„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№741
სარეგისტრაციო კოდი
470000000.10.003.022463
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №741

2020 წლის 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2019, 470000000.10.003.021688) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №20 დანართის („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა“) 2​1 მუხლის („პროგრამის მოსარგებლეები“) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის (გარდა ამავე მუხლის 2​1 პუნქტით განსაზღვრულისა) მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირი. ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირის  ხელშეწყობისა და დიასპორაში ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით, ამ ქვეპუნქტის მოსარგებლეები ასევე არიან ზოგადი, საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღების მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ პროგრამის განმახორციელებელთან წარდგენილი სიის შესაბამისად. კერძოდ:

ა) უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს საჯარო/კერძო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მოსწავლის სტატუსით  ირიცხებოდნენ/ირიცხებიან 2019-2020 ან 2020-2021 სასწავლო წელს და არიან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე ან ასეთი სტატუსის მქონე პირის არასრულწლოვანი შვილები, მოსწავლის სტატუსით;

ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტი ან პროფესიული სტუდენტი, რომელიც არის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე ან ასეთი სტატუსის მქონე პირის ოჯახის წევრი (მეუღლე, შვილი, და ან ძმა); 

გ) 2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დამტკიცებული „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისა და თანამემამულის სტატუსის მქონე პირების უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ მოსარგებლეებს.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 11 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. 

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2020.
როდის იქნა მიღებული „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.12.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №741. სარეგისტრაციო კოდი — 470000000.10.003.022463.
რამდენი მუხლისგან შედგება „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №741, 10.12.2020, სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.022463 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5050321/