განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.12.2019
საქმის ნომერი
330310018002514434
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
03.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002514434

საქმე N3ბ/2050-19

განჩინება

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

05 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ილონა თოდუა

 

სხდომის მდივანი - მარინე კახაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - მ------ ბ------–-–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ს------- ბ------–---–ი

წარმომადგენლები - ე-–----- გ---–--

 

მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო

წარმომადგენელი - ი---- ფ---------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2----–-–------------ის N------------- მიმართვის ბათილად ცნობა;

 

1.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2----–-–----------ის N------------- წერილის ბათილად ცნობა;

 

1.3. მოპასუხეებისათვის ქალაქ თბილისში, ო-----–---ის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული ფართის - N------------------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მომიჯნავე 7,35 კვ.მ, 7,69 კვ,მ და 7,62 კვ.მ ფართების ს------- ბ------–---–ისათვის პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის მიმართვის წარდგენის დავალება.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

მოპასუხეების წარმომადგენლებმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს მის უსაფუძვლობაზე მითითებით.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 დეკემბერის გადაწყვეტილებით ს------- ბ------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2----–-–----------ის N------------- წერილი და ქალაქ თბილისის მერს დაევალა, ს------- ბ------–---–ის წარმომადგენელის ე-–----- გ---–--ს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა და საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მასზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ს------- ბ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელისათვის ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. ,,საპრივატიზებო ობიექტების პირდაპირი წესით პრივატიზების შესახებ“ ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოს კოლეგიის 1----–-–----------ის N--------- და 1----–-–----------------ის N--------- გადაწყვეტილებებით სახელმწიფო საწარმო ,,ე-–----ს“ შრომითი კოლექტივის მიერ ჩამოყალიბებულ დროებით ამხანაგობას კ--–----ის რაიონში, რ----- ქუჩის მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე ფართების პირდაპირი წესით შესყიდვის უფლება მიეცა. 1996 წლის 16 იანვარს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თბილისის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტმა სახელმწიფო საწარმო ,,ე-–----ს“ შრომითი კოლექტივის ამხანაგობის სახელზე N-------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გასცა, რომლის მიხედვით, ორგანიზაციას საკუთრებაში გადაეცა ქალაქ თბილისში, კ--–----ის რაიონში, კ---–-----------ის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში, ძირითადი საშუალებების აქტიური ნაწილი და 88,00 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი. აღნიშნული ფართზე საკუთრების უფლება ს------- ბ------–---–მა შეიძინა. საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, ქალაქ თბილისში, ო-----–---ის (კ---–-----------ის) მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე 3743,00 კვ.მ ფართებიდან 88.00 კვ.მ უძრავი ქონების 99.94 წილი ს------- ბ------–---–ის საკუთრებაშია, ხოლო 1820,00 კვ.მ ფართი სსიპ თვითმმართველი ქალაქს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოს კოლეგიის 1----–-–----------ის N--------- და 1----–-–----------------ის N--------- გადაწყვეტილებები (ს.ფ. 14-15, 16-17), N-------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა (ს.ფ. 18), მიღება-ჩაბარების N-- აქტი (ს.ფ. 19), ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 20-21, 115-117), შიდა აზომვითი ნახაზები (ს.ფ. 22, 23, 118).

 

4.2. 2----–-–------------ს ს------- ბ------–---–ის წარმომადგენელმა ე-–----- გ---–--მ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს განცხადება წარუდგინა, რომლითაც ქალაქ თბილისში, ო-----–---ის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული ფართის - N------------------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მომიჯნავე 7,35 კვ.მ, 7,69 კვ,მ და 7,62 კვ.მ ფართების ლ----------–---–ისათვის და ს------- ბ------–---–ისათვის პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის მიმართვის წარდგენა მოითხოვა. განცხადებით მითითებულ იქნა შემდეგ გარემოებებზე:

- მიწისქვეშა გადასასვლელში ფართები შემოსაზღვრულია გრუნტით, რის გამოც კედლებიდან მუდმივად ჟონავს დაზიანებული კომუნიკაციების თუ გრუნტის წყლები. აღნიშნულის ლიკვიდაციის მიზნით გამოკვლეულ იქნა ფართის კედლები და მიწისქვეშა გასასვლელის ძირითადი კონსტრუქციებისა და პრივატიზებული ფართის კედლებს შორის აღმოჩნდა სამი სამკუთხედის ფორმის 7,35 კვ.მ, 7,69 კვ.მ და 7,62 კვ.მ ფართობის ნაგვითა და მიწით სანახევროდ სავსე საიზოლაციო ჯიბე. აღმოჩენილ ფართებს გაწმენდის, განიავებისა და გამოშრობის მიზნით გაუკეთდა შესასვლელები და იმ დროიდან ფაქტობრივად არის ს------- ბ------–---–ისა და ლ----------–---–ის მფლობელობაში;

- 2010 წელს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ მოხდა მიწისქვეშა გადასასვლელების ინვენტარიზაცია, რის შემდეგაც 2011 წლის 21 ივლისს ზემოთ მითითებული ფართები იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა აუქციონში გამარჯვებულ შპს ,,ზ---“, თუმცა იგი ს------- ბ------–---–ის კუთვნილი ფართის მომიჯნავე 7,35 კვ.მ, 7,69 კვ.მ და 7,62 კვ.მ ფართების მოვლა-პატრონობას ვერ ახორციელებს, ვინაიდან აღნიშნულ ფართებს არ აქვთ დამოუკიდებელი შესასვლელი;

 

განცხადებასთან ერთად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს შიდა აზომვითი ნახაზი და შპს ,------ს“ 2----–-–---------------ს N---- წერილი წარედგინა. მითითებული წერილის მიხედვით, 2011 წლის 14 ივლისს, როგორც აუქციონში გამარჯვებულ ფირმას, შპს ,,ზ---“ სამართავად გადაეცა მიწისქვეშა გადასასვლელის მთლიანი სივრცე, მათ შორის ს------- ბ------–---–ისა და ლ----------–---–ის ფართში, მერიის მიერ აღმოჩენილი ზედმეტობა 19,8 კვ.მ ფართი, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ფართი ნესტიანი და სარემონტოა და მას არ აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი, ,,ქირის თანხის“ წინსწრებით, ერთიანად გადახდის სანაცვლოდ შპს ,------“ თანახმაა აუქციონის პირობების შეუცვლელად, აღნიშნული ფართი (19,8 კვ.მ) დათმოს ს------- ბ------–---–ის და ლ----------–---–ის სასარგებლოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-განცხადება (ს.ფ. 83-86), შპს ,------ს“ 2-----–-–-----------------ს N---- წერილი (ს.ფ. 24), ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 20-21, 115-117), შიდა აზომვითი ნახაზები (ს.ფ. 118, 22, 23).

 

4.3. 2----–-–------------ის N------------- წერილით სსიპ ქონების მართვის სააგენტომ ს------- ბ------–---–ის წარმომადგენელს ე-–----- გ---–--ს განუმარტა, რომ მიწისქვეშა გადასასვლელის ტერიტორიაზე არსებული ფართების გასხვისება არ განიხილებოდა, ამასთან, უძრავი ქონება უზუფრუქტის ფორმით იყო გადაცემული შპს ,,თ---–---------------ისათვის“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2----–-–------------ის N------------- წერილი (ს.ფ. 30).

 

4.4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2----–-–--------------ის N------------- წერილზე ს------- ბ------–---–ის წარმომადგენელმა ე-–----- გ---–--მ ქალაქ თბილისის მერთან ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 27-29).

 

4.5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2----–-–--------------ის N------------- წერილით ს------- ბ------–---–ის წარმომადგენელს ე-–----- გ---–--ს განემარტა, რომ სადავო აქტზე საჩივარი იყო სასამართლოს განსჯადი, რის გამოც ქალაქ თბილისის მერია მოკლებული იყო შესაძლებლობა, განეხილა იგი.

 

აღნიშნული წერილით მითითებულ იქნა შემდეგ გარემოებებზე:

- ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 75-ე მუხლის „დ.ა“ პუნქტის მიხედვით, ამ კანონითა და თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მთავრობის უფლებამოსილებას განეკუთვნება;

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის N13-42 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვის სააგენტოს დებულების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სსიპ ქონების მართვის სააგენტო სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაციაა, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების საკუთრებისა და სარგებლობით უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით. ამავე დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებისა და სარგებლობის უფლების გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის წარდგენის ორგანიზება;

- იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვასა და განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, ხოლო სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელით და ორგანიზაციულად უზრუნველყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვასთან დაკავშირებული საკითხები, სადავო წერილი მიღებულია სწორედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დელეგირებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში, მთავრობას კი არ ჰყავს რა ზემდგომი ორგანო, მისი აქტები საჩივრდება სასამართლოში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2----–-–----------ის N------------- წერილი (ს.ფ. 25-26).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

5.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც, როგორც სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების საკუთრებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებული ქონების მართვის სააგენტოს წესდების (დებულების) 1-ლი მუხლი).

 

სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წესდების (დებულების) მე-14 მუხლის მიხედვით, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება მერთან კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის უფლებამოსილება ნიშნავს სამართლის ნორმით დაცული ინტერესის - დარღვეული მატერიალური უფლების აღდგენის შესაძლებლობას. ადმინისტრაციული სამართლის პრინციპები, პროცედურები დიდწილად სწორედ პირის სამოქალაქო უფლებების დაცვის მიზანს ემსახურება, ხოლო ამ უფლებების დაცვის სამართლებრივ საშუალებებს პროცედურული უფლებების რეალიზაცია (განცხადება, ადმინისტრაციული საჩივარი, შუამდგომლობა და სხვა) წარმოადგენს, რომლის განუხორციელებლობა სამოქალაქო უფლების დაცვის შესაძლებლობის მოსპობას უტოლდება.

 

სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას. აღნიშნული კოდექსის მე-12 მუხლით გარანტირებულია: 1. ნებისმიერი პირის უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, და 2. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამდენად, პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება.

 

მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მერი ვალდებული იყო, განეხილა ს------- ბ------–---–ის წარმომადგენელს ე-–----- გ---–--ს საჩივარი და საქმის გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად ემსჯელა მის საფუძვლიანობაზე.

 

ამასთან, სასამართლომ, იმის გათვალისწინებით, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სადავო წერილით გათვალისწინებული ფართები იზოლირებულია საზოგადოებრივი სივრცისაგან და არ ირკვევა მისი მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენების საჭიროებასთან დაკავშირებით, მიიჩნია, რომ წერილის მიზანშეწონილობის კუთხით შეფასების გზით ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა შესაძლოა დაინტერესებული პირის სასარგებლო გადაწყვეტილებით დასრულებულიყო.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2-----–-–------------ის N------------- წერილი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რის გამოც ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი და ქალაქ თბილისის მერს უნდა დავალებოდა არსებითად განეხილა ს------- ბ------–---–ის წარმომადგენელის ე-–----- გ---–--ს საჩივარი.

 

6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

6.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და განმარტავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვასა და განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიცპალიტეტის მთავრობა. ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით და ორგანიზაციულად უზრუნველყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვასთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2----–-–-------------ის #------------- წერილი მიღებულია სწორედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დელეგირებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში.

 

აპელანტი განმარტავს, რომ ვინაიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში არ ჰყავს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, მოქმედი კანონმდებლობით მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ დაკავშირებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესწავლა წარმოადგენს სასამართლოსადმი უწყებრივად ქვემდებარე საქმეს.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

7.4. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).

 

7.5. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. პალატა მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლითაც იმპერატიულად არის დადგენილი, რომ სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა.

 

ადმინისტრაციული საჩივრის ცნება განმარტებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტში, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას. ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს სამი ძირითადი ფუნქცია: ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება; ადმინისტრაციული ორგანოების მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობა და სასამართლოს განტვირთვა.

 

პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა ნიშნავს დაინტერესებული პირის მიერ ასეთი საჩივრის შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში არამარტო წარდგენას, არამედ კანონით დადგენილ ვადებში მის განხილვას, გადაწყვეტილების მიღებას და მხოლოდ საჩივრის განხილვის შედეგებიდან გამომდინარე, ან/და ასეთი საჩივრის დადგენილ ვადაში განხილვაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლოში დავის დაწყებას.

 

პალატა მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2----–-–------------ის N------------- წერილზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–----------ის N------------- წერილით ს------- ბ------–---–ის წარმომადგენელს ე-–----- გ---–--ს განემარტა, რომ ქალაქ თბილისის მერია არ იყო უფლებამოსილი, განეხილა ადმინისტრაციული საჩივარი, არამედ, დავა იყო სასამართლოს განსჯადი.

 

ამრიგად, იმის გათვალისიწნებით, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–----------ის N------------- წერილი წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, პალატამ უნდა შეაფასოს მისი კანონიერება იმ საკითხის გადაწყვეტით, გააჩნდა თუ არა ქალაქ თბილისის მერს ვალდებულება, განეხილა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ წარდგენილი საჩივარი.

 

პალატა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განმარტავს, რომ დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ხოლო ამავე კოდექსის 178-ე მუხლის მიხედვით, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.

 

პალატა მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 79-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, თბილისის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ, ეკონომიკურ ან/და მთავრობის მიერ განსაზღვრულ სხვა საქმიანობას და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის მერთან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებული ქონების მართვის სააგენტოს წესდების (დებულების) შესაბამისად, სსიპ ქონების მართვის სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც, როგორც სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების საკუთრებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება მერთან კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ამრიგად, ქალაქ თბილისის მერი ვალდებული იყო, განეხილა ს------- ბ------–---–ის წარმომადგენელს ე-–----- გ---–--ს საჩივარი და საქმის გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად ემსჯელა მის საფუძვლიანობაზე.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ სრულიად მართებულად იქნა ცნობილი ბათილად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2-----–-–------------ის N------------- წერილი, რადგან იგი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და ქალაქ თბილისის მერს უნდა დაევალოს, არსებითად განიხილოს საქმე ს------- ბ------–---–ის წარმომადგენლის ე-–----- გ---–--ს საჩივარი.

 

ქალაქ თბილისის მერის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის არსებითად განხილვის საჭიროებიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს აქტის ბათილად ცნობისა და დასახელებული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლებზე, რადგან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესის მიხედვით, მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის უფლების რეალიზება განაპირობებს სასამართლოს კომპეტენციას ამ მოთხოვნებზე საკითხის გადაწყვეტაზე.

 

8. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

8.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

9. საპროცესო ხარჯები

 

9.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზეც მას უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში აპელანტი გათავისულფებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-34 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე ილონა თოდუა