„ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №436 |
|
2022 წლის 29 აგვისტო ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საჯარო მომსახურების გამწევი ენერგეტიკული საწარმოებისა (გარდა კონცეფციის 151 მუხლით გათვალისწინებული საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლებისა) და მხარდაჭერის მექანიზმით/სქემით მოსარგებლე მწარმოებლების მიერ წარმოებული ელექტროენერგიით ვაჭრობა მხოლოდ ორგანიზებულ ბაზრებზე;“.
2. მე-15 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:
„მუხლი 151. საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიწოდება
1. ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებელი უზრუნველყოფს ელექტროენერგიის მიწოდებას ამ კონცეფციის №1 დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრული სხვა კატეგორიის საბოლოო მომხმარებლებისთვის, რომლებზეც არ ვრცელდება უნივერსალური მომსახურება.
2. ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ვალდებულება, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შეიძლება, დაეკისროს იმავე საწარმოს, რომელიც ასრულებს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციას.
3. ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლის მომხმარებლების მომსახურებისა და დაცვის პირობები (მათ შორის, ფასი) უნდა განსხვავდებოდეს უნივერსალური მიმწოდებლის მომხმარებლებისთვის შეთავაზებული პირობებისგან.
4. ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებელი ელექტროენერგიას შეისყიდის საბითუმო, მათ შორის, ორგანიზებულ ბაზრებზე.
5. ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებელი პასუხისმგებელია უბალანსობაზე.“.
3. მე-19 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 166-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ამ კონცეფციის №1 დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა საბოლოო მომხმარებლებმა ამავე დანართში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ სავალდებულო წესით უნდა აირჩიონ მიმწოდებელი (ბაზრის გახსნა).“;
ბ) მეორე პუნქტი ამოღებულ იქნეს.
|