„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის №20-122 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29-59 |
|
2023 წლის 25 აგვისტო ქ. თბილისი |
ა) პირველი მუხლის „ზ“ პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ პუნქტი:
„თ) „სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ (დანართი №8)“;
ბ) პირველი მუხლის „ზ“ პუნქტით დამტკიცებული – „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ (დანართი №7-ის)“ შემდგომ დაემატოს „სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ (დანართი №8)“ და ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართის შესაბამისად.
|
„დანართი №8
2. წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქვეპროგრამაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
ა) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის (შემდგომში – მერია) განცხადებით მიმართვამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის ისეთი პირები, რომლებსაც ამ 2 წლის განმავლობაში შეუწყდათ და კვლავ განუახლდათ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია, თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად პირი არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში;
ბ) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით, მერიისათვის განცხადებით მიმართვის დროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირები, რომლებიც განცხადებით მიმართვამდე არ ყოფილან რეგისტრირებული საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტში;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ – ქალაქი თბილისი.
2. ქვეპროგრამის მოსარგებლე ვერ გახდება პირი, რომელიც „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ დანართი №1.3-ით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეა ან ისეთი პირი, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შეეთავაზა ენდოპროთეზირების მომსახურება და უარს განაცხადებს მომსახურების მიღებაზე.
ა) მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის ასლი, ხოლო იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში, ასევე, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) არასრულწლოვნის შემთხვევაში, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი) ასლი, აგრეთვე არასრულწლოვნის დაბადების მოწმობის ასლი;
გ) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა№IV-100/ა – პაციენტის დიაგნოზის, ჩარევების და გამოკვლევების მითითებით ICD10 კლასიფიკატორების შესაბამისად), რომელიც გაცემული უნდა იყოს დაფინანსების მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე.
დ) სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან, წინასწარი კალკულაცია (ინვოისი), რომელიც გაცემული უნდა იყოს დაფინანსების მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე და რომელშიც ასევე მითითებული უნდა იყოს დაფინანსების მიღების მსურველი პირი წარმოადგენს თუ არა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ენდოპროთეზირების მომსახურების მიმღებს (მოსარგებლეს), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირს უარი აქვს ნათქვამი ამ სახელმწიფო პროგრამით მომსახურების მიღებაზე, ამის შესახებ ინფორმაცია;
ე) ცნობა კერძო სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), წესით გათვალისწინებული მომსახურების დაწყების ან მომსახურების მიღების შემდეგ;
ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ბოლო 2 წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისათვის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი).
2. მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეპროგრამის განმახორციელებელს შეუძლია მოსარგებლეს მოსთხოვოს ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, დამატებით, სხვა დოკუმენტაციის წარმოდგენა. ამასთან, ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია მიმწოდებელს მოსთხოვოს მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევის შემდგომ.
2. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარმოუდგინოს შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თვის პირველიდან 11 რიცხვამდე, მომსახურების სრულად მიწოდების საანგარიშგებო თვის მომდევნო ორი თვის განმავლობაში. რომელიც უნდა მოიცავდეს:
ა) წერილობით ინფორმაციას პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით;
ბ) ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს (ანგარიშფაქტურა);
გ) განაღდებული მატერიალიზებული ვაუჩერის/თანხმობის წერილის ქსეროასლს.
2. შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ინსპექტირებას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი, რომლის დროსაც ხდება:
ა) წარმოდგენილი შესრულებული საუშაოს დამადასტურებელი დოკუმეტნაციის შედარება ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მომსახურების მოცულობასთან;
ბ) ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული თანხის შედარება დამტკიცებული ბიუჯეტის პარამეტრებთან;
გ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შედარება შემოწმების შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში ქვეპროგრამის მოცულობასთან შეუსაბამობის აღმოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები მიმწოდებელს და წერილობით აცნობოს ხარვეზის არსებობის შესახებ.
4. წარმოდგენილ შესრულებული სამუშაოს ანგარიშზე მიმწოდებელსა და ინსპექტირებაზე პასუხისმგებელ პირს შორის ფორმდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული ფორმის მიღება-ჩაბარების აქტი.
5. ქვეპროგრამის ფარგლებში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს ანგარიშები არქივდება საანგარიშგებო თვეების მიხედვით, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.“.