„მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №235 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №255 |
|
2025 წლის 11 ივლისი ქ. თბილისი |
1. მე-7 მუხლის:
ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი ითხოვს პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიმართულების დაფინანსებას, პროგრამის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სათბურის მოწყობის დაფინანსებისათვის, უნდა იყოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ან/და ქალი ან/და ახორციელებდეს მიმართულებას მაღალმთიან დასახლებაში;“;
ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი ითხოვს პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიმართულების დაფინანსებას, უნდა გააჩნდეს ფერმის შენობა-ნაგებობა და რძის პირველადი წარმოებისთვის საჭირო ელექტრომოწყობილობა ან/და მოწყობილობები და უნდა იყოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ან/და ქალი ან/და ახალგაზრდა (კაცი – 18-იდან 35 წლის ჩათვლით, ხოლო ქალი – 18-იდან 40 წლის ჩათვლით) ან/და ახორციელებდეს მიმართულებას მაღალმთიან დასახლებაში.“.
2. მე-8 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტს „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:
„ზ1) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული პირის შემთხვევაში − „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი);“;
ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.
„4. პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიმართულების დაფინანსების მიზნით წარდგენილი განაცხადის განხილვის შემთხვევაში, რომლითაც მოთხოვნილია პროგრამის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სათბურის მოწყობის დაფინანსება, რიგითობის დროს პრიორიტეტი მიენიჭება ისეთი პოტენციური ბენეფიციარის განაცხადის განხილვას, რომელიც:
ა) არის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული;
ბ) არის ქალი;
გ) ახორციელებს მიმართულებას მაღალმთიან დასახლებაში.
5. პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიმართულების დაფინანსების მიზნით წარდგენილი განაცხადის განხილვის შემთხვევაში რიგითობის დროს პრიორიტეტი მიენიჭება ისეთი პოტენციური ბენეფიციარის განაცხადის განხილვას, რომელიც:
ა) არის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული;
ბ) არის ქალი;
გ) არის ახალგაზრდა (კაცი – 18-იდან 35 წლის ჩათვლით, ხოლო ქალი – 18-იდან 40 წლის ჩათვლით);
დ) ახორციელებს მიმართულებას მაღალმთიან დასახლებაში.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №235 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №235 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.07.2025.
- როდის იქნა მიღებული „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №235 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №235 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.07.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №255. სარეგისტრაციო კოდი — 340170000.10.003.025147.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №235 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №235 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №235 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.07.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №235 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №255, 11.07.2025, სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.025147 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6571686/