საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№282
სარეგისტრაციო კოდი
010020000.10.003.021299
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/06/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №282

2019 წლის 12 ივნისი

   ქ. თბილისი

 

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 12 ივნისიდან.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
📎 დანართები (2)
282_danart.doc DOC

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესი

საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს (დროშის) აღმართვის და გამოფენის წესი [pic]

1. საქართველოს სახელმწიფო დროშას საქართველოს ტერიტორიაზე ისევე როგორც ყველა სხვა დროშასთან, სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოსთან (დროშასთან) მიმართებაში ენიჭება უპირატესობა და საპატიო ადგილი.

2. საქართველოს სახელმწიფო დროშა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოსთან (დროშასთან) ერთად აღიმართება და გამოიფინება მხოლოდ საპატიო ადგილას.

3. საქართველოს სახელმწიფო დროშა და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო (დროშა) ღია ცის ქვეშ მუდმივი აღმართვის და გამოფენის ადგილებში განათებულია ან აღმართულია მხოლოდ დღის ნათელ საათებში.

4. საქართველოს სახელმწიფო დროშა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოსთან (დროშასთან) ერთად აღმართვისას იშლება და ფრიალისას არ ეხება მიწას, წყალს, კედელს.

5. სახელმწიფო ღონისძიებისას საქართველოს სახელმწიფო დროშა და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო (დროშა) შენობაში შეაქვთ აღმართული.

6. სახელმწიფო ღონისძიებისას საქართველოს სახელმწიფო დროშა და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო (დროშა) აღიმართება და დაეშვება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით.

7. საქართველოს სახელმწიფო დროშა, უცხო სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციის დროშა, მნიშვნელობის სიმბოლო (დროშა) და სხვა დროშა აღიმართება და გამოიფინება თითოეული მისთვის მინიჭებულ ადგილას, ერთი სიგრძის ტარზე ან ფლაგშტოკზე, ერთ სიმაღლეზე.

8. საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად უცხო სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციის და სხვა დროშების, სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს (დროშის) მწკრივში, წრიულად და ნახევარწრიულად აღმართვისას ან გამოფენისას საქართველოს სახელმწიფო დროშა აღიმართება ან გამოიფინება წარმომადგენლის ხელმარჯვნიდან მარცხნივ სახელმწიფოების, საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვა დროშების, საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების (დროშების) ქართული სახელწოდების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ენის, ქართულის (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, აფხაზურის), ანბანის ასოთა თანმიმდევრობით.

9. საქართველოს სახელმწიფო დროშის და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს (დროშის) აღმართვისას ან გამოფენისას დამსწრე დგას დროშების მიმართ პირისახით.

დაუშვებელია:

1. სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს (დროშის) არადანიშნულებით გამოყენება;

2. სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს (დროშის) შემკობა ნებისმიერი გამოსახულებით, მოხატვა;

3. სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს (დროშის) დაზიანება;

4. სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს (დროშის) შენახვა დროშისთვის საფრთხის შემცველ ან შეუფერებელ პირობებში;

5. სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს (დროშის) დამცირება, სხვა დროშასთან მიმართებაში წესისათვის შეუსაბამო აღმართვით და გამოფენით.

საქართველოს ტერიტორიაზე დროშების აღმართვის და გამოფენის თანმიმდევრობა მნიშვნელობის მიხედვით

o საქართველოს სახელმწიფო დროშა;

o სხვა ქვეყნის სახელმწიფო ან ეროვნული დროშა;

o საერთაშორისო ორგანიზაციის დროშა;

o საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის დროშა;

o საქართველოს მუნიციპალური დროშა;

o საქართველოს საჯარო დაწესებულების დროშა;

o საზოგადოებრივი გაერთიანების/ორგანიზაციის დროშა;

o სხვა დროშა.

[pic][pic]

საქართველოს სახელმწიფო დროშის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოსთან (დროშასთან) ერთად აღმართვის და გამოფენის წესი

[pic]

[pic]

1. საქართველოს სახელმწიფო (საჯარო დაწესებულების) წარმომადგენელი, ერთ-ერთი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს (დროშის) არქონის შემთხვევაში აღმართავს და გამოფენს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო დროშას.

2. ორი დროშის – საქართველოს სახელმწიფო დროშის და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს (დროშის) – აღმართვისას საქართველოს სახელმწიფო დროშა აღიმართება საქართველოს სახელმწიფო (საჯარო დაწესებულების) წარმომადგენლის ხელმარჯვნივ, საპატიო ადგილას.

[pic]

3. სამი და ხუთი დროშის აღმართვისას საქართველოს სახელმწიფო დროშა აღიმართება შუაში, ხოლო ყველა სხვა დროშა (უცხო სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციის), სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო (დროშა) ქართული სახელწოდების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ენის, ქართულის (აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის ტერიტორიაზე აფხაზურის), ანბანის ასოთა მონაცვლეობით, წარმომადგენლის ხელმარჯვნიდან მარცხნივ.

[pic]

[pic]

4. ოთხი დროშის აღმართვისას საქართველოს სახელმწიფო დროშა აღიმართება მწკრივში მეორე, წარმომადგენლის ხელმარჯვნივ, ხოლო ყველა სხვა დროშა (უცხო სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციის), სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო (დროშა) და სხვა ქართული სახელწოდების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ენის, ქართულის, (აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის ტერიტორიაზე აფხაზურის), ანბანის ასოთა მონაცვლეობით წარმომადგენლის ხელმარცხნიდან მარჯვნივ.

[pic]

5. ექვსი და მეტი დროშის აღმართვისას საქართველოს სახელმწიფო დროშა აღიმართება წარმომადგენლის ხელმარჯვნივ მწკრივის კიდეში პირველი და იკავებს საპატიო ადგილს, ხოლო ყველა სხვა დროშა (უცხო სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციის), სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო (დროშა) და სხვა ქართული სახელწოდების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ენის, ქართულის, (აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის ტერიტორიაზე აფხაზურის), ანბანის ასოთა თანმიმდევრობით, მწკრივში წარმომადგენლის ხელმარჯვიდან მარცხნივ.

[pic]

6. დროშების წრიულად აღმართვისას საქართველოს სახელმწიფო დროშა წრის შუა საპატიო ადგილას აღიმართება, ხოლო ყველა სხვა დროშა (უცხო სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციის), სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო (დროშა) და სხვა ქართული სახელწოდების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ენის, ქართულის, (აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის ტერიტორიაზე აფხაზურის) ანბანის ასოთა თანმიმდევრობით, წრიულად საათის ისრის მიმართულებით.

[pic]

7. შენობის შესასვლელთან დროშების ნახევარწრიულად აღმართვისას საქართველოს სახელმწიფო დროშა მთავარი შესასვლელის პირდაპირ აღიმართება, შუა საპატიო ადგილას, ხოლო ყველა სხვა დროშა (უცხო სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციის), სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო (დროშა) და სხვა ქართული სახელწოდების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ენის, ქართულის (აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის ტერიტორიაზე აფხაზურის) ანბანის ასოთა თანმიმდევრობით, წარმომადგენელი შენობის მხრიდან წრიულად საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით.

[pic]

8. შენობის შესასვლელთან, წარმომადგენელი დაწესებულების მხრიდან მარჯვნივ, გზის სავალი ნაწილის გასწვრივ, დროშების ერთ მწკრივად აღმართვისას საქართველოს სახელმწიფო დროშა მწკრივში აღიმართება ბოლო; ყველა სხვა დროშა (უცხო სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციის) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო (დროშა) და სხვა ქართული სახელწოდების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ენის, ქართულის (აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის ტერიტორიაზე აფხაზურის) ანბანის ასოთა თანმიმდევრობით, საქართველოს სახელმწიფო დროშიდან შენობის მიმართულებით.

[pic]

9. შენობის შესასვლელთან, გზის სავალი ნაწილის გასწვრივ, დროშების ორ მწკრივად აღმართვისას საქართველოს სახელმწიფო დროშა აღიმართება წარმომადგენელი დაწესებულების ხელმარჯვნივ მწკრივში ბოლო, ყველა სხვა დროშა (სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციის).

10. სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო (დროშა) და სხვა ქართული სახელწოდების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ენის, ქართულის (აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის ტერიტორიაზე აფხაზურის) ანბანის ასოთა თანმიმდევრობით, ორივე მწკრივში საქართველოს სახელმწიფო დროშიდან შენობის მიმართულებით.

[pic]

11. შენობის შესასვლელთან, გზის სავალი ნაწილის გასწვრივ დროშების ორ მწკრივად აღმართვისას საქართველოს ორი სახელმწიფო დროშა აღიმართება წარმომადგენელი დაწესებულების მხრიდან ორივე მწკრივში ბოლო, ყველა სხვა დროშა (უცხო სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციის).

12. სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო (დროშა) და სხვა ქართული სახელწოდების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ენის, ქართულის (აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის ტერიტორიაზე აფხაზურის) ანბანის ასოთა თანმიმდევრობით, ორივე მწკრივში საქართველოს სახელმწიფო დროშიდან შენობის მიმართულებით.

[pic]

13. საქართველოს სახელმწიფო (საჯარო დაწესებულების) წარმომადგენლის მიერ მხოლოდ ერთი დროშის აღმართვისას, აღიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშა დაწესებულების შენობის წინ და შენობის სახურავზე.

[pic]

14. საქართველოს სახელმწიფო (საჯარო დაწესებულების) წარმომადგენლის შენობასთან დროშებისა და ფლაგშტოკების რაოდენობის მიუხედავად, საქართველოს სახელმწიფო დროშა და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო (დროშა) აღიმართება ზემოთ განსაზღვრული წესის შესაბამისად.

[pic]

[pic]

[pic]

საქართველოს სახელმწიფო დროშის და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს (დროშის) სხვა დროშებთან ერთად აღმართვის და გამოფენის წესი

1. საქართველოს სახელმწიფო (საჯარო დაწესებულების) წარმომადგენლის სიტყვით გამოსვლისას ერთი დროშის აღმართვის შემთხვევაში, აღიმართება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო დროშა სახელმწიფო წარმომადგენლის ხელმარჯვნივ.

[pic]

2. საქართველოს სახელმწიფო (საჯარო დაწესებულების) წარმომადგენლის მიერ ორი დროშის (ხელმარცხნივ და ხელმარჯვნივ) აღმართვისას საქართველოს სახელმწიფო დროშა წარმომადგენლის ხელმარჯვნივ საპატიო ადგილას, ხოლო სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო (დროშა) წარმომადგენლის ხელმარცხნივ აღიმართება.

[pic]

3. საქართველოს სახელმწიფო (საჯარო დაწესებულების) წარმომადგენელთან ორი დროშის წარმომადგენლის ხელმარჯვნივ აღმართვისას, საქართველოს სახელმწიფო დროშა აღიმართება საპატიო ადგილას წარმომადგენლის ხელმარჯვნივ კიდეში პირველი.

[pic]

4. საქართველოს სახელმწიფო (საჯარო დაწესებულების) წარმომადგენელთან სამი დროშის, ორი ხელმარჯვნივ და ერთი ხელმარცხნივ აღმართვისას, საქართველოს სახელმწიფო დროშა აღიმართება წარმომადგენლის ხელმარჯვნივ შუაში.

[pic]

5. სამი და ხუთი დროშის ერთად აღმართვისას საქართველოს სახელმწიფო დროშა სხვა დროშებთან (უცხო სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციის), სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებთან (დროშასთან) მიმართებაში შუა ადგილას აღიმართება.

[pic]

6. ორი სახელმწიფო (საჯარო დაწესებულების) წარმომადგენელი, თითოეული წარმოდგენილი საქართველოს სახელმწიფო დროშით და სახელმწიფო მნიშვნელობის საკუთარი სიმბოლოთი (დროშით): ადგილსამყოფელი დაწესებულების წარმომადგენელი ხელმარჯვნივ საპატიო ადგილს უთმობს სტუმარს. ორივე წარმომადგენელი აღმართავს საქართველოს სახელმწიფო დროშას და იმ დაწესებულების სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს (დროშას), რომელსაც პირადად წარმოადგენს; ორივე შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო დროშა მარჯვნივ საპატიო ადგილას აღიმართება.

[pic]

7. ორი წარმომადგენელი სამი დროშის – საქართველოს სახელმწიფო დროშის, სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის დროშის და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს (დროშის) აღმართვისას: თითოეული აღმართავს სამივე დროშას და ორივე შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო დროშა შუა საპატიო ადგილას აღიმართება.

[pic]

8. სამი წარმომადგენელი, თითოეული წარმომადგენელი ერთი დროშით და ერთი საერთო დროშით: თითოეული აღმართავს საკუთარ დროშას და სამივე აღმართავს ერთ საერთო დროშას, ოთხი დროშიდან საქართველოს სახელმწიფო დროშა აღიმართება რიგით მეორე საპატიო ადგილას.

[pic]

საქართველოს სახელმწიფო დროშის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოსთან

(დროშასთან) ერთან აღმართვის და გამოფენის წესის სხვა შემთხვევები

1. სახელმწიფო წარმომადგენლების მაგიდასთან ორი დროშის აღმართვისას საქართველოს სახელმწიფო დროშა აღიმართება წარმომადგენლისგან ხელმარჯვნივ, საპატიო ადგილას.

[pic]

2. სახელმწიფო წარმომადგენლების მაგიდასთან სამი დროშის აღმართვისას საქართველოს სახელმწიფო დროშა აღიმართება შუა საპატიო ადგილას.

[pic]

3. სახელმწიფოს (საჯარო დაწესებულებების) წარმომადგენლების მრგვალ მაგიდასთან შეხვედრისას საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად, მაგიდაზე სხვა დროშების მწკრივში წრიულად აღმართვისას საქართველოს სახელმწიფო დროშა მთავარი შესასვლელის პირდაპირ აღიმართება, შუა საპატიო ადგილას, ან მრგვალი მაგიდის შუა საპატიო ადგილას, ხოლო ყველა სხვა დროშა (უცხო სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციის), სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო (დროშა) და სხვა ქართული სახელწოდების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ენის, ქართულის (აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის ტერიტორიაზე აფხაზურის) ანბანის ასოთა თანმიმდევრობით, საათის ისრის მიმართულებით.

[pic]

[pic]

აღლუმი

აღმართული დროშებით მსვლელობისას:

1. გზის სავალი ნაწილის გასწვრივ აღმართული საქართველოს სახელმწიფო დროშის, სხვა დროშის (უცხო სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციის), სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს (დროშის) მწკრივით მსვლელობისას საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართულია მწკრივში პირველი.

[pic]

2. გზის სავალი ნაწილის მიმართ აღმართული საქართველოს სახელმწიფო დროშის და სხვა დროშის (უცხო სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციის), სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს (დროშის) მწკრივით მართობულად მსვლელობისას საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართულია მწკრივში პირველი წარმომადგენლის მხრიდან ხელმარჯვნივ კიდეში.

[pic]

3. სხვა შემთხვევაში აღმართული საქართველოს სახელმწიფო დროშის, სხვა დროშის (უცხო სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციის) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს (დროშის) მწკრივით გზის სავალი ნაწილის მიმართ მართობულად მსვლელობისას საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართულია მწკრივის ორივე კიდეში, წარმომადგენლის ხელმარჯვნივ და ხელმარცხნივ.

[pic]

სტადიონზე

სპორტული ღონისძიებისას დროშების წრიულად აღმართვისას საქართველოს სახელმწიფო დროშა სპორტული არენის მთავარი შესასვლელის პირდაპირ საპატიო ადგილას აღიმართება, ხოლო ყველა სხვა დროშა (უცხო სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციის), სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო (დროშა) და სხვა ქართული სახელწოდების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ენის, ქართულის, (აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის ტერიტორიაზე აფხაზურის) ანბანის ასოთა თანმიმდევრობით, წრიულად საათის ისრის მიმართულებით.

[pic]

გლოვა

1. გლოვისას საქართველოს სახელმწიფო დროშა, სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოსთან (დროშასთან) ერთად ფლაგშტოკის 1/3 სიმაღლით არის დაშვებული და აღმართულია ფლაგშტოკის 2/3 სიმაღლეზე.

[pic]

2. გლოვისას საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს (დროშის) დაშვების წესი: საქართველოს სახელმწიფო დროშა და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო (დროშა) აღიმართება ფლაგშტოკის ბოლომდე და უკვე შემდეგ დაეშვება ფლაგშტოკის 1/3 სიმაღლით, ფლაგშტოკის 2/3 სიმაღლეზე.

[pic]

3. გლოვისას დაშვებული საქართველოს სახელმწიფო დროშის და საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოს (დროშის) ჩამოხსნის წესი: ფლაგშტოკის 1/3 სიმაღლით დაშვებული და ფლაგშტოკის 2/3 სიმაღლეზე აღმართული დროშა აღიმართება და უკვე შემდეგ დაეშვება და ჩამოიხსნება.

[pic]

4. გლოვისას საქართველოს სახელმწიფო დროშისა და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს (დროშის) ერთად აღმართვისას საქართველოს სახელმწიფო დროშა და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო (დროშა) აღიმართება შავი ბაფთით, რომლის სიგრძეც სახელმწიფო დროშის და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს (დროშის) სიმაღლის 1/2-ს არ აღემატება.

[pic]

5. გლოვისას დროშების გამოფენის შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო დროშა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოსთან (დროშასთან) ერთად გამოფენილია შავი ბაფთით.

საქართველოს სახელმწიფო გერბთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს (გერბის, ემბლემის) გამოსახვის და გამოფენის წესი

1. საჯარო დაწესებულება, სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს (გერბის, ემბლემის) არქონის შემთხვევაში ან მხოლოდ ერთი სიმბოლოს გამოსახვისას, გამოსახავს საქართველოს დიდ ან მცირე სახელმწიფო გერბს სრული სახით, ფერში, ერთ ფერში, ფერისა და მეტალის ჰერალდიკური დაშტრიხვის წესის გამოყენებით.

2. სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო (გერბი, ემბლემა) გამოისახება ფერში, კონტურით, ერთ ფერში ან ფერისა და მეტალის გამოყენებით.

საქართველოს სახელმწიფო გერბთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს (გერბის, ემბლემის) გამოსახვა მნიშვნელობის მიხედვით

საქართველოს სახელმწიფო გერბი

ავტონომიური რესპუბლიკის გერბი

[pic]

მუნიციპალიტეტის გერბი

[pic]

საჯარო დაწესებულების ემბლემა

1. საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო გერბს, ისევე როგორც ყველა სხვა გერბთან, სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოსთან (გერბთან, ემბლემასთან) მიმართებაში ენიჭება უპირატესობა და საპატიო ადგილი.

2. საქართველოს სახელმწიფო გერბი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოსთან (გერბთან, ემბლემასთან) ერთად გამოისახება სახელმწიფო წარმომადგენლის ხელმარჯვნივ კიდეში.

[pic] [pic]

3. სამი და მეტი კენტი გერბის და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს (გერბის, ემბლემის) გამოსახვისას, სახელმწიფო გერბის გამოისახება შუაში.

[pic] [pic] [pic]

4. ოთხი და მეტი ლუწი საქართველოს სახელმწიფო გერბის და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს (გერბის, ემბლემის) ერთად გამოსახვისას საქართველოს სახელმწიფო გერბი გამოისახება სახელმწიფო წარმომადგენლის ხელმარჯვნივ შუა ადგილიდან პირველი.

[pic] [pic] [pic] [pic]

დაუშვებელია:

1. საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოს (გერბის, ემბლემის) საქართველოს სახელმწიფო გერბის ზევით გამოსახვა.

2. საქართველოს სახელმწიფო გერბთან ერთად გამოისახოს საქართველოს სახელმწიფო გერბზე უფრო დიდი ზომის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო (გერბი, ემბლემა).

3. საქართველოს სახელმწიფო გერბის, სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს (გერბის, ემბლემის) გამოსახვა დაზიანებული სახით.

სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს (გერბის, ემბლემის) გამოსახვის სხვა შემთხვევები

1. სახელმწიფო (საჯარო დაწესებულების) წარმომადგენლის სიტყვით გამოსვლისას, ტრიბუნაზე გამოისახება ან საქართველოს სახელმწიფო გერბი ან დაწესებულების სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო (გერბი, ემბლემა).

2. ორი სახელმწიფო (საჯარო დაწესებულების) წარმომადგენლის სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახელმწიფო გერბი ან სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო (გერბი, ემბლემა) გამოისახება ორივე წარმომადგენლის ტრიბუნაზე.

3. სახელმწიფო (საჯარო დაწესებულების) წარმომადგენლის სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფო გერბი გამოისახება ტრიბუნაზე, ხოლო წარმომადგენელის უკან, ზემოთ გამოისახება სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო (გერბი, ემბლემა), ან პირიქით.

[pic]

4. სახელმწიფო (საჯარო დაწესებულების) წარმომადგენლის სამუშაო ოთახში საქართველოს სახელმწიფო გერბი ან სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო (გერბი, დროშა) გამოისახება წარმომადგენლის უკან, ზემოთ, შუაში.

[pic]

[pic]

5. სახელმწიფო (საჯარო დაწესებულების) წარმომადგენლის სამუშაო ოთახში სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო (გერბი, დროშა) გამოისახება წარმომადგენლის უკან, ზემოთ, შუაში.

[pic]

6. სახელმწიფო (საჯარო დაწესებულების) წარმომადგენლის სამუშაო ოთახში საქართველოს სახელმწიფო გერბი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოსთან (გერბთან, ემბლემასთან) ერთად გამოისახება სახელმწიფო წარმომადგენლის ხელმარჯვნივ უკან, ზევით, კიდეში.

[pic]

Ordinance No 282 GoG Symbols of State Significance 12 06 2019 Annex.docx

Procedure for Hoisting, Displaying and Depicting Symbols of State Significance together with the State Symbols of Georgia

Procedure for hoisting and displaying a symbol of state significance (flag) together with the state flag of Georgia

  1. The state flag of Georgia shall be given priority and a place of honour in the territory of Georgia in relation to a symbol of state significance (flag), as well as to all other flags.

  2. The state flag of Georgia shall be hoisted together with a symbol of state significance (flag) and displayed only in a place of honour.

  3. The state flag of Georgia and a symbol of state significance (flag) shall be lit or hoisted only during the daylight, in the open air, and in places of permanent hoisting and displaying.

  4. The state flag of Georgia, when hoisted together with a symbol of the state significance (flag), shall be unfurled and shall not touch the ground, water or wall while flying.

  5. During a state event, the state flag of Georgia and a symbol of state significance (flag) shall be brought into a building in a hoisted position.

  6. During a state event, the state flag of Georgia and a symbol of state significance (flag) shall be hoisted and lowered to the accompaniment of the national anthem of Georgia.

  7. The state flag of Georgia, the flag of a foreign state, that of an international organisation, and symbols of state significance (flags) and other flags, shall be hoisted and displayed in the places assigned to them, on a handle or a flagpole of the same length, at the same height.

  8. When hoisting or displaying a flag of a foreign state, an international organisation or other flags and symbols of state significance (flags) in a row, in a circular or semicircular position, along with the state flag of Georgia, the state flag of Georgia shall be hoisted or displayed to the left of the right of the representative according to the Georgian names of states, international organisations and other flags and state symbols (flags) of Georgia, in alphabetical order in Georgian (or Abkhazian in the territory of the Autonomous Republic of Abkhazia), the state language of Georgia.

  9. When hoisting or displaying the state flag of Georgia and symbols of state significance (flags), the attendee shall stand facing the flags.

It is inadmissible to:

  1. misuse a symbol of state significance (flag);

  2. decorate a symbol of state significance (flag) with any image, or cover it with drawings;

  3. damage a symbol of state significance (flag);

  4. preserve a symbol of state significance (flag) in conditions dangerous or unsuitable therefor;

  5. profane a symbol of state significance (flag) by hoisting and displaying it in an inappropriate manner in relation to another flag according to the procedure.

Sequence of hoisting and displaying flags in the territory of Georgia according to significance

  • the state flag of Georgia;

  • the state or national flag of another country;

  • the flag of an international organisation;

  • the flag of an Autonomous Republic of Georgia;

  • a municipal flag of Georgia;

  • the flag of a public institution of Georgia;

  • the flag of a public association/organisation;

  • other flag.

Procedure for hoisting and displaying the state flag of Georgia together with a symbol of state significance (flag)

  1. A representative of the state (public institution) of Georgia shall hoist and display only the state flag of Georgia in the absence of one of the symbols of state significance (flag).

  2. When hoisting two flags, the state flag of Georgia and a symbol of state significance (flag), the state flag of Georgia shall be hoisted to the right of a representative of a state (public institution) of Georgia, in a place of honour.

D:\Chkheidze\Downloads\61938081_309854789900627_6939873002293035008_n.png

  1. When hoisting three and five flags, the state flag of Georgia shall be hoisted in the middle and all other flags (of a foreign state, an international organisation), and symbols of state significance (flags), shall be hoisted according to their Georgian names, in alphabetical order in Georgian (or Abkhazian in the territory of the Autonomous Republic of Abkhazia), the state language of Georgia, to the left of the right of the representative.

  1. When hoisting four flags, the state flag of Georgia shall be hoisted the second in a row, to the right of the representative and all other flags (of a foreign state, an international organisation), and symbols of state significance (flags) and others, shall be hoisted according to their Georgian names, in alphabetical order in Georgian (or Abkhazian in the territory of the Autonomous Republic of Abkhazia), the state language of Georgia, to the right of the left of the representative.

  1. When hoisting six or more flags, the state flag of Georgia shall be hoisted at the edge, first in a row to the right of the representative and shall take a place of honour, while all other flags (of a foreign state, an international organisation), and symbols of state significance (flags) and others, shall be hoisted according to their Georgian names, in alphabetical order in Georgian (or Abkhazian in the territory of the Autonomous Republic of Abkhazia), the state language of Georgia, to the left of the right of the representative, in a row.

  1. When hoisting flags in a circle, the state flag of Georgia shall be hoisted in the middle of the circle, in a place of honour, and all other flags (of a foreign state, an international organisation), and symbols of state significance (flags) and others, shall be hoisted according to their Georgian names, in alphabetical order in Georgian (or Abkhazian in the territory of the Autonomous Republic of Abkhazia), the state language of Georgia, in a circle, clockwise.

  1. When hoisting flags in a semicircle at the entrance of a building, the state flag of Georgia shall be hoisted in front of the main entrance, in the middle place of honour, and all other flags (of a foreign state, an international organisation), and symbols of state significance (flags) and others, shall be hoisted according to their Georgian names, in alphabetical order in Georgian (or Abkhazian in the territory of the Autonomous Republic of Abkhazia), the state language of Georgia, circularly, counter-clockwise on the side of the representative building.

  1. At the entrance of a building, to the right of a representative institution, when the flags are hoisted in one row along the carriageway, the state flag of Georgia shall be hoisted last in the row; all other flags (of a foreign state, an international organisation), and symbols of state significance (flags) and others, shall be hoisted according to their Georgian names, in alphabetical order in Georgian (or Abkhazian in the territory of the Autonomous Republic of Abkhazia), the state language of Georgia, in the direction of the building from the state flag of Georgia.

  1. When hoisting flags in two rows at the entrance of a building, along the carriageway, the state flag of Georgia shall be hoisted last in the row, to the right of the representative institution, and all other flags (of a state, an international organisation).

  2. Symbols of state significance (flags), and others, shall be hoisted according to their Georgian names, in alphabetical order in Georgian, (or Abkhazian in the territory of the Autonomous Republic of Abkhazia), the state language of Georgia, in the direction of the building from the state flag of Georgia in both rows.

  1. When hoisting flags in two rows at the entrance of a building, along the carriageway, two state flags of Georgia shall be hoisted last in both rows on the sides of the representative institution, and all other flags (of a foreign state, an international organisation).

  2. Symbols of state significance (flags), and others, shall be hoisted according to their Georgian name, in alphabetical order in Georgian (or Abkhazian in the territory of the Autonomous Republic of Abkhazia), the state language of Georgia, in the direction of the building from the state flag of Georgia in both rows.

  1. When a representative of the state (public institution) of Georgia hoists only one flag, the state flag of Georgia shall be hoisted in front of the building of the institution and on the roof of the building.

  1. Regardless of the number of flags and flagpoles at a building of a representative of the state (public institution) of Georgia, the state flag of Georgia and symbols of state significance (flags) shall be hoisted in accordance with the procedures determined above.

Procedure for hoisting and displaying the state flag of Georgia and symbols of state significance (flags) together with other flags

  1. When hoisting one flag during a speech of a representative of the state (public institution) of Georgia, only the state flag of Georgia shall be hoisted to the right of the state representative.

  1. When a representative of the state (public institution) of Georgia hoists two flags (to the left and to the right), the state flag of Georgia shall be hoisted to the right of the representative in a place of honour and the symbol of state significance (flag) shall be hoisted to the left of the representative.

  1. When hoisting two flags to the right of a representative of the state (public institution) of Georgia, the state flag of Georgia shall be hoisted in a place of honour, first, at the right edge to the representative.

  1. When hoisting three flags with a representative of the state (public institution) of Georgia, two to the right and one to the left, the state flag of Georgia shall be hoisted in the middle, to the right of the representative.

D:\Chkheidze\Desktop\წესები\2.png

  1. When hoisting three and five flags together, the state flag of Georgia shall be hoisted in the middle in relation to the other flags (of a foreign state, an international organisation) and symbols of state significance (flags).

D:\Chkheidze\Desktop\წესები\3.png

  1. Two representatives of state (public institution) each represented with the state flag of Georgia and their own symbol of state significance (flag): the representative of the host institution shall give place of honour on the right to the guest. Both representatives shall hoist the state flag of Georgia and the symbol of state significance (flag) of the institution he/she personally represents; in both cases, the state flag of Georgia shall be hoisted to the right, in a place of honour.

  1. When two representatives are hoisting three flags, the state flag of Georgia, the flag of another state or international organisation, and a symbol of state significance (flag), each shall hoist all three flags, and in both cases the state flag of Georgia shall be hoisted in the middle, in a place of honour.

D:\Chkheidze\Downloads\62117360_2037984426328619_7868311787702059008_n.png

  1. Three representatives, each with one flag and one common flag: each hoists their own flag and all three hoist one common flag, out of these four flags, the state flag of Georgia shall be hoisted in the second place of honour.

Other occasions of hoisting and displaying the state flag of Georgia together with a symbol of state significance (flag)

  1. When hoisting two flags at the table of state representatives, the state flag of Georgia shall be hoisted to the right of the representative, in a place of honour.

  1. When hoisting three flags at the table of state representatives, the state flag of Georgia shall be hoisted in the middle place of honour.

  1. When representatives of the state (public institutions) meet at round table, if the flags of other states are hoisted in a circle on the table along with the state flag of Georgia, the state flag of Georgia shall be hoisted directly facing the main entrance, in the middle place of honour, or in the middle of the round table, in a place of honour, and all other flags (of a foreign state, an international organisation), and symbols of state significance (flags) and others, shall be hoisted according to their Georgian names, in alphabetical order in Georgian (or Abkhazian in the territory of the Autonomous Republic of Abkhazia), the state language of Georgia, in a clockwise direction.

Military Parades

During marching with hoisted flags:

  1. When marching in a row along the carriageway, with the state flag of Georgia, other flags (of a foreign state, an international organisation) and symbols of state significance (flags) hoisted, the state flag of Georgia shall be hoisted first in a row.

  1. When marching in a row in a perpendicular direction to the carriageway with the state flag of Georgia and other flags (of a foreign state, an international organisation) and symbols of state significance (flags) hoisted, the state flag of Georgia shall be hoisted at the edge, first in a row to the right of the representative.

  1. In other cases, when marching in a row in a perpendicular direction to the carriageway, with the state flag of Georgia, other flags (of a foreign state, an international organisation) and symbols of state significance (flags) hoisted, the state flag of Georgia shall be hoisted at both edges of a row, to the right and to the left of the representative.

At stadiums

When hoisting flags in a circle during sports events, the state flag of Georgia shall be hoisted directly in front of the main entrance of the sports field, in a place of honour, while all other flags (of a foreign state, an international organisation), and symbols of state significance (flags) and others, shall be hoisted according to their Georgian names, in alphabetical order in Georgian (or Abkhazian in the territory of the Autonomous Republic of Abkhazia), the state language of Georgia, in a circle, clockwise.

Periods of mourning

  1. In periods of mourning, the state flag of Georgia, together with symbols of state significance (flags), shall be lowered at a height of 1/3 of the flagpole and hoisted at a height of 2/3 of the flagpole.

D:\Chkheidze\Downloads\62272145_419901878650958_1341177918419632128_n.png

  1. The procedure for lowering symbols of state significance (flags) together with the state flag of Georgia during periods of mourning shall be that the state flag of Georgia and the symbol of state significance (flag) shall be hoisted to the top of the flagpole and then lowered by 1/3 of the height of the flagpole, to the height of 2/3 of the flagpole.

D:\Chkheidze\Downloads\62101758_2238771316200006_6812982643118833664_n.png

  1. The procedure for the removal of the state flag of Georgia and state symbols (flags) of Georgia lowered during periods of mourning shall be that the flag lowered by 1/3 of the height of the flagpole and hoisted at the height of 2/3 of the flagpole shall be hoisted first and then lowered and removed.

D:\Chkheidze\Downloads\61839555_344642999567945_5846275080627159040_n.png

  1. During periods of mourning, in case of the simultaneous hoisting of the state flag of Georgia and a symbol of state significance (flag), the state flag of Georgia and the symbol of state significance (flag) shall be hoisted with a black ribbon, whose length does not exceed 1/2 of the height of the state flag and the symbol of state significance (flag).

D:\Chkheidze\Desktop\წესები\8.png

  1. In the case of displaying flags during periods of mourning, the state flag of Georgia, together with symbols of state significance (flags), shall be displayed with a black ribbon.

Procedure for depicting and displaying symbols of the state significance (coat of arms, emblem) together with the state coat of arms of Georgia

  1. A public institution, in the absence of a symbol of state significance (coat of arms, emblem) or when displaying only one symbol, shall display a large or small state coat of arms of Georgia in full, in colour, in a single colour, using the procedure for heraldic shading of colour and metal.

  1. A symbol of state significance (coat of arms, emblem) shall be displayed in colour, in contour, in a single colour, or using colour and metal.

Displaying a symbol of state significance (coat of arms, emblem) together with the state coat of arms of Georgia according to significance

State coat of arms of Georgia

Coat of arms of an Autonomous Republic

Coat of arms of a municipality

Emblem of a public institution

  1. The state coat of arms of Georgia shall be given priority and a place of honour in the territory of Georgia in relation to a symbol of state significance (coat of arms, emblem), as well as to all other coats of arms.

  2. The state coat of arms of Georgia, when together with a symbol of state significance (coat of arms, emblem), shall be displayed at the right edge to the state representative.

  1. When displaying three, or other odd number, of coats of arms and symbols of state significance (coat of arms, emblem), the state coat of arms shall be displayed in the middle.

D:\Chkheidze\Downloads\62178944_615107885640162_544870718085529600_n.png

  1. When displaying four, or other even number, of state coats of arms and symbols of state significance (coat of arms, emblem) together, the state coat of arms of Georgia shall be displayed first from the middle, to the right of the state representative.

D:\Chkheidze\Downloads\62178944_615107885640162_544870718085529600_n.png

It is inadmissible to:

  1. display a state symbol of Georgia (coat of arms, emblem) above the state coat of arms of Georgia.

  2. display a symbol of state significance (coat of arms, emblem) of a larger size than the state coat of arms of Georgia together with the state coat of arms of Georgia.

  3. display the state coat of arms or a symbol of state significance (coat of arms, emblem) of Georgia in a damaged form.

Other occasions of displaying a symbol of state significance (coat of arms, emblem)

  1. When a representative of the state (public institution) gives a speech, the state coat of arms of Georgia or the symbol of state significance (coat of arms, emblem) of the institution shall be displayed on the platform.

  2. When two representatives of state (public institution) give a speech, the state coat of arms or symbols of state significance (coat of arms, emblem) shall be displayed on the platforms of both representatives.

  3. When a representative of the state (public institution) gives a speech, the state coat of arms shall be displayed on the platform and the symbol of state significance (coat of arms, emblem) shall be displayed behind the representative, above, or vice versa.

  1. The state coat of arms of Georgia or a symbol of state significance (coat of arms, flag) shall be displayed in the office of a representative of the state (public institution) behind the representative, above, in the middle.

  1. In the office of a representative of the state (public institution) the symbol of state significance (coat of arms, flag) shall be displayed behind the representative, above, in the middle.

D:\Chkheidze\Desktop\წესები\1-გ.png

  1. In the office of a representative of the state (public institution), the state coat of arms of Georgia, together with the symbol of state significance (coat of arms, emblem), shall be displayed behind the state representative, above, at the right edge.

D:\Chkheidze\Desktop\წესები\1-ბ.png