„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 18 მარტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№641
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.017135
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/10/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №641

2020 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 18 მარტის №69 ბრძანებით („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ (www.matsne.gov.ge), 18/03/2015, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016574) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. ელექტრონული და ბეჭდური გამომცემლობის სამსახურის შემადგენლობაშია სტამბა, რომელიც უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დასაბეჭდად მომზადებული ტექსტების ბეჭდური სახით გამოცემას.

12. სტამბას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც ანგარიშვალდებულია ელექტრონული და ბეჭდური გამომცემლობის სამსახურის უფროსის წინაშე.“.

3. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

„ლ1) მაცნეს მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებას, დანერგვას, განახლებას, შესრულებასა და მაცნეს სხვა სამსახურების მიერ მის შესრულებაზე კონტროლს;“;

ა.ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ამ მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებას.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადმინისტრაციაში (სამსახური), სხვა თანამშრომლებთან ერთად, შედიან მთავარი იურისტი, ინფორმაციული ტექნოლოგიების მრჩეველი და პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.“;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ინფორმაციული ტექნოლოგიების მრჩეველი უზრუნველყოფს:

ა) თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვას და მათი საშუალებით მაცნეს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას;

ბ) მაცნეს ვებგვერდის, მართვის ავტომატიზებული საშუალებებისა და მასთან დაკავშირებული სისტემების ადმინისტრირებასა და გამართულ ფუნქციონირებას, აგრეთვე, მაცნეს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაციას და კონტროლს ინფორმაციული კომუნიკაციების სფეროში;

გ) თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების ათვისებაში მაცნეს თანამშრომელთა ხელშეწყობას შესაბამისი ტრენინგების ორგანიზებისა და სახელმძღვანელო-საცნობარო მასალების მოპოვება-მომზადების გზით;

დ) მაცნეს მიერ განსახორციელებელი მომსახურებისათვის თანამედროვე და ნოვაციური სისტემების მოძიებას, შესწავლასა და დანერგვას.“.

4. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგოჩა ლორთქიფანიძე