ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17-109 |
|
2022 წლის 25 ნოემბერი ქ. თბილისი |
|
2. საჯარო დაწესებულებები, გარდა მათი დაფუძნებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა, თავისუფლდებიან ამ წესით დაწესებული საფასურის გადახდისგან.
2. სამსახური თავის უფლებამოსილებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე სამსახური მომსახურებას აწარმოებს დაჩქარებული წესით, ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ ვადებში.
4. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ან/და საქმის სირთულის გამო აუცილებელია ამ წესით განსაზღვრულ დაჩქარებული მომსახურების ვადაზე მეტი, სამსახური უფლებამოსილია უარი თქვას დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახური ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი ვადებით.
ა) I სტადია - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება - 5 დღეში, საფასურის განაკვეთი - 500 ლარი; 1 დღეში - 1200 ლარი;
ბ) II სტადია – არქიტექტურული პროექტის შეთანხმება - 10 დღეში, საფასურის განაკვეთი - 500 ლარი; 5 დღეში - 1000 ლარი; 3 დღეში - 2000 ლარი;
გ) III სტადია - მშენებლობის (მათ შორის, დემონტაჟის) ნებართვის გაცემა 1 დღეში, საფასურის განაკვეთი - 1000 ლარი, 3 დღეში - 500 ლარი.
2. „უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების წესისა და პირობების, აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადის და მისი ლეგალიზების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 მარტის №153 დადგენილებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის განაკვეთი - 5 დღეში – 500 ლარი; 10 დღეში – 200 ლარი.
3. მშენებლობის მარტივი შეტყობინების ჩაბარება - 1 დღეში, საფასურის განაკვეთი - 300 ლარი.
4. წინასწარი გადაწყვეტილება (არქიტექტურული ესკიზის შეთანხმება) - 10 დღეში, საფასურის განაკვეთი - 500 ლარი.
5. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ცვლილებისა და დამატების შეტანა 2 დღეში, საფასურის განაკვეთი – 600 ლარი; 5 დღეში – 400 ლარი.
6. დაინტერესებული პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული რამდენიმე მომსახურებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ერთდროულად შემოტანის შემთხვევაში, ხდება მომსახურების დაჩქარებული ვადებისა და მათზე დაწესებული საფასურის შეკრება.
7. თუ დაინტერესებული პირი სამსახურს არ წარუდგენს საქმის გადასაწყვეტად აუცილებელ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან ინფორმაციას, სამსახური განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. თუ განმცხადებელი სამსახურის მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში არ წარმოადგენს დამატებით დოკუმენტაციას ან ინფორმაციას, სამსახური უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის განუხილველად დატოვების შესახებ.
2. ამ წესით დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლისთანავე. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. აღნიშნული არ ვრცელდება სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ასევე უქმე ან დასვენების დღეს რეგისტრირებულ განცხადებებზე, რომელთა რეგისტრაციის თარიღად ითვლება მომდევნო სამუშაო დღე.
3. სამსახური უფლებამოსილია განმცხადებლის მიერ დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, დაჩქარებული მომსახურების ვადაში ჩათვალოს წარმოების დაწყებიდან გასული ვადა.
2. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.
3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნული ვალუტით საბანკო დაწესებულებაში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით.
5. საფასური ჩაირიცხება სამსახურის ანგარიშზე.
2. დაჩქარებული მომსახურების გაწევისათვის გადახდილი საფასური მთლიანად ბრუნდება, თუ:
ა) სამსახური კანონიერი საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე;
ბ) დაინტერესებული პირი დაჩქარებული მომსახურების დაწყებამდე უარს აცხადებს მომსახურებაზე;
გ) სამსახურმა დაჩქარებული მომსახურება არ განახორციელა ამ წესით დადგენილ ვადებში;
დ) დაინტერესებული პირის კონკრეტულ დაჩქარებულ მომსახურებაზე პირველი მომართვისას, სამსახურის გადაწყვეტილება იქნება უარყოფითი.
3. თუ დაინტერესებული პირი ვერ მიიღებს დაჩქარებული მომსახურების გაწევისათვის მომსახურებას მის მიერ გადახდილი საფასურის შესაბამისად მოთხოვნილ ვადაში და სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც წესი ითვალისწინებს ნაკლებ საფასურს, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ საფასურს შორის.
4. ამ წესის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ, განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ სამსახურის გადაწყვეტილების შემთხვევაში განმცხადებელს გადახდილი საფასური უკან არ დაუბრუნდება.
5. დაჩქარებული მომსახურების გაწევისათვის გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნება ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა ერთოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება და თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.