კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №220 |
|
2020 წლის 3 აპრილი ქ. თბილისი |
ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, რომელმაც/რომელიც საანგარიშო თვეში მოიხმარა/მოიხმარს 200 კილოვატ/საათს ან ნაკლები მოცულობის ელექტროენერგიას, ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან;
ბ) საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, რომელმაც/რომელიც საანგარიშო თვეში მოიხმარა/მოიხმარს 200 კუბურ მეტრ ან ნაკლები მოცულობის ბუნებრივ გაზს, ბუნებრივი გაზის საფასურის სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან;
გ) იმ საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, რომელიც, კანონმდებლობის შესაბამისად, ელექტროენერგიის განაწილების, წყალმომარაგების/წყალარინების, დასუფთავების მომსახურებისა და შესაბამისი საფასურის/მოსაკრებლის გადახდას ახორციელებს ადმინისტრირების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის მეშვეობით და რომელმაც/რომელიც საანგარიშო თვეში მოიხმარა/მოიხმარს 200 კილოვატ/საათს ან ნაკლები მოცულობის ელექტროენერგიას, სასმელი წყლის/წყალარინების საფასურის სუბსიდირება მოხდება ბიუჯეტიდან;
დ) იმ საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, რომელიც, კანონმდებლობის შესაბამისად, ელექტროენერგიის განაწილების, წყალმომარაგების/წყალარინების, დასუფთავების მომსახურებისა და შესაბამისი საფასურის/მოსაკრებლის გადახდას არ ახორციელებს ადმინისტრირების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის მეშვეობით, სასმელი წყლის/წყალარინების საფასურის სუბსიდირება მოხდება ბიუჯეტიდან.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 აპრილის დადგენილება №273 – ვებგვერდი, 28.04.2020წ.
2. საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რომელებიც აკმაყოფილებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და გადახდილი აქვთ მარტის, აპრილის ან/და მაისის თვეების დასუფთავების მოსაკრებელი, გადახდილი თანხა აესახებათ პირად სააბონენტო ბარათზე (გარდა ამ დადგენილების მე-8 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა). ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული დაფინანსება არ უნდა იქნეს მიმართული მომხმარებლის მიერ 2020 წლის მარტამდე წარმოშობილი დავალიანებების დასაფარად.
2. დაევალოს სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის ანგარიშსწორების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის:
ა) კომპანიის დასახალება და საიდენტიფიკაციო კოდი;
ბ) კომპანიის ანგარიშის ნომერი;
გ) გადასარიცხი თანხის ოდენობა.
2. სამინისტრო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ მუხლის თანახმად მიწოდებული მონაცემების (ასანაზღაურებელი თანხისა და საყოფაცხოვრებო მომხმარებლების სიის) სისწორის შემოწმება. პასუხისმგებლობა წარდგენილ ინფორმაციაზე ეკისრებათ იურიდიულ პირებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სუბსიდირებაზე უარის თქმის გამარტივებული პროცედურის უზრუნველყოფის მიზნით, ეთხოვოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, შეიმუშაოს სათანადო ელექტრონული პლატფორმა.
2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში განახორციელოს პროგრამული კოდის „27 02 06 – ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო მოსახლეობის სოციალური დახმარება“ დამატება.
3. დაევალოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსებისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამულ კოდში, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესით ასიგნებების მობილიზება, საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური განწერით „მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისათვის“ გათვალისწინებული მე-4 კვარტალის ასიგნებების შემცირების ხარჯზე.
4. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის მომზადებისას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის ასიგნებების დამატება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რესურსების შესაბამის პროგრამულ კოდში აღდგენის მიზნით.
|
კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 3
1 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, მოსახლეობის დახმარების მიზნით, 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვეებში (თითოეული თვისათვის) მოხმარებული ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის ან/და სასმელი წყლის/წყალარინების გადასახადების სუბსიდირება, გარდა ამ დადგენილების მე-8 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, განხორციელდეს შემდეგნაირად:ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, რომელმაც/რომელიც საანგარიშო თვეში მოიხმარა/მოიხმარს 200 კილოვატ/საათს ან ნაკლები მოცულობის ელექტროენერგიას, ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან;
ბ) საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, რომელმაც/რომელიც საანგარიშო თვეში მოიხმარა/მოიხმარს 200 კუბურ მეტრ ან ნაკლები მოცულობის ბუნებრივ გაზს, ბუნებრივი გაზის საფასურის სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან;
გ) იმ საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, რომელიც, კანონმდებლობის შესაბამისად, ელექტროენერგიის განაწილების, წყალმომარაგების/წყალარინების, დასუფთავების მომსახურებისა და შესაბამისი საფასურის/მოსაკრებლის გადახდას ახორციელებს ადმინისტრირების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის მეშვეობით და რომელმაც/რომელიც საანგარიშო თვეში მოიხმარა/მოიხმარს 200 კილოვატ/საათს ან ნაკლები მოცულობის ელექტროენერგიას, სასმელი წყლის/წყალარინების საფასურის სუბსიდირება მოხდება ბიუჯეტიდან;
დ) იმ საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, რომელიც, კანონმდებლობის შესაბამისად, ელექტროენერგიის განაწილების, წყალმომარაგების/წყალარინების, დასუფთავების მომსახურებისა და შესაბამისი საფასურის/მოსაკრებლის გადახდას არ ახორციელებს ადმინისტრირების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის მეშვეობით, სასმელი წყლის/წყალარინების საფასურის სუბსიდირება მოხდება ბიუჯეტიდან.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 აპრილის დადგენილება №273 – ვებგვერდი, 28.04.2020წ.
მუხლი 71🔗
1. იურიდიულმა პირებმა, კანონმდებლობის (მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სამართლებრივი აქტების) მოთხოვნათა შესაბამისად, 2020 წლის 15 ივლისის ჩათვლით, საკუთარი პასუხისმგებლობით, უზრუნველყონ ამ დადგენილების საფუძველზე მათ მიერ წარდგენილი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას დაქვემდებარებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლების სიების კორექტირება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სამინისტროში წარდგენა და შესაბამის ხელშეკრულებაში ცვლილების გაფორმება, არაუგვიანეს 2020 წლის 28 დეკემბრისა.2. სამინისტრო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ მუხლის თანახმად მიწოდებული მონაცემების (ასანაზღაურებელი თანხისა და საყოფაცხოვრებო მომხმარებლების სიის) სისწორის შემოწმება. პასუხისმგებლობა წარდგენილ ინფორმაციაზე ეკისრებათ იურიდიულ პირებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 81. საყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, უფლებამოსილია, უარი განაცხადოს სუბსიდირებაზე.🔗
2. საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სუბსიდირებაზე უარის თქმის გამარტივებული პროცედურის უზრუნველყოფის მიზნით, ეთხოვოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, შეიმუშაოს სათანადო ელექტრონული პლატფორმა.
პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია