„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№169
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.024002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/05/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №169

2023 წლის 1 მაისი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 010240030.10.003.017555) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამინისტროს აქვს ემბლემა, რომელიც შეიძლება ასახულ იქნეს სამინისტროს ვებგვერდსა და სამინისტროს მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ პლატფორმაზე, სამინისტროს საქმიანობაში გამოსაყენებელ დოკუმენტებზე, სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა სავიზიტო ბარათებზე, სამინისტროს ბეჭდვით გამოცემებზე, საკანცელარიო და სხვა დანიშნულების ნივთებსა და სუვენირებზე.“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „რ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ​1) ამტკიცებს სამინისტროს უწყებრივი (არაფულადი) ჯილდოს გაცემის წესს; აჯილდოებს უწყებრივი (არაფულადი) ჯილდოთი სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ თანამშრომლებსა და სხვა შესაბამის პირებს;“;

ბ) „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხ) ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟირების გავლის წესს, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში პრაქტიკის გავლის წესს;“.

3. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ – „მ“ ქვეპუნქტები:

„ი) „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსთვის, როგორც სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის სუბიექტისთვის, განსაზღვრულ მოვალეობათა შესრულების უზრუნველყოფა;

კ) „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსთვის განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელების კოორდინაცია;

ლ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

მ) სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემასთან (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემისა) დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერა და, კომპეტენციის ფარგლებში, გრანტის მიმღების მიერ საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება.“.

4. მე-20 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.05.2023.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.05.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №169. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.10.003.024002.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.05.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №169, 01.05.2023, სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.024002 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.05.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5795043/