,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
120010000.22.026.016231
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №9

2014 წლის 12 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 110721020, 21/07/2011) დამტკიცებულ სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1. წესის მოქმედების სფერო

1. ეს წესი ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეებზე, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებზე, მათ შორის შტატგარეშე მოსამსახურეებზე.

2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მოსამსახურე/მოსამსახურეები – სამხედრო მოსამსახურე(ებ)ი, სპეციალური წოდების მქონე ან სამოქალაქო პირ(ებ)ი;

ბ) მინისტრი/სამინისტრო – საქართველოს თავდაცვის მინისტრი/სამინისტრო;

გ) გენერალური შტაბის უფროსი – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი;

დ) გენერალური შტაბი – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი;

ე) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.‘‘.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მოსამსახურის სასურსათო და ფულად კმაყოფაზე აყვანისა და კმაყოფიდან მოხსნის პროცედურებს განსაზღვრავს გენერალური შტაბის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.‘‘.

3. მე-11 მუხლს:

ა) მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) 3 კალენდარულ წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი) ან ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით დადგენილი პერიოდულობით (საატესტაციო პერიოდი), მიუხედავად იმისა,  თუ რა პერიოდია გასული მოსამსახურის სამსახურში ბოლო დანიშვნიდან/გაწვევიდან;“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7.  ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს:

ა)  ტესტირების, წერითი დავალების ან/და გასაუბრების ფორმით;

ბ)  ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმით.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. ატესტაციის ჩატარების წესს, მეთოდს და თემატიკას, მოსამსახურის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკისა და/ან წოდების გათვალისწინებით განსაზღვრავს საატესტაციო კომისია. ატესტაციის თემატიკა ატესტაციის ჩატარებამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას ან პირადად გაეცნოს ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს.“;

დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. დაკავებულ თანამდებობასთან და/ან მინიჭებულ წოდებასთან მოსამსახურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ამოწმებს მოსამსახურის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან მიმართებით, აგრეთვე უფლებამოსილია მოისმინოს მოსამსახურის ანგარიში მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.“;

ე) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,20. ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია მოახსენებს მინისტრს. საატესტაციო კომისიის დასკვნის საფუძველზე, ატესტაციის დასრულებიდან არაუგვიანეს 6 თვის განმავლობაში, მინისტრს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება:

ა) ამ მუხლის მე-15 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურის დაწინაურების შესახებ;

ბ) ამ მუხლის მე-15 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

ბ.ა) სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების შესახებ; ან

ბ.ბ) წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ან/და მოსამსახურის თანამდებობრივი დაქვეითების შესახებ; ან

ბ.გ) კადრების განკარგულებაში გაყვანის შესახებ.“.

4. მე-11 მუხლს დაემატოს 21-ე პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„21. ამ მუხლის მე-20 პუნქტის:

ა) „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტები გამოიყენება ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული ფორმით ატესტაციის ჩატარების შემთხვევაში;

ბ) „ბ.გ“ ქვეპუნქტი გამოიყენება ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით  განსაზღვრული ფორმით ატესტაციის ჩატარების შემთხვევაში“.

5. მე-13 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,გ) ამ წესის მე-11  მუხლის 21-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია