„კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№217
სარეგისტრაციო კოდი
280000000.10.003.022772
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/05/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №217

2021 წლის 14 მაისი

   ქ. თბილისი

 

„კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 30/10/2020, 280000000.10.003.022375) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-7 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

„მუხლი 71

1. იურიდიულმა პირებმა, კანონმდებლობის (მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სამართლებრივი აქტების) მოთხოვნათა შესაბამისად,  საკუთარი პასუხისმგებლობით, უზრუნველყონ  ამ დადგენილების საფუძველზე მათ მიერ წარმოდგენილი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას დაქვემდებარებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლების სიების კორექტირება 2021 წლის 15 აპრილის  ჩათვლით (ასეთის არსებობის შემთხვევაში),  სამინისტროში წარდგენა და შესაბამის  ხელშეკრულებაში  ცვლილების გაფორმება არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა.  

2. სამინისტრო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ მუხლის თანახმად მიწოდებული მონაცემების (საყოფაცხოვრებო მომხმარებლების სიისა და ასანაზღაურებელი თანხის) სისწორის შემოწმება. პასუხისმგებლობა წარმოდგენილ ინფორმაციაზე ეკისრებათ იურიდიულ პირებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.05.2021.
როდის იქნა მიღებული „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 14.05.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №217. სარეგისტრაციო კოდი — 280000000.10.003.022772.
რამდენი მუხლისგან შედგება „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.05.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №217, 14.05.2021, სარეგისტრაციო კოდი 280000000.10.003.022772 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.05.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5168557/