„კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის №220 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№760
სარეგისტრაციო კოდი
280000000.10.003.022483
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/12/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №760

2020 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

„კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის №220 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის №220 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 04/04/2020, 280000000.10.003.021932) შეტანილ იქნეს ცვლილება და 71 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იურიდიულმა პირებმა, კანონმდებლობის (მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სამართლებრივი აქტების) მოთხოვნათა შესაბამისად,  2020 წლის 15 ივლისის  ჩათვლით, საკუთარი პასუხისმგებლობით, უზრუნველყონ  ამ დადგენილების საფუძველზე მათ მიერ წარდგენილი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას დაქვემდებარებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლების სიების კორექტირება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სამინისტროში წარდგენა და შესაბამის ხელშეკრულებაში ცვლილების გაფორმება, არაუგვიანეს 2020 წლის 28 დეკემბრისა.“.  

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი გახარია