საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.06.2023 ბოლო ცვლილება 08.08.2023
ნომერი
№2-500
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.023.016806
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/06/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-500

2023 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2  პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებთ დამტკიცებული „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის“  შესაბამისად, ვბრძანებ:


მუხლი 1
1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  დაცული ტერიტორიების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები:

ა) ემბლემა;

ბ) ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუში;

გ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუში.

2. სააგენტოს ემბლემას წარმოადგენს საქართველოს  მცირე  სახელმწიფო გერბის გამოსახულება და დაწესებულების დასახელების აღმნიშვნელი წარწერა.

მუხლი 2
1. ემბლემის გამოყენება (აღმართვა, გამოფენა, გამოსახვა) ხდება სააგენტოს საქმიანობის ფარგლებში და მიზნებისათვის.

2. ემბლემა შეიძლება გამოისახოს:

ა) სააგენტოს ვებგვერდზე;

ბ) სააგენტოს საინფორმაციო ბანერებზე, აბრებზე;

გ) სააგენტოს მიერ გაცემულ  სერტიფიკატებსა და დოკუმენტაციაზე;

დ) სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობაზე;

ე) სააგენტოს  სარგებლობაში არსებულ ავტომობილზე;

ვ) სააგენტოს ბეჭდვით გამოცემებზე, ვიდეო- და ფოტომასალებზე;

ზ) სარეკლამო-საინფორმაციო, სუვენირულ პროდუქციაზე და სამსახურებრივ ინვენტარზე.

3. საჭიროების შემთხვევაში, ემბლემის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები შესაძლებელია დაზუსტდეს სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. სააგენტოს ემბლემის აღმართვისას იხელმძღვანელოს „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის №282 დადგენილებით.

5. სააგენტო უზრუნველყოფს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების გატარებას. 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.08.2023.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 28.06.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-500. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.023.016806.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 08.08.2023-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.08.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“, №2-500, 28.06.2023, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.016806 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.08.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5837147/