2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№216
სარეგისტრაციო კოდი
470020000.10.003.019281
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №216

2016 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

 

2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2015, 470020000.10.003.019047) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №9 დანართის  (დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა):

1. მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ)  მედიკამენტებითა და საკვები დანამატებით უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს:

ზ.ა) ორსულთა უზრუნველყოფას ფოლიუმის მჟავით;

ზ.ბ) რკინადეფიციტური ანემიის მქონე ორსულთა უზრუნველყოფას რკინის პრეპარატებით;

ზ.გ) სამკურნალო საშუალებათა (მათ შორის, საკვები დანამატის) ტრანსპორტირებას, შენახვას და გაცემას (სამკურნალო საშუალებების (მათ შორის, საკვები დანამატის) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება და ბენეფიციარებზე გაცემა სამედიცინო დაწესებულებების/აფთიაქების მეშვეობით);

ზ.დ) 6-23 თვის ასაკის ბავშვთა უზრუნველყოფა მიკროელემენტების შემცველი საკვები დანამატით „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვის, რომელთა საარსებო  შემწეობის  მისაღები  ზღვრული  ქულა  არ აღემატება/ან ტოლია 100 000-ს.“.

2. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პროგრამის მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მედიკამენტების, საკვები დანამატის და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.“.

3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი  8.  პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 7,156.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ანტენატალური მეთვალყურეობა

2,700.0

2

მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობა

2,474.7

3

გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენა

413.3

4

ორსულებში B და C ჰეპატიტების, აივ-ინფექციის/შიდსის და სიფილისის განსაზღვრისათვის საჭირო ტესტებითა და სახარჯი მასალებით უზრუნველყოფა

491.5

5

ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე

800.0

6

ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევა

50.5

7

მედიკამენტებითა და საკვები დანამატით უზრუნველყოფა

226.0

7.1

ფოლიუმის მჟავისა და რკინის პრეპარატების შესყიდვა

34.0

 7.2

სამკურნალო საშუალებათა (მათ შორის, საკვები დანამატის) ტრანსპორტირებას, შენახვას და გაცემას (სამკურნალო საშუალებების (მათ შორის, საკვები დანამატის) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება და ბენეფიციარებზე გაცემა სამედიცინო დაწესებულებების/აფთიაქების მეშვეობით)

36.0

 7.3

მიკროელემენტების შემცველი საკვები დანამატის შესყიდვა

156.0

სულ

7,156.0.“.

4. მე-9 მუხლის მე-15 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის „ზ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიკროელემენტების შემცველი საკვები დანამატის მოსარგებლეებზე გაცემის წესი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტთან შეთანხმებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი