„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №204 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №276 |
|
2019 წლის 27 სექტემბერი ქ. თეთრიწყარო
|
|
2. სამსახური წარმოადგენს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს.
3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება, ეს დებულება და მუნიციპალიტეტის ორგანოების/ თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები.
4. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამსახური იცავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავეს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, ერთგულების, მიუკერძოებლობის, ეკონომიურობისა და ეფექტურობის, გამჭვირვალობისა და საჯაროობის პრინციპების შესაბამისად.
5. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
6. სამსახურს აქვს ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის საჭირო რეკვიზიტები.
7. სამსახურის მისამართია საქართველო, ქალაქი თეთრიწყარო, თამარ მეფის ქუჩა №34.
ა) სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების და პროგრამების ხელშეწყობა უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ) მელიორაციის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიწოდება;
დ) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური სტარტეგიული მიმართულებების განსაზღვრა;
ე) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება;
ვ) ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავება;
ზ) ეკონომიკური განვითარების მიზნით წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;
თ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგი;
ი) ეკონომიკური სტრატეგიის დოკუმენტის მომზადება;
კ) ეკონომიკის ტრადიციული დარგების განვითარების ხელშეწყობა;
ლ) ტურისტული ინფრასტრუქტურის და პროგრამების, ისტორიულ-კულტურული ძეგლების და დაცული ტერიტორიების შესახებ უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისთვის საჭირო ინფორმაციის გაცემა;
მ) მონაწილეობა მუნიციპალიტეტის შესახებ სარეკლამო-საინფორმაციო მასალების მომზადებასა და გამოცემაში, აგრეთვე ტურიზმის და საკურორტო სფეროში დასაქმებული კერძო მეწარმეების სარეკლამო პროდუქციის გავრცელების ხელშეწყობა;
ნ) ტურისტული საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების და წინადადებების მომზადება;
ო) მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით წინადადებების მომზადება კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით;
პ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად საჭირო შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ჟ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადება;
რ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების კოორდინაცია უფლებამოსილების ფარგლებში;
ს) მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად მცხოვრებ პირებზე მონიტორინგის განხორციელება, რომლის განხორციელებაც ევალება უფლებამოსილ პირს;
ტ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების შეწყვეტის შეჩერება და აღდგენის საკითხის განხილვა;
უ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.
2. სამსახური შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებებისაგან.
3. განყოფილება შედგება განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან.
4. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის განყოფილება;
ბ) ეკონომიკის, მცირე ბიზნესისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის განყოფილება.
ა) საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობას;
ბ) დაგეგმილი პროექტების და პროგრამის ეფექტურად განხორციელების მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კომუნიკაციასა და მონიტორინგს;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადებას და მიწოდებას, ამ მიზნით კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობას;
დ) განყოფილების კომპეტენციის ფარგლებს მიკუთვნებულ, შემოსულ წერილებზე შესაბამისი პასუხების მომზადებას;
ე) მელიორაციის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას უფლებამოსილების ფარგლებში;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
ა) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
ბ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას;
გ) ეკონომიკური განვითარების მიზნით წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;
დ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს;
ე) ტურიზმის და საკურორტო სფეროში პრიორიტეტების, განვითარების პროგრამების და პროექტების შესახებ წინადადებებისა და სტრატეგიის შემუშავებას;
ვ) საინფორმაციო ბაზის შექმნას ტურისტული ინფრასტრუქტურის და პროგრამების, ისტორიულ- კულტურული ძეგლების და დაცული ტერიტორიების შესახებ;
ზ) მცირე ბიზნესის განვითარების მიზნით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას;
თ) ხელშეწყობას ტურიზმის და საკურორტო სფეროში დასაქმებული კერძო მეწარმეების სარეკლამო პროდუქციის გავრცელებაში და მუნიციპალიტეტის შესახებ სარეკლამო-საინფორმაციო მასალების მომზადებასა და გამოცემაში;
ი) ტურისტული საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების და წინადადებების მომზადებას;
კ) ტურისტული მარშრუტების შემუშავებას და მათ განხორციელებას;
ლ) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრას;
მ) ეკონომიკური სტრატეგიის დოკუმენტის პროექტის მომზადებას;
ნ) ეკონომიკის ტრადიციული დარგების განვითარების ხელშეწყობას;
ო) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-60 მუხლის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-13 მუხლის შესაბამისად.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს.
2. განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-14 მუხლის შესაბამისად.
3. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. იმ საკითხის დარეგულირებისას, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დებულებით, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ნორმები.
4. თუ ამ დებულების ნორმა ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად დებულების მართებულობაზე, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა), რომელიც ძალაშია.