„კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№351
სარეგისტრაციო კოდი
280000000.10.003.023562
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/07/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №351

2022 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

 

„კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  30/10/2020, 280000000.10.003.022375) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. იმ საყოფაცხოვრებო მომხმარებელმა, რომელმაც 2021 წლის დეკემბერში, „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი  ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ მე-14 მუხლისა და „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი  ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,   კომპანიის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითრებში მითითებულ აღრიცხვის პერიოდში მოიხმარა 301 კილოვატ/საათი ან ნაკლები მოცულობის ელექტროენერგია, მოხმარებული ელექტროენერგიის სუბსიდირება განხორციელდება ორივე ქვითრის საფუძველზე, დაჯამების გარეშე,  შემდეგი წესით:

ა) თუ საყოფაცხოვრებო მომხმარებელი სარგებლობს უნივერსალური მომსახურებით და ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფი აღემატება 2020 წელს შესაბამის საფეხურზე მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის შესაბამისი სხვაობის სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან;

ბ) თუ საყოფაცხოვრებო მომხმარებელი ელექტროენერგიას შეისყიდის თავისუფალ მიმწოდებელთან დადებული მიწოდების ხელშეკრულების საფუძველზე და გაწეული მომსახურების საფასური აღემატება 2020 წელს შესაბამის საფეხურზე მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს, შესაბამისი სხვაობის სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იმ შემთხვევაში, თუ გაწეული მომსახურების საფასური აღემატება შესაბამის არეალში არსებული უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისათვის კომისიის მიერ დადგენილი უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფს, სუბსიდიის გაანგარიშებისას გაითვალისწინება აღნიშნული ტარიფი.“.

2. 71 მუხლს დაემატოს   შემდეგი  შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. იურიდიულმა პირებმა, კანონმდებლობის (მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სამართლებრივი აქტების) მოთხოვნათა შესაბამისად,  საკუთარი პასუხისმგებლობით, უზრუნველყონ  ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე  მათ მიერ წარმოდგენილი 2021 წლის დეკემბრის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას დაქვემდებარებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლების სიების კორექტირება  (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 2022 წლის 15 ივლისამდე,  სამინისტროში წარდგენა და შესაბამის  ხელშეკრულებაში  ცვლილების გაფორმება არაუგვიანეს 2022 წლის 31 ივლისისა.“.

3.  მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

4. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული 2021 წლის დეკემბრის ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდიის დაფინანსება განხორციელდეს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „24 07 03 01  − „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ხელშეწყობის ღონისძიებები“ პროგრამული კოდით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი