„თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს №335 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№163
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.025054
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/05/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №163

2025 წლის 19 მაისი 

 ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს №335 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/08/2023, 300160070.10.003.024168) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ეს ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება:

ა) მობილურ სამაცივრო/ჰაერის კონდიცირების მოწყობილობებზე;

ბ) 3 კგ-ზე ნაკლებ მაცივარაგენტზე მომუშავე სტაციონარულ მოწყობილობებზე.“.

2. მე-2 მუხლს „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“, „ნ2“ და „ნ3“ ქვეპუნქტები:

„ნ1) მაცივარაგენტზე მომუშავე სტაციონარული მოწყობილობა − სამაცივრო, ჰაერის კონდიცირების ან თბური ტუმბოს მოწყობილობა, რომლის სამაცივრო სისტემის თუნდაც ერთი ელემენტი ან/და კვების წყარო მყარად არის დამაგრებული ექსპლუატაციის ადგილზე და არ შეუძლია, უზრუნველყოს კონკრეტული გარემოს ან საგნის  ტემპერატურის  შენარჩუნება ან ცვლილება მოძრავ მდგომარეობაში;

ნ2) სტაციონარული მოწყობილობის მომსახურება − მაცივარაგენტზე მომუშავე სტაციონარული მოწყობილობისთვის გაწეული მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია სამაცივრო სისტემიდან მაცივარაგენტის ჟონვის, ამოღების და/ან დამატების ფაქტთან, ასევე ჟონვის მონიტორინგთან (გეგმური შემოწმება);

ნ3) მაცივარაგენტზე მომუშავე მობილური (არასტაციონარული) მოწყობილობა − სამაცივრო ან ჰაერის კონდიცირების სისტემა, რომლის ყველა ელემენტი დამონტაჟებულია მობილურ ძარაზე და მიერთებულია მობილურ ძარაზე დამაგრებულ კვების წყაროსთან, რაც უზრუნველყოფს მის მუშაობას მოძრავ მდგომარეობაში.“.

3. მე-3 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. აკრძალულია მაცივარაგენტების მართვის ელექტრონულ სისტემაში არარეგისტრირებული მოწყობილობის მომსახურება.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და 61 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სერტიფიცირებულ პირს.“.

4. მე-4 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოწყობილობის მფლობელი, მიუხედავად იმისა, ფუნქციონირებს თუ არა მოწყობილობა, ვალდებულია:

ა) მოწყობილობები, რომლებიც შეიცავენ 3 კგ-დან 30 კგ-მდე მაცივარაგენტს, გეგმურად შეამოწმოს ჟონვაზე, კალენდარული წლის განმავლობაში, სულ მცირე, ერთხელ. ჟონვაზე გეგმურ შემოწმებებს შორის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს;

ბ) მოწყობილობები, რომლებიც შეიცავენ 30 კგ-დან 300 კგ-მდე მაცივარაგენტს, გეგმურად შეამოწმოს ჟონვაზე, სულ მცირე, წელიწადში ორჯერ, კერძოდ − 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით და 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ხოლო ჟონვაზე გეგმურ შემოწმებებს შორის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს;

გ) მოწყობილობები, რომლებიც შეიცავენ 300 კგ და მეტ მაცივარაგენტს, გეგმურად შეამოწმოს ჟონვაზე, ყოველკვარტალურად, კერძოდ − არაუგვიანეს კალენდარული წლის ყოველი კვარტალის ბოლო რიცხვისა, ხოლო ჟონვაზე გეგმურ შემოწმებებს შორის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

2. იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობის მონტაჟის დასრულებისას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დასრულებამდე დარჩენილია 90 კალენდარულ დღეზე ნაკლები, მაშინ ჟონვაზე გეგმური შემოწმების ვალდებულება ავტომატურად გადადის შემდეგ საანგარიშო პერიოდზე.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მოწყობილობის მონტაჟის ან/და მაცივარაგენტების მართვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის დროს ნებადართულია შესაბამისი ოდენობის მაცივარაგენტის დამატება.“.

5. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სერტიფიცირებული პირის (დამმონტაჟებლის) მიერ მოწყობილობისთვის მინიჭებული ნომერი;“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის ტიპები მოცემულია დანართ №2-ში.“.

6. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №2

მაცივარაგენტის დასაშვები წლიური დანაკარგი მოწყობილობის ტიპის მიხედვით​

 

მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის ტიპი

წლიური დანაკარგი, %

სამაცივრო სისტემა

≤ 20%

ჰაერის კონდიციონერი

≤ 15%

ჩილერი

≤ 15%

თბური ტუმბო

    ≤ 10%“.

 

7. დანართი №3 ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს №335 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს №335 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.05.2025.
როდის იქნა მიღებული „თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს №335 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს №335 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 19.05.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №163. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.025054.
რამდენი მუხლისგან შედგება „თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს №335 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს №335 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს №335 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.05.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს №335 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №163, 19.05.2025, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025054 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.05.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6502316/