აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №572 |
|
2022 წლის 14 დეკემბერი ქ. თბილისი |
ა) საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და დაწესებულების დასახელების აღმნიშვნელი წარწერით შედგენილი ემბლემა, შენობის აბრა, ბანერი, საზოგადოებასთან ურთიერთობების სხვა საშუალება: სამინისტროებისათვის*, სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის დანართ 1-ის, საქართველოს მთავრობისა და სამინისტროების კონტროლქვეშ არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ემბლემებისთვის დანართ 2-ის, ხოლო მედიასთან საკომუნიკაციო ბანერის შემთხვევაში, შესაბამისი წესით – დანართ 3-ის შესაბამისად;
ბ) ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკი სამინისტროებისთვის, სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის დანართ 4-ის, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების შემთხვევაში – დანართ 5-ის შესაბამისად;
გ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი სამინისტროებისთვის, სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის დანართ 6-ის, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების შემთხვევაში – დანართ 7-ის შესაბამისად.
*შენიშვნა: ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, ღია და ფარული წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვების/დამუშავების/ანალიზის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის, დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა მიმართ ზედამხედველობის განხორციელების, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დისციპლინური ნორმების დარღვევაზე ზედამხედველობის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევების, ადმინისტრაციული შენობებისა და სხვა სტრატეგიული ობიექტების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნქციის მქონე დანაყოფებზე;
გ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესი“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესი“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.01.2026.
- როდის იქნა მიღებული „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესი“?
- „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესი“ მიღებულია 14.12.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №572. სარეგისტრაციო კოდი — 010020000.10.003.023783.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესი“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 23.01.2026-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესი“?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესი“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.01.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესი“, №572, 14.12.2022, სარეგისტრაციო კოდი 010020000.10.003.023783 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5643164/