განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.07.2019
საქმის ნომერი
330310017001858961
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
11.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3ბ/901-19, 330310017001858961

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

11 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - გელა ბადრიაშვილი

 

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

 

მარიამ ცისკაძე

 

სხდომის მდივანი- ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ბმა ,,თ---–---–------------ - 627“

წარმომადგენლები - ნ-----------–--- (თავმჯდომარე), მ-------------ა

 

აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ქ--------------–-–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო

წარმომადგენელი - ი----------------–---–-

 

მესამე პირი - შპს ,,გ--------------“

წარმომადგენელი - ნ-----------------------–----–---–-

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

სასარჩელო მოთხოვნა

ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის N-------------- ადმინისტრაციული აქტი, გამოცემის დღიდან;

 

ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ 2016 წლის 23 სექტემბრის N--------- ბრძანება, თანმდევი შედეგებით.

 

მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2017 წლის 27 თებერვლის N-------------- ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ნაწილში მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა, დანარჩენ ნაწილში განმარტა, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ბმა „თ---–---–------------ - 627“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 27 თებერვლის N-------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი აქტის გამოცემა ბმა „თ---–---–-------------627“-ის 2017 წლის 10 თებერვლის N---------------- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები

 

1989 წლის 9 მარტის თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის №0-------- გადაწყვეტილების თანახმად, №--- საბინაო-სამშენებლო კოოპერატივს გამოეყო მიწის ნაკვეთი მდებარე დიდ დიღომში, მ--- მ/რ, (№27-ბ), 3-4 სართულიანი 50 ბინიანი აგურის საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად.

 

ქ. თბილისის პირველი მაისის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 25 აპრილის №--------- გადაწყვეტილებით, საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 9 მარტის №1-- გადაწყვეტილების საფუძველზე პირველი მაისის რაისაბჭოს აღმასკომთან შეიქმნა საბინაო სამშენებლო კოოპერატივი ,,თ---–---–------------”, რომლის 3-4 სართულიანი 50-ბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იწარმოებს დ-----------ის I--------ში, კორპუსი 27ბ.

 

2007 წლის 13 ივლისის საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი ,,თ---–---–-------------627”-ის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით (ოქმი №1) ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი №----ის წევრების მიერ დაფუძნდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,თ---–---–-------------627” და იგი მიჩნეულ იქნა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი №----ის უფლებამონაცვლედ. ამავე ოქმით დამტკიცდა ამხანაგობის დებულება და თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ნ-----------–---.

 

2013 წლის 27 სექტემბერს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,თ---–---–-------------627“- ის თავმჯდომარემ ნანა კანდელაკმა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი №------------ სარეგისტრაციო განცხადებით მოითხოვა წითელი ხაზების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისში, დ-----------ის II მიკრორაიონი, №27ბ კორპუსი. სარეგისტრაციო განცხადებასთან ერთად, დაინტერესებულმა პირმა წარადგინა სსიპ - თბილისის არქიტექტურის სამსახურის ბრძანება №------ ცნობა-დახასიათება ტექნიკური აღრიცხვის ბიუროდან, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.

 

№------------ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით, დაინტერესებულმა პირმა 2013 წლის 04 ოქტომბერს დააზუსტა მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნას წარმოადგენდა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებით საკუთრების უფლების რეგისტრაცია. 2013 წლის 14 ნოემბერს №------------ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარდგენილ იქნა საკადასტრო აზომვითი ნახაზი და სსიპ - თბილისის არქიტექტურის სამსახურიდან მიწის ნაკვეთის საზღვრების გეგმა.

 

თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა 2014 წლის 24 იანვარს მიიღო საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის გადაწყვეტილება №-------------21.

 

2014 წლის 21 თებერვალს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,თ---–---–-------------627“- ის თავმჯდომარემ ნანა კანდელაკმა №-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 24 იანვრის №-------------21 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 23 აპრილის №----- გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

2014 წლის 27 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი იქნა ბმა „თ---–---–------------ 627“-ის სარჩელი, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელე ითხოვდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 24 იანვრის №-------------21 და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 23 აპრილის №----- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალებას, რომლითაც განხორციელდებოდა ქ. თბილისში, დ-----------ის II მიკრორაიონი, №27ბ კორპუსზე, როგორც მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებით საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 07 მაისის გადაწყვეტილებით ბმა ,,თ---–---–------------ 627“- ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 24 იანვრის №-------------21 გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 23 აპრილის №----- გადაწყვეტილება და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების შედეგად კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

თბილსის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით: 1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; 2. ბმა ,,თ---–---–------------ 62“-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 3. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 07 მაისის გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 23 აპრილის №----- გადაწყვეტილების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; 4. ბმა ,,თ---–---–------------ 627”-ის სარჩელი (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 23 აპრილის №----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე) დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 23 აპრილის №----- გადაწყვეტილება. 5. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 07 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 13 სექტემბერს (ტ.2. ს.ფ. 179-213, 216-234);

 

ქ. თბილისის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ 2016 წლის 23 სექტემბრის N--------- ბრძანებით დადგინდა, რომ ქ. თბილისში, თ------------–-- ქუჩაზე, კორპუსი N2-ის მიმდებარედ არსებული 5181 კვ.მ მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულიყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად.

 

საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 04 ოქტომბრის საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე 2016 წლის 04 ოქტომბერს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 5181 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ქუჩა დიმიტრი თავდადებული, კორპუსი 2-ის მიმდებარედ, დარეგისტრირდა სსიპ თვითმმართველის ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად (საკადასტრო კოდი 0---------------) (ტ.1. ს.ფ. 82).

 

სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ, 2016 წლის 17 ნოემბერის N------- ბრძანებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება ქ. თბილისში, ქუჩა დ-----------------------–-, კორპუსი 2-ის მიმდებარედ, სსიპ თვითმმართველის ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებში რეგისტრირებული 5181 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ (საკადასტრო კოდი 0---------------).

 

სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2017 წლის 18 იანვარს გამართულ აუქციონზე ზემოაღნიშნული ქონების შემძენი გახდა შპს „გ--------------“ (ს.კ. 4--------), რომელთანაც 2017 წლის 26 იანვარს გაფორმდა პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულება და 2017 წლის 28 თებერვალს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N-----.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 07 მარტის გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, ქუჩა დ-----------------------–-, კორპუსი 2-ის მიმდებარედ, სსიპ თვითმმართველის ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებში რეგისტრირებული 5181 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს.კ.0---------------) მესაკუთრედ დარეგისტრირდა შპს „გ--------------“(ტ.1. ს.ფ. 268-269, 273-277, ტ.3. 35-36).

 

2017 წლის 10 თებერვალს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილ იქნა ბმა „თ---–---–------------ს“ ადმინისტრაციული საჩივარი, ქ. თბილისის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ 2016 წლის 23 სექტემბრის N--------- ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის N-------------- გადაწყვეტილებით საჩივრის ავტორს ეცნობა, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 23 სექტემბრის N--------- ბრძანების ბათილად ცნობა არ წარმოადგენდა მათ უფლებამოსილებას, მისი ბათილად ცნობის მოთხოვნით უნდა მიემართა სასამართლოსთვის (ტ.2. ს.ფ. 139-140).

 

დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ქ. თბილისის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ 2016 წლის 23 სექტემბრის N--------- ბრძანებით, დადგინდა ქ. თბილისის, თ------------–-- ქუჩა, კორპუსი N2-ის მიმდებარედ არსებული 5181 კვ.მ მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაცია. აღნიშნული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით მოსარჩელე მხარემ ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის 2017 წლის 27 თებერვალს N-------------- წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა წარმოადგენდა სასამართლოს უფლებამოსილებას და ადმინისტრაციული საჩივარი თანდართულ მასალებთან ერთად დაუბრუნა საჩივრის ავტორს.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო მე-3 ნაწილის საფუძველზე, პირს შეუძლია თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 180-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 79-ე მუხლი მე-11 პუნქტის თანახმად, თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის მერთან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სადავო აქტის (წერილის) გამოცემის დროს მოქმედი „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს წესდების დამტკიცების შესახებ“ სააგენტოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-73 დადგენილების მე-11 მუხლის თანახმად, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდებოდა მერთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. დღეს მოქმედი საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 79-ე მუხლის მე-11 პუნქტი შეიცავს იგივე დათქმას, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის N13-42 დადგენილების მე-14 მუხლში მითითებულია, რომ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, არ ცვლის და ვერც შეცვლის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის დანაწესს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და ზემდგომი ორგანოს მიერ მისი განხილვის ვალდებულების შესახებ (იხ. საქმე №3ბ/2252-17; N330310017001909061; საქმე №330310017002059602 საქმე №3ბ/2257-17).

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 80-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, 4. თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია ან შეუძლებელია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს მისი შეტანიდან 5 დღის განმავლობაში. ამავე კოდექსის 182-ე მუხლის 1- ლი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ: ა) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ; ბ) სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;გ) არსებობს ამ ორგანოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება იმავე საკითხზე; დ) ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება იმავე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით; ვ) ადმინისტრაციული საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; ზ) გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა. ამავე მუხლის მ--- ნაწილი კი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივრის მიღებასა ან განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე მისცეს ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს აღნიშნულ საკითხზე საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული საჩივრის მიღების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს 5 დღის ვადაში.

 

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ქ. თბილისის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ 2016 წლის 23 სექტემბრის N--------- ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა წარმოადგენდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ვალდებულებას და არ არსებობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლები, პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ამავე კოდექსის 80-ე მუხლის მე-4 ნაწილზე აპელირებით მოსარჩელეს არასწორად ეთქვა უარი ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე (განხილვაზე).

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით განმარტა, რომ ვინაიდან აღნიშნული ბრძანების კანონიერების განხილვა ჯერ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) კომპეტენციას წარმოადგენს, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მის კანონიერებაზე და აქედან გამომდინარე თანმდევი შედეგების ბათილად ცნობაზეც.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო მოთხოვნა

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბერის No19-73 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს წესდების (დებულების)" პირველი პუნქტის თანახმად, "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) წარმოადგენს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებულ ორგანიზაცის, რომელიც მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით." ამავე დებულების მ--- მუხლის მ--- პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქციაა: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციის უზრუნველყოფა.

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 75-ე მუხლის „დ.ა)" ქვეპუნქტის თანახმად, ქ. თბილისის მთავრობა ამ კანონითა და თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ.

 

აპელანტის განმარტებით, მითითებული სამართლებრივი ნორმები ცხადყოფს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვა და განკარგვა წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის კომპეტენციას. რაც შეეხება სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, მას მინიჭებული აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით და იგი ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 23 სექტემბრის N09/1554 ბრძანება მიღებულია სწორედ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დელეგირებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემაში არ ჰყავს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ იქნა ისეთი საკითხის გადაწყვეტა, რაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კომპეტენციას არ განეკუთვნება, სწორედ აღნიშნული ეცნობა მხარეს 27.02.2017 წლის N-------------- წერილით.

 

დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით აპელანტი განმარტავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის N-------------- წერილი, მართალია, გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია წერილის შინაარსი და მისი გამოცემის საფუძვლები. როგორც აღინიშნა სადავო წერილის შინაარსიდან ირკვევა, რომ 2017 წლის 10 თებერვლის N---------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 23 სექტემბრის N--------- ბრძანების ბათილად ცნობა, რაზეც მხარეს განემარტა, რომ განსახილველი საკითხი იყო სასამართლოს განსჯადი და რომ ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს მოთხოვნა ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, რის გამოც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად უკან დაუბრუნა მას მის მიერ 2017 წლის 10 თებერვლის N---------------- ადმინისტრაციული საჩივარი თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის N-------------- წერილი არ შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მ--- მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს. აპელანტის მითითებით, დასახელებული წერილი ინფორმაციული ხასიათის არის, იგი არ არის მიმართული სამართლებრივი შედეგის უცილობოდ წარმოშობისათვის. ამავე დროს საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის N-------------- წერილი დამოუკიდებლად რაიმე სამართლებრივ შედეგს შპს „თ---–---–------------ 627"-ის მიმართ არ წარმოშობს.

 

ბმა „თ---–---–------------ - 627“ სააპელაციო მოთხოვნა

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

ბმა „თ---–---–------------ - 627“-ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ფაქტობრივად დაადგინა, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, აქვე მოისმინა მხარეთა პოზიციები და დავის გადაწყვეტაზე განაცხადა უარი იმ მოტივით, რომ მერიამ საქმის გარემოებები სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს. ამდენად, აღიარა, რომ მან ვერ შეძლო საქმის მასალებსა და გარემოებებში სრულყოფილად გარკვევა სარჩელის აღძვრიდან თითქმის ორი წლის თავზე.

 

აპელანტის მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, სასამართლო უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად სცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

აპელანტის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ სრულიად უგულებელყო ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესი, მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა არსებითი გარემოება, დაადგინა ყველა დარღვევა სადავო მიწის არასწორი განკარგვის შესახებ, თუმცა საბოლოოდ თავიდან აიცილა პასუხისმგებლობა გადაეწყვიტა ელემენტარული იურიდიული ჭეშმარიტება.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, 2016 წლის 23 სექტემბრის N---------- სადავო ბრძანება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანებაა და ის გამოცემული უნდა იყოს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმად მუნიციპალიტეტის საკრებულო და თანამდებობის პირები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ამ პროცესში ისინი უნდა ხელმძღვანელობდნენ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. სადავო აქტით განიკარგა უძრავი ქონება, რომელიც წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას და ის გადაეცა მუნიციპალიტეტს. შესაბამისად, აქტი უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 111-ე მუხლის „ა“ პუნქტს, რომლის თანახმად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემით უნდა შექმნილიყო მუნიციპალიტეტის ქონება.ამავე კოდექსის 112-ე მუხლის და 113-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება უსასყიდლოდ გადაეცემა მუნიციპალიტეტს კანონით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად; ქონების მმართველი, მუნიციპალიტეტის მერის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.

 

აპელანტის მითითებით, სადავო აქტი გამოცემულია ზემოთ მოხმობილი ნორმების დარღვევით, კერძოდ: მოპასუხემ ვერ წარადგინა მუნიციპალიტეტის მერის არამცთუ დასაბუთებული, არამედ საერთოდ რაიმე შინაარსის მოთხოვნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემაზე. შესაბამისად, არ არსებობს სახელმწიფო ქონების მმართველის დასაბუთებული გადაწყვეტილება ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ; აპელანტის მითითებით, სადავო აქტში მითითებული სააგენტოს დებულების მ--- მუხლი უნდა გამომდინარეობდეს კანონიდან, რადგან ის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია, ამდენად, მისი მითითება სადავო ბრძანებაში ფორმალური ხასიათის მატარებელია და ის ვერ გამოდგება აქტის კანონიერების დასაბუთებისთვის.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მ--- ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მ--- ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელის საფუძველზე მოთხოვნილია ქ. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის N-------------- აქტისა და ქ. თბილისის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ 2016 წლის 23 სექტემბრის N--------- ბრძანების ბათილად ცნობა თანმდევი შედეგებით.

 

საქმის მასალებით თანახმად, ქ. თბილისის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 23 სექტემბრის N--------- ბრძანებით განისაზღვრა ქ. თბილისში, თ------------–-- ქუჩა, კორპუსი N2-ის მიმდებარედ არსებული 5181 კვ.მ მიწის ნაკვეთის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაცია. აღნიშნული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით მოსარჩელე მხარემ ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, თუმცა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულმა სამსახურმა 2017 წლის 27 თებერვლის N-------------- წერილით მოსარჩელეს აცნობა, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა წარმოადგენდა სასამართლოს უფლებამოსილებას და ადმინისტრაციული საჩივარი თანდართულ მასალებთან ერთად დაუბრუნა საჩივრის ავტორს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო მე-3 ნაწილის საფუძველზე, პირს შეუძლია თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 180-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო აქტის (წერილის) გამოცემის დროს მოქმედი „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს წესდების დამტკიცების შესახებ“, სააგენტოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-73 დადგენილების მე-11 მუხლის შესაბამისად, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდებოდა მერთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. იგივე დათქმას შეიცავს დღეს მოქმედი საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 79-ე მუხლის მე-11 პუნქტი.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელემ ქ. თბილისის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ 2016 წლის 23 სექტემბრის N--------- ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ ადმინისტრაციული საჩივრით სწორად მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერს, ვინაიდან იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა წარმოადგენდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ვალდებულებას და არ არსებობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლები. ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით მოსარჩელეს არასწორად ეთქვა უარი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, რაც ქმნის ამ აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველს.

 

სააპელაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ არ იზიარებს აპელანტი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მითითებას იმის შესახებ, რომ ქ. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის N-------------- წერილი წარმოადგენს ინფორმაციული ხასიათის წერილს. სააპელაციო პალატის შეფასებით სწორედ აღნიშნული წერილი ადასტურებს, რომ ქ. თბილისის მერიის იურიდიულმა სამსახურმა სზაკ-ის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ არ იმსჯელა ბმა „თ---–---–------------ს“ ადმინისტრაციულ საჩივარზე, რითიც ზიანი მიაყენა მის კანონიერ უფლებასა და ინტერესს.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი აქტის გამოცემა ბმა „თ---–---–------------ 627“-ის 2017 წლის 10 თებერვლის N---------------- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით. ამასთან, ადმინისტრაციული საჩივრის არსებითი განხილვის ეტაპზე საჩივრის განმხილველმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს ქ. თბილისის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ 2016 წლის 23 სექტემბრის N--------- ბრძანებაში მითითებული მიწის ნაკვეთი და თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ 1989 წლის 9 მარტის N---------- წ. გადაწყვეტილების თანახმად, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს თუ არა იდენტურ მიწის ნაკვეთებს. ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ (2016 წლის 13 სექტემბერი) ქ. თბილისის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ 2016 წლის 23 სექტემბრის N--------- ბრძანებით, რამდენად კანონიერად დადგინდა ქ. თბილისის, თ------------–-- ქუჩა, კორპუსი N2-ის მიმდებარედ არსებული 5181 კვ.მ მიწის ნაკვეთის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირება.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ქ. თბილისის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ 2016 წლის 23 სექტემბრის N--------- ბრძანების კანონიერების განხილვა თავდაპირველად ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) კომპეტენციას წარმოადგენს, სააპელაციო სასამართლო ამ ეტაპისათვის მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ქ. თბილისის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ 2016 წლის 23 სექტემბრის N--------- ბრძანების კანონიერებაზე და აქედან გამომდინარე, მისი თანმდევი შედეგების ბათილად ცნობაზე.

 

რაც შეეხება აღნიშნული აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის გასვლის საკითხს, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ უკუგზავნილს, რომლითაც დასტურდება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის N-------------- წერილი მოსარჩელის წარმომადგენელს ნანა კანდელაკს ჩაბარდა 2017 წლის 01 მარტს 14:41 საათზე (ტ.2., ს.ფ. 266). სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოში ქ. თბილისის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 23 სექტემბრის N--------- ბრძანების ბათილად ცნობისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით, რომლითაც ქ. თბილისში, დემეტრე თ------------–-- ქუჩა N2 კორპუსის მიმდებარედ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობიდან 3657 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკუთრებით უფლებით აღირიცხებოდა მოსარჩელის სახელზე, აღძრულ იქნა 2017 წლის 27 მარტს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე თავად განსაზღვრავს სასარჩელო მოთხოვნას. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სადავო ქ. თბილისის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 23 სექტემბრის N--------- ბრძანების კანონიერებაზე მსჯელობა შეუძლებელი იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის N-------------- წერილის კანონიერების შემოწმების გარეშე, მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის N-------------- წერილის ბათილად ცნობაც. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება მისი იურიდიული ინტერესის სრულყოფილად დაცვისა და პროცესის დაჩქარების მიზნით მოსარჩელეს ნებისმიერ დროს შეუძლია. ამდენად, აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს მითითება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2017 წლის 27 თებერვლის N-------------- წერილის გასაჩივრების ვადის დარღვევის თაობაზე უსაფუძვლობის გამო ვერ იქნება გაზიარებული.

 

პროცესის ხარჯები

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

აპელანტი ბმა „თ---–---–------------ - 627“-ს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მ--- ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ბმა „თ---–---–------------ - 627“-ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე გელა ბადრიაშვილი

 

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

 

მარიამ ცისკაძე