ----------–--ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ--------------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის დ----- დ---–-–---–ის დადგენილების საფუძველზე 2018 წლის 12 სექტემბერს 00:30 საათზე დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის შენობაში წარმოდგენილი იქნა მ----------–--ე. დადგენილების თანახმად, 2018 წლის 11 სექტემბერს დაახლოებით 20:30 საათზე ქალაქ ქუთაისში ბ------ის მეორე მ/რ N18/22-ში თავის საცხოვრებელ სახლში მ----------–--ეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილმა მეუღლემ ლ-–- კ---------–--ემ. შემოწმებისას უჩიოდა ტკივილებს ლოყის მიდამოში მარჯვნივ და მარჯვენა ზედა კიდურის მიდამოში. მარცხენა წინა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 2.5X1,8 სმ. მარჯვენა წინამხრის ზედა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნება განივ-ირიბად მდებარე ხაზოვანი ფორმის მოწითალო ფერის მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით: 7,5X0.4სმ. გამომდინარე აქედან, გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. შესაბამისად, მათ მიერ გაცემული იქნა დასკვნა N0--------. პროკურორის კითხვაზე - შეამოწმა თუ არა მოწმემ მ----------–--ის ქვედა კიდურები, მოწმე განმარტავს, რომ მთლიანად მოხდა მისი შემოწმება. ადვოკატის კითხვაზე - დაზიანებები, რომელიც აღენიშნებოდა ქალბატონს, შეიძლებოდა თუ არა მიეღო თვითდაზიანების შედეგად, მოწმე განმარტავს, რომ ხელმისაწვდომ ადგილას კი არის, მაგრამ ზუსტად არ იცის.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტ-კრიმინალისტმა გ------- გ--------–---–-- სასამართლოს განუმარტა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გავიდა 2018 წლის 12 სექტემბერს ქალაქ ქუთაისში ბ------ის ქუჩაზე. შემოვიდა შეტყობინება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება უნდოდა გამომძიებელ დ----- დ---–-–---–ს. აღნიშნულის გამო ის და მისი თანამშრომელი გავიდნენ აღნიშნულ მისამართზე და ავიდნენ ერთ-ერთი კორპუსის მერვე სართულზე, სადაც დახვდათ ქალბატონი მ----------–--ე, ვისი ნებართვითაც შევიდნენ საცხოვრებელ ბინაში და დაიწყეს შემთხვევის ადგილის დათვალიერება. მოწმემ დაიწყო დასურათება პიველი სართულიდან შესასვლელი ბინის და შემდეგ უკვე დაიწყო ბინის დასურათება. ბინა იყო პატარა. მისაღები და საძინებელი ერთად იყო და სამზარეულო იყო ცალკე. ბინის დასურათების დასრულების შემდეგ მ----------–--ემ მიუთითა ადგილზე, სადაც მისი განმარტებით ყოფილმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ოქმის დადასტურება მოხდა დ----- დ---–-–---–ის მიერ. სხვა მონაწილე პირები იყვნენ თავად გ------- გ--------–---–ი და მისი თანამშრომელი ო-–--- ს-----ე, ასევე დაზარალებული. მოწმის განმარტებით, მის უშუალო მოვალეობაში შედიოდა შემთხვევის ადგილის დასურათება და დაზარალებულის მიერ კონკრეტული ადგილის მითითება, თუ სად მოხდა ქმედება. მოწმის განმარტებით, დათვალიერების დროს სახლი არეული არ იყო და არც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ყოფილა ამოღებული.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა დ----- დ---–-–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ 2018 წლის 11 სექტემბერს დაიწყო გამოძიება მ----------–--ის მიმართ ჩადენილი ოჯახური ძალადობის ფაქტზე. გამოძიების დაწყების შემდეგ მან გამოკითხა მ----------–--ე, რომელიც გამოკითხვის დროს მიუთითებდა მისი მეუღლის ლ-–- კ---------–--ის მხრიდან მის მიმართ ძალადობაზე და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე. აღნიშნულის გამო მან მ----------–--ის მიმართ დანიშნა ფსიქოლოგი----- და სამედიცინო სასამართლო ესქპერტიზა. შესაბამისად, გააცნო მარი მულაძეს დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება და მისი უფლება მოვალეობები. მოწმის განმარტებით, მის მიერ მოხდა ლ-–- კ---------–--ის დაკავება და მისთვის უფლებების განმარტება. მის მიერვე მოხდა ლ-–- კ---------–--ის, როგორც ბრალდებულის გამოკითხვა და ასევე მოხდა მტკიცებულებების გაცვლა ადვოკატთან ე-----–- ჭ--–---–თან. მანვე დაათვალიერა შემთხვევის ადგილი მ----------–--ის მონაწილეობით. მ----------–--ე მიუთითებდა მისი ყოფილი მეუღლის მიერ სახლში შესვლას და მის მიმართ ძალადობის განხორციელებას, კერძოდ როგორც ახსოვს ფეხი ჩამარტყაო. აღნიშნული ასევე განაცხადა შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს და მიუთითებდა იმ ოთახზე, სადაც მოხდა მასსა და მის მეუღლეს შორის კონფლიქტი. ასევე მარი მულმაძემ განმარტა ფსიქოლოგიურ ზეწოლაზეც. შემთხვევის ადგილი დასურათდა. შემთხვევის დათვალიერების დროს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა.

 

ბრალდებულმა ლ-–- კ---------–--ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით, ასევე უარი განაცხადა სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს, დაზარალებულმა მ----------–--ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე (იხ. 2019 წლის 26 დეკემბირს სხდომის ოქმი).

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში (საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი). ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ ლ-–- კ---------–--ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც საფუძველი გახდებოდა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას ბრალდებულ ლ-–- კ---------–--ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის მისთვის წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

კერძოდ, 2018 წლის 11 სექტემბრის ფიზიკური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის საკმარისი პირდაპირი მტკიცებულებები, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა წარდგენილ ბრალდებას.

 

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები მიუთითებენ ლ-–- კ---------–--ის მხრიდან ყოფილი მეუღლის - მ----------–--ის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, ვერ ჩაითვლება საკმარის და უტყუარ მტკიცებულებად წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, რადგან მათი ჩვენება წარმოადგენს დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რის გამოც მათი ჩვენება, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რომელიც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.

ხოლო თავის მხრივ, დაზარალებულმა მ----------–--ემ უარი განაცხადა ყოფილი მეუღლის საწინააღმდეგოდ ჩვენების მიცემაზე. ჩვენების მიცემაზე ასევე უარი განაცხადა თვით ბრალდებულმა ლ-–- კ---------–--ემ. მოცემული ფაქტების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები სხდომაზე წარმოდგენილი არ ყოფილა;

 

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ ხსენებული დასკვნა იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მ----------–--ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, მაგრამ ეს მტკიცებულება პირდაპირ ვერ ადასტურებს ლ-–- კ---------–--ის მიერ მ----------–--ის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტს, რომლის შედეგად მ----------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მოცემულ შემთხვევაში ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით შეიძლება ვისაუბროთ მხოლოდ ვარაუდზე და არა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნულის საწინააღმდეგო, პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ არის წარმოდგენილი და გამოკვლეული, რომელიც ლ-–- კ---------–--ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდებოდა.

 

სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს არ მიიჩნევს უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს ლ-–- კ---------–--ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, რადგანაც ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ 2018 წლის 11 სექტემბერს ლ-–- კ---------–--ემ იძალადა თავის მეუღლეზე - მ----------–--ეზე, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდება ვარაუდს და არსებობს მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.

 

რაც შეეხება სიცოცხლის მოსპობის მუქარას, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია ა) სიცოცხლის მოსპობის ან ბ) ჯანმრთელობის დაზიანების ანდა გ) ქონების განადგურების მუქარამ ადრესატში გამოიწვიოს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, ამ ნორმით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, კერძოდ, მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობისკენ, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისკენ. ამასთან, დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

მაშასადამე, ზემოაღნიშნული განმარტება ცხადყოფს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის საჭიროა პირს (დაზარალებულს) ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი, რეალური შიში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ დანაშაულის კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორედ დაზარალებულის ჩვენებას (აღნიშნულთან დაკავშირებით იხ: უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება N251აპ-18 საქმეზე; უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება N276აპ-17 საქმეზე).

მოცემულ შემთხვევაში მუქარის ფაქტთან დაკავშირებით შეიძლება ვისაუბროთ მხოლოდ ვარაუდზე და არა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნულის საწინააღმდეგო, პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ არის წარმოდგენილი და გამოკვლეული, რომელიც ლ-–- კ---------–--ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდებოდა.

 

სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს არ მიიჩნევს უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს ლ-–- კ---------–--ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობასა და მუქარაში, რადგანაც ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა 2018 წლის 11 სექტემბრის ფაქტებთან დაკავშირებით, იმის დასადასტურებლად, რომ ლ-–- კ---------–--ემ იძალადა ყოფილ მეუღლეზე - მ----------–--ეზე, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და მ----------–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდება ვარაუდის ფარგლებს და არსებობს მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.

საქმეში არსებული ნებისმიერი მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გამომდინარე, პირდაპირ მტკიცებულებას გააჩნია მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.

სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებული ლ-–- კ---------–--ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული ვერ იქნა დამაჯერებელი, პირდაპირი მტკიცებულებები წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, რადგანაც ბრალდება თავის დასკვნას პირის ბრალდების შესახებ ამყარებს მხოლოდ მოწმეთა ირიბ ჩვენებებზე და ვარაუდზე, რომ ლ-–- კ---------–--ემ იძალადა ყოფილ მეუღლეზე და ამ ძალადობის შედეგად მ----------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი; ასევე, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და მ----------–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

სასამართლომ ზემოთ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.

 

პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებულია მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით. საქმეში არ მოიპოვება პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც დაადასტურებდა, რომ ლ-–- კ---------–--ემ იძალადა ყოფილ მეუღლეზე და ამ ძალადობის შედეგად მ----------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი; რომ ლ-–- კ---------–--ე დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც მ----------–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ლ-–- კ---------–--ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რადგანაც გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესოს კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქმის სასამართლო განხილვის დროს დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ ლ-–- კ---------–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულ ლ-–- კ---------–--ის ბრალეულობაში, რის გამოც, ლ-–- კ---------–--ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ლ-–- კ---------–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151 მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

ლ-–- კ---------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს, ხოლო ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება და მოეხსნას ყადაღა თ------ ჯ-–-------ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს ქ. ქუთაისში, ხეთაგუროვის ქ. N9ა (საკადასტრო კოდი: 0------------------).

 

განემარტოს ლ-–- კ---------–--ეს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ციცინო მოსიძე