„კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №761 |
|
2020 წლის 18 დეკემბერი ქ. თბილისი |
„მუხლი 7
1. ეთხოვოთ იურიდიულ პირებს, საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 19 რიცხვამდე წარუდგინონ სამინისტროს ინფორმაცია შესაბამისი ანგარიშსწორებისათვის.
2. დაევალოს სამინისტროს ამ დადგენილების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის ანგარიშსწორების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის:
ა) კომპანიის დასახალება და საიდენტიფიკაციო კოდი;
ბ) კომპანიის ანგარიშის ნომერი;
გ) გადასარიცხი თანხის ოდენობა.“.
„მუხლი 9
1. ამ დადგენილებით განსაზღვრული 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრისა და 2021 წლის იანვრის თვეების კომუნალური გადასახადის სუბსიდიის დაფინანსება განხორციელდეს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „24 07 03 − ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებები“ პროგრამული კოდით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
2. ამ დადგენილებით განსაზღვრული 2021 წლის თებერვლის თვის კომუნალური გადასახადის სუბსიდიის დაფინანსება განხორციელდეს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „27 02 06 – ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო მოსახლეობის სოციალური დახმარება“ პროგრამული კოდით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.“.
|