„სახელმწიფო გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 18 ივლისის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სსიპ – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №2 |
|
2026 წლის 27 იანვარი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სახელმწიფო გრანტი – საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამოქალაქო ინიციატივების მხარდასაჭერად, „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის“ კანონით გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად, სააგენტოს მიერ გაცემული ფულადი სახსრები. სახელმწიფო გრანტად ასევე მიიჩნევა სააგენტოს მიერ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 12 პუნქტით განსაზღვრულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე გაცემული გრანტი. სახელმწიფო გრანტი შესაძლებელია იყოს შემდეგი სახის:“.
2. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საზოგადოებრივი ორგანიზაცია – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (გარდა საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოს, მუნიციპალიტეტის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა), რომელიც რეგისტრირებულია და მოქმედებს საქართველოში და რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განსაზღვრულია სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე სფეროში საქმიანობის განხორციელება. ამ წესის მიზნებისთვის საზოგადოებრივ ორგანიზაციად ასევე მიიჩნევა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 12 პუნქტით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.“.
3. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:
„ე1) პირდაპირი გზით გასცემს სახელმწიფო გრანტს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 12 პუნქტით განსაზღვრულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე, მისი საწესდებო მიზნების შესაბამისად, გრანტის გაცემის მიზნით.“.
4. დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:
„მუხლი 71. სახელმწიფო გრანტის პირდაპირი გზით გაცემის წესი და პირობები
1. სააგენტოს მიერ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 12 პუნქტით განსაზღვრულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე სახელმწიფო გრანტის პირდაპირი გზით გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. სააგენტოსა და „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 12 პუნქტით განსაზღვრულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებით განისაზღვრება ხელშეკრულების პირობები და მისი შესრულების მონიტორინგთან დაკავშირებული საკითხები.“.
5. ამოღებულ იქნეს 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი.
|