საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.04.2023 ბოლო ცვლილება 12.07.2023
ნომერი
№2-176
სარეგისტრაციო კოდი
010020000.22.023.016783
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/04/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-176

2023 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2022 წლის  14 დეკემბრის №572 დადგენილებთ დამტკიცებული ,,აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის“  შესაბამისად,  ვბრძანებ :

მუხლი 1
1. დამტკიცდეს  თანდართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს  (შემდგომში – სააგენტო) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები:

ა) ემბლემა;

ბ)  ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუში;

 გ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუში.

2. სააგენტოს ემბლემა წარმოადგენს მეწამული (წითელი) არშიით შემოსაზღვრულ ჰერალდიკურ ფარს, რომლის ვერცხლის (თეთრ) ველზე მეწამულით გამოსახულია სტილიზებული ვაზის ორნამენტი – ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ასოცირებული სიმბოლო.

მუხლი 2
1. ემბლემა გამოიყენება (აღმართვა, გამოფენა, გამოსახვა) სააგენტოს საქმიანობის ფარგლებში და მიზნებისათვის.

2.   ემბლემა შეიძლება გამოისახოს:

ა) სააგენტოს ვებგვერდზე;

ბ) სააგენტოს მიერ გაცემულ შესაბამისობის სერტიფიკატზე;

გ) სააგენტოს საინფორმაციო ბანერებზე, აბრებზე;

დ) სააგენტოს მიმოწერის ბლანკზე/დოკუმენტაციაზე;

ე) სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობაზე;

ვ) სააგენტოს სარგებლობაში არსებულ ავტომობილზე;

ზ) სააგენტოს ბეჭდვით გამოცემებზე, ვიდეო და ფოტომასალებზე;

თ) სარეკლამო-საინფორმაციო, სუვერენულ პროდუქციაზე და სამსახურებრივ ინვენტარზე;

ი) სააგენტოს თანამშრომლის სპეციალური ფორმის ტანსაცმელზე.

3. სხვა საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს ემბლემის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები შესაძლებელია დაზუსტდეს სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. სააგენტომ ემბლემის გამოყენებისას იხელმძღვანელოს „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის №282 დადგენილებით.

5. სააგენტომ უზრუნველყოს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების გატარება.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 10 აპრილიდან.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია
📎 დანართები (4)
danarti 1.pdf PDF ⬇

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

danarti 2-1.pdf PDF ⬇

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

danarti 2.pdf PDF ⬇

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

ნორმატიული-აქტი-5 PDF ⬇

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.07.2023.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 04.04.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-176. სარეგისტრაციო კოდი — 010020000.22.023.016783.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 12.07.2023-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.07.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“, №2-176, 04.04.2023, სარეგისტრაციო კოდი 010020000.22.023.016783 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.07.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5762963/