საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-203 |
|
2023 წლის 18 აპრილი ქ. თბილისი |
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებთ დამტკიცებული „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის“ შესაბამისად, ვბრძანებ:
ა) ემბლემა;
ბ) ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუში;
გ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუში.
2. სააგენტოს ემბლემა წარმოადგენს მეწამული (წითელი)არშიით შემოსაზღვრულ ჰერალდიკურ ფარს, რომლის ვერცხლის (თეთრ) ველზე ლაჟვარდით (ლურჯი) გამოსახულია და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ასოცირებული სტილიზებული სიმბოლო.
2. ემბლემა შეიძლება გამოისახოს:
ა) სააგენტოს ვებგვერდზე, საინფორმაციო ბანერებზე, აბრებზე;
ბ) სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობაზე;
გ) სააგენტოს სარგებლობაში არსებულ ავტომობილზე;
დ) სააგენტოს ბეჭდვით გამოცემებზე, ვიდეო-და ფოტომასალებზე;
ე) სარეკლამო-საინფორმაციო, სუვენირულ პროდუქციაზე და სამსახურებრივ ინვენტარზე.
3. სააგენტოს ემბლემა შეიძლება განთავსდეს სააგენტოს ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზსა და ოფიციალურ გამოსვლათა სხვადასხვა ტრიბუნაზე.
4. სხვა საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს ემბლემის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები შესაძლებელია დაზუსტდეს სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. სააგენტომ ემბლემის გამოყენებისას იხელმძღვანელოს „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის №282 დადგენილებით.
6. სააგენტომ უზრუნველყოფს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების გატარება.
|