გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.03.2019
საქმის ნომერი
330310019002837089
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
05.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/860-1-

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

5 მარტი, 201- წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი

სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი

 

მოსარჩელე - შპს ,,M------”;

წარმომადგენელი - ჯ------------------;

 

მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი - ხ----------------;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს ,,M------”-ის 2018 წლის 23 ივლისის №2--------------- ადმინისტრაციული საჩივართან დაკავშირებით.

 

1.2. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის მიერ ადვოკატისთვის გაწეული ხარჯის გადახდა - 5-- ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, 2018 წლის 23 ივლისს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 8 ივნისის №A---------- გადაწყვეტილების და 2018 წლის 29 ივნისის №4-----0 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით. აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით 2018 წლის 1- აგვისტოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა ზეპირი მოსმენა, სადაც საჩივრის ავტორთან ერთად გამოცხადდა გასაჩივრებული აქტების გამომცემი ორგანოს წარმომადგენელი. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს არც ზეპირი სხდომის გამართვამდე და არც ზეპირი სხდომის გამართვის შემდგომ არ უცნობებია საჩივრის განსახილველად ვადის გაგრძელების შესახებ. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარე არღვევს კანონმდებლობით დადგენილ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადებს, ამასთან არ არის გაგრძელებული ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა, რის გამოც სასამართლოს მეშვეობით ითხოვს ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მოპასუხე მხარისთვის გადაწყვეტილების გამოცემის დავალებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არტ დაეტანხმა მოსარჩელის პოზიციას და ითხოვა სარჩელის დაკამყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს ,,M------’’ წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს. სამართლებრივი ფორმა - შპს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 04.05.2017 წ. (ს.ფ. 164-165);

 

3.1.2. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, (მომზადების თარიღი 21.06.2017) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისი, გ-------–--–- კა----ი, დ---- ლ--–--, ს.კ. №0---------------, დაზუსტებული ფართობი: 747.00 კვ.მ, საკუთრების უფლებით 2017 წლის 21 ივნისიდან აღრიცხულია შპს ,,M------”-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: საკუთრების მოწმობა N2----, დამოწმების თარიღი: 1---------, თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ,,ქონების მართვის სააგენტო’’; ხელშეკრულება Nე-3----------1, დამოწმების თარიღი: 10/05/2017, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქონების მართვის სააგენტო; აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი NE-3----------1, დამოწმების თარიღი: 27/04/2017, თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ,,ქონების მართვის სააგენტო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 21/06/2017 (ს.ფ. 137-138);

3.1.3. 2017 წლის 9 აგვისტოს სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს N A-------- განცხადებით მიმართა შპს ,,M-------ის’’ დირექტორმა და მოითხოვა ქ. თბილისში, ს--------- რაიონში, კა----ის გ----------–--- დ-----–--–--–ი არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 0---------------) კომერციული, საოფისე, სავაჭრო ობიექტის განთავსების მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2017 წლის 7 სექტემბრის N------- გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა შპს ,,M-------ს ქ. თბილისში, ს--------- რაიონში, კა----ის გ----------–--- დ-----–--–--–ი არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 0---------------) კომერციული, საოფისე, სავაჭრო ობიექტისთვის ინდივიდუალური ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების დადგენაზე.

 

სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 სექტემბრის N------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა შპს ,,M-------ს 2017 წლის 9 აგვისტოს N A-------- განცხადების დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 სექტემბრის N------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 103-104);

- ზონალური საბჭოს 2017 წლის 7 სექტემბრის N------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 105-106)

 

3.1.4. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 1- ნოემბრის №3-----1 გადაწყვეტილების მიხედვით, სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა შპს ,,M------”-ის 2017 წლის 6 ნოემბრის NA-------- განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იქნა ქ. თბილისში ს--------- რაიონში, კა----ის გ----------–---, დ-----–--–--–ი არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: N:0---------------) მრავალფუნქციური კომპლექსის შენობის განთავსების მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა. აღნიშნულთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ ინდივიდუალური ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების დადგენის საკითხი განხილული იყო ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს” 2017 წლის 07 სექტემბრის N-- სხდომაზე. საბჭოს რეკომენდაციით უარი ეთქვა ქ. თბილისში, ს--------- რაიონში, კა----ის გ----------–---, დ-----–--–--–ი არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: N:0---------------) კომერციული, საოფისე სავაჭრო ობიექტის განთავსების მიზნით ინდივიდუალური ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების დადგენაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ ამ ნაკვეთის სამშენებლო განვითარებაზე უკვე იმსჯელა საბჭომ წინა განაცხადის ფარგლებში და საჭირო იყო გაეთვალისწინებინათ საბჭოს რეკომენდაციები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა 2016 წლის 6 ნოემბრის NA-------- განცხადება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება (საქმე N-------) (ს.ფ. 29-42);

 

3.1.5. 2017 წლის 20 ნოემბერს სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს N AR1-5---33 განცხადებით მიმართა შპს ,,M-------ის’’ დირექტორმა და მოითხოვა ქალაქგეგმარებითი დასკვნის მომზადება მიწის ნაკვეთის (ს.კ. 0---------------) მიმდებარედ არსებულ ტერიტორიასთან გაერთიანებასა და შემდგომში სამშენებლოდ განვითარებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ნოემბრის N------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 99-100);

 

3.1.6. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 4 დეკემბრის N------8 გადაწყვეტილებით შპს ,,M-------ს’’ ეცნობა, ვინაიდან მიწის ნაკვეთის (ს.კ. 0---------------) მოცემული და მიმდებარე ტერიტორია გაუნაშენიანებელია, მიზანშეწონილია ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარება მოხდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) ფარგლებში, რომელიც დაადგენს აღნიშნულ ტერიტორიაზე ფუნქციურ ზონებს და მისი განვითარების სხვა საჭირო ინფრასტრუქტურას. აღნიშნულიდან გამომდინარე, არქიტექტურის სამსხური მოკლებულის შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს შპს ,,M------’’-ის მოთხოვნა და გასცეს დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნა მიწის ნაკვეთის დამოუკიდებლად სამშენებლოდ განვითარებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 4 დეკემბრის N------8 გადაწყვეტილება (ს.ფ. 101-102);

 

3.1.7. 2017 წლის 8 დეკემბერს შპს ,,M------’’-ის წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 4 დეკემბრის N------8 გადაწყვეტილების, 2017 წლის 1- ნოემბრის N------1 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და თბილისის არქიტექტურის სამსახურისთვის აქტის გამოცემის დავალება შპს ,,M------’’-ის მოთხოვნის (დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნის) დაკმაყოფილების თაობაზე, ასევე არქიტექტურის სამსახურისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალება შპს ,,M------’’-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 08.12.2017 წლის ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 84-98)

 

3.1.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე N-------), დაკმაყოფილდა შპს ,,M-------ის’’ სარჩელი და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა შპს ,,M-------ის’’ 2017 წლის 8 დეკემბრის N10---------------1 ადმინისტრაციულ საჩივრის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება (საქმე N-------) (ს.ფ. 29-42);

 

3.1.9. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 28 მაისის N1-- ბრძანებით, დაკმაყოფილდა შპს ,,M-------ის’’ 2017 წლის 8 დეკემბრის N10/0-----------01 ადმინისტრაციული საჩივარი და ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 1- ნოემბრის N------1 გადაწყვეტილება და 2017 წლის 4 დეკემბრის N------8 გადაწყვეტილება. დაევალა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდგომ, ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 28 მაისის N1-- ბრძანება (ს.ფ. 121-131);

 

3.1.10. 2018 წლის 31 მაისს სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს N A-------- განცხადებით მიმართა შპს ,,M-------ის’’ დირექტორმა ადილ პირიევმა და მოითხოვა ქ. თბილისში, კა----ის გ-------–ილი, დ-----–--–--–ი არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 0---------------) მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის განთავსების მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის N4-----0 გადაწყვეტილება (ს.ფ. 133-134);

 

3.1.11. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 08 ივნისის N A---------- გადაწყვეტილებით, შპს ,,M-------ს’’ ეცნობა, რომ ვინაიდან მისი 2018 წლის 31 მაისის N A-------- განცხადებასთან დაკავშრებით საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა და ამავდროულად აღნიშნული განაცხადი საჭიროებს გადაგზავნას სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, აღიშნულიდან გამომდინარე, სზაკ მე-100 მუხლის შესაბამისად, თბილისის არქიტექტურის სამსახურმა გადაწყვიტა, რომ შპს ,,M-------ის’’ 2018 წლის 31 მაისის N A-------- განცხადების ადმინისტრაციული წარმოების ვადა გაგრძელდეს 2018 წლის 29 ივნისის ჩათვლით. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ის შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 08 ივნისის N A---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 132);

3.1.12. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის N4-----0 გადაწყვეტილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2018 წლის 28 მაისის N1-- ბრძანების აღსრულების მიზნით, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რა დროსაც დადგინდა, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 0---------------), დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით, ვრცელდება საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ-2). მოცემული მიწის ნაკვეთი (ს.კ. 0---------------) ვერ აკმაყოფილებს ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ’’ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N1--39 დადგენილებით სამშენებლო მიწის ნაკვეთისთვის დადგენილ მინიმალურ პარამეტრებს. აქედან გამომდინარე, არქიტექტურის სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს შპს ,,M-------ის’’ დირექტორის (ა----–----------) 2018 წლის 31 მაისის განცხადება, ქ. თბილისში, კა----ის გ-------–ილი, დ-----–--–--–ი არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 0---------------) მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის განთავსების მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის N4-----0 გადაწყვეტილება (ს.ფ. 133-135);

 

3.1.13. 2018 წლის 23 ივლისს შპს ,,M-------ის’’ წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში და მოითხოვა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 8 ივნისის N A---------- გადაწყვეტილების, 2018 წლის 29 ივნისის N4-----0 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, შპს ,,M-------ის’’ მოთხოვნის (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ) დაკმაყოფილების თაობაზე. ასევე მოითხოვა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურისთვის შპს ,,M-------ის’’ 2018 წლის 2 ივლისის N A-------- განცხადებაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიის მიღების ბარათიდან ირკვევა, რომ შპს ,,M-------ის’’ წარმომადგენლის 2018 წლის 23 ივლისის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა არის 2018 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,M-------ის’’ წარმომადგენლის 2018 წლის 23 ივლისის ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 13-26);

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიის მიღების ბარათი (ს.ფ. 27);

 

3.1.1-. 2018 წლის 1- აგვისტოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა ზეპირი მოსმენა, შპს ,,M-------ის’’ წარმომადგენლის 2018 წლის 23 ივლისის ადმინისტრაციული საჩივართან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 1- აგვისტოს ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი N2--------------- (ს.ფ. 170);

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2018 წლის 27 ივლისის N10-0---------- წერილი (ს.ფ. 28);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმისათვის არსებით მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს შპს ,,M------”-ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201- წლის 30 დეკემბერის №2--104 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდება’’ (სადავო პერიოდში მოქმედი); საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების კატეგორია, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23.1 მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში მოსარჩელე ითხოვს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის შპს ,,M------”-ის 2018 წლის 23 ივლისის №2--------------- ადმინისტრაციული საჩივრის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 08 ივნისის N A---------- გადაწყვეტილებით, შპს ,,M-------ს’’ ეცნობა, რომ ვინაიდან მისი 2018 წლის 31 მაისის N A-------- განცხადებასთან დაკავშრებით საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა და ამავდროულად აღნიშნული განაცხადი საჭიროებს გადაგზავნას სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, აღიშნულიდან გამომდინარე, სზაკ მე-100 მუხლის შესაბამისად, თბილისის არქიტექტურის სამსახურმა გადაწყვიტა, რომ შპს ,,M-------ის’’ 2018 წლის 31 მაისის N A-------- განცხადების ადმინისტრაციული წარმოების ვადა გაგრძელდეს 2018 წლის 29 ივნისის ჩათვლით.

 

სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის N4-----0 გადაწყვეტილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2018 წლის 28 მაისის N1-- ბრძანების აღსრულების მიზნით, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რა დროსაც დადგინდა, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 0---------------), დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით, ვრცელდება საზოგადოებრივ საქმიანი ზონა 2 (სსზ-2). მოცემული მიწის ნაკვეთი (ს.კ. 0---------------) ვერ აკმაყოფილებს ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ’’ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N1--39 დადგენილებით სამშენებლო მიწის ნაკვეთისთვის დადგენილ მინიმალურ პარამეტრებს. აქედან გამომდინარე, არქიტექტურის სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს შპს ,,M-------ის’’ დირექტორის (ა----–----------) 2018 წლის 31 მაისის განცხადება, ქ. თბილისში, კა----ის გ-------–ილი, დ-----–--–--–ი არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 0---------------) მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის განთავსების მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის თაობაზე.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201- წლის 30 დეკემბერის №2--104 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდება’’(სადავო პერიოდში მოქმედი) რომლის 1.1 მუხლის თანახმადაც, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური (შემდგომში - სამსახური) არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წინაშე, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201- წლის 30 დეკემბერის №2--104 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების’’ (სადავო პერიოდში მოქმედი) მე-11 მუხლის თანახმად, სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავის მხრივ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 79-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის მერთან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 08 ივნისის N A---------- გადაწყვეტილება და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის N4-----0 გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ამავე დროს კანონმდებლობით დადგენილია მათი ერთჯერადად ადმინისტრაციული საჩივრით ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გასაჩივრების წესი.

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177.1 მუხლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 183-ე მუხლით დადგენილია ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს ერთი თვის ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ადმინისტრაციული საჩივრის განსახილველად კანონმდებლობით დადგენილ ვადაზე მეტი, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 7 დღისა და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ერთი თვით.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს საქმეში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

- 2018 წლის 23 ივლისს შპს ,,M-------ის’’ წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით წარადგინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 8 ივნისის N A---------- გადაწყვეტილების და 2018 წლის 29 ივნისის N4-----0 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, შპს ,,M-------ის’’ მოთხოვნის (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ) დაკმაყოფილების თაობაზე. ასევე მოითხოვა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურისთვის შპს ,,M-------ის’’ 2018 წლის 2 ივლისის N A-------- განცხადებაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიის მიღების ბარათიდან ირკვევა, რომ შპს ,,M-------ის’’ წარმომადგენლის 2018 წლის 23 ივლისის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა არის 2018 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით.

 

- 2018 წლის 1- აგვისტოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა ზეპირი მოსმენა, შპს ,,M-------ის’’ წარმომადგენლის 2018 წლის 23 ივლისის ადმინისტრაციული საჩივართან დაკავშირებით.

 

- მხარეთა განმარტებებით ირკვევა, რომ 2018 წლის 1- აგვისტოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შპს ,,M------”-ის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გაიმართა ზეპირი მოსმენა, სადაც გამოცხადდა საჩივრის ავტორი და ასევე გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელი. თუმცა, დღეის მდგომარეობით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,M------”-ის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მატერიალური სახით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია. ამასთან, მხარეთა განმარტებით ასევე დასტურდება, რომ არც ადმინისტრაციული საჩივრის განსახილველად ზეპირი სხდომის გამართვამდე და არც ზეპირი სხდომის გამართვის შემდგომ, მოპასუხე მხარეს საჩივრის ავტორისათვის (შპს ,,M------”) ადმინისტრაციული საჩივრის განსახილველად ვადის გაგრძელების თაობაზე არ უცნობებია.

 

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები მოწმობს იმას, რომ შპს ,,M------”-ის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2018 წლის 1- აგვისტოს ჩატარებული იქნა ზეპირი მოსმენის სხდომა, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადის (2018 წლის 22 აგვისტო) გასვლის მიუხედავად, დღეის მდგომარეობით შპს ,,M------”-ის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მატერიალური სახით გადაწყვეტილება (შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) არ მიუღია. ამასთან, საგულისხმოა ასევე ის გარემოებაც, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიუღია დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის წესების დაცვისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთების ვალდებულება, ხოლო ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქტის სამართლებრივი შედეგების შესახებ, კერძოდ: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 201- წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Nბს-246-243 (კ-1-)).

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირი აღჭურვილია რა კანონიერი ნდობის უფლებით, ადმინისტრაციულ ორგანოში მისი განცხადების, ადმინისტრაციული საჩივრის დარეგისტრირება (ასეთის უდავოდ დადგენის შემთხვევაში) იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების - განცხადების, ადმინისტრაციული საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში განხილვა-გადაწყვეტის წარმოშობას, რომლის მიმართაც პირის კანონიერი მოლოდინი პატივსადები და სამართლებრივი დაცვის ღირსია. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას.

 

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა გარემოება, როდესაც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის) მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა, რაც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელე მხარის კანონიერ უფლებასა და ინტერესს, რის გამოც შპს ,,M------”-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს ,,M------”-ის 2018 წლის 23 ივლისის №2--------------- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა იყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა იქნეს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, მოპასუხეს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელე - შპს ,,M------”-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 23-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 3-4-ე, 3-7-ე და 3-9-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს ,,M------”-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. დაევალოს მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, შპს ,,M------”-ის 2018 წლის 23 ივლისის №2--------------- ადმინისტრაციული საჩივართან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

3.მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე - შპს ,,M------”-ის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 1- (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი