გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.08.2018
საქმის ნომერი
330310018002445714
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
03.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/2919-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

3 აგვისტო, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი

სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი

 

მოსარჩელე - მარინ---------ძე, დავ------------ე, ნინ----------ია, ნათ----------ია;

წარმომადგენელი - ქეთე------------აძე;

 

მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი - თამა------–-----ძე;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

აღწერილობითი ნაწილი:

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

2018 წლის 14 მაისს მარინ---------ძემ, დავ------------ემ, ნინ----------იამ და ნათ----------იამ სარჩელით მომართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა: 1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 08 აგვისტოს N2------ ბრძანება. 2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 08 აგვისტოს N3------ ბრძანება. 3. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ფაქტობრივი უარი მოსარჩელეთა N1---------------- ადმინისტრაციულ საჩივარზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის განჩინებით სასარჩელო მოთხოვნაზე, მოპასუხე-ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიმართ, ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 08 აგვისტოს N2------ და 2017 წლის 08 აგვისტოს N3------ ბრძანებების ბათილად ცნობის ნაწილში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შეწყდა საქმის წარმოება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისს გამართულ სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენელმა დააზუსტა მესამე სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის 2018 წლის 15 მარტის №1----------------- ადმინისტრაციული საჩივართან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებირივი აქტის გამოცემის დავალება.

 

მოსარჩელეთა წარმომადგენლის განმარტებით 2018 წლის 15 მარტს მარინ---------ძემ, დავ------------ემ, ნინ----------იამ, ნათ----------იამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 08 აგვისტოს N2------ ბრძანებისა და ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 08 აგვისტოს N3------ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით. აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით 2018 წლის 05 აპრილს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა ზეპირი მოსმენა, სადაც საჩივრის ავტორთან ერთად გამოცხადდა გასაჩივრებული აქტების გამომცემი ორგანოს წარმომადგენელი. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს არც ზეპირი სხდომის გამართვამდე და არც ზეპირი სხდომის გამართვის შემდგომ არ უცნობებია საჩივრის განსახილველად ვადის გაგრძელების შესახებ. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარე არღვევს კანონმდებლობით დადგენილ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადებს, ამასთან, არ არის გაგრძელებული ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა, რის გამოც სასამართლოს მეშვეობით ითხოვს ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მოპასუხე მხარისთვის გადაწყვეტილების გამოცემის დავალებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არ დაეთანხმა მოსარჩელის პოზიციას და ითხოვა სარჩელის დაკამყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 8 აგვისტოს N 2------ ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბი-–--–-----------------. მოქ, ზურ-------------იძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 0---------------) დაბალი ინტესივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის აგვისტოდან 2017 წლის 8 აგვისტომდე პერიოდი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 08.08. 2015 წ. N 2------ ბრძანება. (ს.ფ. 21-23);

 

3.1.2. ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 08 აგვისტოს N3------ ბრძანებით დაკმაყოფილდა მოქ. გა---–------–--ის განცხადება და ცვლილება შევიდა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 8 აგვისტოს N 2------ ბრძანებაში, რომლის თანახმად მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 08.08. 2017 წ. N3------ ბრძანება. (ს.ფ. 24-25);

 

3.1.3. მარინ---------ძემ, დავ------------ემ, ნინ----------იამ და ნათ----------იამ 2018 წლის 15 მარტს №1----------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ითხოვეს ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 08 აგვისტოს N2------ ბრძანებისა და ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 08 აგვისტოს N3------ ბრძანების ბათილად ცნობა.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიის მიღების ბარათის თანახმად ირკვევა, რომ მარინ---------ძის, დავ------------ის, ნინ----------იას და ნათ----------იას 2018 წლის 15 მარტის №1----------------- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 14 აპრილის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2018 წლის 15 მარტის №1-----------------ადმინისტრაციული საჩივარი.(ს.ფ.159-163 )

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიის მიღების ბარათი (ს.ფ.158 );

 

3.1.4. 2018 წლის 05 აპრილს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2018 წლის 15 მარტის №1----------------- ადმინისტრაციული საჩივრთან დაკავშირებით გაიმართა ზეპირი მოსმენა, სადაც საჩივრის ავტორთან ერთად გამოცხადდა გასაჩივრებული აქტების გამომცემი ორგანოს წარმომადგენელი და დაინტერესებული მხარე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15 მარტის ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი N2-------------01 (ს.ფ.164-165);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების კატეგორია, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23.1 მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში მოსარჩელე ითხოვს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის 2018 წლის 15 მარტის N1---------------- ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა 2018 წლის 15 მარტს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვეს ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 08 აგვისტოს N2------ ბრძანებისა და ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 08 აგვისტოს N3------ ბრძანების ბათილად ცნობა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიის მიღების ბარათიდან ირკვევა, რომ მარინ---------ძის, დავ------------ის, ნინ----------იას და ნათ----------იას 2018 წლის 15 მარტის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 14 აპრილის ჩათვლით.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბერის №20-104 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდება’’(სადავო პერიოდში მოქმედი) რომლის 1.1 მუხლის თანახმადაც, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური (შემდგომში - სამსახური) არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წინაშე, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბერის №20-104 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების’’ (სადავო პერიოდში მოქმედი) მე-11 მუხლის თანახმად, სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავის მხრივ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 79-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის მერთან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 08 აგვისტოს N2------ ბრძანება და ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 08 აგვისტოს N3------ ბრძანება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ამავე დროს კანონმდებლობით დადგენილია მათი ერთჯერადად ადმინისტრაციული საჩივრით ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გასაჩივრების წესი.

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177.1 მუხლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 183-ე მუხლით დადგენილია ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს ერთი თვის ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ადმინისტრაციული საჩივრის განსახილველად კანონმდებლობით დადგენილ ვადაზე მეტი, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 7 დღისა და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ერთი თვით.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ 2018 წლის 05 აპრილს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში მარინ---------ძის, დავ------------ის, ნინ----------იას და ნათ----------იას 2018 წლის 15 მარტის №1----------------- ადმინისტრაციული საჩივართან დაკავშირებით გაიმართა ზეპირი მოსმენა, სადაც გამოცხადდა საჩივრის ავტორი და ასევე გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელი. თუმცა, დღეის მდგომარეობით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელეთა ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მატერიალური სახით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია. ამასთან, მხარეთა განმარტებითა და საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ არც ადმინისტრაციული საჩივრის განსახილველად ზეპირი სხდომის გამართვამდე და არც ზეპირი სხდომის გამართვის შემდგომ, ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიუღია დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის წესების დაცვისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთების ვალდებულება, ხოლო ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქტის სამართლებრივი შედეგების შესახებ, კერძოდ: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Nბს-246-2434).

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირი აღჭურვილია რა კანონიერი ნდობის უფლებით, ადმინისტრაციულ ორგანოში მისი განცხადების, ადმინისტრაციული საჩივრის დარეგისტრირება (ასეთის უდავოდ დადგენის შემთხვევაში) იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების - განცხადების, ადმინისტრაციული საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში განხილვა-გადაწყვეტის წარმოშობას, რომლის მიმართაც პირის კანონიერი მოლოდინი პატივსადები და სამართლებრივი დაცვის ღირსია. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას.

 

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა გარემოება, როდესაც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის) მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა, რაც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელე მხარის კანონიერ უფლებასა და ინტერესს, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მარინ---------ძის, დავ------------ის, ნინ----------იას, ნათ----------იას 2018 წლის 15 მარტის №1----------------- ადმინისტრაციული საჩივართან დაკავშირებით, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა იყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა იქნეს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, ამასთან, სარჩელი დაკმაყოფილდა. ამდენად, მოპასუხეს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელეთა სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 23-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მარინ---------ძის, დავ------------ის, ნინ----------იას, ნათ----------იას სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. დაევალოს მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მარინ---------ძის, დავ------------ის, ნინ----------იას, ნათ----------იას 2018 წლის 15 მარტის №1----------------- ადმინისტრაციული საჩივართან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

3. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი