თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №204 |
|
2018 წლის 26 იანვარი ქ. თეთრიწყარო
|
|
2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება, ეს დებულება და მუნიციპალიტეტის ორგანოების/ თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები.
3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
4. სამსახურს აქვს ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის საჭირო რეკვიზიტები.
5. სამსახურის მისამართია საქართველო, ქალაქი თეთრიწყარო, თამარ მეფის ქუჩა №34.
ა) სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების და პროგრამების
ხელშეწყობა უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ) მელიორაციის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიწოდება;
დ) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური სტარტეგიული მიმართულებების განსაზღვრა;
ე) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება;
ვ) ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავება;
ზ) ეკონომიკური განვითარების მიზნით წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;
თ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგი;
ი) ეკონომიკური სტრატეგიის დოკუმენტის მომზადება;
კ) ეკონომიკის ტრადიციული დარგების განვითარების ხელშეწყობა;
ლ) ტურისტული ინფრასტრუქტურის და პროგრამების, ისტორიულ-კულტურული ძეგლების და დაცული ტერიტორიების შესახებ უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისთვის საჭირო ინფორმაციის გაცემა;
მ) მონაწილეობა მუნიციპალიტეტის შესახებ სარეკლამო-საინფორმაციო მასალების მომზადებასა და გამოცემაში, აგრეთვე ტურიზმის და საკურორტო სფეროში დასაქმებული კერძო მეწარმეების სარეკლამო პროდუქციის გავრცელების ხელშეწყობა;
ნ) ტურისტული საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების და წინადადებების მომზადება;
ო) მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით წინადადებების მომზადება კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით;
პ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად საჭირო შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ჟ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადება;
რ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების კოორდინაცია უფლებამოსილების ფარგლებში;
ს) მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად მცხოვრებ პირებზე მონიტორინგის განხორციელება, რომლის განხორციელებაც ევალება უფლებამოსილ პირს;
ტ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების შეწყვეტის შეჩერება და აღდგენის საკითხის განხილვა;
უ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის განყოფილება;
ბ) ეკონომიკის, მცირე ბიზნესისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის განყოფილება.
ა) საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობას;
ბ) დაგეგმილი პროექტების და პროგრამის ეფექტურად განხორციელების მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კომუნიკაციასა და მონიტორინგს;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადებას და მიწოდებას, ამ მიზნით კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობას;
დ) განყოფილების კომპეტენციის ფარგლებს მიკუთვნებულ, შემოსულ წერილებზე შესაბამისი პასუხების მომზადებას;
ე) მელიორაციის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას უფლებამოსილების ფარგლებში;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
ა) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
ბ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას;
გ) ეკონომიკური განვითარების მიზნით წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;
დ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს;
ე) ტურიზმის და საკურორტო სფეროში პრიორიტეტების, განვითარების პროგრამების და პროექტების შესახებ წინადადებებისა და სტრატეგიის შემუშავებას;
ვ) საინფორმაციო ბაზის შექმნას ტურისტული ინფრასტრუქტურის და პროგრამების, ისტორიულ- კულტურული ძეგლების და დაცული ტერიტორიების შესახებ;
ზ) მცირე ბიზნესის განვითარების მიზნით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას;
თ) ხელშეწყობას ტურიზმის და საკურორტო სფეროში დასაქმებული კერძო მეწარმეების სარეკლამო პროდუქციის გავრცელებაში და მუნიციპალიტეტის შესახებ სარეკლამო-საინფორმაციო მასალების მომზადებასა და გამოცემაში;
ი) ტურისტული საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების და წინადადებების მომზადებას;
კ) ტურისტული მარშრუტების შემუშავებას და მათ განხორციელებას;
ლ) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრას;
მ) ეკონომიკური სტრატეგიის დოკუმენტის პროექტის მომზადებას;
ნ) ეკონომიკის ტრადიციული დარგების განვითარების ხელშეწყობას;
ო) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-60 მუხლის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-13 მუხლის შესაბამისად.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს.
2. განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-14 მუხლის შესაბამისად.
3. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე
დანართი 1