„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- მუზეუმების შესახებ 22.06.2001
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:
„ვ1) სამხედრო მუზეუმი − ღია სივრცეში ან/და შენობაში განთავსებული მუზეუმი, სადაც დაცულია საქართველოს თავდაცვის ძალებისა და ქვეყნის სამხედრო წარსულის ისტორიული და ტექნიკური განვითარების ამსახველი მნიშვნელოვანი მასალები, სამხედრო ტექნიკის ნიმუშები და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები;“.
2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამუზეუმო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო), აგრეთვე სხვა სახელმწიფო ორგანო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.“.
საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №102 - ვებგვერდი, 28.12.2024წ.
3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მუზეუმს სახელმწიფო (ეროვნულ) კატეგორიას სამინისტროს წარდგინებით, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სახელმწიფო ორგანოს მმართველობის სფეროში არსებულ მუზეუმს − ამ სახელმწიფო ორგანოს წარდგინებით ანიჭებს საქართველოს მთავრობა.“.
4. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) სამხედრო.“.
5. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მუზეუმის შემქმნელი (დამფუძნებელი) სამინისტროს, აგრეთვე ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სხვა სახელმწიფო ორგანოს მისი უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით აცნობებს მუზეუმის შექმნის (დაფუძნების) მიზანს, მის ტიპს, სახელწოდებასა და ადგილმდებარეობას.“.
6. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო მუზეუმის რეორგანიზაცია ხორციელდება მისი შემქმნელის (დამფუძნებლის) გადაწყვეტილებით და სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო სხვა სახელმწიფო ორგანოს მმართველობის სფეროში არსებული მუზეუმის რეორგანიზაცია − ამ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
7. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო მუზეუმის ლიკვიდაცია ხორციელდება მისი შემქმნელის (დამფუძნებლის) გადაწყვეტილებით და სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო სხვა სახელმწიფო ორგანოს მმართველობის სფეროში არსებული მუზეუმის ლიკვიდაცია − ამ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
8. მე-14 მუხლის პირველი−მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამინისტრო, სხვა სახელმწიფო ორგანო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სამუზეუმო საქმიანობის მართვას.
2. სამინისტროს, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სხვა სახელმწიფო ორგანოს ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო სამუზეუმო პოლიტიკის გატარება;
ბ) სამუზეუმო საქმიანობის სფეროში მუნიციპალიტეტის ორგანოებთან მუშაობის კოორდინაცია;
გ) სახელმწიფო მუზეუმების დადგენილი წესით დაფინანსება;
დ) სამუზეუმო საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა ან/და კანონპროექტების შემუშავება;
ე) საინფორმაციო ბანკის შექმნა;
ვ) მუზეუმების ფონდების მდგომარეობისა და აღრიცხვის შემოწმება;
ზ) საქართველოს კულტურისთვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო-კვლევითი და სარესტავრაციო პროგრამების დადგენილი წესით დაფინანსება;
თ) სამუზეუმო საქმის სპეციალისტებისა და რესტავრატორების მომზადებისთვის ხელის შეწყობა, მათი კვალიფიკაციის ამაღლება;
ი) სამუზეუმო საქმიანობაში საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი;
კ) სახელმწიფო მუზეუმების ფონდების შესავსებად სამუზეუმო ნივთების შესყიდვა;
ლ) სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება.
3. სამუზეუმო ნივთებისა და სამუზეუმო კოლექციების მდგომარეობის, დაცულობისა და აღრიცხვიანობის, აგრეთვე ზოგადი სამუზეუმო წესების დაცვის შემოწმების მიზნით სამინისტრო, აგრეთვე სხვა სახელმწიფო ორგანო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, დადგენილი წესით აკონტროლებს არასახელმწიფო მუზეუმებს.
4. სახელმწიფო ორგანო კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში მართავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მმართველობის სფეროში არსებულ მუზეუმებს და უზრუნველყოფს მათ გამართულ საქმიანობას.“.
9. მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო სხვა სახელმწიფო ორგანოს მმართველობის სფეროში არსებულ მუზეუმს − ამ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებით მისცეს თანხმობა სხვადასხვა სახის ბეჭდვით პროდუქციაზე, აგრეთვე სუვენირებსა და ფართო მოხმარების საგნებზე სამუზეუმო ექსპონატების, მუზეუმის შენობისა და მის ტერიტორიაზე არსებული სხვა ობიექტების სიმბოლოებად გამოყენებაზე;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
თბილისი, 14 დეკემბერი 2022 წ. N2293-IXმს-Xმპ |

საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი
თბილისი, 14 დეკემბერი 2022 წ. N2293-IXმს-Xმპრა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 4. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
- მუხლი 5. სამუზეუმო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება
- მუხლი 7. მუზეუმისათვის კატეგორიის მინიჭება
- მუხლი 11. მუზეუმის შექმნისათვის (დაფუძნებისათვის) საჭირო პირობები
- მუხლი 12. სახელმწიფო და არასახელმწიფო მუზეუმების რეორგანიზაცია
- მუხლი 13. სახელმწიფო და არასახელმწიფო მუზეუმების ლიკვიდაცია
- მუხლი 14. სახელმწიფო ორგანოთა უფლება-მოვალეობები სამუზეუმო საქმიანობის მართვაში
- მუხლი 17. სახელმწიფო და არასახელმწიფო მუზეუმების უფლებები
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.12.2024.
- როდის იქნა მიღებული „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 14.12.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2293-IXმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 450090060.05.001.020753.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 12.12.2024-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.12.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2293-IXმს-Xმპ, 14.12.2022, სარეგისტრაციო კოდი 450090060.05.001.020753 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5636589/