„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №148/ნ |
|
2019 წლის 12 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :
1. „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ (დანართი №1):
ა) მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აბიტურიენტთა მიღების მიზნით საგანმანათლებლო დაწესებულება აბიტურიენტთა ჩარიცხვის წლის წინა წლის 15 დეკემბრამდე სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წარადგენს სპეციალურ ანკეტა-კითხვარს (შემდგომში – ანკეტა).
3. სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ამოწმებს ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორეს და გადამოწმების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ჩარიცხვის წლის 10 იანვრისა, დამოწმებულ ანკეტას აგზავნის ცენტრში.“;
ბ) 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-40 მუხლის 35-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 36-ე პუნქტი:
„36. 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, აბიტურიენტთა მიღების გამოცხადებისა და აბიტურიენტების დარეგისტრირების მიზნით ამ დებულების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანკეტის დამოწმების მიზნით, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მართვის სისტემას წარუდგენს ანკეტის დადასტურებისთვის საჭირო ინფორმაციას, ურთიერთშეთანხმებული ფორმით, არაუგვიანეს 2019 წლის 30 სექტემბრისა.“.
2. „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის“ (დანართი №2):
ა) მე-8 მუხლის:
ა.ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების შემუშავების დროს ცენტრი ეყრდნობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში, მოთხოვნილი ფორმით, ცენტრს აწვდის:
ა) აბიტურიენტების თაობაზე ინფორმაციას, კერძოდ, მოპოვებული ან/და გამოყენებული ჰქონდა თუ არა აბიტურიენტს სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან სხვა სახელმწიფო დაფინანსება აკადემიურ ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე;
ბ) სტუდენტების თაობაზე შემდეგ ინფორმაციას:
ბ.ა) მოპოვებული ან/და გამოყენებული ჰქონდა/აქვს თუ არა სტუდენტს სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან სხვა სახელმწიფო დაფინანსება აკადემიურ ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე;
ბ.ბ) მიღებული/გაუმჯობესებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის პროცენტული ოდენობა;
ბ.გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რომელ საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამებზე აქვს პირს სტუდენტის სტატუსი;
გ) საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსის თაობაზე ინფორმაციას;
დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისა და სტუდენტის სტატუსის თაობაზე ინფორმაციას;
ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურის ოდენობის თაობაზე ინფორმაციას.“;
ა.ბ) 12 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.გ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.07.2019.
- როდის იქნა მიღებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 12.07.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №148/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430010000.22.022.017771.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.07.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №148/ნ, 12.07.2019, სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.017771 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.07.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4614204/