გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.02.2019
საქმის ნომერი
330310018002623990
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
08.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/5728-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

8 თებერვლი, 2019 წელი ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მერი გულუაშვილი

სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე

მოსარჩელე - ა-–--–---------–---–ი

წარმომადგენელი-ჯუნა ჭოხონელიძე, ნიკა აბაკელია

მოპასუხე- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი- მ--------------–-–---–ი, ქ--------------–-–---–ი

დავის საგანი- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაევალოს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ა-–--–---------–---–ის მიერ 2018 წლის 1-----–---ს №19/-------------- ადმინისტრაციული საჩივრის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა (2019 წლის 8 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმში აღნიშნული დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარის მიერ განსახილველ საქმეზე წერილობითი შესაგებელი არ წარმოდგენილი - სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა ა-–--–---------–---–ის მიერ აღძრულ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა სარჩელის უსაფუძვლობაზე მითითებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2018 წლის 2--------ს ა-–--–---------–---–მა N1---------------- განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობას და ქალაქ თბილისში, ბ-------------–----–-----------–--------------–--------------- ბინის უსასყიდლოდ გადაცემა მოითხოვა.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სარჩელი (ს.ფ. 1-12);

- ისნის რაიონის გამგეობის 2018 წლის 21-------ს გადაწყვეტილება (ს.ფ. 80-81);

 

3.1.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 2018 წლის 21-------ს გადაწყვეტილებით ა-–--–---------–---–ს 2018 წლის 2--------ის N1---------------- განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა და ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ წინამდებარე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სარჩელი (ს.ფ. 1-12);

- ისნის რაიონის გამგეობის 2018 წლის 21-------ს გადაწყვეტილება (ს.ფ. 80-81);

 

3.1.3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 2018 წლის 21-------ს გადაწყვეტილება, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ა-–--–---------–---–ის მიერ ადმინისტრაციული საჩივრდით გასაჩივრდა 2018 წლის 13 ივლისს, ხოლო ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილების მიღების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 1---------ო.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ადმინისტრაციული საჩივრის მიღების ბარათი (ს.ფ.14);

- 2018 წლის 1-----–---ს ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 51-61);

 

3.1.4. მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ა-–--–---------–---–ის 2018 წლის 1-----–---ს №19/-------------- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით და არც აღნიშნულ საჩივარზე მსჯელობის ვადის გაგრძელების თაობაზე წერილობითი გადაწყვეტილება არ მიუღია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის დადგენილება №10-20, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყოველ ადამიანს აძლევს უფლებას თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების კატეგორია, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23.1 მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი პირის მიერ აღძრულ სარჩელს დასაშვებად მიიჩნევს, იმ შემთხვევაში როდესაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უარს აცხდებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე გამოსცეს ადმინისტრციულ-სამართლებრივი აქტი და აღნიშნული უარი მოსარჩელეს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს.

 

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში მოსარჩელე ითხოვს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის, ა-–--–---------–---–ის მიერ 2018 წლის 1-----–---ს №19/-------------- ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.

 

განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ 2018 წლის 2--------ს ა-–--–---------–---–მა N1---------------- განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობას და ქალაქ თბილისში, ბ-------------–----–-----------–--------------–--------------- ბინის უსასყიდლოდ გადაცემა მოითხოვა, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 2018 წლის 21-------ს გადაწყვეტილებით ა-–--–---------–---–ს 2018 წლის 2--------ის N1---------------- განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა და ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ წინამდებარე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 2018 წლის 21-------ს გადაწყვეტილება, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ა-–--–---------–---–ის მიერ ადმინისტრაციული საჩივრდით გასაჩივრდა 2018 წლის 13 ივლისსს, ხოლო ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილების მიღების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 12 აგვსიტო, თუმცა მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ა-–--–---------–---–ის 2018 წლის 1-----–---ს №19/-------------- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით წერილობითი გადაწყვეტილება საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზეც არ მიუღია.

 

6.2. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 50-ე მუხლის მიხედვით მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას. მერიას ხელმძღვანელობს მერი. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. მერიის სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერის დავალებების შესრულებას. მერიის სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები, რომლებიც განისაზღვრება მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და საშტატო ნუსხით.

 

ამავე კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით თბილისის ადმინისტრაციულ ერთეულში − რაიონში იქმნება თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანო − თბილისის რაიონის გამგეობა (შემდგომ − რაიონის გამგეობა).

ისნის რაიონის გამგეობის დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით თბილისის რაიონის გამგეობა (შემდგომში – გამგეობა) არის თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანო, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტას და ადმინისტრაციული ერთეულის – რაიონის მართვას.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზის შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობა წარმოადგენს ქალაქ თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქმიანობას და მის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს სწორედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 2018 წლის 21-------ს გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და ამავე დროს კანონმდებლობით დადგენილია მისი ერთჯერადად ადმინისტრაციული საჩივრით ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გასაჩივრების წესი.

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177.1 მუხლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.

 

განსხილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 2018 წლის 21-------ს გადაწყვეტილება, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ქალაქ თბილისი მუნიციპალიტეტის მერიაში ა-–--–---------–---–ის მიერ ადმინისტრაციული საჩივრდით გასაჩივრდა 2018 წლის 13 ივლისს, ხოლო ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილების მიღების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 1---------ო.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 183-ე მუხლით დადგენილია ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს ერთი თვის ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ადმინისტრაციული საჩივრის განსახილველად კანონმდებლობით დადგენილ ვადაზე მეტი, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 7 დღისა და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ერთი თვით.

 

დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ა-–--–---------–---–ის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გაიმართა ზეპირი მოსმენა, სადაც გამოცხადდა საჩივრის ავტორი, თუმცა არ გამოცხადდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი და მის მიერ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებთ პოზიცია მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში მოგვიანებით იქნა წარდგენილი, აღნიშნულის მიუხედავად დღეის მდგომარეობით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ა-–--–---------–---–ის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით და არც აღნიშნულ საჩივარზე მსჯელობის ვადის გაგრძელების თაობაზე წერილობითი გადაწყვეტილება არ მიუღია და აღნიშნული გარემოება არც მოპასუხე მხარეს გაუხდია სადავოდ.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის წესების დაცვისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთების ვალდებულება, ხოლო ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქტის სამართლებრივი შედეგების შესახებ, კერძოდ: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას- წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა(იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Nბს-246-243 (კ-14)).

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირი აღჭურვილია რა კანონიერი ნდობის უფლებით, ადმინისტრაციულ ორგანოში მისი განცხადების, ადმინისტრაციული საჩივრის დარეგისტრირება(ასეთის უდავოდ დადგენის შემთხვევაში) იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების - განცხადების, ადმინისტრაციული საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში განხილვა-გადაწყვეტის წარმოშობას, რომლის მიმართაც პირის კანონიერი მოლოდინი პატივსადები და სამართლებრივი დაცვის ღირსია. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას.

 

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა გარემოება, როდესაც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს (ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია) მიერ დარღვეული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა, რაც პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალური) ზიანს აყენებს მოსარჩელე მხარის კანონიერ უფლებასა და ინტერესს, რის გამოც ა-–--–---------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს ა-–--–---------–---–ის მიერ 2018 წლის 1-----–---ს №19/-------------- ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა იყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა იქნეს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, მოპასუხე უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 23-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ა-–--–---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. დაევალოს მოპასუხე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ა-–--–---------–---–ის მიერ 2018 წლის 1-----–---ს №19/-------------- ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

3.მოპასუხე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ა-–--–---------–---–ის სასარგებლოდ, დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი - თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე მერი გულუაშვილი