ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დაფუძნების და დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 |
|
2020 წლის 25 აგვისტო ქ. ბორჯომი |
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე დასახლებათა ერთობლიობაში (დაბა ბაკურიანი და სოფელი დიდი მიტარბი) მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბაკურიანის განვითარების სააგენტო.
|
2. სააგენტო არის მუნიციპალიტეტის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
3. სააგენტოს სრული სახელწოდებაა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ბაკურიანის განვითარების სააგენტო“. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული სახელწოდება „ბაკურიანის განვითარების სააგენტო“. სააგენტოს სახელწოდების ინგლისური ტრანსლიტერაციაა – „Bakuriani Development Agency‘‘.
4. სააგენტო დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს მთავრობისა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
5. სააგენტო ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის წინაშე, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.
6. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობაში.
7. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საიდენტიფიკაციო კოდი, ანგარიში კომერციულ ბანკებსა და სახელმწიფო ხაზინაში, ლოგო, ბეჭდები, შტამპები, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
8. სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერი დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს მექანიკური ან/და მართვის ავტომატური საშუალებებით. სააგენტოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილ ან/და გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს.
9. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ბორჯომის მუნიციპალიტეტი, დაბა ბაკურიანი, თამარ მეფის ქუჩა N1.
ა) დასუფთავების საკითხების მოწესრიგება: დასუფთავებისა და მუნიციპალური ნარჩენების მართვის მომსახურება (მათ შორის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება, ქუჩების, პარკების, სკვერების, საზოგადოებრივი ადგილების დასუფთავება და განთავსების ადგილზე ტრანსპორტირება, სამშენებლო ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად); კომპეტენციის ფარგლებში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ამოღება და ამოღების ორგანიზება;
ბ) დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის სფეროს რეგულირებისათვის საჭირო წესების, პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი განხორციელება;
გ) ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება;
დ) გარე რეკლამის განთავსების ადმინისტრირება;
ე) ტერიტორიის კეთილმოწოყობა და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის (მათ შორის ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ბავშვებისა და მოხუცებისათვის სათანადო ინფრასტუქტურის) განვითარება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში სადრენაჟე ქსელების, სანიაღვრე კოლექტორების, ნაგებობების, წვიმმიმღებების, გვერდმიმღებებისა და საკონტროლო ჭების ექსპლუატაციის გაწევა;
ზ) ქუჩებზე, მოედნებზე, გზებზე არსებული სანიაღვრე ჭების, გვერდმიმღებების, სანიაღვრე კოლექტორების, ასევე, სადრენაჟე ქსელის მიმდინარე შეკეთება;
თ) ახალი სადრენაჟე ან/და სანიაღვრე ქსელის პროექტირებისას უკვე არსებულ ქსელზე ან სისტემაზე სწორად მიერთების მიზნით, ტექნიკური პირობის შეთანხმება;
ი) არსებული სადრენაჟე ან/და სანიაღვრე ქსელის დაზიანების პრევენციის მიზნით, ნებისმიერი მიწისქვეშა სამუშაოების ჩატარების პროექტის შეთანხმება;
კ) დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა, შენახვა, მართვა;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობა და მოწყობა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, გამწვანებულ ტერიტორიაზე სპეციალური და მოვლითი ჭრების დაგეგმვა და განხორციელება;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, მწვანე ნარგავებთან დაკავშირებული სანიტარულ-პროფილაქტიკური და მავნებელ დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, გამწვანებულ ტერიტორიებზე მწვანე ნარგავების აღრიცხვა;
პ) დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ტერიტორიის გამწვანება;
ჟ) სააგენტოს საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა და განკარგვა;
რ) დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ტერიტორიულ ფარგლებში გარე განათების ქსელის მოწყობა, გარე განათების ობიექტების მოვლა-პატრონობის და გაფართოების სამუშაოების შესრულება;
ს) დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ქუჩების, მოედნების, პარკების, ხიდების, გზატკეცილების, საცხოვრებელი მასივების, შიდა ტერიტორიების, შენობა-ნაგებობების გარე განათების (მათ შორის არქიტექტურულ-მხატვრული მინათების) უზრუნველყოფა, მიმდინარე შეკეთება და არსებული ქსელების რეკონსტრუქცია, კაპიტალური შეკეთება, ახალი ქსელების მშენებლობა და ექსპლუატაცია;
ტ) ორგანიზაციულ-ტექნიკური ხასიათის ღონისძიებების გატარება გარეგანათების ქსელში ელექტროენერგიის დანაკარგების შემცირების და უავარიო მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით;
უ) სანათი მოწყობილობებისა და ქსელების მოწყობა-შეკეთების მომსახურების გაწევა ხელშეკრულების საფუძველზე, საკრებულოს მიერ დადგენილი ტარიფებით;
ფ) დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მუნიციპალური ტერიტორიების მოწესრიგების მიზნით, ინერტული (სამშენებლო) ნარჩენებით მოსწორებითი/ამოვსებითი სამუშაოების წარმოება;
ქ) დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა და შემდგომი განკარგვა;
ღ) დაბა ბაკურიანსა და სოფელ დიდ მიტარბში კულტურული და სპორტული ბაზ(ებ)ის შექმნა და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება;
ყ) დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის ნებართვის გაცემა, მშენებლობაზე საჯარო ზედამხედველობის განხორციელება, მათ შორის, შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით/კოორდინაციით - უკანონო და დასახლების იერსახესთან შეუსაბამო მშენებლობებთან, აგრეთვე, უკვე არსებულ, ამავე სახის შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებით, შესაბამისი რეაგირება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი რეგულაციებისა და კანონმდებლობის შესაბამისად;
შ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებული რეგულაციებისა და კანონმდებლობის შესაბამისად, დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ადმინისტრაციულ საზღვრებში გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების მოწესრიგება და მონიტორინგის განხორციელება;
ჩ) დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის დასახლებული და საკურორტო ზონის - უპატრონო ცხოველებისგან განტვირთვის ხელშეწყობა, ასევე, მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი შინაური ცხოველების ყოლის წესების დარღვევებზე რეაგირება და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზება/გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ც) მუნიციპალიტეტის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის შიდა ტრანსპორტის სვლაგეზების დაგეგმვის დოკუმენტის პროექტის მომზადებაში (შემუშავებაში) მონაწილეობის მიღება (მათ შორის ამავე დოკუმენტის პროექტის მუნიციპალიტეტის მერისთვის წარდგენა);
ძ) მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომის/გაჩერების წესების დაცვაზე ზედამხედველობა, დარღვევების გამოვლენა და რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში, ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი წესით;
წ) საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული საკურორტო ინფრასტრუქტურის მართვა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
ჭ) დაბა ბაკურიანის და სოფელი დიდი მიტარბის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, შესაბამისი ოქმის შედგენა და საქმის წარმოება.
2. სააგენტო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელი ლიცენზიების, ნებართვებისა თუ სერტიფიკატების საფუძველზე.
2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით და სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებით.
2, სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები რომლებსაც სააგენტოს თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. მერი უფლებამოსილია სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე/მოადგილეები თანამდებობიდან გაათავისუფლოს საკუთარი ინიციატივით.
3. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება თავმჯდომარის ბრძანებით.
4. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მერის ბრძანებით განსაზღვრული თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო თავმჯდომარის მოადგილის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მერის ბრძანებით განსაზღვრული სააგენტოს ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.
2. სააგენტოს, უფლებამოსილებების განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად;
3. სააგენტოს ბალანსზე არსებული ქონება შედგება ძირითადი და საბრუნავი საშუალებების, სხვა მატერიალური ფასეულობის, ფინანსური რესურსების და არამატერიალური აქტივებისაგან, რომელთა შეძენა და განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასური;
დ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
ე) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში – კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს (მუნიციპალიტეტის) სისტემის განვითარებას. სააგენტოს სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.
3. სააგენტო ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი, ასევე, წარუდგინოს მერს მოთხოვნის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ მაინც.
2. სააგენტოზე კონტროლს ახორციელებს მერი, რომელიც სარგებლობს ყველა უფლებით, რომლებიც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აქვს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
3. სააგენტომ, მერის თანხმობითა შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს;
ვ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოსთვის შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ოდენობისა და ლიმიტების განსაზღვრა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა შესასრულებლად აგრეთვე აუცილებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობა.
5. მერის, როგორც კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს, მიერ სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
2. სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.