„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №185 |
|
2014 წლის 20 თებერვალი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სანაპირო თევზჭერა - არის თევზის მოპოვება შავ ზღვაში, ნაპირიდან არაუმეტეს ერთი საზღვაო მილის (1 852 მეტრი) დაშორებით. სანაპირო თევზჭერისას თევზის მოპოვება ნაპირიდან არაუმეტეს 300 მეტრის დაშორების მონაკვეთში შესაძლებელია ნებისმიერი, კანონმდებლობით ნებადართული სარეწი იარაღით, ხოლო 300 მეტრიდან ერთ საზღვაო მილამდე დაშორების მონაკვეთში - პარაშუტისებრი ბადით ან 300 მეტრამდე სიგრძის სახლართი ტიპის ბადით. სანაპირო თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ 8 მეტრამდე სიგრძის წყლის მცურავი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ან უამისოდ.“.
2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. სამრეწველო და შიდა წყალსატევებში თევზჭერა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, ხოლო სანაპირო თევზჭერა დასაშვებია მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.“.
3. მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) შიდა წყალსატევებში დევნისა და ფრთხობის ხერხებით;“.
4. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აუცილებელია წყალსატევში ყოველი სტაციონარული თევზსაჭერი იარაღის ჩადება ტივტივანიშნულებით, რომლებიც, როგორც მინიმუმ, უნდა აფიქსირებდნენ ბადე-იარაღის განაპირა წერტილებს. ყოველი ასეთი ტივტივანიშნული უნდა შედგებოდეს ტივტივასა და მასზე დამაგრებული მცირე ზომის ალმისაგან, რომელზედაც გარკვევით უნდა იყოს წარწერილი ლიცენზიის/ნებართვის სერია და ნომერი. სანაპირო თევზჭერის შემთხვევაში ტივტივანიშნული აღჭურვილი უნდა იყოს სინათლის ამრეკლავი საშუალებებით, ხოლო ალამზე წარწერილი უნდა იყოს მისი მესაკუთრის პირადი ნომერი.“.
5. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.
|