„სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№372
სარეგისტრაციო კოდი
010340020.22.027.016872
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/01/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №372

2019 წლის 10 იანვარი

ქ. თბილისი

 

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანებით ((საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010340020.22.027.016866) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-10 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის სპეციალური დანაყოფი აერთიანებს პენიტენციურ დაწესებულებებს (მათ სტრუქტურულ ერთეულებსა და ყველა მოსამსახურეს), ასევე, იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, რომელთა საქმიანობაც უშუალოდ მიმართულია პენიტენციურ დაწესებულებათა ერთიანი მართვის, პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის, სამართლებრივი რეჟიმის დაცვის, უსაფრთხოების დაცვის, უსაფრთხოების სპეციალური ღონისძიებების გატარების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანის/გადაყვანის და ექსტრადიციის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოების, შესაბამისი მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის უზრუნველყოფისაკენ.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. სამსახურის სპეციალურ დანაყოფებს მიეკუთვნება სამსახურის შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:

ა) პენიტენციური დეპარტამენტი;

ბ) მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი.“.

3. მე-12 მუხლის:

ა) მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი:

„121. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე ზრუნვა და ამ მიზნით სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან, მათ შორის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან, ასევე დანაშაულის პრევენციის ცენტრთან, აგრეთვე სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებთან აქტიური თანამშრომლობა;

ბ) მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება.“;

გ) მე-13 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი