„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ივნისის N14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №42 |
|
2021 წლის 24 დეკემბერი ქ. ბორჯომი |
1. შეტანილ იქნას ცვლილება დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დადგენილებით დამტკიცებული ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს ამ დადგენილების ძალაში შესვლის მომენტიდან, ხოლო ამავე პუნქტის „ა-ე“, „ზ-ლ“ და „ნ-რ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან.“
2. შეტანილ იქნას ცვლილება დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში და:
ა) ამოღებულ იქნას მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი;
ბ) შევიდეს ცვლილება მე-7 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.“
„4. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – თავმჯდომარის შემდგომი მოადგილე. ამასთან, ორივე მოადგილის არყოფნის ან მათ მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება ეკისრება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრულ სააგენტოს თანამშრომელს.“
გ) შევიდეს ცვლილება მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ადმინისტრაციული სამსახური - ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების წარმოება, სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, მათ შორის, მისი ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში და დავის განმხილველ ორგანოში, სამართლებრივი აქტების პროექტების და სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი სხვა შიდა სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანური რესურსების მართვა, საკადრო საკითხთა უზრუნველყოფა, შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საქმისწარმოება, სააგენტოს ტექნიკური და სამეურნეო უზრუნველყოფა, სააგენტოს საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის წარმართვა, სატარიფო საქმიანობის წარმართვა, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელების უზრუნველყოფა, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, სააგენტოს ვებ-გვერდის მართვა, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის წარმართვა, მარკეტინგული და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების უზრუნველყოფა.“
დ) ამოღებულ იქნას მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი.
|