საქართველოს თავდაცვის ძალების სამწყობრო წესდების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 94%
- მოქმედი 93%
- მოქმედი 92%
- მოქმედი 92%
- მოქმედი 92%
- მოქმედი 92%
- მოქმედი 92%
- მოქმედი 91%
- მოქმედი 91%
- მოქმედი 91%
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №181 |
|
2018 წლის 16 აპრილი ქ. თბილისი |
|
საქართველოს თავდაცვის ძალების სამწყობრო წესდების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „წ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს სამხედრო ძალების სამწყობრო წესდება“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
📎 დანართები (1)
danarti 3 cv-it.doc DOC ⬇
საქართველოს სამხედრო ძალების სამწყობრო წესდება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. საქართველოს სამხედრო ძალების სამწყობრო წესდების მიზანი
1. საქართველოს სამხედრო ძალების სამწყობრო წესდება (შემდგომში – წესდება) მეთაურებს აძლევს საშუალებას ორგანიზებულად გადაიყვანოს თავისი ქვედანაყოფები ერთი ადგილიდან მეორეზე.
2. სამწყობრო მომზადება ხელს უწყობს დისციპლინის განმტკიცებას, აწრთობს მებრძოლთა ნებისყოფას, სრულყოფს საკუთარი სხეულის ფლობის უნარს, ავითარებს ყურადღებას, დაკვირვებულობასა და კოლექტიურობას.
მუხლი 2. წესდების რეგულირების სფერო
1. ეს წესდება განსაზღვრავს:
ა) სამწყობრო ილეთების შესრულებას იარაღითა და უიარაღოდ, სამხედრო მოსამსახურეთა გადაადგილებისა და მოძრაობის წესებს;
ბ) ქვედანაყოფების მოსამსახურეთა მწყობრს ქვეითად და ტექნიკაზე ყოფნისას;
გ) მხედრული მისალმების, სამწყობრო დათვალიერებისა და ჯარების დათვალიერების წესს;
დ) სამხედრო ცერემონიების ჩატარების წესს;
ე) სამხედრო და სახელმწიფო დროშების მდგომარეობას მწყობრში, მისი მიღებისა და ჩაბარების წესს;
ვ) სახელმწიფო დროშის აღმართვისა და დაშვების, მასთან მოპყრობისა და გამოყენების წესებს.
2. სამწყობრო მომზადების სწავლების მეთოდურ მითითებებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
3. სამხედრო ძალების ქვედანაყოფის (გარდა ათეულის, ოცეულის, ასეულის, ბატალიონის და ბრიგადისა) სამწყობრო მომზადება ხორციელდება, როგორც ათეულის, ოცეულის, ასეულის ბატალიონის და ბრიგადის სამწყობრო მომზადება, ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის რაოდენობიდან გამომდინარე, მეთაურის/უფროსის გადაწყვეტილებით.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
1. ახლო ინტერვალი – განივი მანძილი სამხედრო მოსამსახურეებს შორის, რომელიც იზომება მარჯვნიდან მარცხნივ. მარჯვნივ მდგომი ჯარისკაცი მარცხენა ხელს თეძოზე მიიდებს, ხელის გულით შარვლის ქამრის ზედა კიდესთან ერთ ხაზში, ცერა და დანარჩენი თითები უნდა იყოს შეერთებული და დაბლა დაშვებული, იდაყვით ეხება მარცხნივ მდგომი ჯარისკაცის მკლავს.
2. გაშლილი მწყობრი – მწყობრი, სადაც ელემენტები დგანან გვერდიგვერდ ერთ ხაზზე. როდესაც ოცეული მოწყობილია გაშლილ მწყობრში, ათეულის წევრები დგანან ერთმანეთის გვერდიგვერდ ერთ ხაზზე, ხოლო ათეულები ერთი მეორის უკან არიან განლაგებულნი.
3. დამატებითი კომანდა – დაქვემდებარებული მეთაურების მიერ ზეპირად გაცემული ბრძანება, რომელიც აძლიერებს და ავსებს ზემდგომი მეთაურის კომანდას.
4. დემონსტრატორი – ინსტრუქტორის დამხმარე.
5. დისტანცია – ელემენტებს შორის ფრონტიდან სიღრმეში მანძილი. ქვედანაყოფების ზომიდან გამომდინარე, დისტანცია სხვადასხვაგვარია. ჯარისკაცებს შორის სწორი დისტანცია არის ერთ გაშლილ მკლავს დამატებული 15 სანტიმეტრი (დაახლოებით 90 სანტიმეტრი). დისტანცია იზომება უკან მდგომი ჯარისკაცის მკერდიდან, მის წინ მდგომი ჯარისკაცის ზურგამდე.
6. დირექტივა – მეთაურის მითითებები, დაქვემდებარებული მეთაურების ან მეწინავე ელემენტების მიმართ, რაიმე მოქმედების შესასრულებლად.
7. ელემენტი – სამხედრო მოსამსახურე, ათეული, ოცეული, ასეული ან სხვა ზომის ქვედანაყოფი (ქვეითად ან ტექნიკით), რომელიც არის სხვა უფრო დიდი დანაყოფის შემადგენელი ნაწილი.
8. ინსტრუქტორი – პირი, რომელიც უზრუნველყოფს სამწყობრო ილეთების სწავლებას და დემონსტრირებას.
9. ინტერვალი – გვერდიგვერდ მდგომ ელმენტებს შორის მანძილი.
10. კოლონა (სალაშქრო მწყობრი) – მწყობრი, სადაც ელემენტები ერთი მეორის უკან არიან განლაგებულნი. ოცეულის კოლონაში თითოეული ათეულის წევრები ერთი მეორის უკან არიან განლაგებულნი და ამავე დროს ათეულები ერთ ხაზზე, გვერდიგვერდ არიან მოწყობილები.
11. კორდონი – სამხედრო მოსამსახურეთა ხაზი, რომლებიც გამოხატავენ პატივისცემას მაღალი თანამდებობის ოფიციალური პირებისადმი.
12. მიმმართველი – ელემენტი, რომელიც პასუხისმგებელია მარშის ტემპსა და განსაზღრული მიმართულების შენარჩუნებაზე.
13. მწკრივი – ერთმანეთის გვერდიგვერდ, ერთ ხაზზე განლაგებულ სამხედრო მოსამსახურეთა მწყობრი.
14. მწყობრი – სამხედრო მოსამსახურეების, ქვედანაყოფებისა და ნაწილების ქვეითად და ტექნიკით ერთობლივი მოქმედებისათვის წესდებით დადგენილი განლაგება.
15. მწყობრის სიგანე – ფლანგებს შორის მანძილი.
16. მწყობრის სიღრმე – სივრცე მწყობრის ფრონტიდან ზურგისკენ, ფრონტისა და ზურგის ელემენტების ჩათვლით.
17. მწყობრის ზურგის მხარე – ფრონტის საპირისპირო მხარე.
18. ნაბიჯი – სამხედრო მოსამსახურის გადაადგილებისას ერთი ქუსლიდან მეორე ქუსლამდე მანძილი. სრული ნაბიჯის სიგრძე არის დაახლოებით 76 სანტიმეტრი, ხოლო ნახევარი ნაბიჯის სიგრძე – დაახლოებით 38 სანტიმეტრი.
19. ნორმალური ინტერვალი – განივი მანძილი სამხედრო მოსამსახურეებს შორის, რომელიც იზომება მარჯვნიდან მარცხნივ; მარჯვნივ მდგომი ჯარისკაცი ასწევს მარცხენა მკლავს მხრის სიმაღლეზე, ცერა და დანარჩენი თითები შეერთებული და გამართულია (ხელის გული მიმართულია დაბლა), შუა თითის წვერი უნდა ეხებოდეს მარცხნივ მდგომი ჯარისკაცის მარჯვენა მხარს.
20. ორმაგი ინტერვალი – განივი მანძილი სამხედრო მოსამსახურეებს შორის, რომელიც იზომება მარჯვნიდან მარცხნივ, ორივე მკლავის აწევით მხრების სიმაღლეზე. თითები უნდა იყოს გაშლილი და შეერთებული (ხელის გულები მიმართული დაბლა) ისე, რომ თითის წვერები ეხებოდეს სხვა ჯარისკაცის თითის წვერებს როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა მხარეს.
21. რიგი – კოლონა, რომლის ფრონტშიც ერთი ელემენტია.
22. სამწყობრო ილეთი – გარკვეული მოქმედებები, რომლის მეშვეობით ქვედანაყოფი (ან ცალკეული სამხედრო მოსამსახურე) გადაადგილდება ერთი მდგომარეობიდან მეორეში ან ერთი ადგილიდან მეორისაკენ. მოძრაობები სრულდება სინქრონულად და სიზუსტის დაცვით.
23. სამწყობრო კომანდა – მეთაურის მიერ გაცემული ზეპირი ბრძანება, რომლის საფუძველზეც დაქვემდებარებულები ასრულებენ რაიმე მოქმედებას.
24. ტემპი – თანაბარი რიტმი, დროის გარკვეულ მონაკვეთში ნაბიჯების რაოდენობა ან დათვლა, რომლითაც სრულდება მოქმედება. სამწყობრო მომზადებისას გადაადგილება სრულდება ნორმალური ტემპით ან სწრაფი ტემპით. ნორმალურ ტემპში იგულისხმება 120 ნაბიჯი წუთში, სწრაფ ტემპში კი – 180 ნაბიჯი წუთში.
25. ფლანგი – მწყობრის მარჯვენა ან მარცხენა დაბოლოება.
26. ფრონტი – მწყობრის ის მხარე, რომლისკენაც სამხედრო მოსამსახურეები, დანაყოფები სახით (მანქანები წინახედით) არიან მიქცეულნი.
27. ცერემონია – მოწყობა და მოძრაობა, რომლის დროსაც ქვედანაყოფების გარკვეული რაოდენობა სინქრონულად ასრულებს მოქმედებებს. ცერემონიის ძირითადი დანიშნულებაა პატივის მიგება, ტრადიციების დაცვა და საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება.
28. ძირითადი ელემენტი – ელემენტი, რომელსაც უსწორდება დანარჩენი ელემენტები.
მუხლი 4. სიმბოლოთა განმარტება
1. წინამდებარე წესდების სურათებში გამოყენებულ სიმბოლოთა მნიშვნელობები განმარტებულია #1 დანართში.
თავი II
სამწყობრო მომზადების სწავლების მეთოდები
მუხლი 5. ინსტრუქტირების მეთოდები
1. ცალკეული სამხედრო მოსამსახურეებისა და ქვედანაყოფების მიერ სამწყობრო ილეთების შესრულების სიზუსტესა და სინქრონულობას განაპირობებს შემდეგი ფაქტორები:
ა) ინსტრუქტირების მეთოდები და ინსტრუქტორის პროფესიონალიზმი;
ბ) სამხედრო მოსამსახურეთა ორგანიზება იმ ზომის ქვედანაყოფებში, რომლებიც ყველაზე ეფექტურად უზრუნველყოფს სამწყობრო ილეთების შესწავლას, შესრულების სიზუსტესა და სინქრონულობას.
2. სამწყობრო მომზადებისათვის გამოიყენება ინსტრუქტირების სამი მეთოდი:
ა) ,,ნაბიჯ-ნაბიჯ~;
ბ) ,,განმარტებითი საუბარი~;
გ) ,,დათვლა~.
3. სამწყობრო ილეთის თავისებურებები მიანიშნებს, ინსტრუქტირების რომელი მეთოდი უნდა გამოიყენონ სამხედრო მოსამსახურეების სწავლებისათვის.
4. სამწყობრო ილეთები გადაადგილებისას ისწავლება ,,ნაბიჯ-ნაბიჯ~ მეთოდის გამოყენებით.
5. სამწყობრო ილეთები, რომლებიც მოითხოვს სამხედრო მოსამსახურის ან ქვედანაყოფის მრავალრიცხოვან ან ერთდროულ მოქმედებებს, ისწავლება ,,განმარტებითი საუბრის~ მეთოდის გამოყენებით.
6. სამწყობრო ილეთები, რომლებიც სრულდება ორ ან მეტ დათვლაში, ისწავლება ,,დათვლის“ მეთოდის გამოყენებით.
მუხლი 6. სწავლების ეტაპები
1. მიუხედავად ინსტრუქტორის მიერ შერჩეული ინსტრუქტირების მეთოდისა, სამწყობრო ილეთები ისწავლება სამი ეტაპის გამოყენებით:
ა) ახსნა;
ბ) ჩვენება;
გ) პრაქტიკულად შესრულება.
2. ახსნის ეტაპზე ინსტრუქტორი:
ა) ასახელებს სამწყობრო ილეთს;
ბ) განმარტავს, თუ რისთვის გამოიყენება იგი;
გ) ასახელებს კომანდას (კომანდებს) ამ სამწყობრო ილეთის შესრულებისათვის და განმარტავს ამ კომანდის ელემენტებს, კერძოდ, მოსამზადებელ კომანდას და შესასრულებელ კომანდას. მან ასევე უნდა განიხილოს ის კომანდები, რომლებიც ამ სამწყობრო ილეთის შესრულების შემდეგ გაიცემა საწყის მდგომარეობაში დასაბრუნებლად ან სამწყობრო ილეთის შესრულების შესაჩერებლად.
3. ჩვენების ეტაპზე ინსტრუქტორს შეუძლია გამოიყენოს „ნაბიჯ-ნაბიჯ“ შესრულების, „განმარტებითი საუბრის“ ან „დათვლის“ მეთოდები, კერძოდ:
ა) „ნაბიჯ-ნაბიჯ“ მეთოდის გამოყენებისას ახსნისა და ჩვენების ეტაპები გაერთიანებულია. სამწყობრო ილეთი ისწავლება თითო მოძრაობით თითო დათვლაზე;
ბ) „განმარტებითი საუბრის“ მეთოდი მოიცავს ჩვენების ეტაპს. თითოეული მოძრაობა იხსნება ზეპირად;
გ) `დათვლის მეთოდით~ სწავლებისას, ინსტრუქტორი გასცემს კომანდას `დათვლით!~, რათა დაიწყოს ახსნა ამ მეთოდის გამოყენებით, რაც გულისხმობს თითო თვლაზე თითო მოძრაობის შესწავლას. კომანდა `დათვლის გარეშე!~ გაიცემა დათვლის მეთოდით სწავლების შესაწყვეტად. ახსნისა და ჩვენების ეტაპები გაერთიანებულია. თითო თვლაზე ახსნილი და ნაჩვენებია თითო მოძრაობა.
4. `პრაქტიკულად შესრულების~ ეტაპი სრულდება იმგვარად, როგორც ჩვენების ეტაპი, იმ განსხვავებით, რომ ინსტრუქტორი ირჩევს საჭირო ზომის ელემენტს მოცემული სამწყობრო ილეთის ან მოძრაობის პრაქტიკულად შესრულებისათვის. ინსტრუქტორი ელემენტს სამწყობრო ილეთს ან მოძრაობას ნორმალური ტემპით არ ასრულებინებს მანამ, სანამ ელემენტი ილეთის ან მოძრაობის შესრულებისას დამაკმაყოფილებელ შედეგს არ აჩვენებს.
მუხლი 7. განმარტებითი საუბრის მეთოდი
სამწყობრო ილეთები, რომლებიც მოითხოვს სამხედრო მოსამსახურის ან ქვედანაყოფის ერთდროულ მოქმედებებს, ყველაზე კარგად ისწავლება ,,განმარტებითი საუბრის~ მეთოდის გამოყენებით. ამ მეთოდით სწავლებისას ახსნისა და ჩვენების ეტაპები გაერთიანებულია. სამხედრო მოსამსახურე თითოეულ მოძრაობას ან მოქმედებას ასრულებს ზეპირად, ახსნის პარალელურად. ინსტრუქტორი ეუბნება დემონსტრატორს (დამხმარე ინსტრუქტორს), თუ რა და როგორ უნდა შეასრულოს. დემონსტრატორი ასრულებს მოძრაობებს ისე, როგორც ხსნის ინსტრუქტორი. ამის შემდგეგ ინსტრუქტორი დემონსტრატორს სამწყობრო ილეთს ნორმალური ტემპით ასრულებინებს.
მუხლი 8. ,,ნაბიჯ-ნაბიჯ~ მეთოდი
სამწყობრო ილეთები გადაადგილებისას ისწავლება ,,ნაბიჯ-ნაბიჯ~ მეთოდის გამოყენებით. ამ მეთოდით სწავლებისას ახსნისა და ჩვენების ეტაპები გაერთიანებულია. მოძრაობები ისწავლება ნაბიჯ-ნაბიჯ. ინსტრუქტორი ხსნის, რომ შესასრულებელ კომანდაზე დემონსტრატორი გადადგამს მხოლოდ ერთ ნაბიჯს და ამ მდგომარეობაში შეჩერდება კომანდამდე `მოემზადე, ნაბიჯი!~. ეს კომანდა გაიცემა მომდევნო ნაბიჯის გადასადგმელად. როდესაც დემონსტრატორი გაჩერებულია გარკვეულ პიზიციაში, ინსტრუქტორი აკეთებს შესწორებებს და ხსნის იმ მოქმედებებს, რომლებიც უნდა შესრულდეს შემდეგი ნაბიჯის გადადგმისას. ამის შემდეგ ინსტრუქტორი დემონსტრატორს სამწყობრო ილეთს ნორმალური ტემპით ასრულებინებს.
მუხლი 9. დათვლის მეთოდი
სამწყობრო ილეთები, რომლებიც ორ ან მეტ დათვლაში სრულდება, `დათვლის~ მეთოდის გამოყენებით ისწავლება. ამ მეთოდით სწავლებისას ახსნისა და ჩვენების ეტაპები გაერთიანებულია. ინსტრუქტორი დემონსტრატორს თითო დათვლაზე თითო მოძრაობას ასრულებინებს. ამის შემდეგ ინსტრუქტორი დემონსტრატორს სამწყობრო ილეთს ნორმალური ტემპით ასრულებინებს.
მუხლი 10. სამწყობრო მომზადების სწავლებისათვის ეფექტური მწყობრის სახეები
1. სამწყობრო მომზადების სწავლებისათვის ყველაზე ეფექტურია ნალისებრი (ლათინური ასო U-ს ფორმის) მწყობრის ან გაშლილი მწყობრის გამოყენება. როგორც წესი, სამწყობრო ილეთები ადგილზე ისწავლება ნალისებრი ფორმის მწყობრის გამოყენებით.
2. სამწყობრო ილეთები გადაადგილებისას, რომელსაც მოიცავს ათეულის, ოცეულისა და ასეულის სამწყობრო მომზადება, ყველაზე კარგად ისწავლება გაშლილი მწყობრის გამოყენებით. სამწყობრო მომზადებისათვის სამხედრო მოსამსახურეების რაც შეიძლება პატარა ჯგუფებად დაყოფა უზრუნველყოფს ინდივიდუალურ ყურადღებას. თუმცა, როგორც წესი, ათეულის სამწყობრო მომზადება ტარდება ათეულის ზომის ქვედანაყოფში, ოცეულის სამწყობრო მომზადება – ოცეულის ზომის ქვედანაყოფში, ხოლო ასეულის სამწყობრო მომზადება – ასეულის ზომის ქვედანაყოფში.
3. პირადი შემადგენლობის ნალისებრ მწყობრში გადასაწყობად, ინსტუქტორი გასცემს შემდეგ კომანდებს: `პირველი და მეორე ათეულები, დაიშალეთ!~ და `ნალისებურად მოეწყვეთ!~. ამ კომანდებზე მესამე ათეული რჩება ადგილზე, პირველი და მეორე ათეულები გამოეყოფა ძირითად მწყობრს და მოეწყობიან სახით ერთმანეთისაკენ ისე, რომ პირველი ათეულის ბოლო სამხედრო მოსამსახურე და მეორე ათეულის მეთაური აღმოჩნდნენ მესამე ათეულის ფლანგებიდან წინ და გვერდებზე ერთი ნაბიჯის დაშორებით. aმავდროულად, მეოთხე ათეული გადადგამს ერთ ნაბიჯს მარცხნივ. ოცეულის გაშლილ მწყობრში გადასაწყობად გაიცემა შემდეგი კომანდები: `დაიშალეთ!~ და `მოეწყვეთ!~.
4. სამწყობრო მომზადებისას, როდესაც პირადი შემადგენლობა გაშლილ მწყობრში მოწყობილია ნორმალური ინტერვალით, რეკომენდებულია, რომ პირველი მწკრივი ჩაიმუხლოს (მარჯვენა მუხლზე), მეორე მწკრივი დარჩეს ადგილზე, მესამე მწკრივმა გადადგას ერთი ნაბიჯი მარჯვნივ, მეოთხე მწკრივმა – ერთი ნაბიჯი მარცხნივ. საჭიროებისამებრ ინსტრუქტორმა შეიძლება გაასწოროს მეოთხე მწკრივი, რათა დარწმუნდეს, რომ მისი ხედვის არე შეზღუდული არ არის. პირადი შემადგენლობის ამ სახის მწყობრში სწრაფად გადაწყობისათვის გაიცემა შემდეგი კომანდები: `სასწავლო მწყობრში ნაბიჯით, იარ!~. ქვედანაყოფის გაშლილ მწყობრში დასაბრუნებლად გაიცემა კომანდა: `მოეწყვეთ!~.
თავი III
კომანდები და საკომანდო ხმა
მუხლი 11. კომანდის გაცემის წესები
1. მეთაური ადგილიდან კომანდების გასაცემად დგება სახით ქვედანაყოფისკენ.
2. კომანდებზე, რომელზეც ქვედანაყოფი იწყებს გადაადგილებას, მეთაური გადაადგილდება ქვედანაყოფთან ერთად, რათა მწყობრში თავისი ადგილი (სწორი პოზიცია) შეინარჩუნოს. გადაადგილებისას კომანდების გასაცემად მეთაური თავს ქვედანაყოფისკენ აბრუნებს.
3. გაცემული მოსამზადებელი კომანდის გასაუქმებლად მეთაური გასცემს კომანდას `დასტოვეთ!~. ეს კომანდა უნდა გაიცეს შესასრულებელ კომანდამდე. მეთაურს არ შეუძლია შესასრულებელი კომანდის გაუქმება კომანდით `დასტოვეთ!~.
მუხლი 12. ორნაწილიანი კომანდები
1. უმეტესი სამწყობრო კომანდები შედგება ორი ნაწილისგან: მოსამზადებელი და შესასრულებელი კომანდებისგან. არც ერთი ცალკე ნაწილი კომანდას არ წარმოადგენს, მაგრამ კომანდებად იწოდება, რათა გამარტივდეს სამწყობრო მომზადების ინსტრუქციების მიცემა. მიუხედავად იმისა, რომ კომანდები `მოემზადე, მკერდთან, იარაღი!~ და `მოემზადე, დაუმიზნე, ცეცხლი!” მიჩნეულია ორნაწილიან კომანდებად, ისინი ორ მოსამზადებელ კომანდას მოიცავენ.
2. მოსამზადებელი კომანდა მიუთითებს იმ მოძრაობაზე, რომელიც უნდა შესრულდეს და შესასრულებელი კომანდისთვის ამზადებს ჯარისკაცს. კომანდაში `პირდაპირ ნაბიჯით, იარ!~, მოსამზადებელი კომანდაა `პირდაპირ ნაბიჯით~.
3. შესასრულებელი კომანდა მიუთითებს, თუ როდის უნდა დაიწყოს მოძრაობა. კომანდაში – `პირდაპირ ნაბიჯით, იარ!~, შესასრულებელი კომანდაა `იარ!~.
4. გადაადგილებისას ქვედანაყოფის მიმართულების შესაცვლელად მოსამზადებელი და შესასრულებელი კომანდები თითოეული მოძრაობისთვის უნდა გაიცეს ზედაპირზე იმ ფეხის დადგმისას, რომელ მხარესაც უნდა შესრულდეს მობრუნება.
მაგალითად: კომანდა `მარჯვნისაკენ, იარ!“ გაიცემა მარჯვენა ფეხის დადგმისთანავე, ხოლო კომანდა `მარცხნისაკენ, იარ!“ – გაიცემა მარცხენა ფეხის დადგმისთანავე. მოსამზადებელ და შესასრულებელ კომანდებს შორის ინტერვალი ყოველთვის არის ერთი ნაბიჯი ან ერთი დათვლა. მოსამზადებელი და შესასრულებელი კომანდები გაიცემა ერთი და იმავე ფეხის დადგმისას.
მუხლი 13. კომბინირებული კომანდები
ზოგიერთი კომანდაში მოსამზადებელი კომანდა და შესასრულებელი კომანდა კომბინირებულია. როგორიცაა: `მოეწყვეთ!~, `თავისუფლად!~ და `დაისვენეთ!~. ეს კომანდები გაიცემა თანაბარი მაღალი ტონითა და ხმის მოდულაციის გარეშე ისე, როგორც შესასრულებელი კომანდა.
მუხლი 14. დამატებითი კომანდები
1. დამატებითი კომანდები უზრუნველყოფს ჯარისკაცების მიერ მოქმედების არსის გაცნობიერებასა და ზედმიწევნით შესრულებას. დამატებითი კომანდები გაიცემა დაქვემდებარებული მეთაურების მიერ, რომლებიც აკონტროლებენ ცალკეულ ელემენტებს, როგორც უფრო დიდი ქვედანაყოფის შემადგენელ ნაწილებს იმავე მწყობრში.
2. დამატებითი კომანდა შეიძლება იყოს მოსამზადებელი კომანდა, მოსამზადებელი კომანდის ნაწილი ან ორნაწილიანი კომანდა. ის, ჩვეულებრივ, გაიცემა მოსამზადებელ და შესასრულებელ კომანდებს შორის. თუ კომანდა ცალკეული ქვედანაყოფისაგან მოითხოვს ამავე მწყობრში მდგომი სხვა ელემენტებისგან განსხვავებულ მოქმედებას ან თვით ამ მოქმედების შესრულების დროის გადავადებას, მაშინ დაქვემდებარებული მეთაურები დამატებით კომანდებს გასცემენ განსაზღვრულ დროს, რომელიც შეესაბამება მოცემულ მოძრაობას.
მაგალითად: თუ ოცეული მოწყობილია კოლონაში და უნდა გადაეწყოს ორ რიგად, ოცეულის მეთაური გასცემს კომანდას: `კოლონაში ორ-ორად მარცხნიდან ნაბიჯით (პაუზა), იარ!~. პირველი და მეორე ათეულების მეთაურები გასცემენ დამატებით კომანდას `პირდაპირ!~, ხოლო მესამე და მეოთხე ათეულის მეთაურები გასცემენ დამატებით კომანდას `დარჩით ადგილზე!~. კომანდის შესასრულებელ ნაწილზე `იარ!~ – პირველი და მეორე ათეულები მიდიან წინ. შესაბამის დროს, მოძრავ ელემენტთან უახლოესი ათეულის მეთაური (მესამე) ორივე დარჩენილი ათეულისათვის გასცემს კომანდას: `კოლონა, ნახევრად მარცხნისაკენ ნაბიჯით, იარ!~. როგორც კი მესამე და მეოთხე ათეულის მეთაურები მიაღწევენ პირველ და მეორე ათეულთა ბოლო ელემენტებს, ისინი ავტომატურად შემობრუნდებიან ნახევრად მარცხნისაკენ და დგებიან პირველი და მეორე ათეულების უკან, სწორი დისტანციით.
3. დაქვემდებარებული მეთაური ყველა დამატებით კომანდას გასცემს თავის მარჯვნივ შებრუნებით, გამონაკლისია ის შემთხვევები, როდესაც მისი კომანდა არის დამოკიდებული მის მარცხნივ მდგომი ელემენტის მოქმედებებზე ან როდესაც ელემენტმა უნდა შეასრულოს `კოლონა მარცხნისაკენ (ნახევრად მარცხნისაკენ) ნაბიჯით, იარ!~ ან გადაადგილებისას `მარცხნისაკენ, იარ!~. მაშინ იგი კომანდას გასცემს თავის მარცხნივ შებრუნებით.
მაგალითი: ოცეული მოწყობილია კოლონაში და უნდა გადაეწყოს მარცხნივ ერთ რიგად. მარცხენა ფლანგის ათეულის მეთაური გასცემს დამატებით კომანდას `კოლონა, მარცხნისაკენ!~ მარცხნივ თავის შებრუნებით, გამომდინარე იქიდან, რომ მოძრაობა იქნება მარცხნივ. სხვა ათეულის მეთაურები, გასცემენ დამატებით კომანდას `დარჩით ადგილზე!~ მარცხნივ თავის შებრუნებით, იქიდან გამომდინარე, რომ მათი მოძრაობის მიმართულება იქნება მარცხნივ და არის დამოკიდებული მათ მარცხნივ მდგომ ელემენტზე.
4. დაქვემდებარებული მეთაურების მიერ დამატებითი კომანდები არ გაიცემა კომბინირებულ კომანდებთან `მოეწყვეთ!~, `თავისუფლად!~, `დაისვენეთ!~ ან მიჯრილი მწყობრით სამწყობრო მომზადებისას, როდესაც ცალკეული ელემენტები მიჯრილი მწყობრის შემადგენელი ნაწილია. თუმცა დამატებითი კომანდები გაიცემა მიჯრილი მწყობრის ფორმირებისთვის ან მიჯრილი მწყობრიდან კოლონაზე გადასვლისას.
5. გარდა იმ კომანდებისა, რომელებიც გაიცემა მიჯრილ მწყობრში, ოცეულის მეთაურები გასცემენ დამატებით კომანდებს ასეულის მეთაურის მიერ გაცემული ყველა მოსამზადებელი კომანდის შემდეგ. როდესაც მოსამზადებელი კომანდაა `ასეულო!~, ოცეულის მეთაურები დაუყოვნებლივ გადადიან დგომზე `სმენა~ და გასცემენ კომანდას `ოცეულო!~. ასეულის მეთაურმა შესასრულებელი კომანდის გაცემამდე უნდა მისცეს ოცეულის მეთაურებს დამატებითი კომანდების გასაცემად საკმარისი დრო.
6. თუ მითითებული არ არის გადაადგილების მიმართულება, მაშინ იგულისხმება პირდაპირ გადაადგილება, ხოლო როცა მითითებული არ არის გადაადგილების ტემპი, იგულისხმება ნორმალური ტემპი. ჩვეულებრივ, თუ მოსამზადებელი კომანდა მოიცავს გადაადგილების მიმართულებას ან ტემპს, მაშინ დამატებითი კომანდის სახით გაიცემა მხოლოდ გადაადგილების მიმართულება ან ტემპი.
7. მწყობრში დგომისას დგომზე `მხედრული მისალმება~ კომანდის `დაუშვით, ხელი!~ მოსამზადებელ კომანდაზე `დაუშვით~, დაქვემდებარებული მეთაურები წყვეტენ მხედრულ მისალმებას თავიანთი დამატებითი კომანდების გაცემამდე.
მუხლი 15. დირექტივების გაცემის წესი
1. დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მიერ ერთსა და იმავე მწყობრში დავალებების ან მოძრაობის დამოუკიდებლად შესრულებისათვის მეთაური გასცემს დირექტივებს და არა კომანდებს.
2. დირექტივა გაიცემა წინადადების ფორმით, ჩვეულებრივი ტერმინების გამოყენებით.
მაგალითად: `გადაიყვანეთ ქვედანაყოფები დგომზე `სმენა~!
3. `ქვედანაყოფები თქვენს განკარგულებაში!~ – არის ერთადერთი დირექტივა, რომლითაც მეთაური მართვას გადააბარებს დაქვემდებარებულ მეთაურებს და გაცვლიან მხედრულ სალამს. სხვა დირექტივებისას მხედრული სალამი არ გაიცვლება.
მუხლი 16. საკომანდო ხმა
1. კომანდების სწორი ტონი და რიტმი უზრუნველყოფს დაქვემდებარებულების მიერ კომანდის სწორ და ზუსტ შესრულებას.
2. კომანდის ხმის სიმაღლე უნდა მიესადაგებოდეს ქვედანაყოფში ჯარისკაცების რაოდენობას. როგორც წესი, მეთაური დგება ქვედანაყოფის წინ, ცენტრში, სახით ქვედანაყოფისაკენ, რათა შეძლოს თავისი ხმის ყველასთვის მიწვდენა.
3. კომანდების გასაცემად საუკეთესო დგომია `სმენა~.
შენიშვნა: მწყობრში მდგომი ჯარისკაცები აკვირდებიან თავიანთი მეთაურის დგომის მანერას და ბაძავენ მას. თუ ეს მანერა არ შეესაბამება სამხედრო მანერას (მოდუნებული, წელში მოხრილი, შებოჭილი), დაქვემდებარებულებიც ასევე მოიქცევიან.
მუხლი 17. ხმის მოდულაცია
1. ხმის მოდულაციაში იგულისხმება ხმის აწევ-დაწევა და ტონის შეცვლა.
2. ყველა კომანდა უნდა წარმოითქვას გარკვევით, ეფექტის დაკარგვის გარეშე. გარკვევით წარმოთქმული კომანდა ეფექტურია, გაურკვეველი კი დაბნეულობას იწვევს. კომანდების სწორად და გარკვევით გაცემის ჩვევის გამოსამუშავებლად, ისინი წარმოითქმება ნელა და ფრთხილად, მარცვლების გაგრძელებით, შემდეგ რიტმის გასავითარებლად თანდათანობით უნდა გაიზარდოს სიტყვების გამოთქმის ტემპი და ვარჯიში უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ყველა მარცვალი გარკვევით წარმოითქმება.
3. თითოეული მოსამზადებელი კომანდა წარმოითქმება აღმავალი მოდულაციით.
4. შესასრულებელი კომანდა გაიცემა მკვეთრი ტონით, მოსამზადებელი კომანდის ბოლო მარცვალზე ხმის ოდნავ ამაღლებით.
5. კომბინირებულ კომანდებში, როგორიცაა `მოეწყვეთ!~ და `დაიშალეთ!~ მოსამზადებელი და შესასრულებელი კომანდები გაერთიანებულია. ასეთი კომანდები გაიცემა ხმის მოდულაციის გარეშე, თანაბარი მაღალი ტონითა და შესასრულებელი კომანდისათვის დამახასიათებელი სიმაღლის ხმით (იხ. სურათი 1).
[pic]
სურათი 1. ხმის მოდულაცია
შენიშვნა: დასაწყისში ხმის ყველაზე სასურველი სიმაღლე ბუნებრივი სალაპარაკო ტემბრის დონეს უნდა შეესაბამებოდეს. დამწყებების საერთო შეცდომაა მოსამზადებელი კომანდების იმდენად ხმამაღლა წარმოთქმა, რომ შემდეგ მათ ძალა აღარ ჰყოფნით შესასრულებელი კომანდების მკაფიოდ და დაუძაბავად წარმოსათქმელად. ამრიგად, ყველაზე კარგი წესია: კომანდის წარმოთქმის დაწყება ბუნებრივი, სალაპარაკო ხმით; საკომანდო ხმის დასაყენებლად ყველაზე შედეგიანია ვარჯიში.
მუხლი 18. რიტმი კომანდებში
1. რიტმი კომანდებში ნიშნავს სიტყვების სათანადო თანამიმდევრობითა და რიტმულად წარმოთქმას. კომანდებს შორის ინტერვალი ყველა ქვედანაყოფისათვის საერთოა. ეს საჭიროა იმისათვის, რომ დანაყოფის თითოეულმა ჯარისკაცმა შეძლოს მოსამზადებელი კომანდის გაგება და იცოდეს, თუ როდის ელოდოს შესასრულებელ კომანდას.
2. ათეულის ან ოცეულის გადაადგილებისას – გარდა იმ შემთხვევისა, როცა საჭიროა დამატებითი კომანდების გაცემა – მოსამზადებელ და შესასრულებელ კომანდებს შორის დროის ინტერვალი არის ერთი ნაბიჯის ან ერთი დათვლის ტოლი. იგივე ინტერვალი უნდა იყოს ადგილზე დგომისას კომანდების გასაცემად. უფრო გრძელი კომანდების წარმოთქმა, როგორიცაა `მარჯვენა ფლანგისკენ, იარ!~, ისე უნდა დაიწყოს, რომ მოსამზადებელი კომანდის გაცემა დამთავრდეს სათანადო ფეხის გადადგმისთანავე და მოსამზადებელსა და შესასრულებელ კომანდებს შორის დარჩეს ერთი დათვლის ტოლი ინტერვალი.
3. დამატებითი კომანდის გაცემისას მეთაური ტოვებს ერთი დათვლის ხანგრძლივობის ინტერვალს მოსამზადებელ კომანდასა და დაქვემდებარებული მეთაურის დამატებით კომანდას შორის და კიდევ ერთი დამატებითი დათვლის ხანგრძლივობის ინტერვალს, დაქვემდებარებული მეთაურის მიერ გაცემული კომანდის შემდეგ, შესასრულებელი კომანდის გაცემამდე.
თავი IV
ინდივიდუალური სამწყობრო მომზადება
მუხლი 19. დგომი ,,სმენა~
1. სამწყობრო ილეთების შესრულება იწყება დგომიდან `სმენა~, თუმცა ზოგიერთი თავისუფალი დგომი შეიძლება შესრულდეს სხვა თავისუფალი დგომებიდანაც.
2. ქვედანაყოფების გადასაყვანად დგომზე `სმენა~ გამოყენება ორი კომანდა: `მოეწყვეთ!~ ან `ათეულო (ოცეულო, ასეულო...), სმენა!~. ამ დგომის მისაღებად საჭიროა (იხ. სურათი 2):
ა) ქუსლების ერთმანეთისთვის ერთ ხაზზე მკვეთრად მიდგმა, ფეხის წვერების ფრონტისკენ მიმართვა თანაბრად, ისე, რომ მათ შორის შეიქმნას 45°-იანი კუთხე. სხეულის სიმძიმის თანაბრად გადატანა ორივე ფეხის ტერფსა და ქუსლზე, მუხლები გამართულია, მაღლა აწეული მკერდით მთელი სხეული ოდნავ წინ წამოწეული და მხრები გაშლილია;
ბ) თავი იყოს მაღლა და გამართულ მდგომარეობაში, სახით პირდაპირ, კისერი ვერტიკალურად, ნიკაპი წინ არ უნდა იყოს წამოწეული;
გ) მკლავები იყოს სწორად ჩამოშვებული (არ უნდა იყოს დაჭიმული); ხელის თითები მოხრილი ისე, რომ ცერა თითის წვერები გვერდიდან მიედოს საჩვენებელი თითის პირველ სახსარს; ცერა თითები შარვლის გვერდითა ნაკერის გასწვრივ გამართული ისე, რომ თითების პირველი სახსარი შარვალს ეხებოდეს;
დ) შემდგომი ბრძანების მიღებამდე ჩუმად და გაუნძრევლად დგომა;
3. დგომს `სმენა~ მიიღებს სამხედრო მოსამსახურე, როდესაც მიმართავს ოფიცერს ან როდესაც ოფიცერი მიმართავს მასზე წოდებით (თანამდებობით) უფროსს.
[pic]
სურათი 2. დგომი ,,სმენა~
4. კომანდა `მოეწყვეთ!~ გამოიყენება პირადი შემადგენლობის მოსაწყობად ან საწყის კონფიგურაციაში დასაბრუნებლად.
5. სამწყობრო მომზადების მიზნებიდან გამომდინარე დგომი `სმენა~ განიცდის ცვლილებას (მოდიფიცირებას) აუცილებელი მოქმედებების შესასრულებლად. მაგალითად: იარაღით სამწყობრო ილეთების შესრულებისას ყველა დგომი, გარდა თავისუფალი დგომებისა, არის `მოდიფიცირებული დგომი სმენა~.
მუხლი 20. თავისუფალი დგომები
1. ნებისმიერი თავისუფალი დგომი შეიძლება შესრულდეს დგომიდან `სმენა~.
2. დგომი `სააღლუმოდ თავისუფლად~ სრულდება მხოლოდ დგომიდან `სმენა~. ამ დგომის მისაღებად გაიცემა კომანდა `სააღლუმოდ, თავისუფლად!~.
3. კომანდის შესასრულებელ ნაწილზე `თავისუფლად!~ სამხედრო მოსამსახურემ მარცხენა ფეხი 25 სანტიმეტრით მარცხნივ უნდა გადადგას, ფეხები შეინარჩუნოს სწორად, მუხლებში მოუხრელად, სხეულის სიმძიმე თანაბრად გაანაწილოს ორივე ფეხის ტერფსა და ქუსლზე. იმავდროულად საჭიროა ორივე ხელის ერთდროულად უკან გადატანა და წელზე შუაში, ქამრის ზემოდან დალაგება. ორივე ხელის თითები გამართულ მდგომარეობაში უნდა შეერთდეს ცერების გადაჯვარედინებით. მარჯვენა ხელი მარცხენა ხელისგულთან ისე უნდა იყოს მიტანილი, რომ ხელისგულები გარეთ მოექცეს (იხ. სურათი 3). თვალები და თავი იმ მდგომარეობაში უნდა იყოს, როგორც დგომზე `სმენა~. სხვა ბრძანების გაცემამდე საჭიროა ჩუმად და გაუნძრევლად ყოფნა. დგომები `დადექით თავისუფლად~, `თავისუფლად~ და `დაისვენეთ~ შეიძლება ამ დგომიდან შესრულდეს.
4. ჯარისკაცები ამ დგომს იღებენ მაშინ, როდესაც მიმართავენ სერჟანტებს ან როდესაც სერჟანტები მიმართავენ წოდებით უფროს სერჟანტს.
[pic]
სურათი 3. დგომი ,,სააღლუმოდ თავისუფლად~
5. დგომის ,,დადექით, თავისუფლად~ მისაღებად გაიცემა კომანდა `დადექით, თავისუფლად!~. შესასრულებელ კომანდაზე `თავისუფლად!~, მიიღება დგომი `სააღლუმოდ თავისუფლად~, მაგრამ თავი და მზერა მიმართულია მწყობრზე პასუხისმგებელი პირისკენ. ამ დგომიდან შესაძლებელია გადასვლა დგომებზე `თავისუფლად~ და `დაისვენეთ~.
6. დგომის ,,თავისუფლად~ მისაღებად გაიცემა კომანდა `თავისუფლად!~. დგომზე `თავისუფლად~ სამხედრო მოსამსახურეს შეუძლია იმოძრაოს, მაგრამ უნდა იდგეს ჩუმად, მარჯვენა ფეხის ზედაპირიდან აუღებლად. შეუძლია მოადუნოს მკლავები, მაგრამ ცერა თითები უნდა იყოს გადაჯვარედინებული. დგომი `დაისვენეთ~ შეიძლება შესრულდეს ამ დგომიდან.
7. დგომის ,,დაისვენეთ~ მისაღებად გაიცემა კომანდა `დაისვენეთ!~. დგომზე ,,დაისვენეთ~ სამხედრო მოსამსახურეს შეუძლია ისაუბროს, დალიოს წყალი მათარიდან, იმოძრაოს მარჯვენა ფეხის ზედაპირიდან აუღებლად, მოწიოს სიგარეტი მწყობრში, თუ სხვაგვარად არ არის ნაბრძანები.
8. დგომებზე `დადექით თავისუფლად~, `თავისუფლად~ და `დაისვენეთ~ სმენისათვის მოსამზადებელ კომანდაზე აუცილებელია დაუყოვნებლივ დგომის `სააღლუმოდ თავისუფლად~ მიღება. თუ გარკვეული მიზეზების გამო დაქვემდებარებული ელემენტი უკვე დგას დგომზე `სმენა~ ამ ელემენტის წევრები ინარჩუნებენ დგომს `სმენა~ და სმენისათვის მოსამზადებელ კომანდაზე არ გადადიან დგომზე `სააღლუმოდ თავისუფლად~. დაქვემდებარებული მეთაური არ გასცემს დამატებით კომანდას.
მუხლი 21. ბრუნები ადგილზე
1. დგომიდან `სმენა~ შესაძლებელია შესრულდეს ხუთი სახის ბრუნი:
ა) მარჯვნისაკენ;
ბ) მარცხნისაკენ;
გ) ნახევრად მარჯვნისაკენ;
დ) ნახევრად მარცხნისაკენ;
ე) ზურგისაკენ.
2. ბრუნი მარცხნისაკენ და მარჯვნისაკენ სრულდება ორდათვლიანი მოქმედებით. ამ ბრუნის შესასრულებლად გაიცემა კომანდები `მარცხნისა-კენ!~ `მარჯვნისა-კენ!~.
3. ბრუნი მარცხნისაკენ და მარჯვნისაკენ სრულდება შემდეგი წესით:
ა) კომანდის `მარცხნისა-კენ~ შესასრულებელ კომანდაზე `კენ!~, სამხედრო მოსამსახურემ ოდნავ უნდა ასწიოს მარჯვენა ფეხის ქუსლი და მარცხენა ფეხის წვერი, შებრუნდეს 90°-ით მარცხნივ მარცხენა ფეხის ქუსლზე, მარჯვენა ფეხის წვერზე ოდნავ დაწოლით. მარცხენა ფეხი დაჭიმვის გარეშე გამართულ მდგომარეობაში შეინარჩუნოს, მარჯვენა ფეხი კი ბუნებრივად მოხაროს. მეორე მოქმედებით (თვლაზე ორი) მარჯვენა ფეხი მარცხენას გვერდით მიადგას და მიიღოს დგომი `სმენა~. მთელი მოძრაობის განმავლობაში შეინარჩუნოს მკლავები გვერდზე ისე, როგორც დგომზე `სმენა~;
ბ) კომანდის `მარჯვნისა-კენ!~ შესასრულებელ კომანდაზე `-კენ!~ ოდნავ უნდა ასწიოს მარცხენა ფეხის ქუსლი და მარჯვენა ფეხის წვერი, შებრუნდეს 90°-ით მარჯვნივ მარჯვენა ფეხის ქუსლზე, მარცხენა ფეხის წვერზე ოდნავ დაწოლით. შეინარჩუნოს მარჯვენა ფეხი გამართულ მდგომარეობაში დაჭიმვის გარეშე, მარცხენა ფეხი კი ბუნებრივად მოხაროს. მეორე მოქმედებით (თვლაზე ორი) მარცხენა ფეხი მარჯვენას მიადგას გვერდით და მიიღოს დგომი `სმენა~. მთელი მოძრაობის განმავლობაში შეინარჩუნოს მკლავები გვერდზე ისე, როგორც დგომზე `სმენა~ (იხ. სურათი 4).
[pic]
სურათი 4. ბრუნი მარცხნისაკენ
4. ბრუნი ზურგისაკენ სრულდება ორდათვლიანი მოქმედებით ამ ბრუნის შესასრულებლად გაიცემა კომანდა `ზურგისა-კენ!~.
5. ბრუნი ზურგისაკენ სრულდება შემდეგი წესით:
ა) შესასრულებელ კომანდაზე `-კენ!~ სამხედრო მოსამსახურემ მარჯვენა ფეხის წვერი უკან უნდა გადადგას და მარცხენა ფეხის ქუსლიდან ფეხის ტერფის ნახევარი სიგრძის დაშორებით ოდნავ მარცხნივ დადგას, სხეულის წონის უმეტესი ნაწილი გადაიტანოს მარცხენა ფეხის ქუსლზე და მარჯვენა მუხლი ბუნებრივად მოხაროს;
ბ) მეორე მოქმედებით (თვლაზე ორი) მარცხენა ფეხის ქუსლსა და მარჯვენა ფეხის წვერზე უნდა შებრუნდეს 180°-ით მარჯვნივ და მიიღოს დგომი `სმენა~. მთელი მოძრაობის განმავლობაში სხეულის დანარჩენი ნაწილები შეინარჩუნოს ისე, როგორც დგომზე `სმენა~ (იხ. სურათი 5).
[pic]
სურათი 5. ბრუნი ზურგისაკენ
6. ბრუნები ნახევრად მარცხნისაკენ და ნახევრად მარჯვნისაკენ სრულდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად და გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც 90°-იანი ბრუნი არ შეაბრუნებს ელემენტს სასურველი მიმართულებით.
მუხლი 22. მხედრული მისალმება ხელით
1. მხედრული მისალმება ხელით (სამხედრო წესით მისალმება) ერთნაწილიანი მოქმედებაა. ამ მოქმედების შესასრულებლად გაიცემა კომანდა `მხედრული, სალამი!~. მხედრული მისალმება ხელით შეიძლება შესრულდეს გადაადგილებისას, რომლის დროსაც მისალმებას ასრულებს მხოლოდ მწყობრზე პასუხისმგებელი პირი. სწრაფი ტემპით (სირბილით) გადაადგილებისას სამხედრო მოსამსახურემ უნდა შეანელოს მოძრაობა ნორმალურ ტემპამდე და შემდეგ შეასრულოს მხედრული მისალმება.
2. სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ახურავს თავსაბურავი კეპით ან ჩაფხუტი (სათვალით ან მის გარეშე), შესასრულებელ კომანდაზე `სალამი!~ მკვეთრად ასწევს მარჯვენა ხელს ისე, რომ თითები შეერთებული იყოს, ხელისგულით დაბლა, მტევანი და მაჯა კი – გამართული. მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის წვერი ეხება კეპს (ჩაფხუტს) მარჯვენა თვალთან ოდნავ მარჯვნივ, ხელის მტევანი ოდნავ დახრილია ისე, რომ წინა მხრიდან არ ჩანს ხელისგული და ხელის მტევნის ზედა მხარე. წინამკლავი არის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში (იხ. სურათი 6.1).
3. სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც არ ახურავს თავსაბურავი კეპით (ან არ ახურავს თავსაბურავი) და არ უკეთია სათვალე მხედრულ მისალმებას ასრულებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამასთან მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის წვერი მიაქვს საფეთქელთან, მარჯვენა წარბის ოდნავ მარჯვნივ (იხ. სურათი 6.2).
4. სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ახურავს თავსაბურავი კეპის გარეშე (ან არ ახურავს თავსაბურავი) და უკეთია სათვალე, მხედრულ მისალმებას ასრულებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამასთან მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის წვერი ეხება სათვალის ჩარჩოს მარჯვენა კუთხეს (იხ. სურათი 6.3).
5. დგომიდან `მხედრული მისალმება~ დგომზე `სმენა~ გადასასვლელად გაიცემა კომანდა `დაუშვით, ხელი!~. შესასრულებელ კომანდაზე `ხელი!~, სამხედრო მოსამსახურე ერთი მოქმედებით მარჯვენა ხელს მკვეთრად დაუშვებს დაბლა და მიიღებს დგომს `სმენა~.
6. მოხსენებისას ან პიროვნებისადმი მხედრული თავაზიანობის გამოსახატავად, სამხედრო მოსამსახურემ თავი და მზერა მისკენ უნდა მიმართოს და იმავდროულად შეასრულოს მხედრული მისალმება. ასეთ შემთხვევაში მოქმედება სრულდება კომანდის გარეშე. შესაბამის დროს (პიროვნებისაგან ექვსი ნაბიჯის დაშორებით) წოდებით უფრო დაბალი სამხედრო მოსამსახურე პირველი შეასრულებს მხედრულ მისალმებას და დაასრულებს მხედრულ მისალმებას მას შემდეგ, რაც მას მხედრულ სალამზე უპასუხებენ.
7. მხედრული მისალმება სხვადასხვა ვითარებასა და გარემოებებში რეგულირდება ამ წესდების #1დანართის შესაბამისად.
[pic]
სურათი 6. მხედრული მისალმება ხელით
მუხლი 23. სამწყობრო ილეთების შესრულება გადაადგილებისას
1. გადაადგილება ყოველთვის იწყება დგომიდან `სმენა~.
2. გადაადგილებისას ყველა სამწყობრო ილეთი სრულდება `სმენაზე გადაადგილებისას~. გამონაკლისია სალაშქრო და თავისუფალი ნაბიჯებით გადაადგილება. `გადაადგილება სმენაზე~ არის დგომის `სმენა~ და ნაბიჯით გადაადგილებისას შესასრულებელი მოქმედებების (ხელების მოძრაობა) ერთობლიობა.
3. ადგილიდან მოძრაობა ყოველთვის მარცხენა ფეხით იწყება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაცემულია კომანდა `მარჯვენა ფეხით ნაბიჯით, იარ!~.
4. მოკლე მანძილზე გადასაადგილებლად, მეთაურმა უნდა მიუთითოს ნაბიჯების რაოდენობა და გადაადგილების მიმართულება: წინ, უკან ან გვერდზე, შესაბამისი კომანდის გაცემით: `ერთი (ორი...) ნაბიჯით მარჯვნივ (მარცხნივ, წინ, უკან), იარ!~. კომანდის შესასრულებელ ნაწილზე `იარ!~ სამხედრო მოსამსახურემ უნდა გადადგას ნაბიჯი შესაბამისი ფეხით და მეთაურის მიერ მითითებული ნაბიჯების გავლის შემდეგ ავტომატურად შეჩერდეს. თუ სხვაგვარად არ არის ნაბრძანები, როდესაც მითითებულია ნაბიჯების გადადგმა წინ, გადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს სრული.
5. გადაადგილებისას ყველა სამწყობრო ილეთი სრულდება ნორმალური ტემპით, გარდა სრული ნაბიჯისა, რომელიც შეიძლება შესრულდეს სწრაფი ტემპით კომანდაზე `სირბილით, იარ!”.
მუხლი 24. სრული ნაბიჯი
1. ადგილიდან სრული ნაბიჯით გადაადგილება სრულდება კომანდაზე „პირდაპირ, ნაბიჯით, იარ!“. მოსამზადებელ კომანდაზე „პირდაპირ, ნაბიჯით“, სხეულის სიმძიმე შეუმჩნეველი მოძრაობით გადადის მარჯვენა ფეხზე. შესასრულებელ კომანდაზე „იარ!“ სამხედრო მოსამსახურემ მარცხენა ფეხით უნდა გადადგას სრული ნაბიჯი და გააგრძელოს გადაადგილება სრული ნაბიჯებით, თავი და თვალები შეინარჩუნოს ფრონტისკენ მიმართული. მკლავები მოძრაობს ბუნებრივად, იდაყვებში მოუხრელად, შარვლის გვერდითი ნაკერიდან დაახლოებით 23 სმ-ით წინ და 15 სმ-ით უკან. ხელის თითები მოხრილია ისე, როგორც დგომზე „სმენა“ და ოდნავ ეხება შარვალს.
2. სრული ნაბიჯით გადაადგილების შესაწყვეტად გაიცემა კომანდა: `ათეულო (ოცეულო.....), სდექ!~. მოსამზადებელი კომანდა `ათეულო (ოცეულო...)~, გაიცემა რომელიმე ფეხის დადგმისას, ხოლო შესასრულებელი კომანდა `სდექ!~ უნდა გაიცეს ამავე ფეხის მეორედ დადგმისთანავე. გაჩერება სრულდება ორი მოქმედებით. მას შემდეგ რაც გაიცემა შესასრულებელი კომანდა `სდექ!~, სამხედრო მოსამსახურემ უნდა გადადგას დამატებითი ნაბიჯი (რომელიც აუცილებელია შესასრულებელი კომანდის შემდეგ), მიმყოლი ფეხი მიადგას წამყვან ფეხს და მიიღოს დგომი `სმენა~.
მუხლი 25. ნაბიჯის შეცვლა სრული ნაბიჯით გადაადგილებისას
1. ნაბიჯი ავტომატურად იცვლება, როდესაც სამხედრო მოსამსახურე აღმოაჩენს, რომ მას ნაბიჯი აერია, ასევე შეიძლება შეიცვალოს კომანდაზეც, თუ ქვედანაყოფს უფრო დიდი ზომის ქვედანაყოფის შემადგენლობაში გადაადგილებისას აერევა ნაბიჯი.
2. ნაბიჯის შესაცვლელად გაიცემა კომანდა `შეცვალე, ნაბიჯი!~ მარჯვენა ფეხის ზედაპირზე დადგმისთანავე. შესასრულებელ კომანდაზე – `ნაბიჯი!~, სამხედრო მოსამსახურემ კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას მარცხენა ფეხით, შემდეგ ერთი მოქმედებით მარჯვენა ფეხის წვერი მოათავსოს მარცხენა ფეხის ქუსლთან ახლოს და გააგრძელოს სვლა მარცხენა ფეხით. მკლავების მოძრაობა ბუნებრივია, როგორც სრული ნაბიჯის გადაადგილებისას.
მუხლი 26. ბრუნი ზურგისაკენ სრული ნაბიჯით გადაადგილებისას
ბრუნი ზურგისაკენ გადაადგილებისას სრულდება მოძრავი ელემენტის გადაადგილების მიმართულების 180°-ით შესაცვლელად. ამისათვის გაიცემა კომანდა `ზურგისაკენ, იარ!~. ეს კომანდა გაიცემა მარჯვენა ფეხის დადგმისთანავე. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~ სამხედრო მოსამსახურე გადადგამს კიდევ ერთ ნაბიჯს მარცხენა ფეხით, ორივე ფეხის წვერზე შებრუნდება მარჯვნივ 180°-ით და მარცხენა ფეხით გადადგამს სრულ ნაბიჯს ახალი მიმართულებით. მობრუნებისას მკლავები განზე არ უნდა გაშალოს.
მუხლი 27. თავისუფალი გადაადგილება სრული ნაბიჯით
1. ,,თავისუფალი გადაადგილება სრული ნაბიჯით~ მოიცავს გადაადგილებას სალაშქრო ნაბიჯით და გადაადგილებას თავისუფალი ნაბიჯით.
2. თავისუფალი ნაბიჯით გადაადგილებისათვის კომანდა `თავისუფალი ნაბიჯით, იარ!~ გაიცემა რომელიმე ფეხის დადგმისთანავე. კომანდის გაცემის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებს აღარ მოეთხოვებათ ფეხშეწყობილად სიარული. თუმცა სიჩუმე, დაახლოებითი ინტერვალი და დისტანცია დაცული უნდა იყოს. თავისუფალი ნაბიჯით გადაადგილებისას შეიძლება გაიცეს მხოლოდ შემდეგი კომანდები: `სრული ნაბიჯით, იარ!~ და `სალაშქრო ნაბიჯით, იარ!~.
3. სალაშქრო ნაბიჯით გადაადგილება სრულდება კომანდაზე `სალაშქრო ნაბიჯით, იარ!~, ისეთნაირად, როგორც თავისუფალი ნაბიჯით გადაადგილება, იმ განსხვავებით, რომ ჯარისკაცებს უფლება აქვთ დალიონ წყალი თავისი მათარიდან და ისაუბრონ.
4. თავისუფალი და სალაშქრო ნაბიჯით გადაადგილებისას, მოძრაობის მიმართულების შესაცვლელად, მეთაური წამყვან ელემენტს მიუთითებს გადაადგილების სასურველ მიმართულებას. მოძრაობის მიმართულების შეცვლამდე, ქვედანაყოფმა უნდა დაიწყოს ფეხშეწყობილი სვლა. ამისათვის მეთური გასცემს კომანდას „სრული ნაბიჯით, იარ!“ და დაიწყებს დათვლას. საჭიროებიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურეები ინდივიდუალურად შეცვლიან ნაბიჯს, რათა ფეხი აუწყონ თავის ქვედანაყოფს.
მუხლი 28. ნახევარი ნაბიჯით გადაადგილება
1. ადგილიდან ნახევარი ნაბიჯით გადაადგილების დასაწყებად, გაიცემა კომანდა `ნახევარი ნაბიჯით, იარ!~. მოსამზადებელ კომანდაზე `ნახევარი ნაბიჯით~, სამხედრო მოსამსახურემ სხეულის სიმძიმე შეუმჩნეველი მოძრაობით უნდა გადაიტანოს მარჯვენა ფეხზე. კომანდის შესასრულებელ ნაწილზე `იარ!~, მან მარცხენა ფეხით უნდა გადადგას ნახევარი ნაბიჯი და გააგრძელოს სვლა ნახევარი ნაბიჯით. მკლავები მოძრაობს ისე, როგორც სრული ნაბიჯით გადაადგილებისას.
2. სრული ნაბიჯით გადაადგილების დროს ნახევარ ნაბიჯზე გადასასვლელად გაიცემა კომანდა `ნახევარი ნაბიჯით, იარ!~. ეს კომანდა შეიძლება გაიცეს რომელიმე ფეხის დადგმისთანავე. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, სამხედრო მოსამსახურემ უნდა გადადგას კიდევ ერთი სრული ნაბიჯი და შემდეგ გადაადგილება განაგრძოს ნახევარი ნაბიჯით. მკლავები მოძრაობს ისე, როგორც სრული ნაბიჯით გადაადგილებისას. სრული ნაბიჯით გადაადგილებაზე დასაბრუნებლად, რომელიმე ფეხის დადგმისთანავე გაიცემა კომანდა – `სრული ნაბიჯით, იარ!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, ჯარისკაცი კიდევ ერთხელ გადადგამს ნახევარ ნაბიჯს და გააგრძელებს გადაადგილებას სრული ნაბიჯით.
3. ნახევარი ნაბიჯით გადაადგილების შეწყვეტა სრულდება ისევე, როგორც სრული ნაბიჯით გადაადგილებისა.
4. ნახევარი ნაბიჯით გადაადგილებისას შეიძლება მხოლოდ შემდეგი კომანდების გაცემა: `ადგილზე ნაბიჯით, იარ!~, სრული ნაბიჯით, იარ!~ `ნორმალური ინტერვალით, იარ!~ და `სდექ!~.
მუხლი 29. ადგილზე სიარული
1. ადგილზე სიარულის დასაწყებად გაიცემა კომანდა `ადგილზე ნაბიჯით, იარ!~. ეს კომანდა შეიძლება გაიცეს ზედაპირზე რომელიმე ფეხის დადგმისთანავე და მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაადგილება სრულდება პირდაპირ, სრული ან ნახევარი ნაბიჯით. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, სამხედრო მოსამსახურემ უნდა გადადგას კიდევ ერთი ნაბიჯი, მიადგას მიმყოლი ფეხი წამყვან ფეხს და დაიწყოს ადგილზე სიარული. ფეხები მონაცვლეობით იწევა ზედაპირიდან 5 სანტიმეტრის სიმაღლეზე, მკლავები მოძრაობს ისე, როგორც სრული ნაბიჯით გადაადგილებისას. ადგილზე სიარულისას, სამხედრო მოსამსახურეებმა მწყობრში უნდა შეინარჩუნონ სწორი დისტანცია და მითითებული ინტერვალი.
2. ადგილზე სიარულისას სრული ნაბიჯით გადაადგილების დასაწყებად გაიცემა კომანდა `პირდაპირ ნაბიჯით, იარ!~. მოსამზადებელი კომანდა `პირდაპირ ნაბიჯით~ შეიძლება გაიცეს რომელიმე ფეხის ზედაპირზე დადგმისთანავე. თუმცა შესასრულებელი კომანდა `იარ!~ უნდა გაიცეს იმავე ფეხის მეორედ დადგმისთანავე. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, ჯარისკაცმა კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა დადგას ადგილზე და შემდეგ გააგრძელოს გადაადგილება სრული ნაბიჯით.
3. ადგილზე სიარულის შეწყვეტა სრულდება ისევე, როგორც სრული ნაბიჯით გადაადგილებისა.
მუხლი 30. ნაბიჯის მარჯვნივ/მარცხნივ გადადგმა
1. ნაბიჯის მარჯვნივ/მარცხნივ გადადგმა სრულდება მხოლოდ ნახევარი ნაბიჯით.
2. მარჯვნივ/მარცხნივ გადაადგილებისათვის გაიცემა კომანდა `მარჯვნივ (მარცხნივ) ნაბიჯით, იარ!~. ეს კომანდა გაიცემა მხოლოდ ადგილზე დგომისას. მოსამზადებელ კომანდაზე `მარჯვნივ (მარცხნივ) ნაბიჯით~, სხეულის სიმძიმე შეუმჩნეველი მოძრაობით უნდა გადავიდეს მარცხენა (მარჯვენა) ფეხზე. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, ოდნავ უნდა მოიხაროს მარჯვენა (მარცხენა) მუხლი და აიწიოს მხოლოდ ფეხის თავისუფლად გადადგმისათვის საჭირო სიმაღლეზე. შემდეგ სამხედრო მოსამსახურემ მარჯვენა (მარცხენა) ფეხი უნდა გადადგას მარცხენა (მარჯვენა) ფეხის ტერფიდან 38 სანტიმეტრით მარჯვნივ (მარცხნივ). მარცხენა (მარჯვენა) ფეხი მარჯვენა (მარცხენა) ფეხს მიადგას ისე, როგორც დგომზე `სმენა~ (ამ დროს შეინარჩუნოს მარცხენა (მარჯვენა) ფეხი მუხლში მოუხრელად). ეს მოძრაობა უნდა გააგრძელოს და შეინარჩუნოს მკლავები გვერდზე ისე, როგორც დგომზე `სმენა~.
3. ნახევარი ნაბიჯით მარჯვნივ ან მარცხნივ გადაადგილების შეწყვეტა კომანდაზე `ათეულო (ოცეულო...), სდექ!~ სრულდება ორი მოქმედებით. მოსამზადებელი კომანდა `ათეულო (ოცეულო...)~ გაიცემა მაშინ, როცა ფეხის ქუსლები ერთადაა. შესასრულებელი კომანდა `სდექ!~ გაიცემა მაშინ, როცა ფეხის ქუსლები მომდევნო ჯერზე ერთად იქნება. კომანდის შესასრულებელ ნაწილზე `სდექ!~, ჯარისკაცმა კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას წამყვანი ფეხით, მიადგას მიმყოლი ფეხი და მიიღოს დგომი `სმენა~.
მუხლი 31. ნაბიჯის უკან გადადგმა
1. ნაბიჯის უკან გადადგმა სრულდება მხოლოდ ნახევარი ნაბიჯის გადადგმით.
2. ნაბიჯის უკან გადასადგმელად გაიცემა კომანდა: `უკან ნაბიჯით, იარ!~. ეს კომანდა გაიცემა მხოლოდ ადგილზე დგომისას. მოსამზადებელ კომანდაზე `უკან ნაბიჯით~, სხეულის სიმძიმე შეუმჩნეველი მოძრაობით გადადის მარჯვენა ფეხზე. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, ნახევარი ნაბიჯი უკან უნდა გადაიდგას მარცხენა ფეხით და გადაადგილება გაგრძელდეს ნახევარი ნაბიჯით უკან. მკლავები მოძრაობს ბუნებრივად.
3. უკან ნაბიჯით სვლის შეწყვეტა სრულდება ორი მოქმედებით ისევე, როგორც სრული ნაბიჯით გადაადგილებისა.
მუხლი 32. სწრაფი ტემპით გადაადგილება
1. სრული ნაბიჯით, სწრაფი ტემპით გადასაადგილებლად გაიცემა კომანდა `სირბილით, იარ!~. ეს კომანდა შეიძლება გაიცეს ადგილზე დგომისას ან სრული ნაბიჯით ნორმალური ტემპით გადაადგილებისას.
2. ადგილზე დგომისას, მოსამზადებელ კომანდაზე `სირბილით~, სამხედრო მოსამსახურემ სხეულის სიმძიმე შეუმჩნეველი მოძრაობით უნდა გადაიტანოს მარჯვენა ფეხზე. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, მკლავები, შეკრული მუშტებით, მოხაროს იდაყვებში და შეინარჩუნოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. იმავდროულად მარცხენა ფეხით გადადგას ნაბიჯი და სწრაფი ტემპით განაგრძოს სრული ნაბიჯით გადაადგილება. მკლავები წინ და უკან ბუნებრივად უნდა მოძრაობდეს.
3. თუ სამხედრო მოსამსახურეს აქვს იარაღი, მოსამზადებელ კომანდაზე `სირბილით~, იგი მიიღებს დგომს `იარაღი მკერდთან~, თუმცა მიმმართველები დგომიდან `იარაღი ქამარზე~, კომანდაზე `მიმმართველები ხაზზე!~ სწრაფი ტემპით იწყებენ გადაადგილებას და იარაღს ქამარზე ინარჩუნებენ.
4. სრული ნაბიჯით ნორმალური ტემპით გადაადგილებისას, კომანდა `სირბილით, იარ!~ გაიცემა რომელიმე ფეხის ზედაპირზე დადგმისთანავე. კომანდის შესასრულებელ ნაწილზე `იარ!~ სამხედრო მოსამსახურემ უნდა გადადგას კიდევ ერთი სრული ნაბიჯი ნორმალური ტემპით და მიმყოლი ფეხით დაიწყოს სწრაფი ტემპით გადაადგილება, იმისათვის, რომ სამხედრო მოსამსახურე დაუბრუნდეს სრული ნაბიჯით ნორმალური ტემპით გადაადგილებას, რომელიმე ფეხის დადგმისთანავე გაიცემა კომანდა `ნაბიჯით, იარ!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~ მან უნდა გადადგას კიდევ ორი სრული ნაბიჯი სწრაფი ტემპით, ჩამოუშვას ხელები და განაგრძოს გადაადგილება სრული ნაბიჯით, ნორმალური ტემპით.
5. სწრაფი ტემპით გადაადგილებისას შეიძლება გაიცეს მხოლოდ შემდეგი კომანდები: `ნაბიჯით, იარ!~, `კოლონა ნახევრად მარცხნისაკენ (მარჯვნისაკენ), იარ!~ და `კოლონა მარცხნისაკენ (მარჯვნისაკენ), იარ!~.
6. კომანდის `სირბილით, იარ!” გაცემამდე შეიარაღებული ქვედანაყოფები უნდა გადაიყვანონ დგომზე `იარაღი მკერდთან~.
მუხლი 33. ბრუნები გადაადგილებისას
1. ბრუნები გადაადგილების დაწყებამდე სრულდება ისე, როგორც გადაადგილებისას მიმართულების შეცვლის დროს. ეს ბრუნები არის ისეთი მოძრაობების მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორიცაა: ხაზზე გასწორება, კოლონის გადაადგილება, სამხედრო მოსამსახურეების შემოწმება მწკრივებში და ნორმალური ინტერვალიდან ორმაგ ინტერვალზე გადასვლა ან პირიქით.
2. ბრუნები გადაადგილების დაწყებამდე სრულდება კომანდაზე `მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ) ნაბიჯით, იარ!~, ეს კომანდა გაიცემა მხოლოდ სასწავლო მიზნებისათვის, რათა სამხედრო მოსამსახურეებმა ინდივიდუალურად შეისწავლონ ამ მოძრაობის სათანადოდ შესრულება. მათ მოსამზადებელ კომანდაზე `მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ) ნაბიჯით~ შეუმჩნეველი მოძრაობით უნდა გადაიტანონ სხეულის სიმძიმე მარჯვენა (მარცხენა) ფეხზე. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~ მარჯვენა (მარცხენა) ფეხის წვერზე უნდა შებრუნდნენ 90°-ით მარჯვნივ (მარცხნივ) და გადადგან მარცხენა (მარჯვენა) ფეხი მითითებული მიმართულებით. შეასრულონ მობრუნება და ნაბიჯის გადადგმა ერთი მოქმედებით და გააგრძელონ სვლა ახალი მიმართულებით.
3. ბრუნები ნახევრად მარჯვნისაკენ ან ნახევრად მარცხნისაკენ გადაადგილების დაწყებამდე, სრულდება ისე, როგორც აღწერილია ამ მუხლის მე-2 პუნქტში იმ განსხვავებით, რომ მობრუნება მარცხნივ/მარჯვნივ სრულდება 45°-ით, ნაცვლად 90°-ისა.
თავი V
ინდივიდუალური სამწყობრო მომზადება იარაღით
მუხლი 34. სამწყობრო ილეთების შესრულება
სამწყობრო ილეთები M4 სერიის კარაბინით, სრულდება მხოლოდ სტანდარტული თერმორეაქტიული პლასტმასის სალულეებითა და ბოლომდე გაშლილი კონდახით (იხ. სურათი 7).
[pic]
სურათი 7. M4 სერიის კარაბინი
მუხლი 35. დგომი ,,იარაღი ფეხთან~
1. სამხედრო მოსამსახურე დგომს `იარაღი ფეხთან~ მიიღებს კომანდაზე `მოეწყვეთ!~ ან დგომიდან `სააღლუმოდ თავისუფლად~ კომანდაზე `სმენა!~.
2. დგომზე `იარაღი ფეხთან~ მან უნდა შეინარჩუნოს დგომი `სმენა~. მარჯვენა ხელისგულში მოათავსოს კარაბინის კონდახი ისე, რომ კონდახის წვერზე შეკრას ცერა და დანარჩენი თითები. კარაბინი ვერტიკალურად უნდა დაიჭიროს ისე, რომ ლულის კოლოფის ქვედა ნაწილის სარკმელი (სავაზნე კოლოფის ბუდე) მიმართული იყოს ფრონტისკენ, მარჯვენა ხელის ნეკი კი – შარვლის გვერდითა ნაკერზე მიდებული (იხ. სურათი 8).
მუხლი 36. თავისუფალი დგომები
კომანდის გაცემა და თავისუფალი დგომები სრულდება ისევე, როგორც ინდივიდუალური სამწყობრო მომზადებისას, შემდეგი დამატებებით (იხ. სურათი 8):
ა) კომანდის `სააღლუმოდ, თავისუფლად!~ შესასრულებელ კომანდაზე `თავისუფლად~, სამხედრო მოსამსახურე მოქმედებებს ასრულებს მარჯვენა ხელის და კარაბინის გაუნძრევლად;
ბ) კომანდის `დადექით, თავისუფლად!~ შესასრულებელ კომანდაზე `თავისუფლად!~, სრულდება დგომი `სააღლუმოდ თავისუფლად~ კარაბინით, მაგრამ თავი და მზერა მიბრუნებული უნდა იყოს მწყობრზე პასუხისმგებელი პირისაკენ;
გ) კომანდებზე `თავისუფლად!“ ან `დაისვენეთ!~, კარაბინი უნდა იყოს იმავე მდგომარეობაში, როგორც დგომზე `სააღლუმოდ თავისუფლად~.
[pic][pic]
სურათი 8. დგომები ,,ფეხთან იარაღი~ და
,,სააღლუმოდ თავისუფლად~
მუხლი 37. ,,იარაღი მკერდთან~
1. დგომიდან `იარაღი ფეხთან~ დგომზე `იარაღი მკერდთან~ გადასვლა სრულდება ორდათვლიანი მოქმედებით (იხ. სურათი 9). ამისათვის გაიცემა კომანდა `მკერდთან, იარაღი!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~, სამხედრო მოსამსახურემ მარცხენა ხელი უნდა მოსჭიდოს თერმორეაქტიულ პლასტმასის სალულეს დელტისებრი რგოლის ზემოთ. მეორე მოქმედებით, მარჯვენა ხელი უნდა გაუშვას და ასწიოს კარაბინი დიაგონალურად სხეულთან მიმართებით ისე, რომ კარაბინი სხეულიდან 10 სანტიმეტრით იყოს დაშორებული. ამავე დროს, მარჯვენა ხელი მოსჭიდოს კონდახის ვიწრო ადგილს. იარაღი უნდა შეინარჩუნოს ამ მდგომარეობაში, მარჯვენა წინამკლავი გაასწოროს ჰორიზონტალურად, იდაყვები სხეულის გვერდებზე მიიდოს.
[pic]
სურათი 9. დგომიდან `იარაღი ფეხთან~ გადასვლა დგომზე `იარაღი მკერდთან~
2. დგომიდან `იარაღი მკერდთან~ გადასვლა დგომზე `იარაღი ფეხთან~ სრულდება ორდათვლიანი მოქმედებით (იხ. სურათი 10). ამისათვის გაიცემა კომანდა `ფეხთან, იარაღი!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~, სამხედრო მოსამსახურემ კარაბინს მარჯვენა ხელი უნდა გაუშვას და გვერდზე გადაიტანოს, როგორც ეს სრულდება დგომზე `იარაღი ფეხთან~. ამავე დროს, მარჯვენა ხელი უნდა წაიღოს გვერდისკენ და კარაბინის კონდახს მოსჭიდოს ისე, როგორც დგომზე `იარაღი ფეხთან~. თვლაზე ორი, გაუშვას მარცხენა ხელი, მკვეთრად დააბრუნოს გვერდზე და მიიღოს დგომი `სმენა~.
[pic]
სურათი 10. დგომიდან `იარაღი მკერდთან~ გადასვლა
დგომზე `იარაღი ფეხთან~
მუხლი 38. დგომი ,,იარაღი ყარაულზე~
1. დგომიდან `იარაღი ფეხთან~ დგომზე `იარაღი ყარაულზე~ გადასვლა სრულდება სამდათვლიანი მოქმედებით (იხ. სურათი 11). ამისთვის გაიცემა კომანდა `ყარაულზე, იარაღი!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~, სამხედრო მოსამსახურემ ორი მოქმედებით (ორი დათვლით) უნდა მიიღოს დგომი `იარაღი მკერდთან~. თვლაზე სამი, მოაბრუნოს კარაბინი მარჯვენა ხელით ისე, რომ იგი მოექცეს სხეულის ცენტრში და მისგან დაახლოებით 10 სანტიმეტრით იყოს დაშორებული. ლულის კოლოფის ქვედა ნაწილის სარკმელი (სავაზნე კოლოფის ბუდე) მიმართულია ფრონტისკენ. კარაბინი ისე უნდა დაუშვას, რომ მარცხენა წინამკლავი იყოს ჰორიზონტალურად და იდაყვები სხეულის გვერდებზე მჭიდროდ მიიდოს.
[pic]
სურათი 11. დგომი ,,იარაღი ყარაულზე~
2. დგომიდან `იარაღი ყარაულზე~ გადასვლა დგომზე `იარაღი ფეხთან~ სრულდება სამდათვლიანი მოქმედებით. ამისთვის გაიცემა კომანდა `ფეხთან, იარაღი!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~, სამხედრო მოსამსახურემ ერთი მოქმედებით უნდა მიიღოს დგომი `იარაღი მკერდთან~. თვლაზე ორი და სამი შეასრულოს მოქმედებები ისევე, როგორც დგომიდან `იარაღი მკერდთან~ გადასვლა დგომზე `იარაღი ფეხთან~.
მუხლი 39. იარაღის შემოწმება
1. დგომიდან `იარაღი ფეხთან~ გადასვლა დგომზე `იარაღის შემოწმება~ სრულდება შვიდდათვლიანი მოქმედებით (იხ. სურათი 12). ამისათვის გაიცემა კომანდა `შეამოწმე იარაღი!~, რომელიც სრულდება შემდეგი წესით:
ა) შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~, პირველი ორი მოქმედებით (ორ დათვლაზე) სამხედრო მოსამსახურემ უნდა მიიღოს დგომი `იარაღი მკერდთან~;
ბ) თვლაზე სამი, მარცხენა ხელი უნდა გაუშვას თერმორეაქტიულ პლასტმასის სალულეს და მოსჭიდოს პისტოლეტის სახელურს, ცერა თითი მოათავსოს საკეტის დამჭერის ქვედა ნაწილზე;
გ) თვლაზე ოთხი, მარჯვენა ხელი გაუშვას, ცერა თითით გახსნას გადასატენი სახელურის რაზა და მკვეთრად გამოქაჩოს უკან ცერა და საჩვენებელი თითით. ამავე დროს, საკეტის დამჭერის ზედა ნაწილს ცერა თითი ისე დააჭიროს, რომ საკეტი უკანა მდგომარეობაში დააფიქსიროს;
დ) თვლაზე ხუთი, ისე, რომ მარჯვენა ხელი არ გაუშვას, მკვეთრად უნდა მიაწვეს გადასატენ სახელურს წინ იქამდე, სანამ ჩაიკეტება; შემდეგ მარჯვენა ხელი იარაღს მოსჭიდოს კონდახის ვიწრო ადგილზე;
ე) თვლაზე ექვსი, გაუშვას მარცხენა ხელი, მოაბრუნოს კარაბინი მარჯვენა ხელით ისე, რომ ამრეკლის სარკმელი ზემოთ იყოს მიმართული. მარცხენა ხელი მოსჭიდოს თერმორეაქტიულ პლასტმასის სალულეს დელტისებრი რგოლის წინ. ვიზუალურად დაათვალიეროს ამრეკლის სარკმელი;
ვ) თვლაზე შვიდი, მარჯვენა ხელით უნდა მოაბრუნოს კარაბინი ისე, რომ სამიზნე მოწყობილობა იყოს მაღლა და მიიღოს დგომი `იარაღის შემოწმება~.
[pic]
სურათი 12. იარაღის შემოწმება
2. `მოემზადე, მკერდთან, იარაღი!~ არის ერთადერთი კომანდა, რომელიც გაიცემა დგომზე `იარაღის შემოწმება~ და სრულდება შემდეგი წესით:
ა) კომანდაზე `მოემზადე~, სამხედრო მოსამსახურემ კარაბინს მარცხენა ხელი უნდა გაუშვას და ცერა და დანარჩენი თითები მოსჭიდოს მას ლათინური U-ასოსებრი ფორმით, ლულის კოლოფის ქვედა ნაწილის სარკმელსა და სასხლეტი კავის დამცველთან, ცერა თითი დაადოს საკეტის დამჭერს ზედა ნაწილზე, დანარჩენი თითები მოათავსოს მასრის ამრეკლის სარკმლის ფარის ქვემოდან;
ბ) კომანდაზე `მკერდთან~ დააჭიროს ცერა თითი საკეტის დამჭერს და საკეტი წინ გაუშვას. თითის ბალიშებით მიაწევეს და დაკეტოს ამრეკლის სარკმლის ფარი. მოსჭიდოს მარცხენა ხელი პისტოლეტის სახელურს და მარცხენა ცერა თითი სასხლეტზე მოათავსოს;
გ) კომანდაზე `იარაღი!~, თითი სასხლეტს უნდა დააჭიროს და მიიღოს დგომი `იარაღი მკერდთან~;
დ) დგომზე `იარაღი ფეხთან~ დასაბრუნებლად, გაიცემა კომანდა `ფეხთან, იარაღი!”.
მუხლი 40. დგომი ,,იარაღი მარჯვენა მხარზე~
1. დგომიდან `იარაღი ფეხთან~ დგომზე `იარაღი მარჯვენა მხარზე~ გადასვლა სრულდება ოთხდათვლიანი მოქმედებით (იხ. სურათი 13). ამისთვის გაიცემა კომანდა `მარჯვენა მხარზე, იარაღი!~ , რომელიც სრულდება შემდეგი წესით:
ა) შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~, სამხედრო მოსამსახურემ მარცხენა ხელი უნდა მოსჭიდოს თერმორეაქტიულ პლასტმასის სალულეს დელტისებრი რგოლის ზემოთ;
ბ) თვლაზე ორი, მარჯვენა ხელი უნდა გაუშვას კარაბინს და ასწიოს დიაგონალურად სხეულთან მიმართებით ისე, რომ კარაბინი სხეულიდან ათი სანტიმეტრით იყოს დაშორებული. ამავე დროს მარჯვენა ხელი უნდა მოსჭიდოს კარაბინის კონდახს ისე, რომ კონდახის ქუსლი მოთავსდეს შუა და საჩვენებელ თითებს შორის, ცერა და საჩვენებლი თითების ბალიშები კი ერთმანეთს ეხებოდეს;
გ) თვლაზე სამი (თავის გაუნძრევლად), მარცხენა ხელი უნდა გაუშვას თერმორეაქტიულ პლასტმასის სალულეს (მარჯვენა ხელის მოსჭიდების შეუცვლელად), მოაბრუნოს კარაბინი ისე, რომ სამიზნე მოწყობილობა მიმართული იყოს მაღლა და კარაბინი მარჯვენა მხარზე მოათავსოს. მარცხენა ხელი კონდახის ვიწრო ადგილს უნდა დაადოს, რათა კარაბინი მხრისკენ მიმართოს. მარცხენა ხელის ცერა და დანარჩენი თითები უნდა იყოს გაშლილი და შეკრული, ხელისგულით სხეულისკენ. მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის პირველი სახსარი უნდა ეხებოდეს გადასატენი სახელურის უკანა ნაწილს. მარცხენა იდაყვი დაბლა უნდა იყოს დაშვებული და მარჯვენა წინამკლავი ჰორიზონტალურად გასწორებული, იდაყვი სხეულის გვერდზე მიდებული და სხეულთან ერთ ხაზში გასწორებული;
დ) თვლაზე ოთხი, მარცხენა ხელი მკვეთრად უნდა გასწიოს მარცხენა მხარეს და მიიდოს გვერდზე ისე, როგორც დგომზე `სმენა~.
[pic]
სურათი 13. დგომი ,,იარაღი მარჯვენა მხარზე~
2. დგომიდან `იარაღი მარჯვენა მხარზე~, გადასვლა დგომზე `იარაღი ფეხთან~ სრულდება სამდათვლიანი მოქმედებით (იხ. სურათი 14). ამისათვის გაიცემა კომანდა `ფეხთან, იარაღი!~, რომლიც სრულდება შემდეგი წესით:
ა) შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!”, პირველი მოქმედებით თავის გაუნძრევლად და მარჯვენა ხელის მოჭიდების შეუცვლელად, სამხედრო მოსამსახურე სწრაფად და მყარად უნდა დააწვეს კარაბინის კონდახს დაბლა მარჯვენა ხელით და მოაბრუნოს კარაბინი ისე, რომ სამიზნე მოწყობილობა მიმართული იყოს ზემოთ და იარაღი სხეულთან იყოს დიაგონალურად დაახლოებით ათი სანტიმეტრის დაშორებით. მარცხენა ხელი მოსჭიდოს კარაბინის თერმორეაქტიული პლასტმასის სალულეს, დელტისებრი რგოლის ზემოთ;
ბ) თვლაზე ორი გაუშვას მარჯვენა ხელი, გადაიტანოს კარაბინი გვერდზე ისე, როგორც დგომზე `იარაღი ფეხთან~ და შემდეგ მარჯვენა ხელი კონდახს მოსჭიდოს;
გ) თვლაზე სამი მარცხენა ხელი მკვეთრად დააბრუნოს მარცხენა მხარეს და მიიდოს სხეულზე ისე, როგორც დგომზე `სმენა~.
[pic]
სურათი 14. დგომიდან `იარაღი მარჯვენა მხარზე~
გადასვლა დგომზე `იარაღი ფეხთან~.
მუხლი 41. დგომი ,,იარაღი მარცხენა მხარზე~
1. დგომიდან `იარაღი ფეხთან~ დგომზე `იარაღი მარცხენა მხარზე~ გადასვლა სრულდება ოთხდათვლიანი მოქმედებით (იხ. სურათი 15). ამისთვის გაიცემა კომანდა `მარცხენა მხარზე, იარაღი!~ , რომელიც სრულდება შემდეგი წესით:
ა) შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~, სამხედრო მოსამსახურემ ორი მოქმედებით (ორ თვლაზე) უნდა მიიღოს დგომი `იარაღი მკერდთან~;
ბ) თვლაზე სამი, გაითავისუფლოს მარცხენა ხელი (თავის გაუნძრევლად), გადაიტანოს იარაღი მარცხენა მხარზე მარჯვენა ხელით (სამიზნე მოწყობილობა მიმართულია ფრონტისკენ), მარჯვენა იდაყვი დაბლა დაუშვას. ამავე დროს, მარცხენა ხელი მოსჭიდოს კონდახის ქუსლს ისე, რომ კონდახის ქუსლი მოთავსდეს საჩვენებელსა და შუა თითებს შორის, ცერა და საჩვენებელი თითების ბალიშები ერთმანეთს უნდა ეხებოდეს. მარცხენა წინამკლავი იყოს ჰორიზონტალურად, იდაყვი გვერდზე მიდებული და სხეულთან ერთ ხაზში გასწორებული;
გ) თვლაზე ოთხი, მკვეთრად უნდა გადაიტანოს მარჯვენა ხელი გვერდზე და მიიდოს სხეულზე ისე, როგორც დგომზე `სმენა~.
[pic]
სურათი 15. დგომი ,,იარაღი მარცხენა მხარზე~
2. დგომიდან `იარაღი მარცხენა მხარზე~ დგომზე `იარაღი ფეხთან“ გადასვლა სრულდება ოთხდათვლიანი მოქმედებით (იხ. სურათი 16). ამისათვის გაიცემა კომანდა `ფეხთან, იარაღი!~, რომელიც სრულდება შემდეგი წესით:
ა) შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~, სამხედრო მოსამსახურემ მარჯვენა ხელი უნდა მოსჭიდოს კონდახის ვიწრო ადგილს ისე, რომ მარჯვენა იდაყვი დაბლა იყოს დაშვებული;
ბ) თვლაზე ორი (თავის გაუნძრევლად), მარცხენა ხელი უნდა გაუშვას კონდახის ქუსლს და მარჯვენა ხელით კარაბინი ისე გადაიტანოს, რომ აღმოჩნდეს სხეულთან მიმართებით დიაგონალურად, სხეულისაგან დაახლოებით ათი სანტიმეტრით დაშორებით (სამიზნე მოწყობილობა მიმართულია მაღლა). ამავე დროს მარცხენა ხელი მოსჭიდოს თერმორეაქტიული პლასტმასის სალულეს დელტისებრი რგოლის წინ და მიიღოს დგომი `იარაღი მკერდთან~. თვლაზე სამი და ოთხი უნდა შესრულდეს მოქმედებები ისევე, როგორც დგომიდან `იარაღი მკერდთან~ გადასვლისას დგომზე `იარაღი ფეხთან~.
[pic]
სურათი 16. დგომიდან `მარცხენა მხარზე იარაღი~ გადასვლა
დგომზე `ფეხთან იარაღი~
მუხლი 42. დგომების შეცვლა
1. გადასვლა დგომიდან `იარაღი მკერდთან~, დგომზე `იარაღი მარჯვენა მხარზე~ სრულდება სამი მოქმედებით. ამისთვის გაიცემა კომანდა `მარჯვენა მხარზე, იარაღი!~ , რომელიც სრულდება შემდეგი წესით:
ა) შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~, სამხედრო მოსამსახურემ მარჯვენა ხელი უნდა გაუშვას კარაბინს და მოსჭიდოს კარაბინის კონდახის ქუსლს ისე, რომ იგი მოექცეს საჩვენებელ და შუა თითებს შორის, ხოლო ცერა და საჩვენებელი თითის ბალიშები ერთმანეთს ეხებოდეს;
ბ) თვლაზე ორი და სამი მოქმედებები სრულდება ისევე, როგორც მოქმედებები თვლაზე სამი და ოთხი დგომიდან `იარაღი ფეხთან~ დგომზე `იარაღი მარჯვენა მხარზე~ გადასვლისას;
გ) გადაადგილებისას მოსამზადებელი კომანდა `მარჯვენა მხარზე“ „გაიცემა მარჯვენა ფეხის ზედაპირზე დადგმისთანავე, შესასრულებელი კომანდა `იარაღი!~ გაიცემა იმავე ფეხის ზედაპირზე ხელმეორედ დადგმისთანავე.
2. დგომიდან `იარაღი მარჯვენა მხარზე~ გადასვლა დგომზე `იარაღი მკერდთან~ სრულდება ორდათვლიანი მოქმედებით. ამისათვის გაიცემა კომანდა `მკერდთან, იარაღი!~, რომელიც სრულდება შემდეგი წესით:
ა) შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~ პირველი მოქმედება სრულდება ისე, როგორც დგომიდან `იარაღი მარჯვენა მხარზე~ დგომზე `იარაღი ფეხთან~ გადასვლისას;
ბ) თვლაზე ორი, სამხედრო მოსამსახურემ მარჯვენა ხელი უნდა გაუშვას კარაბინს და მოსჭიდოს კარაბინის კონდახის ვიწრო ადგილს და მიიღოს დგომი `იარაღი მკერდთან~;
გ) გადაადგილებისას მოსამზადებელი კომანდა `მკერდთან~ გაიცემა მარჯვენა ფეხის ზედაპირზე დადგმისთანავე, შესასრულებელი კომანდა `იარაღი!~ გაიცემა იმავე ფეხის ზედაპირზე მეორედ დადგმისთანავე.
3. დგომიდან `იარაღი მკერდთან~ დგომზე `იარაღი მარცხენა მხარზე~ გადასვლა სრულდება ორდათვლიანი მოქმედებით. ამისთვის გაიცემა კომანდა `მარცხენა მხარზე, იარაღი!~, რომელიც სრულდება შემდეგი წესით:
ა) შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~, პირველი მოქმედებით, სამხედრო მოსამსახურემ უნდა გაითავისუფლოს მარცხენა ხელი (თავის გაუნძრევლად), გადაიტანოს იარაღი მარცხენა მხარზე მარჯვენა ხელით (სამიზნე მოწყობილობა მიმართულია ფრონტისკენ) და მარჯვენა იდაყვი დაუშვას დაბლა. ამავე დროს, მარცხენა ხელი მოსჭიდოს კონდახის ქუსლს ისე, რომ კონდახის ქუსლი მოთავსდეს საჩვენებელსა და შუა თითებს შორის, ცერა და საჩვენებლი თითების ბალიშები უნდა ეხებოდეს ერთმანეთს. მარცხენა წინამკლავი არის ჰორიზონტალურად, იდაყვი მიდებულია გვერდზე და გასწორებულია სხეულთან ერთ ხაზში;
ბ) თვლაზე ორი, სამხედრო მოსამსახურემ მკვეთრად უნდა გადაიტანოს მარჯვენა ხელი გვერდზე ისე, როგორც დგომზე `სმენა~;
გ) გადაადგილებისას მოსამზადებელი კომანდა `მარცხენა მხარზე~ გაიცემა მარცხენა ფეხის დადგმისთანავე, შესასრულებელი კომანდა `იარაღი!~ გაიცემა იმავე ფეხის მეორედ დადგმისთანავე.
4. დგომიდან `იარაღი მარცხენა მხარზე~ გადასვლა დგომზე `იარაღი მკერდთან~ სრულდება ორდათვლიანი მოქმედებით. ამისათვის გაიცემა კომანდა `მკერდთან, იარაღი!~, რომელიც სრულდება შემდეგი წესით:
ა) შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~, სამხედრო მოსამსახურემ პირველი ორი მოქმედება უნდა შეასრულოს ისევე, როგორც მოქმედებები თვლაზე ერთი და ორი, დგომიდან `იარაღი მარცხენა მხარზე~ დგომზე `იარაღი ფეხთან~ გადასვლისას;
ბ) გადაადგილებისას მოსამზადებელი კომანდა `მკერდთან~ გაიცემა მარცხენა ფეხის ზედაპირზე დადგმისთანავე, შესასრულებელი კომანდა `იარაღი!~ გაიცემა იმავე ფეხის მეორედ დადგმისთანავე.
5. დგომიდან `იარაღი მარჯვენა მხარზე~ გადასვლა დგომზე `იარაღი მარცხენა მხარზე~ სრულდება ოთხდათვლიანი მოქმედებით. ამისათვის გაიცემა კომანდა `მარცხენა მხარზე, იარაღი!~, რომელიც იგი სრულდება შემდეგი წესით:
ა) შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~, პირველი მოქმედება სრულდება ისევე, როგორც დგომიდან `იარაღი მარჯვენა მხარზე~ დგომზე `იარაღი ფეხთან~ გადასვლისას;
ბ) თვლაზე ორი, სამხედრო მოსამსახურემ უნდა გაითავისუფლოს მარჯვენა ხელი და მოსჭიდოს კონდახის ვიწრო ადგილს;
გ) თვლაზე სამი და ოთხი მოქმედება სრულდება ისევე, როგორც დგომიდან `იარაღი მკერდთან~ დგომზე `იარაღი მარცხენა მხარზე~ გადასვლისას;
დ) გადაადგილებისას მოსამზადებელი კომანდა `მკერდთან~ გაიცემა მარცხენა ფეხის ზედაპირზე დადგმისთანავე, შესასრულებელი კომანდა `იარაღი!~ გაიცემა იმავე ფეხის მეორედ დადგმისთანავე.
6. დგომიდან `იარაღი მარცხენა მხარზე~ გადასვლა დგომზე `იარაღი მარჯვენა მხარზე~ სრულდება ხუთდათვლიანი მოქმედებით. ამისთვის გაიცემა კომანდა `მარჯვენა მხარზე, იარაღი!~, რომელიც სრულდება შემდეგი წესით:
ა) შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~, სამხედრო მოსამსახურემ ორი მოქმედებით უნდა მიიღოს დგომი `იარაღი მკერდთან~;
ბ) თვლაზე სამი ოთხი და ხუთი მოქმედებები სრულდება ისევე, როგორც დგომიდან `იარაღი მკერდთან~ დგომზე `იარაღი მარჯვენა მხარზე~ გადასვლისას;
გ) გადაადგილებისას მოსამზადებელი კომანდა `მარჯვენა მხარზე~ გაიცემა მარჯვენა ფეხის ზედაპირზე დადგმისთანავე, შესასრულებელი კომანდა `იარაღი!~ გაიცემა იმავე ფეხის მეორედ დადგმისთანავე.
7. დგომებიდან `იარაღი მარჯვენა/მარცხენა მხარზე~ გადასვლა დგომზე `იარაღი ყარაულზე~ სრულდება მხოლოდ ადგილზე დგომისას. ამისთვის გაიცემა კომანდა `ყარაულზე, იარაღი!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~, ჯარისკაცმა უნდა მიიღოს დგომი `იარაღი მკერდთან~ მარჯვენა/მარცხენა მხრიდან, შემდეგ ერთი მოქმედებით მიიღოს დგომი `იარაღი ყარაულზე~ ისევე, როგორც დგომიდან `იარაღი მკერდთან~ დგომზე `იარაღი ყარაულზე~ გადასვლისას.
8. დგომიდან `იარაღი ყარაულზე~ დგომებზე `იარაღი მარჯვენა/მარცხენა მხარზე~ გადასვლისთვის, გაიცემა კომანდა `მარჯვენა/მარცხენა მხარზე, იარაღი!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~ სამხედრო მოსამსახურემ ერთი მოქმედებით უნდა მიიღოს დგომი `იარაღი მკერდთან~ და შემდეგ შეასრულოს დანარჩენი მოქმედებები ისევე, როგორც დგომიდან `იარაღი მკერდთან~ დგომებზე `იარაღი მარჯვენა/მარცხენა მხარზე~ გადასვლისას.
მუხლი 43. დგომი ,,იარაღი ქამარზე~
1. სამხედრო მოსამსახურე ინარჩუნებს იარაღს ქამარზე ყველა თავისუფალი დგომისას.
2. ინდივიდუალურად და ქვედანაყოფის მიერ იარაღით სამწყობრო ილეთები სრულდება დგომიდან `იარაღი ქამარზე~, გარდა ხიშტდანის მოხსნა/მორგებისა და იარაღის შეკრებისა, რომლებიც სრულდება დგომიდან `იარაღი ფეხთან~.
3. მოწყობრში დგომისას, დგომზე `იარაღი ქამარზე~ ხელით მისალმება სრულდება კომანდაზე `მხედრული, სალამი!~.
4. სამწყობრო მომზადებისა და ცერემონიების განმავლობაში ოცეულის მეთაური და ოცეულის სერჟანტი თავიანთ კარაბინებს ატარებენ დგომზე `იარაღი ქამარზე~ და ამ დგომიდან ისინი ასრულებენ მხოლოდ მხედრულ მისალმებას. აღნიშნული ეხება ათეულის მეთაურებს, როდესაც ისინი ატარებენ სამწყობრო მომზადებას ათეულთან, როგორც ცალკეულ ქვედანაყოფთან.
5. თუ ქვედანაყოფის ყველა წევრი ატარებს კარაბინს ქამარზე, ოცეულის მეთაური და ოცეულის სერჟანტი ასრულებენ მხოლოდ მხედრულ მისალმებას. ისინი კარაბინს მხრიდან არ იხსნიან.
6. დგომიდან `იარაღი ფეხთან~ დგომზე `იარაღი ქამარზე~ გადასვლისათვის გაიცემა კომანდა `ქამარზე, იარაღი!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~ სამხედრო მოსამსახურემ მარცხენა ხელი უნდა მოსჭიდოს კარაბინის ქამარს ზედა საჭერთან, გაუშვას მარჯვენა ხელი კარაბინის კონდახს და გამართოს მარცხენა ხელი. მარჯვენა ხელი და მკლავი მოათავსოს ქამარსა და კარაბინს შორის და ქამარი მარჯვენა მხარზე გადაიკიდოს. მარჯვენა ხელი ქამარს ისე უნდა მოსჭიდოს, რომ მაჯა იყოს გამართული, მარჯვენა წინამკლავი – ჰორიზონტალურად, იდაყვი – მჭიდროდ მიდებული სხეულის გვერდზე, ხოლო კარაბინი – ვერტიკალურად გასწორებული. ამის შემდეგ მარცხენა ხელი უნდა გაუშვას ქამარს და მკვეთრი მოძრაობით მიიდოს მარცხენა გვერდზე ისე, როგორც დგომზე `სმენა~.
7. დგომიდან `იარაღი ქამარზე~ დგომზე `იარაღი ფეხთან~ გადასვლისათვის გაიცემა კომანდა `ფეხთან, იარაღი!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~, სამხედრო მოსამსახურემ მარცხენა ხელი უნდა მოსჭიდოს კარაბინის ქამარს ზედა საჭერთან, გაუშვას მარჯვენა ხელი და კარაბინი მხრიდან ჩამოიღოს. მოსჭიდოს მარჯვენა ხელი ლულას და კარაბინი ვერტიკალურად ასწიოს. გაუშვას მარცხენა ხელი ქამარს და მოსჭიდოს თერმორეაქტიული პლასტმასის სალულეს დელტისებრი რგოლის ზემოთ. გაუშვას მარჯვენა ხელი ლულას და მიიღოს დგომი `იარაღი ფეხთან~.
8. თუ ელემენტს დგომზე `იარაღი ფეხთან~ კარაბინი აქვს მოშვებული ან დაჭიმული ქამრით და მეთაურს სურს შეცვალოს ქამრის მდგომარეობა, იგი გასცემს კომანდას `მოუშვი/დაჭიმე, ქამარი!~. შესასრულებელ კომანდაზე `ქამარი!~, სამხედრო მოსამსახურემ მარცხენა ხელი უნდა მოსჭიდოს კარაბინის თერმორეაქტიული პლასტმასის სალულეს დელტისებრი რგოლის ზემოთ და მარჯვენა ხელით კარაბინის კონდახი მარჯვენა თეძოზე მოათავსოს. დახაროს კარაბინი წინ ისე, რომ თერმორეაქტიული პლასტმასის სალულე მოთავსდეს მარჯვენა მკლავზე, ქამრის დასაჭიმად ან მოსაშვებად ორივე ხელი უნდა გამოიყენოს. შემდეგ მარცხენა ხელი უნდა მოსჭიდოს თერმორეაქტიული პლასტმასის სალულეს და გადაიტანოს კარაბინი გვერდზე ისე, როგორც დგომზე `იარაღი ფეხთან~. ამავე დროს, მარჯვენა ხელი გვერდისკენ წაიღოს და კარაბინის კონდახს მოსჭიდოს. კონდახზე მარჯვენა ხელის მოჭიდების შემდეგ, უნდა გაუშვას მარცხენა ხელი და მკვეთრი მოძრაობით მიიტანოს გვერდზე, როგორც დგომზე `სმენა~ და მიიღოს დგომი `იარაღი ფეხთან~.
9. თუ ელემენტს დგომზე `იარაღი ქამარზე~ კარაბინის ქამარი მოშვებული ან დაჭიმული აქვს და მეთაურს სურს შეცვალოს ქამრის მდგომარეობა, იგი გასცემს კომანდას `მოუშვი/დაჭიმე, ქამარი!~. შესასრულებელ კომანდაზე `ქამარი!~, ჯარისკაცმა მარცხენა ხელი უნდა მოსჭიდოს კარაბინის ქამარს ზედა საჭერთან, გაუშვას მარჯვენა ხელი კარაბინის კონდახს და იარაღი მხრიდან მოიხსნას; მარჯვენა ხელი მოსჭიდოს კარაბინის ლულას და კარაბინი ვერტიკალურად დაიჭიროს. მარცხენა ხელით კარაბინის კონდახი მარჯვენა თეძოზე ისე უნდა მოათავსოს, რომ იარაღის სალულე მოთავსდეს მარჯვენა მკლავზე. ქამრის დასაჭიმად ან მოსაშვებად ორივე ხელი უნდა გამოიყენოს. შემდეგ მარჯვენა ხელი კარაბინის ლულას მოსჭიდოს და კარაბინი ვერტიკალურად დაიჭიროს. მარცხენა ხელი მოსჭიდოს ქამარს ზედა საჭერთან, მარჯვენა ხელი და მკლავი მოათავსოს ქამარსა და კარაბინს შორის და ქამარი მარჯვენა მხარზე გადაიკიდოს. მარჯვენა ხელი ქამარს მოსჭიდოს ისე, რომ მაჯა იყოს გამართული, მარჯვენა წინამკლავი ჰორიზონტალურად, იდაყვი მჭიდროდ მიდებული გვერდზე, ხოლო კარაბინი გასწორებული ვერტიკალურად. მარცხენა ხელი უნდა გაუშვას ქამარს და მკვეთრი მოძრაობით მიიდოს მარცხენა გვერდზე ისევე, როგორც დგომზე `სმენა~.
10. თუ რაიმე სხვა კომანდა არ არის გაცემული, მწყობრის შეიარაღებული ელემენტები მოეწყობიან დგომზე `იარაღი ფეხთან~ მოშვებული ქამრებით. დგომიდან `იარაღი ქამარზე~ დაჭიმული ქამრებით, დგომზე `იარაღი ფეხთან~ გადასვლისას, კომანდაზე `ფეხთან, იარაღი!~, ჯერ სრულდება ქამრის მოშვება და შემდეგ უნდა მიიღონ დგომი `იარაღი ფეხთან~.
მუხლი 44. სამწყობრო ილეთების შესრულება სხვა იარაღით
1. სამწყობრო ილეთები კალაშნიკოვის ავტომატით სრულდება #2 დანართის შესაბამისად.
2. სამწყობრო ილეთები 7,62 მმ-იანი თვითდამტენი კარაბინით (СКС) სრულდება #3 დანართს შესაბამისად.
3. სამწყობრო ილეთები სპეციალური იარაღით (ტყვიამფრქვევი – NEGEV, ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი – M7, პისტოლეტი) სრულდება #4 დანართის შესაბამისად.
4. სამწყობრო ილეთები ხმლით სრულდება #5 დანართის შესაბამისად.
თავი VI
ათეულის სამწყობრო მომზადება
მუხლი 45. ათეულის მწყობრის სახეები
1. ათეულს აქვს ორი სახის მწყობრი:
ა) გაშლილი მწყობრი;
ბ) კოლონა (სალაშქრო მწყობრი).
2. კოლონიდან ათეული შეიძლება გადაეწყოს კოლონაში ორ-ორად.
3. თუ ათეული მოწყობილია გაშლილ მწყობრში, გათვლა ტარდება მარჯვნიდან მარცხნივ, კოლონაში კი – ფრონტიდან სიღრმეში.
4. ათეული, როგორც წესი, გადაადგილდება კოლონაში, მაგრამ მცირე მანძილებზე ათეული შეიძლება გაშლილი მწყობრითაც გადაადგილდეს.
5. თუ ათეული ასრულებს სამწყობრო მომზადებას, როგორც ცალკეული ქვედანაყოფი, ათეულის მეთაური პირად იარაღს ატარებს მდგომარეობაში `ქამარზე~.
6. თუ ათეული მოწყობილია გაშლილ მწყობრში, მისი მეთაური იკავებს ადგილს ქვედანაყოფის ცენტრიდან სამი ნაბიჯის დაშორებით, სახით მისკენ. ხოლო, როცა ათეული მოწყობილია კოლონაში ან კოლონაში ორ-ორად, ათეულის მეთაური იკავებს ადგილს ქვედანაყოფის ცენტრიდან სამი ნაბიჯის დაშორებით მარცხენა მხარეს. თუ ათეული ასრულებს სამწყობრო მომზადებას უფრო დიდი ქვედანაყოფის შემადგენლობაში, მისი მეთაური ათეულში იკავებს პირველ პოზიციას და იარაღს ატარებს ისე, როგორც ათეულის დანარჩენი წევრები.
მუხლი 46. ათეულის მოწყობა
1. ათეული, როგორც წესი, ეწყობა გაშლილ მწყობრში, საჭიროების შემთხვევაში კი შეიძლება გადაეწყოს კოლონაში (იხ. სურათი 17).
[pic]
სურათი 17. ათეულის მწყობრი
2. ათეულის ნორმალური ინტერვალით მოსაწყობად, ათეულის მეთაური დგება დგომზე `სმენა~ და გასცემს კომანდას `მოეწყვეთ!~. ამას მოსდევს ათეულის პირადი შემადგენლობის შემდეგი ერთდროული მოქმედებები:
ა) თითოეული წევრი სირბილით მიემართება თავისი ადგილისაკენ მწყობრში;
ბ) მარჯვენა ფლანგზე მყოფი სამხედრო მოსამსახურე დგება ისე, რომ ათეულის მეთაური აღმოჩნდეს ათეულიდან სამი ნაბიჯით წინ და ცენტრში;
გ) მარჯვენა ფლანგზე მდგომი სამხედრო მოსამსახურე იღებს დგომს `სმენა~, განზე შლის მარცხენა ხელს და ასწევს მხრის დონეზე იდაყვში მოუხრელად, თითები აქვს გამართული და შეერთებული, ხელისგული ქვემოთ არის მიმართული და ხელი არის სხეულთან ერთ ხაზში. თუ იგი თვითონ უნდა გაუსწორდეს მის მარჯვნივ მდგომ ელემენტს, მაშინ იგი აბრუნებს თავს მარჯვნივ და გაუსწორდება მას;
დ) მარჯვენა ფლანგის სამხედრო მოსამსახურიდან öმარცხნივ ყველაზე ახლოს მდგომი სამხედრო მოსამსახურე იღებს დგომს `სმენა~, აბრუნებს თავს მარჯვნივ და ხელს სწევს ისევე, როგორც მის მარჯვნივ მდგომი. მოძრაობს წინ და უკან მოკლე ნაბიჯებით, სანამ ზუსტად გაუსწორდება მარჯვენა ფლანგის სამხედრო მოსამსახურეს. შემდეგ კი ზუსტი ინტერვალის დასაკავებლად დგამს მოკლე ნაბიჯებს მარცხნივ და მარჯვნივ მანამ, სანამ მისი მხარი შეეხება მარჯვენა ფლანგის სამხედრო მოსამსახურის თითის წვერებს. მას შემდეგ, რაც მარცხნივ მდგომი მიიღებს ნორმალურ ინტერვალს, თითოეული ინდივიდუალურად დაუშვებს ხელს, მკვეთრი მოძრაობით მიაბრუნებს თავს წინ და იღებენ დგომს ,,სმენა~;
ე) მარჯვენა ფლანგის სამხედრო მოსამსახურე მკვეთრი მოძრაობით დაუშვებს მარცხენა ხელს გვერდზე და მიიღებს დგომს `სმენა~;
ვ) ათეულის ყველა დანარჩენი წევრი ასრულებს იმავე მოქმედებებს, გარდა მარცხენა ფლანგის ბოლო სამხედრო მოსამსახურისა. ის არ სწევს მარცხენა ხელს.
3. ათეულის ახლო ინტერვალით მოწყობა სრულდება ისევე, როგორც ნორმალური ინტერვალით, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად გაიცემა კომანდა `ახლო ინტერვალით, მოეწყვეთ!~. ათეულის წევრები განლაგდებიან ახლო ინტერვალით, მარცხენა ხელის გულს მიიდებენ მარცხენა თეძოზე (თითები გამართულია, შეერთებულია და მიმართულია დაბლა) ისე, რომ იდაყვი იყოს სხეულთან ერთ ხაზში და ეხებოდეს მარცხნივ მდგომი სამხედრო მოსამსახურის მარჯვენა მკლავს.
4. ათეულის კოლონაში მოწყობისათვის, ათეულის მეთაური დგება დგომზე `სმენა~ და გასცემს კომანდას `კოლონაში, მოეწყვეთ!~. აღნიშნულს მოსდევს ათეულის პირადი შემადგენლობის შემდეგი ერთდროული მოქმედებები:
ა) თითოეული წევრი სირბილით მიემართება თავისი ადგილისაკენ მწყობრში;
ბ) კოლონის პირველი სამხედრო მოსამსახურე დგება ისე, რომ ათეულის მეთაური აღმოჩნდეს ათეულიდან მარცხნივ სამი ნაბიჯის დაშორებით და ცენტრში;
გ) დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეები უსწორდებიან პირველ სამხედრო მოსამსახურეს, მარცხენა ხელს წინ ასწევენ მხრის დონეზე იდაყვში მოუხრელად (თითები გამართულია, შეერთებული და ხელისგული მიმართულია ქვემოთ) და დაიკავებენ სწორ დისტანციას კოლონაში;
დ) დადგენილი დისტანციის დაკავების შემდეგ, ყველა სამხედრო მოსამსახურე ინდივიდუალურად, მკვეთრი მოძრაობით დაუშვებს მარცხენა ხელს გვერდზე და მიიღებს დგომს `სმენა~.
5. თუ ათეულის წევრებს აქვთ იარაღი, ისინი მოეწყობიან დგომზე `იარაღი ფეხთან~ ან `იარაღი ქამარზე~. უსაფრთხოებისათვის კომანდები `შეამოწმე, იარაღი!~, `მოემზადე, მკერდთან, იარაღი!~ უნდა გაიცეს ყოველი მოწყობისას და კომანდის `დაიშალეთ!~ გაცემამდე.
მუხლი 47. ათეულის გათვლა
1. ათეულის გათვლა სრულდება როგორც გაშლილ მწყობრში, ასევე კოლონაში. ამისათვის გაიცემა კომანდა `ათეულო, გაითვალე!~.
2. ათეულის გაშლილ მწყობრში გათვლა სრულდება მარჯვნიდან მარცხნივ. შესასრულებელ კომანდაზე `გაითვალე!~ ათეულის თითოეული წევრი, გარდა მარჯვენა ფლანგზე მდგომისა, თავსა და მზერას მარჯვნივ მიაბრუნებს. მარჯვენა ფლანგზე მდგომი სამხედრო მოსამსახურე გაითვლის: ერთი. ათეულის დანარჩენი წევრები გაითვლიან რიგითობის მიხედვით (ორი, სამი...). ყველა მათგანი რიცხვის დასახელებისთანავე აბრუნებს თავს პირდაპირ.
3. ათეულის კოლონაში გათვლა სრულდება ფრონტიდან სიღრმეში. შესასრულებელ კომანდაზე `გაითვალე!~, კოლონის თავში მდგომი სამხედრო მოსამსახურე თავს აბრუნებს მარჯვნივ და გაითვლის: ერთი. ამის შემდეგ სწრაფად აბრუნებს თავს პირდაპირ და მიიღებს დგომს `სმენა~. ათეულის დანარჩენი წევრები იმავე თანმიმდევრობით ასახელებენ თავიანთ ნომრებს. ბოლო სამხედრო მოსამსახურე თავისი ნომრის დაძახებისას არ აბრუნებს თავს მარჯვნივ.
მუხლი 48. გაშლილ მწყობრში ინტერვალის შეცვლა
1. გაშლილ მწყობრში ინტერვალის შეცვლისას ათეულის თითოეულმა წევრმა რომ გაიგოს, თუ რამდენი ნაბიჯი უნდა გადადგას, ამისათვის ათეულის მეთაურმა ინტერვალის შეცვლაზე კომანდის გაცემამდე უნდა გასცეს კომანდა: `ათეულო, გაითვალე!~. ელემენტებმა ინტერვალის შეცვლისას არ უნდა ასწიონ მკლავები.
2. ნორმალური ინტერვალიდან ახლო ინტერვალზე გადასასვლელად გაიცემა კომანდა: `ახლო ინტერვალით ნაბიჯით, იარ!~.é შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, მარჯვენა ფლანგზე მდგომი სამხედრო მოსამსახურე რჩება ადგილზე, ხოლო მის მარცხნივ მდგომი ასრულებს ბრუნს მარჯვნივ ისე როგორც გადაადგილებისას გადადგამს თავის ნომერზე ერთით ნაკლებ ნაბიჯს (მაგ. მეხუთე გადადგამს ოთხ ნაბიჯს) ჩერდება და ასრულებს ბრუნს მარცხნისაკენ.
3. ახლო ინტერვალიდან ნორმალურ ინტერვალზე გადასასვლელად გაიცემა კომანდა: `ნორმალური ინტერვალით ნაბიჯით, იარ!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~ მარჯვენა ფლანგზე მდგომი პირველი სამხედრო მოსამსახურე რჩება ადგილზე, ხოლო მის მარცხნივ მდგომები ასრულებენ ბრუნს მარცხნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას, გადადგამენ თავიანთ ნომრებზე ერთით ნაკლებ ნაბიჯს (მაგ. მეცხრე ელემენტი გადადგამს რვა ნაბიჯს), ჩერდებიან და ასრულებენ ბრუნს მარჯვნისაკენ.
4. ნორმალური ინტერვალიდან ორმაგ ინტერვალზე გადასვლისთვის გაიცემა კომანდა `ორმაგი ინტერვალით ნაბიჯით, იარ!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, მარჯვენა ფლანგის პირველი სამხედრო მოსამსახურე რჩება ადგილზე. მისგან მარცხნივ მდგომი ათეულის ყველა წევრი შებრუნდება მარცხნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას, გადადგამენ თავიანთ ნომრებზე ერთით ნაკლებ ნაბიჯს (მაგალითად, მეშვიდე გადადგამს ექვს ნაბიჯს), ჩერდებიან და ასრულებენ ბრუნს მარჯვნისაკენ.
5. ორმაგი ინტერვალიდან ნორმალურ ინტერვალზე გადასვლისთვის, გაიცემა კომანდა `ნორმალური ინტერვალით ნაბიჯით, იარ!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, მარჯვენა ფლანგის პირველი სამხედრო მოსამსახურე რჩება ადგილზე, მისგან მარცხნივ მდგომი ათეულის ყველა წევრი შებრუნდება მარჯვნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას, გადადგამენ თავიანთ ნომრებზე ერთით ნაკლებ ნაბიჯს (მაგალითად, ნომერი სამი გადადგამს ორ ნაბიჯს) ჩერდებიან და ასრულებენ ბრუნს მარცხნისაკენ.
6. გაშლილ მწყობრში ინტერვალის შეცვლის დროს ათეულის მეთაური დგამს შესაბამისი რაოდენობის ნაბიჯებს, რათა შეინარჩუნოს პოზიცია ათეულიდან სამი ნაბიჯით წინ და ცენტრში, სახით ათეულისკენ.
მუხლი 49. ათეულის ხაზში გასწორება
1. ათეულის ხაზში გასასწორებელი კომანდის გაცემამდე, ათეულის მეთაური გასცემს შესაბამის კომანდას, რათა ათეულმა მიიღოს სასურველი ინტერვალი.
2. ნორმალური ინტერვალით ათეულის ხაზში გასასწორებლად გაიცემა კომანდები: `სწორება მარჯვნივ, სწორდი!~ და `სწორება, პირდაპირ!~ და სრულდება შემდეგი წესით:
ა) შესასრულებელ კომანდაზე `სწორდი!~ მარჯვენა ფლანგზე მდგომი პირველი სამხედრო მოსამსახურე რჩება ადგილზე. ათეულის თითოეული წევრი მარჯვენა ფლანგზე მდგომის გარდა, აბრუნებს თავსა და მზერას მარჯვნივ და უსწორდება მის მარჯვნივ მდგომს. ათეულის ყველა წევრი, ათეულის მარცხენა ფლანგზე მდგომის გარდა, განზე შლის მარცხენა მკლავს (იდაყვში მოუხრელად, თითები გამართული და შეერთებული, ხელისგული ქვემოთ მიმართული და სხეულთან ერთ ხაზში გასწორებული). ათეულის ყველა წევრი, გარდა მარჯვენა ფლანგზე მდგომისა, გადადგამს მოკლე ნაბიჯებს მარჯვნივ ან მარცხნივ იქამდე, სანამ მათი მხარი შეეხება მარჯვნივ მდგომი სამხედრო მოსამსახურის თითის წვერს (იხ. სურათი 18);
[pic]
სურათი 18. ხაზში გასწორება ნორმალური ინტერვალით
ბ) შესასრულებელ კომანდაზე `პირდაპირ!~ ათეულის ყველა ელემენტი მკვეთრი მოძრაობით მიიღებს დგომს `სმენა~.
3. თუ ათეულის მეთაურს სურს ათეულის ხაზში უფრო ზუსტად გასწორება, შესასრულებელ კომანდაზე `სწორდი!~, ის ასრულებს ბრუნს ნახევრად მარცხნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას და გადაადგილდება ყველაზე პირდაპირი მარშრუტით ათეულისაკენ. იგი ჩერდება ათეულთან ერთ ხაზზე, ათეულის მარჯვენა ფლანგზე მდგომი პირველი ელემენტისგან ერთი ნაბიჯის დაშორებით და ასრულებს ბრუნს მარჯვნისაკენ. ამ პოზიციიდან ის ამოწმებს ათეულის სისწორეს და მიუთითებს სამხედრო მოსამსახურეებს, რომ გადაადგილდნენ წინ ან უკან, საჭიროების მიხედვით. ათეულის მეთაური მათ მიმართავს წოდებით და გვარებით ან ნომრებით მაგალითად: `რიგითო მაისურაძე, ოთხი სანტიმეტრით წინ~ ან `მერვე ნომერო, ათი სანტიმეტრით უკან!”. ათეულის მეთაური რჩება დგომზე `სმენა~ და დგამს მოკლე ნაბიჯებს მარცხნივ ან მარჯვნივ, რათა შეამოწმოს ათეულის სისწორე. ათეულის ხაზში გასწორების შემდეგ, ათეულის მეთაური უსწორდება მარჯვენა ფლანგზე მდგომ პირველ ელემენტს. ამისთვის დგამს რამდენიმე მოკლე ნაბიჯს მარჯვნივ ან მარცხნივ. იგი ბრუნდება ნახევრად მარჯვნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას და უბრუნდება თავის საწყის პოზიციას (ათეულის ცენტრში), ჩერდება მწყობრის პერპენდიკულარულად, ბრუნდება მარცხნისაკენ და გასცემს კომანდას `სწორება, პირდაპირ!~. ეს მოქმედებები სრულდება იმავე წესით, როდესაც ათეული სწორდება ხაზში ახლო ან ორმაგი ინტერვალით.
4. ათეულის ხაზში ახლო ინტერვალით გასასწორებლად გაიცემა კომანდები: `ახლო ინტერვალით სწორება მარჯვნივ, სწორდი!~ და `სწორება, პირდაპირ!~. ეს კომანდები სრულდება იმგვარად, როგორც ნორმალური ინტერვალით ხაზში გასწორებისას, იმ განსხვავებით, რომ ათეულის ელემენტები ერთმანეთს უსწორდებიან ახლო ინტერვალით (იხ. სურათი 19).
[pic]
სურათი 19. ხაზში გასწორება ახლო ინტერვალით
5. ათეულის ხაზში ორმაგი ინტერვალით გასასწორებლად გაიცემა კომანდები: `ორმაგი ინტერვალით, სწორება მარჯვნივ, სწორდი!~ და `სწორება, პირდაპირ!~. ეს კომანდები გაიცემა მხოლოდ მაშინ, როდესაც პირადი შემადგენლობა არის იარაღის გარეშე ან იარაღი აქვთ მდგომარეობაში `ქამარზე~ შესასრულებელ კომანდაზე `სწორდი!~, ათეულის თითოეული წევრი, გარდა მარჯვენა ფლანგზე მდგომისა, თავსა და მზერას მიმართავს მარჯვნივ და უსწორდება მის მარჯვნივ მდგომს. ამავე დროს, თითოეული სამხედრო მოსამსახურე განზე გაშლის ორივე მკლავს (მარჯვენა ფლანგზე მდგომი მხოლოდ მარცხენა მკლავს, მარცხენა ფლანგზე მდგომი მხოლოდ მარჯვენა მკლავს) და დგამენ მოკლე ნაბიჯებს მარცხნივ ან მარჯვნივ (გარდა მარჯვენა ფლანგზე მდგომისა) იქამდე, სანამ მათი თითის წვერები შეეხება მათ მარცხნივ და მარჯვნივ მდგომი სამხედრო მოსამსახურეების თითის წვერებს.
6. ათეულის კოლონაში გასწორებისთვის გაიცემა კომანდები: `გაუსწორდი!~ და `დაუშვით, ხელი!~, იგი სრულდება შემდეგი წესით:
ა) კომანდაზე `გაუსწორდი!~ ათეულის თითოეული წევრი (გარდა კოლონაში ნომერ პირველისა) ასწევს მარცხენა მკლავს ჰორიზონტალურად, იდაყვში მოუხრელად, ცერა და დანარჩენი თითები გამართულია და შეერთებული, ხელისგული მიმართულია დაბლა და წინ მდგომი სამხედრო მოსამსახურის ზურგს დაშორებულია ერთი მკლავის სიგრძეს დამატებული დაახლოებით 15 სანტიმეტრის მანძილზე. ამავე დროს, ათეულის ყველა წევრი უსწორდება მის წინ მდგომ სამხედრო მოსამსახურეს;
ბ) დგომზე `სმენა~ გადასასვლელად გაიცემა კომანდა `დაუშვით, ხელი!~. ამ კომანდაზე ათეულის ყველა წევრი მკვეთრი მოძრაობით მიიღებს დგომს `სმენა~.
7. თუ ათეულის პირად შემადგენლობას თან აქვს იარაღი, ათეულის ხაზში გასწორება სრულდება დგომებიდან `იარაღი ფეხთან~ ან `იარაღი ქამარზე~, გარდა ორმაგი ინტერვალით ხაზში გასწორებისა, რომელიც სრულდება მხოლოდ დგომიდან „იარაღი ქამარზე“.
მუხლი 50. გადაადგილება ათეულის შემადგენლობაში
1. ათეული გაშლილი მწყობრით შეიძლება მხოლოდ მცირე მანძილზე გადაადგილდეს.
2. დიდ მანძილზე ათეული გადაადგილდება კოლონაში.
3. გაშლილი მწყობრიდან კოლონაში გადასვლისთვის გაიცემა კომანდა `მარჯვნისა-კენ!~.
4. გაშლილი მწყობრიდან ახლო ინტერვალით, კოლონაში გადასვლისას დისტანცია სამხედრო მოსამსახურეებს შორის იქნება სწორ დისტანციაზე ნაკლები. ამ დროს ათეული შეიძლება გადაადგილდეს მოკლე მანძილზე, ნახევარი ნაბიჯით. გადაადგილებისას სწორ დისტანციაზე გადასვლისთვის გაიცემა კომანდა `სრული ნაბიჯით, იარ!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, პირველი სამხედრო მოსამსახურე დგამს კიდევ ერთ ნახევარ ნაბიჯს და შემდეგ იწყებს გადაადგილებას სრული ნაბიჯით. ათეულის თითოეული წევრი იწყებს სრული ნაბიჯით გადაადგილებას დაახლოებით იმ ადგილიდან, საიდანაც პირველმა სამხედრო მოსამსახურემ დაიწყო სრული ნაბიჯით გადაადგილება ან როგორც კი სწორი დისტანცია აღდგება.
მუხლი 51. კოლონის გადაადგილების მიმართულების შეცვლა
1. ადგილიდან, კოლონის გადაადგილების მიმართულების შესაცვლელად 45°-ით ან 90°-ით, გაიცემა კომანდა `კოლონა მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ) ნაბიჯით, იარ!~ ან `კოლონა ნახევრად მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ) ნაბიჯით, იარ!~. იგი სრულდება შემდეგი წესით:
ა) შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, მიმმართველი ელემენტი შებრუნდება მარცხნისაკენ (მარჯვნისაკენ) მარჯვენა (მარცხენა) ფეხის წვერზე, ისე როგორც გადაადგილებისას, გადადგამს სრულ ნაბიჯს მარცხენა ფეხით მითითებული მიმართულებით და გააგრძელებს გადაადგილებას სრული ნაბიჯით;
ბ) მწყობრში ნომერი ორი სამხედრო მოსამსახურე საჭიროების მიხედვით ამოკლებს ან ზრდის მისი ნაბიჯის სიგრძეს, რათა მიაღწიოს მიმმართველი სამხედრო მოსამსახურის მიმართულების შეცვლის წერტილს. დაახლობით იმ ადგილზე, სადაც მიმმართველმა სამხედრო მოსამსახურემ შეასრულა ბრუნი, ბრუნდება მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ) წამყვანი ფეხის წვერზე და მიმყოლი ფეხით სრულ ნაბიჯს გადადგამს ახალი მიმართულებით;
გ) ათეულის სხვა წევრები გადაადგილებას დაიწყებენ მარცხენა ფეხით სრული ნაბიჯით და დაახლოებით იმავე ადგილზე შეასრულებენ იმავე მოქმედებებს, რასაც ნომერი ორი სამხედრო მოსამსახურე ასრულებს. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ათეულის კოლონა მიმართულებას შეიცვლის.
2. ათეულის გადაადგილებისას მიმართულების 90°-ით ან 45°-ით შეცვლისთვის, მოსამზადებელი კომანდა `კოლონა მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ)~ ან `კოლონა ნახევრად მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ)~ გაიცემა მობრუნების მიმართულების შესაბამისი ფეხის დადგმისთანავე (მარცხნისაკენ – მარცხენა ფეხის, ხოლო მარჯვნისაკენ – მარჯვენა ფეხის დადგმისას). შესასრულებელი კომანდა `იარ!~ გაიცემა იმავე ფეხის მეორედ დადგმისთანავე. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~ მიმმართველი სამხედრო მოსამსახურე გადადგამს ერთ დამატებით ნაბიჯს, შებრუნდება წამყვანი ფეხის წვერზე მითითებული მიმართულებით, გადადგამს მიმყოლ ფეხს ახალი მიმართულებით და აგრძელებს გადაადგილებას. ათეულის დანარჩენი წევრები აგრძელებენ წინ გადაადგილებას და მობრუნდებიან იმგვარად, როგორც ადგილიდან.
3. გადაადგილებისას ათეულში ყველა სამხედრო მოსამსახურე ზურგისაკენ ბრუნს ასრულებს ერთდროულად და იმგვარად, როგორც ინდივიდუალურ სამწყობრო მომზადებაშია ახსნილი.
4. გადაადგილებისას დაბრკოლებისათვის გვერდის ასავლელად, ათეულის მეთაური გასცემს კომანდას: `მარჯვნივ/მარცხნივ, მიიჯერ!~, მიმმართველი შემოუვლის დაბრკოლებას მარცხნიდან/მარჯვნიდან და განაგრძობს გადაადგილებას მოძრაობის მიმართულებით. ათეულის სხვა წევრები მას მიჰყვებიან.
მუხლი 52. ათეულის გადაადგილება ფლანგებისკენ
კოლონაში გადაადგილებისას ათეული შეიძლება ფლანგისაკენ მხოლოდ მცირე მანძილზე გადაადგილდეს. ამისათვის გაიცემა კომანდა `მარჯვენა (მარცხენა) ფლანგისკენ, იარ!~, რომელიც სრულდება შემდეგი წესით:
ა) მოსამზადებელი კომანდა `მარჯვენა (მარცხენა) ფლანგისკენ“ გაიცემა მობრუნების მიმართულების შესაბამისი ფეხის ზედაპირზე დადგმისთანავე. შესასრულებელი კომანდა გაიცემა იმავე ფეხის მეორედ დადგმისთანავე;
ბ) შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, ათეულის ყველა წევრი გადადგამს კიდევ ერთ ნაბიჯს, შებრუნდება წამყვანი ფეხის წვერზე 90°-ით მითითებული მიმართულებით, მიმყოლი ფეხით გადადგამს ნაბიჯს ახალი მიმართულებით და თავის მიბრუნების გარეშე მარჯვნივ მდგომს უსწორდება.
მუხლი 53. ათეულის ორ რიგად მოწყობა და კოლონაში გადაწყობა
1. თუ ათეული მოწყობილია კოლონაში, კოლონაში ორ-ორად გადაწყობა სრულდება მხოლოდ ადგილიდან. ამისთვის გაიცემა კომანდა `კოლონაში ორორად, მარჯვნიდან (მარცხნიდან) ნაბიჯით, იარ!~ მოსამზადებელ კომანდაზე, მიმმართველი ჯგუფის მეთაური გასცემს დამატებით კომანდას `დარჩით ადგილზე!~. მიმყოლი ჯგუფის მეთაური გასცემს დამატებით კომანდას `კოლონა ნახევრად მარცხნისაკენ (მარჯვნისაკენ) ნაბიჯით!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, მიმყოლი ჯგუფი იწყებს გადაადგილებას და ჯგუფის მეთაური შესაბამის დროს გასცემს კომანდებს: `ადგილზე ნაბიჯით, იარ!~ და `ჯგუფო, სდექ!~ რათა გაჩერდეს წამყვანი ჯგუფის მეთაურთან ერთ ხაზზე. მიმყოლი ჯგუფი ნახევრად მარჯვნისაკენ/მარცხნისაკენ გადაადგილდება ისე, რომ დაიცვას სწორი ინტერვალი.
2. თუ ათეული მოწყობილია კოლონაში ორ-ორად, კოლონაში გადასვლა სრულდება მხოლოდ ადგილიდან. ამისთვის გაიცემა კომანდა `რიგო მარჯვნიდან (მარცხნიდან), ნაბიჯით, იარ!~. მოსამზადებელ კომანდაზე მიმმართველი ჯგუფის მეთაური გასცემს დამატებით კომანდას `პირდაპირ ნაბიჯით!~. მიმყოლი ჯგუფის მეთაური გასცემს დამატებით კომანდას `დარჩით ადგილზე!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~ მიმმართველი ჯგუფის მეთაური გადაადგილდება პირდაპირ. როდესაც მიმმართველი ჯგუფის ზურგში მდგომი, ბოლოდან მეორე ელემენტი გაუსწორდება მიმყოლი ჯგუფის მეთაურს, იგი გასცემს მოსამზადებელ კომანდას `კოლონა ნახევრად მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ), ნაბიჯით~. როდესაც მიმმართველი ჯგუფის ბოლო ელემენტი გაუსწორდება მას და დადგამს მარჯვენა ფეხს, იგი გასცემს შესასრულებელ კომანდას `იარ!~, დაიწყებს მოძრაობას და გადაადგილდება ისე, რომ სწორი დისტანციით მიჰყვეს წამყვან ჯგუფს.
3. ათეულის ორ რიგად მოწყობისა და კოლონაში გადაწყობის დროს ჯგუფის მეთაური კომანდებს თავის მარჯვნივ შებრუნებით გასცემს იმ შემთხვევაში, თუ მიმართულება არის მარჯვნივ ან ჯგუფი უნდა მიჰყვეს მის მარჯვნივ მყოფ ელემენტს. კომანდებს ჯგუფის მეთაური თავის მარცხნივ შებრუნებით გასცემს იმ შემთხვევაში, თუ მიმართულება არის მარცხნივ ან ჯგუფი უნდა მიჰყვეს მის მარცხნივ მყოფ ელემენტს.
მუხლი 54. ათეულის დაშლა
1. ათეული დაშლის წინ დგება დგომზე `სმენა~.
2. თუ მწყობრში მდგომ სამხედრო მოსამსახურეებს თან აქვთ იარაღი, კომანდის `დაიშალეთ!~ გაცემამდე, გაიცემა შემდეგი კომანდები: `შეამოწმეთ, იარაღი!’’, `მოემზადე, მკერდთან, იარაღი!~, `ფეხთან (ქამარზე), იარაღი!~ და შემდეგ კომანდა `დაიშალეთ!~.
3. თუ სამხედრო მოსამსახურეებს თან არ აქვთ იარაღი, გაიცემა მხოლოდ კომანდა `დაიშალეთ!~.
4. თუ სხვა ინსტრუქციები არ არის მითითებული, მწყობრზე პასუხისმგებელი პირის მიერ გაცემული კომანდით `დაიშალეთ!~ მთავრდება მოწყობა.
მუხლი 55. იარაღის შეკრება და აღება
1. ათეულის წევრები ასრულებენ იარაღის შეკრებას თავისი პოზიციებიდან გაშლილ მწყობრში (ნორმალური ინტერვალით) დგომიდან `ფეხთან იარაღი~. გაშლილ მწყობრში ათეულის მეთაური გასცემს კომანდას `ათეულო, გაითვალე!~ და შემდეგ იარაღის შემკრებ სამხედრო მოსამსახურეებს განსაზღვრავს ნომრებით (2-5-8).
2. თუ ათეული არის უფრო დიდი ქვედანაყოფის ნაწილი, იარაღის შეკრება შეიძლება შესრულდეს კოლონაში (ნორმალური ინტერვალით) ამ შემთხვევაში მეორე ან მესამე ათეული არის იარაღის შემკრები ათეული.
3. იარაღის შემკრები სამხედრო მოსამსახურის განსაზღვრის შემდეგ, ათეულის მეთაური გასცემს კომანდას `მოამზადეთ, იარაღი!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~, თითოეული შემკრები სამხედრო მოსამსახურე (ან იარაღის შემკრები ათეული), მარცხენა ხელს მოსჭიდებს თერმორეაქტიული პლასტმასის სალულეს დელტისებრი რგოლის ზემოთ. მარჯვენა ხელით მოათავსებს კარაბინის კონდახს მარჯვენა თეძოზე. გადასწევს კარაბინს წინ ისე, რომ თერმორეაქტიული პლასტმასის სალულე მოთავსდეს მარჯვენა მკლავზე. გამოიყენებს ორივე ხელს, რათა მარეგულირებელი ბალთით ქამარი ისე დაარეგულიროს, რომ შეიქმნას ხუთი სანტიმეტრი დიამეტრის რგოლი ქამრის წინა რგოლკავსა და ბალთას შორის. რგოლის მომზადების შემდეგ, იგი უბრუნდება დგომს `იარაღი ფეხთან~. ამის შემდეგ ათეულის მეთაური გასცემს კომანდას `შეკრიბეთ, იარაღი!~ (იხ. სურათი 20) და სრულდება შემდეგი წესით:
ა) შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~. იარაღის შემკრები თითოეული სამხედრო მოსამსახურე მარცხენა ხელს მოსჭიდებს თერმორეაქტიული პლასტმასის სალულეს, გაუშვებს მარჯვენა ხელს კარაბინის კონდახს და გამართავს მარცხენა ხელს;
ბ) შემდეგ მარჯვენა ხელს მოსჭიდებს კარაბინის ლულას და კარაბინს სხეულის ცენტრში ისე მოათავსებს, რომ ქამრის წინა რგოლკავი მიმართული იყოს ფრონტისკენ. კონდახს (ბოლომდე გაშლილი) ზედაპირზე მოათავსებს ისე, რომ კონდახის ქუსლი გასწორებული იყოს ორივე ფეხის წვერებს შორის ერთ ხაზზე;
გ) იარაღის შემკრები სამხედრო მოსამსახურე გადაიხრება წინ და მარცხენა ხელს მოსჭიდებს კარაბინის თერმორეაქტიული პლასტმასის სალულეს ზედა ნაწილზე (კარაბინი მუდმივად რჩება ვერტიკალურ მდგომარეობაში). მარცხენა ხელის პირველი ორი თითით დაიჭერს რგოლის შიდა ნაწილს. მარჯვენა ხელს მოსჭიდებს რგოლის გარეთა ნაწილს და გაშლის რგოლს სხვა კარაბინების ჩასასმელად.
4. იარაღის შემკრები სამხედრო მოსამსახურის მარჯვენა და მარცხენა გვერდით მდგომი სამხედრო მოსამსახურეები, შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~ ერთდროულად ასრულებენ შემდეგ მოქმედებებს:
ა) იარაღის შემკრები სამხედრო მოსამსახურის მარჯვნივ მდგომი სამხედრო მოსამსახურე მარცხენა ხელს მოსჭიდებს თერმორეაქტიულ პლასტმასის სალულეს. გაუშვებს მარჯვენა ხელს კარაბინის კონდახს, გამართავს მარცხენა ხელს და მარჯვენა ხელს მოსჭიდებს კარაბინს კონდახის ვიწრო ადგილზე. იდაყვების მოუხრელად იგი დაუშვებს ორივე მკლავს, დაიჭერს კარაბინს ჰორიზონტალურად, ლულა მიმართულია მარცხნისაკენ, ხოლო ლულის კოლოფის ქვედა ნაწილის სარკმელი (სავაზნე კოლოფის ბუდე) ფრონტისკენ;
ბ) იარაღის შემკრები სამხედრო მოსამსახურის მარცხნივ მდგომი სამხედრო მოსამსახურე მარცხენა ხელს მოსჭიდებს კარაბინის კონდახის ვიწრო ადგილს, გაუშვებს მარჯვენა ხელს და მოსჭიდებს თერმორეაქტიულ პლასტმასის სალულეს. იდაყვების მოუხრელად იგი დაუშვებს ორივე მკლავს, დაიჭერს კარაბინს ჰორიზონტალურად, ლულა მიმართულია მარჯვნისაკენ, ხოლო ლულის კოლოფის ქვედა ნაწილის სარკმელი (სავაზნე კოლოფის ბუდე) ფრონტისკენ;
გ) როგორც კი იარაღის შემკრები სამხედრო მოსამსახურე კარაბინს შესაბამის პოზიციაში მოათავსებს, მის მარცხნივ და მარჯვნივ მდგომი ორივე სამხედრო მოსამსახურე გადადგამს ნახევარ ნაბიჯს იმ ფეხით, რომელიც უფრო ახლოსაა იარაღის შემკრებისგან (მარჯვნივ ან მარცხნივ). იარაღის შემკრების მარცხნივ მდგომი ისე ჩასვამს კარაბინის ლულას ქამრის რგოლში, რომ რგოლი მოთავსდეს ლულის ალჩამქრობსა და წინა სამიზნე მოწყობილობას შორის. მას კარაბინი ამ პოზიციაში უჭირავს მანამ, სანამ იარაღის შემკრების მარჯვნივ მდგომი თავის კარაბინს იმავე წესით მოათავსებს მოთავსებული კარაბინის ლულის ზემოთ. ორივე სამხედრო მოსამსახურე, ფეხების გაუნძრევლად, ასწევს თავის კარაბინს ჯერ ზემოთ და შემდეგ დაუშვებენ კონდახით ზედაპირზე. ეს მოძრაობა სრულდება კარაბინების მდგრადობის შენარჩუნების მიზნით. როდესაც შეკრება დასრულდება, სამივე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს დგომს `სმენა~.
5. სამხედრო მოსამსახურეები დამატებით კარაბინებს გადასცემენ მარჯვნივ (კოლონაში, მარჯვნივ ან მარცხნივ) იარაღის შეკრების უახლოესი ადგილსკენ. დამატებითი კარაბინებიანი სამხედრო მოსამსახურეები მოსჭიდებენ მარცხენა ხელს თერმორეაქტიულ პლასტმასის სალულეს, გაუშვებენ მარჯვენა ხელს კარაბინის კონდახს, გამართავენ მარცხენა ხელს და მოსჭიდებენ მარჯვენა ხელს კარაბინის ლულას; გაუშვებენ მარცხენა ხელს და ასწევენ კარაბინებს ვერტიკალურად. ლულის კოლოფის ქვედა ნაწილის სარკმელი მიმართულია ფრონტისკენ, მაჯა გასწორებული მხრის სიმაღლეზე, იდაყვები გამართული. მარჯვენა მკლავი მიმართულია ფრონტისკენ და ოდნავ მარჯვნივ. დამატებითი კარაბინების გადაცემისას, კარაბინი უნდა იყოს ვერტიკალურ მდგომარეობაში და ლულის კოლოფის ქვედა ნაწილის სარკმელი ფრონტისკენ მიმართული. იარაღის შემკრები სამხედრო მოსამსახურის მარცხნივ მდგომი მოსჭიდებს კარაბინის თერმორეაქტიული პლასტმასის სალულეს მარცხენა ხელს. ის სამხედრო მოსამსახურე, რომელიც გადასცემს დამატებით კარაბინს, გაუშვებს რა ხელს კარაბინს, მკვეთრი მოძრაობით მიიღებს დგომს `სმენა~. იარაღის შემკრების მარცხნივ მდგომი გასწევს კარაბინს მარჯვნისაკენ ისე, რომ გაასწოროს სხეულთან ცენტრში, შემდეგ მოსჭიდებს ლულას მარჯვენა ხელს, მაჯა უნდა იყოს მხრის სიმაღლეზე და იდაყვები გამართული. შემდეგ გაუშვებს კარაბინს მარცხენა ხელს, მკვეთრი მოძრაობით მიიდებს მარცხენა გვერდზე ისე, როგორც დგომზე `სმენა~ და კარაბინი გადააქვს ფრონტისკენ ოდნავ მარჯვნივ. იარაღის შემკრები სამხედრო მოსამსახურე იარაღს იღებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესით, იარაღის შემკრები სამხედრო მოსამსახურის მარცხნივ მდგომი მკვეთრი მოძრაობით უბრუნდება დგომს `სმენა~ მას შემდეგ, რაც ხელს გაუშვებს კარაბინს. როდესაც იარაღის შემკრები კარაბინს მიიტანს თავისი სხეულის ცენტრთან და მარჯვენა ხელს მოსჭიდებს ლულას, წინ გადაიხრება და კარაბინს შეკრების ადგილზე უსაფრთხოდ (წინა სამიზნის დაუზიანებლად) მოათავსებს. თუ არსებობს ორი დამატებითი კარაბინი, მეორე კარაბინი ისევე გადაეცემა, როგორც პირველი.
6. იარაღის ასაღებად გაიცემა კომანდა `აიღეთ, იარაღი!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~, დამატებით კარაბინები ბრუნდება ისევე, როგორც მიიღეს. იარაღის შემკრებს უჭირავს კარაბინი და ქამრის რგოლი ისე, როგორც იარაღის შეკრებისას. მარცხნივ და მარჯვნივ მდგომი სამხედრო მოსამსახურეები ისევე დგამენ ნაბიჯებს, როგორც იარაღის შეკრებისას. ისინი წინ იხრებიან და ხელს სჭიდებენ თავის კარაბინს (ერთი ხელი კონდახის ვიწრო ადგილზე, ხოლო მეორე თერმორეაქტიული პლასტმასის სალულეზე) და იკავებენ მას ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. იარაღის შემკრები სამხედრო მოსამსახურის მარჯვნივ მდგომი თავის კარაბინს პირველი ათავისუფლებს და იღებს დგომს `იარაღი ფეხთან~. მარცხნივ მდგომი სამხედრო მოსამასხურე იღებს თავის კარაბინს და მიიღებს დგომს `იარაღი ფეხთან~. იარაღის შემკრები სამხედრო მოსამსახურე მარჯვენა ხელს მოსჭიდებს კარაბინის ლულას, ასწევს და დაიჭერს მას ვერტიკალურად; მარცხენა ხელით მოათავსებს კარაბინის კონდახს მარჯვენა თეძოზე ისე, რომ კარაბინის თერმორეაქტიული პლასტმასის სალულე მოთავსდეს მარჯვენა მკლავზე; ორივე ხელს გამოიყენებს იმისათვის, რომ კარაბინის ქამარი დააბრუნოს საწყის მდგომარეობაში და მიიღებს დგომს `იარაღი ფეხთან~.
[pic]
სურათი 20. იარაღის შეკრება, M4 –სერიის კარაბინი
თავი VII
ოცეულის სამწყობრო მომზადება
მუხლი 56. ოცეულის მწყობრის სახეები
1. ოცეულს აქვს ორი ძირითადი მწყობრი:
ა) გაშლილი მწობრი;
ბ) კოლონა (სალაშქრო მწყობრი).
2. გაშლილ მწყობრში ოცეულის ელემენტები (ათეულები) მოეწყობიან ფრონტიდან სიღრმეში, კოლონაში კი – მარცხნიდან მარჯვნივ.
3. კოლონიდან ოცეულის გადაწყობა შესაძლებელია ერთ რიგში და კოლონაში ორორად (იხ. სურათი 21).
მუხლი 57. ოცეულის მოწყობა
1. ოცეულის სამწყობრო მომზადება მოიცავს ათეულების მიერ სამწყობრო ილეთების შესრულებას ერთ მწყობრში.
2. ოცეულის სამწყობრო მომზადებისას ათეულების წევრები ინდივიდუალურ სამწყობრო ილეთებს ასრულებენ, ამ წესდების მე-4 თავით დადგენილი წესით, ხოლო სამწყობრო ილეთებს იარაღით – ამ წესდების მე-5 თავით დადგენილი წესით.
3. ოცეულის სერჟანტი ითვლება ოცეულის მეთაურად, თუ იგი სამწყობრო მომზადებას ატარებს ოცეულის მეთაურის პოზიციიდან.
4. სამწყობრო მომზადებისა და ცერემონიებისას, როდესაც ოცეული ასრულებს სამწყობრო ილეთებს იარაღით, ოცეულის მეთაური და ოცეულის სერჟანტი ინარჩუნებენ იარაღს მდგომარეობაში `ქამარზე~, გამონაკლისია მხედრული მისალმება. ისინი ხელით მისალმებას ასრულებენ დგომიდან `იარაღი ქამარზე~.
[pic]
სურათი 21. ოცეულის მწყობრები
5. თუ ოცეულს უტარდება სამწყობრო მომზადება (გაშლილ მწყობრში), როგორც ცალკეულ ქვედანაყოფს ან უფრო დიდი ზომის ქვედანაყოფის შემადგენელ ნაწილს, ოფიცრების არყოფნის შემთხვევაში, ოცეულის სერჟანტის ადგილი არის ოცეულის ფრონტიდან სამი ნაბიჯის დაშორებით, ოცეულის ცენტრში. ხოლო თუ ოცეული მოწყობილია კოლონაში, ოცეულის სერჟანტი იკავებს ადგილს ოცეულის მარცხენა ფლანგიდან სამი ნაბიჯის დაშორებით ოცეულის ცენტრში.
6. თუ ოცეულის მეთაური ადგილზეა და ოცეული მოწყობილია გაშლილ მწყობრში ან კოლონაში, ოცეულის სერჟანტის ადგილი არის მწყობრის ზურგიდან ერთი ნაბიჯის დაშორებით, ოცეულის ცენტრში.
7. იმისათვის, რომ ოცეულის სერჟანტმა დაიკავოს თავისი ადგილი ოცეულის გაშლილი მწყობრიდან კოლონაში გადასვლისას, (მაშინ, როცა ოცეულის მეთაური ადგილზეა), კომანდის `მარჯვნისა-კენ!~ შესასრულებელ კომანდაზე `-კენ!~ ოცეულის სერჟანტი შეასრულებს ბრუნს მარცხნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას და გაემართება თავისი ადგილისკენ, ყველაზე პირდაპირი მარშრუტით, გაჩერდება და შეასრულებს ბრუნს მარჯვნისაკენ.
8. იმისათვის, რომ ოცეულის სერჟანტმა თავისი ადგილი დაიკავოს კოლონიდან გაშლილ მწყობრში გადასვლისას, კომანდის `მარცხნისა-კენ!~ შესასრულებელ კომანდაზე `-კენ!~, იგი ბრუნდება მარჯვნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას, გადაადგილდება თავისი ადგილისკენ ყველაზე პირდაპირი მარშრუტით, შეჩერდება ოცეულის ცენტრში და შეასრულებს ბრუნს მარცხნისაკენ. როდესაც რიგები (კოლონები) არ არის გათანაბრებული, ოცეულის სერჟანტი, როგორც წესი, მწყობრის დასაბალანსებლად მიუთითებს სამხედრო მოსამსახურეებს, რომ რიგები შეავსონ. შესაძლებელია, მარჯვენა რიგი თვითონ შეავსოს.
9. თუ ოცეულის სერჟანტი გადააბარებს მწყობრს ოცეულის მეთაურს, მწყობრში თავისი ადგილის დასაკავებლად იგი ყოველთვის მოუვლის მწყობრს მარჯვენა ფლანგიდან (ათეულის მეთაურთა მხრიდან). ოცეულის მეთაური კი მწყობრს ყოველთვის მარცხენა ფლანგიდან მოუვლის.
10. კომანდებზე: `გახსნილი მწკრივებით ნაბიჯით, იარ!~; `უკან ნაბიჯით, იარ!~; `მარჯვნივ (მარცხნივ) ნაბიჯით, იარ!~; `პირდაპირ ნაბიჯით, იარ!~ და იმ კომანდებზე, რომლებიც ოცეულს ინტერვალს შეაცვლევინებს, ოცეულის სერჟანტი ქვედანაყოფთან ერთად სინქრონულად (შესაბამისი ნაბიჯებით) მოძრაობს, რათა მწყობრში თავისი ადგილი შეინარჩუნოს.
11. თუ ოცეული მოწყობილია გაშლილ მწობრში, ოცეულის ელემენტები უსწორდებიან პირველი ათეულის მეთაურს, ხოლო როდესაც ოცეული მოწყობილია კოლონაში, ოცეულის ელემენტები უსწორდებიან მეოთხე ათეულის მეთაურს.
12. თუ ოცეულს დართეს ნება იქონიოს თავისი დროშა, მედროშე იკავებს ადგილს ერთი ნაბიჯით წინ და ორი ნაბიჯით მარჯვნივ იმ პირისგან, რომელიც აწყობს ქვედანაყოფს, სახით მისკენ. როდესაც ოცეულს შეაბრუნებენ მარჯვნისაკენ გადაადგილების დასაწყებად, მედროშე ასრულებს იმავე მოქმედებებს, ისე როგორც განსაზღვრულია ამ წესდების №7 დანართის მე-6 პუნქტით, იმ განსხვავებით, რომ იგი იკავებს ადგილს კოლონის ცენტრში, ფრონტიდან სამი ნაბიჯის დაშორებით. თუ ოცეულის მეთაურს დაკავებული აქვს თავისი ადგილი, მაშინ მედროშე დგება ოცეულის მეთაურის უკან ერთი ნაბიჯის დაშორებით და ორი ნაბიჯით მარცხნივ.
13. თუ ოცეულთან, როგორც ცალკეულ ქვედანაყოფთან, ტარდება სამწყობრო მომზადება, გაშლილ მწყობრში ოცეულის მეთაურის ადგილი არის ოცეულის ფრონტიდან ექვსი ნაბიჯის დაშორებით, ოცეულის ცენტრში; როდესაც ოცეული მოწყობილია კოლონაში, ოცეულის მეთაურის ადგილი არის მარცხენა ფლანგიდან ექვსი ნაბიჯის დაშორებით, ოცეულის ცენტრში. როდესაც ოცეული გადაადგილდება უფრო დიდი ზომის დანაყოფის შემადგენლობაში, ოცეულის მეთაურის ადგილი არის ოცეულის ფრონტიდან ერთი ნაბიჯის დაშორებით, კოლონის ცენტრში.
14. თუ ოცეულის მეთაური გასცემს კომანდებს: `გახსნილი მწკრივებით ნაბიჯით, იარ!~; `უკან ნაბიჯით, იარ!~; `მარჯვნივ (მარცხნივ) ნაბიჯით, იარ!~; `პირდაპირ ნაბიჯით, იარ!~ ან ოცეულს შეუცვლის ინტერვალს, ის ოცეულთან ერთად გადაადგილდება შესაბამისი ნაბიჯებით, რათა მწყობრში თავისი ადგილი შეინარჩუნოს. გაშლილი მწყობრიდან კოლონაზე გადასვლისას, კომანდის `მარჯვნისა-კენ!~ შესასრულებელ კომანდაზე `-კენ!~ ოცეულის მეთაური ბრუნდება მარჯვნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას, გადაადგილდება თავისი ადგილისაკენ ყველაზე პირდაპირი მარშრუტით, ჩერდება და ასრულებს ბრუნს მარცხნისაკენ. კოლონიდან გაშლილ მწყობრში გადასვლისას თავისი ადგილის დასაკავებლად, კომანდის `მარცხნისა-კენ!~ შესასრულებელ კომანდაზე `-კენ!~ ოცეულის მეთაური ბრუნდება მარცხნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას, გადაადგილდება თავისი ადგილისკენ ყველაზე პირდაპირი მარშრუტით, ჩერდება მწყობრთან პერპენდიკულარულად და ასრულებს ბრუნს მარჯვნისაკენ.
მუხლი 58. ოცეულის მოწყობა
1. ოცეული, როგორც წესი, ეწყობა გაშლილ მწყობრში. საჭიროების შემთხვევაში კი შეიძლება კოლონაში გადაეწყოს.
2. ოცეულის მოწყობა სრულდება ისევე, როგორც ათეულის. ოცეულის სერჟანტი დგება დგომზე `სმენა~ და გასცემს კომანდას `მოეწყვეთ!~, `ახლო ინტერვალით, მოეწყვეთ!~ ან `კოლონაში, მოეწყვეთ!~. კომანდის `მოეწყვეთ!~ ან კომანდის `ახლო ინტერვალით, მოეწყვეთ!~ შესასრულებელ კომანდაზე `მოეწყვეთ!~ პირველი ათეულის მეთაური დგება ისე, რომ მოწყობის შემდეგ მისი ათეული აღმოჩნდეს ოცეულის სერჟანტისგან სამი ნაბიჯის დაშორებით და ოცეულის სერჟანტი მოექცეს ამ ათეულის ცენტრში. დანარჩენი ათეულის მეთაურები უსწორდებიან პირველი ათეულის მეთაურს სწორი დისტანციით. პირველი ათეული ეწყობა ამ წესდების 45-ე მუხლის შესაბამისად. დანარჩენი ათეულის წევრები მოეწყობიან, მიიღებენ დგომს `სმენა~, თავს მიაბრუნებენ და მზერას მიმართავენ მარჯვნივ. ისინი იკავებენ სწორ დისტანციას მცირე ნაბიჯების წინ/უკან გადადგმით და უსწორდებიან მათ მარჯვნივ მდგომს. შემდეგ მკვეთრი მოძრაობით მიაბრუნებენ თავსა და თვალებს ფრონტისკენ ისე, როგორც დგომზე `სმენა~ და იკავებენ შესაბამის ინტერვალს, მცირე ნაბიჯების მარჯვნივ/მარცხნივ გადადგმით უსწორდებიან მათ წინ მდგომს. ინტერვალის დასაკავებლად მხოლოდ პირველი ათეულის წევრები სწევენ მარცხენა მკლავს. სხვა ათეულის წევრები მარცხენა მკლავს ასწევენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მარცხნივ მდგომ სამხედრო მოსამსახურეს წინ არავინ უდგას.
3. თუ ოცეულის ელემენტებს აქვთ იარაღი, ისინი მოეწყობიან დგომზე `იარაღი ფეხთან~ ან `იარაღი ქამარზე~. უსაფრთხოებისათვის კომანდები `შეამოწმე, იარაღი!~, `მოემზადე, მკერდთან, იარაღი!~ გაიცემა ყოველი მოწყობისას და კომანდის `დაიშალეთ!~ გაცემამდე.
4. იმისათვის, რომ ოცეულის სერჟანტმა მიიღოს მოხსენება ოცეულის შესახებ, იგი გასცემს კომანდას `მომახსენეთ!~. ათეულის მეთაურები თანმიმდევრობით, ფრონტიდან სიღრმეში, აბრუნებენ თავსა და მზერას ოცეულის სერჟანტისკენ, აძლევენ მხედრულ სალამს და მოახსენებენ (ხელს არ დაუშვებენ მანამ, სანამ ოცეულის სერჟანტი მხედრულ სალამზე არ უპასუხებს). ათეულის მეთაურები არ ასახელებენ თავიანთ ქვედანაყოფებს მაგალითად: თუ ათეულის ყველა წევრი მწყობრშია, ათეულის მეთაური მოახსენებს: `ყველა ადგილზეა~, ხოლო თუ მწყობრში ყველა არ არის, ათეულის მეთაური მოახსენებს მიზეზებს, თუ რატომ არ არის სამხედრო მოსამსახურე (რიგითი მაღლაკელიძე – ლაზარეთი; რიგითი კაპანაძე – განწესი).
5. ოცეულის სერჟანტი აბრუნებს თავსა და მზერას იმ ათეულის მეთაურისაკენ, რომელიც აკეთებს მოხსენებას, იღებს მოხსენებას და პასუხობს მხედრულ სალამს. ათეულის მეთაურებისგან მოხსენების მიღების შემდეგ, ოცეულის სერჟანტი ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და ელოდება ოცეულის მეთაურის მოსვლას ან ასეულის სერჟანტის კომანდას `მომახსენეთ!~. ოცეულის მეთაურის მოსვლისა და მისთვის განსაზღვრულ ადგილზე გაჩერების შემდეგ, ოცეულის სერჟანტი მიესალმება მხედრულად და მოახსენებს: `ბატონო -----, ყველა ადგილზეა~ ან `ბატონო ------, რიგითი მაღლაკელიძე – ლაზარეთი; რიგითი კაპანაძე – განაწესი~. მას შემდეგ, რაც ოცეულის მეთაური უპასუხებს მხედრულ სალამს, ოცეულის სერჟანტი ასრულებს ბრუნს მარჯვნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას, შემოუვლის მწყობრს მარჯვენა ფლანგიდან, შეჩერდება თავის ადგილზე და შეასრულებს ბრუნს მარჯვნისაკენ.
6. თუ ოცეულის სერჟანტი ახსენებს ასეულის სერჟანტს, იგი მიაბრუნებს თავსა და მზერას მისკენ, მიესალმება მხედრულად და მოახსენებს.
7. თუ ოცეულის მეთაური არ არის ადგილზე და ასეულის მეთაური ესწრება მოწყობას, ოცეულის სერჟანტი მას შემდეგ, რაც მიიღებს მოხსენებას ათეულის მეთაურებისგან გადადგამს სამ ნაბიჯს წინ მოახსენებს ასეულის მეთაურს და კომანდაზე `ადგილებზე!~, შეასრულებს ოცეულის მეთაურის მოვალეობას.
8. საჭიროების შემთხვევაში, ოცეული შეიძლება მოაწყოს ოცეულის მეთაურმა. ამ დროს სრულდება იგივე პროცედურები, იმ განსხვავებით, რომ პირველი ათეული მოეწყობა ისე, რომ ოცეული აღმოჩნდეს ოცეულის მეთაურისგან ექვსი ნაბიჯის დაშორებით, ხოლო ოცეულის მეთაური მოექცეს ოცეულის ცენტრში. ოცეულის სერჟანტი დაიკავებს თავის ადგილს მწყობრის ზურგში.
მუხლი 59. მწყობრიდან გამოსვლა
1. თუ აუცილებელია ერთმა ან მეტმა სამხედრო მოსამსახურემ დატოვოს მწყობრი ან მიიღოს რაიმე ინსტრუქცია ოცეულის სერჟანტისგან, ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას `რიგითი ბარამიძე (პაუზა), გამოდი მწყობრიდან!~, როდესაც სამხედრო მოსამსახურე გაიგონებს თავის გვარს, იგი მიიღებს დგომს `სმენა~ და პასუხობს `ვარ!~. შემდეგ გადადგამს ერთ ნაბიჯს უკან (პირველ მწკრივში მდგომი სამხედრო მოსამსახურე პირდაპირ იწყებს გადაადგილებას), შეჩერდება, ბრუნდება მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ) ისე, როგორც გადაადგილებისას და გამოდის მწყობრიდან მისთვის უახლოესი ფლანგიდან. ამ დროს იგი არ იხედება მარჯვნივ ან მარცხნივ. როგორც კი სამხედრო მოსამსახურე დატოვებს მწყობრს, იგი იწყებს სწრაფი ტემპით გადაადგილებას და შეჩერდება ოცეულის სერჟანტის წინ ორი ნაბიჯის დაშორებით, სახით მისკენ.
2. თუ ოცეულის სერჟანტი გამოიძახებს რამდენიმე სამხედრო მოსამსახურეს, ისინი ეწყობიან ერთ მწკრივში ისე, რომ როდესაც ბოლო სამხედრო მოსამსახურე გამოვა მწყობრიდან და დაიკავებს მის ადგილს მწკრივში, ოცეულის სერჟანტი აღმოჩნდეს ამ მწკრივის ცენტრში. ამისათვის ოცეულის სერჟანტმა უნდა მიუთითოს პირველ სამხედრო მოსამსახურეს, თუ სად უნდა დადგეს იგი.
მუხლი 60. ოცეულის გათვლა
1. ოცეული ასრულებს გათვლას იმგვარად, როგორც ათეული.
2. გაშლილ მწყობრში ათეულები გაითვლიან თანმიმდევრულად მარჯვნიდან მარცხნივ; თითოეული ათეულის მეთაური დაიძახებს: `ერთი~, დანარჩენი ათეულის წევრები კი ნუმერაციის შესაბამისად.
3. კოლონაში გათვლა ხდება ფრონტიდან სიღრმეში, თითოეული ათეულის მეთაური დაიძახებს: `ერთი~, ხოლო ერთ მწკრივში მდგომი სამხედრო მოსამსახურეები თანმიმდევრობით გაითვლიან ნუმერაციის მიხედვით.
მუხლი 61. ინტერვალის შეცვლა
1. ოცეულის გაშლილ მწყობრში ინტერვალი იცვლება იმგვარად, როგორც ათეულში.
2. თუ ოცეული მოწყობილია კოლონაში, ინტერვალის შესაცვლელად მარჯვენა რიგი (მეოთხე ათეული) რჩება ადგილზე, დანარჩენები კი მას უსწორდებიან. გვერდიგვერდ მდგომი სხვა წევრები მოქმედებებს ისე ასრულებენ, როგორც ათეულის სამწყობრო მომზადების დროს. ნორმალური ინტერვალიდან ახლო ინტერვალზე გადასვლისას, მესამე ათეული გადადგამს ერთ ნაბიჯს მარჯვნივ, მეორე ათეული გადადგამს ორ ნაბიჯს მარჯვნივ, პირველი გადადგამს სამ ნაბიჯს მარჯვნივ. ნორმალურ ინტერვალზე გადასვლა სრულდება უკუთანამიმდევრობით, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად ათეულები გადადგამენ იმავე რაოდენობის ნაბიჯს მარცხნივ.
3. კოლონაში გადაადგილებისას ოცეულის ინტერვალის შეცვლისათვის გაიცემა კომანდა `ახლო ინტერვალით, იარ!~. მოსამზადებელი კომანდა `ახლო ინტერვალით~, გაიცემა მარჯვენა ფეხის ზედაპირზე დადგმისთანავე, შესასრულებელი კომანდა `იარ!~ გაიცემა ზედაპირზე მარჯვენა ფეხის მეორედ დადგმისთანავე. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, ძირითადი ათეული (მარჯვენა ფლანგის ათეული, რომელსაც უსწორდებიან დანარჩენი ათეულები) დგამს კიდევ ერთ სრულ ნაბიჯს და შემდეგ აგრძელებს გადაადგილებას ნახევარი ნაბიჯით. დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეები დგამენ კიდევ ერთ სრულ ნაბიჯს, შემდეგ ერთდროულად ასრულებენ მოქმედებას `ნახევრად მარჯვნისაკენ, იარ~, განაგრძობენ გადაადგილებას ამ მიმართულებით ახლო ინტერვალის დამყარებამდე და შემდეგ ასრულებენ მოქმედებას `ნახევრად მარცხნისაკენ, იარ~, როდესაც თითოეული სამხედრო მოსამსახურე გაუსწორდება მეოთხე ათეულის შესაბამის სამხედრო მოსამსახურეს, ისინი იწყებენ გადაადგილებას ნახევარი ნაბიჯით. კომანდაზე `სრული ნაბიჯით, იარ!~ ყველა სამხედრო მოსამსახურე იწყებს გადაადგილებას სრული ნაბიჯით. ასევე შეიძლება გაიცეს კომანდები `ადგილზე, იარ!~ და `ოცეულო, სდექ!~.
4. ნორმალური ინტერვალით გადაადგილების გასაგრძელებლად გაიცემა კომანდა `ნორმალური ინტერვალით, იარ!~, მოსამზადებელი კომანდა `ნორმალური ინტერვალით~ გაიცემა მარცხენა ფეხის ზედაპირზე დადგმისთანავე. შესასრულებელი კომანდა `იარ!~ გაიცემა მარცხენა ფეხის მეორედ დადგმისთანავე. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, ოცეულის სამხედრო მოსამსახურეები დაიკავებენ ნორმალურ ინტერვალს იმგვარად, როგორც ეს სრულდება ახლო ინტერვალზე გადასვლისას, იმ განსხვავებით, რომ თითოეული მათგანი ჯერ ასრულებს მოქმედებას `ნახევრად მარცხნისაკენ, იარ!~ და შემდეგ `ნახევრად მარჯვნისაკენ, იარ!~.
5. ნორმალური ინტერვალიდან ორმაგ ინტერვალზე გადასვლისას პროცედურები იგივეა, რაც ახლო ინტერვალიდან ნორმალურ ინტერვალზე გადასვლისას.
6. ორმაგი ინტერვალიდან ნორმალურ ინტერვალზე გადასვლისას პროცედურები იგივეა, რაც ნორმალური ინტერვალიდან ახლო ინტერვალზე გადასვლისას.
მუხლი 62. ოცეულის ხაზში გასწორება
1. ოცეულის ხაზში გასწორება სრულდება ათეულის ხაზში გასწორების მსგავსად.
2. კომანდის `სწორება მარჯვნივ, სწორდი!~ შესასრულებელ კომანდაზე `სწორდი!~ პირველი ათეულის მეთაური რჩება ადგილზე. დანარჩენი ათეულის მეთაურები სწორ დისტანციას თვალზომით განსაზღვრავენ. პირველი ათეულის წევრები ზუსტი ინტერვალის დასაკავებლად ასრულებენ იმავე მოქმედებებს, რომელიც სრულდება ათეულის ხაზში გასწორებისას. დანარჩენი ათეულები პირველი ათეულის მსგავსად ასრულებენ იმავე მოქმედებებს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ათეულის ყველა წევრი სწევს მარცხენა მკლავს ფორმალურად, რეალურად კი უსწორდებიან მათ წინ მდგომ სამხედრო მოსამსახურეს.
3. თუ ოცეულის სერჟანტს სურს ოცეულის უფრო ზუსტად გასწორება, შესასრულებელ კომანდაზე `სწორდი!~, იგი მიბრუნდება ნახევარი ბრუნით მარცხნისაკენ (მარჯვნისაკენ) ისე, როგორც გადაადგილებისას, ყველაზე პირდაპირი მარშრუტით მიემართება პირველი ათეულის მეთაურისაკენ ან მარცხენა ფლანგზე მდგომი სამხედრო მოსამსახურისკენ; ჩერდება ერთ ხაზზე პირველი ათეულის მეთაურთან (მარცხენა ფლანგზე მდგომ სამხედრო მოსამსახურესთან), მისგან ერთი ნაბიჯის დაშორებით და ასრულებს ბრუნს მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ). ამ პოზიციიდან ის ამოწმებს პირველი ათეულის სისწორეს და მიუთითებს სამხედრო მოსამსახურეებს, რომ გადაადგილდნენ წინ ან უკან, საჭიროების მიხედვით. მიმართავს მათ წოდებით და გვარებით ან ნომრებით, მაგალითად: `მაისურაძე, ოთხი სანტიმეტრით წინ~ ან `მერვე ნომერო, ათი სანტიმეტრით უკან~. ოცეულის სერჟანტი რჩება დგომზე `სმენა~ და დგამს მოკლე ნაბიჯებს მარცხნივ ან მარჯვნივ, რათა შეამოწმოს ათეულის სისწორე. პირველი ათეულის გასწორების შემდეგ, ოცეულის სერჟანტი უსწორდება პირველ ათეულს, ბრუნდება მარცხნისაკენ (მარჯვნისაკენ) ისე, როგორც გადაადგილებისას დგამს ორ მოკლე ნაბიჯს (სამ მოკლე ნაბიჯს თუ ოცეული დგას გახსნილი მწკრივით) შემდეგი ათეულის მიმართულებით, ჩერდება, ასრულებს ბრუნს (მარჯვნისაკენ/მარცხნისაკენ) და შემდეგ ათეულს იმგვარადვე გაასწორებს. ოცეულის ბოლო ათეულის გასწორების შემდეგ, ოცეულის სერჟანტი გაუსწორდება ამ ათეულს, მობრუნდება მარჯვნისაკენ (მარცნისაკენ) ისე, როგორც გადაადგილებისას და გადაადგილდება თავისი ადგილისაკენ ყველაზე პირდაპირი მარშრუტით, ჩერდება ოცეულთან პერპენდიკულარულად, ასრულებს ბრუნს მარცხნისაკენ (მარჯვნისაკენ) და გასცემს კომანდას `სწორება, პირდაპირ!~.
თუ ოცეულის ხაზში გასწორება სრულდება უფრო დიდი დანაყოფის შემადგენლობაში, ყველა ათეულის მეთაური აბრუნებს თავს და მზერას მარჯვნივ და უსწორდება მარჯვნივ მდგომ ქვედანაყოფს. ოცეულის სერჟანტი ასწორებს თავის ოცეულს მარცხენა ფლანგიდან, თუ მისი ოცეული არ არის მარჯვენა ფლანგის ოცეული.
4. თუ ოცეული მოწყობილია კოლონაში, ხაზში გასასწორებლად გაიცემა კომანდები ,,გაუსწორდით!~ და ,,დაუშვით, ხელი!~. კომანდაზე ,,გაუსწორდით!~, მეოთხე ათეულის მეთაური რჩება ადგილზე. მარცხენა ფლანგზე მყოფი ათეულის მეთაურის გარდა, ყველა ათეულის მეთაური განზე სწევს მარცხენა მკლავს (მკლავი იდაყვში გამართულია, ხელისგული მიმართულია დაბლა), თავსა და მზერას აბრუნებს მარჯვნივ. მეოთხე ათეულის დანარჩენი წევრები ასწევენ მარცხენა მკლავს წინ ჰორიზონტალურად (ისე, როგორც ათეულის სამწყობრო მომზადებისას) და იღებენ სწორ დისტანციას (მკლავის სიგრძეს დამატებული თხუთმეტი სანტიმეტრი). მესამე, მეორე და პირველი ათეულის წევრები, ასწევენ მარცხენა მკლავს ფორმალურად, რეალურად კი უსწორდებიან მათ წინ მდგომ სამხედრო მოსამსახურეს და ასევე თავის მიტრიალების გარეშე უსწორდებიან მათ მარჯვნივ მდგომს. დგომის ,,სმენა~ მისაღებად გაიცემა კომანდა ,,დაუშვით, ხელი!~. ამ კომანდაზე თითოეული სამხედრო მოსამსახურე მკვეთრი მოძრაობით მიიდებს მარცხენა მკლავს მარცხენა გვერდზე და უბრუნდება დგომს ,,სმენა~. თუ ოცეულის ხაზში გასწორება სრულდება უფრო დიდი დანაყოფის შემადგენლობაში და არ არის მიმმართველი (კოლონაში პირველი) ოცეული, ათეულის მეთაურები არ გასწევენ მარცხენა მკლავს გვერდზე და არ აბრუნებენ თავსა და მზერას მარჯვნივ, ისინი უსწორდებიან მათ წინ მდგომ ათეულებს. ოცეულის სერჟანტი კომანდის `გაუსწორდით!~ გაცემამდე უნდა დაელოდოს, სანამ მის წინა ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას `დაუშვით, ხელი!~. თუ ოცეულის მეთაური მწყობრში დგას თავის ადგილზე, იგი ელოდება სანამ მისი წინა ოცეულის მეთაური გასცემს კომანდას `დაუშვით, ხელი!~, ამის შემდეგ იგი შეასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გასცემს კომანდას `გაუსწორდით!~
მუხლი 63. ოცეულის მწკრივების გახსნა და დახურვა
1. გაშლილ მწყობრში ოცეულის მწკრივის გახსნა სრულდება ადგილზე დგომისას. მისი შესრულება შესაძლებელია ნებისმიერი ინტერვალიდან. ამისათვის გაიცემა კომანდა `გახსნილი მწკრივებით ნაბიჯით, იარ!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, პირველი მწკრივი გადადგამს ორ ნაბიჯს წინ, მეორე მწკრივი გადადგამს ერთ ნაბიჯს წინ, მესამე მწკრივი რჩება ადგილზე, ხოლო მეოთხე მწკრივი დგამს ორ ნაბიჯს უკან. დამატებითი მწკრივების არსებობის შემთხვევაში, მეხუთე მწკრივი გადადგამს ოთხ ნაბიჯს უკან, მეექვსე – ექვსს და ა.შ. მითითებული რაოდენობის ნაბიჯების გადადგმის შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეები ხაზში გასასწორებლად არ ასწევენ მკლავს. თუ ოცეულის სერჟანტს ან მეთაურს სურს უფრო ზუსტი ინტერვალი ან ოცეულის უფრო ზუსტად გასწორება ხაზში, იგი გასცემს კომანდას `ახლო ინტერვალით (ორმაგი ინტერვალით) სწორება მარჯვნივ, სწორდი!~. თუ ოცეული უსწორდება მის მარჯვნივ მდგომ ელემენტს, ათეულების მეთაურები აბრუნებენ თავსა და მზერას მარჯვნივ და ამ ელემენტს უსწორდებიან.
2. ოცეულის მწკრივების დასახურად გაიცემა კომანდა `დახურული მწკრივებით ნაბიჯით, იარ!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, პირველი მწკრივი გადადგამს ოთხ ნაბიჯს უკან, მეორე მწკრივი გადადგამს ორ ნაბიჯს უკან, მესამე მწკრივი რჩება ადგილზე, ხოლო მეოთხე მწკრივი დგამს ერთ ნაბიჯს წინ. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, ოცეულის მეთაური და ოცეულის სერჟანტი დგამენ საჭირო რაოდენობის ნაბიჯებს, რათა მწყობრში თავისი ადგილი შეინარჩუნონ.
მუხლი 64. ოცეულის თავისუფალი დგომი
ოცეული თავისუფალ დგომებს ასრულებს იმგვარად, როგორც ათეული.
მუხლი 65. ოცეულის დაშლა
1. ოცეული დაშლის წინ დგება დგომზე `სმენა~.
2. თუ მწყობრში მდგომ სამხედრო მოსამსახურეებს თან აქვთ იარაღი, კომანდის `დაიშალეთ!~ გაცემამდე, გაიცემა შემდეგი კომანდები: `შეამოწმეთ, იარაღი!’’, `მოემზადე, მკერდთან, იარაღი!~, `ფეხთან (ქამარზე), იარაღი!~ და შემდეგ კომანდა `დაიშალეთ!~.
3. თუ სამხედრო მოსამსახურეებს თან არ აქვთ იარაღი, გაიცემა მხოლოდ კომანდა `დაიშალეთ!~.
4. თუ ოცეულის სერჟანტი საჭიროდ მიიჩნევს, მას შეუძლია ათეულებზე პასუხისმგებლობა გადააბაროს ათეულის მეთაურებს. ამისათვის იგი გასცემს დირექტივას `ათეულები თქვენს განკარგულებაში!~. ამ დროს ოცეულის სერჟანტი და ათეულის მეთაურები გაცვლიან მხედრულ სალამს. ამის შემდეგ ოცეულის სერჟანტი უკვე აღარ შედის მწყობრის შემადგენლობაში. ათეულის მეთაურები მწყობრიდან გამოსვლის გარეშე აბრუნებენ თავს და მზერას მარცხნივ და გასცემენ კომანდას `დაიშალეთ!~. ამის შემდეგ ათეულის მეთაურები (ყველა თავისი ათეულისათვის) გასცემენ კომანდას `მოეწყვეთ!~. ისინი ასრულებენ წინა მითითებებს ან გასცემენ ახალ მითითებებს გარკვეული მოქმედებებისთვის, შემდეგ მოწყობამდე.
5. შესაძლებელია ოცეულის სერჟანტმა გადააბაროს მწყობრი დაქვემდებარებულ სამხედრო მოსამსახურეს. ამისათვის ოცეულის სერჟანტი გამოიძახებს რომელიმე სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც გამოდის მწობრიდან (ამ წესდების 58-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად) დგება ოცეულის სერჟანტის წინ ორი ნაბიჯის დაშორებით, სახით მისკენ. ოცეულის სერჟანტი აძლევს დამატებით ინსტრუქციებს და ცვლიან მხედრულ სალამს. ამის შემდეგ ოცეულის სერჟანტი იკავებს დაკვირვებისათვის ხელსაყრელ პოზიციას, ხოლო სამხედრო მოსამსახურე ორ ნაბიჯს დგამს წინ და იკავებს ოცეულის სერჟანტის ადგილს. რადგან ოცეულის სერჟანტი აღარ შედის მწყობრის შემადგენლობაში, მას შეუძლია მიჰყვეს მწყობრს გვერდით ან უკან, რათა საჭიროების შემთხვევაში, შეიტანოს კორექტირება ან გასცეს დამატებითი მითითებები.
6. თუ ოცეულის მეთაური თავის ადგილზეა, იგი ოცეულის სერჟანტს გამოიძახებს მიმართვით `ოცეულის სერჟანტო!~. ოცეულის სერჟანტი ბრუნდება მარჯვნივ ისე, როგორც გადაადგილებისას, შემოუვლის მწყობრს მარჯვენა ფლანგიდან, ჩერდება ოცეულის ცენტრიდან სამი ნაბიჯით წინ და მარჯვნისაკენ ბრუნდება. შემდეგ ოცეულის მეთაური გასცემს დირექტივას `ოცეული შენს განკარგულებაში!~ და გაცვლიან მხედრულ სალამს, ამის შემდეგ ოცეულის მეთაური აღარ არის მწყობრის ნაწილი. ოცეულის სერჟანტი რჩება თავის ადგილზე, ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და ასრულებს ოცეულის მეთაურისგან მიღებულ მითითებებს.
მუხლი 66. გადაადგილება ოცეულის შემადგენლობაში
1. ოცეული გადაადგილდება ისევე, როგორც ათეული. გაშლილ მწყობრში გადაადგილებისას მიმმართველი არის პირველი ათეულის მეთაური, ხოლო კოლონაში გადაადგილებისას მიმმართველი არის მეოთხე ათეულის მეთაური.
2. გაშლილ მწყობრში გადაადგილებისას ოცეულის ყველა წევრი თავის მიბრუნების გარეშე უსწორდება მის მარჯვნივ მდგომ სამხედრო მოსამსახურეს. კოლონაში გადაადგილებისას მესამე, მეორე და პირველი ათეულების ყველა წევრი უსწორდება მის მარჯვნივ მდგომ მეოთხე ათეულის სამხედრო მოსამსახურეს.
მუხლი 67. ოცეულის მიერ მხედრული მისალმება
1. ცერემონიებზე ან დროშების გვერდით ჩავლისას ოცეული მხედრულ მისალმებას ასრულებს თავის მარჯვნივ მიბრუნებით. ამ მოქმედებების შესასრულებლად გაიცემა კომანდები: `სწორება, მარჯვნივ!~ და `სწორება, პირდაპირ!~.
2. ადგილზე დგომისას – კომანდის `სწორება, მარჯვნივ!~ შესასრულებელ კომანდაზე `მარჯვნივ~ სამხედრო მოსამსახურეები მხრების გაუნძრევლად აბრუნებენ თავს 45°-ით მარჯვნივ და იმ პირის გადაადგილებას, რომლისთვისაც გაიცა ეს კომანდა, თვალს ადევნებენ მანამ, სანამ მათი თავი და მზერა კვლავ ფრონტისაკენ არ მიემართება. თავი და მზერა რჩება ამ მდგომარეობაში. მხოლოდ ოცეულის მეთაური ასრულებს მხედრულ მისალმებას ხელით.
3. გადაადგილებისას – მოსამზადებელი კომანდა `სწორება~ გაიცემა მარჯვენა ფეხის დადგმისთანავე, ხოლო შესასრულებელი კომანდა `მარჯვნივ!~ გაიცემა მარჯვენა ფეხის მეორედ დადგმისთანავე. შესასრულებელ კომანდაზე `მარჯვნივ!~ ყველა სამხედრო მოსამსახურე, მარჯვენა რიგში მდგომების გარდა, თავსა და მზერას მარჯვნივ აბრუნებს და უსწორდება მარჯვენა რიგს. მარჯვენა ფლანგის რიგის სამხედრო მოსამსახურეები არ აბრუნებენ თავებს და ინარჩუნებენ სწორ დისტანციას. მხოლოდ ოცეულის მეთაური ასრულებს მხედრულ მისალმებას. მხედრული მისალმების დასრულებისათვის გაიცემა კომანდა `სწორება, პირდაპირ!~, მოსამზადებელი კომანდა `სწორება~ გაიცემა ზედაპირზე მარცხენა ფეხის დადგმისთანავე, შესასრულებელი კომანდა `პირდაპირ!~ გაიცემა მარცხენა ფეხის მეორედ დადგმისთანავე. შესასრულებელ კომანდაზე სამხედრო მოსამსახურეები მკვეთრი მოძრაობით აბრუნებენ თავს ფრონტისკენ, ოცეულის მეთაური კი წყვეტს მხედრულ მისალმებას.
4. ოცეულის გადაადგილებისას მარცხნივ მხედრული მისალმების შესასრულებლად გაიცემა კომანდები „სწორება მარცხნივ!“ და „სწორება პირდაპირ!“. მოსამზადებელი კომანდა `სწორება~ გაიცემა მარჯვენა ფეხის დადგმისთანავე, ხოლო შესასრულებელი კომანდა `მარჯვნივ!~ გაიცემა მარჯვენა ფეხის მეორედ დადგმისთანავე. შესასრულებელ კომანდაზე `მარჯვნივ!~ ყველა სამხედრო მოსამსახურე, მარცხენა ფლანგის რიგში მდგომების გარდა, თავსა და მზერას მარცხნივ აბრუნებს და უსწორდება მარცხენა რიგს. მარცხენა რიგის სამხედრო მოსამსახურეები არ აბრუნებენ თავებს და ინარჩუნებენ სწორ დისტანციას. მხოლოდ ოცეულის მეთაური ასრულებს მხედრულ მისალმებას. მხედრული მისალმების დასრულებისათვის გაიცემა კომანდა `სწორება, პირდაპირ!~, მოსამზადებელი კომანდა `სწორება~ გაიცემა ზედაპირზე მარცხენა ფეხის დადგმისთანავე, შესასრულებელი კომანდა `პირდაპირ!~ გაიცემა მარცხენა ფეხის მეორედ დადგმისთანავე. შესასრულებელ კომანდაზე სამხედრო მოსამსახურეები მკვეთრი მოძრაობით აბრუნებენ თავს ფრონტისკენ, ოცეულის მეთაური კი წყვეტს მხედრულ მისალმებას.
მუხლი 68. ოცეულის კოლონის გადაადგილების მიმართულების შეცვლა
1. ოცეული გადაადგილების მიმართულებას იცვლის ისე, როგორც ათეული. კოლონის გადაადგილებისას ძირითადი ათეული არის ათეული, რომელიც მობრუნების მიმართულებისკენ ყველაზე ახლოსაა, თუ კოლონა იცვლის გადაადგილების მიმართულებას მარჯვნივ, ელემენტები უსწორდებიან მარჯვენა ფლანგის ათეულს, ხოლო თუ მარცხნივ, მარცხენა ფლანგის ათეულს.
2. გადაადგილების მიმართულების 90°-ით შეცვლისთვის, გაიცემა კომანდა `კოლონა მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ), იარ!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, ძირითადი ათეული ასრულებს იმავე მოძრაობას, რომელიც აღწერილია ათეულის სამწყობრო მომზადებაში, იმ განსხვავებით, რომ ათეულის მეთაური დგამს ერთ სრულ ნაბიჯს და შემდეგ იწყებს გადაადგილებას ნახევარი ნაბიჯით. ათეულის მეთაური აგრძელებს გადაადგილებას ნახევარი ნაბიჯით, სანამ დანარჩენი ათეულის მეთაურები მას გაუსწორდებიან. დანარჩენი ათეულის მეთაურები ინარჩუნებენ სწორ ინტერვალს, ბრუნდებიან 45°-ით მარჯვნისაკენ/მარცხნისაკენ და აგრძელებენ გადაადგილებას რკალისებურად. როგორც კი თითოეული მათგანი ერთ ხაზზე გაუსწორდება ძირითადი ათეულის მეთაურს, იწყებს გადაადგილებას ნახევარი ნაბიჯით. როდესაც ყველა ათეულის მეთაური ერთ ხაზზე გასწორდება, ისინი კომანდის გარეშე იწყებენ სრული ნაბიჯებით გადაადგილებას. ოცეულის ყველა დანარჩენი წევრი შესასრულებელ კომანდაზე გადაადგილდება პირდაპირ და ბრუნს ასრულებს ისე, როგორც მათმა ათეულის მეთაურმა შეასრულა და დაახლოებით იმავე ადგილას.
3. თუ ოცეულის სერჟანტს გადაჰყავს ოცეული, როგორც ცალკეული ქვედანაყოფი ან როდესაც ასეული გადაადგილდება ოფიცრების გარეშე, ოცეულის სერჟანტი ინარჩუნებს თავის ადგილს ოცეულის ცენტრში. თუ ოცეული გადაადგილდება კოლონაში, როგორც უფრო დიდი ზომის ქვედანაყოფის ნაწილი და ოცეულის მეთაურსა და სერჟანტს მწყობრში თავიანთი ადგილი უკავიათ, კომანდაზე `კოლონა მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ), იარ!~ ისინი ასრულებენ 45°-იან ბრუნს ნაცვლად 90°-იანი ბრუნისა და იწყებენ გადაადგილებას ნახევარი ნაბიჯით. ბრუნის შესრულების შემდეგ, ისინი აგრძელებენ მოძრაობას რკალისებურად, საჭიროებიდან გამომდინარე ოდნავ გადაუხვევენ, რათა მწყობრში თავიანთი ადგილი შეინარჩუნონ. როდესაც ათეულის მეთაურები გაუსწორდებიან ერთმანეთს ერთ ხაზზე, ოცეულის მეთაური დაიწყებს გადაადგილებას სრული ნაბიჯით. ოცეულის მეთაურმა შეიძლება აუცილებლად მიიჩნიოს თავისი ნაბიჯების შემოკლება ან დაგრძელება, რათა წინა ქვედანაყოფთან სწორი დისტანცია შეინარჩუნოს.
4. ოცეულის მიმართულების 45°-ით შეცვლისთვის, გაიცემა კომანდა `კოლონა ნახევრად მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ), იარ!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~ ოცეული ბრუნს ასრულებს იმგვარად, როგორც 90°-ით მობრუნებისას, იმ განსხვავებით, რომ ყველა ელემენტი ასრულებს მობრუნებას 45°-ით.
5. თუ კოლონა იცვლის მოძრაობის მიმართულებას სწრაფი ტემპით გადაადგილებისას, ელემენტები განსაზღვრავენ მათი ნაბიჯის სიგრძეს ისე, რომ ინტერვალი და დისტანცია შენარჩუნდეს მობრუნების წერტილამდე და მის შემდეგაც.
6. ოცეული გადაადგილებისას ზურგისაკენ ბრუნს ასრულებს იმგვარად, როგორც ათეული.
7. ოცეული დაბრკოლებას შემოუვლის იმგვარად, როგორც ათეული. დაბრკოლების შემოვლისას ძირითადია ის ათეული, რომელიც მობრუნების მიმართულებისკენ ყველაზე ახლოსაა. გადაადგილებისას დაბრკოლებისთვის გვერდის ასავლელად, ოცეულის მეთაური გასცემს კომანდას: `მარჯვნივ (მარცხნივ), მიიჯერ!~.
8. თუ სივრცე შეზღუდულია და ოცეულის მეთაურს სურს, რომ მისი ქვედანაყოფი გადაადგილდეს საპირისპირო მიმართულებით (უკან), ხოლო ათეულის მეთაურებმა შეინარჩუნონ თავიანთი ადგილი მწყობრში, იგი გასცემს კომანდას `კოლონა საპირისპირო მიმართულებით, იარ!~. ადგილზე დგომისას შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, პირველი ათეული გადადგამს სამ ნაბიჯს წინ, შეასრულებს ბრუნს `კოლონა მარჯვნისაკენ~, განაგრძობს მოძრაობას ოცეულის ფრონტის გასწვრივ და როგორც კი მეოთხე ათეულს გასცდება, შეასრულებს კიდევ ერთ ბრუნს `კოლონა მარჯვნისაკენ~. მეორე ათეული გადადგამს წინ ერთ ნაბიჯს, შეასრულებს ბრუნს `კოლონა მარჯვნისაკენ~, გადაადგილდება პირდაპირ და შეასრულებს კიდევ ერთ ბრუნს `კოლონა მარჯვნისაკენ~ მესამე და მეოთხე ათეულებს შორის. მესამე ათეული ადგილიდან ასრულებს ორ მოკლე ბრუნს `კოლონა მარცხნისაკენ~ და გადაადგილდება მესამე ათეულის დარჩენილ სამხედრო მოსამსახურეებსა და მეორე ათეულს შორის. მეოთხე ათეული გადაადგილდება წინ ორი ნაბიჯით, შეასრულებს ბრუნს `კოლონა მარცხნისაკენ~, გადაადგილდება ოცეულის ფრონტის გასწვრივ და შეასრულებს ბრუნს `კოლონა მარცხნისაკენ~ პირველ და მეორე ათეულებს შორის (იხ. სურათი 22).
[pic]
სურათი 22. კოლონის საპირისპირო მიმართულებით
გადაადგილება ადგილიდან
9. როდესაც მესამე ათეულის მეთაური ჩაუვლის მესამე ათეულის ბოლო სამხედრო მოსამსახურეს, ის და მისი ათეული იწყებენ გადაადგილებას ნახევარი ნაბიჯით. როდესაც დანარჩენი ათეულების ბოლო სამხედრო მოსამსახურეები შეასრულებენ ბრუნებს, ყველა ათეული საჭიროებისამებრ გადაუხვევს მარჯვნივ ან მარცხნივ, მესამე ათეულთან მიმართებით იკავებენ ნორმალურ ინტერვალს და იწყებენ გადაადგილებას ნახევარი ნაბიჯით. როდესაც ყველა ათეული გაუსწორდება ერთმანეთს ერთ ხაზზე, ისინი იწყებენ გადაადგილებას სრული ნაბიჯით, კომანდის გარეშე.
10. გადაადგილებისას ოცეულის მეთაურის არყოფნის შემთხვევაში, ოცეულის სერჟანტი გადაადგილდება პირველი ათეულის გვერდით. როდესაც ოცეულის მეთაური ადგილზეა, ოცეულის სერჟანტი იკავეს თავის ადგილს მწყობრის ზურგიდან ერთი ნაბიჯის დაშორებით, მეორე და მესამე ათეულებს შორის. ოცეულის მეთაური მოძრაობს პირველი ათეულის გვერდით.
11. ოცეულის გადაადგილებისას მოსამზადებელი კომანდა `კოლონა საპირისპირო მიმართულებით~ გაიცემა მარცხენა ფეხის ზედაპირზე დადგმისთანავე, ხოლო შესასრულებელი კომანდა `იარ!~ გაიცემა მარცხენა ფეხის მეორედ დადგმისთანავე. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~ ოცეული ასრულებს მოძრაობს ისევე, როგორც ადგილიდან, იმ განსხვავებით რომ ათეულები გადადგამენ ერთ დამატებით ნაბიჯს, რათა დარწმუნდენ, რომ ფეხი, რომელზეც სრულდება ბრუნი, მობრუნებისათვის სწორ პოზიციაშია.
12. თუ კოლონაში მხოლოდ სამი ათეულია, პირველი ათეული გადადგამს ორ ნაბიჯს ბრუნის შესრულებამდე, ხოლო სხვა მოქმედებები სრულდება ამ მუხლით დადგენილი წესით.
13. თუ ოცეული გადაადგილდება როგორც უფრო დიდი ქვედანაყოფის ნაწილი და ოცეულის მეთაურსა და სერჟანტს მწყობრში თავიანთი ადგილები უკავიათ, ოცეულის მეთაური გადადგამს სამ ნაბიჯს წინ და შემდეგ შეასრულებს ბრუნს `კოლონა მარჯვნისაკენ~, გადაადგილდება ოცეულის ფრონტის გასწვრივ და როგორც კი მეოთხე ათეულს გასცდება, შეასრულებს კიდევ ერთ ბრუნს `კოლონა მარჯვნისაკენ~, გაემართება პირდაპირ, თავისი ადგილისკენ და იწყებს გადაადგილებას ნახევარი ნაბიჯით. სრულ ნაბიჯზე მაშინ გადადის, როდესაც ყველა ათეულის მეთაური ერთმანეთს გაუსწორდება. ოცეულის სერჟანტი გადაუხვევს მარჯვნივ და გაჰყვება მესამე ათეულს კოლონის საპირისპირო გადაადგილების დასრულებამდე, შემდეგ კი თავის ადგილს დაიკავებს მწყობრში.
მუხლი 69. ოცეულის გადაადგილება ფლანგებისკენ
ოცეული ფლანგისკენ გადაადგილდება ისევე, როგორც ათეული.
მუხლი 70. ოცეულის ერთ რიგში მოწყობა და კოლონაში ოთხ-ოთხად გადაწყობა
1. ოცეული ეწყობა ერთ რიგად მარჯვნიდან, მარცხნიდან ან მითითების მიხედვით. ეს სრულდება მხოლოდ ადგილიდან და როდესაც ოცეული არის მოწყობილი კოლონაში. ამისათვის გაიცემა კომანდები: `რიგო მარჯვნიდან (მარცხნიდან) ნაბიჯით, იარ!~ ან `თანმიმდევრობით მესამე, მეორე, მეოთხე, პირველი რიგი, ნაბიჯით, იარ!~
2. მოსამსაზადებელ კომანდაზე, მითითებული ათეულის მეთაური გასცემს დამატებით კომანდას `პირდაპირ!~. სხვა ათეულების მეთაურები გასცემენ დამატებით კომანდას `დარჩით ადგილზე!~. ოცეულის მეთაურის გაცემულ შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, მიმმართველი ათეული გადაადგილდება პირდაპირ. მის გვერდით მყოფი ათეულის მეთაური თავს მიაბრუნებს მოძრავი ელემენტისკენ და გასცემს მოსამზადებელ კომანდას `კოლონა ნახევრად მარცხნისაკენ (მარჯვნისაკენ) ნაბიჯით!~ მაშინ, როდესაც ამ ელემენტის ბოლოდან მეორე სამხედრო მოსამსახურე გაუსწორდება მას და ზედაპირზე დადგამს მარჯვენა ფეხს, ხოლო შესასრულებელ კომანდას `იარ!~ გასცემს როგორც კი მოძრავი ელემენტის ბოლო სამხედრო მოსამსახურე გაუსწორდება მას და ზედაპირზე დადგამს მარჯვენა ფეხს. შესასრულებელ კომანდაზე, ათეულის მეთაური შეასრულებს მოქმედებას `კოლონა ნახევრად მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ)~, შემდეგ კომანდის გარეშე მიჰყვება მის წინ მოძრავი ათეულის ბოლო სამხედრო მოსამსახურეს, სწორი დისტანციის დაცვით. ათეულის დანარჩენი ელემენტები გადაადგილდებიან პირდაპირ და ასრულებენ იმავე მოძრაობებს. დანარჩენი ათეულები ასრულებენ იმავე მოქმედებებს, რაც შეასრულა მიმმართველი ელემენტის უკან მყოფმა ათეულმა.
3. კოლონიდან ოცეული შეიძლება გადაეწყოს ერთ რიგში და იმავდროულად შეიცვალოს მოძრაობის მიმართულება 90° ან 45°-ით. ამისათვის გაიცემა კომანდა: `რიგო მარჯვნიდან (მარცხნიდან), კოლონა მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ) ნაბიჯით, იარ!~. ოცეულის მეთაურის მოსამზადებელ კომანდაზე მიმმართველი ელემენტის ათეულის მეთაური გასცემს დამატებით კომანდას `კოლონა მარცხნისაკენ (მარჯვნისაკენ) ნაბიჯით!~. დანარჩენი ათეულის მეთაურები გასცემენ დამატებით კომანდას `დარჩით ადგილზე!~. ოცეულის მეთაურის მიერ გაცემულ შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, მიმმართველი ათეული შეასრულებს მოქმედებას `კოლონა მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ) იარ”. დანარჩენი ათეულის მეთაურები გადადგილების დასაწყებად გასცემენ კომანდას `კოლონა, მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ), იარ!~ შესასრულებელი კომანდა `იარ!~, გაიცემა, როდესაც მოძრავი ელემენტის ბოლო სამხედრო მოსამსახურე ზედაპირზე დადგამს მარჯვენა ფეხს ბრუნის მარცხნივ შესასრულებლად ან როდესაც მოძრავი ელემენტის ბოლო სამხედრო მოსამსახურე ზედაპირზე პირველად დადგამს მარჯვენა ფეხს მარჯვნივ მობრუნების შემდეგ.
4. ოცეული თავდაპირველ კოლონაში მხოლოდ ადგილიდან გადაეწყობა. ამისათვის გაიცემა კომანდა `კოლონაში ოთხ-ოთხად მარჯვნიდან (მარცხნიდან) ნაბიჯით, იარ!~. როდესაც ოცეული გადაეწყობა ერთ რიგში კომანდაზე `თანმიმდევრობის მიხედვით, ......... იარ!~, თავდაპირველ კოლონაში ოცეულის გადასაწყობად უნდა გაიცეს კომანდები: `დაიშალეთ!~ და `მოეწყვეთ!~. მოსამზადებელ კომანდაზე, მიმმართველი ათეულის მეთაური გასცემს დამატებით კომანდას `დარჩით ადგილზე!~. დანარჩენი ათეულის მეთაურები გასცემენ დამატებით კომანდას `კოლონა ნახევრად მარცხნისაკენ (მარჯვნისაკენ)!~. ოცეულის მეთაურის მიერ გაცემულ შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~ მიმმართველი ათეული რჩება ადგილზე. დანარჩენი ათეულები ერთდროულად ასრულებენ მოქმედებას `კოლონა ნახევრად მარცხნისაკენ (მარჯვნისაკენ)~. როდესაც თითოეული მოძრავი ათეულის მეთაური დაიკავებს სწორ ინტერვალს მათ მარცხნივ (მარჯვნივ) მდგომი ელემენტისგან, ისინი გასცემენ კომანდას `ადგილზე, იარ!~ და `ათეულო, სდექ!~ ისე, რომ გაჩერების შემდეგ მათი ათეული ერთ ხაზზე გაუსწორდეს წამყვან ათეულს.
5. თუ ათეულების გადაადგილების მიმართულებაა მარცხნისაკენ ან ათეული უნდა გაჰყვეს ელემენტს მარცხნივ, მაშინ ყველა დამატებითი კომანდა ათეულის მეთაურთა მიერ გაიცემა მარცხენა მხრიდან (ათეულის მეთაური აბრუნებს თავს მარცხნივ). თუ ათეული გადაადგილდება პირდაპირ ან მარჯვნისაკენ, ან უნდა გაჰყვეს ელემენტს მარჯვნივ, ყველა დამატებითი კომანდა გაიცემა მარჯვენა მხრიდან.
მუხლი 71. ოცეულის კოლონაში ორ-ორად მოწყობა და კოლონაში ოთხ-ოთხად გადაწყობა
1. თუ ოცეული მოწყობილია კოლონაში ოთხ-ოთხად, ის შეიძლება გადაეწყოს კოლონაში ორ-ორად მარჯვნიდან ან მარცხნიდან მხოლოდ ადგილიდან. ამისათვის გაიცემა კომანდა `კოლონაში ორ-ორად, მარცხნიდან (მარჯვნიდან) ნაბიჯით, იარ!~
მოსამზადებელ კომანდაზე, ორი მიმმართველი ათეულის მეთაური გასცემს დამატებით კომანდას `პირდაპირ!~, ხოლო დანარჩენი ათეულის მეთაურები გასცემენ დამატებით კომანდას `დარჩით ადგილზე!~. ოცეულის სერჟანტის მიერ გაცემულ შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, ორი მიმმართველი ათეული გადაადგილდება პირდაპირ. მიმმართველი ელემენტისაგან უახლოესი ათეულის მეთაური (მეორე ან მესამე), გასცემს კომანდას, რათა ორივე დარჩენილმა ათეულმა ერთდროულად დაიწყოს მოძრაობა. მოძრავი ელემენტისაგან უახლოესი ათეულის მეთაური გასცემს მოსამზადებელ კომანდას `კოლონა ნახევრად მარცხნისაკენ (მარჯვნისაკენ)~, როდესაც მოძრავი ელემენტის ბოლოდან მეორე სამხედრო მოსამსახურე გაუსწორდება მას და შემდეგ გასცემს შესასრულებელ კომანდას `იარ!~, როგორც კი მოძრავი ელემენტის ბოლო სამხედრო მოსამსახურე ზედაპირზე დადგამს მარჯვენა ფეხს და მას გაუსწორდება. მოძრავი ელემენტისაგან უახლოესი ათეულის მეთაურის შესასრულებელ კომანდაზე, ორივე ათეულის მეთაური შეასრულებს მოქმედებას `კოლონა ნახევრად მარცხნისაკენ (მარჯვნისაკენ) იარ~ და კომანდის გარეშე მიჰყვება წინ მოძრავი ათეულის ბოლო სამხედრო მოსამსახურეებს სწორი დისტანციის დაცვით (ათეულის მეთაურები არ გადაავსებენ მათ წინ მოძრავ ათეულთა რიგებს). დარჩენილი ათეულების წევრები გადაადგილდებიან პირდაპირ და შეასრულებენ იმავე მოძრაობებს, რაც მათი ათეულის მეთაურებმა შეასრულეს.
2. თუ ოცეული მოწყობილია კოლონაში ოთხ-ოთხად, ის შეიძლება გადაეწყოს კოლონაში ორ-ორად მარჯვნიდან ან მარცხნიდან და იმავდროულად შეასრულოს კოლონის გადაადგილების მიმართულების შეცვლა. ამისათვის გაიცემა კომანდა `კოლონაში ორ-ორად მარცხნიდან (მარჯვნიდან), კოლონა მარცხნისაკენ (მარჯვნისაკენ) ნაბიჯით, იარ!~. მოსამზადებელ კომანდაზე, ორი მიმმართველი ათეულის მეთაური გასცემს დამატებით კომანდას `კოლონა მარცხნისაკენ (მარჯვნისაკენ) ნაბიჯით!~. (მეორე ან მესამე ათეულის მეთაური მიუხედავად იმისა, რომ გასცემს დამატებით კომანდას `კოლონა მარცხნისაკენ (მარჯვნისაკენ) ნაბიჯით~, შეასრულებს მოქმედებას `კოლონა ნახევრად მარცხნისაკენ (მარჯვნისაკენ)~.) დარჩენილი ორი ათეულის მეთაური გასცემს დამატებით კომანდას `დარჩით ადგილზე!~. ოცეულის მეთაურის მიერ გაცემულ შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, მიმმართველი ათეულები ასრულებენ მოქმედებას `კოლონა მარცხნისაკენ (მარჯვნისაკენ)~. მიმმართველი ელემენტებისაგან უახლოესი ათეულის მეთაური (მეორე ან მესამე) გასცემს კომანდას რათა ორივე მიმყოლმა ათეულმა დაიწყოს მოძრაობა. იგი მიაბრუნებს თავს მოძრავი ელემენტისკენ, გასცემს მოსამზადებელ კომანდას `კოლონა მარცხნისაკენ, (მარჯვნისაკენ) ნაბიჯით~ მაშინ, როდესაც მოძრავი ელემენტის ბოლოდან მეორე სამხედრო მოსამსახურე გაუსწორდება მას. შემდეგ იგი გასცემს შესასრულებელ კომანდას `იარ!~, როგორც კი ამ ელემენტის ბოლო სამხედრო მოსამსახურე დადგამს მარჯვენა ფეხს მარცხნივ მოსაბრუნებლად ან როდესაც ბოლო სამხედრო მოსამსახურე ზედაპირზე პირველად დადგამს მარჯვენა ფეხს მარჯვნივ მობრუნების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ კომანდა არის `კოლონა მარცხნისაკენ, (მარჯვნისაკენ) ნაბიჯით, იარ!~, ფლანგებზე მყოფი ათეულები (მეოთხე ან პირველი) შეასრულებენ მოქმედებას `კოლონა ნახევრად მარცხნისაკენ (მარჯვნისაკენ)~.
3. ოცეული კოლონაში ოთხ-ოთხად გადაეწყობა მხოლოდ ადგილიდან. ამისათვის გაიცემა კომანდა `კოლონაში ოთხ-ოთხად მარჯვნიდან (მარცხნიდან) ნაბიჯით, იარ!~. კოლონაში ოთხ-ოთხად გადაწყობისას, ოცეულის მეთაურის არ ყოფნისას, ოცეულის სერჟანტი რჩება თავის ადგილზე ოცეულის ცენტრში. როდესაც ოცეულის მეთაური ადგილზეა, იგი ასრულებს ბრუნს ისე, როგორც გადაადგილებისას და მწყობრში თავის ადგილს იკავებს. ოცეულის სერჟანტი მიჰყვება ბოლო ელემენტს და მისი გაჩერების შემდეგ იკავებს თავის ადგილს მწყობრში. მოსამზადებელ კომანდაზე `კოლონაში ოთხ-ოთხად მარჯვნიდან (მარცხნიდან) ნაბიჯით“, მიმმართველი ათეულის მეთაურები გასცემენ დამატებით კომანდას `დარჩით ადგილზე!~. მიმყოლი ათეულის მეთაურები გასცემენ დამატებით კომანდას `კოლონა ნახევრად მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ)!~. ოცეულის მეთაურის მიერ გაცემულ შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, მიმმართველი ათეულები რჩებიან ადგილზე. მიმყოლი ათეულის მეთაურები ერთდროულად ასრულებენ მოქმედებას `კოლონა ნახევრად მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ)~ და ბრუნდებიან ოდნავ უფრო მეტად. როდესაც მიმყოლი ათეულის მეთაურები მიმმართველი ათეულის მეთაურებს ერთ ხაზზე და სწორი ინტერვალით გაუსწორდებიან, მიმმართველი ელემენტებისგან უახლოესი ათეულის მეთაური ორივე ათეულისთვის გასცემს კომანდას `ადგილზე, იარ!~ და `ათეულებო, სდექ!~.
მუხლი 72. ოცეულის სამწყობრო დათვალიერება
1. ოცეულის სამწყობრო დათვალიერებას, როგორც წესი, ატარებს ოცეულის სერჟანტი. თუ ოცეულის მეთაურს სურს დათვალიერება, იგი ოცეულს თავისი ადგილიდან ამოწმებს.
2. ოცეულს პირადი შემადგნელობისა და აღჭურვილობის დათვალიერებისათვის აქვს ერთი მწყობრი – ეს არის გაშლილი მწყობრი. როდესაც მიმდინარეობს ტექნიკისა და კოლექტიური იარაღის დათვალიერება, ტექნიკა და შეიარაღება განლაგდება მწყობრის უკან, ტექნიკაზე და შეიარაღებაზე მიმაგრებული ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურე დგას თავის სატრანსპორტო საშუალებასთან და იარაღთან, თუ სხვაგვარად არაა ნაბრძანები.
3. საველე აღჭურვილობის შემოწმებისას, აღჭურვილობა უნდა დალაგდეს მოწესრიგებულად და ერთნაირად, ქვედანაყოფის მეთაურის მიერ დადგენილი წესის მიხედვით. ათეულის მეთაურებმა უნდა გააკეთონ ჩანაწერები აღჭურვილობის დანაკლისისა და დაზიანების შესახებ.
მუხლი 73. სამწყობრო დათვალირების ჩატარების წესი
1. ოცეულის გაშლილ მწყობრში, ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას `ოცეულო, გაითვალე!~. შესასრულებელ კომანდაზე `გაითვალე!~, მარჯვენა ფლანგზე მდგომი სამხედრო მოსამსახურეების გარდა, მთელი პირადი შემადგენლობა თავსა და მზერას მარჯვნივ მიაბრუნებს. მარჯვენა ფლანგზე მდგომი სამხედრო მოსამსახურეები გაითვლიან `ერთი~. მას შემდეგ, რაც მარჯვენა ფლანგზე მდგომი სამხედრო მოსამსახურეები გაითვლიან თავიანთ ნომრებს, მათ მარცხნივ მდგომი სამხედრო მოსამსახურეები გაითვლიან ნუმერაციის მიხედვით და ამავე დროს მიაბრუნებენ თავს და მზერას მიმართავენ ფრონტისაკენ, ოცეულის დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეებიც ასევე გაითვლიან.
2. მას შემდეგ, რაც ოცეული გაითვლის, ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას `გახსნილი მწკრივებით ნაბიჯით, იარ!~, შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, პირველი მწკრივი გადადგამს ორ ნაბიჯს წინ, მეორე მწკრივი გადადგამს ერთ ნაბიჯს წინ, მესამე მწკრივი რჩება ადგილზე, ხოლო მეოთხე მწკრივი გადადგამს ორ ნაბიჯს უკან. დამატებითი მწკრივების შემთხვევაში, მეხუთე მწკრივი გადადგამს ოთხ ნაბიჯს უკან და მეექვსე მწკრივი გადადგამს ექვს ნაბიჯს უკან. მითითებული რაოდენობის ნაბიჯების გადადგმის შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეები ხაზში გასასწორებლად არ ასწევენ მკლავს მაღლა. თუ ოცეულის სერჟანტს სურს უფრო ზუსტი ინტერვალი ან ოცეულის ზუსტად გასწორება, იგი გასცემს კომანდას `ახლო ინტერვალით (ორმაგი ინტერვალით) სწორება მარჯვნივ, სწორდი!“. ამის შემდეგ, ოცეული მზადაა შემოწმებისათვის.
3. ოცეულის სამწყობრო დათვალიერება ტარდება ათეულის მეთაურების მიერ ოცეულის მწყობში. თუმცა ათეულები შეიძლება შემოწმებულნი იქნენ ოცეულის მეთაურის ან/და ოცეულის სერჟანტის მიერ.
მუხლი 74. სამწყობრო დათვალიერება ათეულის მეთაურების მიერ ოცეულის მწყობრში
თუ ოცეულის სერჟანტს სურს, რომ ათეულის მეთაურებმა შეამოწმონ თავიანთი ათეულები, იგი გასცემს კომანდას `შეამოწმეთ თქვენი ათეულები!~. იგი სრულდება შემდეგი წესით:
ა) ათეულის მეთაური გადაადგილდება პირდაპირ და მარცხნივ, დგება პირველი სამხედრო მოსამსახურის წინ 40 სანტიმეტრის დაშორებით და უსწორდება მას. თუ ოცეულის წევრებს აქვთ იარაღი, ათეულის მეთაურებს გადააქვთ იარაღი ზურგზე ისე, რომ იარაღის ქამარი დიაგონალურად კვეთდეს სხეულს და ლულა მიმართული იყოს დაბლა და მარჯვნივ. ეს მოძრაობა შესრულდება კომანდის გარეშე და მანამ, სანამ ათეულის მეთაური ნაბიჯს გადადგამს;
ბ) ათეულის მეთაური რჩება `მოდიფიცირებულ დგომზე სმენა~ და ამოძრავებს მხოლოდ თავსა და თვალებს. ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ადგილიდან სამხედრო მოსამსახურის გარეგანი იერის ცენტრიდან შემოწმების შემდეგ, იგი გადადგამს მოკლე ნაბიჯს წინ და მარცხნივ და შეამოწმებს სამხედრო მოსამსახურის გარეგან იერს მარჯვნა მხრიდან. შემდეგ დაუბრუნდება თავის ადგილს ცენტრში, გადადგამს მოკლე ნაბიჯს წინ და მარჯვნივ და შეამოწმებს სამხედრო მოსამსახურის გარეგან იერს მარცხენა მხრიდან. ამის შემდეგ იგი კვლავ დაუბრუნდება ცენტრში თავის პოზიციას;
გ) პირველი სამხედრო მოსამსახურის შემოწმების შემდეგ, ათეულის მეთაური ასრულებს ბრუნს მარჯვნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას და გადადგამს ერთ (თუ ნორმალური ინტერვალია, მაშინ ორ) ნაბიჯს, შეჩერდება და შებრუნდება შემდეგი სამხედრო მოსამსახურისკენ შესაბამისი დისტანციის დაცვით. ათეულის მეთაური ამოწმებს მთელ ათეულს ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით;
დ) ათეულში ბოლო სამხედრო მოსამსახურის შემოწმების შემდეგ, ათეულის მეთაური ბრუნდება მარჯვნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას და მიემართება თავისი ადგილისაკენ. იგი შემოუვლის ათეულს ზურგიდან. ამ გადაადგილებისას ათეულის მეთაური ათეულს ზურგიდან ამოწმებს;
ე) თავისი ადგილის დაკავების შემდეგ, ათეულის მეთაური მიაბრუნებს თავს მარცხნივ და მისი ათეულისთვის გასცემს კომანდას `თავისუფლად!~;
ვ) ოცეულის სერჟანტი რჩება თავის ადგილზე (ამოწმებს მედროშეს, თუ იგი არის მწყობრში). მას შემდეგ, რაც ბოლო ათეული შემოწმდება და მიიღებს დგომს `თავისუფლად~, ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას `ოცეულო, სმენა!~ და კომანდას `დახურული მწკრივებით ნაბიჯით, იარ!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, პირველი მწკრივი გადადგამს ოთხ ნაბიჯს უკან, მეორე მწკრივი გადადგამს ორ ნაბიჯს უკან, მესამე მწკრივი რჩება ადგილზე და მეოთხე მწკრივი გადადგამს ერთ ნაბიჯს წინ. შესარულებელ კომანდაზე `იარ!~, ოცეულის მეთაური და ოცეულის სერჟანტი გადადგამენ შესაბამისი რაოდენობის ნაბიჯებს, რათა მწყობრში თავისი ადგილი შეინარჩუნონ;
ზ) თუ ოცეული მოწმდება უფრო დიდი ზომის ქვედანაყოფის შემადგენლობაში და ოცეულის მართვა არ გადაუბარებია ოცეულის სერჟანტს, იგი ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ, იღებს დგომს `თავისუფლად~ და ასეულის სერჟანტის მითითებებს ელოდება.
მუხლი 75. სამწყობრო დათვალიერება ოცეულის სერჟანტის /ოცეულის მეთაურის მიერ
1. თუ ოცეულის სერჟანტი არ აპირებს მთლიანად ოცეულის შემოწმებას, მაშინ იგი იმ ათეულის მეთაურს, რომელსაც არ ამოწმებს, მიუთითებს, რომ თავად შეამოწმოს თავისი ათეული. სხვა ათეულებს შეამოწმებს ოცეულის სერჟანტი. თუ ოცეულის სერჟანტს აქვს იარაღი, მას გადააქვს იარაღი ზურგზე ისე, როგორც ათეულის მეთაურებს.
2. ათეულის შემოწმება ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) ოცეულის სერჟანტი შეასრულებს ბრუნს ნახევრად მარცხნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას და ყველაზე პირდაპირი მარშრუტით მიემართება პირველი ათეულის (ან შესაბამისი ათეულის) მეთაურისაკენ და ჩერდება მისგან 40 სანტიმეტრის დაშორებით. როგორც კი ოცეულის სერჟანტი გაჩერდება ათეულის მეთაურის წინ, იგი სხვა ათეულებისთვის გასცემს კომანდას `თავისუფლად!~ და ამოწმებს ათეულის მეთაურს, ოცეულის სერჟანტი დგება `მოდიფიცირებულ დგომზე სმენა~. იგი ამოძრავებს მხოლოდ თავსა და თვალებს. ცენტრიდან შემოწმების შემდეგ გადადგამს მოკლე ნაბიჯს წინ და მარცხნივ და შეამოწმებს ათეულის მეთაურის გარეგან იერს მარჯვნა მხრიდან. შემდეგ დაუბრუნდება თავის ადგილს ცენტრში, გადადგამს მოკლე ნაბიჯს წინ და მარჯვნივ და შეამოწმებს ათეულის მეთაურის გარეგან იერს მარცხენა მხრიდან. ამის შემდეგ იგი კვლავ დაუბრუნდება ცენტრში თავის პოზიციას (ათეულის მეთაურისგან 40 სანტიმეტრის დაშორებით, ცენტრში);
ბ) ათეულის მეთაურის შემოწმების შემდეგ, ოცეულის სერჟანტი ასრულებს ბრუნს მარჯვნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას და გადადგამს ერთ (თუ ნორმალური ინტერვალია, მაშინ ორ) ნაბიჯს, შეჩერდება მომდევნო სამხედრო მოსამსახურის წინ შესაბამისი დისტანციით და ბრუნდება სახით მისკენ. მას შემდეგ, რაც ოცეულის სერჟანტი გადადგამს ნაბიჯს, ათეულის მეთაური გადადგამს ნახევარ ნაბიჯს წინ და შეასრულებს ბრუნს ზურგისაკენ. ერთიდან მეორე სამხედრო მოსამსახურისკენ გადანაცვლებისას, ათეულის მეთაური და ოცეულის სერჟანტი ერთდროულად მოძრაობენ;
გ) ათეულში ბოლო სამხედრო მოსამსახურის შემოწმების შემდეგ, ოცეულის სერჟანტი ბრუნდება მარჯვნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას, მოუვლის ათეულს და მას ზურგიდან შეამოწმებს, როდესაც ოცეულის სერჟანტი დაიწყებს პირველი ათეულის ზურგიდან შემოწმებას, იგი გასცემს კომანდას `სმენა!~ შემდეგი ათეულისთვის. პირველი ათეულის მეთაური უბრუნდება თავის ადგილს, როდესაც ოცეულის სერჟანტი შემდეგი ათეულის მეთაურს წინ გაუსწორდება. ოცეულის სერჟანტი მიაბრუნებს თავს მარჯვნივ და შემოწმებული ათეულისათვის გასცემს კომანდას `თავისუფლად!~;
დ) ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით მოწმდება ოცეულში შემავალი ყველა ათეული. ბოლო ათეულის ზურგიდან შემოწმების შემდეგ, ოცეულის სერჟანტი გადაადგილდება ყველაზე პირდაპირი მარშრუტით თავისი ადგილისაკენ მწყობრში, შეჩერდება, შეასრულებს ბრუნს მარცხნისაკენ და გასცემს კომანდას `ოცეულო, სმენა!~ და კომანდას `დახურული მწკრივებით ნაბიჯით, იარ!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~ პირველი მწკრივი გადადგამს ოთხ ნაბიჯს უკან, მეორე მწკრივი გადადგამს ორ ნაბიჯს უკან, მესამე მწკრივი რჩება ადგილზე, მეოთხე მწკრივი გადადგამს ერთ ნაბიჯს წინ. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, ოცეულის მეთაური და ოცეულის სერჟანტი მწობრში თავისი ადგილის შესანარჩუნებლად საჭირო რაოდენობის ნაბიჯებს გადადგამენ;
ე) თუ ოცეული შემოწმდება უფრო დიდი ზომის ქვედანაყოფის შემადგენლობაში და ოცეულის მართვა არ გადაუბარებია ოცეულის სერჟანტს, იგი ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ, იღებს დგომს `თავისუფლად~ და ელოდება მითითებებს ასეულის სერჟანტისაგან.
მუხლი 76. ოცეულის ყაზარმაში შემოწმების წესი
თუ ოცეულის მეთაურს/სერჟანტს სურს ყაზარმაში შემოწმება, იგი იყენებს შემდეგ პროცედურებს:
ა) ათეულის წევრები მოწყობილი არიან თავიანთ აღჭურვილობასთან ერთ ხაზზე ან მის სიახლოვეს, რამდენადაც შესაძლებელია. ათეულის მეთაური აწყობს თავის აღჭურვილობას ამ ხაზის თავში. შემმოწმებლის მოახლოვებისას, ათეულის მეთაური გასცემს კომანდას: `ათეულო, სმენა!~ და მოახსენებს: `ბატონო ------, ათეული მზადაა შემოწმებისათვის~. ვითარებიდან გამომდინარე, ათეულის მეთაურმა შეიძლება შემმოწმებელს მოახსენოს ყაზარმის გარეთ. ამ შემთხვევაში კომანდას `ათეულო, სმენა!~ შემმოწმებლის შემოსვლისას გასცემს დანიშნული პასუხისმგებელი პირი;
ბ) ათეულის მეთაურს შემმოწმებელი მიჰყავს თავის ათეულისაკენ. შემმოწმებლისა და ათეულის მეთაურის შემოსვლისას ათეულში სამხედრო წოდებით ყველაზე მაღალი სამხედრო მოსამსახურე გასცემს კომანდას `თავისუფლად!~, როდესაც შემმოწმებელი უახლოვდება თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს ან მის აღჭურვილობას, სამხედრო მოსამახურე ავტომატურად იღებს დგომს `სმენა~. როდესაც შემმოწმებელი გადაადგილდება შემდეგი სამხედრო მოსამსახურისაკენ, უკვე შემოწმებული სამხედრო მოსამსახურე გადადის დგომზე `თავისუფლად~. როდესაც შემმოწმებელი დაასრულებს შემოწმებას და დატოვებს ადგილს, გაიცემა კომანდა `განაგრძეთ!~;
გ) სამხედრო მოსამსახურეთა ოთახების შემოწმებისას, არ გაიცემა კომანდა `სმენა!~. როდესაც შემმოწმებელი ოთახში შევა, სამხედრო მოსამსახურეები ავტომატურად იღებენ დგომს `სმენა~. ამის შემდეგ შემმოწმებელი გასცემს კომანდას `თავისუფლად!~. შემმოწმებლის მოახლოებისას სამხედრო მოსამსახურე იღებს დგომს `სმენა~, შემოწმების შემდეგ მიიღებს დგომს `თავისუფლად~.
თავი VIII
ასეულის სამწყობრო მომზადება
მუხლი 77. ზოგადი დებულებანი
1. ასეულის სამწყობრო მომზადებისას ინდივიდუალური სამწყობრო ილეთები და სამწყობრო ილეთები იარაღით, სრულდება ისევე, როგორც ათეულისა და ოცეულის სამწყობრო მომზადებისას.
2. ასეულის სამწყობრო მომზადებაში, როგორც წესი იგულისხმება ოცეულის სამწყობრო მომზადება ერთ მწყობრში სხვა ოცეულებთან ერთად.
3. სამწყობრო მომზადების მიზნებისათვის ასეული შედგება ასეულის მმართველობისა და ორი ან მეტი ოცეულისგან. ასეულის მმართველობის პირადი შემადგენლობა მიმაგრებულია ოცეულებზე, რათა გაათანაბრონ ისინი ისე, რომ მუდმივი ათეულების სტრუქტურას ხელი არ შეეშალოს, თუმცა მეთაურს შეუძლია ასეულის მმართველობის პირადი შემადგენლობა ასეულის ნებისმიერ ფლანგზე მოაწყოს ცალკეულ ოცეულად. თუ ასეულის მმართველობის პირადი შემადგენლობა მოწყობილია ცალკეულ ოცეულად, სამხედრო წოდებით ყველაზე მაღალი სერჟანტი ითავსებს ოცეულის სერჟანტის ფუნქციას, ასეულის მეთაურის მოადგილეს კი ეკისრება ოცეულის მეთაურის ფუნქცია.
4. გაშლილ ან მიჯრილ მწყობრში მოწყობისას მარჯვენა ფლანგზე მდგომი ოცეული არის ძირითადი (რომელსაც უნდა გაუსწორდნენ დანარჩენი ოცეულები), ხოლო კოლონაში ძირითადი ოცეული არის მიმმართველი ოცეული.
5. ასეული შეიძლება მოაწყოს ასეულის მეთაურმა და ოცეულის მეთაურებმა ან ასეულის სერჟანტმა და ოცეულის სერჟანტებმა. თუ ასეულის მეთაურს არ აქვს დაგეგმილი მოწყობაზე დასწრება ან ასეულის შემოწმება, ასეულის სერჟანტი და ოცეულის სერჟანტები რჩებიან და სამწყობრო მომზადებას თავიანთი ადგილებიდან ატარებენ.
6. ასეულის სერჟანტი ითვლება ასეულის მეთაურად, თუ იგი სამწყობრო მომზადებას ატარებს ასეულის მეთაურის პოზიციიდან. ასევე ოცეულის სერჟანტი ითვლება ოცეულის მეთაურად, როდესაც იგი სამწყობრო მომზადებას ოცეულის მეთაურის პოზიციიდან ატარებს.
7. თუ ასეულის სერჟანტი მიუთითებს, რომ ასეულმა გახსნას ან დახუროს მწკრივები, ხაზზე გასწორდეს, შეკრიბოს ან აიღოს იარაღი, იაროს სრული ნაბიჯით, გაუსწორდეს მიმმართველ ოცეულს განსაზღვრული ინტერვალით ან მოემზადოს შემოწმებისათვის, ყველაფერი სრულდება ოცეულის სერჟანტების კომანდაზე და არა ასეულის სერჟანტის დირექტივებზე. ოცეულის სერჟანტები გასცემენ კომანდებს თანმიმდევრობის მიხედვით, პირველი კომანდას გასცემს ძირითადი ოცეულის სერჟანტი.
8. სამწყობრო მომზადების ან ცერემონიების ჩატარებისას, ასეულის სერჟანტი და ასეულის მეთაურის მოადგილე იარაღს ატარებენ `ქამარზე~. ისინი ინარჩუნებენ ამ დგომს, იარაღით ყველა სამწყობრო ილეთების შესრულებისას, გარდა ხელით მხედრული მისალმებისა.
9. ასეულის წევრები გამოდიან მწყობრიდან ისე, როგორც ეს მოცემულია ოცეულის სამწყობრო მომზადებაში იმ განსხვავებით, რომ მწყობრიდან გამოძახებული სამხედრო მოსამსახურეები მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ გაუსწორდებიან ასეულის სერჟანტს და არა ოცეულის სერჟანტს.
10. ასეული გადაადგილდება, ასრულებს თავისუფალ დგომებსა და კომანდას `სწორება, მარჯვნივ/მარცხნივ!~ ისევე, როგორც ოცეული.
მუხლი 78. ასეულის მწყობრის სახეები
1. ასეულს აქვს ხუთი მწყობრი:
ა) ასეული გაშლილ მწყობრში, ოცეულებით გაშლილ მწყობრში;
ბ) ასეული კოლონაში, ოცეულებით კოლონაში;
გ) ასეული კოლონაში, ოცეულებით გაშლილ მწყობრში (ძირითადად გამოიყენება ცერემონიებისთვის);
დ) ასეული მიჯრილ მწყობრში.
ე) ასეული გაშლილ მწყობრში, ოცეულებით კოლონაში.
2. ასეულის მოწყობა შესაძლებელია კოლონაში ორ-ორად, ეს სრულდება იმგვარად, როგორც ოცეულის.
მუხლი 79. ძირითადი თანამდებობის პირების ადგილები მწყობრში
1. ასეულის მეთაური, როგორც წესი იკავებს ადგილს ქვედანაყოფის პირველი მწკრივიდან 12 ნაბიჯის დაშორებით ასეულის ცენტრში. გამონაკლისია ის შემთხვევები, როდესაც ასეული ეწყობა კოლონაში, როგორც უფრო დიდი ზომის ქვედანაყოფის ნაწილი (ასეული კოლონაში ოცეულებით კოლონაში ან ოცეულებით გაშლილ მწყობრში) ან როდესაც ასეული მოწყობილია მიჯრილ მწყობრში. ასეთ შემთხვევებში, ასეულის მეთაურის ადგილი არის ასეულის პირველი მწკრივიდან ექვსი ნაბიჯის დაშორებით, პირველი მწკრივის ცენტრში და წინ მდგომი ელემენტის ბოლო მწკრივიდან 12 ნაბიჯის დაშორებით. (იხ. სურათი 23-24-25-26).
2. ასეულის მედროშე იკავებს ადგილს ასეულის მეთაურისგან ორი (38-სანტიმეტრიანი) ნაბიჯით უკან და ორი (38-სანტიმეტრიანი) ნაბიჯით მარცხნივ (იხ. სურათი 23-24-25-26). ასეულის მეთაურმა სხვების ყურადღების მიქცევის გარეშე უნდა მიუთითოს მედროშეს, რომ დარჩეს ადგილზე ან გადაადგილდეს მეთაურთან ერთად, როდესაც ასეული უნდა შებრუნდეს მარჯვნისაკენ ან გადაადგილდეს მცირე მანძილზე.
3. ასეულის მეთაურის მოადგილე იკავებს ადგილს ასეულის სერჟანტის ზურგიდან ორი ნაბიჯის დაშორებით, თუ ასეული მოწყობილია გაშლილ მწყობრში. კოლონაში ან მიჯრილ მწყობრში, იგი იკავებს ადგილს ასეულის ბოლო მწკრივიდან სამი ნაბიჯის დაშორებით, ცენტრიდან ერთი (38-სანტიმეტრიანი) ნაბიჯით მარჯვნივ. (იხ. სურათი 23-24-25-26)
4. ოცეულების მეთაურები იკავებენ ადგილს თავისი ოცეულის პირველი მწკრივიდან ექვსი ნაბიჯის დაშორებით, მის ცენტრში, თუ ასეული მოწყობილია გაშლილ მწყობრში ოცეულებით გაშლილ მწყობრში ან ოცეულებით კოლონაში. თუ ასეული მოწყობილია კოლონაში, ოცეულებით კოლონაში, ან ასეული მოწყობილია კოლონაში ოცეულებით გაშლილ მწყობრში, ოცეულის მეთაურის ადგილი არის მისი ოცეულის პირველი მწკრივიდან ერთი ნაბიჯის დაშორებით, ოცეულის ცენტრში. თუ ასეული მოწყობილია მიჯრილ მწყობრში, ოცეულის მეთაურის ადგილი არის ასეულის პირველი მწკრივიდან ერთი ნაბიჯის დაშორებით და ოცეულის მეთაურები თანაბრად არიან განაწილებულები ასეულის ფრონტის გასწვრივ (იხ. სურათი 23-24-25-26).
5. ასეულის სერჟანტი იკავებს ადგილს ასეულის ბოლო მწკრივიდან სამი ნაბიჯის დაშორებით, ცენტრში, თუ ასეული მოწყობილია გაშლილ მწყობრში. თუ ასეული მოწყობილია კოლონაში ან მიჯრილ მწყობრში, მისი ადგილი არის ასეულის ბოლო მწკრივიდან ასეულის ცენტრიდან სამი ნაბიჯის დაშორებით და ერთი (38-სანტიმეტრიანი) ნაბიჯით მარცხნივ. თუ ასეული გადაადგილდება მიჯრილი მწყობრით და ასეულის მეთაურს მწყობრში თავისი ადგილი უკავია, ასეულის სერჟანტი რჩება თავის ადგილზე, რათა უზრუნველყოს ქვედანაყოფის გადაადგილდების საჭირო ტემპი და კონტროლი (იხ. სურათი 23-24-25-26). ასეულის მეთაურის არყოფნისას:
ა) თუ ასეული მოწყობილია მიჯრილ მწყობრში, ასეულის სერჟანტის ადგილი არის ასეულის მწყობრის პირველი მწკრივიდან ხუთი ნაბიჯის დაშორებით, ქვედანაყოფის ცენტრში;
ბ) თუ ასეული მოწყობილია გაშლილ მწყობრში, ოცეულებით გაშლილ მწყობრში ან ოცეულებით კოლონაში, ასეულის სერჟანტის ადგილი არის ასეულის პირველი მწკრივიდან ცხრა ნაბიჯის დაშორებით, ასეულის ცენტრში;
გ) თუ ასეული მოწყობილია კოლონაში, ოცეულებით კოლონაში, ასეულის სერჟანტის ადგილი არის ასეულის მარცხენა ფლანგიდან ცხრა ნაბიჯის დაშორებით, ასეულის ცენტრში.
6. ოცეულის სერჟანტი იკავებს ადგილს მისი ოცეულის ბოლო მწკრივიდან ერთი ნაბიჯის დაშორებით, ცენტრში, თუ ოფიცრები ესწრებიან მოწყობას, ამ შემთხვევაში თუ ასეული მოწყობილია მიჯრილ მწყობრში, ოცეულის სერჟანტები თანაბრად ნაწილდებიან ასეულის ზურგში (იხ. სურათები 23-26). ოფიცრების არყოფნისას:
ა) თუ ასეული მოწყობილია მიჯრილ მწყობრში, ოცეულის სერჟანტის ადგილი არის ასეულის პირველი მწკრივიდან ერთი ნაბიჯის დაშორებით. ოცეულის სერჟანტები თანაბრად ნაწილდებიან ასეულის ფრონტის გასწვრივ;
ბ) თუ ასეული მოწყობილია გაშლილ მწყობრში, ოცეულებით გაშლილ მწყობრში ან კოლონაში, ოცეულის სერჟანტის ადგილი არის მისი ოცეულის პირველი მწკრივიდან სამი ნაბიჯის დაშორებით, ოცეულის ცენტრში;
გ) თუ ასეული მოწყობილია კოლონაში, ოცეულებით კოლონაში, ოცეულის სერჟანტის ადგილი არის მისი ოცეულის მარცხენა ფლანგიდან სამი ნაბიჯის დაშორებით, ოცეულის ცენტრში;
დ) თუ ასეული გადაადგილდება და ასეული მოწყობილია კოლონაში, ოცეულებით კოლონაში, მაშინ ოცეულის სერჟანტები რჩებიან თავიანთ ადგილებზე და უზრუნველყოფენ თავიანთი ოცეულის გადაადგილდების საჭირო ტემპსა და კონტროლს.
7. ასეულის მეთაურის მოადგილემ დაბალი ხმით უნდა გასცეს აუცილებელი კომანდები საკუთარი თავისა და ასეულის სერჟანტისთვის (`იარ!~, `კოლონა ნახევრად მარცხნისა-კენ!~, `სდექ!~ და ბრუნების კომანდები). ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლისას. მათ შეუძლიათ გადაუხვიონ მარცხნივ ან მარჯვნივ ახალი ადგილების დასაკავებლად, ამასთან:
ა) როდესაც ასეული გაშლილი მწყობრიდან გადაეწყობა კოლონაში, ასეულის სერჟანტი და მეთაურის მოადგილე შეასრულებენ ბრუნს ასეულთან ერთად, მაგრამ არ იწყებენ გადაადგილებას. ისინი რჩებიან თავიანთ ადგილებზე, სანამ მათ ბოლო ოცეული ჩაუვლის. თუ ასეული გადაადგილდება პირდაპირ (კოლონაში) მხოლოდ მცირე მანძილზე ან თუ იგი ახლო ინტერვალით უსწორდება ძირითად ოცეულს (გაშლილ მწყობრში), ასეულის სერჟანტი და მეთაურის მოადგილე მოძრაობენ პირდაპირ ან ბრუნდებიან მარჯვნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას და იკავებენ თავიანთ ადგილებს;
ბ) როდესაც ასეული კოლონიდან (ოცეულებით კოლონაში) გადადის გაშლილ მწყობრში, ისინი ბრუნდებიან მარჯვნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას და იკავებენ თავიანთ ადგილებს გაშლილ მწყობრში;
გ) როდესაც ასეული ეწყობა კოლონაში, ოცეულებით გაშლილ მწყობრში, ქვედანაყოფის მობრუნებისას, ისინი ბრუნდებიან მარჯვნივ ისე, როგორც გადაადგილებისას და დაიკავებენ თავიანთ ადგილს ბოლო ოცეულის უკან;
დ) როდესაც ასეული ეწყობა მიჯრილ მწყობრში, ისინი ბრუნდებიან მარჯვნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას და დგებიან თავიანთ ადგილებზე ასეულის ცენტრში, მას შემდეგ რაც შეჩერდებიან ბოლო ოცეულთან ერთად;
ე) როდესაც ასეულის სერჟანტი და ასეულის მეთაურის მოადგილე დგანან თავიანთ ადგილებზე (მწყობრის ცენტრს მიღმა). ისინი უნდა იდგნენ ერთმანეთისაგან ნორმალური ინტერვალით. თუ რომელიმე მათგანი არ იმყოფება მწყობრში, ის ვინც იმყოფება, კომანდის გარეშე დაიკავებს ადგილს ასეულის ცენტრში და არა ცენტრს მიღმა.
8. სხვა სამხედრო მოსამსახურეები, რომელთაც არ აქვთ წინასწარ განსაზღვრული ადგილი მწყობრში, გაშლილ მწყობრში მოეწყობიან თანაბრად მეთაურის მოადგილისაგან მარჯვნივ და მარცხნივ, როდესაც ასეული ეწყობა კოლონაში, ისინი დაიშლებიან და მოეწყობიან ერთ ან ორ მწკრივად, ასეულის სერჟანტისა და მეთაურის მოადგილის უკან სწორი დისტანციის დაცვით.
[pic]
სურათი 23. ასეული გაშლილ მწყობრში, ოცეულებით
გაშლილ მწყობრში
[pic]
სურათი 24. ასეული კოლონაში, ოცეულებით კოლონაში
[pic]
სურათი 25. ასეული მიჯრილ მწყობრში
[pic]
სურათი 26. ასეული კოლონაში, ოცეულებით გაშლილ მწყობრში
მუხლი 80. ასეულის მწყობრები და მოძრაობები
1. ასეული, როგორც წესი, ეწყობა გაშლილ მწყობრში; თუმცა ის შეიძლება გადაეწყოს კოლონაში.
2. ასეული ეწყობა იმგვარად, როგორც ოცეული. კომანდაზე `მოეწყვეთ!~ (`ახლო ინტერვალით, მოეწყვეთ!~) ოცეულები მოეწყობიან გაშლილ მწყობრში სახით იმ პირისაკენ, ვინც აწყობს ასეულს, ისე, რომ იგი მოექცეს ასეულის ცენტრში, ოცეულებს შორის ხუთნაბიჯიანი ინტერვალის დაცვით.
3. იმისთვის რომ ასეული მოეწყოს მიჯრილ მწყობრში, გაიცემა კომანდა `მიჯრილ მწყობრში, მოეწყვეთ!“. სანამ მწყობრის ხელმძღვანელი პირი გასცემს ამ კომანდას, მან უნდა გამოაცხადოს ინტერვალი, დაასახელოს ფრონტის ხაზზე მდგომი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა და განსაზღვროს ძირითადი სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც დანარჩენები უნდა გაუსწორდნენ. ასეულის სერჟანტი და ოცეულის სერჟანტები, მწყობრში ადგილის შესაცვლელად მწყობრს შემოუვლიან მარჯვენა ფლანგიდან, ხოლო ასეულის მეთაური და ოცეულის მეთაურები მწყობრს შემოუვლიან მარცხენა ფლანგიდან.
4. თუ ასეულის პირადი შემადგენლობას თან აქვთ იარაღი, სამხედრო მოსამსახურეები მოეწყობიან დგომზე `იარაღი ფეხთან~ ან `იარაღი ქამარზე~. უსაფრთხოების მიზნით, მწყობრის ხელმძღვანელი პირი გასცემს კომანდებს: `შეამოწმეთ, იარაღი!~; `მოემზადე, მკერდთან, იარაღი!~; `ფეხთან/ქამარზე, იარაღი!~; დღის პირველ მოწყობაზე ან კომანდის `დაიშალეთ!~ გაცემამდე.
შენიშვნა: როდესაც პირადი შემადგენლობა შეიარაღებულია კალაშნიკოვის იარაღით, კომანდა `მოემზადე, მკერდთან, იარაღი!~ არ გაიცემა.
5. ასეული შეიძლება მოაწყოს ასეულის სერჟანტმა და ოცეულის სერჟანტებმა ან ასეულის მეთაურმა და ოცეულების მეთაურებმა. თუ შესაძლებელია, ოცეულები იკრიბებიან მოწყობის ადგილის სიახლოვეს ასეულის სერჟანტის ან ასეულის მეთაურის მოსვლამდე. თუ ასეული მოაწყვეს სერჟანტებმა, ოცეულის მეთაურები, როგორც წესი, აკვირდებიან პროცედურებს, მათი ოცეულების უკან დაკავებული პოზიციებიდან.
6. როდესაც ასეულს სერჟანტები აწყობენ, სრულდება შემდეგი მოქმედებები:
ა) ასეულის სერჟანტი იკავებს ადგილს, მოწყობის ხაზიდან 9 ნაბიჯის დაშორებით ცენტრში, სახით იმ ხაზისაკენ, სადაც უნდა მოეწყოს თითოეული ოცეულის პირველი მწკრივი და გასცემს კომანდას `ასეულო, მოეწყვეთ!~ ან `ასეულო, ახლო (ორმაგი) ინტერვალით, მოეწყვეთ!~;
ბ) შესასრულებელ კომანდაზე „მოეწყვეთ!~ ოცეულები მოეწყობიან იმგვარად, როგორც ეს ახსნილია ოცეულის სამწყობრო მომზადებაში. თითოეული ოცეულის სერჟანტი დგება სახით თავისი ოცეულისკენ, სანამ ოცეული ეწყობა და, აუცილებლობიდან გამომდინარე, უთითებს, რომ გაუსწორდეს მარჯვნივ მდგომ ოცეულს სწორი ინტერვალის დაცვით, როდესაც ოცეული მოეწყობა, ოცეულის სერჟანტი ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ. თუ გაცემულია კომანდა `ახლო (ორმაგი) ინტერვალით, მოეწყვეთ!~, ოცეულის წევრები მოეწყობიან ახლო (ორმაგი) ინტერვალით, თუმცა მათ უნდა შეინარჩუნონ ოცეულებს შორის ხუთნაბიჯიანი ინტერვალი;
გ) როდესაც ყველა ოცეულის სერჟანტი შეასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და დგას სახით ასეულის სერჟანტისაკენ, ასეულის სერჟანტი (აუცილებლობის შემთხვევაში) გასცემს კომანდებს `შეამოწმეთ, იარაღი!~; `მოემზადე, მკერდთან, იარაღი!~; `ფეხთან/ქამარზე იარაღი!~. საჭიროების შემთხვევაში იგი გასცემს დირექტივას: `მიიღეთ მოხსენება!~. ოცეულის სერჟანტები აკეთებენ ბრუნს ზურგისაკენ და გასცემენ კომანდას `მომახსენეთ!~. ათეულის მეთაურები მოახსენებენ, როგორც ეს ახსნილია ოცეულის სამწყობრო მომზადებაში. მოხსენების მიღების შემდეგ ოცეულის სერჟანტები ბრუნდებიან ზურგისაკენ. როდესაც ყველა ოცეულის სერჟანტი მიბრუნებულია სახით ასეულის სერჟანტისაკენ, ასეულის სერჟანტი გასცემს კომანდას `მომახსენეთ!~. ოცეულის სერჟანტები თავსა და მზერას ასეულის სერჟანტისკენ მიაბრუნებენ, იღებენ მხედრულ სალამს და მოახსენებენ თანმიმდევრულად მარჯვნიდან მარცხნივ ისე, როგორც ახსნილია ოცეულის სამწყობრო მომზადებაში. ასეულის სერჟანტი აბრუნებს თავსა და მზერას მიმართავს იმ ოცეულის სერჟანტისკენ, რომელიც აკეთებს მოხსენებას და თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე პასუხობს მხედრულ სალამზე. როდესაც ყველა ოცეულის სერჟანტისგან მიიღებს მოხსენებას, ასეულის სერჟანტი ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და ელოდება ასეულის მეთაურს, თუ მისი მოსვლა დაგეგმილია. თუ არ იგეგმება ასეულის მეთაურის მოსვლა ან მის მიერ ასეულის შემოწმება, ასეულის სერჟანტი და ოცეულის სერჟანტები რჩებიან ადგილზე და ატარებენ ასეულის სამწყობრო მომზადებას. ასეულის მედროშის ადგილი არის ასეულის სერჟანტის უკან ორი და მარცხნივ ორი (38 სანტიმეტრიანი) ნაბიჯის დაშორებით;
დ) თუ ასეულის მეთაური თავის ადგილს დაიკავებს, ასეულის სერჟანტი მიესალმება მას მხედრულად და მოახსენებს: `ბატონო ---- ყველა ადგილზეა~ ან `ბატონო ---- ----- (რაოდენობა) სამხედრო მოსამსახურე არ ესწრება~. ასეულის მეთაური დაუბრუნებს მხედრულ სალამს და გასცემს კომანდას `ადგილებზე!~. ასეულის სერჟანტი ბრუნდება ზურგისაკენ და გადაადგილდება თავისი ადგილსკენ ქვედანაყოფის ზურგში, შეჩერდება და შეასრულებს ბრუნს ზურგისაკენ. ასეულის მედროშე გადადგამს სამ ნაბიჯს წინ. ოცეულის სერჟანტები ბრუნდებიან მარჯვნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას და მიემართებიან თავიანთ ადგილებზე ოცეულების უკან, თუ ოცეულის მეთაურები არ ესწრებიან მოწყობას, ისინი გადადგამენ სამ ნაბიჯს წინ და დაიკავებენ მწყობრში ოცეულის მეთაურის ადგილებს. ოცეულის მეთაურები, თავის ოცეულებს შემოუვლიან მარცხენა ფლანგიდან და დაიკავებენ თავიანთ ადგილებს. ისინი დგებიან სახით ასეულის მეთაურისაკენ. ასეულის მეთაურის მოადგილე დაიკავებს თავის ადგილს ასეულის სერჟანტის ზურგიდან ორი ნაბიჯის დაშორებით.
7. თუ ასეულს აწყობს ასეულის მეთაური, წესები იგივეა, რაც სერჟანტების მიერ ასეულის მოწყობისას, იმ განსხვავებით, რომ ოცეულის მეთაურები აწყობენ თავიანთ ოცეულებს, ასეულის სერჟანტი, ოცეულის სერჟანტები და მედროშე მოეწყობიან თავიანთ ადგილებზე, კომანდის `ადგილებზე!~ გაცემა არ არის აუცილებელი. თუ ოცეულის სერჟანტმა ოცეულის მეთაურის ადგილი უნდა დაიკავოს, იგი ოცეულიდან ექვსი ნაბიჯის დაშორებით, ოცეულის ცენტრში დაიკავებს ოცეულის მეთაურის ადგილს.
მუხლი 81. ინტერვალის შეცვლა
1. ასეულის მწყობრში ინტერვალი იცვლება იმგვარად, როგორც ოცეულში.
2. თუ ასეულის სერჟანტს სურს, რომ ასეული ნორმალური ინტერვალიდან გადავიდეს ახლო ინტერვალზე გაშლილ მწყობრში და იმავდროულად ოცეულებმა შეინარჩუნონ ხუთნაბიჯიანი ინტერვალი, იგი გასცემს დირექტივას `გაუსწორდით ძირითად ოცეულს ახლო ინტერვალით!~. ოცეულის სერჟანტები ბრუნდებიან ზურგისაკენ და თავიანთ ოცეულებისათვის გასცემენ კომანდას `ოცეულო, გაითვალე!~. მას შემდეგ რაც ოცეულები გაითვლიან, პირველი ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას `ახლო ინტერვალით ნაბიჯით, იარ!~. მეორე, მესამე და მეოთხე ოცეულის სერჟანტები გასცემენ კომანდას `მარჯვნისა-კენ!~. შემდგეგ თანმიმდევრულად გასცემენ კომანდას `ნახევარი ნაბიჯით, იარ!~. ისინი შეჩერდებიან ხუთნაბიჯიანი ინტერვალზე და ოცეულს მარცხნისაკენ შეაბრუნებენ. თუ ასეულის სერჟანტის დირექტივაა `გაუსწორდით მესამე ოცეულს ახლო ინტერვალით!~, მითითებული ოცეულისგან მარჯვნივ მდგომი ოცეულების სერჟანტები გადაიყვანენ თავიანთ ოცეულებს ახლო ინტერვალზე, მიაბრუნებენ ოცეულებს მარცხნისაკენ, გადააადგილებენ მათ (ნახევარი ნაბიჯით) პირდაპირ, ხუთნაბიჯიანი ინტერვალის მიღებამდე, შემდეგ შეაჩერებენ და თავიანთ ოცეულებს მარჯვნისაკენ შეაბრუნებენ.
3. თუ ასეული მოწყობილია ახლო ინტერვალით (გაშლილ მწყობრში), ასეულის სერჟანტს შეუძლია ასეული სწორ დისტანციაზე ნაკლები დისტანციით მოკლე მანძილზე ნახევარი ნაბიჯებით გადააადგილოს. თუ მას სწორ დისტანციაზე (დაახლოებით 90 სმ.) ნაკლები დისტანციით უნდა სრული ნაბიჯებით გადაადგილება, იგი გადაადგილების პროცესში გასცემს კომანდას `სრული ნაბიჯით, იარ~!. ამის შემდეგ პირველი ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას `სრული ნაბიჯით, იარ!~. დანარჩენი ოცეულის სერჟანტები გასცემენ დამატებით კომანდას `განაგრძეთ სვლა!~. როდესაც პირველი ოცეული დაიწყებს სრული ნაბიჯით გადაადგილებას, მეორე ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას `სრული ნაბიჯით, იარ!~. დანარჩენი ოცეულები მოქმედებენ ისევე, როგორც მეორე ოცეული.
4. თუ ასეულის სერჟანტს სურს, რომ ასეული ახლო ინტერვალიდან გადავიდეს ნორმალურ ინტერვალზე, გაშლილ მწყობრში და ამავე დროს შეინარჩუნოს ხუთნაბიჯიანი ინტერვალი ოცეულებს შორის, იგი გასცემს დირექტივას: `გაუსწორდით ძირითად ოცეულს, ნორმალური ინტერვალით!~. ოცეულის სერჟანტები ბრუნდებიან ზურგისაკენ, აბრუნებენ ოცეულებს მარცხნისაკენ და გადააადგილებენ მათ ისე, რომ ნორმალურ ინტერვალზე გადასვლის შემდეგ შენარჩუნდეს ხუთნაბიჯიანი ინტერვალი. მას შემდეგ, რაც ოცეულის სერჟანტები შეაჩერებენ ოცეულებს და მიაბრუნებენ მათ მარჯვნისაკენ, ისინი გასცემენ კომანდას `ოცეულო, გაითვალე!~. როდესაც ოცეულები გათვლას დაასრულებენ, ოცეულის სერჟანტები გასცემენ კომანდას `ნორმალური ინტერვალით ნაბიჯით, იარ!~. აუცილებლობის შემთხვევაში, ოცეულის სერჟანტს შეუძლია შეამოწმოს ინტერვალი.
მუხლი 82. დისტანციის შეცვლა
1. კოლონაში ნახევარი ნაბიჯით გადაადგილებისას, ასეულის ელემენტებში დისტანციის სწორ დისტანციამდე გაზრდისთვის ასეულის სერჟანტი გასცემს კომანდას `სრული ნაბიჯით, იარ!~. მოსამზადებელ კომანდაზე `სრული ნაბიჯით~, პირველი ოცეულის სერჟანტი გაიმეორებს ამ მოსამზადებელ კომანდას და ყველა შემდგომი ოცეულის სერჟანტები გასცემენ დამატებით კომანდას `განაგრძეთ სვლა!~. კომანდის `სრული ნაბიჯით, იარ!~ შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, მიმმართველი ელემენტის წინა მწკრივი გადადგამს კიდევ ერთ ნახევარ ნაბიჯს და შემდეგ გააგრძელებს სვლას სრული ნაბიჯებით. დანარჩენი ყველა მწკრივი გააგრძელებს სიარულს ნახევარი ნაბიჯით, სანამ მათ წინ მდგომი მწკრივი დაიწყებს გადაადგილებას სრული ნაბიჯით და სწორი დისტანციით. დანარჩენი ოცეულის სერჟანტები გასცემენ კომანდას `სრული ნაბიჯით, იარ!~ მას შემდეგ, რაც მათ წინ მოძრავი მთლიანი ელემენტი დაიწყებს გადაადგილებას სრული ნაბიჯით და სწორი დისტანციით.
2. ასეულის ელემენტებში, ადგილიდან დისტანციის სწორ დისტანციამდე გაზრდისთვის ასეულის სერჟანტი გასცემს დირექტივას `გადააადგილეთ ოცეულები სწორი დისტანციით!~. მიმმართველი ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას `სრული ნაბიჯით, იარ!~. ყველა დანარჩენი ოცეულების სერჟანტები გასცემენ კომანდას `ნახევარი ნაბიჯით, იარ!~. კომანდის `სრული ნაბიჯით, იარ!~ შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, პირველი მწკრივი გადადგამს სრულ ნაბიჯს, დანარჩენი მწკრივები კი ნახევარ ნაბიჯს და შეასრულებენ მოძრაობას ისე, როგორც ეს განსაზღვრულია ამ მუხლის პირველი პუნქტით.
მუხლი 83. ასეულის ხაზში გასწორება
1. ასეულის ხაზში გასასწორებლად გაშლილ მწყობრში ასეულის სერჟანტი გასცემს დირექტივას `გაასწორეთ ოცეულები ხაზში!~. ამის შემდეგ სრულდება შემდეგი მოქმედებები:
ა) ყველა ოცეულის სერჟანტი ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ. მარჯვენა ფლანგის ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას `სწორება მარჯვნივ, სწორდი!~ და თავის ოცეულს გაასწორებს ხაზში ისე, როგორც ეს ახსნილია ოცეულის სამწყობრო მომზადებაში;
ბ) როდესაც მარჯვენა ფლანგის ოცეულის პირველი მწკრივი გასწორდება (ოცეულის სერჟანტი გადადგამს ნაბიჯს მეორე მწკრივის გასასწორებლად), მარცხნივ მდგომი ოცეულის სერჟანტი თავისი ოცეულისთვის გასცემს კომანდას `სწორება მარჯვნივ, სწორდი!~ და ბრუნდება ნახევრად მარჯვნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას და მიემართება ოცეულის მარცხენა ფლანგისაკენ, ჩერდება პირველი მწკრივის ბოლო სამხედრო მოსამსახურესთან ერთ ხაზზე, მისგან ერთი ნაბიჯის დაშორებით და ბრუნდება მარცხნისაკენ და ასწორებს პირველ მწკრივს. პირველი მწკრივის გასწორების შემდეგ, ოცეულის სერჟანტი უსწორდება პირველ მწკრივს, ბრუნდება მარჯვნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას, გადადგამს ორ მოკლე ნაბიჯს, შეჩერდება, ასრულებს ბრუნს მარცხნისაკენ და ასწორებს მეორე მწკრივს. მესამე და მეოთხე მწკრივები სწორდება ისევე, როგორც მეორე. მეოთხე მწკრივის გასწორების შემდეგ, ოცეულის სერჟანტი ბრუნდება მარცხნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას, უბრუნდება მის ადგილს ოცეულის ცენტრში, შეჩერდება მწყობრის პერპენდიკულარულად, ასრულებს ბრუნს მარჯვნისაკენ, გასცემს კომანდას `სწორება, პირდაპირ!~ და ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ;
გ) მეორე ოცეულის მარცხნივ მდგომი ყველა ოცეულის სერჟანტი ასრულებს იმავე მოქმედებებს, რაც შეასრულა მეორე ოცეულის სერჟანტმა.
2. საჭიროების შემთხვევაში კომანდის `სწორება მარჯვნივ, სწორდი!~ გაცემამდე ძირითადი ოცეულის მარცხნივ მდგომი ოცეულების სერჟანტები გასცემენ დირექტივას `შეამოწმეთ ინტერვალი!~. ამ დირექტივაზე ძირითადი (პირველი) ათეულის მეთაური ასრულებს ბრუნს მარჯვნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას და მიემართება მარჯვნივ მდგომი ოცეულის მარცხენა ფლანგის პირველი მწკრივის სამხედრო მოსამსახურისაკენ (პირველი ათეული), შეჩერდება, ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ, გადადგამს ხუთ ნაბიჯს წინ, შეჩერდება, ასრულებს ბრუნს მარჯვნისაკენ და უსწორდება მარჯვნივ მდგომ ელემენტს.
3. ასეულის კოლონაში გასწორებისთვის, ასეულის სერჟანტი გასცემს დირექტივას `გაასწორეთ ოცეულები კოლონაში!~. პირველი ოცეულის სერჟანტი ბრუნდება ზურგისაკენ და გასცემს კომანდას `გაუსწორდით!~. დანარჩენი ოცეულის სერჟანტები გასცემენ დამატებით კომანდას `დარჩით ადგილზე!~. პირველი ოცეული გასწორდება ისე, როგორც მოცემულია ოცეულის სამწყობრო მომზადებაში. დანარჩენი ოცეულები ამ მოქმედებას შეასრულებენ მაშინ, როდესაც მათ წინ მდგომი ოცეული კოლონაში გასწორებას დაასრულებს.
მუხლი 84. მწკრივების გახსნა და დახურვა
1. მწკრივების გახსნისათვის, ასეულის სერჟანტი გასცემს დირექტივას `გახსენით მწკრივები და გაასწორეთ თქვენი ოცეულები!~. ამ დირექტივაზე, ყველა ოცეულის სერჟანტი ბრუნდება ზურგისაკენ, მარჯვენა ფლანგის ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას `გახსნილი მწკრივებით ნაბიჯით, იარ!~. როდესაც ოცეული დაასრულებს მწკრივების გახსნას, იგი გასცემს კომანდას `სწორება მარჯვნივ, სწორდი!~ და გაასწორებს ოცეულს ისე, როგორც ახსნილია ოცეულის სამწყობრო მომზადებაში. როდესაც მარჯვენა ფლანგზე მდგომი ოცეულის პირველი მწკრივი გასწორდება, მის მარცხნივ მდგომი ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას `გახსნილი მწკრივებით, იარ!~ და შემდეგ `სწორება მარჯვნივ, სწორდი!~. იგი გაასწორებს თავის ოცეულს ისე, როგორც ახსნილია ოცეულის სამწყობრო მომზადებაში. მეორე ოცეულის მარცხნივ ყველა ოცეულის სერჟანტი შეასრულებს იმავე მოქმედებებს, რასაც მეორე ოცეულის სერჟანტი.
შენიშვნა: აღჭურვილობის დადების შემდეგ, მისი დატოვებისას, ასეული შეიძლება გადაადგილდეს კოლონაში (ბრუნი მარჯვნისაკენ) გახსნილი მწკრივებით (ორმაგი ინტერვალი) მცირე მანძილზე. აღჭურვილობის დატოვების შემდეგ ასეულის სერჟანტი გასცემს კომანდას `ნორმალური ინტერვალით, იარ!~. აღჭურვილობასთან დაბრუნებისას ნორმალური ინტერვალით გადაადგილებისას გაიცემა კომანდა `ორმაგი ინტერვალით, იარ!~. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაიცეს კომანდები `დაიშალეთ!~ და `მოეწყვეთ!~.
2. მწკრივების დასახურად ასეულის სერჟანტი გასცემს დირექტივას `დახურეთ მწკრივები!~. ამ დირექტივაზე, ყველა ოცეულის სერჟანტი ბრუნდება ზურგისაკენ და თანმიმდევრულად, მარჯვნიდან მარცხნივ, გასცემს კომანდას `დახურული მწკრივებით ნაბიჯით, იარ!~. ოცეული ასრულებს მოძრაობებს ისე, როგორც ახსნილია ოცეულის სამწყობრო მომზადებაში. მას შემდეგ, როდესაც ოცეულები დაასრულებენ მწკრივების დახურვას ოცეულის სერჟანტები ასრულებენ ბრუნს ზურგისაკენ.
მუხლი 85. ასეულის კოლონის გადაადგილების მიმართულების შეცვლა
1. ასეულის კოლონის გადაადგილების მიმართულების შეცვლა სრულდება ისევე, როგორც ათეულისა და ოცეულის. ამისათვის გაიცემა კომანდები: `კოლონა მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ) ნაბიჯით, იარ!~; `კოლონა ნახევრად მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ) ნაბიჯით, იარ!~.
2. ასეულის კოლონაში გადაადგილებისას ძირითადი ელემენტი არის მიმმართველი ოცეული და მობრუნებისას იმ ფლანგის ათეული, რომელიც მობრუნების მიმართულებასთან უფრო ახლოს არის.
3. ადგილიდან გადაადგილების მიმართულების შესაცვლელად, მიმმართველი ოცეულის სერჟანტი გაიმეორებს ასეულის სერჟანტის მოსამზადებელ კომანდას. დანარჩენი ოცეულის სერჟანტები გასცემენ დამატებით კომანდას `პირდაპირ!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, მიმმართველი ოცეული შეასრულებს მოძრაობას ისე, როგორც ეს ახსნილია ოცეულის სამწყობრო მომზადებაში. მომდევნო ოცეულები ასრულებენ გადაადგილების მიმართულების შეცვლას მათი ოცეულის სერჟანტის კომანდაზე დაახლოებით იმავე ადგილზე, სადაც მიმართულების შეცვლა შეასრულა მიმმართველმა ოცეულმა.
4. ასეულის გადაადგილებისას მიმართულების შეცვლა სრულდება ისევე, როგორც ადგილიდან, იმ განსხვავებით, რომ ოცეულის სერჟანტები ნაცვლად დამატებითი კომანდისა `პირდაპირ!~, გასცემენ დამატებით კომანდას: `განაგრძე სვლა!~.
5. ასეული გადაადგილებისას ზურგისაკენ ბრუნს შეასრულებს იმგვარად, როგორც ოცეული.
6. ადგილიდან კომანდის `კოლონა საპირისპირო მიმართულებით ნაბიჯით, იარ!~ შესრულებისას, მიმმართველი ოცეულის სერჟანტი გაიმეორებს ასეულის სერჟანტის მოსამზადებელ კომანდას. მიმყოლი ოცეულების სერჟანტები გასცემენ დამატებით კომანდას `პირდაპირ!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, მიმმართველი ოცეული შეასრულებს ამ მოძრაობას ისე, როგორც ეს ახსნილია ოცეულის სამწყობრო მომზადებაში და გადაადგილდება დანარჩენ ოცეულებს შორის. მიმყოლი ოცეულები შეასრულებენ ამ მოძრაობას მათი ოცეულის სერჟანტის კომანდაზე დაახლოებით იმავე ადგილზე, სადაც შეასრულა მიმმართველმა ოცეულმა. თუ ეს მოძრაობა სრულდება გადაადგილდებისას, შესასრულებელი კომანდა გაიცემა მარცხენა ფეხის ზედაპირზე დადგმისთანავე. მოძრაობა სრულდება ძირითადად იმგვარად, როგორც ადგილიდან, იმ განსხვავებით, რომ მიმყოლი ოცეულების სერჟანტები ნაცვლად დამატებითი კომანდისა `პირდაპირ!~, გასცემენ დამატებით კომანდას: `განაგრძე სვლა!~. ადგილიდან ასეულის მედროშე შებრუნდება მარცხნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას ან ასრულებს მოძრაობას `კოლონა მარცხნისაკენ~. გადაადგილებისას კი იგი ყველაზე პირდაპირი მარშრუტით ტოვებს მწყობრს, იკავებს ადგილს მიმმართველ ოცეულის წინ, როგორც კი ეს ოცეული გამოვა ასეულის ზურგიდან. თუ ასეულის სერჟანტი გასცემს კომანდას თავისი ადგილიდან, როდესაც ასეული არის როგორც ცალკეული ქვედანაყოფი, იგი გადაადგილდება თავისი ახალი პოზიციისკენ ქვედანაყოფის მარცხენა ფლანგზე ყველაზე ხელსაყრელი მარშრუტით. თუ იგი გასცემს კომანდას თავისი ადგილიდან, როდესაც ასეული არის როგორც უფრო დიდი ზომის ქვედანაყოფის ნაწილი, იგი გადაადგილდება იმავე მიმართულებით, რომლითაც ასეულის მედროშე.
მუხლი 86. ოცეულებს შორის დისტანციის შემცირება
1. ოცეულებს შორის დისტანციის შემცირება სრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ასეული მოწყობილია კოლონაში, ოცეულებით კოლონაში. ასეულის სერჟანტი და ოცეულის სერჟანტები არიან თავიანთ ადგილებზე. ასეულის სერჟანტი გასცემს დირექტივას `შეამცირეთ დისტანცია ოცეულებს შორის~, მიმმართველი ოცეულის სერჟანტი გასცემს დამატებით კომანდას `დარჩით ადგილზე!~, შემდეგ იგი ბრუნდება მარცხნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას და გადაადგილდება ასეულის ზურგში.
2. მეორე ოცეულის სერჟანტი გადააადგილებს თავის ოცეულის პირდაპირ და გასცემს კომანდას `ადგილზე, იარ!~ მაშინ, როდესაც მანძილი ათეულის მეთაურებსა და მიმმართველი ოცეულის ბოლო სამხედრო მოსამსახურეებს შორის არის სამი ნაბიჯი, რათა მიმყოლი ოცეულის სამხედრო მოსამსახურეებმა ადგილზე სიარული დაიწყონ სწორ დისტანციაზე. მწყობრში ადგილზე სიარულისას, სამხედრო მოსამსახურეები უსწორდებიან ერთმანეთს და ასევე მათ წინ მდგომ ოცეულს სწორი დისტანციით. აუცილებლობის შემთხვევაში, ათეულის მეთაურები გადადგამენ შესაბამისი რაოდენობის ნაბიჯებს, რათა შეავსონ მიმმართველი ოცეულის არათანაბარი რიგები. მას შემდეგ, რაც ოცეულის წევრები შესაბამისად გასწორდებიან, ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას `ოცეულო, სდექ!~. კომანდის `სდექ!~ გაცემის შემდეგ, ოცეულის სერჟანტი ბრუნდება მარცხნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას და გადაადგილდება ასეულის ზურგში.
3. დანარჩენი ოცეულები ასრულებენ მოქმედებებს იმგვარად, როგორც მეორე ოცეული. კომანდის `პირდაპირ ნაბიჯით, იარ!~ გაცემამდე ოცეულის სერჟანტები უნდა დაელოდონ, სანამ მათ წინ მდგომი ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას `ადგილზე, იარ!~.
4. ოცეულის სერჟანტები ეწყობიან მწყობრის ზურგში მწყობრიდან ერთი ნაბიჯის დაშორებით. თუ ასეულის სერჟანტს სურს, რომ უფრო ზუსტად გაასწოროს ქვედანაყოფი, იგი გასცემს კომანდას `გაუსწორდით!~. ასეულის სერჟანტი ინარჩუნებს თავის ადგილს და გადაჰყავს ასეული.
მუხლი 87. ოცეულებს შორის დისტანციის გასწორება
ოცეულებს შორის სწორი დისტანციის (ხუთი ნაბიჯი) დასაკავებლად, ადგილიდან ან როდესაც ასეული გადადგილდება კოლონაში, ასეულის სერჟანტი გასცემს დირექტივას `დაიკავეთ სწორი დისტანცია ოცეულებს შორის!~. ოცეულებს შორის დისტანციის გასწორება ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) ადგილიდან, ამ დირექტივაზე მიმმართველი ოცეულის სერჟანტი გასცემს დამატებით კომანდას (მარჯვენა მხრიდან) `დარჩით ადგილზე!~ მიმყოლი ოცეულის სერჟანტები გასცემენ კომანდას (მარჯვენა მხრიდან) `პირდაპირ ნაბიჯით, იარ!~; შემდეგ `ადგილზე, იარ!~ და სწორი დისტანციის დაკავებისას `ოცეულო, სდექ!~;
ბ) გადაადგილებისას ამ დირექტივაზე მიმმართველი ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას (მარჯვენა მხრიდან) `ნახევარი ნაბიჯით, იარ!~. მიმყოლი ოცეულის სერჟანტები გასცემენ კომანდას (მარჯვენა მხრიდან) `განაგრძეთ სვლა!~ და როგორც კი სწორ დისტანციას დაიკავებენ, გასცემენ კომანდას `ნახევარი ნაბიჯით, იარ!~;
გ) როგორც კი ყველა ოცეული დაიკავებს სწორ დისტანციას და დაიწყებს გადაადგილებას ნახევარი ნაბიჯით, ასეულის სერჟანტი გასცემს კომანდას `პირდაპირ, იარ!~ ან კომანდას `ოცეულო, სდექ!~.
მუხლი 88. ასეულის კოლონაში ორ-ორად მოწყობა და კოლონაში ოთხ-ოთხად გადაწყობა
1. ასეული კოლონაში ორ-ორად ეწყობა ისე, როგორც ოცეული. ასეულის სერჟანტმა, შესასრულებელი კომანდის გაცემამდე, ოცეულის სერჟანტებსა და მიმმართველი ოცეულის ათეულების მეთაურებს საკმარისი დრო უნდა მისცეს დამატებითი კომანდების გასაცემად. ასეულის კოლონაში ორ-ორად მოსაწყობად ასეულის სერჟანტი გასცემს კომანდას `კოლონაში ორ-ორად მარჯვნიდან (მარცხნიდან), ნაბიჯით, იარ!~. მიმმართველი ოცეულის სერჟანტი გაიმეორებს ასეულის სერჟანტის მიერ გაცემულ მოსამზადებელ კომანდას. დანარჩენი ოცეულის სერჟანტები გასცემენ დამატებით კომანდას `დარჩით ადგილზე!~. ასეულის სერჟანტის მიერ გაცემულ შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, მიმმართველი ოცეული შეასრულებს მოქმედებას ისე, როგორც ეს ახსნილია ოცეულის სამწყობრო მომზადებაში. დანარჩენი ოცეულები შეასრულებენ მოძრაობას თავიანთი ოცეულის სერჟანტის კომანდაზე, რომლებიც კომანდებს გასცემენ ისე, რომ ოცეულებს შორის ხუთნაბიჯიანი დისტანცია შენარჩუნდეს.
2. ასეულის კოლონაში ოთხ-ოთხად გადაწყობა სრულდება მხოლოდ ადგილიდან. ამისათვის ასეულის სერჟანტი გასცემს კომანდას `კოლონაში ოთხ-ოთხად მარცხნიდან (მარჯვნიდან) ნაბიჯით, იარ!~. ასეულის სერჟანტის შესასრულებელ კომანდაზე „იარ!~, ყველა ოცეული შეასრულებს მოძრაობას ერთდროულად ისე, როგორც ეს ახსნილია ოცეულის სამწყობრო მომზადებაში. როგორც კი ოცეულები გადაეწყობიან კოლონაში ოთხ-ოთხად, ოცეულის სერჟანტები დამოუკიდებლად გადააადგილებენ ოცეულებს წინ ხუთნაბიჯიანი დისტანციის დასაკავებლად.
მუხლი 89. ასეულის მიჯრილი მწყობრი
1. ასეული კოლონიდან ოცეულებით კოლონაში შეიძლება გადაეწყოს მიჯრილ მწყობრში ადგილიდან ან გადაადგილებისას. კომანდის `ასეულის მიჯრილ მწყობრში მარცხნიდან (მარჯვნიდან) ნაბიჯით, იარ!~ გაცემამდე, ასეული უნდა იყოს ახლო ინტერვალით მოწყობილი. მოსამზადებელ კომანდაზე `ასეულის მიჯრილ მწყობრში, მარცხნიდან (მარჯვნიდან) ნაბიჯით~, რომელიც გაიცემა ადგილზე დგომისას, მიმმართველი ოცეულის სერჟანტი გასცემს დამატებით კომანდას `დარჩით ადგილზე!~. დანარჩენი ოცეულის სერჟანტები გასცემს დამატებით კომანდას `კოლონა ნახევრად მარცხნისაკენ ნაბიჯით!~, შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, მიმმართველი ოცეული რჩება ადგილზე. დანარჩენი ოცეულები ასრულებენ მოქმედებას ,,კოლონა ნახევრად მარცხნისაკენ~ და შემდეგ შეასრულებენ მოქმედებას `კოლონა ნახევრად მარჯვნისაკენ~ ოცეულის სერჟანტების კომანდაზე. ოცეულის სერჟანტები ამისათვის კომანდებს გასცემენ ისე, რომ გაჩერების შემდეგ მისი ოცეული გასწორებული იყოს მარჯვნივ მდგომ ოცეულთან ახლო ინტერვალით. როდესაც ოცეულები გაუსწორდებიან მიმმართველ ოცეულს, ოცეულის სერჟანტები გასცემენ კომანდას `ადგილზე, იარ!~. ადგილზე სიარულისას, ოცეულის წევრები მარჯვნივ მდგომ სამხედრო მოსამსახურეებს ერთ ხაზზე უსწორდებიან. დაახლოებით რვა დათვლის შემდეგ ოცეულის სერჟანტები გასცემენ კომანდას `ოცეულო, სდექ!~.
2. გადაადგილებისას მოსამზადებელი კომანდა `ასეულის მიჯრილ მწყობრში მარცხნიდან~ გაიცემა მარცხენა ფეხის ზედაპირზე დადგმისთანავე, ამ კომანდაზე მიმმართველი ოცეულის სერჟანტი გასცემს დამატებით კომანდას `ადგილზე!~. დანარჩენი ოცეულის სერჟანტები გასცემენ დამატებით კომანდას `კოლონა ნახევრად მარცხნისაკენ!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, მიმმართველი ოცეული იწყებს ადგილზე სიარულს. დაახლოებით რვა დათვლის შემდეგ, მიმმართველი ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას `ოცეულო, სდექ!~. დანარჩენი ოცეულები ეწყობიან ამ მუხლის პირველ პუნქტში დადგენილი წესის შესაბამისად. თუ ოცეულის სერჟანტები ასეულის კოლონაში გადაადგილდებიან თავიანთ ადგილებზე (ოცეულების მარცხენა ფლანგი), მიჯრილ მწყობრში ოცეულები თავიანთ ადგილებს დაიკავებენ მას შემდეგ, რაც მათ წინ მოძრავი ოცეულის სერჟანტი თავისი ოცეულისთვის გასცემს კომანდას `სდექ!~. ოცეულის სერჟანტები გადავლენ და თავის ადგილს ოცეულების წინ დაიკავებენ.
3. თუ ასეულის მეთაური ხელმძღვანელობს მწყობრს, შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, ასეულის სერჟანტი და მედროშე შეჩერდებიან და დაუყოვნებლივ შებრუნდებიან მარცხნისაკენ (მარჯვნისაკენ) ისე, როგორც გადაადგილებისას და ასეულის მიჯრილ მწყობრში თავიანთ ადგილებს დაიკავებენ.
მუხლი 90. ასეულის ხაზში გასწორება მიჯრილ მწყობრში
ასეულის ხაზში გასასწორებლად მიჯრილ მწყობრში ასეულის სერჟანტი გასცემს კომანდას `ფეხთან, იარაღი!~ (თუ საჭიროა) და შემდეგ გასცემს კომანდას `ახლო ინტერვალით, სწორება მარჯვნივ, სწორდი!~. შესასრულებელ კომანდაზე `სწორდი!”, მარჯვენა ფლანგზე მდგომი ოცეულის სერჟანტი ყველაზე პირდაპირი მარშრუტით გადაადგილდება მარჯვენა ფლანგისკენ და შეამოწმებს საჭირო რაოდენობის მწკრივების სისწორეს, რათა სათანადოდ გაასწოროს მწყობრი, ამას შეასრულებს ისე, როგორც ოცეულის სამწყობრო მომზადებაშია ახსნილი. როდესაც ოცეულის სერჟანტი დაასრულებს მწკრივების გასწორებას, იგი დაბრუნდება თავის ადგილზე მესამე ათეულის მეთაურის წინ ერთი ნაბიჯის დაშორებით. შეჩერდება და ასრულებს ბრუნს მარჯვნისაკენ. როდესაც ოცეულის სერჟანტი დაუბრუნდება თავის ადგილს, ასეულის სერჟანტი გასცემს კომანდას `სწორება, პირდაპირ!~. ოცეულის სერჟანტები უსწორდებიან მარჯვნივ მდგომს. ასეულის სერჟანტი მიუთითებს ოცეულების სერჟანტებს, რომ გადაადგილდნენ მარჯვნივ/მარცხნივ, რათა ასეულის ფრონტზე თანაბრად გადანაწილდნენ.
მუხლი 91. გადაადგილების მიმართულების შეცვლა მიჯრილ მწყობრში
1. მიჯრილ მწყობრში ასეული გადაადგილების მიმართულებას იცვლის იმდაგვარად, როგორც ოცეული იცვლის კოლონის გადაადგილების მიმართულებას. ადგილიდან ასეულის გადაადგილების მიმართულების შეცვლის შემთხვევაში, ასეულის მეთაური გადაატანინებს ქვედანაყოფს იარაღს მარჯვენა მხარზე ან ქამარზე (თუ საჭიროა), შემდეგ ბრუნდება გადაადგილების მიმართულებისკენ, აბრუნებს თავს მწყობრისკენ და გასცემს კომანდას `მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ) ნაბიჯით, იარ!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, ოცეულის მეთაურები, ბრუნდებიან ნახევრად მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ) ისე, როგორც გადაადგილებისას და აგრძელებენ რკალისებურად გადაადგილებას მანამ, სანამ ახალი მიმართულების პარალელურად დაეწყობიან. შემდეგ ისინი იწყებენ გადაადგილებას ნახევარი ნაბიჯით კომანდის `პირდაპირ, იარ!~ გაცემამდე და უსწორდებიან მარჯვენა (მარცხენა) ფლანგის ოცეულის მეთაურს.
2. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, ძირითადი ათეულის მეთაური (მობრუნების მიმართულებიდან უახლოესი) ბრუნდება მარჯვნივ/მარცხნივ ისე, როგორც გადაადგილებისას, მითითებული მიმართულებით გადადგამს ერთ სრულ ნაბიჯს და შემდეგ გააგრძელებს გადაადგილებას ნახევარი ნაბიჯით. ყველა სხვა ათეულის მეთაურები (პირველი მწკრივი) ბრუნდებიან ნახევრად მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ) ისე, როგორც გადაადგილებისას და აგრძელებენ რკალისებურად გადაადგილებას მანამ, სანამ ძირითადი ათეულის მეთაურს გაუსწორდებიან ერთ ხაზზე. როდესაც გაუსწორდებიან ძირითადი ათეულის მეთაურს, ისინი იწყებენ გადაადგილებას ნახევარი ნაბიჯით (თავის გაუნძრევლად) და უსწორდებიან ძირითადი ათეულის მეთაურს, კომანდის `პირდაპირ, იარ!~ გაცემამდე. ყველა დანარჩენი სამხედრო მოსამსახურე გადაადგილდება პირდაპირ და ასრულებს მოძრაობას მისი ათეულის მეთაურის მსგავსად.
3. გადაადგილებისას მოძრაობა სრულდება ისევე, როგორც ადგილიდან, იმ განსხვავებით, რომ ასეულის მეთაური მოძრაობაში ბრუნდება ზურგისაკენ, რათა გასცეს კომანდა `მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ), იარ!~. შემდეგ იგი ბრუნდება ზურგისკენ და იცვლის გადაადგილების მიმართულებას. როდესაც ასეული დაასრულებს მობრუნებას, ასეულის მეთაური შებრუნება ზურგისკენ, გასცემს კომანდას `პირდაპირ, იარ!~ და ისევ ზურგისკენ ბრუნდება.
მუხლი 92. ასეულის მიჯრილი მწყობრიდან კოლონაში გადაწყობა
1. ადგილიდან ასეულის მიჯრილი მწყობრიდან კოლონაში გადაწყობისათვის, გაიცემა კომანდა `ოცეულებით კოლონაში, მარჯვენა ოცეულო, (კოლონა მარჯვნისაკენ/ ნახევრად მარჯვნისაკენ) ნაბიჯით, იარ!~. მარჯვენა ფლანგის ოცეულის მეთაური გასცემს დამატებით კომანდას `პირდაპირ!~ (,,კოლონა მარჯვნისაკენ ან კოლონა ნახევრად მარჯვნისაკენ!~), დანარჩენი ოცეულის მეთაურები გასცემენ დამატებით კომანდას `დარჩით ადგილზე!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, მარჯვენა ფლანგის ოცეული გადაადგილდება მითითებული მიმართულებით. ყველა დანარჩენი ოცეული მიჰყვება (თანმიმდევრობით) კოლონაში და ოცეულის მეთაურების კომანდებზე ასრულებენ მოქმედებებს `კოლონა ნახევრად მარჯვნისაკენ~ და `კოლონა ნახევრად მარცხნისაკენ~.
2. გადაადგილებისას ამ მოძრაობის შესასრულებლად ასეულის მეთაური გასცემს კომანდას `მკერდთან, იარაღი!~ (თუ იარაღი არ არის ქამარზე) და შემდეგ გასცემს კომანდებს `ოცეულებით კოლონაში, მარჯვენა ოცეულო, სირბილით, იარ!~. მოსამზადებელ კომანდაზე, მარჯვენა ფლანგის ოცეულის მეთაური, გასცემს დამატებით კომანდას `სირბილით!~ და დანარჩენი ოცეულის მეთაურები გასცემენ დამატებით კომანდას `განაგრძეთ სვლა!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, მარჯვენა ფლანგის ოცეული იწყებს სწრაფი ტემპით გადაადგილებას. დანარჩენი ოცეულის მეთაურები თანმიმდევრულად გასცემენ კომანდას `კოლონა ნახევრად მარჯვნისაკენ, სირბილით, იარ!~ და `კოლონა ნახევრად მარცხნისაკენ, იარ!~, რათა მიმყოლი ოცეულები მიმმართველ ოცეულს კოლონაში გაუსწორდნენ.
3. ასეულის მიჯრილი მწყობრიდან კოლონაში გადაწყობისას, ოცეულის მეთაურები და ოცეულის სერჟანტები შეიცვლიან ადგილებს, დამატებითი კომანდის შემდეგ შესასრულებელი კომანდის გაცემამდე.
მუხლი 93. ასეულის მოწყობა კოლონაში, ოცეულებით გაშლილ მწყობრში და კვლავ ასეულის კოლონაში, ოცეულებით კოლონაში გადაწყობა
1. ადგილიდან ასეულის კოლონაში, ოცეულებით გაშლილი მწყობრში, ასეულის მოსაწყობად, გაიცემა კომანდა `ასეული კოლონაში, ოცეულებით გაშლილ მწყობრში ნაბიჯით, იარ!~. მიმმართველი ოცეულის მეთაური გასცემს დამატებით კომანდას `დარჩით ადგილზე~. მომდევნო ოცეულის მეთაური გასცემს დამატებით კომანდას `კოლონა მარჯვნისაკენ ნაბიჯით!~. დანარჩენი ოცეულის მეთაურები გასცემენ დამატებით კომანდას `პირდაპირ!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, მიმმართველი ოცეული რჩება ადგილზე, მეორე ოცეული ასრულებს მოქმედებას `კოლონა მარჯვნისაკენ~, გადაადგილდება და პირველი ოცეულის მარჯვენა რიგიდან თორმეტი ნაბიჯის დაშორებით შეასრულებს მოქმედებას `კოლონა მარცხნისაკენ~. როდესაც მეორე ოცეული გაუსწორდება ძირითად ოცეულს, მეორე ოცეულის მეთაური გასცემს კომანდას `ადგილზე ნაბიჯით, იარ!~, დაახლოებით რვა დათვლის შემდეგ ოცეულის მეთაური გასცემს კომანდას `ოცეულო, სდექ!~. მიმყოლი ოცეულები ასრულებენ მოქმედებას `კოლონა მარჯვნისაკენ~ დაახლოებით იმავე ადგილზე, სადაც შეასრულა მათ წინ მდგომმა ოცეულმა, შემდეგ ასრულებენ მოქმედებას `კოლონა მარცხნისაკენ~ და შეჩერდებიან მეორე ოცეულის მსგავსად. როდესაც ოცეულები შეჩერდება, ასეულის მეთაური გასცემს კომანდას `მარცხნისა-კენ!”, ოცეულის მეთაურები და სერჟანტები ბრუნდებიან ისე, როგორც გადაადგილებისას და მწყობრში თავიანთ ადგილებს იკავებენ.
2. გადაადგილებისას ასეულის კოლონაში, ოცეულებით გაშლილ მწყობრში, ასეულის გადაწყობა სრულდება იმგვარად, როგორც ადგილიდან, იმ განსხვავებით, რომ მეთაური გასცემს შესასრულებელ კომანდას მარჯვენა ფეხის ზედაპირზე დადგმისთანავე. მიმმართველი ოცეულის მეთაური კი გასცემს დამატებით კომანდას `ადგილზე ნაბიჯით!~. მოსამზადებელ კომანდაზე, მეორე ოცეულის მეთაური გასცემს დამატებით კომანდას `კოლონა მარჯვნისაკენ!~, დანარჩენი ოცეულების მეთაურები გასცემენ დამატებით კომანდას `განაგრძეთ სვლა!~, შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, მიმმართველი ოცეული დაიწყებს ადგილზე სიარულს (დაახლოებით რვა დათვლამდე), შემდეგ ოცეულის მეთაური გასცემს კომანდას `ოცეულო, სდექ!~. დანარჩენი ოცეულები შეასრულებენ მოძრაობებს იმგვარად, როგორც ადგილიდან გადაწყობისას.
3. ასეულის კოლონაში, ოცეულებით კოლონაში გადასაწყობად, ასეულის მეთაური გასცემს კომანდას `მარჯვნისა-კენ!~ და `ასეული კოლონაში, ოცეულებით კოლონაში, მარცხენა ოცეულო ნაბიჯით, იარ!~. კომანდაზე `მარჯვნისა-კენ!~ ოცეულის მეთაურები და ოცეულის სერჟანტები ბრუნდებიან ისე, როგორც გადაადგილებისას და კოლონაში თავიათ ადგილებს იკავებენ. მოსამზადებელ კომანდაზე `ასეული კოლონაში, ოცეულებით კოლონაში, მარცხენა ოცეულო ნაბიჯით~ მარცხნივ მდგომი ოცეულის მეთაური გასცემს დამატებით კომანდას `პირდაპირ!~, (`კოლონა მარცხნისაკენ/ნახევრად მარცხნისაკენ~). დანარჩენი ოცეულების მეთაურები გასცემენ დამატებით კომანდას `კოლონა ნახევრად მარცხნისაკენ!”. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, მარცხენა ოცეული დაიწყებს გადაადგილებას, დანარჩენი ოცეულების მეთაურები გასცემენ შესაბამის კომანდებს, რათა სწორი დისტანციით მიჰყვნენ წამყვან ოცეულს. ოცეულები, რომლებიც მიჰყვებიან მეორე ოცეულს, ამოკლებენ ან აგრძელებენ ნაბიჯების სიგრძეს, რათა დაიცვან სწორი დისტანცია მათ წინ მოძრავ ოცეულთან.
მუხლი 94. ასეულის დაშლა
1. ასეული დაიშლება დგომიდან ,,სმენა”. როგორც წესი, ასეულს დაშლის ასეულის სერჟანტი. ამისათვის ასეულის სერჟანტი გასცემს დირექტივას `ოცეულები თქვენს განკარგულებაში!~. ოცეულის სერჟანტები შეასრულებენ მხედრულ მისალმებას და ასეულის სერჟანტი ყველას ერთი მხედრული სალმით პასუხობს. მხედრული სალმის გაცვლის შემდეგ, ასეულის სერჟანტი და მედროშე ტოვებენ მწყობრს. ოცეულის სერჟანტები დაშლიან თავიანთ ოცეულებს ისე, როგორც ეს ახსნილია ოცეულის სამწყობრო მომზადებაში.
2. როდესაც ასეულს შლის ასეულის მეთაური, იგი გასცემს დირექტივას `ოცეულები თქვენს განკარგულებაში!~. ოცეულის მეთაურები შეასრულებენ მხედრულ მისალმებას და ასეულის მეთაური ყველას ერთი მხედრული სალმით უპასუხებს. მას შემდეგ, რაც მხედრული სალამი გაიცვლება, ასეულის მეთაური, ასეულის მედროშე, ასეულის სერჟანტი და ასეულის მეთაურის მოადგილე ტოვებენ მწყობრს. ოცეულის მეთაურები ბრუნდებიან ზურგისაკენ და იძახებენ ოცეულის სერჟანტებს. ოცეულის სერჟანტი ბრუნდება მარჯვნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას და შემოუვლის მწყობრს მარჯვნიდან, შეჩერდება ოცეულის მეთაურისგან სამი ნაბიჯის დაშორებით ცენტრში და ბრუნდება მარჯვნისაკენ. თითოეული ოცეულის მეთაური შემდეგ გასცემს დირექტივას `ოცეული შენს განკარგულებაში!~. ოცეულის სერჟანტები და ოცეულის მეთაურები გაცვლიან მხედრულ სალამს. ოცეულის მეთაურები ტოვებენ მწყობრს. ოცეულის სერჟანტები წინ გადადგამენ სამ ნაბიჯს, ბრუნდებიან ზურგისაკენ და დაშლიან ოცეულებს ისე, როგორც ეს ახსნილია ოცეულის სამწყობრო მომზადებაში.
მუხლი 95. ასეულის სამწყობრო დათვალიერება
1. ასეულს პირადი შემადგენლობისა და აღჭურვილობის დათვალიერებისთვის აქვს ერთი მწყობრი, ასეული გაშლილ მწყობრში, ოცეულებით გაშლილ მწყობრში. როდესაც მიმდინარეობს ტექნიკისა და კოლექტიური იარაღის დათვალიერება, ტექნიკაზე და შეიარაღებაზე მიმაგრებული ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურე დგას თავის სატრანსპორტო საშუალებასთან/იარაღთან, თუ სხვაგვარად არაა ნაბრძანები. საველე აღჭურვილობის შემოწმებისას, აღჭურვილობა უნდა დალაგდეს მოწესრიგებულად და ერთნაირად, ქვედანაყოფის მეთაურის მიერ დადგენილი წესის მიხედვით.
2. თუ ასეულის მეთაურის დასწრება სამწყობრო დათვალიერებაზე არ არის დაგეგმილი, ასეულის სერჟანტი და ოცეულის სერჟანტები სამწყობრო დათვალიერებას ასეულისა და ოცეულის მეთაურთა ადგილებიდან ატარებენ.
3. თუ ასეულის მეთაური ატარებს სამწყობრო დათვალიერებას, მან შეიძლება მიუთითოს ასეულის სერჟანტსა და მოადგილეს, რომ შემოწმების განმავლობაში ახლდნენ მას თან. ამ მითითების მიღების შემდეგ, ასეულის სერჟანტი და მეთაურის მოადგილე, დადგებიან ასეულის მეთაურის მარცხნივ ნორმალური ინტერვალით ან ახლო ინტერვალით, თუ ასეული მოწყობილია ახლო ინტერვალით.
მუხლი 96. ასეულის სამწყობრო დათვალირების ჩატარების წესი
1. ასეულის სამწყობრო დათვალიერების ჩასატარებლად ასეული მოეწყობა გაშლილ მწყობრში, ოცეულებით გაშლილ მწყობრში. ასეულის სერჟანტი გასცემს კომანდას `მოემზადეთ სამწყობრო დათვალიერებისთვის!~. ამ დირექტივაზე, ოცეულის სერჟანტები ასრულებენ ბრუნს ზურგისაკენ, გახსნიან მწკრივებს და გაასწორებენ ასეულს ხაზში ისე, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესდების 82-ე და 83-ე მუხლებით. როდესაც ყველა ოცეულის სერჟანტი შებრუნდება ფრონტისაკენ, ასეულის სერჟანტი გასცემს კომანდას `თავისუფლად!~.
2. ასეულის სერჟანტი იწყებს შემოწმებას, გადადგამს ნაბიჯს წინ და შეამოწმებს მედროშეს. შემდეგ იგი ბრუნდება ნახევრად მარცხნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას და მიემართება ასეულის მარჯვენა ფლანგისაკენ. როდესაც ის მიუახლოვდება მარჯვენა ფლანგის ოცეულს, ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას (მარჯვენა მხრიდან) `ოცეულო, სმენა!~. როდესაც ასეულის სერჟანტი შეჩერდება ოცეულის სერჟანტის წინ იგი მოახსენებს `ბატონო -------, ოცეული მზადაა შემოწმებისთვის~ (თუ ასეულის მეთაური ატარებს სამწყობრო დათვალიერებას, სრულდება მხედრული სალმის გაცვლა). ასეულის სერჟანტი შეამოწმებს ოცეულის სერჟანტს. შემდეგ ასეულის სერჟანტი მიუთითებს ოცეულის სერჟანტს, რომ გაუძღვეს მას შემოწმებისას, ბრუნდება ნახევრად მარცხნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას, გადაადგილდება და შეჩერდება პირველი ათეულის მეთაურის წინ. როდესაც ასეულის სერჟანტი ბრუნდება ნახევრად მარცხნისაკენ, ოცეულის სერჟანტი ბრუნდება მარჯვნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას, გადაადგილდება და შეჩერდება პირველი ათეულის მეორე სამხედრო მოსამსახურის წინ, გაუსწორდება ასეულის სერჟანტს ერთ ხაზზე ნორმალური (ახლო) ინტერვალით მისგან მარჯვნივ. დანარჩენი ოცეულის სერჟანტები ასრულებენ იმავე მოქმედებებს, როდესაც ასეულის სერჟანტი მათ ოცეულებს მიუახლოვდება.
3. როდესაც ოცეულის სერჟანტი და ასეულის სერჟანტი შეჩერდებიან პირველი ორი სამხედრო მოსამსახურის წინ, ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას `მეორე, მესამე და მეოთხე ათეულებო, თავისუფლად!~. შემოწმებისას ერთი სამხედრო მოსამსახურისგან მეორეზე გადასვლისას, ასეულის სერჟანტი და ოცეულის სერჟანტი (მეთაურის მოადგილე ან ასეულის სერჟანტი, თუ შემოწმებას ატარებს ასეულის მეთაური) ერთდროულად ბრუნდებიან მარჯვნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას და გადადგამენ ორ მოკლე ნაბიჯს (ერთი ნაბიჯი, თუ ასეული მოწყობილია ახლო ინტერვალით), შეჩერდებიან და ბრუნდებიან მარცხნისაკენ. მას შემდეგ, რაც ასეულის სერჟანტი შეამოწმებს წინა მწკრივში ბოლო სამხედრო მოსამსახურეს, ოცეულის სერჟანტი გაატარებს ასეულის სერჟანტს მწკრივის ზურგიდან შესამოწმებლად. როდესაც ასეულის სერჟანტი იწყებს თითოეული მწკრივის ზურგიდან შემოწმებას, ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას `სმენა!~ შემდეგი ათეულისთვის და კომანდას `თავისუფლად!~ უკვე შემოწმებული ათეულისთვის. როდესაც ასეულის სერჟანტი ამოწმებს მწკრივს ზურგიდან, იგი, როგორც წესი, გააკეთებს ამას გადაადგილებისას. როდესაც ასეულის სერჟანტი გადავა მწკრივის უკან მისი ზურგიდან შემოწმებისათვის, ასეულის სერჟანტის მიახლოებისას თითოეული სამხედრო მოსამსახურე მარცხენა ხელით გახსნის ხიშტდანის ქარქაშის ქამარს, მარცხენა ხელს მოსჭიდებს ქარქაშის წვერს და გასწევს მას ოდნავ წინ. ქარქაში ამ მდგომარეობაში უჭირავს მის ამოღებამდე. თუ ასეულის სერჟანტი არ ამოწმებს ხიშტდანას, ასეულის სერჟანტის მომდევნო სამხედრო მოსამსახურესთან გადასვლის შემდეგ, იგი დაკეტავს ხიშტდანის ქარქაშის ქამარს და მიიღებს დგომს `სმენა~, ხოლო როდესაც ასეულის სერჟანტი დაასრულებს ზურგიდან (მწკრივში ბოლო სამხედრო მოსამსახურის) შემოწმებას, იგი ბრუნდება და გაჩერდება შემდეგი მწკრივის ათეულის მეთაურის პირდაპირ. ოცეულის სერჟანტი იმავეს აკეთებს და შეჩერდება მეორე სამხედრო მოსამსახურის პირდაპირ. თუ ასეულის მეთაური ასრულებს შემოწმებას, მეთაურის მოადგილე და ასეულის სერჟანტი უკან ჩაუვლიან ასეულის მეთაურს და დადგებიან თავიანთ ადგილებზე, მისგან მარცხნივ.
4. როდესაც ასეულის სერჟანტი შეჩერდება სამხედრო მოსამსახურის წინ სახით მისკენ, სამხედრო მოსამსახურემ უნდა მიიღოს დგომი „იარაღის შემოწმება“. თუ ასეულის სერჟანტს სურს, რომ შეამოწმოს მისი იარაღი, იგი ჯერ შეამოწმებს სამხედრო მოსამსახურის იარაღს, შემდეგ კი მის ფორმასა და გარეგნულ იერს. როდესაც ასეულის სერჟანტი მოსჭიდებს ხელს იარაღს, სამხედრო მოსამსახურემ უნდა გაუშვას ხელი იარაღს და მიიღოს დგომი ,,სმენა”. როდესაც ასეულის სერჟანტი დაასრულებს იარაღის შემოწმებას, იგი დაუბრუნებს იარაღს იმგვარად, როგორც გამოართვა. სამხედრო მოსამსახურე იარაღის აღებისას მოსჭიდებს მარცხენა ხელს თერმორეაქტიულ პლასტმასის სალულეს ცენტრში რგოლკავის წინ, მარჯვენა ხელს კი მოსჭიდებს კონდახის ვიწრო ადგილს და შეასრულებს მოქმედებას `მოემზადე, მკერდთან, იარაღი~ და `ფეხთან იარაღი~. კალაშნიკოვის იარაღის შემოწმებისას ასეულის სერჟანტი სამხედრო მოსამსახურეს იარაღს გამოართმევს მითითების `სუფთაა!~ მოქმედებების შესრულების შემდეგ და ვიზუალურად შეამოწმებს იარაღს. იგი დაუბრუნებს იარაღს იმგვარად, როგორც გამოართვა. სამხედრო მოსამსახურე იარაღის აღებისას მოსჭიდებს მარცხენა ხელს სალულეს, მარჯვენა ხელს კი კონდახის ვიწრო ადგილს და შეასრულებს მოქმედებას `ფეხთან იარაღი~. თუ ასეულის სერჟანტს არ სურს იარაღის შემოწმება, სამხედრო მოსამსახურე დარჩება დგომზე `იარაღის შემოწმება~ მანამ, სანამ ასეულის სერჟანტი შეჩერდება მომდევნო სამხედრო მოსამსახურის წინ (სახით მისკენ). ამის შემდეგ იგი შეასრულებს მოქმედებას `მოემზადე, მკერდთან იარაღი~ და `ფეხთან იარაღი~. კალაშნიკოვის სისტემის იარაღის შემთხვევაში შეასრულებს იმ მოქმედებებს, რომლებიც სრულდება მითითებაზე `სუფთაა!~ და ამის შემდეგ მიიღებს დგომს `ფეხთან იარაღი~.
5. შემოწმებისას ასეულის მედროშე, ოფიცრები და სერჟანტები, რომლებიც არ დგანან მწკრივებში, შემმოწმებელი ოფიცრის მათთან მიახლოებისას იღებენ დგომს `სმენა~ და როდესაც შემოწმდებიან – დგომს „თავისუფლად“, ისინი არ მიიღებენ დგომს `იარაღის შემოწმება~.
6. სამწყობრო დათვალიერებისას იარაღი მოწმდება შემდეგნაირად:
ა) სამხედრო მოსამსახურისგან შემოწმების მიზნით იარაღის აღებისას, შემმოწმებელმა მარჯვენა ხელი უნდა მოსჭიდოს თერმორეაქტიულ პლასტმასის სალულის ზედა ნაწილს. დახაროს შაშხანა მარცხნივ დიაგონალზე, ოდნავ მოატრიალოს იგი, მარცხენა ხელის ნეკი მოათავსოს მასრის ამომგდებში და ლულაში ჩაიხედოს (თითი ირეკლავს ლულის შემოწმებისთვის საკმარის სინათლეს);
ბ) შემმოწმებელმა მარცხენა ხელი უნდა მოსჭიდოს კონდახის ვიწრო ადგილს და ასწიოს იარაღი ჰორიზონტალურად (სამიზნე მოწყობილობა მიმართულია მაღლა) ლულით მარჯვნივ. იარაღი გასწორებულია სხეულის ცენტრში, მკლავები ჰორიზონტალურად, ხელისგულებით ზემოთ. შემდეგ იარაღი უნდა გასწიოს ჰორიზონტალურად მარცხნივ და შეამოწმოს შაშხანის ზედა ნაწილი, უნდა დაიწყოს ალჩამქრობიდან. ნელ-ნელა გასწიოს იარაღი მარჯვნივ და შეამოწმოს კონდახი. იარაღი უნდა დააბრუნოს სხეულის ცენტრში;
გ) შემმოწმებელმა იარაღი უნდა დაიჭიროს ჰორიზონტალურად, მოატრიალოს 180°-ით (სამიზნე მოწყობილობა სხეულისკენ) ისე, რომ სამიზნე მოწყობილობა მიმართული იყოს დაბლა (მიწის ზედაპირის მიმართულებით), გასწიოს იარაღი ჰორიზონტალურად მარცხნივ და შეამოწმოს ლულა, გასწიოს იარაღი მარჯვნივ და შეამოწმოს ლულის კოლოფზე მოძრავი ნაწილები. როდესაც დაასრულებს იარაღის ქვედა ნაწილების შემოწმებას, დააბრუნოს იგი სხეულის ცენტრში. მან იარაღი უნდა შეინარჩუნოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, მოატრიალოს იგი 180°-ით და დაიჭიროს ისე, რომ სამიზნე მოწყობილობა ზემოთ იყოს მიმართული, გაუშვას მარცხენა ხელი და დაუბრუნოს იარაღი სამხედრო მოსამსახურეს იმგვარად, როგორც მიიღო.
შენიშვნა: M-4 სერიის ავტომატური კარაბინის გარდა, სხვა იარაღის შემოწმებისას, შემმოწმებელი მიიღებს იარაღს მარჯვენა ხელით და შეამოწმებს მას მისთვის ყველაზე მოხერხებული გზით. შემოწმების შემდეგ, იგი დააბრუნებს იარაღს მარჯვენა ხელით ისე, როგორც მიიღო.
7. როდესაც ასეულის სერჟანტი დაასრულებს ოცეულის შემოწმებას, ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას `სმენა!~ ოცეულისთვის და დაუბრუნდება თავის ადგილს გაშლილ მწყობრში (მან უნდა გაუსწროს ასეულის სერჟანტს თავის ადგილზე დასაბრუნებლად.) ოცეულის სერჟანტი შეჩერდება თავის ადგილზე, სახით ფრონტისკენ (მხედრული სალამი გაიცვლება მხოლოდ მაშინ, თუ შემოწმებას ატარებს ასეულის მეთაური). ასეულის სერჟანტი (ასეულის მეთაური შემმოწმებლებთან ერთად ან მათ გარეშე) ასრულებს ბრუნს მარჯვნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას და გადაადგილდება შემდეგი ოცეულისკენ. როდესაც ასეულის სერჟანტი შეამოწმებს და დატოვებს პირველ ოცეულს, ოცეულის სერჟანტი ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ, გასცემს კომანდას `დახურული მწკრივებით ნაბიჯით, იარ!~ და `თავისუფლად!~, ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და მიიღებს დგომს `თავისუფლად~. როდესაც ასეულის სერჟანტი დაასრულებს ბოლო ოცეულის შემოწმებას, იგი უბრუნდება მის ადგილს ასეულის ცენტრში და გადაჰყავს ასეული დგომზე `სმენა~. შემდეგ დაშლის ასეულს ისე, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესდების 94-ე მუხლით.
8. თუ ასეულს ამოწმებს ზემდგომი მეთაური მისი მიახლოებისას, ასეულის მეთაური გასცემს კომანდას `ასეულო, სმენა!~. შემდეგ იგი ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ, მიესალმება მხედრულად და მოახსენებს `ბატონო --------, ასეული მზადაა შემოწმებისთვის~. შემოწმება სრულდება ამ მუხლის შესაბამისად, იმ განსახვავებით, რომ ასეულის მეთაური დგება შემმოწმებელი ოფიცრის მარცხნივ. ასეულის მეთაური ასრულებს იმავე მოქმედებებს, რაც ოცეულის სერჟანტმა/მეთაურმა შეასრულა.
მუხლი 97. ყაზარმის შემოწმება
1. თუ ასეულის მეთაურს (ასეულის სერჟანტს) სურს ყაზარმების შემოწმება, სამხედრო მოსამსახურეები უნდა მოეწყონ ხაზზე თავიანთ აღჭურვილობასთან ერთად (ან მათთან, რაც შეიძლება ახლოს). ოცეულის სერჟანტი დგება ამ ხაზის თავში, ასეულის მეთაურის მოახლოვებისას, ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას `ოცეულო, სმენა!~, მიესალმება მხედრულად და მოახსენებს `ბატონო ------, ოცეული მზადაა შემოწმებისთვის~.
2. ვითარებიდან გამომდინარე, ოცეულის სერჟანტმა შეიძლება მოახსენოს ასეულის მეთაურს ყაზარმის გარეთ. ამ შემთხვევაში კომანდა `სმენა!~ ასეულის მეთაურის ყაზარმაში შემოსვლისას გაიცემა დანიშნული პასუხისმგებელი პირის მიერ. ოცეულის სერჟანტი (მეთაური) გაუძღვება ასეულის მეთაურს თავისი ოცეულისაკენ. ოცეულთან მიახლოებისას ოცეულში წოდებით ყველაზე მაღალი სამხედრო მოსამსახურე გასცემს კომანდას `თავისუფლად!~. როდესაც ასეულის მეთაური მიუახლოვდება სამხედრო მოსამსახურეებს ან მათ აღჭურვილობას, ისინი ინდივიდუალურად იღებენ დგომს `სმენა~. როდესაც ასეულის მეთაური გადავა შემდეგ სამხედრო მოსამსახურეზე, უკვე შემოწმებული სამხედრო მოსამსახურე მიიღებს დგომს `თავისუფლად~. როდესაც ასეულის მეთაური შემოწმებას დაასრულებს და დატოვებს შემოწმების ადგილს, გასცემს კომანდა `განაგრძეთ!~.
3. სამხედრო მოსამსახურეების ოთახების შემოწმებისას კომანდა ,,სმენა!” არ გაიცემა. სამხედრო მოსამსახურეები ავტომატურად იღებენ დგომს `სმენა~ შემმოწმებელი ოფიცრის ოთახში შემოსვლისას და შემმოწმებელი ოფიცერი გასცემს კომანდას `თავისუფლად!~. შემმოწმებლის მიახლოებისას თითოეული სამხედრო მოსამსახურე იღებს დგომს `სმენა~ და როდესაც მას შეამოწმებენ, გადადის დგომზე `თავისუფლად~.
თავი IX
ბატალიონისა და ბრიგადის სამწყობრო მომზადება
მუხლი 98. ზოგადი დებულებანი
1. ბატალიონის სამწყობრო მომზადება უმეტეს შემთხვევაში მოიცავს ასეულის სამწყობრო მომზადებას სხვა ასეულებთან ერთად ერთ მწყობრში.
2. ბრიგადის სამწყობრო მომზადება უმეტეს შემთხვევაში მოიცავს ბატალიონის სამწყობრო მომზადებას სხვა ბატალიონებთან ერთად ერთ მწყობრში.
3. სამწობრო მომზადების მიზნებისათვის ბატალიონი ან ბრიგადა შედგება შტაბის, მედროშეთა ჯგუფის (მედროშე და ასისტენტები) და ორი ასეულისგან ან ორი ბატალიონისგან. გაშლილ მწყობრში მარჯვენა ფლანგზე მდგომი ელემენტი ითავსებს ძირითადი ქვედანაყოფის ფუნქციას, ხოლო კოლონაში ძირითადი ქვედანაყოფი არის მიმმართველი ელემენტი. თუ სხვაგვარად არ არის ნაბრძანები, მეთაურის მოადგილეები, ასეულის სერჟანტები და ოცეულის სერჟანტები მოეწყობიან ისე, როგორც ეს ახსნილია ასეულის სამწყობრო მომზადებაში.
მუხლი 99. ბატალიონის მწყობრები
1. ბატალიონს აქვს ორი ძირითადი მწყობრი:
ა) გაშლილი მწობრი;
ბ) კოლონა (სალაშქრო მწყობრი).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მწყობრების შიგნით ცალკეული ელემენტები შეიძლება მოეწყონ სხვადასხვანაირად: ბატალიონი შეიძლება მოეწყოს გაშლილ მწყობრში, ასეულებით და ოცეულებით გაშლილ მწყობრში ან ბატალიონი გაშლილ მწყობრში ასეულებით კოლონაში, ოცეულებით გაშლილ მწყობრში (იხ. სურათი 27). აგრეთვე ბატალიონი კოლონაში, ასეულებით კოლონაში ან ასეულებით მიჯრილ მწყობრში; ან ასეულებით კოლონაში, ოცეულებით გაშლილ მწყობრში (იხ. სურათი 28).
[pic]
სურათი 27. ბატალიონი გაშლილ მწყობრში ასეულებით
გაშლილ, მიჯრილ მწყობრში ან კოლონაში
[pic]
სურათი 28. ბატალიონი კოლონაში, ასეულებით
კოლონაში ან მიჯრილ მწყობრში
მუხლი 100. ბატალიონის მოწყობა
1. დიდი ზომის ქვედანაყოფის მოწყობის გაადვილებისათვის, მეთაური წინასწარ შეატყობინებს ქვედანაყოფებს, თუ როგორი მწყობრით უნდა მოეწყოს, მოწყობის დროს, მოწყობის ადგილს, მარშრუტს, სამხედრო ფორმასა და ქვედანაყოფების მოწყობის თანმიმდევრობას. თუ მოწყობის ადგილზე ქვედანაყოფთა მარჯვენა ფლანგის პოზიცია არ არის წინასწარ მონიშნული, ქვედანაყოფებიდან გამოიყოფა მიმმართველი პერსონალი, რომლებიც მოწყობის ადგილზე ქვედანაყოფების მოსვლამდე გამოცხადდებიან და მიიღებენ ინსტრუქციებს მათი ქვედანაყოფის მოწყობის ადგილის შესახებ.
2. შტაბის ოფიცერთა შემადგენლობა მოეწყობა ერთ მწკრივში, ნორმალური ინტერვალით ისე, რომ მეთაური აღმოჩნდეს ამ მწკრივის ცენტრში. შტაბის შემადგენლობა, როგორც წესი, ეწყობა მათი ნუმერაციის მიხედვით მარჯვნიდან მარცხნივ. როდესაც შტაბის სერჟანტების (კაპრალებისა და სხვა) შემადგენლობა ეწყობა როგორც შტაბის ოფიცრების შემადგენლობის ნაწილი, ისინი დაიკავებენ პოზიციას შესაბამისი შტაბის ოფიცრის ზურგიდან ორი ნაბიჯის დაშორებით. მთავარი სერჟანტი დგება მედროშეთა ჯგუფიდან ერთი ნაბიჯით უკან, ცენტრში. როდესაც ბატალიონი ეწყობა, როგორც უფრო დიდი ზომის ქვედანაყოფის შემადგენელი ნაწილი ან როდესაც სივრცე შეზღუდულია, ბატალიონი, როგორც წესი, მოეწყობა მიჯრილ მწყობრში ისე, როგორც ასეული (იხ. სურათი 29).
[pic]
სურათი 29. ბატალიონის მიჯრილი მწყობრი
3. ქვედანაყოფის მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი დგება იმ ხაზის მარჯვენა ფლანგზე სახით მოწყობის ხაზის გასწვრივ ისე, რომ გააკონტროლოს ქვედანაყოფების სისწორე. იგი უყურებს მოწყობის ხაზს, სანამ ყველა ქვედანაყოფი მოეწყობა და შემდეგ გადაადგილდება თავისი პოზიციისკენ, მოწყობილი ქვედანაყოფსა და მეთაურის ადგილს შორის, შუაში. თუ ქვედანაყოფებიდან გამოყოფილია პერსონალი ქვედანაყოფთა მარჯვენა ფლანგის პოზიციის მოსანიშნად (მიმმართველი პერსონალი), მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი დაიკავებს თავის ადგილს, როგორც კი ისინი დადგებიან და გასწორდებიან ხაზზე. როდესაც მეთაური და მისი შტაბი მოახლოვდება, იგი გასცემს კომანდას (ან დირექტივას), რათა ქვედანაყოფებმა მიიღონ დგომი `სმენა~, ამის შემდეგ შებრუნდება მეთაურისკენ, მიესალმება მხედრულად და მოახსენებს: `ბატონო -------, ბატალიონი მოწყობილია~. მეთაური უპასუხებს მხედრულ სალამს და გასცემს კომანდას `ადგილებზე!~. მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი გადაადგილდება წინ, ჩაუვლის მეთაურს მარჯვნიდან და შტაბის ოფიცერთა შემადგენლობის მარჯვენა ფლანგზე დაიკავებს თავის ადგილს. შემდეგ მეთაური გასცემს კომანდას ან მიუთითებს ქვედანაყოფს სასურველი მოქმედებისკენ.
4. კოლონაში ან გაშლილ მწყობრში მოწყობისას, როგორც წესი, ბატალიონის დროშის ადგილი არის ბატალიონის ცენტრში. როდესაც ბატალიონი მოწყობილია მიჯრილ მწყობრში, ბატალიონის დროშა დგას შტაბის ოფიცერთა შემადგენლობის ზურგიდან ოთხი ნაბიჯის დაშორებით.
5. ბატალიონის მიჯრილი მწყობრით მოწყობისას ოცეულის მეთაურები მოეწყობიან პირველ მწკრივში. მარჯვენა ფლანგის ოცეულის მეთაური არის მიმმართველი.
მუხლი 101. ბატალიონის დაშლა
ბატალიონის დაშლისთვის მეთაური გასცემს დირექტივას `ქვედანაყოფები თქვენს განკარგულებაში~. ასეულის მეთაურები და ბატალიონის მეთაური გაცვლიან მხედრულ სალამს. ბატალიონის მეთაური ყველას პასუხობს ერთი მხედრული სალმით და დაშლის შტაბის შემადგენლობას.
მუხლი 102. ბატალიონის სამწყობრო დათვალიერება
1. ბატალიონის სამწყობრო დათვალიერებისთვის მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი ბატალიონს მოაწყობს გაშლილ მწყობრში, ოცეულებითა და ასეულებით გაშლილ მწყობრში, მოახსენებს ბატალიონის მეთაურს და დაიკავებს თავის ადგილს შტაბის ოფიცერთა შემადგენლობაში ამ წესდების მე-100 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. როდესაც იგი შეურთდება შტაბის შემადგენლობას, ბატალიონის მეთაური გასცემს დირექტივას: `მოემზადეთ სამწყობრო დათვალიერებისთვის!~. ქვედანაყოფების მეთაურები შეასრულებენ ბრუნს ზურგისაკენ და გასცემენ იმავე დირექტივას თავიანთი ქვედანაყოფებისთვის. ოცეულის მეთაურები ამზადებენ თავიანთ ოცეულებს შემოწმებისთვის ამ წესდების VII თავის შესაბამისად. როდესაც თითოეული ასეულის ყველა ოცეული დაასრულებს მწკრივების გახსნას და გაუსწორდებიან მარჯვნივ მდგომ ქვედანაყოფს, ასეულის მეთაურები შებრუნდებიან ბატალიონის მეთაურისკენ. როდესაც ყველა ასეულის მეთაური შებრუნდება სახით ბატალიონის მეთაურისკენ იგი გასცემს კომანდას: `თავისუფლად!~.
შენიშვნა: რადგან ბატალიონის შემოწმება მოითხოვს დიდ დროს, ბატალიონის მეთაური, როგორც წესი, მიუთითებს მის შტაბს, რომ შეამოწმონ ასეულები, ამავე დროს იგი შეამოწმებს მედროშეთა ჯგუფს (მედროშესა და ასისტენტებს) და ატარებს ბატალიონის ზოგად შემოწმებას. მედროშის ასისტენტები არ მიიღებენ დგომს `იარაღის შემოწმება~.
2. ბატალიონის მეთაურის (ან მის მიერ დანიშნული შემმოწმებელი შტაბის ოფიცრის) ასეულთან მიახლოვებისას, ასეულის მეთაური ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და მოახსენებს: `ბატონო -------, ასეული მზადაა შემოწმებისთვის~. შემმოწმებელი ოფიცერი იწყებს პირველი ოცეულის შემოწმებას. ასეულის მეთაური დაიკავებს ადგილს შემმოწმებელი ოფიცრის მარცხნივ. ოცეულების სამწყობრო დათვალიერება სრულდება ამ წესდების VII თავის შესაბამისად.
3. როდესაც სამწყობრო დათვალიერება დასრულდება და ბატალიონის მეთაური გადაადგილდება თავის ადგლისაკენ, ასეულის მეთაურებს გადაჰყავთ თავიანთი ასეულები დგომზე `სმენა~, შემდეგ გასცემენ კომანდებს: `დახურული მწკრივებით ნაბიჯით, იარ!~ და `თავისუფლად!~. როდესაც ბატალიონის მეთაური დაუბრუნდება თავის ადგილს და შტაბის ყველა ოფიცერი დაასრულებს სამწყობრო დათვალიერებას ბატალიონის მეთაური გასცემს კომანდას `ბატალიონო, სმენა!~ და დაშლის ბატალიონს ამ წესდების 101-ე მუხლის შესაბამისად.
4. თუ ბატალიონს ამოწმებს ზემდგომი მეთაური და მისი შტაბი, ბატალიონის მეთაური მოახსენებს შემმოწმებელ ოფიცერს ისე, როგორც ასეულის მეთაურებმა მოახსენეს მას. ბატალიონის მეთაურის შტაბი დაიკავებს ადგილს, ზემდგომი შემმოწმებლის შტაბის მარცხნივ და მიაცილებს მას ქვედანყოფებისკენ. ბატალიონის მეთაური მიჰყვება ზემდგომ მეთაურს მარცხნივ.
მუხლი 103. ბრიგადის მოწყობა
1. ბრიგადას აქვს ორი ძირითადი მწყობრი:
ა) გაშლილი მწობრი;
ბ) კოლონა (სალაშქრო მწყობრი).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მწყობრების შიგნით ბატალიონები შეიძლება მოეწყონ სხვადასხვანაირად. ბრიგადა შეიძლება მოეწყოს: ბატალიონით მიჯრილ მწყობრში ან ბატალიონებით გაშლილ მწყობრში, ასეულებით მიჯრილ მწყობრში, აგრეთვე მოეწყოს კოლონაში, ბატალიონებით და ასეულებით მიჯრილ მწყობრში ან ბატალიონებით და ასეულებით კოლონაში. ბრიგადის მოწყობისას ბრიგადის მწყობრის შერჩევა, როგორც წესი, დამოკიდებულია ხელმისაწვდომ სივრცესა და მეთაურის გადაწყვეტილებაზე (იხ. სურათი 30).
[pic]
სურათი 30. ბრიგადა გაშლილ მწყობრში, ბატალიონებით
მიჯრილ მწყობრში
3. ბრიგადის მოწყობა და ბრიგადის დაშლა ტარდება იმგვარად, როგორც ბატალიონისა.
4. ბრიგადის დროშა, როგორც წესი, თავსდება ბრიგადის ცენტრში. დაქვემდებარებული ქვედანაყოფები მოათავსებენ თავიანთ დროშებს მათი მწყობრის ცენტრში კოლონაში ან გაშლილ მწყობრში, მიჯრილ მწყობრში კი – მათი შტაბის ზურგიდან ოთხი ნაბიჯის დაშორებით (იხ. სურათი 31).
[pic]
სურათი 31. ბრიგადა კოლონაში
თავი X
სამწყობრო ცერემონიები
მუხლი 104. სამწყობრო ცერემონიის სახეები
1. სამწყობრო ცერემონია არის სამხედრო ცერემონიალი, რომელიც ტარდება:
ა) მაღალი სამხედრო წოდების მეთაურების, მაღალი თანამდებობის სტუმრებისა და ოფიციალური პირების პატივსაცემად ან იმისათვის, რომ მათ მიეცეთ საშუალება დაათვალიერონ, დააკვირდნენ ჯარების მზადყოფნის მდგომარეობას;
ბ) ჯილდოების გადასაცემად;
გ) ქვედანაყოფის ან ცალკეული სამხედრო მოსამსახურის მიღწევების აღსანიშნავად და მათ პატივსაცემად;
დ) მნიშვნელოვანი მოვლენების აღსანიშნავად.
2. სამწყობრო ცერემონია, როგორც წესი, ტარდება ბატალიონით ან უფრო დიდი ზომის ქვედანაყოფით. თუმცა შეიძლება ჩატარდეს ქვედანაყოფით, რომელიც შედგება ორი ან მეტი ოცეულისგან.
3. სამწყობრო ცერემონია მოიცავს ღონისძიებების შემდეგ თანმიმდევრობას:
ა) ქვედანაყოფების მოწყობა;
ბ) წარდგენა და პატივის მიგება;
გ) ჯარების დათვალიერება (ეს ღონისძიება შეიძლება ამოღებული იყოს ჯილდოებისა და წარჩინების ნიშნების გადაცემისას ან სხვა ინიდივიდუალური დაჯილდოების ცერემონიისას);
დ) საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი;
ე) სიტყვით მიმართვა;
ვ) საზეიმო მარში;
ზ) დასასრული.
4. თუ სახელმწიფო დროშის აღმართვა სრულდება როგორც სამწყობრო ცერემონიის ნაწილი, იგი უნდა შესრულდეს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით.
5. თუ დროშის დაშვება სრულდება როგორც სამწყობრო ცერემონიის ნაწილი, იგი უნდა შესრულდეს მეთაურისადმი წარდგენისა და პატივის მიგების შემდეგ, მაგრამ ჯარების დათვალირების დაწყებამდე. ამ შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება სახელმწიფო დროშის დაშვების დროს. შესაბამისად სახელმწიფო დროშის აღმართვა არ იქნება ამ სამხედრო ცერემონიის ნაწილი.
6. სამწყობრო ცერემონიის ფარგლებში შესაძლოა გაერთიანებული იყოს სხვადასხვა ცერემონიალური აქტივობები:
ა) სამწყობრო ცერემონია ჯილდოებისა და წარჩინების ნიშნების გადაცემით, სამხედრო სამსახურიდან თადარიგში გასვლით;
ბ) სამწყობრო ცერემონია მეთაურების მიერ უფლებამოსილების გადაბარებით, ახალი ქვედანაყოფის ფორმირებით, მოქმედი ქვედანაყოფის რეორგანიზაციით ან გაუქმებით;
გ) სამწყობრო ცერემონია დროშის დაშვებით;
დ) სამწყობრო ცერემონია დროშის დაშვებით, სამხედრო სამსახურიდან თადარიგში გაცილებით, ჯილდოებისა და წარჩინების ნიშნების გადაცემით;
ე) სამწყობრო ცერემონია დროშის დაშვებით, მეთაურების მიერ უფლებამოსილების გადაბარებით, ახალი ქვედანაყოფის ფორმირებით, მოქმედი ქვედანაყოფის რეორგანიზაციით ან გაუქმებით.
7. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ცერემონიალური აქტივობები სრულდება როგორც სამწყობრო ცერემონიის ნაწილი, იგი უნდა შესრულდეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, მაგრამ სიტყვით გამოსვლამდე.
8. სამწყობრო ცერემონია მეთაურების მიერ უფლებამოსილების გადაბარებით არ უნდა იყოს გაერთიანებული დაჯილდოების ცერემონიალთან. წამსვლელი მეთაურების დაჯილდოება ტარდება ცალკე და სასურველია უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალამდე.
9. თუ ბრძანებით მეთაურს ნება დართეს თვითონ შეასრულოს საკუთარი ჯარების დათვალიერება ან თან ახლდეს მოწვეულ დამთვალიერებელ ოფიცერს, იგი როგორც წესი, ოფიცერთა შემადგენლობიდან დანიშნავს ცერემონიის ხელმძღვანელ ოფიცერს (შემდგომში – ,,ხელმძღვანელი”). ხელმძღვანელი პასუხისმგებელია სამწყობრო ცერემონიისთვის ჯარების მომზადებაზე.
10. მზადყოფნისა და მოწყობის ხაზები, სადაც ქვედანაყოფები უნდა მოეწყონ და გადაადგილების მარშრუტი მონიშნულია ან განსაზღვრულია სამწყობრო ცერემონიის დაწყებამდე (იხ. სურათი 32). მზადყოფნის ხაზის ძირითადი დანიშნულებაა, რომ ქვედანაყოფის მეთაურმა მოაწყოს მისი ქვედანაყოფი შესაბამის მწყობრში მოწყობის ხაზისაკენ გადაადგილებამდე. მზადყოფნის ხაზი არის მოწყობის ხაზის უკან.
11. დროშები ან შესაბამისი აღნიშვნები გამოიყენება ჯარების დამთვალიერებელი ოფიცრის ადგილისა და იმ ადგილების მოსანიშნად, სადაც უნდა გაიცეს კომანდები `სწორება, მარჯვნივ!~ და `სწორება, პირდაპირ!~ (ჯარების დამთვალიერებელი ოფიცრისგან 6 ნაბიჯის დაშორებით მარჯვნივ და მარცხნივ, ხოლო მის წინ 6-დან 20 ნაბიჯამდე დაშორებით). მეთაურებმა უნდა განსაზღვრონ მათი მწყობრის სიგრძე (ნაბიჯები) ისე, რომ მათ იცოდნენ კომანდის `სწორება, პირდაპირ!~ აღმნიშვნელიდან (ჯარების დამთვალიერებელი ოფიცრისგან ექვსი ნაბიჯის დაშორებით) რა მანძილის დაშორებით უნდა გასცენ კომანდა. კომანდა გაიცემა მაშინ, როდესაც ქვედანაყოფის ბოლო სამხედრო მოსამსახურე ექვსი ნაბიჯით იქნება დაშორებული მოწვეული ჯარების დამთვალიერებელი ოფიცრისგან. კომანდა `სწორება~ გაიცემა მარჯვენა ფეხის ზედაპირზე დადგმისთანავე. შესასრულებელი კომანდა `მარჯვნივ!~ გაიცემა მარჯვენა ფეხის მეორედ დადგმისთანავე. კომანდა `სწორება~ გაიცემა მარცხენა ფეხის დადგმისთანავე, შესასრულებელი კომანდა `პირდაპირ!~ გაიცემა მარცხენა ფეხის მეორედ დადგმისთანავე.
12. სამწყობრო ცერემონიებისთვის ბატალიონისა და ბრიგადის ნებისმიერი მწყობრი შეიძლება იყოს გამოყენებული. თუმცა ორი მწყობრი, რომლებიც რეკომენდებულია სამწყობრო ცერემონიის ჩატარებისას, არის: ბატალიონი გაშლილ მწყობრში, ასეულებით მიჯრილ მწყობრში (იხ. სურათი 33) ან ბრიგადა გაშლილ მწყობრში, ბატალიონებით მიჯრილ მწყობრში (იხ. სურათი 34).
13. მწყობრის შერჩევა დამოკიდებულია თავისუფალ სივრცესა და მეთაურის გადაწყვეტილებაზე. მეთაურებს აქვთ უფლება შეცვალონ მწყობრი ან დადგენილი დისტანცია, რათა მწყობრი მოერგოს ადგილობრივ ვითარებას. თითოეული ქვედანაყოფი უნდა იყოს ერთი და იმავე ზომის. ყველაზე მაღალი სამხედრო მოსამსახურე უნდა იდგეს წინ და მარჯვნივ. მეთაურებმა არ უნდა შეაცვლევინონ ადგილი დაქვემდებარებულ მეთაურებს მათი სიმაღლის გამო. ოფიცრები და სერჟანტები, მათ შორის ათეულის მეთაურები ან მათთან წოდებით გათანაბრებული სხვა სამხედრო მოსამსახურეები უნდა იკავებდნენ თავიანთ კუთვნილ ადგილს. როდესაც ბატალიონი მოწყობილია მიჯრილ მწყობრში, ოცეულის მეთაურები მოეწყობიან ქვედანაყოფების პირველ მწკრივში. მარჯვენა ფლანგის ოცეულის მეთაური არის მიმმართველი
14. თუ შესაძლებელია, ჯარების დამთვალიერებელმა ოფიცერმა უნდა დაიკავოს თავისი ადგილი (იხ. სურათი 35) მას შემდეგ, რაც შტაბი შეიცვლის ადგილს და მეთაური მობრუნდება სახით ჯარების დამთვალიერებელი ოფიცრისაკენ. მოსვლისთანავე ჯარების დამთვალიერებელმა ოფიცერმა, დაუყოვნებლივ უნდა დაიკავოს თავისი ადგილი და დათვალიერების დასრულებამდე თავი შეიკავოს მოწვეულ სტუმრებთან მისალმებისგან. ცერემონიაზე დასასწრებად მოწვეული ჯარების დამთვალიერებელი ოფიცერი, მეთაური ან უფროსი მეთაური და სტუმრები დაიკავებენ ადგილებს სახით ქვედანაყოფისაკენ.
15. თუ ცერემონია ტარდება ქვედანაყოფის მეთაურზე ან ზემდგომ მეთაურზე წოდებით უმცროსი ოფიცრისათვის, წოდებით უმცროსი იკავებს ადგილს მეთაურის მარცხნივ, თუ თვითონ ზემდგომი მეთაური არ დაუთმობს მას ,,საპატიო ადგილს’’. ქვედანაყოფის მეთაური ან ზემდგომი მეთაური გასცემს შესაბამის მითითებას საზეიმო მარშის დასაწყებად. ნებისმიერ შემთხვევაში, საპატიო ადგილი არის მარჯვენა მხარეს და ეს ადგილი არის ზემდგომი მეთაურის ადგილი.
16. თუ მაღალი თანამდებობის სამოქალაქო პირის ან უცხოელი მაღალი თანამდებობის ოფიციალური პირების პატივსაცემად ტარდება სამწყობრო ცერემონია, იგი დაიკავებს საპატიო ადგილს ზემდგომი მეთაურის მარჯვნივ. თავაზიანობის ნიშნად ზემდგომმა მეთაურმა უნდა აუხსნას სტუმარს პროცედურები, რომლებიც სრულდება ცერემონიის მსვლელობისას. დროშები, რომლებიც დგას ჯარების დამთვალიერებელი ჯგუფის უკან, შეესაბამება ჯარების დამთვალიერებელი ჯგუფის პირველ მწკრივში მდგომ პირებს. თუ ცერემეონია ტარდება უცხოელი ოფიციალური პირის ან მაღალი თანამდებობის მქონე პირთათვის, პატივის მისაგებად შესაძლოა ქვემეხებიდან მათთვის განსაზღვრული რაოდენობის ჭურვის გასროლა.
17. თუ უცხოელი სტუმრის პატივის მიგება მოიცავს მისი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნის შესრულებას, ჰიმნები შესრულდება შემდეგი თანმიმდევრობით: დასარტყამი და ჩასაბერი ინსტრუმენტის ოთხი დათვლა, ამ ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი, ბარაბანის დაახლოებით სამწამიანი უწყვეტი დარტყმა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
18. თუ ცერემონიალი მოიცავს დაჯილდოებას, წარჩინების ნიშნების გადაცემას ან თადარიგში გასვლას, მეთაური ან ზემდგომი მეთაური უნდა იყოს დასაჯილდოებელ პირებზე მაღალი წოდების ან თანამდებობის. ადგილობრივი შტაბიდან ერთ-ერთ ოფიცერს დაევალება, რომ თან ახლდეს და აუხსნას პროცედურები დამთვალიერებელთა ჯგუფს და აჩვენოს მათ თავიანთი ადგილები.
19. მეთაურებს, ვითარებიდან გამომდინარე, შეუძლია შეიტანოს მცირე ცვლილებები სამწყობრო ცერემონიის პროცედურებში. თუმცა მათ არ შეუძლიათ შეცვალონ დადგენილი ღონისძიებების თანმიმდევრობა. სამწყობრო ცერემონიები შეიძლება ჩატარდეს ხმლის თანხლებით. სამწყობრო ილეთების შესრულება ხმლით ხორციელდება ამ წესდების №4 დანართის შესაბამისად.
[pic]
სურათი 32. მომზადება სამწყობრო ცერემონიისთვის
[pic]
სურათი 33. ბატალიონი გაშლილ მწყობრში, ასეულებით მიჯრილ მწყობრში
[pic]
სურათი 34. ბრიგადა გაშლილ მწყობრში,
ბატალიონებით მიჯრილ მწყობრში
[pic]
სურათი 35. ჯარების დამთვალიერებელთა ჯგუფი
მუხლი 105. სამხედრო ცერემონიებისათვის მოწყობა
1. ქვედანაყოფები ყველაზე მოხერხებული მანერით გადაადგილდებიან მზადყოფნის ხაზზე. დიდი სამწყობრო ცერემონიებისათვის მეთაური ადგენს გადაადგილების მარშრუტებს, გადაადგილების თანმიმდევრობასა და მზადყოფნის ხაზზე მისვლის დროს.
2. თუ მზადყოფნის ხაზი არ გამოიყენება, ქვედანაყოფები მოეწყობიან მოწყობის ხაზზე, გასწორდებიან და გაიცემა კომანდა `სააღლუმოდ, თავისუფლად!~. ქვედანაყოფებისთვის ცერემონიის დაწყების შესატყობინებლად, ქვედანაყოფის მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი თავისი ადგილიდან (ორკესტრთან ახლოს მდებარე პოზიცია) გასცემს დირექტივას `სიგნალი სმენა!~. ორკესტრი დაუკრავს სასიგნალო მელოდიას „სმენა~. ქვედანაყოფის მეთაურები ასრულებენ ბრუნს ზურგისაკენ და მარჯვნიდან მარცხნივ გასცემენ კომანდას `სმენა!~ თავიანთი ქვედანაყოფებისათვის და კვლავ ასრულებენ ბრუნს ზურგისაკენ. როდესაც ბოლო ქვედანაყოფი მიიღებს დგომს `სმენა~, მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი გასცემს დირექტივას `სიგნალი შესაკრებად!~. ორკესტრი დაუკრავს სასიგნალო მელოდიას „შეკრება~ და მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი გადაადგილდება მისთვის განკუთვნილი ადგილისაკენ, ქვედანაყოფებსა და მეთაურის ადგილს შორის ცენტრში და დგება სახით მეთაურისკენ, როდესაც ქვედანაყოფის მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი შეჩერდება თავის ადგილზე, მეთაურს გადაჰყავს თავისი შტაბი ადგილებზე, ქვედანაყოფების ფრონტის ხაზისა და ჯარების დამთვალიერებელი ოფიცრის ადგილს შორის.
3. მოტორიზებულ და მექანიზებულ ქვედანაყოფებში, სატრანსპორტო საშუალების ოპერატორები მოეწყობიან ჩამოქვეითებულები, როგორც ყველა სხვა ქვედანაყოფი. მათი სატრანსპორტო საშუალებები განლაგდება მწყობრის ზურგში.
4. ორკესტრი დაიკავებს თავის ადგილს მოწყობის ხაზზე მარჯვენა ფლანგის ქვედანაყოფის აღმნიშვნელისგან თორმეტი ნაბიჯის დაშორებით, მარჯვნივ. ქვედანაყოფების მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცრის საწყისი ადგილი არის ორკესტრის მარცხნივ, სამი ნაბიჯის დაშორებით. როდესაც ყველა ქვედანაყოფი მოეწყობა მზადყოფნის ხაზზე, ქვედანაყოფების მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი ბრუნდება სახით მოწყობის ხაზის გასწვრივ, აბრუნებს თავს მარჯვნივ და მარჯვენა მხრიდან გასცემს დირექტივას ორკესტრისთვის `სიგნალი სმენა!~. ორკესტრი დაუკრავს სასიგნალო მელოდიას `სმენა~. გააკეთებს პაუზას და დაელოდება დირექტივას `სიგნალი შესაკრებად!~.
5. სასიგნალო მელოდიის ,,სმენა!~ გაგონებისთანავე ქვედანაყოფის მეთაურები ასრულებენ ბრუნს ზურგისაკენ, გადაჰყავთ თავიანთი ქვედანყოფები დგომზე `სმენა~ (საჭიროების შემთხვევაში დგომზე `იარაღი მარჯვენა მხარზე~) და ასრულებენ ბრუნს `ზურგისაკენ~.
6. მეთაურის გადაწყვეტილების შემთხვევაში, კომანდებს შეიძლება ჩაენაცვლოს დირექტივები. თუმცა მიჯრილ მწყობრში მოწყობისას დამატებითი კომანდები არ გაიცემა.
7. როდესაც ყველა ქვედანაყოფი დგას დგომზე `სმენა~, მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი ორკესტრისათვის გასცემს დირექტივას `სიგნალი შესაკრებად!~.
8. ორკესტრი დაუკრავს სასიგნალო მელოდიას `შეკრება~ და პაუზის გარეშე დაიწყებს მარშის მელოდიის შესრულებას. მარში გაგრძელდება ბოლო ქვედანაყოფის გაჩერებამდე მოწყობის ხაზზე.
9. ორკესტრის მიერ სასიგნალო მელოდიის ,,შეკრება” დასრულების შემდეგ ერთდროულად სრულდება შემდეგი მოქმედებები:
ა) ქვედანაყოფთა მარჯვენა ფლანგის პოზიციის მოსანიშნად გამოყოფილი პერსონალის მიერ, მოწყობის ხაზზე ადგილის დასაკავებლად, ყველა ქვედანაყოფის მეთაური გასცემს კომანდას `მიმმართველი, ხაზზე!~;
ბ) თითოეული ქვედანაყოფის მიმმართველი სირბილით გადაადგილდება (დგომიდან „იარაღი ფეხთან”, იარაღი გადააქვს დგომზე `იარაღი მკერდთან~) მოწყობის ხაზზე არსებულ აღმნიშვნელთან, შეჩერდება მარჯვენა ფეხის აღმნიშვნელზე დადგმით, მიიღებს დგომს `იარაღი ფეხთან~ და ასრულებს ბრუნს მარჯვნისაკენ (მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცრისკენ).
10. მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი გაასწორებს მიმმართველებს ერთ ხაზზე (თუ ეს აუცილებელია) და გადაადგილდება მისთვის განკუთვნილი ადგილისკენ, მეთაურის ადგილისა და მოწყობის ხაზს შორის, ქვედანაყოფების ცენტრში. იგი შეჩერდება, შეასრულებს ბრუნს მარცხნისაკენ და დადგება სახით ქვედანაყოფებისაკენ.
11. როგორც კი მიმმართველები ხაზზე გასწორდებიან, ქვედანაყოფის მეთაურები მარჯვნიდან მარცხნივ, თანმიმდევრობთ გასცემენ კომანდას `პირდაპირ ნაბიჯით, იარ!~. მიმმართველებთან მიახლოებისას, მეთაურები გასცემენ კომანდას `ადგილზე ნაბიჯით, იარ!~ ისე, რომ ათეულის მეთაურების მწკრივმა დაიწყოს ადგილზე სიარული მაშინ, როცა გაუსწორდებიან მიმმართველის მარცხენა მხარს. დაახლოებით რვა დათვლის შემდეგ გასცემენ კომანდას `ასეულო (ბატალიონო), სდექ!~. შესასრულებელ კომანდაზე `სდექ!~ მიმმართველები ასრულებენ ბრუნს `მარცხნისაკენ~. თუ ქვედანაყოფი დგას დგომზე `იარაღი მარჯვენა მხარზე~, ქვედანაყოფის მეთაურები გასცემენ კომანდას `ფეხთან, იარაღი!~, ხოლო შემდეგ, კომანდას `ახლო ინტერვალით, სწორება მარჯვნივ, სწორდი!~. შესასრულებელ კომანდაზე `სწორდი!~, მარჯვენა ფლანგზე მდგომი ოცეულის მეთაური, გადაადგილდება მარჯვენა ფლანგისკენ ყველაზე პირდაპირი მარშრუტით და შეამოწმებს შესაბამისი რაოდენობის (რამდენიც საჭიროა) მწკრივების სისწორეს. როდესაც იგი დაასრულებს მწკრივების სისწორის შემოწმებას, იგი დაიკავებს ადგილს მესამე ათეულის მეთაურის წინ, შეჩერდება მწყობრის პერპენდიკულარულად და შეასრულებს ბრუნს მარჯვნისაკენ. შესასრულებელ კომანდაზე `სწორდი!~ დანარჩენი ოცეულის მეთაურები, გადადგმენ ერთ ნაბიჯს მარჯვნივ (`მარჯვნივ ნაბიჯით, იარ!~) და თავიანთი ოცეულის მესამე ათეულის მეთაურს წინ გაუსწორდებიან. ამ მოქმედებების შესრულების შემდეგ მეთაურები გასცემენ კომანდებს `სწორება, პირდაპირ!~ და `სააღლუმოდ, თავისუფლად!~. მეთაურები ასრულებენ ბრუნს ზურგისაკენ და იღებენ დგომს `სააღლუმოდ თავისუფლად~. უფრო დიდი სამწყობრო ცერემონიების ჩატარებისას კომანდა `სააღლუმოდ, თავისუფლად!~ შეიძლება ცერემონიალის განმავლობაში ჩაანაცვლოს კომანდამ `თავისუფლად!~.
12. თუ ცერემონიალი ტარდება ასეულით გაშლილ მწყობრში, ოცეულებით კოლონაში, ქვედანაყოფების ხაზში გასასწორებლად გაიცემა კომანდები `გაუსწორდით!~ და `დაუშვით, ხელი!~.
13. როდესაც ყველა ქვედანაყოფი მოეწყობა მოწყობის ხაზზე, დგომზე `სააღლუმოდ თავისუფლად~, მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი გასცემს დირექტივას `გადაიყვანეთ ქვედანაყოფები დგომზე სმენა!~. ქვედანაყოფების მეთაურები ასრულებენ ბრუნს ზურგისაკენ და თანმიმდევრობით მარჯვნიდან მარცხნივ გასცემენ კომანდას `ასეულო (ბატალიონო), სმენა!~ (უფრო დიდი ზომის მწყობრისთვის კომანდების გაცემა შეიძლება დაიწყოს ცენტრში მდგომი ქვედანაყოფიდან ცენტრიდან ორივე ფლანგის მიმართულებით). შემდეგ ქვედანაყოფის მეთაურები ბრუნდებიან ზურგისაკენ. როდესაც ყველა ქვედანაყოფი მიიღებს დგომს `სმენა~, მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ. ეს არის ნიშანი მეთაურისა და მისი შტაბისთვის (რომლებიც ამ დროისათვის დგანან დამთვალიერებლი ოფიცრის ტრიბუნის სიახლოვეს), რომ დაიწყონ გადაადგილება თავიანთი ადგილებისკენ, ჯარების დამთვალიერებელი ოფიცრის ტრიბუნისა და ქვედანაყოფების ფრონტის ხაზს შორის, სახით ქვედანაყოფებისაკენ.
14. როდესაც მეთაური შეჩერდება თავის ადგილზე, მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი ბრუნდება ზურგისაკენ და გასცემს დირექტივას: `გადაიყვანეთ ქვედანაყოფები დგომზე მხედრული მისალმება!~ ამის შემდეგ:
ა) ქვედანაყოფის მეთაურები ასრულებენ ბრუნს ზურგისაკენ და თანმიმდევრობით მარჯვნიდან მარცხნივ გასცემენ კომანდას: `მხედრული, სალამი!~. ასრულებენ ბრუნს ზურგისაკენ და მიესალმებიან მხედრულად;
ბ) მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ, მიესალმება მხედრულად და მოახსენებს ხელმძღვანელს `ბატონო ---------, ქვედანაყოფი მოწყობილია~;
გ) მეთაური დაუბრუნებს მხედრულ სალამს მოწყობაზე პასუხისმგებელ ოფიცერს და მიუთითებს `დაიკავე შენი ადგილი!~ (შტაბის წევრები არ ასრულებენ მხედრულ მისალმებას);
დ) მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი ასრულებს ბრუნს ნახევრად მარცხნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას, გადაადგილდება პირდაპირ, ჩერდება შტაბის მარჯვენა ფლანგის ოფიცრის მარჯვნივ ერთ ხაზზე, ნორმალური ინტერვალით და ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ;
ე) როდესაც მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი დაიკავებს თავის ადგილს, მეთაური გასცემს დირექტივას `გადაიყვანეთ ქვედანაყოფები დგომზე სმენა!~. ქვედანაყოფის მეთაურები შეწყვეტენ მხედრულ სალამს, ბრუნდებიან ზურგისაკენ, გასცემენ კომანდას `დაუშვით, ხელი!~ და კვლავ ასრულებენ ბრუნს ზურგისაკენ.
15. როდესაც ყველა ქვედანაყოფი დგას დგომზე `სმენა~ (`მოდიფიცირებულ დგომზე სმენა~ იარაღით), შტაბის მარცხენა ფლანგის ოფიცერი შტაბისათვის გასცემს კომანდებს: `მარჯვნისა-კენ!~; პირდაპირ ნაბიჯით, იარ!~; `კოლონა მარცხნისაკენ, იარ!~; `კოლონა მარცხნისაკენ, იარ!~; `შტაბო, სდექ!~, `მარცხნისა-კენ!~. ამ დროს შტაბი უნდა გაჩერდეს ისე, რომ მეთაური აღმოჩნდეს მის ცენტრში ორი ნაბიჯის დაშორებით (იხ. სურათი 36).
[pic]
სურათი 36. შტაბის გადაადგილება ხელმძღვანელის (მეთაურის) ზურგში
16. როდესაც ქვედანაყოფები მიიღებს დგომს `სმენა~ (მოდიფიცირებული დგომი `სმენა იარაღით~) და შტაბი გადავა მეაურის ზურგში, მეთაური დადგება სახით ჯარების დამთვალიერებელი ოფიცრის ტრიბუნისკენ და ელოდება სანამ დამთვალიერებელი ოფიცერი თავის ადგილს დაიკავებს. თუ გარკვეული მიზეზის გამო ჯარების დამთვალიერებელი ოფიცერი იგვიანებს ან მისი დაყოვნების შესახებ წინასწარ ცნობილია, მეთაური გასცემს დირექტივას, რომ ქვედანაყოფები გადაიყვანონ დგომზე `სააღლუმოდ თავისუფლად~ და ჯარების დამთვალიერებელი ოფიცრის მოსვლამდე გასცემს კიდევ ერთ დირექტივას, რათა ქვედანაყოფები კვლავ გადავიდნენ დგომზე `სმენა~.
მუხლი 106. წარდგენა და პატივის მიგება
1. ჯარების დამთვალიერებელი ოფიცრის მიერ მისთვის განკუთვნილი ადგილის დაკავების შემდეგ, მეთაური ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გასცემს დირექტივას `გადაიყვანეთ ქვედანაყოფები დგომზე მხედრული მისალმება!~. ქვედანაყოფის მეთაურები ასრულებენ ბრუნს ზურგისაკენ, თანმიმდევრულად გასცემენ კომანდას: `მხედრული, სალამი!~, შემდეგ კვლავ ასრულებენ ბრუნს ზურგისაკენ და მიესალმებიან მხედრულად. როდესაც ქვედანაყოფები მიიღებენ დგომს `მხედრული მისალმება~, მეთაური ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და საკუთარი თავისა და მისი შტაბისთვის გასცემს კომანდას: `მხედრული, სალამი!~.
2. თუ ცერემონიალი ითვალისწინებს ჯარების დამთვალიერებელი ოფიცრის პატივის მისაგებად ქვემეხებიდან გასროლას, ჯარების დამთვალიერებელი ოფიცრისაკენ შებრუნებამდე, მეთაური უნდა დარწმუნდეს, რომ საარტილერიო ბატარეა (ბატარეის მეთაურის მოადგილის მარჯვენა მკლავი აწეულია) და ორკესტრი (ორკესტრის დირიჟორის მკლავები არის მოემზადე-დაუკარი პოზიციაში) მზად არიან პატივის მისაგებად. მეთაურის მხედრული სალამი არის ნიშანი ორკესტრისა და საარტილერიო ბატარეისთვის შეასრულონ პატივის მიგების პროცედურა. ჯარების დამთვალიერებელთა ჯგუფი და მთლიანი სამხედრო პირადი შემადგენლობა, რომელთაც ესმით ხმა ან ხედავენ პროცესს, მელოდიის (მუსიკის) პირველივე აკორდის გაგონებაზე ასრულებენ მხედრულ მისალმებას. ხელს დაუშვებენ პატივის მიგების დასრულებისას. თუ ქვემეხებიდან გასროლა გათვალისწინებულია ჯარების დამთვალიერებელი ოფიცრისთვის პატივის მისაგებად, მაშინ იგი მეთაურის მხედრულ მისალმებას მხოლოდ მას შემდეგ უპასუხებს, რაც ორკესტრი მისთვის პატივის მისაგებად შეასრულებს შესაბამის მელოდიას.
3. წარდგენისა და პატივის მიგების დასრულების შემდეგ, მეთაური თავისი შტაბისთვის გასცემს კომანდას: `დაუშვით, ხელი!~; ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გასცემს დირექტივას: `გადაიყვანეთ ქვედანაყოფები დგომზე სმენა და სააღლუმოდ თავისუფლად!~. ქვედანაყოფის მეთაურები შეწყვეტენ მხედრულ მისალმებას, ასრულებენ ბრუნს ზურგისაკენ და გასცემენ კომანდებს: `დაუშვით, ხელი!~ და `სააღლუმოდ, თავისუფლად!~. შემდეგ კვლავ ბრუნდებიან ფრონტისკენ და მიიღებენ დგომს `სააღლუმოდ თავისუფლად~. როდესაც ყველა ქვედანაყოფი მიიღებს დგომს `სააღლუმოდ თავისუფლად~, მეთაური ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და მის შტაბთან ერთად რჩება დგომზე `სმენა~.
მუხლი 107. ჯარების დათვალიერება
1. ხელმძღვანელის (მეთაურის) ჯარების დამთვალიერებელი ოფიცრის ტრიბუნისკენ სახით მიბრუნების შემდეგ ჯარების დამთვალიერებელი ოფიცერი და ზემდგომი მეთაური გადაადგილდებიან პირდაპირ და შეჩერდებიან ხელმძღვანელისგან სამი ნაბიჯის დაშორებით. შტაბები, პირადი ადიუტანტები, მედროშეები და მეთაურის თანაშემწეები, როგორც წესი, თან არ ახლავთ დამთვალიერებელთა ჯგუფს.
2. ხელმძღვანელი (მეთაური) მიესალმება მხედრულად და მოახსენებს `ბატონო ------ ქვედანაყოფი მზადაა დათვალიერებისათვის~. ხელმძღვანელის მხედრულ სალამზე ორკესტრი იწყებს მარშის მელოდიის შესრულებას და აგრძელებს მანამ, სანამ ჯარების დამთვალიერებელი ოფიცერი მისთვის განკუთვნილ ადგილს დაუბრუნდება.
3. ხელმძღვანელი (მეთაური) წაუძღვება დამთვალიერებელთა ჯგუფს ორკესტრის მარჯვენა ფლანგისკენ. ხელმძღვანელი, მეთაური ან ზემდგომი მეთაური გადაადგილდებიან ჯარების დამთვალიერებელი ოფიცრის მარჯვნივ. ბრიგადაზე დიდი ზომის ქვედანაყოფის დათვალიერებისას, ფეხით ან სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას, დამთვალიერებელთა ჯგუფი გაივლის ბრიგადის მეთაურების ხაზსა და ბრიგადების შტაბებს შორის. ბრიგადასა და მსგავსი ზომის ქვედანაყოფის დათვალიერებისას – ბატალიონის მეთაურების და ასეულის მეთაურების ხაზებს შორის. ბატალიონის ან მსგავსი ზომის ქვედანაყოფის დათვალიერებისას, დამთვალიერებელთა ჯგუფი გაივლის ქვედანაყოფის პირველი მწკრივისა და ასეულის მეთაურების ხაზს შორის, ან ოცეულის მეთაურების წინ, როდესაც ასეულები მოწყობილია გაშლილ მწყობრში.
4. თუ დათვალიერება სრულდება მოტორიზებული სატრანსპორტო საშუალებით, დამთვალიერებელთა ჯგუფი ჩასხდება სატრანსპორტო საშუალებაში ტრიბუნის წინ. ჯარების დამთვალიერებელი ოფიცერი პირველი ჯდება და იკავებს მარცხენა უკანა ადგილს. მეთაური ან ზემდგომი მეთაური იკავებს მარჯვენა უკანა ადგილს. სატრანსპორტო საშუალება ხელმძღვანელს მიუახლოვდება მარცხნიდან და შეჩერდება. ხემლძღვანელი მხედრულად მიესალმება, მოახსენებს, ჩაჯდება მანქანაში და დაიკავებს წინა მარჯვენა ადგილს.
5. დამთვალიერებელთა ჯგუფის წასვლისთანავე, შტაბში ყველაზე მაღალი წოდების მქონე ოფიცერი შტაბისთვის გასცემს კომანდას: ,,სააღლუმოდ, თავისუფლად!”. როდესაც დათვალიერება დასრულდება, იგი ხელმძღვანელის მოახლოებისას გასცემს კომანდას `შტაბო, სმენა!~.
6. თუ ასეულები მოწყობილია მიჯრილ მწყობრში, ასეულის მარჯვენა ფლანგთან დამთვალიერებელთა ჯგუფის მიახლოებისას, თითოეული ასეულის მეთაური ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გასცემს კომანდას: `ასეულო, სმენა!~. შემდეგ კვლავ ბრუნდება ფრონტისკენ და თავის მარჯვნივ მიბრუნებით გასცემს კომანდას: `სწორება, მარჯვნივ!~. ამ კომანდაზე ასეულის მეთაური, ასეულის მეთაურის მოადგილე და ოცეულის მეთაურები მიიღებენ დგომს `მხედრული მისალმება~ და მიაბრუნებენ თავს მარჯვნივ. ასეულის მედროშეები შეასრულებენ კომანდას `სწორება, მარჯვნივ!~ და მიიღებენ დგომს `მხედრული მისალმება დროშით~. თითოეული სამხედრო მოსამსახურე აბრუნებს თავს მარჯვნივ და ჯარების დამთვალიერებელი ოფიცრის მათი ხედვის არეში მოხვედრისას, თვალს ადევნებენ მას მანამ, სანამ თავს კვლავ ფრონტისაკენ მიაბრუნებენ. ასეულის მეთაური გასცემს კომანდას: `დაუშვით, ხელი!~ როდესაც ჯარების დამთვალიერებელი ოფიცერი გასცდება ასეულის მწყობრს. შემდეგ იგი ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გასცემს კომანდას: `სააღლუმოდ, თავისუფლად!~, თვითონაც მიიღებს ამ დგომს და რჩება სახით თავისი ქვედანაყოფისკენ. მარცხენა ფლანგზე მდგომი ქვედანაყოფი ინარჩუნებს დგომს `სმენა~ მანამ, სანამ დამთვალიერებელთა ჯგუფი მას ზურგიდან (მარჯვენა მხრიდან) გასცდება. დანარჩენი მეთაურები რჩებიან სახით ქვედანაყოფისაკენ და გასცემენ კომანდას `სმენა!~, როდესაც დამთვალიერებელთა ჯგუფი მათ ქვედანაყოფს ზურგიდან მიუახლოვდება. შემდეგ ისინი გასცემენ კომანდას `სააღლუმოდ, თავისუფლად!~, შებრუნდებიან ფრონტისკენ და იღებენ დგომს `სააღლუმოდ თავისუფლად~.
7. თუ ასეული მოწყობილია გაშლილ მწყობრში, ოცეულის მეთაურები გასცემენ კომანდას `სწორება, მარჯვნივ!~ და მიესალმებიან მხედრულად, ასეულის მეთაური ბრუნდება სახით ქვედნაყოფისკენ, მაგრამ არც ასეულის მეთაური და არც მისი ასეულის მედროშე არ ასრულებენ მხედრულ მისალმებას.
8. თუ ბატალიონი მოწყობილია მიჯრილ მწყობრში, ბატალიონის მეთაური ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გასცემს კომანდას `ბატალიონო, სმენა!~ და `სწორება, მარჯვნივ!~, მაგრამ არც ის და არც მისი შტაბი არ ასრულებენ მხედრულ მისალმებას და თავს მარჯვნივ არ აბრუნებენ, ხოლო ასეულის მეთაურები, მათი მოადგილეები, ოცეულების მეთაურები და ასეულის მედროშეები მხედრულად მიესალმებიან. ბატალიონის მეთაური რჩება სახით თავისი ქვედანაყოფისკენ, როდესაც ჯარების დამთვალიერებელი ოფიცერი გასცდება მისი ქვედანაყოფის მარცხენა ფლანგს, იგი გასცემს კომანდებს: `დაუშვით, ხელი!~ და `სააღლუმოდ, თავისუფლად!~ და რჩება სახით თავისი ქვედანაყოფისკენ.
9. დამთვალიერებელთა ჯგუფის დროშებთან (საქართველოს სახელმწიფო დროშა, ქვედანაყოფის დროშა) ექვსი ნაბიჯით მიახლოებისას, ხელმძღვანელი (სხვების ყურადღების მიქცევის გარეშე) გასცემს კომანდებს: `მხედრული, სალამი!~ და კომანდას `დაუშვით, ხელი!~, როდესაც დამთვალიერებელთა ჯგუფი დროშებს ექვსი ნაბიჯით გასცდება. მედროშის ასისტენტები და მედროშები აბრუნებენ თავს მარჯვნივ. ქვედანაყოფის დროშა იხრება წინ მხედრული მისალმების შესასრულებლად. დამთვალიერებელთა ჯგუფი არ მიესალმება მხედრულად დროშებს, როდესაც ისინი ჩაუვლიან მათ ზურგიდან.
10. პირადი შემადგენლობის წინ ჩავლის შემდეგ (საარტილერიო ბატარეის ჩათვლით), დათვალიერება გრძელდება ქვედანაყოფის ზურგში და მთავრდება ორკესტრის მარჯვენა ფლანგთან. დამთვალიერებელთა ჯგუფისთვის ხელმძღვანელი გასცემს კომანდას: `ჯგუფო, სდექ!~, ორკესტრი შეწყვეტს მარშის მელოდიის შესრულებას და დაუკრავს სხვა ნელ მელოდიას, სანამ დამთვალიერებელთა ჯგუფის წევრები დაიწყებენ გადაადგილებას თავიანთი პოზიციების მიმართულებით. ხელმძღვანელი ბრუნდება ნახევრად მარცხნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას, გადადგამს ორ ნაბიჯს წინ, შეჩერდება და ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ. მეთაური ან ზემდგომი მეთაური დაიკავებს ადგილს ჯარების დამთვალიერებელი ოფიცრის მარცხნივ და ხელმძღვანელი და ჯარების დამთვალიერებელი ოფიცერი გაცვლიან მხედრულ სალამს. მხედრული სალმის გაცვლის შემდეგ, ჯარების დამთვალიერებელი ოფიცერი და მეთაური ან ზემდგომი მეთაური ასრულებენ ბრუნს ნახევრად მარცხნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას და გადაადგილდებიან თავიანთი ადგილებისაკენ. ხელმძღვანელი შეყოვნდება, ბრუნდება მარჯვნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას და უბრუნდება თავის ადგილს (იხ. სურათი 37).
[pic]
სურათი 37. დამთვალიერებელთა ჯგუფის გადაადგილება
მუხლი 108. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულება
1. დამთვალიერებელთა ჯგუფის თავის ადგილზე დაბრუნების შემდეგ, ხელმძღვანელი ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გასცემს დირექტივას `გადაიყვანეთ ქვედანაყოფები დგომზე სმენა!~. როდესაც ყველა ქვედანაყოფი მიიღებს დგომს `სმენა~, ხელმძღვანელი გასცემს კომანდას `მედროშეებო ცენტრისკენ ნაბიჯით (პაუზა), იარ!~. მოსამზადებელ კომანდაზე `მედროშეებო ცენტრისკენ ნაბიჯით~, შტაბი ასრულებს ბრუნს მარჯვნისაკენ. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~ შტაბი იწყებს გადაადგილებას პირდაპირ, გასცდება ტრიბუნის მარცხენა ფლანგს, შეჩერდება და ასრულებს ბრუნს მარცხნისაკენ. მედროშეთა ჯგუფის წევრები გადადგამენ შვიდ ნაბიჯს წინ და შეჩერდებიან. ცერემონიის ხელმძღვანელი გადაადგილდება წინ, შეჩერდება დროშებისაგან სამი ნაბიჯის დაშორებით და შეასრულებს ბრუნს ზურგისაკენ.
2. დროშების წინ გადასაადგილებლად, ხელმძღვანელი გასცემს კომანდას `მედროშეებო, პირდაპირ ნაბიჯით, იარ!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~ ხელმძღვანელი და მედროშეთა ჯგუფი გადაადგილდება წინ და შეჩერდება, როდესაც ხელმძღვანელი მიაღწევს მის საწყის ადგილს, მიესალმება მხედრულად ზემდგომ მეთაურს და მოახსენებს: ,,ბატონო ------ დროშები ადგილზეა”. ზემდგომი მეთაური უპასუხებს მხედრული სალამით და მიუთითებს მას: `დაიკავე შენი ადგილი!~. ამ მითითებაზე ხელმძღვანელი ბრუნდება მარჯვნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას და გადაადგილდება ყველაზე პირდაპირი მარშრუტით თავისი ადგილისაკენ ქვედანაყოფის შტაბის წინ (ცენტრში) ორი ნაბიჯის დაშორებით, შეჩერდება შტაბის პერპენდიკულარულად, ასრულებს ბრუნს მარჯვნისაკენ და ქვედანაყოფის მეთაურებისთვის გასცემს დირექტივას: `გადაიყვანეთ ქვედანაყოფები დგომზე მხედრული მისალმება!~. ქვედანაყოფის მეთაურები ასრულებენ ბრუნს ზურგისაკენ და გასცემენ კომანდებს: `ასეულო (ბატალიონო), სმენა!~ და `მხედრული, სალამი!~. ამის შემდეგ თითოეული მათგანი კვლავ შეასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და მიიღებს დგომს `მხედრული მისალმება~; როდესაც ყველა ქვედანაყოფი მიიღებს დგომს `მხედრული მისალმება~, ხელმძღვანელი ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გასცემს კომანდას: `მხედრული, სალამი!~ თავისთვის, თავისი შტაბისა და მედროშეთა ჯგუფისათვის. ხელმძღვანელის მიერ მხედრული სალმის შესრულებისთანავე, ორკესტრი იწყებს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებას.
3. დამთვალიერებელთა ჯგუფი და ყველა სამხედრო მოსამსახურე დამსწრე შემადგენლობიდან, შეასრულებენ მხედრულ მისალმებას სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისას. მხედრული თავაზიანობისა და პატივისცემის გამოხატვა სხვადასხვა ვითარებასა და გარემოებებში, რეგულირდება ამ წესდების #10 დანართის შესაბამისად.
4. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის დასრულების შემდეგ, ხელმძღვანელი, მისი შტაბი და მედროშეთა ჯგუფი წყვეტენ მხედრულ სალამს ხელმძღვანელის კომანდაზე. შემდეგ იგი ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გასცემს დირექტივას: `გადაიყვანეთ ქვედანაყოფები დგომზე სმენა და სააღლუმოდ თავისუფლად!~.
5. ქვედანაყოფის მეთაურები შეწყვეტენ მხედრულ მისალმებას, ასრულებენ ბრუნს ზურგისაკენ, გასცემენ კომანდებს `დაუშვით, ხელი!~ და `სააღლუმოდ, თავისუფლად!~, ბრუნდებიან კვლავ ზურგისაკენ და თვითონაც მიიღებენ დგომს `სააღლუმოდ თავისუფლად~. როდესაც ბოლო ქვედანაყოფი შეასრულებს ამ დირექტივას, ხელმძღვანელი ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გასცემს კომანდას: `სააღლუმოდ, თავისუფლად!~ საკუთარი თავისა და შტაბისათვის.
მუხლი 109. სიტყვით მიმართვა
1. მეთაურის და მისი შტაბის მიერ დგომის `სააღლუმოდ თავისუფლად~ მიღების შემდეგ ჯარების დამთვალიერებელმა ოფიცერმა, ზემდგომმა მეთაურმა ან საპატიო სტუმარმა შეიძლება სიტყვით მიმართოს ჯარებს.
2. სიტყვით მიმართვის დასრულების შემდეგ, მეთაურს თავისი შტაბი გადაჰყავს დგომზე `სმენა~, ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გასცემს დირექტივას: `გადაიყვანეთ ქვედანაყოფები დგომზე სმენა!~. ქვედანაყოფის მეთაურები ასრულებენ ბრუნს ზურგისაკენ და გასცემენ კომანდას: `ასეულო (ბატალიონო), სმენა!~ და კვლავ ასრულებენ ბრუნს ზურგისაკენ. მეთაური ბრუნდება ზურგისაკენ და შტაბისა და მედროშეთა ჯგუფისათვის გასცემს კომანდას: `ადგილებზე ნაბიჯით, (პაუზა) იარ!~. მოსამზადებელ კომანდაზე `ადგილებზე ნაბიჯით~ მედროშეთა ჯგუფი შეასრულებს საპირისპირო მიმართულებით გადაადგილებას და შეჩერდება. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, ორკესტრი იწყებს დაკვრას და მედროშეთა ჯგუფი უბრუნდება საწყის ადგილს. როდესაც მედროშეთა ჯგუფი დაიწყებს გადაადგილებას, მეთაური და მისი შტაბი შეასრულებენ ბრუნს მარცხნისაკენ. მეთაურს გადაჰყავს თავისი შტაბი მოწყობის ადგილის ცენტრში და მას მარჯვნისაკენ აბრუნებს, ხოლო თვითონ ასრულებს ბრუნს მარცხნისაკენ. როდესაც მედროშეები დაიკავებენ თავიანთ ადგილებს, მეთაური ბრუნდება სახით ჯარების დამთვალიერებელი ოფიცრისაკენ.
მუხლი 110. საზეიმო მარში
1. ხელმძღვანელის (მეთაურის) ჯარების დამთვალიერებელი ოფიცრისაკენ შებრუნების შემდეგ, ზემდგომი მეთაური გასცემს დირექტივას: `საზეიმო მარში!~.
2. ხელმძღვანელი (მეთაური) ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გასცემს დირექტივას `საზეიმო მარში!~. ორკესტრი ასრულებს ბრუნს მარჯვნისაკენ და გადაადგილდება ისეთი პოზიციისკენ, საიდანაც პირდაპირ, მობრუნების გარეშე შეძლებს გადაადგილებას მარშირების ხაზისაკენ, შეჩერდება და ასრულებს ბრუნს მარცხნისაკენ. მარშირების ხაზთან უნდა იყოს დაყენებული მარცხნივ მობრუნების აღმნიშვნელი, რათა ორკესტრი მას არ გასცდეს (იხ. სურათი 38). ორკესტრის გვერდით მდგომი ქვედანაყოფის მეთაური მომდევნო მოქმედებებს არ ასრულებს მანამ, სანამ ტამბურმაჟორი მისკენ არ მიაბრუნებს თავს და აღმართავს ხელს.
[pic]
სურათი 38. საზეიმო მარში კოლონაში,
ქვედანაყოფებით მიჯრილ მწყობრში
3. ხელმძღვანელის (მეთაურის) დირექტივაზე `საზეიმო მარში!~, ქვედანაყოფის მეთაურები ასრულებენ ბრუნს მარჯვნისაკენ (თუ იარაღი გადასატანია მარჯვენა მხარზე, ქვედანაყოფის მეთაურები ჯერ ასრულებენ ბრუნს ზურგისაკენ და გასცემენ კომანდას: `მარჯვენა მხარზე, იარაღი!~ და შემდეგ ასრულებენ ბრუნს მარცხნისაკენ). ორკესტრის გვერდით მდგომი ქვედანაყოფის მეთაური ელოდება, სანამ ორკესტრი დაიკავებს თავის ადგილს (ტამბურმაჟორი მიაბრუნებს თავს მისკენ და აღმართავს ხელს) და შემდეგ ხმამაღლა ისე, რომ ორკესტრმა გაიგოს, თავისი ქვედანაყოფისთვის გასცემს კომანდას: `მარჯვნისაკენ ნაბიჯით, იარ!~. ორკესტრისთვის ეს კომანდა არის სიგნალი დაიწყოს მარშის მელოდიის შესრულება და გადაადგილება პირდაპირ, მარშირების ხაზისაკენ. დანარჩენი ქვედანაყოფის მეთაურები თანმიმდევრობით გასცემენ კომანდას `მარჯვნისაკენ ნაბიჯით, იარ!~ და მიმმართველ ქვედანაყოფს მიჰყვებიან კოლონაში 39-ე და მე-40 სურათებზე მოცემული დისტანციების დაცვით. დიდი სამწყობრო ცერემონიებისას, მეთაურებმა თავიანთი ქვედანაყოფებისათვის, სანამ უცდიან თავის რიგს, შეიძლება გასცენ კომანდა `სააღლუმოდ, თავისუფლად!~ (თანმიმდევრულად), რათა შეასრულონ მობრუნება და მარშირების ხაზზე გადაადგილდნენ.
4. ორკესტრი და თითოეული მიმყოლი ქვედანაყოფი გადაადგილების მიმართულებას შეიცვლის მიმართულების შეცვლის აღმნიშვნელთან, სადაც ქვედანაყოფის მეთაური გასცემს კომანდას: `მარცხნისაკენ, იარ!~, თვითონ კი რკალისებრი მოძრაობით მარცხენა მხრიდან ბრუნდება ზურგისაკენ და აგრძელებს უკუსვლით მოძრაობას. როდესაც მისი ქვედანაყოფი მობრუნებას დაასრულებს, მეთაური გასცემს კომანდას: `პირდაპირ, იარ!~ და ისევ ფრონტისაკენ შებრუნდება.
5. ქვედანაყოფის მეთაურები, გარდა ხელმძღვანელისა, თავის შტაბთან ერთად უნდა გადაადგილდეს კოლონაში თავისი ქვედანაყოფის წინ ცენტრში. როდესაც ორკესტრი დაიწყებს გადაადგილებას მარშირების ხაზისკენ, ხელმძღვანელი და მისი შტაბი გადაადგილდებიან, რათა მარშირების ხაზზე დაიკავონ თავიანთი ადგილი ტამბურმაჟორის წინ თორმეტი ნაბიჯის დაშორებით (იხ. სურათი 38).
[pic]
სურათი 39. ბატალიონი კოლონაში, ასეულებით მიჯრილ მწყობრში
[pic]
სურათი 40. ბრიგადა კოლონაში, ბატალიონებით მიჯრილ მწყობრში
6. ხელმძღვანელი, ბრიგადისა და ბატალიონის მეთაურები, მათი შტაბები და მთავარი სერჟანტი კომანდაზე `სწორება, მარჯვნივ!~ შეაბრუნებენ თავს მარჯვნივ და შეასრულებენ მხედრულ მისალმებას იმ ადგილზე, სადაც მოთავსებულია ამ კომანდის აღმნიშვნელი. მეთაურები გასცემენ კომანდას `სწორება, პირდაპირ!~ და შეწყვეტენ მხედრულ მისალმებას, როდესაც შტაბი მიაღწევს კომანდის `სწორება, პირდაპირ!~ აღმნიშვნელს.
7. ჯარების დამთვალიერებელი ოფიცერი მხოლოდ ცერემონიის ხელმძღვანელის მხედრულ სალამს უპასუხებს (ჯარების დამთვალიერებელი ოფიცრის მიერ შესრულებული მხედრული მისალმება გულისხმობს, რომ იგი მიესალმა ყველა დაქვემდებარებულ ქვედანაყოფის მეთაურს. ამგვარად, მას არ დასჭირდება რამდენჯერმე მხედრული მისალმების შესრულება, რაც მას ხელს შეუშლის ცერემონიაზე დაკვირვებაში). ჯარების დამთვალიერებელი ოფიცერი, მეთაური ან ზემდგომი მეთაური, მათი შტაბები და ყველა სამხედრო მოსამსახურე დამსწრე შემადგენლობიდან, მიესალმებიან სახელმწიფო დროშას, როდესაც მას ჩაატარებენ.
8. მხედრული მისალმების შეწყვეტის შემდეგ, ცერემონიის ხელმძღვანელი და მისი შტაბი (კომანდის გარეშე) შეასრულებენ რკალისებურ მოძრაობას და დაიკავებენ ადგილს ხელმძღვანელისა და ჯარების დამთვალიერებელი ოფიცრის მარჯვნივ, ერთ ხაზზე.
9. ქვედანაყოფები შეასრულებენ მოქმედებას `სწორება მარჯვნივ~, მათი ასეულის მეთაურის კომანდაზე ან როდესაც ბატალიონი მიჯრილ მწყობრშია, ცენტრში მყოფი ასეულის მეთაურის კომანდაზე. მეთაურები გასცემენ მოსამზადებელ კომანდას `სწორება~ თავის მარჯვნივ შებრუნებით, აღმნიშვნელისგან ორი ნაბიჯის დაშორებით, მარჯვენა ფეხის ზედაპირზე დადგმისთანავე. შესასრულებელი კომანდა `მარჯვნივ!~ გაიცემა მარჯვენა ფეხის ზედაპირზე მეორედ დადგმისთანავე და აღმნიშვნელთან გასწორებისას. მოსამზადებელ კომანდაზე ასეულის მედროშე ასწევს დროშას ისე, როგორც დგომზე `აწეული დროშა~. შესასრულებელ კომანდაზე, ასეულის მეთაური, მეთაურის მოადგილე და ოცეულის მეთაურები შეაბრუნებენ თავს მარჯვნივ და ასრულებენ მხედრულ მისალმებას. ასეულის მედროშე შეაბრუნებს თავს მარჯვნივ და შეასრულებს მხედრულ მისალმებას დროშით. ასეულის სერჟანტი არ ასრულებს მხედრულ მისალმებას თავის მარჯვნივ შებრუნებისას. მწყობრის მარჯვენა რიგი არ აბრუნებს თავს მარჯვნივ და ინარჩუნებს სწორ დისტანციას. მწყობრის დანარჩენი რიგები თავს მარჯვნივ მიაბრუნებენ და მწკრივებში სისწორეს ინარჩუნებენ. როდესაც ქვედანაყოფის ბოლო მწკრივი ექვსი ნაბიჯით გასცდება ჯარების დამთვალიერებელ ოფიცერს, ასეულის მეთაური გასცემს მოსამზადებელ კომანდას `სწორება~ მარცხენა ფეხის ზედაპირზე დადგმისთანავე და შემდეგ გასცემს შესასრულებელ კომანდას `პირდაპირ!~ მარცხენა ფეხის ზედაპირზე მეორედ დადგმისთანავე. ამ დროს ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა შეწყვეტს მხედრულ მისალმებას და თავსა და მზერას ფრონტისკენ აბრუნებენ. მოზამზადებელ კომანდაზე `სწორება~ ასეულის მედროშე დაიჭერს დროშას ისე, როგორც დგომზე `აწეული დროშა~ და სატარებელ მდგომარეობაში გადაიტანს მას შესასრულებელ კომანდაზე `პირდაპირ!~.
10. დირიჟორი დამთვალიერებელ ოფიცერთან ჩავლისას მიესალმება მას მხედრულად და აგრძელებს პირდაპირ მზერას. ამავე დროს, ტამბურმაჟორი შეაბრუნებს თავს მარჯვნივ. ორკესტრის დანარჩენი წევრები აგრძელებენ მარშის დაკვრას. როდესაც ორკესტრი ჩაუვლის ჯარების დამთვალიერებელ ოფიცერს, გადაადგილებისას ტამბურმაჟორი შეასრულებინებს ორკესტრს სამ ბრუნს მარცხნისაკენ და ამგვარად ორკესტრს გადაიყვანს ჯარების დამთვალიერებელი ოფიცრის წინ, სახით მისკენ, მოძრავი ქვედანაყოფების მარცხენა ფლანგიდან, არანაკლებ 12 ნაბიჯის დაშორებით. როდესაც დირიჟორსა და ტამბურმაჟორს დროშები ჩაუვლის, ისინი მხედრულად მიესალმებიან მათ, ორკესტრი კი უწყვეტად აგრძელებს მარშის დაკვრას.
11. მედროშეთა ჯგუფის თითოეული წევრი ჯარების დამთვალიერებელ ოფიცერთან ჩავლისას, გარდა მარჯვენა ფლანგზე მდგომი სამხედრო მოსამსახურისა, მედროშეთა ჯგუფის სერჟანტის კომანდაზე შეასრულებს მოქმედებას `სწორება მარჯვნივ!~ და ქვედანაყოფის დროშებს მისალმების ნიშნად დახრიან წინ.
მუხლი 111. ცერემონიის დასრულება
ქვედანაყოფის ბოლო ელემენტის ტრიბუნასთან ჩავლისა და კომანდა ,,სწორება, პირდაპირ!“ შესრულების შემდეგ, ორკესტრი იწყებს რვადათვლიანი რიტმით დაკვრას დასარტყამ ინტსტრუმენტზე. პირველ დარტყმაზე ორკესტრი იწყებს (ადგილზე) სამხედრო ძალების სამხედრო მელოდიის შესრულებას. შესაბამის დროს ტამბურმაჟორი გადააადგილებს ორკესტრს წინ და შეასრულებინებს ბრუნს მარცხნისაკენ მარშირების ხაზთან. მელოდიის დასრულებისა და ორკესტრის ჩავლის შემდეგ, ხელმძღვანელი და ჯარების დამთვალიერებელი ოფიცერი შებრუნდებიან ერთმანეთისკენ და გაცვლიან მხედრულ სალამს. ამით ცერემონია ოფიციალურად დასრულდება.
მუხლი 112. სამწყობრო ცერემონია ჯილდოებისა და წარჩინების ნიშნების გადაცემით, სამხედრო სამსახურიდან თადარიგში გასვლით
1. სამწყობრო ცერემონია ჯილდოებისა და წარჩინების ნიშნების გადაცემით, სამხედრო სამსახურიდან თადარიგში გასვლით გულისხმობს ერთი ან რამდენიმე სხვადასხვა წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის თადარიგში გაცილებას. როდესაც მხოლოდ ერთი სამხედრო მოსამსახურეს აცილებენ თადარიგში, მეთაურის ან უფროსი მეთაურის გადაწყვეტილებით შესაძლებელია მიაღებინონ მას მონაწილეობა სამწყობრო ცერემონიალში, როგორც ჯარების დამთვალიერებელ ოფიცერს. ამ შემთხვევაში, როდესაც მედროშეთა ჯგუფი შეჩერდება, ჯარების დამთვალიერებელი ოფიცერი (თადარიგში გამსვლელი) დგება მათ წინ, ცენტრში სახით ტრიბუნისაკენ. მას შემდეგ, რაც უფროსი მეთაური ჯილდოს გადასცემს თადარიგში გამსვლელ სამხედრო მოსამსახურეს, იგი უბრუნდება ჯარების დამთვალიერებელი ოფიცრის ადგილს. თუ რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე უნდა დაჯილდოვდეს ან გავიდეს თადარიგში, მაშინ მიზანშეწონილია, რომ ჯარების დამთვალიერებელი ოფიცერი იყოს ზემდგომი მეთაური.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამწყობრო ცერემონია ტარდება ღონისძიებათა შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) ქვედანაყოფების მოწყობა – სრულდება ამ წესდების 104-ე-105-ე მუხლების შესაბამისად;
ბ) წარდგენა და პატივის მიგება – სრულდება ამ წესდების 106-ე მუხლის შესაბამისად;
გ) ჯარების დათვალიერება – ტარდება ამ წესდების 107-ე მუხლის შესაბამისად, თუმცა ჯარების დათვალიერება შესაძლებელია არ ჩატარდეს. ასეთ შემთხვევაში, წარდგენისა და პატივის მიგების ან დროშის დაშვების შემდეგ, ხელმძღვანელი გასცემს დირექტივას: `გადაიყვანეთ ქვედანაყოფები დგომზე სმენა!“ (ან საჭიროებისამებრ კომანდას `დაუშვით, ხელი!~), შემდეგ გასცემს კომანდას: `დასაჯილდოებელი პერსონალი და მედროშეები ცენტრისაკენ, ნაბიჯით (პაუზა), იარ!~.
დ) საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი – სრულდება ამ წესდების 108-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო თუ დროშის დაშვება არის სამწყობრო ცერემონიის ნაწილი სახელმწიფო ჰიმნი არ სრულდება;
ე) სიტყვით მიმართვა – სრულდება ამ წესდების 109-ე მუხლის შესაბამისად. სიტყვით მიმართვის დასრულების შემდეგ, ხელმძღვანელს თავისი შტაბი გადაჰყავს დგომზე „სმენა“, ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გასცემს დირექტივას `გადაიყვანეთ ქვედანაყოფები დგომზე სმენა!~. ქვედანაყოფის მეთაურები ასრუკლებენ ბრუნს ზურგისაკენ და გასცემენ კომანდას `ასეულო (ბატალიონო), სმენა!~ და კვლავ ბრუნდებიან ზურგისაკენ. ხელმძღვანელი ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გასცემს კომანდას: `ადგილებზე ნაბიჯით (პაუზა), იარ!~ მედროშეთა ჯგუფისა და დასაჯილდოებელ ან თადარიგში გამსვლელი სამხედრო მოსამსახურეებისათვის. მოსამზადებელ კომანდაზე `ადგილებზე ნაბიჯით~ მედროშეთა ჯგუფი გადაადგილდება საპირისპირო მიმართულებით და შეჩერდება, დასაჯილდოებელი ან თადარიგში გამსვლელი სამხედრო მოსამსახურეები შეასრულებენ ბრუნს მარჯვნისაკენ. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~ მედროშეთა ჯგუფი და დაჯილდოებული ან თადარიგში გასული სამხედრო მოსამსახურეები გადადგამენ ნაბიჯს და ორკესტრი დაიწყებს მარშის მელოდიის შესრულებას. დაჯილდოებულები გადაადგილდებიან პირდაპირ, ორჯერ შეასრულებენ მოქმედებას `კოლონა მარცხნისაკენ, იარ~, შეჩერდებიან ჯარების დამთვალიერებელი ოფიცრის მარცხნივ ექვსი ნაბიჯის დაშორებით და შეასრულებენ ბრუნს მარცხნისაკენ. კომანდები `სდექ!~ და `მარცხნისა-კენ!~ გაიცემა რიგში ბოლო სამხედრო მოსამსახურის მიერ. მედროშეთა ჯგუფი უბრუნდება თავის საწყის პოზიციას. როდესაც მედროშეები დაიწყებენ გადაადგილებას, ხელმძღვანელი და მისი შტაბი ასრულებენ ბრუნს მარცხნისაკენ და გადაადგილებიან და იკავებენ ადგილის მწყობრის ცენტრში. ხელმძღვანელი შტაბს მარჯვნისკენ აბრუნებს, თვითონ კი ასრულებს ბრუნს მარცხნისკენ, როდესაც მედროშეები დაიკავებენ თავიანთ ადგილებს ხელნძღვანელი ბრუნდება სახით ჯარების დამთვალიერებელი ოფიცრისკენ;
ვ) საზეიმო მარში – სრულდება ამ წესდების 110-ე მუხლის შესაბამისად;
ზ) ცერემონიის დასრულება – სრულდება ამ წესდების 111-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 113. სამწყობრო ცერემონია მეთაურების მიერ უფლებამოსილების გადაბარებით, ახალი ქვედანაყოფის ფორმირებით ან მოქმედი ქვედანაყოფის რეორგანიზაციით ან გაუქმებით
1. სამწყობრო ცერემონია მეთაურების მიერ უფლებამოსილების გადაბარებით, ახალი ქვედანაყოფის ფორმირებით ან მოქმედი ქვედანაყოფის რეორგანიზაციით ან გაუქმებით, თუ მეთაური გადაწყვეტილებით სხვაგვარად არაა განსაზღვრული ტარდება ღონისძიებათა შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) ქვედანაყოფების მოწყობა – სრულდება ამ წესდების 104-ე-105-ე მუხლების შესაბამისად;
ბ) წარდგენა და პატივის მიგება – სრულდება ამ წესდების 106-ე მუხლის შესაბამისად;
გ) ჯარების დათვალიერება – ტარდება ამ წესდების 107-ე მუხლის შესაბამისად, თუმცა ჯარების დათვალიერება შესაძლებელია არ ჩატარდეს. თუ ჯარების დათვალიერება ტარდება, როდესაც ჯარების დამთვალიერებელი ოფიცერი დაასრულებს დათვალიერებას, ხელმძღვანელი ბრუნდება ზურგისაკენ და გასცემს დირექტივას `გადაიყვანეთ ქვედანაყოფები დგომზე სმენა!~. ქვედანაყოფის მეთაურები ასრულებენ ბრუნს ზურგისაკენ და გასცემენ კომანდას: `ასეულო (ბატალიონო), სმენა!~ და კვლავ ბრუნდებიან ზურგისაკენ. როდესაც ყველა ქვედანაყოფი მიიღებს დგომს `სმენა~, ხელმძღვანელი გასცემს კომანდას `მედროშეებო, ცენტრისაკენ ნაბიჯით (პაუზა), იარ!~. ამ კომანდაზე მედროშეები და შტაბი ასრულებენ მოქმედებებს ამ წესდების 107-ე მუხლის შესაბამისად;
დ) საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი – სრულდება ამ წესდების 108-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო თუ დროშის დაშვება არის სამწყობრო ცერემონიის ნაწილი სახელმწიფო ჰიმნი არ სრულდება;
ე) სიტყვით მიმართვა – მეთაურების მიერ უფლებამოსილების გადაბარების, ახალი ქვედანაყოფის ფორმირების, მოქმედი ქვედანაყოფის რეორგანიზაციის ან გაუქმების საცერემონიო აქტივობების დასრულების შემდეგ ჯარების დამთვალიერებელმა ოფიცერმა, ზემდგომმა მეთაურმა ან საპატიო სტუმარმა შეიძლება სიტყვით მიმართონ ჯარებს;
ვ) საზეიმო მარში – სრულდება ამ წესდების 110-ე მუხლის შესაბამისად;
ზ) ცერემონიის დასრულება – სრულდება ამ წესდების 111-ე მუხლის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიების დასრულების შემდეგ, ტარდება რომელიმე ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი საცერემონიო აქტივობა:
ა) მეთაურების მიერ უფლებამოსილების გადაბარება – სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, როგორც კი ხელმძღვანელი და მისი შტაბი მიიღებენ დგომს ,,სააღლუმოდ თავისუფლად”, ჯარების დამთვალიერებელთა ჯგუფი გადაადგილდება პირდაპირ და შეჩერდება დროშებიდან ოთხი ნაბიჯის დაშორებით. როდესაც ჯგუფის წევრები გადაადგილდებიან წინ, ზემდგომი მეთაური დადგება ძველ და ახალ მეთაურებს შორის. მთავარი სერჟანტი გადაადგილდება თავისი ადგილიდან ყველაზე პირდაპირი მარშრუტით და ქვედანაყოფის დროშის წინ შეჩერდება, რის შემდეგაც:
ა.ა) ძველი მეთაური იკავებს ადგილს ქვედანაყოფის დროშიდან ოთხი ნაბიჯით წინ. ზემდგომი მეთაური დგება მის მარცხნივ. ძველი და ახალი მეთაურები გადადგამენ ერთ ნაბიჯს წინ და შეასრულებენ ბრუნებს ისე, რომ დადგნენ სახით ერთმანეთისაკენ;
ა.ბ) მთავარი სერჟანტი მარჯვენა ხელით ამოიღებს ქვედანაყოფის დროშას მედროშის ქამარზე არსებული ბუდიდან და შეასრულებს ბრუნს ზურგისაკენ (დროშა მარჯვენა ხელით უჭირავს მარცხენის ზემოთ), ამის შემდეგ ცერემონიის წამყვანი წაიკითხავს ბრძანებას ახალი მეთაურის დანიშვნის შესახებ. ქვედანაყოფის დროშა გადაცემის პროცესში მოთავსებულია ძველი და ახალი მეთაურების გულის მხარეს;
ა.გ) ბრძანების წაკითხვის დასრულების შემდეგ მთავარი სერჟანტი გადადგამს ნაბიჯს წინ და ქვედანაყოფის დროშას ძველ მეთაურს გადასცემს (იხ. სურათი 41 (1)). ძველი მეთაური მოსჭიდებს დროშას მარცხენა ხელს მარჯვენის ზემოდან და გადასცემს ქვედანაყოფის დროშას ზემდგომ მეთაურს (იხ. სურათი 41 (2)), რომელიც გამოართმევს დროშას მარჯვენა ხელით მარცხენა ხელის ზემოდან და ქვედანაყოფის დროშას ახალ მეთაურს გადასცემს (იხ. სურათი 41 (3)). ახალი მეთაური გამოართმევს ქვედანაყოფის დროშას მარცხენა ხელით მარჯვენა ხელის ზემოდან. ახალი მეთაური გადასაცემს დროშას მთავარ სერჟანტს (იხ. სურათი 41 (4)), რომელიც მოსჭიდებს ქვედანაყოფის დროშას მარჯვენა ხელს მარცხენას ზემოდან, ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და დროშას მედროშის ქამარში აბრუნებს;
ა.დ) როდესაც მთავარი სერჟანტი ზურგისაკენ შებრუნდება, ძველი და ახალი მეთაური შეასრულებენ ბრუნებს და დგებიან სახით დროშებისაკენ. მთავარი სერჟანტი და ჯარების დამთვალიერებელთა ჯფუფი ასრულებენ ბრუნს ზურგისაკენ და უბრუნდებიან თავიანთ ადგილებს. ამის შემდეგ მეთაური სიტყვით გამოდის.
შენიშვნა:
1. ცერემონიის დაწყებისას ძველმა მეთაურმა უნდა შეითავსოს მეთაურის ან ზემდგომი მეთაურის მოვალეობა. ქვედანაყოფის დროშის გადამცემმა უნდა შეითავსოს საპატიო სტუმრის ან ჯარების დამთვალიერებელი ოფიცრის ფუნქცია, გარდა ცერემონიის იმ მოკლე მონაკვეთისა, სადაც მან, ქვედანაყოფის დროშის გადაცემის მიზნით, შეიძლება შეასრულოს ზემდგომი მეთაურის ფუნქცია. რადგან ჯარების დათვალიერება ტარდება ცერემონიის საწყის ეტაპზე, ახალი მეთაური სარგებლობს სტუმრის სტატუსით და შესაძლებელია, რომ იგი თან ახლდეს ძველ მეთაურს და ზემდგომ მეთაურს ჯარების დათვალიერებისას. დროშის გადაცემის შემდეგ ახალმა მეთაურმა უნდა შეითავსოს მეთაურის ან ზემდგომი მეთაურის ფუნქციები. ზემდგომი მეთაური და ძველი მეთაური ცერემონიის დასრულებამდე არიან საპატიო სტუმრები ან ჯარების დამთვალიერებელი ოფიცრები.
2. ასეულის მეთაურის მიერ უფლებამოსილების გადაბარებისას, ჯარების დამთვალიერებელთა ჯგუფი იკავებს იგივე ადგილებს, როგორც უფრო დიდი ზომის ქვედანაყოფის შემთხვევაში. ასეულის დროშა ჩაანაცვლებს ქვედანაყოფის დროშას და ასეულის სერჟანტი შეცვლის მთავარ სერჟანტს. ასეულის დროშის გადაცემა სრულდება იმგვარად, როგორც ქვედანაყოფის დროშისა. ღონისძიებათა თანმიმდევრობა იგივე რჩება. ადგილობრივ პირობებზე მორგების მიზნით, შესაძლებელია მცირე ცვლილებების შეტანა.
[pic]
სურათი 41. ქვედანაყოფის დროშის გადაცემა მეთაურების მიერ
უფლებამოსილების გადაბარებისას
ბ) ახალი ქვედანაყოფის ფორმირება – ზემდგომი მეთაურის ადგილი არის ქვედანაყოფის მედროშის წინ ოთხი ნაბიჯის დაშორებით, ხოლო ქვედანაყოფის მეთაურის ადგილი არის ზემდგომი მეთაურის მარცხნივ. მთავარი სერჟანტი გადაადგილდება თავისი ადგილიდან ქვედანაყოფის დროშით ხელში (დროშა დროშის შალითაშია) და დგება ზემდგომი მეთაურის წინ, სახით მისკენ. ამის შემდეგ ცერემონიის წამყვანი წაიკითხავს ბრძანებას ქვედანაყოფის ფორმირების შესახებ. ბრძანების წაკითხვის შემდეგ მთავარი სერჟანტი გადასცემს შალითაში მოთავსებულ ქვედანაყოფის დროშას ზემდგომ მეთაურს და გადადგამს ნაბიჯს უკან. ზემდგომი მეთაური დაუშვებს დროშას, რათა მთავარმა სერჟანტმა იგი ამოიღოს შალითიდან. მთავარი სერჟანტი დაკეცავს დროშის შალითას და მოთავსებს შალითისათვის განკუთვნილ ადგილას მედროშის ქამარზე. შალითიდან ამოღებულ დროშის ტარს ზემდგომი მეთაური აბრუნებს ისე, რომ დროშა თავისუფლად გაიშალოს. ზემდგომი მეთაური გადასცემს დროშას ახლად ფორმირებული ქვედანაყოფის მეთაურს. მთავარი სერჟანტი გადადგამს ნაბიჯს წინ, მიიღებს დროშას ახლადფორმირებული ქვედანაყოფის მეთაურისგან. ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და მას მედროშის ქამარზე არსებულ ბუდეში მოათავსებს. როდესაც მთავარი სერჟანტი შებრუნდება ზურგისაკენ, დამთვალიერებელთა ჯგუფი ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და უბრუნდება ტრიბუნას. მთავარი სერჟანტი დაბრუნდება თავის საწყის პოზიციაზე. ამის შემდეგ მეთაური სიტყვით გამოდის.
გ) მოქმედი ქვედანაყოფის რეორგანიზაცია ან გაუქმება – ქვედანაყოფის მეთაურის ადგილი არის ქვედანაყოფის დროშიდან ოთხი ნაბიჯის დაშორებით. მთავარი სერჟანტი გადაადგილდება თავისი პოზიციიდან და დგება ქვედანაყოფის დროშის წინ. იგი მოხსნის დროშას მედროშის ქამარზე არსებული ბუდიდან და ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ. ცერემონიის წამყვანი წაიკითხავს ბრძანებას ქვედანაყოფის რეორგანიზაციის (გაუქმების) შესახებ, რის შემდეგაც ხორციელდება შემდეგი პროცედურები:
გ.ა) მთავარი სერჟანტი გადასცემს დროშას მეთაურს და გადადგამს ნაბიჯს უკან (მეთაურებსა და მთავარ სერჟანტს დროშა უჭირავთ ისე, როგორც ეს განსაზღვრულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით). მეთაური დახრის დროშას და აბრუნებს დროშის ტარს, რათა მთავარმა სერჟანტმა შეძლოს მისი შალითაში მოთავსება;
გ.ბ) დროშის შალითაში მოთავსების დასრულებისას მეთაური გადასცემს დროშას ზემდგომ მეთაურს. მთავარი სერჟანტი გადადგამს ნაბიჯს წინ და მიიღებს დროშას ზემდგომი მეთაურისგან. ამის შემდეგ დამთვალიერებელთა ჯგუფი ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და დაუბრუნდებიან ტრიბუნას;
გ.გ) მთავარი სერჟანტი გადასცემს შალითაში მოთავსებულ დროშას დანიშნულ სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც გადაადგილდება სამწყობრო ცერემონიის ჩატარების ადგილიდან დაგეგმილი მიმართულებით. მთავარი სერჟანტი დაიკავებს თავის ადგილს. ქვედანაყოფის მედროშე (ცარიელი ქამრით) ასისტენტებთან ერთად ცერემონიის დასრულებამდე რჩება თავის ადგილზე. ამის შემდეგ მეთაური სიტყვით გამოდის.
მუხლი 114. სამწყობრო ცერემონია დროშის დაშვებით
1. სამწყობრო ცერემონია დროშის დაშვებით, თუ მეთაურის გადაწყვეტილებით სხვაგვარად არაა განსაზღვრული ტარდება ღონისძიებათა შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) ქვედანაყოფების მოწყობა – სრულდება ამ წესდების 104-ე-105-ე მუხლების შესაბამისად;
ბ) წარდგენა და პატივის მიგება – სრულდება ამ წესდების 106-ე მუხლის შესაბამისად;
გ) დროშის დაშვება – სრულდება წარდგენისა და პატივის მიგების დასრულების შემდეგ. ხელმძღვანელი თავისი შტაბისთვის გასცემს კომანდას: `დაუშვით, ხელი!~, ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გასცემს დირექტივას: `გადაიყვანეთ ქვედანაყოფები დგომზე სმენა და სააღლუმოდ თავისუფლად!~. ქვედანაყოფის მეთაურები შეწყვეტენ მხედრულ სალამს, ასრულებენ ბრუნს ზურგისაკენ და გასცემენ კომანდებს: `დაუშვით, ხელი!~ და `სააღლუმოდ, თავისუფლად!~, კვლავ ბრუნდებიან ფრონტისკენ და იღებენ დგომს `სააღლუმოდ თავისუფლად~. ამის შემდეგ ხელმძღვანელი გასცემს ორკესტრისათვის დირექტივას ` განთიადი!~, ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და თავისი შტაბისთვის გასცემს კომანდას: `სააღლუმოდ, თავისუფლად!~. როგორც კი ხელმძღვანელი და მისი შტაბი მიიღებენ დგომს `სააღლუმოდ თავისუფლად~, ორკესტრი იწყებს სიგნალის ,,განთიადი~-ს შესრულებას. ამ სიგნალის დასრულების შემდეგ ხელმძღვანელი თავისი შტაბისთვის გასცემს კომანდას `სმენა!~, ბრუნდება სახით ქვედანაყოფებისკენ და გასცემს დირექტივას: `გადაიყვანეთ ქვედანაყოფები დგომზე სმენა და მხედრული მისალმება!~. როდესაც ქვედანაყოფები შეასრულებენ ამ დირექტივას, ხელმძღვანელი ბრუნდება სახით ჯარების დამთვალიერებელი ოფიცრისაკენ და თავისი შტაბისთვის გასცემს კომანდას: `მხედრული, სალამი!~. ორკესტრისთვის ეს არის ნიშანი, რომ დაუკრას ,,დროშის დაშვების მელოდია~ ან საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. როდესაც სამწყობრო ცერემონია ტარდება ბაზაზე და დაგეგმილია ქვემეხიდან გასროლა, ქვემეხს გაისვრიან ,, განთიადის~ ბოლო აკორდზე. დროშას დაუშვებენ ,,დროშის დაშვების მელოდიის~ ან საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით. ჯარების დამთვალიერებელი ოფიცერი, მეთაური და მისი შტაბი სიგნალის ,,განთიადის~ შესრულებისას დგანან დგომზე `სმენა~. პირველ ნოტზე ისინი მიიღებენ დგომს „მხედრული მისალამება“ და ინარჩუნებენ ამ დგომს მელოდიის დასრულებამდე. მელოდიის ბოლო ნოტის დაკვრისას მეთაური საკუთარი თავისა და შტაბისთვის გასცემს კომანდას: `დაუშვით, ხელი!~, ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გასცემს დირექტივას `გადაიყვანეთ ქვედანაყოფები დგომზე სმენა და სააღლუმოდ თავისუფლად!~. როდესაც ქვედანაყოფები შეასრულებენ ამ დირექტივას, მეთაური ბრუნდება სახით ჯარების დამთვალიერებელი ოფიცრისკენ.
2. სამწყობრო ცერემონია გრძელდება ჯარების დათვალიერებით. თუ ეს ღონისძიება გამოტოვებულია, სხვა საცერემონიო მოქმედებების ინტეგრირება შეიძლება ამ ეტაპზე ისე, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესდების 112-ე და 113-ე მუხლებით.
მუხლი 115. სპეციალური სამწყობრო ცერემონია
1. თუ დიდი მწყობრის გამოყენება არ არის მოსახერხებელი, შერეული ქვედანაყოფების მიერ სრულდება სპეციალური სამწყობრო ცერემონია და ემსახურება იმავე მიზნებს, რასაც სტანდარტული სამწყობრო ცერემონია. შერეული ქვედანაყოფი, როგორც წესი, შედგება ორკესტრის, მედროშეების (ასისტენტების), ორი ან მეტი ოცეულისა და საარტილერიო ბატარეისგან (თუ საჭიროა). პირადი შემადგენლობის შემცირებული რაოდენობა არ არის მიზეზი, რომ ამოღებული იყოს სამწყობრო ცერემონიის რომელიმე კომპონენტი ან შეიცვალოს სამწყობრო ცერემონიის თანმიმდევრობა.
2. სპეციალური სამწყობრო ცერემონია ძირითად შემთხვევაში არის იგივე, როგორიც ბატალიონისა და უფრო დიდი ზომის ქვედანაყოფის სამწყობრო ცერემონია, შემდეგი განსხვავებებით:
ა) პირადი შემადგენლობა მოწყობილია მოწყობის ხაზზე;
ბ) არ გაიცემა სიგნალები `სმენა~ და `შეკრება~;
გ) არ მონაწილეობენ მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი და შტაბი;
დ) სამწყობრო ცერემონიაში მონაწილე ქვედანაყოფებს წარმოადგენს მათი ქვედანაყოფის დროშა. ასეულის დროშები არ გამოიყენება;
ე) ხელმძღვანელი გასცემს კომანდებს და არა დირექტივებს;
ვ) ორკესტრი დაიკავებს ადგილს ჯარების დამთვალიერებელი ოფიცრის წინ. ამისათვის მარშირების ხაზზე არსებულ მარცხნივ მოხვევის აღმნიშვნელთან მისვლამდე იგი შეასრულებს ბრუნს მარცხნისაკენ, გადაადგილდება მოწყობის ხაზსა და მარშირების ხაზს შორის და როდესაც დამთვალიერებელ ოფიცერს გაუსწორდება, შეასრულებს ბრუნს მარჯვნისაკენ ისე, რომ იგი მოექცეს ორკესტრის ცენტრში;
ზ) ოცეულები ჩაუვლიან ტრიბუნას გაშლილი მწყობრით და არა კოლონით;
თ) ზემდგომი მეთაურის დირექტივაზე `საზეიმო მარში!~, ხელმძღვანელი გასცემს კომანდას: `მარჯვნისა-კენ!~ (`მარჯვენა მხარზე, იარაღი!”, საჭიროების შემთხვევაში); `პირდაპირ ნაბიჯით, იარ!~. კომანდაზე `პირდაპირ ნაბიჯით, იარ!~ ორკესტრი დაიწყებს გადაადგილებას პირდაპირ და მარშის მელოდიის შესრულებას. ოცეულის მეთაურები რჩებიან თავიანთ ადგილებზე ოცეულებისგან ექვსი ნაბიჯის დაშორებით, ცენტრში. ოცეულის სერჟანტები რჩებიან თავიანთ ოცეულების ზურგში, ერთი ნაბიჯის დაშორებით;
ი) ოცეულის მეთაურები კომანდას `კოლონა მარცხნისაკენ, იარ!~ გასცემენ მარცხნივ მოხვევის პირველივე აღმნიშვნელთან და გასცემენ კომანდას: `მარცხენა ფლანგისაკენ, იარ!~ ისე, რომ შებრუნების შემდეგ ოცეულები მარშირების ხაზს გაუსწორდნენ;
3. შენობაში ჩასატარებელი სამწყობრო ცერემონიები სრულდება იმავე თანმიმდევრობით, როგორც სტანდარტული სამწყობრო ცერემონიები. განსხვავება ის არის, რომ ელემენტების რაოდენობა იკლებს სივრციდან გამომდინარე. როგორც წესი, სამწყობრო ცერემონიის შენობაში ჩატარებისას საზეიმო ჩავლა არ შესრულდება.
მუხლი 116. სამოქალაქო პირთა მონაწილეობა სამხედრო ცერემონიებში
1. სამოქალაქო პირებს შეუძლიათ მონაწილოება მიიღონ სამ ძირითად სამხედრო ცერემონიაში:
ა) ჯილდოების გადაცემა;
ბ) ჯილდოების მიღება;
გ) სამოქალაქო პირებისათვის პატივის მიგება.
2. სამოქალაქო პირების მიერ ჯილდოს გადაცემა ტარდება ისე, როგორც განსაზღვრულია ამ წესდების 112-ე მუხლით ქვემოთ ჩამოთვლილი განსხვავებების გათვალისწინებით:
ა) მეთაური ან ჯარების დამთვალირებელი ოფიცერი ტრიბუნამდე მიდის სამოქალაქო პირთან ერთად. ჯარების დამთვალიერებელ ოფიცერს შეუძლია საპატიო ადგილი სამოქალაქო პირს დაუთმოს;
ბ) ჯარების დამთვალიერებელი ოფიცერი ღონისძიებათა განმავლობაში თან ახლავს სამოქალაქო პირს;
გ) სამხედრო ცერემონიებში მონაწილეობის გამოცდილების ნაკლებობის გამო, შეიძლება აუცილებელი გახდეს, რომ სამოქალაქო პირს ჩაუტარდეს მცირე ინსტრუქტაჟი ცერემონიის დაწყებამდე და მის განმავლობაში.
3. სამოქალაქო პირების მიერ ჯილდოს მიღება ტარდება ისე, როგორც განსაზღვრულია ამ წესდების 112-ე მუხლით ქვემოთ ჩამოთვლილი განსხვავებების გათვალისწინებით:
ა) სამოქალაქო პირი თავიდანვე უნდა იდგეს ტრიბუნის მარცხნივ და არ უნდა გადაადგილდეს სამხედრო პერსონალთან ერთად, ჯილდოს მისაღებად;
ბ) დროშების ცენტრისკენ გადააადგილების შემდეგ, სამოქალაქო პირები გადაადგილდებიან და იკავებენ ადგილს დროშებისგან ხუთი ნაბიჯით წინ, ცენტრში. როდესაც სამხედრო და სამოქალაქო პირების დაჯილდოვება მიმდინარეობს ერთდროულად, ისინი უნდა მოეწყონ ერთ მწკრივში მარჯვნიდან მარცხნივ, ყველაზე მაღალი ჯილდოს მიმღებით მარჯვნივ;
გ) დასაჯილდოებელი პირების მიერ ადგილების დაკავების შემდეგ, ისინი ინარჩუნებენ იმავე თანმიმდევრობას. თუ დასაჯილდოებელ პირებს შორის არ არიან სამხედროები, სამოქალაქო პირები დაჯილდოების შემდეგ გადაადგილდებიან ტრიბუნის მარცხნივ სხვა შემთხვევაში სამხედროებთან ერთად;
დ) თუ ცერემონია ტარდება გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ან სამოქალაქო პირის დასაჯილდოვებლად, ასეთ შემთხვევაში სხვა სახის დაჯილდოების ცერემონიები არ ტარდება. გარდაცვლილის ოჯახის წევრებს/ნათესავებს მათთვის ჯილდოების გადაცემისას თან ახლავს სპეციალურად შერჩეული ოფიცერი.
4. სამწყობრო ცერემონიები სამოქალაქო პირებისადმი პატივის მისაგებად შეიძლება ჩატარდეს სახელმწიფო მოხელეების, რიგითი მოქალაქეების, სახელმწიფო ან სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ოფიციალური პირებისადმი პატივის მისაგებად. ეს ცერემონია შეიძლება შესრულდეს ისე, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესდების 107-ე მუხლით, როდესაც აღნიშნული პირები მონაწილეობენ სამწყობრო ცერემონიაში როგორც საპატიო სტუმრები ან დგანან ჯარების დამთვალიერებელ ოფიცერთან ერთად.
მუხლი 117. საარტილერიო ბატარეის მონაწილეობა სამხედრო ცერემონიებში
1. საარტილერიო ბატარეა ადრე უნდა მივიდეს დანიშნულ ადგილზე, რათა განალაგოს ქვემეხები ქვედანაყოფების მზადყოფნის ხაზზე გამოცხადებამდე. როდესაც საარტილერიო ბატარეა ეწყობა სამწყობრო ცერემონიის ჩატარების ადგილზე ცერემონიის მონაწილე ქვედანაყოფებთან ერთად, ქვემეხები უნდა განლაგდეს ცერემონიის ადგილზე ლულებით, მოწვეული სტუმრების ტრიბუნის საპირისპირო მხარეს, სადგარებით გახსნილ მდგომარეობაში. ქვემეხები განთავსდება დაახლოებით ოთხნაბიჯიანი ინტერვალით ერთ ხაზზე, გახსნილი სადგარის ბოლოებით ორი ნაბიჯის დაშორებით მოწყობის ხაზის უკან და მეექვსე ქვემეხით მარცხენა ფლანგზე მდგომი ქვედანაყოფიდან თორმეტი ნაბიჯის დაშორებით. როგორც კი ქვემეხები განთავსდება, საარტილერიო ბატარეის პირადიშემადგენლობა მოეწყობა პირველი ქვემეხის მარცხნივ ისე, რომ მეექვსე და მესამე ქვემეხის გათვლები აღმოჩნდნენ მოწყობის ხაზზე (იხ. სურათი 60).
2. თუ საარტილერიო ბატარეა ეწყობა სამწყობრო ცერემონიის ჩატარების ადგილიდან მოშორებით, ქვემეხები განლაგდება სადგარებით გახსნილ მდგომარეობაში, დაახლოებით ოთხნაბიჯიანი ინტერვალით ერთ ხაზზე. როგორც კი ქვემეხები განლაგდება, ბატარეიის პირადიშემადგენლობა მოეწყობა პირველი ქვემეხის მარცხნივ ისე, რომ მეექვსე და მესამე ქვემეხის გათვლები აღმოჩნდნენ ქვემეხების მოწყობის ხაზიდან (გახსნილი სადგარის ბოლოებიდან) წინ ორი ნაბიჯის დაშორებით.
[pic]
სურათი 60. საარტილერიო ბატარეისა და პირადი შემადგენლობის ადგილები
სამწყობრო ცერემონიის დაწყებამდე
3. საარტილერიო ბატარეის მეთაური ორკესტრის მიერ სასიგნალო მელოდიის `სმენა~ გაგონებისთანავე, ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ, გასცემს კომანდას: `ბატარეა, სმენა!~ და კვლავ ბრუნდება ზურგისაკენ. ორკესტრის მიერ `სიგნალი შეკრება~ დასრულების შემდეგ, ბატარეის მეთაური ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გასცემს კომანდებს: `მარჯვნისა-კენ!~ და `გათვლებო, ადგილებზე!~. გათვლის უფროსები უკუთანმიმდევრობით (6,5,4,3,2,1) გასცემენ კომანდას `პირდაპირ ნაბიჯით, იარ!~ ან `კოლონა ნახევრად მარჯვნისაკენ ნაბიჯით, იარ!~. გათვლები გადაადგილებიან პირდაპირ, მოწყობის ხაზის გასწვრივ და შეჩერდებიან ისე, რომ თავიანთი ქვემეხები გათვლის ცენტრში აღმოჩნდეს. ბატარეის მეთაური ბრუნდება მარცხნისაკენ და გასცემს კომანდას (თავისა და შტაბისთვის) `კოლონა ნახევრად მარჯვნისაკენ ნაბიჯით, იარ!~. ისინი გადაადგილდებიან წინ (გადაუხვევენ აუცილებლობის შემთხვევაში) ისე, რომ შეჩერების შემდეგ ბატარეის მეთაური აღმოჩნდეს ბატარეის ცენტრში და ექვსი ნაბიჯით დაშორებით პირველი მწკრივიდან. ბატარეის სერჟანტი და დამთვლელი დგებიან ბატარეის მეთაურის ზურგიდან სამი ნაბიჯის დაშორებით, ცენტრში. მეთაურის მოადგილე დგას მედროშესთან ერთ ხაზზე. როდესაც ბატარეის მეთაური შეაჩერებს მის შტაბს, იგი ასრულებს ბრუნს მარჯვნისაკენ და გასცემს კომანდებს: `მარცხნისა-კენ!~, `სწორება მარჯვნივ, სწორდი!~, `სწორება, პირდაპირ!~ და `სააღლუმოდ, თავისუფლად!~ (დიდი ზომის სამწყობრო ცერემონიებისთვის კომანდა `სააღლუმოდ, თავისუფლად!~ შეიძლება შეიცვალოს კომანდით `თავისუფლად!~). შემდეგ ბატარეის მეთაური ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და მიიღებს დგომს `სააღლუმოდ თავისუფლად~.
4. ხელმძღვანელის (მეთაურის) დირექტივის `გადაიყვანეთ ქვედანაყოფები დგომზე მხედრული მისალმება~ (მოწყობაზე პასუხისმგებელ ოფიცერს დაკავებული აქვს თავისი ადგილი) შემდეგ ბატარეის მეთაური ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ, გასცემს დირექტივას `შეასრულეთ საპატიო გასროლა!~ და ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ. საჭიროების შემთხვევაში, ბატარეის მეთაური შეუმჩნევლად გასცემს კომანდებს `მხედრული, სალამი!~ და `დაუშვით, ხელი!~ (საკუთარი თავისა და ბატარეის მედროშისათვის).
მეთაურის მოადგილე, დამთვლელი და ბატარეის სერჟანტი ასრულებენ ბრუნს ზურგისაკენ. მეთაურის მოადგილე გასცემს კომანდას: `ბრძოლისათვის!~. გათვლები შეასრულებენ ბრუნს ზურგისაკენ და დაუყოვნებლივ დაიკავებენ თავიანთ ადგილებს ქვემეხებთან. ამის შემდეგ ბატარეის მეთაურის მოადგილე გასცემს კომანდას: `ფუჭი გასროლებით (პაუზა), დატენეთ!~. როდესაც ქვემეხი მზადაა ცეცხლის გასახსნელად, გათვლის მეთაური ასწევს მარჯვენა ხელს. როდესაც ყველა გათვლის მეთაური ანიშნებს მზადყოფნას (ხელი აწეულია), მეთაურის მოადგილე ასწევს მარჯვენა ხელს. მეთაურის მოადგილის აწეული ხელი ბატარეიის მეთაურისთვის არის ნიშანი, რომ საარტილერიო ბატარეა მზად არის სროლისათვის. ბატარეის მეთაური ასწევს მარჯვენა ხელს მაღლა და ამით ანიშნებს ცერემონიის ხელმძღვანელს მზადყოფნის შესახებ. ამის შემდეგ იგი ბრუნდება ზურგისაკენ და საკუთარი თავისა და თავისი შტაბისთვის გასცემს კომანდას: `მხედრული, სალამი!~.
5. ხელმძღვანელის მიერ მხედრული მისალმებას შეასრულებისთანავე, ბატარეის მეთაურის მოადგილე ხელის ჰორიზონტალურად დაშვებით მიანიშნებს პირველ ქვემეხს რომ გაისროლოს. გასროლის შესრულების შემდეგ იგი კვლავ ასწევს მკლავს ვერტიკალურად და დაუშვებს ჰორიზონტალურად თითოეული ჭურვის გასროლისათვის. ჭურვებს პატივის მიგებისას გაისვრიან სამწამიანი ინტერვალით, ხოლო დაკრძალვისას – ხუთწამიანი ინტერვალით.
6. თუ დაგეგმილი გასროლების რაოდენობა ცამეტია, მაშინ ბოლოდან მეორე ჭურვის გასროლის შემდეგ დამთვლელი ბრუნდება ზურგისაკენ და გამოაცხადებს `თერთმეტი~. შემდეგი ჭურვის გასროლის შემდეგ, საარტილერიო ბატარეის სერჟანტი ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გამოაცხადებს `თორმეტი~. ეს არის ნიშანი მეთაურის მოადგილისთვის, რომ გაისროლოს კიდევ ერთი ჭურვი. თითოეული გათვლა ყოველი გასროლის შემდეგ დაუყოვნებლივ გადატენის ახალ ჭურვს და მზადაა სროლისას შესაძლო შეფერხების შემთხვევაში გასროლისთვის. როდესაც გაისვრიან ბოლო ჭურვს, მეთაურის მოადგილე ხელის ბოლომდე დაშვებით მიანიშნებს გათვლებს `შეწყვიტეთ ცეცხლი~ და საჭიროების შემთხვევაში გასცემს კომანდას: `განმუხტე!~. როდესაც ყველა ქვემეხი განმუხტულია და დამტენები დგანან დგომზე `სმენა~, მეთაურის მოადგილე გასცემს კომანდას: `მოეწყვეთ!~ (დამტენები მოეწყობიან მოწყობის ხაზზე და დადგებიან ისე, როგორც კომანდაზე `სწორება მარჯვნივ, სწორდი!~). შემდეგ იგი გასცემს კომანდებს `სწორება, პირდაპირ!~ და `სააღლუმოდ, თავისუფლად!~. როდესაც ყველა სექცია დაუბრუნდება მოწყობის ხაზს, მეთაურის მოადგილე შებრუნდება სახით ფრონტისკენ.
7. საარტილერიო ბატარეასთან დამთვალიერებელთა ჯგუფის მიახლოვებისას ბატარეის მეთაური ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გასცემს კომანდას: `ბატარეა, სმენა!~, შემდეგ ბრუნდება ფრონტისკენ და (მარჯვენა მხრიდან) გასცემს კომანდას: `სწორება, მარჯვნივ!~. ბატარეის მეთაური და მეთაურის მოადგილე მიიღებენ დგომს `მხედრული მისალმება~ და მიაბრუნებენ თავსა და მზერას 45°-ით მარჯვნივ. ბატარეის მედროშე შეასრულებს მხედრულ მისალმებას დროშით და მიაბრუნებს თავსა და მზერას 45°-ით მარჯვნივ. ყველა დანარჩენები შეაბრუნებენ თავსა და მზერას 45°-ით მარჯვნივ (`სწორება მარჯვნივ~) და თვალს ადევნებენ დამთვალიერებელთა ჯგუფის გადაადგილებას მანამ, სანამ მათი თავი და მზერა ისევ ფრონტისაკენ მიიმართება. როდესაც დამთვალიერებელთა ჯგუფი ჩაუვლის ბოლო ქვემეხს, ბატარეის მეთაური საკუთარი თავისთვის, მეთაურის მოადგილისა და ბატარეის მედროშისთვის გასცემს კომანდას `დაუშვით, ხელი!~ და ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ. როდესაც დამთვალიერებელთა ჯგუფი ბატარეას ზურგიდან ჩაუვლის, იგი გასცემს კომანდას: `სააღლუმოდ, თავისუფლად!~, ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და მიიღებს დგომს `სააღლუმოდ თავისუფლად~.
8. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისა და სიტყვით გამოსვლის დროს საარტილერიო ბატარეა სხვა ქვედანაყოფების მსგავსად შეასრულებს შესაბამის მოძრაობებს ხელმძღვანელის კომანდებსა ან დირექტივებზე.
9. ხელმძღვანელის დირექტივაზე `საზეიმო მარში!~, ბატარეის მეთაური ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გასცემს კომანდას: `სააღლუმოდ, თავისუფლად!~, კვლავ ბრუნდება ზურგისაკენ და მიიღებს დგომს `სააღლუმოდ თავისუფლად~. როდესაც საზეიმო მარშის მსვლელობისას ორკესტრი დაიწყებს რვადათვლიანი რიტმის დაკვრას (სამხედრო ძალების სამხედრო მელოდიის დაკვრამდე), ბატარეის მეთაური ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გასცემს კომანდას: ,,ბატარეა, სმენა!“ და კვლავ ბრუნდება ზურგისაკენ. როდესაც ორკესტრი დაასრულებს სამხედრო ძალების სამხედრო მელოდიის დაკვრას, ბატარეის მეთაური ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გასცემს კომანდას: ,,დაისვენეთ!“.
თავი XI
აღლუმები
მუხლი 118. ზოგადი დებულებანი
1. აღლუმის მთავარი მახასიათებელია პირადი შემადგენლობის გარეგნობა, ქვედანაყოფების მწყობრები და მათი გადაადგილება.
2. პირადი შემადგენლობის მომზადება და ორგანიზება ისევე სრულდება, როგორც სამწყობრო ცერემონიისთვის, შემდეგი განსხვავებებით:
ა) ქვედანაყოფის მეთაური არის აღლუმის ხელმძღვანელი;
ბ) მანძილი ქვედანაყოფებსა და აღლუმის ხელმძღვანელს შორის არის უფრო დიდი, ვიდრე სამწყობრო ცერემონიებზე;
გ) ორკესტრის მიერ სრულდება სადემონსტრაციო მარში;
დ) არ სრულდება ჯარების დათვალიერება;
ე) კეთდება მოხსენება და ბრძანებების გამოქვეყნება;
ვ) თუ დაგეგმილია დროშის დაშვება, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი სრულდება დროშის დაშვებასთან ერთად.
მუხლი 119. ბატალიონის აღლუმი
1. ქვედანაყოფები მზდაყოფნის ხაზზე ყველაზე ხელსაყრელი მარშრუტით გადაადგილდებიან. მეთაური განსაზღვრავს მარშრუტს, თანმიმდევრობასა და მზადყოფნის ხაზზე ქვედანაყოფების გამოცხადების დროს. მეთაური და მისი შტაბი დაიკავებენ თავიანთ ადგილებს სიგნალის „შეკრება“ გაცემამდე. მზადყოფნის ხაზიდან მოწყობის ხაზზე გადაადგილება სრულდება ისევე, როგორც სამწყობრო ცერემონიისას.
2. მოწყობის ხაზზე ბატალიონის მოწყობის შემდეგ, იგი გასწორდება ხაზში და მიიღებს დგომს `სააღლუმოდ თავისუფლად~, მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი გასცემს დირექტივას `სადემონსტრაციო მარში!~, მიიღებს დგომს `სააღლუმოდ თავისუფლად~ და რჩება სახით ქვედანაყოფებისაკენ. ამ დირექტივაზე ორკესტრი დაუკრავს სამ აკორდს. მესამე აკორდის დასრულებისას იწყებს მარშის მელოდიის შესრულებას და გადაადგილდება წინ. ორკესტრი ასრულებს მოქმედებას `კოლონა მარცხნისაკენ, იარ~, რათა გადაადგილდეს ქვედანაყოფების ფრონტის ხაზის გასწვრივ. ქვედანაყოფების ფრონტის ხაზის მარცხენა ფლანგზე მისვლისას ტამბურმაჟორის კომანდაზე `კოლონა საპირისპირო მიმართულებით, იარ!~ ორკესტრი გადაადგილდება საპირისპირო მიმართულებით და იმავე მარშრუტით უბრუნდება თავის ადგილს მარჯვენა ფლანგზე. მას შემდეგ, რაც ორკესტრი გასცდება ქვედანაყოფების ფრონტის მარჯვენა ფლანგს, ტამბურმაჟორის კომანდაზე შეასრულებს მოქმედებას `კოლონა მარჯვნისაკენ, იარ~, გასცდება მოწყობის ხაზს, კიდევ ერთხელ გადაადგილდება საპირისპირო მიმართულებით და ჩერდება თავის საწყის ადგილზე. როდესაც ორკესტრი შეჩერდება, შესაბამის დროს იგი შეწყვეტს მარშის დაკვრას და კიდევ ერთხელ დაუკრავს სადემონსტრაციო მარშის სამ აკორდს (ორკესტრი შეიძლება არ გადაადგილდეს ქვედანაყოფების ფრონტის ხაზის გასწვრივ, თუ უამინდობის გამო ცერემონიები ტარდება შენობაში და სივრცე შეზღუდულია).
3. თუ აღლუმი ითვალისწინებს დროშის დაშვებას, იგი უნდა შესრულდეს ორკესტრის მიერ სადემონსტრაციო მარშის შესრულების შემდეგ. ორკესტრის მიერ სადემონსტრაციო მარშის აკორდების დასრულებისას იგი გააკეთებს მცირე პაუზას და მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცრის კომანდის გარეშე ჩასაბერი ინსტრუმენტებით შეასრულებს სიგნალს ,,განთიადს~. სიგნალის დასრულების შემდეგ მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი მიიღებს დგომს `სმენა~ და გასცემს დირექტივას `გადაიყვანეთ ქვედანაყოფები დგომზე სმენა და მხედრული მისალმება!~. (მეთაური და მისი შტაბი მოწყობაზე პასუხისმგებელ ოფიცერთან ერთად მიიღებენ დგომებს `სააღლუმოდ თავისუფლად~, `სმენა~, `მხედრული მისალმება~ და `სმენა~). მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და მიიღებს დგომს `მხედრული მისალმება~. ეს არის ნიშანი ორკესტრისათვის, რომ დაუკრას ,,დროშის დაშვების მელოდია~ ან შეასრულოს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ან ,,დროშის დაშვების მელოდიის~ დასრულების შემდეგ მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი წყვეტს მხედრულ მისალმებას, ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გასცემს დირექტივას: `გადაიყვანეთ ქვედანაყოფები დგომზე სმენა!~. როდესაც ბოლო ქვედანაყოფი მიიღებს დგომს `სმენა~, მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი შეასრულებს ბრუნს ზურგისაკენ.
4. თუ დროშის დაშვება არ სრულდება, მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი, როდესაც ორკესტრი დაასრულებს სადემონსტრაციო მარშის შესრულებას, მიიღებს დგომს `სმენა~ და გასცემს დირექტივას `გადაიყვანეთ ქვედანაყოფები დგომებზე სმენა და მხედრული მისალმება!~. ქვედანაყოფის მეთაურები მიიღებენ დგომს `სმენა~, ასრულებენ ბრუნს ზურგისაკენ, გასცემენ კომანდას `ასეულო, სმენა!~ და ,,მხედრული, სალამი!~, კვლავ ბრუნდებიან ზურგისაკენ და მიიღებენ დგომს `მხედრული მისალმება”. როდესაც ყველა ქვედანაყოფი მიიღებს დგომს `მხედრული მისალმება~, მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და მიიღებს დგომს `მხედრული მისალმება~. ეს არის ნიშანი ორკესტრისთვის, რომ დაიწყოს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულება. ჰიმნის მუსიკის პირველივე ნოტზე ბატალიონის მეთაური და მისი შტაბი ბატალიონის მეთაურის კომანდაზე მიიღებენ დგომს `მხედრული მისალმება~.
5. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის დასრულების შემდეგ ბატალიონის მეთაური წყვეტს მხედრულ სალამს და შტაბისათვის გასცემს კომანდას „დაუშვით, ხელი!“. მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი წყვეტს მხედრულ სალამს, ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გასცემს დირექტივას: `გადაიყვანეთ ქვედანაყოფები დგომზე სმენა!~. ქვედანაყოფის მეთაურები წყვეტენ მხედრულ სალამს, ასრულებენ ბრუნს ზურგისაკენ, გასცემენ კომანდას `დაუშვით, ხელი!~ და კვლავ ბრუნდებიან ზურგისაკენ. როდესაც ყველა ქვედანაყოფი მიიღებს დგომს `სმენა~, მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ, მიიღებს დგომს `მხედრული მისალმება~ და მოახსენებს ბატალიონის მეთაურს `ბატონო ------ აღლუმი მოწყობილია~. ბატალიონის მეთაური დაუბრუნებს მხედრულ სალამს და გასცემს კომანდას: `ადგილებზე!~. მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი გადაადგილდება წინ, ჩაუვლის ბატალიონის მეთაურს მარჯვნიდან და დაიკავებს თავის ადგილს შტაბის მარჯვენა ფლანგზე.
6. მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცრის მიერ თავისი ადგილის დაკავების შემდეგ, ბატალიონის მეთაური გასცემს მისთვის სასურველ კომანდას, რომელიც უკავშირდება იარაღით სამწყობრო ილეთების შესრულებას. კომანდის ნაცვლად მეთაურმა შეიძლება გასცეს დირექტივა `შეასრულებინეთ ქვედანაყოფებს სამწყობრო ილეთები იარაღით!~. ქვედანაყოფის მეთაურები, მარჯვნიდან მარცხნივ თანმიმდევრობის დაცვით, გასცემენ კომანდებს: `მარჯვენა მხარზე, იარაღი!~; `მკერდთან, იარაღი!~; `მარცხენა მხარზე, იარაღი!~; `ფეხთან, იარაღი!~. როდესაც მარჯვნივ მდგომი ქვედანაყოფი ყველა მოქმედებას შეასრულებს, გააგრძელებს შემდეგი და ასე გაგრძელდება ბოლო ქვედანაყოფამდე.
7. იარაღით სამწყობრო ილეთების შესრულების შემდეგ ბატალიონის მეთაური გასცემს დირექტივას `მიიღეთ მოხსენება!~. მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი უბრუნდება თავის პოზიციას ქვედანაყოფის ცენტრში და გასცემს კომანდას: `მომახსენეთ!~. ქვედანაყოფების მეთაურები მიესალმებიან მხედრულად და მარჯვნიდან მარცხნივ თანმიმდევრობით მოახსენებენ ,,-------” ასეული, ყველა ადგილზეა~. მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი მხედრულ სალამზე პასუხობს თითოეული ქვედანაყოფის მეთაურს. მოხსენების მიღების შემდეგ მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ, მიესალმება მხედრულად და მოახსენებს ბატალიონის მეთაურს `ბატონო -------- ყველა ადგილზეა~.
8. ბატალიონის მეთაური დაუბრუნებს მხედრულ სალამს და გასცემს დირექტივას `გააცანით ბრძანება!~. მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გასცემს დირექტივას `ისმინეთ ბრძანება!~ და კითხულობს ბრძანებებს.
9. ბრძანების წაკითხვის შემდეგ მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი გასცემს დირექტივას `გადაიყვანეთ ქვედანაყოფები დგომზე სააღლუმოდ თავისუფლად!~. ქვედანაყოფის მეთაურები ასრულებენ ბრუნს ზურგისაკენ, გასცემენ კომანდას `სააღლუმოდ, თავისუფლად!~, კვლავ ბრუნდებიან ზურგისაკენ და მიიღებენ დგომს `სააღლუმოდ თავისუფლად~. როდესაც ყველა ქვედანაყოფი მიიღებს დგომს `სააღლუმოდ თავისუფლად~, მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი გასცემს კომანდას `ოფიცრებო (პაუზა), ცენტრისაკენ ნაბიჯით (გრძელი პაუზა), იარ!~. შემდეგ ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და დაიკავებს თავის ადგილს შტაბთან, აღნიშნული სრულდება შემდეგი წესით:
ა) მოსამზადებელ კომანდაზე `ოფიცრებო!~, ყველა ოფიცერი მიიღებს დგომს `სმენა~ და ასეულის მედროშეები დროშას სატარებელ პოზიციაში დაიჭერენ;
ბ) მოსამზადებელ კომანდაზე `ცენტრისკენ ნაბიჯით~ ასეულის მეთაურები და ასეულის მედროშეები შებრუნდებიან ცენტრისაკენ. ოფიცრები, რომელებიც ხელმძღვანელობენ ოცეულებს, გადაადგილდებიან ერთი ნაბიჯით წინ და შებრუნდებიან ცენტრისკენ. მეთაურის მოადგილეები გადაადგილდებიან ცენტრთან ახლოს მდგომი ქვედანაყოფების ინტერვალების გავლით ცენტრისკენ და დაიკავებენ ადგილებს ოცეულის მეთაურებთან ერთად;
გ) შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~ ორკესტრი იწყებს მარშის მელოდიის შესრულებას და დაასრულებს მაშინ, როდესაც ოფიცრები ბატალიონის მეთაურის წინ შეჩერდებიან. ოფიცრები და ასეულის მედროშეები შეჩერდებიან და ინდივიდუალურად შებრუნდებიან ფრონტისკენ. ასეულის მეთაურები შებრუნდებიან ნახევრად მარჯვნისაკენ/მარცხნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას, გადაადგილდებიან პირდაპირ და გაუსწორდებიან ერთმანეთს ასეულის მედროშეების წინ, ოთხი ნაბიჯის დაშორებით. თითოეული ასეულის მედროშე გასწორდება ისე, რომ აღმოჩნდეს თავისი ასეულის მეთაურის უკან. დანარჩენი ოფიცრები იკავებენ ადგილს და სწორდებიან ოცეულის მეთაურების ხაზში (იხ. სურათი 42);
[pic]
სურათი 42. ძირითადი პირადი შემადგენლობის ადგილები კომანდის `ოფიცრებო, ცენტრისკენ ნაბიჯით, იარ!~ შესრულების შემდეგ
10. ასეულის ოფიცრებისა და მედროშეების ფრონტისკენ შებრუნების შემდეგ, პირველი ასეულის მეთაურის კომანდებზე `პირდაპირ ნაბიჯით, იარ!~, „სდექ!“, „მხედრული სალამი!“ და „დაუშვით ხელი!“ გადაადგილდებიან (მიმმართველი არის ცენტრში მდგომი ოფიცერი) და შეჩერდებიან ისე, რომ ბატალიონის მეთაურსა და წამყვან მწკრივს შორის მანძილი იყოს ექვსი ნაბიჯი, შეასრულებენ მხედრულ მისალმებას და ბატალიონის მეთაურის მიერ მხედრული მისალამების შესრულების შემდეგ მიიღებენ დგომს `სმენა~, ასეულის მედროშეებს გადააქვთ დროშა სატარებელ პოზიციაში.
11. ბატალიონის მეთაური საჭიროების შემთხვევაში გასცემს დირექტივებს და შემდეგ კომანდას `ოფიცრებო, ადგილებზე ნაბიჯით (პაუზა), იარ!~. მოსამზადებელ კომანდაზე `ოფიცრებო, ადგილებზე ნაბიჯით~, ყველა ოფიცერი და ასეულის მედროშე ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ, ხოლო შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, ორკესტრი იწყებს მარშის მელოდიის შესრულებას ამასთანავე ოფიცრები და ასეულის მედროშეები იწყებენ გადაადგილებას.
12. პირველი ასეულის მეთაური გასცემს კომანდას: `ოფიცრებო, სდექ!~ და შეაჩერებს წამყვან მწკრივს ასეულების ფრონტიდან სამი ნაბიჯის დაშორებით. შემდეგ გასცემს კომანდას: `ადგილებზე ნაბიჯით, (პაუზა), იარ!~. მოსამზადებელ კომანდაზე `ადგილებზე ნაბიჯით~, ოფიცრები და ასეულის მედროშეები ბრუნდებიან სახით თავიანთი ადგილებისაკენ, ხოლო შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, ოფიცრები და ასეულის მედროშეები იწყებენ გადაადგილებას, უბრუნდებიან თავიანთ ადგილებს და მიიღებენ დგომს `სააღლუმოდ თავისუფლად~. ორკესტრი მარშის მელოდიას დაასრულებს მაშინ, როცა ბოლო ოფიცერი დაიკავებს თავის ადგილს, შებრუნდება ფრონტისკენ და მიიღებს დგომს `სააღლუმოდ თავისუფლად~.
13. კომადების შესრულებისას, გარდა კომანდისა „მხედრული, მისალმება!“, ყველა ასეულის მედროშე დროშას ინარჩუნებს სატარებელ პოზიციაში.
14. ოფიცრებისა და ასეულის მედროშეების თავის ადგილებზე დაბრუნების შემდეგ, ბატალიონის მეთაური გასცემს დირექტივას: `გადაიყვანეთ ქვედანაყოფები დგომზე სმენა!~. ქვედანაყოფის მეთაურები მიიღებენ დგომს `სმენა~, ასრულებენ ბრუნს ზურგისაკენ და გასცემენ კომანდას `ასეულო, სმენა!~. და კვლავ ბრუნდებიან ზურგისაკენ. როდესაც ყველა ქვედანაყოფი მიიღებს დგომს `სმენა~, ბატალიონის მეთაური გასცემს დირექტივას `საზეიმო მარში!~. ბატალიონი ჩაივლის საზეიმო მარშით ისე, როგორც სამწყობრო ცერემონიისას, ბატალიონის მეთაური და მისი შტაბი ითავსებენ დამთვალიერებელთა ჯგუფის ფუნქციას.
15. როდესაც ბატალიონის ბოლო ელემენტი ჩაუვლის ტრიბუნას და შეასრულებს კომანდას `სწორება, პირდაპირ!~, ორკესტრი შეწყვეტს მარშის მელოდიას, დასარტყამი ინსტრუმენტით შესრულებას რვადათვალიან რიტმს და ადგილზე დაიწყებს სამხედრო ძალების სამხედრო მელოდიის შესრულებას. მელოდიის შესრულებისას, შესაბამის დროს ტამბურმაჟორი გადააადგილებს ორკესტრს პირდაპირ და შეასრულებინებს ბრუნს მარცხნისაკენ მარშირების ხაზზე. ცერემონიალი მთავრდება სამხედრო ძალების სამხედრო მელოდიის შესრულებით.
მუხლი 120. ბრიგადის აღლუმი
1. ბრიგადა, როგორც წესი, ეწყობა გაშლილ მწყობრში, ბატალიონებით მიჯრილ მწყობრში.
2. ბრიგადის აღლუმი სრულდება ბატალიონის აღლუმის მსგავსად, შემდეგი განსხვავებებით:
ა) ბატალიონის მეთაურს ჩაანაცვლებს ბრიგადის მეთაური, ხოლო ბატალიონს – ბრიგადა;
ბ) სადემონსტრაციო მარშის შესრულებისას, ორკესტრი ჩაივლის ბატალიონის მეთაურების წინ;
გ) ბატალიონები მათი მეთაურების მიერ გაცემულ შესასრულებელ კომანდაზე შეასრულებენ დგომებს: „მხედრული მისალმება“, „სმენა“, „სააღლუმოდ თავისუფლად” და „სმენა“;
დ) ასეულის მეთაურების ნაცვლად მოხსენებებს გააკეთებენ ბატალიონის მეთაურები;
ე) კომანდის `ოფიცრებო, ცენტრისაკენ ნაბიჯით, იარ!~ შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~ ბატალიონის მეთაურები, მათი შტაბები და მედროშეთა ჯგუფები შებრუნდებიან ცენტრისკენ და გასწორდებიან თავიანთ ხაზზე. ასეულის მეთაურები ბრუნდებიან ნახევრად მარჯვნისაკენ/მარცხნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას და გაუსწორდებიან ბატალიონის დროშას ზურგში, ოთხი ნაბიჯის დაშორებით. ასეულის მედროშეები ბრუნდებიან ნახევრად მარჯვნისაკენ/მარცხნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას და გაუსწორდებიან ასეულის მეთაურებს უკან, ოთხი ნაბიჯის დაშორებით. დანარჩენი ოფიცრები ბრუნდებიან ნახევრად მარჯვნისაკენ/მარცხნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას და სწორდებიან ხაზში ასეულის მედროშების უკან, ოთხი ნაბიჯის დაშორებით. ბრიგადის სერჟანტი რჩება ადგილზე და იღებს პასუხისმგებლობას ბატალიონის ხელმძღვანელობაზე;
ვ) ბატალიონის მეთაურები, მათი შტაბები, ასეულის მეთაურები და სხვა ოფიცრები ხაზზე გასწორების შემდეგ, პირველი ბატალიონის მეთაურის კომანდებზე „პირდაპირ ნაბიჯით, იარ!“, „სდექ!“, „მხედრული სალამი!“ და „დაუშვით ხელი!“ გადაადგილდებიან (მიმმართველი არის პირველი მწკრივის ცენტრში მდგომი ოფიცერი) და შეჩერდებიან ისე, რომ ბრიგადის მეთაურსა და პირველ მწკრივს შორის მანძილი იყოს ექვსი ნაბიჯი, შეასრულებენ მხედრულ მისალმებას და ბრიგადის მეთაურის მიერ მხედრული მისალამების შესრულების შემდეგ მიიღებენ დგომს „სმენა“;
ზ) როდესაც ბრიგადის მეთაური გასცემს კომანდას `ოფიცრებო, ადგილებზე ნაბიჯით (პაუზა), იარ!~. მოსამზადებელ კომანდაზე `ოფიცრებო, ადგილებზე ნაბიჯით~, მედროშეთა ჯგუფები გადაადგილდებიან საპირისპირო მიმართულებით, ხოლო დანარჩენები ასრულებენ ბრუნს ზურგისაკენ. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, ოფიცრები, ბატალიონის მედროშეთა ჯგუფები და ასეულების მედროშეები გადაადგილდებიან პირდაპირ. პირველი ბატალიონის მეთაური გასცემს კომანდას `ოფიცრებო, სდექ!~ ისე, რომ ბატალიონის მეთაურების მწკრივი გასწორდეს მათ საწყის ადგილთან ერთ ხაზზე;
თ) პირველი ბატალიონის მეთაური შემდეგ გასცემს კომანდას: `ადგილებზე ნაბიჯით, (პაუზა), იარ!~. მოსამზადებელ კომანდაზე `ადგილებზე ნაბიჯით“, ბატალიონის მეთაურები და მათი შტაბები ბრუნდებიან თავიანთი ადგილებისკენ, მედროშეთა ჯგუფები ასრულებენ რკალისებურ მოძრაობას და დგებიან სახით თავიანთი ადგილებისკენ. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~ ასეულის მეთაურები, ასეულის მედროშეები და სხვა ოფიცრები ბრუნდებიან ნახევრად მარჯვნისაკენ/მარცხნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას და თავიანთ საწყის ადგილებს უბრუნდებიან, მედროშეთა ჯგუფები გადაადგილდებიან და უბრუნდებიან თავიანთ ადგილებს.
მუხლი 121. აღლუმის ჩატარება ქუჩაში
1. აღლუმების ქუჩაში ჩატარებისას პირადი შემადგენლობა მოეწყობა და გადაადგილდება არსებული ვითარებისა და ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით.
2. ქუჩაში აღლუმის ჩატარებისას აღლუმის ეფექტურობისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება, ხოლო სატვირთო მანქანების აღლუმზე გამოყვანა ხორციელდება აღლუმის მასშტაბების გასაზრდელად. ქუჩაში აღლუმის ჩატარებისთვის სამხედრო ტექნიკის მწყობრები განისაზღვრება ამ წესდების #8 დანართის შესაბამისად.
თავი XII
საპატიო ყარაული
მუხლი 122. ზოგადი დებულებანი
1. საპატიო ყარაული შედგება მეთაურის, ორკესტრის, მედროშეების (ასისტენტების), საარტილერიო ბატარეისა (შესაძლებლობისა და აუცილებლობის მიხედვით) და პირადი შემადგენლობისგან.
2. საპატიო ყარაული პატივს მიაგებს მაღალი სამხედრო წოდების/თანამდებობის მქონე სამხედრო/სამოქალაქო პირებს, მათი დახვედრის ან გაცილების დროს.
3. საპატიო ყარაულის ფორმის ტანსაცმელს და მისი ტარების წესს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
4. მაღალი სამხედრო წოდების/თანამდებობის მქონე სამხედრო/სამოქალაქო პირების, დახვედრის ან გაცილების დროს მასპინძელი შეიძლება იყოს ზემდგომი მეთაური ან მის მიერ განსაზღვრული პირი. მასპინძელი თან ახლავს სტუმარს და აწვდის მას ინფორმაციას იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც უნდა შესრულდეს.
5. სტუმრების მოსვლამდე საპატიო ყარაულის მეთაური მარჯვნიდან მარცხნივ მოაწყობს ორკესტრს, პირად შემადგენლობასა და საარტილერიო ბატარეას (მონაწილეობის შემთხვევაში). პირადი შემადგენლობა მოეწყობა ასეულების ან ოცეულების გაშლილ მწყობრში, დროშებით ცენტრში. ვითარებიდან გამომდინარე, საარტილერიო ბატარეა შეიძლება იდგეს ცალკე, თუმცა ამან ხელი არ უნდა შეუშალოს მის მართვასა და გამოყენების მიზანს.
მუხლი 123. საპატიო ყარაულის ღონისძიებათა თანმიმდევრობა
1. სტუმრების მიახლოებისას საპატიო ყარაულის მეთაური ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გასცემს კომანდას: `საპატიო ყარაულო, სმენა!~ და კვლავ ბრუნდება ზურგისაკენ. მასპინძელი დახვდება სტუმარს, დაიკავებს თავის ადგილს სტუმრის მარცხნივ, გაუძღვება მას და შეჩერდებიან არაუმეტეს ოც ნაბიჯზე საპატიო ყარაულის მეთაურის წინ, სახით მისკენ. საპატიო ყარაულის მეთაური ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გასცემს კომანდას: `ყარაულზე, იარაღი!~, კვლავ ბრუნდება ზურგისაკენ და მიიღებს დგომს `მხედრული მისალმება~.
2. როდესაც საპატიო ყარაულის მეთაური მიიღებს დგომს `მხედრული მისალმება~, ორკესტრი სტუმრისათვის პატივის მისაგებად დაიწყებს შესაბამისი მელოდიის შესრულებას. თუ ღონისძიებაში ჩართულია საარტილერიო ბატარეა, პირველი ჭურვის გასროლა სრულდება მუსიკის პირველი ნოტის დაკვრისთანავე და დანარჩენ ჭურვებს გაისვრიან სამწამიანი ინტერვალით. საპატიო ყარაულის მოწყობის სიახლოვეს მყოფი ყველა სამხედრო მოსამსახურე, უსაფრთხოების განაწესის გარდა, ქვემეხიდან პირველი გასროლისას მიიღებს დგომს `მხედრული მისალმება~.
3. პატივის მიგების დასრულების შემდეგ, საპატიო ყარაულის მეთაური შეწყვეტს მხედრულ სალამს, ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გასცემს კომანდას: `ფეხთან, იარაღი!~ და კვლავ ბრუნდება ზურგისაკენ. ამის შემდეგ სტუმრები და მასპინძელი გადაადგილდებიან წინ და შეჩერდებიან საპატიო ყარაულის მეთაურისგან სამი ნაბიჯის დაშორებით. საპატიო ყარაულის მეთაური მხედრულად მიესალმება და მოახსენებს `......... საპატიო ყარაული მზადაა დათვალიერებისთვის~. საპატიო ყარაულის მეთაურის მოხსენების დასრულებისთანავე ორკესტრი დაუკრავს შესაბამის მელოდიას და აგრძელებს მანამ, სანამ დამთვალიერებელთა ჯგუფის წევრები თავიანთ ადგილებს დაუბრუნდებიან. საპატიო ყარაულის მეთაური იკავებს ადგილს საპატიო სტუმრის მარჯვნივ და გაუძღვება მას ორკესტრის მარჯვენა ფლანგისაკენ. მასპინძელი დაიკავებს ადგილს საპატიო ყარაულის მეთაურის მარჯვნივ.
4. დამთვალიერებელთა ჯგუფი ჩაივლის პირადი შემადგენლობის ფრონტის ხაზის გასწვრივ და ზურგიდან (საარტილერიო ბატარეის ჩათვლით, თუ გამოყენებულია) მოუვლის მას. დათვალიერებისას შესაძლებელია საარტილერიო ბატარეის გამოტოვება, თუ მასსა და საპატიო ყარაულს შორის მანძილი დიდია. დამთვალიერებელთა ჯგუფი დროშებთან ჩავლისას ასრულებს მხედრულ მისალმებას.
5. დათვალიერება დასრულდება ორკესტრის მარჯვენა ფლანგზე. საპატიო ყარაულის მეთაური გასცემს კომანდას `ჯგუფო, სდექ!~. ტამბურმაჟორი დააკვრევინებს ორკესტრს ნელ მუსიკას, სანამ დამთვალიერებელთა ჯგუფის წევრები არ დაიწყებენ თავიანთი ადგილებისაკენ გადაადგილებას. საპატიო ყარაულის მეთაური ბრუნდება ნახევარი ბრუნით მარცხნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას, გადადგამს ორ ნაბიჯს, შეჩერდება და ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ. მასპინძელი დაიკავებს ადგილს სტუმრის მარცხნივ. როდესაც მასპინძელი დაიკავებს თავის ადგილს, საპატიო ყარაულის მეთაური და სტუმარი გაცვლიან მხედრულ სალამს. ამის შემდეგ სტუმარი და მასპინძელი შებრუნდებიან ნახევრად მარცხნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას და დაუბრუნდებიან თავიანთ ადგილებს. საპატიო ყარაულის მეთაური შეყოვნდება, შეასრულებს ბრუნს მარჯვნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას და თავის ადგილს უბრუნდება.
6. სტუმრისა და მასპინძლის თავიანთ ადგილებზე დაბრუნების შემდეგ, საპატიო ყარაულის მეთაური გასცემს კომანდას `ყარაულზე, იარაღი!~ და ორკესტრი დაუკრავს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს. თუ სტუმარი არის უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, მაშინ ჯერ შესრულდება მისი ქვეყნის ჰიმნი, რასაც მოჰყვება ბარაბანზე სამწამიანი დარტყმა და შემდეგ შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ჰიმნების დასრულების შემდეგ საპატიო ყარაულის მეთაური ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გასცემს კომანდას `ფეხთან, იარაღი!~. ამ კომანდაზე ორკესტრი დაიწყებს სამხედრო ძალების მელოდიის შესრულებას, საპატიო ყარაულის მეთაური მელოდიის დასრულებამდე რჩება დგომზე `სმენა~, მელოდიის დასრულების შემდეგ იგი მიიღებს დგომს `მხედრული მისალმება~ და გამოაცხადებს: `------ ღონისძიება დასრულებულია~. საპატიო ყარაული რჩება მოდიფიცირებულ დგომზე `სმენა~ მანამ, სანამ სტუმრები დატოვებენ ადგილს. ორკესტრმა შეიძლება დაუკრას სხვა მუსიკა, სანამ სტუმრებს გააცნობენ შტაბსა და სხვა მოწვეულ სტუმრებს.
მუხლი 124. საპატიო კორდონი
1. სტუმრების დახვედრის ან გაცილებისას დაგეგმილ საპატიო ყარაულის ღონისძიებასთან ერთად, შეიძლება გამოყენებულ იქნეს საპატიო კორდონი. საპატიო კორდონი შედგება საპატიო ყარაულიდან შერჩეული ჯარიკაცების ჯგუფისგან, რომელთაც ევალებათ სტუმრისადმი პატივის მიგება და მისი დაცვა დახვედრისა და გაცილებისას.
2. საპატიო კორდონი, როგორც წესი, შედგება: ორი ათეულის, სერჟანტის, კორდონის მეთაურისა და მასპინძლისგან. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს: ორკესტრი, სახელმწიფო დროშები და აგრეთვე უმაღლესი თანამდებობის პირთა დროშები.
3. სატრანსპორტო საშუალებების მოსვლამდე, საპატიო კორდონი განლაგდება ჩამოსვლის ადგილზე ორ მწკრივად სახით ერთმანეთისაკენ ისე, რომ მწკრივებს შორის მანძილი იყოს სამი ნაბიჯი და გამოსასვლელი მოექცეს მწკრივებს შორის (იხ. სურათი 43). როდესაც სტუმარი გამოვა გასასვლელიდან და მიუახლოვდება მასპინძელს დაახლოებით სამ ნაბიჯზე, საპატიო კორდონის მეთაური გასცემს კომანდას `ყარაულზე, იარაღი!~. მას შემდეგ რაც სტუმარი და მასპინძელი დატოვებს ჩამოსვლის ადგილს კორდონის მეთაური გასცემს კომანდას `ფეხთან, იარაღი!“ და კორდონის წევრები მიიღებენ დგომს `იარაღი ფეხთან“.
4. საპატიო კორდონის მწყობრი სტუმრის გაცილებისას თითქმის იგივეა, რაც დახვედრისას, იმ განსხვავებით, რომ კორდონის მეთაური და სერჟანტი დგებიან მწყობრის ფლანგზე, გამგზავრების ადგილის საპირისპირო მხარეს. სტუმრისა და მასპინძლის მოახლოებისას (დაახლოებით სამი ნაბიჯით), კორდონის მეთაური გასცემს კომანდას: `ყარაულზე, იარაღი!~. მას შემდეგ, რაც სტუმარი ჩაჯდება ტრანსპორტში, კორდონის მეთაური გასცემს კომანდას `ფეხთან, იარაღი!~ და რჩება ადგილზე ტრანსპორტის წასვლამდე. თუ სატრანსპორტო საშუალება არის თვითმფრინავი, კორდონის მეთაური გასცემს კომანდებს `ფეხთან, იარაღი!~ და `ყარაულო, ცენტრისა-კენ!~ ამ კომანდაზე კორდონის მწკრივები შებრუნდებიან სახით კორდონის მეთაურის მხარეს საპატიო კორდონი ტოვებს ადგილს.
5. თუ ორკესტრი და დროშები არის დახვედრის ან გამგზავრების ღონისძიების ნაწილი, ისინი უნდა დადგნენ ისე, როგორც ნაჩვენებია 43-ე სურათზე. ღონისძიების განმავლობაში ორკესტრი უკრავს შესაბამის მუსიკას. როდესაც საპატიო სტუმარი ორგანიზაციის დროშას ექვსი ნაბიჯით მიუახლოვდება, მხედრული მისალმების ნიშნად დროშა ოდნავ წინ დაიხრება, როდესაც სტუმარი ჩაივლის, დროშა ბრუნდება სატარებელ პოზიციაში. გამგზავრებისას, როგორც კი სტუმარი სატრანსპორტო საშუალებაში ჩაჯდება, მედროშეები (ქვეყნის, ორგანიზაციისა და უმაღლესი თანამდებობის პირის) ტოვებენ გამგზავრების ადგილს საპატიო კორდონთან ერთად.
[pic]
სურათი 43. საპატიო კორდონის მოწყობა
თავი XIII
სახელმწიფო დროშის დაშვება და აღმართვა
მუხლი 125. დროშის დაშვების მოქმედებათა თანმიმდევრობა
1. ქვედანაყოფი უნდა მოეწყოს ხუთი წუთით ადრე დირექტივის `სიგნალი დროშის დასაშვებად~ გაცემამდე ისე, რომ სამხედრო მოსამსახურეებს შეეძლოთ დროშის დანახვა (თუ შესაძლებელია). სიგნალის გაცემამდე ოთხი წუთით ადრე, მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი დაიკავებს თავის ადგილს მოწყობის ცენტრში სახით პირადი შემადგენლობისკენ. იგი გასცემს კომანდებს `ბატალიონო, სმენა!~ და `სააღლუმოდ, თავისუფლად!~. მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და მიიღებს დგომს `სააღლუმოდ თავისუფლად~.
2. ქვემეხიდან საღამოს გასროლა (თუ გათვალისწინებულია) განხორციელდება სიგნალის ბოლო ნოტზე. გასროლის შემდეგ მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი მიიღებს დგომს `სმენა~, ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გასცემს კომანდებს `ბატალიონო, სმენა!~ და `მხედრული, სალამი!~. ამის შემდეგ კვლავ ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და მიიღებს დგომს `მხედრული მისალმება~. მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცრის მხედრული სალამი ორკესტრისთვის არის `დროშის დაშვების მელოდიის~ ან საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის დაკვრის ნიშანი.
3. `დროშის დაშვების მელოდიის~ ან საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ბოლო ნოტზე, მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ, გასცემს კომანდას `დაუშვით, ხელი!~ და დირექტივას `ქვედანაყოფები თქვენს განკარგულებაში!~. ქვედანაყოფის მეთაურები ასრულებენ მხედრულ მისალმებას, ხოლო მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი ყველა მხედრულ სალამს უპასუხებს ერთი მისალმებით. ამით დასრულდება სახელმწიფო დროშის დაშვება.
4. თუ ასეული (ოცეული) ეწყობა სახელმწიფო დროშის დასაშვებად, როგორც ცალკეული ქვედანაყოფი, მოქმედებათა თანმიმდევრობა არის იგივე, იმ განსხვავებით, რომ ქვედანაყოფის მეთაური გასცემს კომანდებს.
მუხლი 126. სრული შემადგენლობით დროშის დაშვების მოქმედებათა თანმიმდევრობა
1. ქვედანაყოფი ეწყობა გაშლილ მწყობრში ისე, რომ სამხედრო მოსამსახურეებს შეეძლოთ დროშის დანახვა (თუ შესაძლებელია). ქვედანაყოფის ელემენტები შეიძლება მოეწყონ მიჯრილ მწყობრში. ისინი მიიღებენ დგომს `სმენა~ მეთაურისა და მისი შტაბის მოახლოებისას ან წინასწარ განსაზღვრულ ნიშანზე (სიგნალზე).
2. მეთაური მოაწყობს თავის შტაბს ერთ ხაზზე, დაიკავებს თავის ადგილს შტაბის ფრონტიდან ორი ნაბიჯით წინ და გადაჰყავს შტაბი ქვედანაყოფების ფრონტის ხაზის წინ, ცენტრში. იგი გასცემს შესაბამის კომანდებს, რათა შეჩერების შემდეგ თვითონ და შტაბი დადგნენ სახით ქვედანაყოფებისკენ.
3. მეთაურისა და შტაბის შეჩერების შემდეგ, მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი გასცემს კომანდას: `მომახსენეთ!~. ყველა ქვედანაყოფის მეთაური მიესალმება მხედრულად და მოახსენებს (მარჯვნიდან მარცხნივ თანმიმდევრობით) ` ....... ასეული ყველა ადგილზეა~. მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი თითოეულ ქვედანაყოფის მეთაურს პასუხობს მხედრულ სალამზე და შემდეგ გასცემს კომანდას `მხედრული, სალამი!~, ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ, მეთაურს მიესალმება მხედრულად და მოახსენებს `....... ყველა ადგილზეა~. მეთაური პასუხობს მხედრული სალამით და მიუთითებს მას: `ადგილებზე!~. მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი დაიკავებს თავის ადგილს შტაბთან ერთად, ამის შემდეგ მეთაური გასცემს კომანდას `დაუშვით, ხელი!~.
4. შტაბის მარცხენა ფლანგზე მდგომი წევრი გასცემს კომანდებს, რათა შტაბი გადაადგილდეს მეთაურის ზურგიდან მის წინ ორი ნაბიჯის დაშორებით. ამის შემდეგ მეთაური გასცემს კომანდას: `სააღლუმოდ, თავისუფლად!~. თუ ორკესტრი მონაწილეობს, მეთაური მიიღებს დგომს `სმენა~ და გასცემს კომანდას `სიგნალი, დროშის დასაშვებად!~ და მიიღებს დგომს `სააღლუმოდ თავისუფლად~.
5. სიგნალის ბოლო ნოტზე სრულდება (თუ დაგეგმილია) საღამოს საარტილერიო გასროლა და მეთაური გასცემს კომანდებს: `ბატალიონო, სმენა!~ და `მხედრული, სალამი!~. შემდეგ იგი ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და მიიღებს დგომს `მხედრული მისალმება~. მეთაურის მხედრული სალამი არის ნიშანი ორკესტრისთვის, რომ დროშის დაშვებასთან ერთად დაიწყონ `დროშის დაშვების მელოდიის~ ან საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულება.
6. მელოდიის ბოლო ნოტზე მეთაური შეწყვეტს მხედრულ სალამს, ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გასცემს კომანდას `დაუშვით, ხელი!~ და დირექტივას `ქვედანაყოფები თქვენს განკარგულებაში!~. ქვედანაყოფის მეთაურები შეასრულებენ მხედრულ მისალმებას. მეთაური პასუხობს ერთი მხედრული სალამით, გაიყვანს შტაბს ან იქვე დაშლის მას.
მუხლი 127. დროშის აღმართვისას მოქმედებათა თანმიმდევრობა
1. ,,დროშის აღმართვის მელოდიის~ დაკვრამდე, ხუთი წუთით, ადრე ქვედანაყოფი ეწყობა ისე, რომ სამხედრო მოსამსახურეებს შეეძლოთ დროშის დანახვა (თუ შესაძლებელია). მელოდიის დაკვრამდე ოთხი წუთით ადრე მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი დაიკავებს თავის ადგილს ქვედანაყოფის წინ, ცენტრში, სახით ქვედანაყოფისაკენ და გასცემს კომანდებს: `სმენა!~ და `მომახსენეთ!~.
2. ქვედანაყოფის მეთაურები (მარჯვნიდან მარცხნივ თანმიმდევრობით) მოხსენებენ `........ ასეული ყველა ადგილზეა~ ან ` .... ასეულში არ არის ....... სამხედრო მოსამსახურე~. მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი თითოეულ ქვედანაყოფის მეთაურს პასუხობს მხედრულ სალამზე. მოხსენების დასრულების შემდეგ მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი გასცემს კომანდას `სააღლუმოდ, თავისუფლად!~ და თვითონაც მიიღებს ამ დგომს.
3. თუ ორკესტრი მონაწილეობს, დროშის აღმართვამდე დაახლოებით 30 წამით ადრე, მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი გასცემს კომანდას `სმენა!~, დირექტივას `დროშის აღმართვის მელოდია!~ და კომანდას `მხედრული, სალამი!~, ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და მიიღებს დგომს `მხედრული მისალმება~. მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცრის მხედრული სალამი არის ნიშანი ორკესტრისთვის, რომ დაუკრან ,,დროშის აღმართვის მელოდია~ და შესრულდეს დილის საარტილერიო გასროლა (თუ დაგეგმილია). თუ მელოდია სრულდება ჩანაწერით, კომანდა `სმენა~ გაიცემა ,,დროშის აღმართვის მელოდიამდე~ ოცდაათი წამით ადრე. ამგვარად, მოწყობაზე პასუხისმგებელ ოფიცერს აქვს საკმარისი დრო, რათა მელოდიის პირველი ნოტის დაკვრამდე გასცეს კომანდა `მხედრული, სალამი!~.
4. ,,დროშის აღმართვის მელოდიის~ ბოლო ნოტზე მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი შეწყვეტს მხედრულ სალამს, ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ, გასცემს კომანდას `დაუშვით, ხელი!~ და შემდეგ გასცემს დირექტივას `ქვედანაყოფები თქვენს განკარგულებაში!~. მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი ერთი მხედრული სალმით უპასუხებს ყველა ქვედანაყოფის მეთაურს. ამით დასრულდება სახელმწიფო დროშის აღმართვა.
5. თუ ასეული (ოცეული) ეწყობა სახელმწიფო დროშის აღმართვისათვის, როგორც ცალკეული ქვედანაყოფი, მოქმედებათა თანმიმდევრობა არის იგივე, იმ განსხვავებით, რომ ქვედანაყოფის მეთაური გასცემს კომანდებს.
მუხლი 128. სრული შემადგენლობით დროშის აღმართვის მოქმედებათა თანმიმდევრობა
1. ქვედანაყოფი ეწყობა გაშლილ მწყობრში ისე, რომ სამხედრო მოსამსახურეებს შეეძლოთ დროშის დანახვა (თუ შესაძლებელია). ქვედანაყოფის ელემენტები შეიძლება მოეწყონ მიჯრილ მწყობრში. ისინი მიიღებენ დგომს `სმენა~ მეთაურისა და მისი შტაბის მოახლოებისას ან წინასწარ განსაზღვრულ ნიშანზე (სიგნალზე).
2. მეთაური მოაწყობს თავის შტაბს ერთ ხაზზე, დაიკავებს თავის ადგილს შტაბის ფრონტიდან ორი ნაბიჯით წინ და გადაჰყავს შტაბი ქვედანაყოფების ფრონტის ხაზის წინ, ცენტრში. იგი გასცემს შესაბამის კომანდებს, რათა შეჩერების შემდეგ თვითონ და შტაბი დადგნენ სახით ქვედანაყოფებისკენ.
3. მეთაურისა და შტაბის შეჩერების შემდეგ, მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი გასცემს კომანდას `მხედრული, სალამი!~, ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ, მიესალმება მეთაურს მხედრულად და მოახსენებს `ბატონო ------- , ბატალიონი (ბრიგადა) მოწყობილია~.
მეთაური უპასუხებს მხედრული სალამით და მიუთითებს მას, რომ მიიღოს მოხსენება. მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გასცემს კომანდებს `დაუშვით, ხელი!~ და `მომახსენეთ!~. ქვედანაყოფის მეთაურები ასრულებენ მხედრულ მისალმებას და მოახსენებენ (მარჯვნიდან მარცხნივ თანმიმდევრობით) `....... ასეული, ყველა ადგილზეა~. მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი უპასუხებს მხედრულ მისალმებაზე თითოეულ ქვედანაყოფის მეთაურს. როდესაც ყველა ქვედანაყოფის მეთაური გააკეთებს მოხსენებას, მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი ბრუნდება მეთაურისკენ, მიიღებს დგომს `მხედრული მისალმება~ და მოახსენებს `ბატონო ------ ყველა ადგილზეა~. მეთაური უპასუხებს მას მხედრულ მისალმებაზე და მიუთითებს, რომ წაიკითხოს ბრძანებები (თუ დაგეგმილია).
4. მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გასცემს დირექტივას: `ისმინეთ ბრძანება!~. მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი წაიკითხავს ბრძანებებს ან გააკეთებს განცხადებებს, რომლებიც მეთაურს სურს, რომ პირად შემადგენლობას გააცნოს. მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი, როდესაც დაასრულებს ბრძანების წაკითხვას, ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და დაიკავებს თავის ადგილს შტაბის მარჯვენა ფლანგზე. მას შემდეგ რაც მოწყობაზე პასუხისმგებელი ოფიცერი დაიკავებს თავის ადგილს, შტაბის მარცხენა ფლანგის ოფიცერი გასცემს კომანდებს: `მარჯვნისა-კენ!~, `პირდაპირ, ნაბიჯით იარ!~, `კოლონა მარცხნისაკენ, იარ!~, `კოლონა მარცხნისაკენ, იარ!~. როდესაც შტაბი გაუსწორდება მეთაურს ცენტრში, იგი გასცემს კომანდებს: `შტაბო, სდექ!~, `მარცხნისა-კენ!~, რათა შტაბი გადაადგილდეს მეთაურის ზურგიდან მის წინ ორი ნაბიჯის დაშორებით. ,,დროშის აღმართვის მელოდიის~ დაწყებამდე, ოცდაათი წამით ადრე, მეთაური გასცემს კომანდას: `მხედრული, სალამი!~, ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და მიიღებს დგომს `მხედრული მისალმება~. ,,დროშის აღმართვის მელოდია~ სრულდება ჩანაწერით ან ორკესტრის მიერ, დროშის აღმართვასთან ერთად.
5. ,,დროშის აღმართვის მელოდიის~ პირველი ნოტის დაკვრისას სრულდება დილის საარტილერიო გასროლა (თუ დაგეგმილია). მელოდიის ბოლო ნოტზე მეთაური წყვეტს მხედრულ სალამს, ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გასცემს კომანდას: `დაუშვით, ხელი!~. შემდეგ გასცემს დირექტივას `ქვედანაყოფები თქვენს განკარგულებაში!~. ქვედანაყოფის მეთაურები აძლევენ მხედრულ სალამს. მეთაური უპასუხებს ყველა მხედრულ სალამს ერთი მხედრული მისალმებით. შემდეგ იგი გადააადგილებს შტაბს ან იქვე დაშლის მას.
6. სამწყობრო ცერემონიებზე სახელმწიფო დროშის აღმართვის, დაშვების და დაკეცვის საკითხები დამატებით განისაზღვრება №9 დანართით.
თავი XIV
დროშები
მუხლი 129. ზოგადი დებულებანი
1. სამხედრო ძალები იყენებს სახელმწიფო და ქვედანაყოფის დროშებს, რომლებსაც ატარებენ მედროშეთა ჯგუფები. როგორც წესი, ქვედანაყოფის დროშებს მხედრულად არ მიესალმებიან, თუმცა წარსულში ზოგიერთი ქვედანაყოფი ამ ტრადიციას მისდევდა. ამ წესდებაში სიტყვა „დროშა“ მხოლობით რიცხვში გულისხმობს სახელმწიფო დროშას, ხოლო მრავლობით რიცხვში „დროშები“ გულისხმობს სახელმწიფო და ქვედანაყოფის დროშებს ერთად.
2. დროშები, როგორც წესი, ინახება ქვედანაყოფის შტაბში, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. შტაბიდან გამოტანის ან შეტანისას მათ ესკორტირებას უწევს დროშების ყარაული. დროშები, როგორც წესი, აღმართულია სამხედრო ობიექტის ტერიტორიაზე არსებულ დროშის ანძაზე, ხოლო ველზე ყოფნისას მეთაურის ან მართვის პუნქტის კარვის წინ, დილის ადგომიდან სამუშაო დროის დასრულებამდე. ცუდ ამინდში დროშები დაეშვება, იკეცება და ინახება შტაბში (კარავში).
3. სამხედრო მოსამსახურეები ან ქვედაყოფები, რომლებიც შალითიდან ამოღებულ დროშებს ჩაუვლიან, ან თუ მედროშეთა ჯგუფი დროშებით ჩაუვლის მათ შენობის გარეთ ყოფნისას, ასრულებენ მხედრულ მისალმებას. სამხედრო მოსამსახურეები მწყობრს მიღმა დროშებს მიესალმებიან ექვსი ნაბიჯის დისტანციიდან და გააგრძელებენ მხედრულ მისალმებას, ვიდრე ექვსი ნაბიჯით არ გასცდებიან მათ. მწყობრზე პასუხისმგებელი სამხედრო მოსამსახურე მისალმებისთვის გასცემს კომანდებს: `სმენა!~ და `მხედრული, სალამი!~.
4. დროშები შეიძლება ატარონ ნებისმიერ მწყობრში, რომელშიც შედის ორი ან მეტი ასეული, საპატიო ყარაული ან მონაწილეობას იღებს ჯგუფი ზემდგომი სამეთაურო შემადგენლობიდან.
5. მთავარი სერჟანტი პასუხისმგებელია დროშების უსაფრთხოებაზეA და მოვლა-შენახვაზე. იგი ასევე პასუხისმგებელია მედროშეთა ჯგუფების და დროშების ყარაულის შერჩევასა და მომზადებაზე.
6. უმაღლესი რანგის ოფიცრებისა და სხვა ზემდგომი პირების ინდივიდუალური და განმასხვავებელი დროშები წარმოადგენს ორგანიზაციულ დროშებს და შეესაბამება იგივე წესები, რაც ქვედანაყოფის დროშას.
7. სამწყობრო ცერემონიის, აღლუმის ან საპატიო ყარაულის ღონისძიებაზე, როგორც წესი, წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ერთი სახელმწიფო დროშა. სახელმწიფო დროშას მიკუთვნებული აქვს საპატიო ადგილი და გადაადგილებისას მას ატარებენ ქვედანაყოფების და ორგანიზაციული დროშების მარჯვნივ. საქართველოს სამხედრო ძალების დროშას ან შეიარაღებული ძალების დროშას (თუ წარმოდგენილია) ატარებენ სახელმწიფო დროშის მარცხნივ (პირველი მარცხენა). ცერემონიის ჩამტარებელი ქვედანაყოფის დროშას ატარებენ საქართველოს სამხედრო ძალების დროშის ან შეიარაღებული ძალების დროშის მარცხნივ (თუ წარმოდგენილია). დროშას, რომელიც ეკუთვნის ცერემონიის ჩამტარებელ შტაბს, განათავსებენ ქვედანაყოფის ცენტრში. დაქვემდებარებული ქვედანაყოფები, როგორც წესი, ატარებენ მხოლოდ თავიანთი ქვედანაყოფის დროშას (მათი შტაბის ზურგიდან ოთხი ნაბიჯის დაშორებით).
8. მეთაურის გადაწყვეტილებით, შეიძლება დაქვემდებარებულ (დროშის მქონე) ქვედანაყოფებს მიეცეს ნებართვა, რომ ატარონ სახელმწიფო დროშა ქვედანაყოფის დროშასთან ერთად, მათი შტაბების უკან. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, თუ რამდენჯერ იქნება მაყურებელი ვალდებული ადგეს ფეხზე საზეიმო მარშისას. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, თუ რამდენჯერ მოუწევს ჯარების დამთვალიერებელ ოფიცერს მხედრული მისალმების შესრულება.
მუხლი 130. მხედრული მისალმება დროშაზე
1. სახელმწიფო დროშა მხედრული მისალმების ნიშნად წინ არ იხრება. გამონაკლისია ის შემთხვევა, როდესაც სხვა სახელმწიფოს საზღვაო ხომალდი მიესალმება დროშის წინ დახრით. ასეთ შემთხვევაში საპასუხო მისალმებაც იმავე წესით უნდა შესრულდეს.
2. ქვედანაყოფის დროშა მხედრული მისალმების ნიშნად წინ იხრება ყველა სამხედრო ცერემონიაზე, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის, ,,დროშის დაშვების მელოდიის~ ან სხვა ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისას, ასევე ქვედნაყოფის მეთაურის ან მოწვეული უცხოელი მაღალი რანგის სტუმრების პატივის მიგების ნიშნად, მაგრამ არა სხვა შემთხვევაში. საქართველოს შეიარაღებული ძალების დროშა ითვლება ქვედანაყოფის დროშად, ამიტომ იგი წინ დაიხრება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის, `დროშის დაშვების მელოდიის~ ან სხვა ქვეყნის საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისას, აგრეთვე საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის, გენერალური შტაბის უფროსის, მისი უშუალო წარმომადგენლის ან მასთან წოდებით გათანაბრებული პირისათვის პატივის მიგებისას, მაგრამ არა სხვა შემთხვევაში.
3. გადაადგილებისას ქვედანაყოფის დროშა მისალმების ნიშნად დაიხრება მისასალმებელი პირისგან ექვსი ნაბიჯის დაშორებით. მისალმების შემდეგ დროშას სატარებელ პოზიციაზე დააბრუნებენ, როდესაც ექვსი ნაბიჯით გასცდებიან მას.
მუხლი 131. მედროშეთა ჯგუფი (მედროშე და ასისტენტები)
1. მედროშეთა ჯგუფი შედგება ერთი ან მეტი (დროშების რაოდენობიდან გამომდინარე) სერჟანტის და ორი კაპრალის ან რიგითისგან. მედროშედ ან მედროშის ასისტენტად შერჩევა დიდი პატივია. ჯგუფში სამხედრო წოდებით უფროსი სერჟანტი ატარებს სახელმწიფო დროშას, იგი არის მედროშეთა ჯგუფის სერჟანტი და მართავს მედროშეთა ჯგუფს.
2. სამწყობრო ცერემონიებზე, როდესაც ბატალიონები ან ბრიგადები ატარებენ თავიანთ ქვედანაყოფის დროშებს, როგორც უფრო დიდი ზომის ქვედანაყოფის შემადგენელი ნაწილი, ბატალიონის ან ბრიგადის დროშებს ატარებენ მათი შტაბის ზურგიდან ოთხი ნაბიჯის დაშორებით. მთავარი სერჟანტი ასრულებს სახელმწიფო დროშის მედროშის ფუნქციას და ორი გამოცდილი კაპრალი ან რიგითი, რომლებიც შეირჩა ბატალიონის ან ბრიგადის მთავარი სერჟანტის მიერ, ასრულებენ მედროშის ასისტენტების ფუნქციას.
3. მედროშეები და ასისტენტები ეწყობიან და გადაადგილდებიან ერთ მწკრივად, ახლო ინტერვალით და მედროშეებით ცენტრში. ისინი არ ასრულებენ მოქმედებას `ზურგისაკენ~ ან `ზურგისაკენ, იარ~. მედროშის ასისტენტები გადაადგილდებიან იარაღით მარჯვენა მხარზე და რკალისებური მოძრაობით მობრუნდებიან მარჯვნივ ან მარცხნივ. მობრუნების შესასრულებელი კომანდა არის: `მარჯვენა (მარცხენა) მხრით წინ, იარ!~. რკალისებური მოძრაობის შესასრულებლად მობრუნების მიმართულებასთან ყველაზე ახლოს მდგომი ასისტენტი ასრულებს მობრუნების წერტილის ფუნქციას. იგი ამ მოქმედებას ასრულებს ადგილზე სიარულით და იმავდროულად ბრუნდება ახალი მიმართულებისაკენ. მედროშეთა ჯგუფის სხვა წევრები შეამცირებენ ნაბიჯებს და შებრუნდებიან რკალისებურად, გვერდიგვერდ ერთ ხაზზე, რათა შეინარჩნუნონ სისწორე. ამ მოძრაობის დასრულების შემდეგ თითოეული წევრი დაიწყებს ადგილზე სიარულს კომანდების `სდექ!~ ან `პირდაპირ, იარ!~ გაცემამდე.
4. საზეიმო მარშით ჩავლისას მედროშის ასისტენტები სერჟანტის კომანდას `სწორება, მარჯვნივ!~ შეასრულებენ მისალმებისთვის განსაზღვრულ დისტანციაზე. ამისთვის გაიცემა კომანდები: `სწორება, მარჯვნივ!~ და `სწორება, პირდაპირ!~. ქვედანაყოფის დროშით მისალმება სრულდება შესასრულებელ კომანდაზე `მარჯვნივ!~, ხოლო დროშას გადაიტანენ სატარებელ პოზიციაზე შესასრულებელ კომანდაზე `პირდაპირ!~. მედროშეთა ჯგუფის მარჯვენა ფლანზე მდგომი მედროშის ასისტენტი თავს მარჯვნივ არ აბრუნებს.
5. სამწყობრო ცერემონიების განმავლობაში, გარდა მხედრული მისალმებისა, ასისტენტები ინარჩუნებენ დგომს `იარაღი მარჯვენა მხარზე~. გარდა სამწყობრო ცერემონიებისა, ქვედანაყოფის დროშით მხედრული მისალმების შესასრულებლად მედროშეთა ჯგუფის სერჟანტი გასცემს კომანდას `მხედრული, სალამი!~, ხოლო მხედრული მისალმების შესაწყვეტად კომანდას – `ასწიე, დროშა!~.
6. სამწყობრი ცერემონიაზე, როდესაც ქვედანაყოფები დგანან დგომზე `თავისუფლად~, მედროშეები და ასისტენტები დგანან დგომზე `სააღლუმოდ თავისუფლად~. სამწყობრო ცერემონიის მიღმა მედროშეები და ასისტენტები დგომებზე `თავისუფლად~ და `დაისვენეთ~ დროშის ტარს ვერტიკალურ მდგომარეობაში ინარჩუნებენ.
მუხლი 132. მედროშეებისა და ასისტენტების მიერ დროშების მიღება ან ჩაბარება
შენობაში შალითებიდან ამოღებული დროშების მიღების დროს მედროშეები და ასისტენტები დგანან ერთ მწკრივში სახით დროშებისაკენ. სერჟანტი გასცემს კომანდებს: `მხედრული, სალამი!~ და `ფეხთან, იარაღი!~. კომანდის `ფეხთან, იარაღი!~ შესრულების შემდეგ მედროშეები აიღებენ დროშებს. მედროშეები და მედროშეთა ასისტენტები მოეწყობიან ერთ რიგად შემდეგი თანმიმდევრობით: პირველი ასისტენტი, სახელმწიფო დროშა, ქვედანაყოფის დროშა და მეორე ასისტენტი. გადიან შენობიდან და გადაეწყობიან გაშლილ მწყობრში. მედროშის ასისტენტები მიიღებენ დგომს `იარაღი მარჯვენა მხარზე~, მედროშეები მიიღებენ დროშის სატარებელ პოზიციას. დროშის ჩაბარებისთვის პროცედურები თითქმის იგივეა, იმ განსახვავებით, რომ დროშებს აბრუნებენ ადგილებზე კომანდის `მხედრული, სალამი!~ შესრულებამდე.
მუხლი 133. დროშების შალითაში მოთავსება და ამოღება
1. მედროშეები და მედროშეთა ასისტენტები მოეწყობიან გაშლილ მწყობრში, შალითაში მოთავსებული დროშა უჭირავთ სატარებელ პოზიციაში (`დროშა ფეხთან~ შენობაში ყოფნისას). მთავარი სერჟანტი (ან მისი წარმომადგენელი) დადგება მწყობრის ცენტრში ექვსი ნაბიჯის დაშორებით და გასცემს კომანდას: `ქამარზე, იარაღი!~. მედროშეთა ასისტენტები საჭიროების შემთხვევაში მოირგებენ ქამრებს და მიიღებენ დგომს `იარაღი ქამარზე~. ამის შემდეგ მთავარი სერჟანტი გასცემს კომანდას: `ადგილებზე!~. ასისტენტები შებრუნდებიან, პირველი ასისტენტი – ნახევრად მარცხნისაკენ, მეორე – ნახევრად მარჯვნისაკენ ისე, როგორც გადაადგილებისას, გადადგამენ ოთხ ნაბიჯს წინ, შეჩერდებიან და შეასრულებენ ბრუნს ზურგისაკენ. ამის შემდეგ მთავარი სერჟანტი გასცემს დირექტივას `ამოიღეთ დროშები!~. მედროშეები დახრიან დროშებს ისე, როგორც ასეულის დროშით დგომის `მხედრული მისალმება~ შესრულებისას. ორივე ასისტენტი გადაადგილდება წინ და დროშებს შალითებიდან ამოიღებენ (თუ შალითიდან ორზე მეტი დროშაა ამოსაღები, ასისტენტებს შეიძლება მთავარი სერჟანტი დაეხმაროს). მედროშეები ატრიალებენ დროშის ტარს, გაშლიან დროშას და მიიღებენ დროშის სატარებელ პოზიციას (შენობაში დგომს `დროშა ფეხთან~). სანამ დროშები იშლება, ასისტენტები შალითებს კეცავენ და მარცხენა ხელში იკავებენ. ამის შემდეგ მთავარი სერჟანტი გასცემს კომანდას: `მხედრული, სალამი!~. მთავარი სერჟანტი, ასისტენტები და ქვედანაყოფის მედროშე იღებენ დგომს `მხედრული მისალმება~. ამის შემდეგ მთავარი სერჟანტი გასცემს კომანდებს `დაუშვით, ხელი!~ და `ადგილებზე!~. კომანდაზე `ადგილებზე!~, ასისტენტები ათავსებენ დაკეცილ შალითებს მედროშეების ქამარში, დაიკავებენ თავიანთ საწყის პოზიციებს, მოირგებენ იარაღის ქამრებს (საჭიროების შემთხვევაში) და მიიღებენ დგომს `იარაღი მარჯვენა მხარზე~.
2. თუ მთავარი სერჟანტი ან მისი წარმომადგენელი არ ესწრება, აუცილებელ კომანდებს გასცემს წოდებით უფროსი სერჟანტი.
3. დროშების შალითაში მოთავსებისთვის პროცედურები თითქმის იგივეა როგორც ეს განსაზღვრულია ამ მუხლის პირველი პუნქტით, იმ განსხვავებით, რომ კომანდა `მხედრული, სალამი!~ გაიცემა დროშების დახრამდე.
4. თუ დროშების შალითაში მოთავსება ან შალითიდან ამოღება სრულდება ქვედანაყოფების შემადგენლობაში, მეთაური გასცემს კომანდას `ამოიღეთ (ჩადეთ), დროშები!~. მთავარი სერჟანტი და მედროშეთა ჯგუფი შეასრულებენ მოქმედებებს ისე, როგორც ეს განსაზღვრულია ამ მუხლის პირველი პუნქტით, იმ გამონაკლისით, რომ ისინი ქვედანაყოფთან ერთად მიიღებენ დგომებს `მხედრული მისალმება~ და `ფეხთან იარაღი~. დროშების შალითებიდან ამოიღებისა და მათი სატარებელ პოზიციაში გადატანის შემდეგ, მეთაური გასცემს დირექტივებს `გადაიყვანეთ ქვედანაყოფები დგომზე მხედრული მისალმება!~ და `გადაიყვანეთ ქვედანაყოფები დგომზე სმენა!~.
5. თუ დროშები უნდა ამოიღონ ან მოათავსონ შალითაში, დროშების ყარაულის მიერ დროშების მიღების ან ჩაბარებისას, ყარაულის უფროსის კომანდაზე მედროშეთა ასისტენტები მიიღებენ დგომებს `მხედრული მისალმება~ და `დაუშვით ხელი~.
მუხლი 134. დროშების მიღება და ჩაბარება დროშების ყარაულის მიერ
1. დროშების ყარაულმა უნდა მიიღოს დროშები მანამ, სანამ მოეწყობა ქვედანაყოფთან ერთად. დროშების ყარაული ეწყობა დგომზე `სმენა~. დროშების მოახლოებისას ყარაულის უფროსი ბრუნდება სახით დროშებისაკენ.
2. მედროშეთა ჯგუფი დროშების ყარაულს ფრონტიდან მიუახლოვდება და შეჩერდება ყარაულის უფროსისაგან ათი ნაბიჯის დაშორებით.
3. დროშების ყარაულის უფროსი ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გასცემს კომანდას: `მხედრული, სალამი!~. იგი კვლავ შებრუნდება სახით დროშებისკენ და მიესალმება დროშას მხედრულად. ამის შემდეგ შეწყვეტს მხედრულ მისალმებას, შეასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გასცემს კომანდას: `დაუშვით, ხელი!~.
4. დროშების ყარაულის უფროსის კომანდებზე: `მხედრული, სალამი!~ და `დაუშვით, ხელი!~, მედროშის ასისტენტები მიიღებენ დგომებს `მხედრული მისალმება~ და `იარაღი მარჯვენა მხარზე~.
5. მედროშეთა ჯგუფის სერჟანტი გადააადგილებს მედროშეთა ჯგუფს თავიანთი პოზიციისკენ. თუ დროშების ყარაული მოწყობილია კოლონაში, მედროშეები და ასისტენტები მოეწყობიან მის ზურგში. როდესაც დროშების ყარაული მოწყობილია გაშლილ მწყობრში, მედროშეები და ასისტენტები მოეწყობიან მის მარცხნივ. დროშების ყარაული შეიძლება შეუერთდეს ქვედანაყოფს, სანამ იგი მოეწყობა ცერემონიის ადგილზე ან შეიძლება შეუერთდეს მას ცერემონიის ადგილზე მოწყობის შემდეგ. როდესაც დროშების ყარაული შეუერთდება ქვედანაყოფს მედროშეთა ჯგუფის სერჟანტი გადააადგილებს მედროშეებს და ასისტენტებს, ქვედანაყოფის მწყობრში თავიანთი ადგილის დასაკავებლად.
6. სამწყობრო ცერემონიის დასრულების შემდეგ დროშების ჩაბარების მიზნით, მედროშეთა ჯგუფის სერჟანტი მედროშეთა ჯგუფს გადააადგილებს და შეაჩერებს დროშების ყარაულის უფროსის წინ ათი ნაბიჯის დაშორებით, სახით მისკენ (ცერემონიიის ჩატარების ადგილზე, დროშების ყარაულის ადგილზე ან ქვედანაყოფის შტაბში). დროშების ჩაბარება დროშების ყარაულის მიერ სრულდება ისე, როგორც მათი მიღება. ამის შემდეგ, მედროშეთა ჯგუფი გადაადგილდება დროშების შესანახი ადგილისკენ. დროშების შალითადან ამოღება და მოთავსება შეიძლება დროშების მიღება/ჩაბარებასთან ერთად.
მუხლი 135. დროშების განთავსება და მოხსნა
1. შენობაში ჩასატარებელი ფორმალური შეკრებები იწყება დროშების წარდგენით, რომელიც გულისხმობს დროშების განთავსებას და დასრულდება დროშების მოხსნით. რადგან შენობის ფართობი, კონფიგურაცია და შეკრების მიზანი შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, დროშების განთავსებისა და მოხსნის პროცედურები შეიძლება არ მოერგოს ყველა ვითარებას. აქედან გამომდინარე, იმ ადამიანებს, რომლებიც გეგმავენ ცერემონიის შენობაში ჩატარებას, შეუძლიათ ეს პროცედურები თავიანთ გეგმას მოარგონ.
2. დროშების განთავსებისთვის მედროშეთა ჯგუფი ეწყობა აუდიტორიის ან შეხვედრების ოთახის შესასვლელის გარეთ. დამსწრე საზოგადოება ფეხზე უნდა იდგეს დროშების განთავსებამდე. თუ დაგეგმილია სახელმწიფო ჰიმნის შესრულება, დამსწრე საზოგადოება ფეხზე უნდა იდგეს მის დასრულებამდე. როდესაც ოთახში არის საპატიო სტუმრებისთვის განკუთვნილი მაგიდა, მედროშეები და ასისტენტები როგორც წესი ოთახში შემოვლენ გაშლილი მწყობრით ან შემოსვლისთანავე გადაეწყობიან გაშლილ მწყობრში და გადაადგილდებიან საპატიო სტუმრებისთვის განკუთვნილი მაგიდისკენ და დგებიან მაგიდის წინ ცენტრში, სახით მაგიდისაკენ.
3. მედროშეთა ჯგუფის სერჟანტი შესაბამის დროს გასცემს კომანდებს: `ჯგუფო, სდექ!~ და `მხედრული, სალამი!~ და მოახსენებს მეთაურს `ბატონო ----- დროშები ადგილზეა~. მეთაური მიიღებს მოხსენებას და გასცემს დირექტივას: „განათავსეთ დროშები!~. მედროშეებსა და ასისტენტებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი სივრცე, რათა იმოძრაონ საპატიო სტუმრებისათვის განკუთვნილ მაგიდასა და დროშებისათვის განკუთვნილ სადგარს შორის. მითებაზე მედროშეთა ჯგუფის სერჟანტი გასცემს კომანდებს: `ასწიე დროშა!~, `მარჯვნისა-კენ!~ და `პირდაპირ ნაბიჯით, იარ!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~ მედროშეები და ასისტენტები გადაადგილდებიან საპატიო სტუმრების მაგიდის უკან (იხ. სურათი 51). როდესაც მედროშეთა ჯგუფი გაუსწორდება დროშის სადგარს ცენტრში, იგი დაიწყებს ადგილზე სიარულს, შემდეგ სერჟანტი გასცემს კომანდებს: `ჯგუფო, სდექ!~ და `მარჯვნისა-კენ!~. მედროშეები და ასისტენტები უნდა მიუახლოვდნენ დროშებისთვის განკუთვნილ სადგარს მარჯვნიდან ისე, რომ სახელმწიფო დროშის მედროშე აღმოჩნდეს სადგარის მარჯვენა ფლანგზე. მედროშეები კომანდის გარეშე მოათავსებენ დროშებს სადგარში.
4. დროშების სადგარში მოთავსების შემდეგ, მედროშეთა ჯგუფის სერჟანტი გასცემს კომანდებს: `მხედრული, სალამი!~, და `დაუშვით, ხელი!~. ასისტენტები უბრუნდებიან დგომს `იარაღი მარჯვენა მხარზე~. სერჟანტი გასცემს კომანდებს: `მარცხნისა-კენ!~ და `პირდაპირ ნაბიჯით, იარ!~, მედროშეები და ასისტენტები ტოვებენ ადგილს.
5. თუ საპატიო სტუმრებისთვის განკუთვნილი მაგიდა არ გამოიყენება, მედროშეები და ასისტენტები შედიან ოთახში და გადაადგილდებიან წინასწარ განსაზღვრულ პოზიციებზე დამსწრე საზოგადოების ცენტრში, სახით მათკენ. ამისთვის შეიძლება აუცილებელი გახდეს მედროშეებისა და ასისტენტების გადაადგილება კოლონაში და ბრუნების შესრულება. მოძრაობა უნდა დაიგეგმოს ისე, რომ სახელმწიფო დროშა იყოს მარჯვნივ გაშლილ მწყობრში გადაადგილებისას, კოლონაში კი იყოს ქვედანაყოფის დროშის წინ. როდესაც დროშებს წინასწარ განსაზღვრულ ადგილებზე მიიტანენ, მედროშეთა ჯგუფის სერჟანტი გასცემს კომანდებს: `ჯგუფო, სდექ!~, `მარჯვნისა-კენ (მარცხნისა-კენ)!~ და `მხედრული, სალამი!~. დაგეგმილი მუსიკა ჩაირთვება ამ ეტაპზე. შემდეგ სერჟანტი გასცემს კომანდას: `ასწიე, დროშა!~. ამის შემდეგ მედროშეთა ჯგუფის სერჟანტი გასცემს კომანდებს: `მარჯვნისა-კენ (მარცხნისა-კენ)!~ და `პირდაპირ ნაბიჯით, იარ!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~ მედროშეები და ასისტენტები გადაადგილდებიან დროშების სადგამებისაკენ, სადაც ასრულებენ მოქმედებებს ისე, როგორც განსაზღვრულია ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით.
6. დროშების მოხსნისათვის დამსწრე საზოგადოებისთვის გაიცემა მითითება რათა ადგნენ ფეხზე დროშების მოხსნისათვის. როდესაც გამოიყენება საპატიო სტუმრებისთვის განკუთვნილი მაგიდა, მედროშეთა ჯგუფის სერჟანტი მედროშეებსა და ასისტენტებს გადააადგილებს მაგიდისკენ. იგი გასცემს კომანდებს: `ჯგუფო, სდექ!~, `მხედრული, სალამი!~ და მოახსენებს მეთაურს: `ბატონო ----- ნება მომეცით მოვხსნათ დროშები~. მეთაური მიიღებს მოხსენებას და გასცემს დირექტივას `მოხსენით დროშები!~. მედროშეთა ჯგუფის სერჟანტი გასცემს კომანდებს: `დაუშვით, ხელი!~; მარჯვნისა-კენ!~; პირდაპირ ნაბიჯით, იარ!~ და გადააადგილებს მედროშეებსა და ასისტენტებს მანამ, სანამ ისინი დროშების სადგამს ცენტრში გაუსწორდებიან და გასცემს კომანდებს: „ადგილზე, იარ!“, `ჯგუფო, სდექ!~, `მარჯვნისა-კენ!~, „მხედრული, სალამი!~ და „დაუშვით, ხელი!~. კომანდის `დაუშვით, ხელი!~ შესრულების შემდეგ, მედროშეები კომანდის გარეშე მოხსნიან დროშებს და მიიღებენ დროშის სატარებელ პოზიციას. ამის შემდეგ მედროშეთა ჯგუფის სერჟანტი გასცემს კომანდებს `მარცხნისა-კენ!~ და `პირდაპირ ნაბიჯით, იარ!~. მედროშეები და ასისტენტები ტოვებენ ადგილს.
7. თუ საპატიო სტუმრებისთვის განკუთვნილი მაგიდა არ გამოიყენება, მედროშეები და ასისტენტები გადაადგილდებიან პირდაპირ დროშის სადგარისკენ, საიდანაც მოხსნიან დროშებს. ისინი დატოვებენ ადგილს ისე, როგორც განსაზღვრულია ამ მუხლის მე-6 პუნქტით.
[pic]
სურათი 51. დროშების განთავსება და მოხსნა
მუხლი 136. სამკაციანი მედროშეთა ჯგუფის გადაადგილება საპირისპირო მიმართულებით
1. სამკაციანი მედროშეთა ჯგუფის საპირისპირო მიმართულებით გადასაადგილებლად გაიცემა კომანდა: `ჯგუფო, საპირისპირო მიმართულებით ნაბიჯით, იარ!~ ამ კომანდაზე მედროშეთა ჯგუფის თითოეული წევრი ერთდროულად შეასრულებს შემდეგ მოძრაობებს (იხ. სურათი 52):
ა) პირველი ნომერი სამხედრო მოსამსახურე შებრუნდება მარცხნისაკენ ადგილზე სიარულით, გადადგამს ორ ნაბიჯს წინ, შებრუნდება მარცხნისაკენ ადგილზე სიარულით და აგრძელებს ადგილზე სიარულს;
ბ) მეორე ნომერი სამხედრო მოსამსახურე გადადგამს ერთ სრულ ნაბიჯს წინ, ადგილზე სიარულით შებრუნდება ზურგისაკენ, გადადგამს ერთ სრულ ნაბიჯს ახალი მიმართულებით და იწყებს ადგილზე სიარულს;
გ) მესამე ნომერი სამხედრო მოსამსახურე გადადგამს ერთ სრულ ნაბიჯს და ორ ნახევარ ნაბიჯს წინ, ადგილზე სიარულით შებრუნდება მარჯვნისაკენ, გადადგამს ორ სრულ ნაბიჯს წინ, შეასრულებს ბრუნს მარჯვნისაკენ გადაადგილებისას, გადადგამს ორ სრულ ნაბიჯს წინ და დაიწყებს ადგილზე სიარულს.
2. მედროშეთა ჯგუფის წევრები ერთმანეთის გვერდზე გასწორების შემდეგ, გაცემული კომანდების შესაბამისად, გადაადგილდებიან ან შეჩერდებიან.
[pic]
სურათი 52. სამკაციანი მედროშეთა ჯგუფის გადაადგილება
საპირისპირო მიმართულებით
მუხლი 137. ოთხკაციანი მედროშეთა ჯგუფის გადაადგილება საპირისპირო მიმართულებით
1. ოთხკაციანი მედროშეთა ჯგუფის საპირისპირო მიმართულებით გადასაადგილებლად გაიცემა კომანდა: `ჯგუფო, საპირისპირო მიმართულებით ნაბიჯით, იარ!~ ამ კომანდაზე მედროშეთა ჯგუფის თითოეული წევრი ერთდროულად შეასრულებს შემდეგ მოძრაობებს (იხ. სურათი 53):
ა) პირველი ნომერი სამხედრო მოსამსახურე გადადგამს ორ ნაბიჯს წინ, გადაადგილებისას შებრუნდება მარცხნისაკენ, გადადგამს ერთ სრულ ნაბიჯს და სამნახევარ ნაბიჯს წინ, გადაადგილებისას შებრუნდება მარცხნისაკენ და გადადგამს ორ ნაბიჯს ახალი მიმართულებისკენ;
ბ) მეორე ნომერი სამხედრო მოსამსახურე ასრულებს ბრუნს მარცხნისაკენ ისე, როგორც გადაადგილების დროს და კვლავ შებრუნდება მარცხნისაკენ ადგილზე სიარულისას;
გ) მესამე ნომერი სამხედრო მოსამსახურე გადადგამს ერთ ნაბიჯს წინ, გადაადგილებისას შებრუნდება მარჯვნისაკენ, გადადგამს ორ ნახევარ ნაბიჯს, გადაადგილებისას შებრუნდება მარჯვნისაკენ და გადადგამს ერთ ნაბიჯს ახალი მიმართულებისკენ;
დ) ნომერი ოთხი სამხედრო მოსამსახურე გადადგამს ერთ ნაბიჯს წინ, გადაადგილებისას შებრუნდება მარჯვნისაკენ, გადადგამს ერთ სრულ ნაბიჯს და სამ ნახევარ ნაბიჯს წინ, გადაადგილებისას შებრუნდება მარჯვნისაკენ და გადადგამს ერთ ნაბიჯს წინ, ახალი მიმართულებით.
2. მეორე, მესამე და მეოთხე სამხედრო მოსამსახურეები დადიან ადგილზე, სანამ ყველა სამხედრო მოსამსახურე ერთმანეთს გაუსწორდება, მედროშეთა ჯგუფის წევრები ერთმანეთის გვერდზე გასწორების შემდეგ, გაცემული კომანდების შესაბამისად გადაადგილდებიან ან შეჩერდებიან. ეს მოქმედება შეიძლება შესრულდეს გადაადგილებისას, ამ დროს კომანდები გაიცემა მარცხენა ფეხის ზედაპირზე დადგმისთანავე.
3. კომანდის `საპირისპირო მიმართულებით, ნაბიჯით, იარ!~ ნაცვლად, შეიძლება კომანდის `მარჯვენა მხრით წინ ნაბიჯით, იარ!~ გამოყენება. ამ მოძრაობის შესრულებისას ყველა სამხედრო მოსამსახურე მედროშეთა ჯგუფის სერჟანტს უსწორდება. შესასრულებელ კომანდაზე, მედროშეთა ჯგუფის სერჟანტი ადგილზე სიარულისას ბრუნდება მარცხნისაკენ. დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეები დაამოკლებენ ნაბიჯებს და ბრუნდებიან მარცხნისაკენ რკალისებური მოძრაობით ისე, რომ შეინარჩუნონ სისწორე. როდესაც ეს მოძრაობა დასრულდება, თითოეული სამხედრო მოსამსახურე დაიწყებს ადგილზე სიარულს კომანდის `სდექ!~ ან `პირდაპირ, იარ!~ გაცემამდე. ეს მოძრაობა შეიძლება შესრულდეს ადგილიდან ან გადაადგილებისას.
[pic]
სურათი 53. ოთხკაციანი მედროშეთა ჯგუფის გადაადგილება საპირისპირო მიმართულებით
მუხლი 138. ხუთკაციანი მედროშეთა ჯგუფის გადაადგილება საპირისპირო მიმართულებით
1. ხუთკაციანი მედროშეთა ჯგუფის საპირისპირო მიმართულებით გადასაადგილებლად გაიცემა კომანდა: `ჯგუფო, საპირისპირო მიმართულებით ნაბიჯით, იარ!~ ამ კომანდაზე მედროშეთა ჯგუფის თითოეული წევრი ერთდროულად შეასრულებს შემდეგ მოძრაობებს (იხ. სურათი 54):
ა) პირველი ნომერი სამხედრო მოსამსახურე გადადგამს ოთხ ნაბიჯს წინ, გადაადგილებისას ბრუნდება მარცხნისაკენ, გადადგამს ოთხ სრულ ნაბიჯს წინ, გადაადგილებისას ბრუნდება მარცხნისაკენ, გადადგამს ოთხ სრულ ნაბიჯს ახალი მიმართულებით და დაიწყებს ადგილზე სიარულს;
ბ) მეორე ნომერი სამხედრო მოსამსახურე ადგილზე სიარულისას ბრუნდება მარცხნისაკენ, გადადგამს ორ ნაბიჯს წინ, ბრუნდება მარცხნისაკენ ადგილზე სიარულით და აგრძელებს ადგილზე სიარულს;
გ) მესამე ნომერი სამხედრო მოსამსახურე გადადგამს ერთ სრულ ნაბიჯს წინ, ადგილზე სიარულისას შეასრულებს ბრუნს ზურგისაკენ, გადადგამს ერთ სრულ ნაბიჯს ახალი მიმართულებით და დაიწყებს ადგილზე სიარულს;
დ) მეოთხე ნომერი სამხედრო მოსამსახურე გადადგამს ერთ სრულ და ორ ნახევარ ნაბიჯს წინ, გადაადგილებისას შებრუნდება მარჯვნისაკენ, გადადგამს ორ სრულ ნაბიჯს წინ და დაიწყებს ადგილზე სიარულს;
ე) მეხუთე ნომერი სამხედრო მოსამსახურე გადადგამს სამ სრულ ნაბიჯს წინ, გადაადგილებისას ბრუნდება მარჯვნისაკენ, გადადგამს ოთხ სრულ ნაბიჯს წინ, გადაადგილებისას ბრუნდება მარჯვნისაკენ, გადადგამს სამ სრულ ნაბიჯს წინ და დაიწყებს ადგილზე სიარულს.
2. მედროშეთა ჯგუფის წევრები ერთმანეთის გვერდზე გასწორების შემდეგ, გაცემული კომანდების შესაბამისად გადაადგილდებიან ან შეჩერდებიან.
3. კომანდის `საპირისპირო მიმართულებით, ნაბიჯით, იარ!~ ნაცვლად, შეიძლება კომანდის `მარჯვენა მხრით წინ ნაბიჯით, იარ!~ გამოყენება. ამ მოძრაობის შესრულებისას ყველა სამხედრო მოსამსახურე მედროშეთა ჯგუფის სერჟანტს უსწორდება. შესასრულებელ კომანდაზე, მედროშეთა ჯგუფის სერჟანტი ადგილზე სიარულისას ბრუნდება მარცხნისაკენ. დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეები დაამოკლებენ ნაბიჯებს და ბრუნდებიან მარცხნისაკენ რკალისებური მოძრაობით ისე, რომ შეინარჩუნონ სისწორე. როდესაც ეს მოძრაობა დასრულდება, თითოეული სამხედრო მოსამსახურე დაიწყებს ადგილზე სიარულს კომანდის `სდექ!~ ან `პირდაპირ, იარ!~ გაცემამდე. ეს მოძრაობა შეიძლება შესრულდეს ადგილიდან ან გადაადგილებისას.
[pic]
სურათი 54. მედროშეთა ხუთკაციანი ჯგუფის გადაადგილება საპირისპირო მიმართულებით
მუხლი 139. ექვსკაციანი მედროშეთა ჯგუფის გადაადგილება საპირისპირო მიმართულებით
1. ექვსკაციანი მედროშეთა ჯგუფის საპირისპირო მიმართულებით გადასაადგილებლად გაიცემა კომანდა: `ჯგუფო, საპირისპირო მიმართულებით ნაბიჯით, იარ!~ ამ კომანდაზე მედროშეთა ჯგუფის თითოეული წევრი ერთდროულად შეასრულებს შემდეგ მოძრაობებს (იხ. სურათი 55):
ა) ნომერი პირველი სამხედრო მოსამსახურე გადადგამს ხუთ ნაბიჯს წინ, გადაადგილებისას ბრუნდება მარცხნისაკენ, გადადგამს ექვს სრულ ნაბიჯს წინ; გადაადგილებისას ბრუნდება მარცხნისაკენ, გადადგამს ხუთ სრულ ნაბიჯს ახალი მიმართულებით და დაიწყებს ადგილზე სიარულს;
ბ) მეორე ნომერი სამხედრო მოსამსახურე ბრუნდება მარცხნისაკენ ადგილზე სიარულის დროს, გადადგამს სამ სრულ ნაბიჯს წინ, ბრუნება მარცხნისაკენ ადგილზე სიარულის დროს და აგრძელებს ადგილზე სიარულს;
გ) მესამე ნომერი სამხედრო მოსამსახურე გადადგამს ორ სრულ ნაბიჯს წინ, გადაადგილებისას ბრუნდება მარცხნისაკენ, გადადგამს ორ ნახევარ ნაბიჯს წინ, გადაადგილებისას ბრუნდება მარცხნისაკენ, გადადგამს ორ სრულ ნაბიჯს ახალი მიმართულებით და იწყებს ადგილზე სიარულს;
დ) მეოთხე ნომერი სამხედრო მოსამსახურე გადადგამს ერთ სრულ ნაბიჯს წინ, გადაადგილებისას ბრუნდება მარჯვნისაკენ, გადადგამს ორ ნახევარ ნაბიჯს წინ, გადაადგილებისას ბრუნდება მარჯვნისაკენ, გადადგამს ერთ სრულ ნაბიჯს ახალი მიმართულებით და დაიწყებს ადგილზე სიარულს;
ე) მეხუთე ნომერი სამხედრო მოსამსახურე გადადგამს სამ სრულ ნაბიჯს წინ, გადაადგილებისას ბრუნდება მარჯვნისაკენ, გადადგამს სამ სრულ ნაბიჯს წინ, გადაადგილებისას ბრუნება მარჯვნისაკენ, გადადგამს სამ სრულ ნაბიჯს ახალი მიმართულებით და დაიწყებს ადგილზე სიარულს;
ვ) მეექვსე ნომერი სამხედრო მოსამსახურე გადადგამს ოთხ სრულ ნაბიჯს წინ, გადაადგილებისას ბრუნდება მარჯვნისაკენ, გადადგამს ექვს სრულ ნაბიჯს წინ, გადაადგილებისას ბრუნდება მარჯვნისაკენ, გადადგამს ოთხ სრულ ნაბიჯს ახალი მიმართულებით და დაიწყებს ადგილზე სიარულს.
2. მედროშეთა ჯგუფის წევრები ერთმანეთის გვერდზე გასწორების შემდეგ, გაცემული კომანდების შესაბამისად გადაადგილდებიან ან შეჩერდებიან.
3. კომანდის `საპირისპირო მიმართულებით, ნაბიჯით, იარ!~ ნაცვლად შეიძლება კომანდის `მარჯვენა მხრით წინ ნაბიჯით, იარ!~ გამოყენება. ამ მოძრაობის შესრულებისას ყველა სამხედრო მოსამსახურე მედროშეთა ჯგუფის სერჟანტს უსწორდება. შესასრულებელ კომანდაზე, მედროშეთა ჯგუფის სერჟანტი ადგილზე სიარულისას ბრუნდება მარცხნისაკენ. დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეები დაამოკლებენ ნაბიჯებს და ბრუნდებიან მარცხნისაკენ რკალისებური მოძრაობით ისე, რომ შეინარჩუნონ სისწორე. როდესაც ეს მოძრაობა დასრულდება, თითოეული სამხედრო მოსამსახურე დაიწყებს ადგილზე სიარულს კომანდის `სდექ!~ ან `პირდაპირ, იარ!~ გაცემამდე. ეს მოძრაობა შეიძლება შესრულდეს ადგილიდან ან გადაადგილებისას.
[pic]
სურათი 55. ექვსკაციანი მედროშეთა ჯგუფის გადაადგილება
საპირისპირო მიმართულებით
მუხლი 140. დროშები დგომზე `დროშა ფეხთან~
დგომზე `დროშა ფეხთან~, მედროშემ დროშის ტარის ქვედა ბოლო ისე უნდა მოათავსოს ზედაპირზე, რომ იგი მარჯვენა ფეხის ტერფს გარედან ეხებოდეს; დროშის ტარი მარჯვენა ხელში გამართული თითებით უნდა ეჭიროს; დროშის ტარის დანარჩენი ნაწილი მხარზე მიიდოს (იხ. სურათი 56).
[pic]
სურათი 56. დგომი `დროშა ფეხთან~
მუხლი 141. დროშები სატარებელ პოზიციაში
დროშების სატარებელ პოზიციაში მედროშემ დროშის ტარი უნდა მოათავსოს ქამარზე არსებულ ბუდეში. ბუდე მდებარეობს წელის დაბლა და გასწორებულია ისე, რომ ყველა დროშის ბუნიკი იყოს ერთ სიმაღლეზე (იხ.სურათი 57). მარჯვენა ხელი უნდა მოსჭიდოს დროშის ტარს ნიკაპის სიმაღლეზე და გადახაროს იგი ოდნავ წინ, მარცხენა ხელით დროშის ტარი ბუდესთან დაიჭიროს. ქარიან ამინდში მარცხენა ხელი შეიძლება მოათავსოს მარჯვენა ხელის დაბლა, რათა უფრო მყარად დაიჭიროს დროშა.
[pic]
სურათი 57. დროშები სატარებელ პოზიციაში
მუხლი 142. დროშები დგომზე `სააღლუმოდ თავისუფლად~
დროშებით დგომი `სააღლუმოდ თავისუფლად~ მიიღება ტარით ვერტიკალურ მდგომარეობაში. დროშებით დგომები `დროშა ფეხთან~ და `სააღლუმოდ თავისუფლად~ სრულდება დროშების ყარაულთან ერთად, გამონაკლისია ის ცერემონიები, სადაც დროშები რჩება სატარებელ პოზიციაში (იხ.სურათი 58).
[pic]
სურათი 58. დროშები დგომზე `სააღლუმოდ თავისუფლად~
მუხლი 143. ქვედანაყოფის დროშის მდგომარეობა დროშით მისალმებისას
დროშით მხედრული მისალმების შესასრულებლად, დროშის სატარებელი პოზიციიდან მედროშემ მარჯვენა ხელი უნდა აასრიალოს დაახლოებით ათი სანტიმეტრით ზემოთ და შემდეგ დროშის ტარი დახაროს წინ მარჯვენა მკლავით მხრის სიმაღლეზე და ჰოროზონტალურად ისე, რომ დროშის ტარით სხეულთან შეიქმნას დაახლოებით 45°-იანი კუთხე (იხ. სურათი 59). როდესაც მედროშეები ასრულებენ მხედრულ მისალმებას დგომიდან `დროშა ფეხთან~, კომანდაზე `მხედრული, სალამი!~ გადაიტანენ დროშებს სატარებელ პოზიციაში და შემდეგ დახრიან ქვედანაყოფის დროშას. შენობაში, როდესაც დროშებს იღებენ ან ათავსებენ შალითაში (დგომზე `დროშა ფეხთან~), ქვედანაყოფის დროშის მედროშე ასრულებს დროშით მისალმებას. იგი მარჯვენა ხელს აასრიალებს მაღლა და მჭიდროდ მოსჭიდებს დროშის ტარს მარჯვენა წინა მკლავით ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, შემდეგ გადასწევს დროშის ტარს წინ ისე, რომ მკლავი მთლიანად გასწორდეს.
[pic]
სურათი 59. დროშების მდგომარეობა მხედრული მისალმებისას
დანართი #1
მხედრული მისალმება სხვადასხვა ვითარებასა და გარემოებებში
1. სამხედროფორმიანი პირადი შემადგენლობა მხედრულად მიესალმება:
ა) როდესაც ისინი ხვდებიან და ამოიცნობენ პიროვნებებს (სამხედრო წოდებით), რომელთაც წესდებით დადგენილი წესით ეკუთვნით მისალმება;
ბ) როდესაც სრულდება საკუთარი ან უცხო ქვეყნის ჰიმნი;
გ) შენობის გარეთ, შალითიდან ამოღებულ ეროვნულ დროშასთან ჩავლისას;
დ) სამწყობრო ცერემონიების განმავლობაში;
ე) დროშის აღმართვისას და დაშვებისას;
ვ) სამხედრო პატივის მისაგებად შესაბამისი მუსიკის დაკვრისას;
ზ) საქართველოს სახელმწიფო დროშის წინ სამხედრო ფიცის დადებისას;
თ) მწყობრზე პასუხისმგებლობის გადაბარებისას;
ი) მოხსენებისას;
კ) მოკავშირე სახელმწიფოების ოფიცრებთან შეხვედრისას.
2. სამხედრო ფორმიანი პირადი შემადგენლობა მხედრულად არ მიესალმება:
ა) შენობაში, გამონაკლისია ოფიცრისთვის მოხსენება ან განწესში ყოფნა;
ბ) როდესაც მიმართავენ სამხედრო ტყვეს ან პატიმარს;
გ) როდესაც მხედრული მისალმება აშკარად შეუფერებელია, მაგალითად: საზოგადოებრივი ტრანსპორტში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, სატრანსპორტო საშუალების მართვისას, როდესაც სამხედრო მოსამსახურეს რაიმე ნივთი უჭირავს ან როდესაც სხვაგვარად ისე არის დაკავებული, რომ ვერ შეძლებს მხედრულად მისალმებას. ასეთ შემთხვევაში მხედრული სალმის მიცემა არ არის აუცილებელი და შემოიფარგლებიან მხოლოდ სიტყვიერი მისალმებით;
დ) როდესაც წოდებით უფროს ან უმცროს სამხედრო მოსამსახურეს აცვია სამოქალაქო ტანსაცმელი. ასეთ შემთხვევაში სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფი სამხედრო მოსამსახურისადმი მხედრული მისალმება დამოკიდებულია მხედრული სალმის მიმცემი მოსამსახურის ნებაზე.
3. სამხედრო მოსამსახურემ, რომელიც შენობაში ოფიცერს წარუდგება, მოახსენებს ან აბარებს მას პატაკს, უნდა მოიხადოს თავსაბურავი, დააკაკუნოს კარზე და თუ ამის ნებართვას მისცემენ, ოთახში შევიდეს; მიუახლოვდეს ოფიცრის სამუშაო მაგიდას ორ ნაბიჯზე, შეჩერდეს, მხედრულად მიესალმოს და მოახსენოს მაგალითად: `ბატონო ------ რიგითი _____ მოგახსენებთ ____~. ჯარისკაცი არ დაუშვებს ხელს მოხსენების დასრულებამდე და ვიდრე ოფიცერი არ დაუბრუნებს მხედრულ სალამს (შესაძლებელია შემოიფარგლოს სიტყვიერი მისალმებით). ჯარისკაცი რჩება დგომზე „სმენა“ საუბრის დასრულებამდე ან სანამ ოფიცერი მისცემს დგომის შესაცვლელად შესაბამის კომანდას. როდესაც მათ შორის საუბარი დასრულდება, ჯარისკაცი ასრულებს მხედრულ მისალმებას და ელოდება მხედრულ სალამზე პასუხს, ამის შემდეგ ასრულებს შესაბამის ბრუნს და გადის ოთახიდან. როდესაც ჯარისკაცი აკეთებს მოხსენებას შენობაში და თან აქვს იარაღი, პროცედურა არის იგივე, იმ განსხვავებით, რომ იგი არ მოიხდის თავსაბურავს და მხედრულად მიესალმება იარაღით ისე, როგორც ეს ამ იარაღით უნდა შესრულდეს.
4. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სერჟანტს შენობაში წარუდგება, მოახსენებს ან აბარებს მას პატაკს, მოქმედებს ამ დანართის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, იმ განსხვავებით, რომ მოხსენების დასრულების შემდეგ ჯარისკაცი დამოუკიდებლად (კომანდის გარეშე) მიიღებს დგომს „სააღლუმოდ თავისუფლად“.
5. შენობის გარეთ წარდგენის ან მოხსენების ჩაბარებისას, სამხედრო მოსამსახურე სწრაფად გადაადგილდება ოფიცრისკენ, შეჩერდება მისგან დაახლოებით სამი ნაბიჯის დაშორებით, მიესალმება მხედრულად და მოახსენებს, მაგალითად: `ბატონო ------ რიგითი -------- მოგახსენებთ ------ ~. ჯარისკაცი არ დაუშვებს ხელს მოხსენების დასრულებამდე და ვიდრე ოფიცერი არ დაუბრუნებს მხედრულ სალამს. ჯარისკაცი რჩება დგომზე „სმენა“ საუბრის დასრულებამდე ან სანამ ოფიცერი მისცემს დგომის შესაცვლელად შესაბამის კომანდას. როდესაც ოფიცერი წასვლის ნებას დართავს ჯარისკაცს, ისინი კვლავ გაცვლიან მხედრულ სალამს. თუ ჯარისკაცს თან აქვს იარაღი, იგი შეასრულებს მხედრულ მისალმებას ისე, როგორც ეს ამ იარაღით უნდა შესრულდეს.
6. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სერჟანტს შენობის გარეთ წარუდგება ან აბარებს მას მოხსენებას, მოქმედებს ამ დანართის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, იმ განსხვავებით, რომ მოხსენების დასრულების შემდეგ ჯარისკაცი დამოუკიდებლად (კომანდის გარეშე) მიიღებს დგომს „სააღლუმოდ თავისუფლად“.
7. სამსახურებრივ ავტროსატრანსპორტო საშუალებაში მსხდომ ოფიცრებთან (რომლებიც შეიძლება ამოიცნონ წოდებით ან მანქანაზე დამაგრებული სპეციალური ნიშნით ან დროშით) მხედრული მისალმება თავაზიანობის გამოხატვის ნიშნადაა მიჩნეული. მხედრული მისალმება არ არის აუცილებელი იმ პირების მიერ და მათთვის, რომლებიც მართავენ ან მგზავრობენ პირადი მანქანით. გამონაკლისია საკონტროლო გამშვები პუნქტის მორიგე და თანაშემწეები, რომლებიც მხედრულად მიესალმებიან ყველა ოფიცერს ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებაში, თუ მისი წოდების ამოცნობა შესაძლებელია და ეს ხელს არ შეუშლის მათი მოვალეობის შესრულებას. სამხედრო მოსამსხურე, რომელიც მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას, პირველი არ მიესალმება მხედრულად.
8. მწყობრში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები მიესალმებიან მხედრულად მხოლოდ კომანდაზე `მხედრული, სალამი!~. მწყობრზე პასუხისმგებელი პირი მიესალმება მხედრულად მწყობრის მაგივრად. ქვედანაყოფის მეთაურები, რომლებიც არ არიან უფრო დიდი ზომის ქვედანაყოფის მწყობრის ნაწილი, ესალმებიან წოდებით უფროს ოფიცრებს თავიანთი ქვედანაყოფების დგომზე `სმენა~ გადაყვანით, მხედრული მისალმების შესრულებამდე. ბრძოლის ველზე ან ბრძოლის სიმულირებულ პირობებში, ქვედნაყოფი არ გადაიყვანება დგომზე `სმენა~.
9. ოფიცრის მოახლოებისას სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფი, რომელიც არ დგას მწყობრში, მიიღებს დგომს `სმენა~, იმ სამხედრო მოსამსახურის მიერ გაცემულ კომანდაზე, რომელიც პირველი შენიშნავს ოფიცერს. ყველა მათგანი შებრუნდება სახით ოფიცრისკენ, მიიღებს დგომს `სმენა~ და მიესალმება მხედრულად. ეს მოქმედება სრულდება, როდესაც ოფიცერი იქნება დაახლოებით ექვსი ნაბიჯის დისტანციაზე, სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები და მომუშავე ჯგუფის წევრები მხედრულ სალამს არ აძლევენ. ქვედანაყოფი, რომელიც მწყობრს გარეთ ისვენებს, არ მიიღებს დგომს `სმენა~ ოფიცრის მოახლოებაზე. თუმცა, თუ ოფიცერი მიმართავს ცალკეულ სამხედრო მოსამსახურეს ან ჯგუფს, მათ უნდა მიიღონ დგომი `სმენა~ და შეინარჩუნონ ეს დგომი საუბრის დასრულებამდე (თუ სხვაგვარად არ არის ნაბრძანები), საუბრის დასრულებისას სამხედრო მოსამსახურე ან ჯგუფი შეასრულებს მხედრულ მისალმებას.
10. ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას, როდესაც სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, პირველივე ნოტის გაგონებისთანავე, შენობის გარეთ მყოფი სამხედრო ფორმაში ჩაცმული ქვეითად მყოფი პირადი შემადგენლობა ბრუნდება სახით დროშისკენ, თუ დროშა არ არის ხედვის არეში, მაშინ სახით იმ მხარეს, საიდანაც ისმის მუსიკის ხმა, მიიღებს დგომს `სმენა~ და ასრულებს მხედრულ მისალმებას. მხედრული სალამი გრძელდება მუსიკის ბოლო ნოტამდე. სამხედრო ობიექტებზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ჩერდებიან. პირები, რომლებიც მანქანებითა და მოტოციკლებით გადაადგილდებიან, გადმოდიან სატრანსპორტო საშუალებებიდან და მიიღებენ დგომს `მხედრული მისალმება~. ავტობუსების მგზავრები რჩებიან ადგილებზე და სხედან სმენაზე, პასუხისმგებელი პირი ჩამოქვეითდება და მიიღებს დგომს `მხედრული მისალმება~. ტანკისა და სხვა შეჯავშნული მანქანის მეთაურები მანქანიდან მიესალმებიან მხედრულად. სამხედრო მოსამსახურეები, რომელთაც არ აცვიათ სამხედრო ფორმა, მიიღებენ დგომს `სმენა~ (მარჯვენა ხელით მოიხდიან თავსაბურავს, თუ ახურავთ) და მარჯვენა ხელს მიიდებენ გულზე. როდესაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი სრულდება შენობაში, სამხედრო მოსამსახურეები დგებიან დგომზე `სმენა~ და ბრუნდებიან იმ მხარეს საიდანაც ისმის მუსიკა, (დროშისკენ თუ დროშა წარმოდგენილია).
11. სამხედრო მოსამსახურები შალითიდან ამოღებულ სახელმწიფო დროშასთან ჩავლისას მხედრულად მიესალმებიან დროშას მისგან ექვსი ნაბიჯის დაშორებით და ჩამოუშვებენ ხელს, როდესაც გასცდებიან მას ექვსი ნაბიჯით. სამხედრო მოსამსახურეები ასრულებენ იმავე მოქმედებებს, როდესაც მათ წინ ჩამოატარებენ სახელმწიფო დროშას, ისინი მიესალმებიან დროშას ექვსი ნაბიჯის დისტანციაზე და ჩამოუშვებენ ხელს, როდესაც დროშა ექვსი ნაბიჯით გასცდება მათ.
12. სახელმწიფო დროშებს, რომლებიც აღლუმებზე და სხვა ღონისძიებებზე დამსწრეებს უჭირავთ, აღმართულია შენობაზე ან გამოკრულია მხედრულად არ ესალმებიან. მიუღებელია მხედრული მისალმება მარჯვენა ხელში რაიმე საგნით. აგრეთვე ხელში ან პირში სიგარეტით ან ჩიბუხით.
13. სამხედრო გემზე ასვლისას, როდესაც სამხედრო მოსამსახურე ასასვლელი კიბის ბოლოს წინა საფეხურზე დადგება უნდა შებრუნდეს სახით საქართველოს სახელმწიფო დროშისაკენ და მხედრულად მიესალმოს მას. ამ მისალმების დასრულების შემდეგ მხედრულად მიესალმება გემბანზე მდგომ მორიგე ოფიცერს და ითხოვს გემზე ასვლის ნებართვას, `ბატონო ------- ნება მომეცი ამოვიდე ხომალდზე~. მორიგე ოფიცერი უპასუხებს მხედრულ სალამზე. გემის დატოვებისას სამხედრო მოსამსახურე მხედრულად მიესალმება მორიგე ოფიცერს და ითხოვს გემის დატოვების ნებართვას. `ბატონო -------, ნება მომეცით დავტოვო ხომალდი~, მორიგე ოფიცერი უპასუხებს მხედრულ სალამზე. ამის შემდეგ ბრუნდება სახით სახელმწიფო დროშისკენ, მხედრულად მიესალმება მას და დატოვებს გემბანს.
დანართი #2
სამწყობრო მომზადება კალაშნიკოვის ავტომატებითა და ხელის ტყვიამფრქვევებით
1. ამ დანართით განსაზღვრული სამწყობრო ილეთები სრულდება კალაშნიკოვის ავტომატებითა და ხელის ტყვიამფრქვევებით (АКМ, АК-74, АК-74С, РПК-74, РПК, РПК-74С) (იხ. სურათი 1).
[pic]
სურათი 1. კალაშნიკოვის ავტომატი
2. ადგილიდან ყველა სამწყობრო ილეთების შესრულება იწყება დგომებიდან `იარაღი ქამარზე~ ან `იარაღი ფეხთან~, რომლებიც ასევე არის დგომი `სმენა იარაღით~. სამწყობრო ილეთების შესრულებისას ყველა მოძრაობა სრულდება ნორმალური ტემპით, დასაკეცკონდახიანი იარაღით სამწყობრო ილეთები სრულდება გაშლილი კონდახით.
3. სასწავლო მიზნებისათვის მჭიდი არ უნდა იყოს იარაღზე მორგებული. როდესაც სამხედრო მოსამსახურეები ასრულებენ მოვალეობას, რომელიც მოითხოვს მჭიდის გამოყენებას, იარაღის ატარებენ დგომზე `იარაღი ქამარზე~.
4. კომანდის `სირბილით, იარ!~ გაცემამდე უნდა გაიცეს კომანდა `მკერდთან, იარაღი!~.
5. ბრუნები, ხაზზე გასწორება და მოკლე მანძილზე გადაადგილება სრულდება დგომებიდან `იარაღი ფეხთან~ ან `იარაღი ქამარზე~. თუ ეს მოძრაობები უნდა შესრულდეს დგომიდან `იარაღი ფეხთან~, შესასრულებელ კომანდაზე სამხედო მოსამსახურეებმა ავტომატურად უნდა ასწიონ იარაღი ზედაპირიდან დაახლოებით სამი სანტიმეტრით, ხოლო როდესაც დაასრულებენ მოძრაობას უნდა დააბრუნონ იარაღი დგომზე `იარაღი ფეხთან~.
6. ბრუნები სრულდება დგომებიდან `იარაღი ფეხთან~ ან `იარაღი ქამარზე~. როდესაც ბრუნის შესრულება აუცილებელია მიმართულების შესაცვლელად, ბრუნი სრულდება იარაღით ილეთების შესრულების კომანდის გაცემამდე. მოძრაობის დასრულების შემდეგ, ჯერ გაიცემა კომანდები `ფეხთან, იარაღი!~ ან `ქამარზე, იარაღი!~, ხოლო შემდეგ კომანდები ბრუნების შესასრულებლად.
7. დგომი `იარაღი მკერდთან~ მიიღება იარაღით შესასრულებელი თითქმის ყველა ილეთების შესრულებისას, გარდა დგომიდან `იარაღი ფეხთან~ დგომზე `იარაღი მარჯვენა მხარზე~ გადასვლისა და პირიქით.
8. სამწყობრო ილეთების შესრულება იარაღით არის დგომის `სმენა~ და ამ ილეთის შესასრულებლად განსაზღვრული სხვა მოქმედებების ერთდროული შესრულების კომბინაცია. იარაღით უმეტესი სამწყობრო ილეთების შესრულებისას თავი, თვალები და სხეული რჩება ისე, როგორც დგომზე `სმენა~.
9. `იარაღი ქამარზე~ არის ყველაზე შესაფერისი დგომი გადაადგილებისას იარაღის სატარებლად. გადაადგილებისას დგომი `იარაღი მკერდთან~ მიიღება ქამრების არქონისას ან გარემო პირობებიდან გამომდინარე.
10. დგომის `იარაღი ფეხთან~ მისაღებად სრულდება შემდეგი მოძრაობები:
ა) სამხედრო მოსამსახურემ უნდა მიიღოს დგომი `იარაღი ფეხთან~ კომანდაზე `მოეწყვეთ!~ ან დგომიდან `სააღლუმოდ თავისუფლად~ კომანდის `ათეულო (ოცეულო), სმენა!~ შესასრულებელ კომანდაზე (იხ. სურათი 2);
ბ) დგომზე `იარაღი ფეხთან~ უნდა შენარჩუნდეს დგომი `სმენა იარაღით~. იარაღის კონდახი ზედაპირზე მარჯვენა ფეხის ტერფის ცენტრთან ისე უნდა მოთავსდეს, რომ სამიზნე მოწყობილობა მიმართული იყოს უკან და იარაღის ლულა ქმნიდეს ვერტიკალურ სწორ ხაზს. სამხედრო მოსამსახურეს იარაღი მარჯვენა ხელით ისე უნდა ეჭიროს, რომ ხელის ცერა და დანარჩენი თითები ქმნიდეს ლათინური `U~ ასოს ფორმას (თითები გამართულია და შეერთებული), მარჯვენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითები მიმართულია ქვემოთ და გასწორებულია ლულის ზესადებზე ამავდროულად ცერა თითი გასწორებული უნდა იყოს შარვლის გვერდითა ნაკერთან.
[pic]
სურათი 2. დგომები ,,იარაღი ფეხთან~ და ,,სააღლუმოდ თავისუფლად~
11. თავისუფალი დგომები იარაღით სრულდება იმგვარად, როგორც ინდივიდუალური სამწყობრო მომზადებისას, შემდეგი დამატებების გათვალისწინებით:
ა) კომანდის `სააღლუმოდ, თავისუფლად!~ შესასრულებელ კომანდაზე, წინ უნდა გაიწიოს იარაღის ლულის ტუჩი ისე, რომ იარაღის კონდახის წვერი დარჩეს ზედაპირზე, ამავე დროს მარჯვენა ხელი მოჭიდებულია ლულაზე, მკლავი უნდა იყოს გაჭიმული. თვალები და თავი იმავე მდგომარეობაში, როგორც დგომზე `სმენა~;
ბ) კომანდა `დადექით, თავისუფლად!~ სრულდება იმგვარად, როგორც `სააღლუმოდ, თავისუფლად!~, იმ განსხვავებით, რომ თავი და მზერა მიმართულია მწყობრის ხელმძღვანელი პირისკენ;
გ) კომანდებზე `თავისუფლად!~ ან `დაისვენეთ!~ იარაღის კონდახი ზედაპირზე ისე უნდა შენარჩუნდეს, როგორც დგომზე `სააღლუმოდ თავისუფლად~.
12. დგომიდან `იარაღი ფეხთან~ დგომზე `იარაღი მკერდთან~ გადასვლა სრულდება ორდათვლიანი მოქმედებით. ამისთვის გაიცემა კომანდა `მკერდთან, იარაღი!~ (იხ. სურათი 3) და დგომიდან გადასვლა ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~ სამხედრო მოსამსახურემ მარჯვენა ხელი იარაღის ლულას უნდა მოსჭიდოს და ასწიოს იგი დიაგონალზე სხეულის გასწვრივ ისე, რომ მარჯვენა იდაყვი იყოს დახრილი (დაძაბვის გარეშე). ამავე დროს მარცხენა ხელი მოსჭიდოს სალულეს და დაახლოებით 10 სანტიმეტრით დააშოროს იარაღი სხეულს;
ბ) თვლაზე `ორი~ უნდა გაუშვას მარჯვენა ხელი იარაღის ლულას და მოსჭიდოს კონდახს ვიწრო ადგილზე; იარაღი უნდა დაიჭიროს სხეულის დიაგონალურად, სხეულიდან დაახლოებით 10 სანტიმეტრის დაშორებით; მარჯვენა წინამხარი უნდა იყოს ჰორიზონტალურად და იდაყვები გვერდებთან ახლოს.
[pic]
სურათი 3. გადასვლა დგომიდან `იარაღი ფეხთან~
დგომზე `იარაღი მკერდთან~
13. დგომიდან `იარაღი მკერდთან~ დგომზე `იარაღი ფეხთან~ გადასვლა სრულდება სამდათვლიანი მოქმედებით. ამისთვის გაიცემა კომანდა `ფეხთან, იარაღი!~ (იხ. სურათი 4) და დგომიდან გადასვლა ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~ სამხედრო მოსამსახურემ მარჯვენა ხელი უნდა გაუშვას კონდახს და მჭიდროდ მოსჭიდოს ლულას სამიზნის ფუძესთან ახლოს ისე, რომ მარჯვენა ხელი იყოს სხეულის დიაგონალურად; იარაღის ლულა მყარად უნდა დაიჭიროს იარაღის გაუნძრევლად, იდაყვი დაუჭიმავად დაუშვას დაბლა;
ბ) თვლაზე `ორი~ მან მარცხენა ხელი უნდა გაუშვას სალულეს და იარაღი ზედაპირზე დაუშვას მარჯვენა ფეხის ტერფის ცენტრთან ისე, რომ კონდახი ზედაპირიდან დაცილებული იყოს 3 სმ-ით; იარაღს დაშვებისას მარცხენა ხელი მიაყოლოს, საჩვენებელი თითი მიადოს ლულის ტუჩს. ამ დროს თითები გაშლილი და შეერთებული უნდა იყოს, ხელის გული კი სხეულისკენ მიმართული;
გ) თვლაზე `სამი~ მარცხენა ხელი მკვეთრი მოძრაობით უნდა მიიტანოს მარცხენა გვერდზე, იარაღი ფრთხილად დაუშვას ზედაპირზე და მიიღოს დგომი `იარაღი ფეხთან~.
[pic]
სურათი 4. გადასვლა დგომიდან `იარაღი მკერდთან~
დგომზე `იარაღი ფეხთან~
14. დგომიდან ,,იარაღი ფეხთან“ დგომზე „იარაღი ყარაულზე“ გადასვლა სრულდება სამდათვლიანი მოქმედებით. ამისთვის გაიცემა კომანდა „ყარაულზე, იარაღი!“ (იხ. სურათი 5) და დგომიდან გადასვლა ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~ სამხედრო მოსამსახურემ ორი დათვლით უნდა მიიღოს დგომი `მკერდთან იარაღი~;
ბ) თვლაზე `სამი~ მან მარჯვენა ხელით იარაღი ისე უნდა მოატრიალოს, რომ ლულის კოლოფის სარკმელი (სავაზნე კოლოფის ბუდე) ფრონტისკენ იყოს მიმართული. კონდახის ვიწრო ადგილზე ხელის მოჭიდებით იარაღი ისე უნდა გაასწოროს ვერტიკალურად, რომ იარაღი სხეულის ცენტრში მოექცეს სხეულიდან დაახლოებით 10 სანტიმეტრის დაშორებით; იარაღი დაუშვას ქვემოთ იქამდე, რომ მარცხენა წინამხარმა ჰორიზონტალური მდგომარეობა მიიღოს; იდაყვები სხეულზე უნდა იყოს მიდებული.
15. დგომიდან „იარაღი ყარაულზე“ დგომზე „იარაღი ფეხთან“ გადასვლა სრულდება ოთხდათვლიანი მოქმედებით. ამისათვის გაიცემა კომანდა ,,ფეხთან, იარაღი!“ და დგომიდან გადასვლა ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) შესასრულებელ კომანდაზე „იარაღი!”, სამხედრო მოსამსახურემ იარაღი უნდა დააბრუნოს დგომზე ,,იარაღი მკერდთან”;
ბ) მე-2, მე-3 და მე-4 მოქმედებები სრულდება ისევე, როგორც გადასვლა დგომიდან „მკერდთან იარაღი~ დგომზე „ფეხთან იარაღი~.
16. დგომიდან „იარაღი მკერდთან“ გადასვლა დგომზე `იარაღი ყარაულზე~ ან პირიქით სრულდება ერთდათვლიანი მოქმედებით.
17. დგომიდან `იარაღი ფეხთან~ პატივის მისაგებად ან მხედრული თავაზიანობის გამოსახატავად სამხედრო მოსამსახურემ უნდა მიიღოს დგომი `იარაღი ყარაულზე“, ხოლო თვალები და მზერა გაუსწოროს მას, ვისაც პატივს მიაგებს. მხედრული სალმის დაბრუნების შემდეგ მან უნდა მიიღოს დგომი `იარაღი ფეხთან~.
18. მწყობრს გარეთ დგომებზე `იარაღი მარჯვენა მხარზე“ და „იარაღი მარცხენა მხარზე~ პატივის მისაგებად ან მხედრული თავაზიანობის გამოსახატავად სამხედრო მოსამსახურემ უნდა მიიღოს დგომი `იარაღი ყარაულზე~, მარჯვენა ან მარცხენა მხრიდან ყველაზე მოხერხებული მოქმედებით უნდა მიიღოს დგომი `იარაღი მკერდთან~ და შემდეგ ერთი მოქმედებით – დგომი `იარაღი ყარაულზე~. მხედრული სალმის დაბრუნების შემდეგ იგი უნდა დაუბრუნდეს წინა დგომს.
19. მწყობრს გარეთ, სწრაფი ტემპით (სირბილით) გადაადგილებისას სამხედრო მოსამსახურე პატივის მიგებამდე ან მხედრული თავაზიანობის გამოხატვამდე, უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ ტემპს.
[pic]
სურათი 5. დგომი ,,იარაღი ყარაულზე~
20. დგომიდან `იარაღი ფეხთან~ დგომზე `იარაღის შემოწმება~ გადასვლა სრულდება ექვსდათვლიანი მოქმედებით. ამისთვის გაიცემა კომანდა `შეამოწმე, იარაღი!~. (იხ. სურათი 6) დგომიდან გადასვლა ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~ სამხედრო მოსამსახურემ ორი მოქმედებით უნდა მიიღოს დგომი `იარაღი მკერდთან~;
ბ) თვლაზე სამი მან იარაღი ისე უნდა მოაბრუნოს, რომ ამონაკვეთი (მასრების გარეთ გამოსავარდნად) მაღლა იყოს მიმართული;
გ) თვლაზე ოთხი უნდა გაითავისუფლოს მარჯვენა ხელი; ცერა თითით დაუშვას გადამყვანი დაბლა; საკეტის ჩარჩოს სახელური გამოსწიოს და გააჩეროს უკანა მდგომარეობაში ისე, რომ პისტოლეტის სახელური მოექცეს საჩვენებელ თითსა და დანარჩენ თითებს შორის; და ჩაიხედოს სავაზნეში;
დ) თვლაზე ხუთი დამოუკიდებლად ან შემმოწმებლის მითითებაზე `სუფთაა!~, სამხედრო მოსამსახურემ უნდა გაუშვას საკეტის ჩარჩოს სახელურს ხელი და გადაიტანოს პისტოლეტის სახელურზე, დააჭიროს მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი სასხლეტ კაუჭს, დაუშვას ჩახმახი საბრძოლო ფეხიდან და გადამყვანი ბოლომდე ზემოთ ასწიოს;
ე) თვლაზე ექვსი მან უნდა მიიღოს დგომი `იარაღი მკერდთან~.
[pic]
სურათი 6. იარაღის შემოწმება
21. დგომიდან `იარაღი ფეხთან~ დგომზე `იარაღი მარჯვენა მხარზე~ გადასვლა სრულდება ოთხდათვლიანი მოქმედებით. ამისთვის გაიცემა კომანდა `მარჯვენა მხარზე, იარაღი!~ (იხ. სურათი 7). დგომიდან გადასვლა ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~ სამხედრო მოსამსახურემ მარჯვენა ხელით უნდა ასწიოს იარაღი დიაგონალურად სხეულთან მიმართებით ისე, რომ მარჯვენა იდაყვი დაუჭიმავად იყოს დაბლა დაშვებული. იმავდროულად მარცხენა ხელი მოსჭიდოს სალულეს. იარაღი სხეულიდან დაახლოებით 10 სმ-ით უნდა იყოს დაშორებული;
ბ) თვლაზე ორი მარჯვენა ხელი ლულას უნდა გაუშვას და კონდახს ისე მოსჭიდოს, რომ კონდახი მოთავსდეს ხელის გულზე, ხოლო ცერა თითის ბალიში საჩვენებლი თითის პირველ სახსარს გვერდიდან ეხებოდეს;
გ) თვლაზე სამი, მან თავის გაუნძრევლად და მარჯვენა ხელის მოჭიდების შეუცვლელად უნდა გაუშვას სალულეს მარცხენა ხელი, იარაღი მოატრიალოს ისე, რომ სამიზნე მოწყობილობა მიმართული იყოს ზემოთ და იარაღი მარჯვენა მხარზე მოითავსოს. მარცხენა ხელი უნდა დაადოს კონდახის ვიწრო ადგილს, რათა იარაღი მხრისკენ მიმართოს. მარცხენა ხელის ცერა და დანარჩენი თითები უნდა იყოს გაშლილი და შეერთებული, ხელის გულით სხეულისკენ; მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის პირველი სახსარი უნდა ეხებოდეს ლულის კოლოფის სახურავის უკანა ნაწილს; მარცხენა იდაყვი დაბლა უნდა იყოს დაშვებული, მარჯვენა წინამხარი კი ჰორიზონტალურად გასწორებული;
დ) თვლაზე ოთხი სამხედრო მოსამსახურემ მარცხენა ხელი მკვეთრი მოძრაობით უნდა მიიდოს მარცხენა მხარეს ისე, როგორც დგომზე `სმენა~.
[pic]
სურათი 7. დგომი ,,იარაღი მარჯვენა მხარზე~
22. დგომიდან `იარაღი მარჯვენა მხარზე~ გადასვლა დგომზე `იარაღი ფეხთან~ სრულდება ოთხდათვლიანი მოქმედებით. ამისათვის გაიცემა კომანდა `ფეხთან, იარაღი!~. დგომიდან გადასვლა ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~, სამხედრო მოსამსახურე თავის გაუნძრევლად და მარჯვენა ხელის მოჭიდების შეუცვლელად, სწრაფად და მყარად უნდა დააწვეს იარაღის კონდახს დაბლა მარჯვენა ხელით და მოატრიალოს იარაღი ისე, რომ სამიზნე მოწყობილობა მიმართული იყოს ზემოთ და იარაღი იყოს სხეულთან დიაგონალურად, მისგან დაახლოებით ათი სანტიმეტრით დაშორებით. მან მარცხენა ხელი იარაღს სალულეზე უნდა მოსჭიდოს;
ბ) თვლაზე ორი, ასწიოს მარჯვენა ხელი და მოსჭიდოს ლულას სამიზნის ფუძესთან იარაღის გაუნძრევლად; მარჯვენა იდაყვი დაჭიმვის გარეშე დაუშვას;
გ) მესამე და მეოთხე დათვლებზე მოქმედებები სრულდება ისე, როგორც დგომიდან `იარაღი მკერდთან~ გადასვლა დგომზე `იარაღი ფეხთან~.
23. დგომიდან `იარაღი ფეხთან~ დგომზე `იარაღი მარცხენა მხარზე~ გადასვლა სრულდება ოთხდათვლიანი მოქმედებით. ამისთვის გაიცემა კომანდა `მარცხენა მხარზე, იარაღი!~ (იხ. სურათი 8). დგომიდან გადასვლა ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~ სამხედრო მოსამსახურემ ორი მოქმედებით უნდა მიიღოს დგომი `იარაღი მკერდთან~;
ბ) თვლაზე სამი, მან უნდა გაითავისუფლოს მარცხენა ხელი, თავის გაუნძრევლად გადაიტანოს იარაღი მარცხენა მხარზე მარჯვენა ხელით, სამიზნე მოწყობილობა ზემოთ უნდა იყოს მიმართული, მარჯვენა იდაყვი დაუშვას დაბლა. ამავე დროს, მარცხენა ხელი მოსჭიდოს კონდახს ისე, რომ კონდახი აღმოჩნდეს ხელისგულზე, ხოლო ცერა თითის ბალიში საჩვენებელი თითის პირველ სახსარს გვერდიდან ეხებოდეს; მარცხენა წინამხარი უნდა გაასწოროს ჰორიზონტალურად, მკლავი მიიდოს გვერდზე სხეულთან ერთ ხაზში;
გ) თვლაზე ოთხი, ჯარისკაცმა მარჯვენა ხელი მკვეთრი მოძრაობით უნდა მიიდოს მარჯვენა გვერდზე ისე, როგორც დგომზე `სმენა~.
[pic]
სურათი 8. დგომი ,,იარაღი მარცხენა მხარზე~
24. დგომიდან `იარაღი მარცხენა მხარზე~ გადასვლა დგომზე `იარაღი ფეხთან~ სრულდება ხუთდათვლიანი მოქმედებით. ამისთვის გაიცემა კომანდა `ფეხთან, იარაღი!~. დგომიდან გადასვლა ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~, სამხედრო მოსამსახურემ მარჯვენა ხელი მაღლა უნდა ასწიოს და კონდახს ვიწრო ადგილზე მოსჭიდოს; მარჯვენა იდაყვი დაბლა უნდა ჰქონდეს დაშვებული;
ბ) თვლაზე ორი, მან თავის გაუნძრევლად, მარცხენა ხელი უნდა გაუშვას კონდახის ქუსლს და მარჯვენა ხელით იარაღი გადაიტანოს სხეულის დიაგონალურად, სხეულისაგან დაახლოებით ათი სანტიმეტრის დაშორებით (სამიზნე მოწყობილობა მიმართულია ზემოთ). ამავე დროს, მარცხენა ხელი მოსჭიდოს სალულეს და მიიღოს დგომი `იარაღი მკერდთან~;
გ) მესამე, მეოთხე და მეხუთე მოქმედება სრულდება ისე, როგორც გადასვლა დგომიდან `იარაღი მკერდთან~ დგომზე `იარაღი ფეხთან~ (იხ. სურათი 4);
25. დგომიდან `იარაღი მკერდთან~, დგომზე `იარაღი მარჯვენა მხარზე~ გადასვლა სრულდება სამდათვლიანი მოქმედებით. ამისთვის გაიცემა კომანდა: `მარჯვენა მხარზე, იარაღი!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~ სამხედრო მოსამსახურემ მარჯვენა ხელი უნდა გაუშვას კონდახის ვიწრო ადგილს და კონდახს მოსჭიდოს ისე, რომ კონდახი აღმოჩნდეს ხელის გულზე, ხოლო ცერა თითის ბალიში საჩვენებელი თითის პირველ სახსარს გვერდიდან ეხებოდეს. თვლაზე ორი და სამი მოქმედებები სრულდება იმგვარად, როგორც მოქმედებები თვლაზე სამი და ოთხი, დგომიდან `იარაღი ფეხთან~ დგომზე `იარაღი მარჯვენა მხარზე~ გადასვლისას. გადაადგილებისას მოსამზადებელი კომანდა `მარჯვენა მხარზე~ გაიცემა მარჯვენა ფეხის ზედაპირზე დადგმისთანავე, შესასრულებელი კომანდა `იარაღი!~ გაიცემა იმავე ფეხის მეორედ დადგმისთანავე;
26. დგომიდან `იარაღი მარჯვენა მხარზე~ დგომზე `იარაღი მკერდთან~ გადასვლა სრულდება ორდათვლიანი მოქმედებით. ამისათვის გაიცემა კომანდა `მკერდთან, იარაღი!~. შესარულებელ კომანდაზე `იარაღი!~ უნდა შესრულდეს პირველი მოქმედება ისევე, როგორც დგომიდან `იარაღი მარჯვენა მხარზე~ დგომზე `იარაღი ფეხთან~ გადასვლისას. მეორე მოქმედებით სამხედრო მოსამსახურემ უნდა გაითავისუფლოს მარჯვენა ხელი, მოსჭიდს კონდახის ვიწრო ადგილს და მიიღოს დგომი `იარაღი მკერდთან”. გადაადგილებისას მოსამზადებელი კომანდა `მკერდთან~ გაიცემა მარჯვენა ფეხის ზედაპირზე დადგმისთანავე, შესასრულებელი კომანდა `იარაღი!~ გაიცემა იმავე ფეხის მეორედ დადგმისთანავე.
27. დგომიდან `იარაღი მკერდთან~ დგომზე `იარაღი მარცხენა მხარზე~ გადასვლა სრულდება ორდათვლიანი მოქმედებით. ამისთვის გაიცემა კომანდა `მარცხენა მხარზე, იარაღი!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~ მოქმედებები სრულდება იმგვარად, როგორც მოქმედებები თვლაზე სამი და ოთხი, დგომიდან `იარაღი ფეხთან~ დგომზე `იარაღი მარცხენა მხარზე~ გადასვლისას. გადაადგილებისას მოსამზადებელი კომანდა `მარცხენა მხარზე~ გაიცემა მარცხენა ფეხის ზედაპირზე დადგმისთანავე, შესასრულებელი კომანდა `იარაღი!~ გაიცემა იმავე ფეხის მეორედ დადგმისთანავე.
28. დგომიდან `იარაღი მარცხენა მხარზე~ დგომზე `იარაღი მკერდთან“ გადასვლა სრულდება ორდათვლიანი მოქმედებით. ამისათვის გაიცემა კომანდა `მკერდთან, იარაღი!~. შესასრულებელ კომანდაზე „იარაღი!~. მოქმედება სრულდება ისე, როგორც დგომიდან `იარაღი მარცხენა მხარზე~ დგომზე `იარაღი ფეხთან~ გადასვლისას. გადაადგილებისას მოსამზადებელი კომანდა `მკერდთან~ გაიცემა მარცხენა ფეხის ზედაპირზე დადგმისთანავე, შესასრულებელი კომანდა `იარაღი!~ გაიცემა იმავე ფეხის ზედაპირზე მეორედ დადგმისთანავე.
29. დგომიდან `იარაღი მარჯვენა მხარზე~ დგომზე `იარაღი მარცხენა მხარზე~ გადასვლა სრულდება ოთხდათვლიანი მოქმედებით. ამისათვის გაიცემა კომანდა `მარცხენა მხარზე, იარაღი!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~ პირველი მოქმედება სრულდება ისევე, როგორც დგომიდან `იარაღი მარჯვენა მხარზე~ დგომზე `იარაღი ფეხთან~ გადასვლისას. თვლაზე ორი, სამხედრო მოსამსახურემ მარჯვენა ხელი უნდა გაითავისუფლოს და მოსჭიდოს კონდახის ვიწრო ადგილს (`იარაღი მკერდთან~). თვლაზე სამი და ოთხი – მოქმედებები სრულდება იმგვარად, როგორც დგომიდან `იარაღი მკერდთან~ დგომზე `იარაღი მარცხენა მხარზე~ გადასვლისას. გადაადგილებისას მოსამზადებელი კომანდა `მარცხენა მხარზე~ გაიცემა მარცხენა ფეხის ზედაპირზე დადგმისთანავე, შესასრულებელი კომანდა `იარაღი!~ გაიცემა იმავე ფეხის ზედაპირზე მეორედ დადგმისთანავე.
30. დგომიდან `იარაღი მარცხენა მხარზე~ დგომზე `იარაღი მარჯვენა მხარზე~ გადასვლა სრულდება ხუთდათვლიანი მოქმედებით. ამისთვის გაიცემა კომანდა `მარჯვენა მხარზე, იარაღი!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~, სამხედრო მოსამსახურემ ორი მოქმედებით უნდა მიიღოს დგომი `იარაღი მკერდთან~. თვლაზე სამი, ოთხი და ხუთი მოქმედებები სრულდება იმგვარად, როგორც დგომიდან `იარაღი მკერდთან~ დგომზე `იარაღი მარჯვენა მხარზე~ გადასვლისას. გადაადგილებისას მოსამზადებელი კომანდა `მარჯვენა მხარზე~ გაიცემა მარჯვენა ფეხის ზედაპირზე დადგმისთანავე, შესასრულებელი კომანდა `იარაღი!~ გაიცემა იმავე ფეხის ზედაპირზე მეორედ დადგმისთანავე.
31. დგომებიდან `იარაღი მარჯვენა მხარზე~ ან `იარაღი მარცხენა მხარზე~ გადასვლა დგომზე `იარაღი ყარაულზე~ სრულდება მხოლოდ ადგილზე დგომისას. ამისთვის გაიცემა კომანდა: `ყარაულზე, იარაღი!~. შესარულებელ კომანდაზე `იარაღი!~ სამხედრო მოსამსახურემ უნდა მიიღოს დგომი `მკერდთან იარაღი~, რომელიმე მხრიდან (თუ იარაღი მარჯვენა მხარზეა – მარჯვნიდან, ხოლო თუ მარცხენაზეა – მარცხნიდან) და შემდეგ დგომიდან `მკერდთან იარაღი~ ერთი მოქმედებით გადავიდეს დგომზე `იარაღი ყარაულზე~.
32. დგომიდან `იარაღი ყარაულზე~ დგომზე `იარაღი მარჯვენა/მარცხენა მხარზე~ დასაბრუნებლად, გაიცემა კომანდა `მარჯვენა/მარცხენა მხარზე, იარაღი!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~ სამხედრო მოსამსახურემ ერთი მოქმედებით უნდა მიიღოს დგომი `მკერდთან იარაღი~ და შემდეგ შეასრულოს ის მოქმედებები, რომლებიც სრულდება დგომიდან `მკერდთან იარაღი~ დგომებზე `მარჯვენა/მარცხენა მხარზე იარაღი~ გადასვლისას.
33. გამოცდილ სამხედრო მოსამსახურეებს უნდა შეეძლოთ თხუთმეტდათვლიანი ილეთის შესრულება ერთმანეთის მიყოლებით. გადასვლები დგომიდან `იარაღი ფეხთან~ დგომებზე `იარაღი მარჯვენა მხარზე“, „იარაღი მარცხენა მხარზე~, `იარაღი ყარაულზე~ და `იარაღი ფეხთან~. ამისათვის გაიცემა კომანდა `თხუთმეტდათვლიანი ილეთი, იარაღით!~.
34. კომანდა `მოარგე (მოხსენი), ხიშტდანა!~ გაიცემა მხოლოდ დგომიდან `იარაღი ფეხთან~. ეს მოქმედება სრულდება სამხედრო მანერით (თუმცა თავისუფალი ტემპით) შემდეგი წესით:
ა) ხიშტდანის მისაერთებლად გაიცემა კომანდა: `მოარგე, ხიშტდანა!~. შესასრულებელ კომანდაზე `ხიშტდანა!~ სამხედრო მოსამსახურემ მარჯვენა ხელი უნდა მოსჭიდოს იარაღის ლულას, ოდნავ ასწიოს იარაღი და ფეხის ტერფებს შორის ისე მოათავსოს იარაღის კონდახი, რომ ლულის კოლოფის სარკმელი მიმართული იყოს ფრონტისკენ; მარცხენა ხელი მოსჭიდოს იარაღის ლულას სამიზნის ფუძესთან, შეაბრუნოს იგი სამიზნით მარცხნივ და გასწიოს ლულის ტუჩი წინ და ოდნავ მარცხნივ. მარჯვენა ხელით გახსნას ხიშტდანის ქარქაშის ქამარი და გამოიღოს ხიშტდანა; მზერა მიმართოს ხიშტდანის წვერისაკენ, ხიშტდანის წვერი მიმართოს ზემოთ და ჩამოაცვას იგი სამიზნის ფუძის საყრდენზე კილოებით (იხ. სურათი 9.ა), ხოლო АК-74-ზე – რგოლით მუხრუჭ-კომპენსატორის სალულე გვირგვინზე საკეტელას მთლიანად დახურვამდე (იხ. სურათი 9.ბ) იმისათვის, რომ სამხედრო მოსამსახურე დარწმუნდეს, სწორად მიერთდა თუ არა ხიშტდანა, მარჯვენა ხელი უნდა მოსჭიდოს ხიშტდანის სახელურს და ზომიერად ამოქაჩოს ზემოთ. ამის შემდეგ მარჯვენა ხელით შეკრას ხიშტდანის ქარქაშის ქამარი და მიიღოს დგომი `იარაღი ფეხთან~;
ბ) ხიშტდანის მოხსნისთვის გაიცემა კომანდა: `მოხსენი, ხიშტდანა!~. შესასრულებელ კომანდაზე `ხიშტდანა!~ სამხედრო მოსამსახურემ მარჯვენა ხელი უნდა მოსჭიდოს იარაღის ლულას ხიშტდანის სახელურზე და ავტომატის კონდახი მოათავსოს ფეხის ტერფებს შორის ისე, რომ ლულის კოლოფის სარკმელი მიმართული იყოს ფრონტისკენ; მარცხენა ხელით უნდა შეაბრუნოს იარაღი სამიზნით მარცხნივ, გასწიოს ლულის ტუჩი ოდნავ მარცხნივ და ეჭიროს ამ მდგომარეობაში; მარჯვენა ხელით უნდა გახსნას ხიშტდანის ქარქაშის ქამარი; მოსჭიდოს მარჯვენა ხელი ხიშტდანას, ამავე ხელის ცერა თითი დააჭიროს საკეტელას და მოხსნას იგი იარაღიდან; ხიშტდანის წვერისთვის თვალის მოუშორებლად დააბრუნოს იგი ქარქაშში ისე, რომ ხიშტდანის რგოლი მიმართული იყოს ფრონტისკენ. დაკეტოს ხიშტდანის ქარქაშის ქამარი და დაუბრუნდეს დგომს `იარაღი ფეხთან~.
[pic]
სურათი 9. ხიშტდანის მიერთება და მოხსნა
35. ყველა სამწყობრო ილეთი როგორც ინდივიდუალური, ასევე ქვედანაყოფის, შეიძლება შესრულდეს დგომიდან `იარაღი ქამარზე~, გარდა კომანდებისა: `სირბილით, იარ!~, `შეკრიბეთ, იარაღი!~, `მოარგე (მოხსენი), ხიშტდანა!~, რომლებიც სრულდება დგომიდან `იარაღი ფეხთან~.
36. მწყობრში დგომისას, დგომზე `იარაღი ქამარზე~ სრულდება ხელით მისალმება კომანდაზე `მხედრული, სალამი!~.
37. სამწყობრო მომზადებისა და ცერემონიების განმავლობაში ოცეულის მეთაურები და ოცეულის სერჟანტები თავიანთ იარაღს ატარებენ `ქამარზე~ და ამ დგომიდან ისინი ასრულებენ მხოლოდ მხედრულ მისალმებას (არ იხსნიან იარაღს ქამრიდან). ეს აგრეთვე შეეხება ათეულის მეთაურებს, როდესაც ისინი ატარებენ სამწყობრო მომზადებას ათეულთან, როგორც ცალკეულ ქვედანაყოფთან. როდესაც ქვედანაყოფის ყველა წევრი ატარებს იარაღს `ქამარზე~, ოცეულის მეთაურები და ოცეულის სერჟანტები ასრულებენ მხოლოდ მხედრულ მისალმებას. ისინი არ იხსნიან იარაღს ქამრიდან.
38. დგომიდან `იარაღი ფეხთან~ დგომზე `იარაღი ქამარზე~ გადასვლისათვის გაიცემა კომანდა: `ქამარზე, იარაღი!~ (იხ. სურათი 10). შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~ სამხედრო მოსამსახურემ მარჯვენა ხელი უნდა მოსჭიდოს იარაღის ლულას და ასწიოს იარაღი ვერტიკალურად; მარცხენა ხელი ჩასჭიდოს იარაღის ქამარს ზედა სამაგრთან და გაუშვას მარჯვენა ხელი. მარჯვენა ხელი მოათავსოს ქამრის სამაგრსა და იარაღს შორის და მარცხენა ხელით გადაიტანოს იარაღი მარჯვენა მხარზე; მოსჭიდოს მარჯვენა ხელი ქამარს ისე, რომ მაჯა იყოს გასწორებული და წინამკლავი იყოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, იდაყვი მიდებული გვერდზე, იარაღი კი ვერტიკალურ მდგომარეობაში; გაუშვას მარცხენა ხელი და მკვეთრად დაუშვას მარცხენა გვერდზე ისე, როგორც დგომზე `სმენა~.
39. დგომიდან `იარაღი ქამარზე~ დგომზე `იარაღი ფეხთან~ გადასასვლელად გაიცემა კომანდა: `ფეხთან, იარაღი!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~ სამხედრო მოსამსახურემ მარცხენა ხელი უნდა მოსჭიდოს იარაღის ქამარს მხრის დონეზე. მარჯვენა ხელი გაუშვას ქამარს და მარცხენა ხელით ჩამოიღოს იარაღი მხრიდან. მარჯვენა ხელი მოსჭიდოს იარაღის ლულას, გაუშვას მარცხენა ხელი ქამარს და მიიღოს დგომი `იარაღი ფეხთან~.
[pic]
სურათი 10. დგომი „იარაღი ქამარზე~
40. თუ ელემენტი დგომზე `იარაღი ფეხთან~ დგას მოშვებული ან დაჭიმული ქამრით და მეთაურს სურს, რომ შეცვალოს ქამრის მდგომარეობა, იგი გასცემს კომანდას: `მოუშვი (დაჭიმე), ქამარი!~. შესასრულებელ კომანდაზე `ქამარი!~, სამხედრო მოსამსახურემ მარჯვენა ხელი უნდა მოსჭიდოს იარაღის ლულას და ასწიოს იარაღი ვერტიკალურად. მარცხენა ხელით იარაღის კონდახი მიიდოს მარჯვენა თეძოზე და იარაღის სალულე მოათავსოს მარჯვენა წინამკლავზე. ქამრის დასაჭიმად ან მოსაშვებად ორივე ხელი უნდა გამოიყენოს და მიიღოს დგომი `იარაღი ფეხთან~ (იხ. სურათი 11).
41. თუ ელემენტი დგას დგომზე `იარაღი ქამარზე~ მოშვებული ან დაჭიმული ქამრით და მეთაურს სურს, რომ შეცვალოს ქამრის მდგომარეობა, იგი გასცემს კომანდას `მოუშვი (დაჭიმე), ქამარი!~. შესასრულებელ კომანდაზე `ქამარი!~ სამხედრო მოსამსახურემ უნდა მოიხსნას იარაღი მხრიდან, შემდეგ მარჯვენა ხელი მოსჭიდოს იარაღის ლულას და ასწიოს იარაღი ვერტიკალურად; მარცხენა ხელით მოათავსოს იარაღი მარჯვენა თეძოზე ისე, რომ იარაღის სალულე მარჯვენა წინამკლავზე მოთავსდეს; ქამრის დასაჭიმად ან მოსაშვებად ორივე ხელი უნდა გამოიყენოს და მიიღოს დგომი `იარაღი ქამარზე~.
42. თუ სხვაგვარად არ არის ნაბრძანები, მწყობრის შეიარაღებული ელემენტები მოეწყობიან დგომზე `იარაღი ფეხთან~ მოშვებული ქამრებით. დგომიდან `იარაღი ქამარზე~, დაჭიმული ქამრებით, დგომზე `იარაღი ფეხთან~ გადასვლისას კომანდაზე `ფეხთან, იარაღი!~, ჯერ სრულდება ქამრის მოშვება და შემდეგ დგომი `იარაღი ფეხთან~.
[pic]
სურათი 11. ქამრის მოშვება (ან დაჭიმვა)
43. დგომზე `იარაღი ქამარზე~ მხედრული მისალმების შესასრულებლად გაიცემა კომანდა `მხედრული, სალამი!~ (იხ. სურათი 12) და სრულდება შემდეგი წესით:
ა) შესასრულებელ კომანდაზე `სალამი!~ სამხედრო მოსამსახურემ მარცხენა ხელი იარაღის ქამრისკენ უნდა წაიღოს და მოსჭიდოს ქამარს მარჯვენა ხელის ზემოდან; გაითავისუფლოს მარჯვენა ხელი და შეასრულოს მხედრული მისალმება ხელით;
ბ) ხელით მხედრული სალმის შესაწყვეტად გაიცემა კომანდა `დაუშვით, ხელი!~. შესასრულებელ კომანდაზე `ხელი!~ სამხედრო მოსამსახურემ მარჯვენა ხელი ჯერ მკვეთრი მოძრაობით უნდა დაუშვით გვერდზე ისე, როგორც დგომზე `სმენა~, ხოლო შემდეგ მოსჭიდოს ქამარს. შემდეგ მარცხენა ხელი მკვეთრი მოძრაობით დაუშვას მარცხენა გვერდზე ისე, როგორც დგომზე `სმენა~;
გ) სამხედრო მოსამსახურის მიერ მოხსენების, თავაზიანობის გამოხატვისა და პატივის მიგებისას ხელით მხედრული მისალმების წესები ისეთივეა, როგორც ინდივიდუალურ სამწყობრო მომზადებაშია ახსნილი. როდესაც სამხედრო მოსამსახურეები მოვალეობას ასრულებენ ხალხმრავალ ადგილებში, სადაც ხშირად არის საჭირო მხედრული მისალმება, იარაღი უნდა ატარონ `ქამარზე~.
[pic]
სურათი 12. მხედრული მისალმება დგომზე `იარაღი ქამარზე~
44. დგომიდან `იარაღი ქამარზე~ გადასვლა დგომზე `იარაღი მკერდთან~ მოქმედების შესასრულებლად გაიცემა კომანდა `მკერდთან, იარაღი!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~ სამხედრო მოსამსახურემ მარცხენა ხელი უნდა მოსჭიდოს ქამარს მხრის დონეზე, იარაღი მხრიდან ჩამოიღოს და წინ გასწიოს; მარჯვენა ხელი მოსჭიდოს კონდახს ვიწრო ადგილზე, მარცხენა ხელი გაუშვას ქამარს და მოსჭიდოს იარაღის სალულეს; იარაღი დაიჭიროს დიაგონალურად სხეულთან მიმართებით და დააშოროს იგი სხეულს დაახლოებით ათი სანტიმეტრით; იდაყვები მიიდოს გვერდზე და მარჯვენა წინამკლავი გაასწოროს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. დგომის `იარაღი ქამარზე~ მისაღებად გაიცემა კომანდა `ქამარზე, იარაღი!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~ სამხედრო მოსამსახურემ მარცხენა ხელი ქამარს ზედა სამაგრთან ახლოს უნდა მოსჭიდოს; გაუშვას მარჯვენა ხელი და გადაიტანოს იარაღი მარჯვენა მხარზე ისე, რომ მარჯვენა მკლავი მოთავსდეს ქამარსა და იარაღს შორის; მიიღოს დგომი `იარაღი ქამარზე~ (იხ. სურათი 13).
[pic]
სურათი 13. დგომიდან `იარაღი ქამარზე~ გადასვლა
დგომზე `იარაღი მკერდთან~
45. დგომიდან `იარაღი ქამარზე~ გადასვლა დგომზე `იარაღის შემოწმება~ მოქმედების შესასრულებლად გაიცემა კომანდა `შეამოწმე, იარაღი!~ და დგომიდან გადასვლა ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~ სამხედრო მოსამსახურე უნდა გადავიდეს დგომზე `იარაღი მკერდთან~ და შემდეგ შეასრულოს მოქმედებები მესამედან – მეექვსეს ჩათვლით, რომლებიც სრულდება დგომიდან `იარაღი ფეხთან~ დგომზე `იარაღის შემოწმება~ გადასვლისას;
ბ) დგომზე `იარაღი ქამარზე~ დასაბრუნებლად იგივე მოქმედებები სრულდება, რაც დგომიდან `იარაღი მკერდთან~ დგომზე `იარაღი ქამარზე~ გადასვლისას;
გ) დგომის `იარაღის შემოწმება~ მისაღებად, თუ სავაზნე კოლოფი მიერთებულია, ჯარისკაცმა მარჯვენა ხელით უნდა მოხსნას სავაზნე კოლოფი მესამე მოქმედების შესრულებამდე და მოათავსოს სავაზნე კოლოფი სხეულისა და შარვლის წელს შორის, წინ მარჯვენა მხარეს. სასხლეტ კაუჭზე დაწოლისა და გადამყვანის ბოლომდე ზემოთ აწევის შემდეგ დაუყოვნებლივ მიუერთოს სავაზნე კოლოფი იარაღს, დგომის `იარაღი მკერდთან~ მიღებამდე.
46. ათეულის წევრები იარაღის შეკრებას ასრულებენ თავიანთი პოზიციებიდან გაშლილ მწყობრში (ნორმალური ინტერვალით) დგომიდან `იარაღი ფეხთან~. გაშლილ მწყობრში ათეულის მეთაური გასცემს კომანდას `ათეულო, გაითვალე!” და შემდეგ იარაღის შემკრებ სამხედრო მოსამსახურეებს დანიშნავს ნომრებით (2-5-8). როდესაც ათეული არის უფრო დიდი დანაყოფის ნაწილი, იარაღის შეკრება შეიძლება შესრულდეს კოლონაში (როდესაც მწყობრი შედგება სამი ან მეტი რიგისგან და ათეულები დგანან ნორმალური ინტერვალით). მეორე ან მესამე ათეული ინიშნება იარაღის შემკრებ ათეულად.
47. იარაღის შემკრები სამხედრო მოსამსახურეების დანიშვნის შემდეგ, იარაღის შეკრებისათვის მოსამზადებლად ათეულის მეთაური გასცემს კომანდას `მოამზადე, იარაღი!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~ თითოეული შემკრები სამხედრო მოსამსახურე (ან იარაღის შემკრები ათეული) მარჯვენა ხელს მოსჭიდებს თავისი იარაღის ლულას და ასწევს იარაღს ვერტიკალურად; მარცხენა ხელით თეძოზე მიიდებს იარაღის კონდახს და მოათავსებს იარაღს მარჯვენა წინამკლავზე; ხელის მოჭიდების შეუცვლელად ჩამოაცურებს მარჯვენა ხელს ლულაზე და მოსჭიდებს სალულესა და ლულის ზესადებს ისე, რომ საჩვენებელი და შუათითი ზუმბას ეხებოდეს; ათავისუფლებს მარცხენა ხელს და მოსჭიდებს ზუმბას დაბოლოებას. მარჯვენა ხელის საჩვენებელი და შუა თითით აწვება ზუმბას, იმავდროულად მარცხენა ხელით ამოსწევს ზუმბას ლულის ტუჩის დონეზე. ამის შემდეგ უბრუნდება დგომს `იარაღი ფეხთან~.
48. იარაღის შემკრები ყველა სამხედრო მოსამსახურის მიერ დგომის `იარაღი ფეხთან~, მიღების შემდეგ ათეულის მეთაური გასცემს კომანდას `შეკრიბე, იარაღი!~. იარაღის შეკრება ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~ თითოეული შემკრები სამხედრო მოსამსახურე მარჯვენა ხელს მოსჭიდებს იარაღის ლულას, მოათავსებს იარაღს სხეულის ცენტრში წინ ისე, რომ სამიზნე მოწყობილობა იყოს ზურგისაკენ მიმართული, იარაღის კონდახი მოთავსებული იყოს ზედაპირზე ისე, რომ კონდახის ქუსლი გასწორებული იყოს ორივე ფეხის წვერებს შორის, ერთ ხაზზე. იარაღის შემკრები სამხედრო მოსამსახურე გადაიხრება წინ, მარცხენა ხელით მოხსნის ზუმბას და მოათავსებს მას სამიზნის ფუძეზე არსებულ ჭრილში (იარაღი მუდმივად რჩება ვერტიკალურ მდგომარეობაში). მარცხენა ხელით ჰორიზონტალურად უჭირავს ზუმბა სხვა იარაღების შეკრებისთვის;
ბ) შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~ შემკრები სამხედრო მოსამსახურის მარჯვნივ და მარცხნივ მდგომი სამხედრო მოსამსახურეები ერთდროულად ასრულებენ შემდეგ მოქმედებებს: იარაღის შემკრები სამხედრო მოსამსახურის მარჯვნივ მდგომი მარჯვენა ხელს მოსჭიდებს მისი იარაღის ლულას, ასწევს და გაასწორებს სხეულის ცენტრში ისე, რომ ლულის კოლოფის სარკმელი მიმართული იყოს ფრონტისკენ. მაჯა გასწორებულია მხრის სიმაღლეზე, მკლავის იდაყვში მოუხრელად; მარცხენა ხელს სალულეს შუაში მოჰკიდებს, გაუშვებს მარჯვენა ხელს და კონდახს ვიწრო ადგილზე ჩასჭიდებს. ორივე მკლავს იდაყვებში მოუხრელად დაუშვებს და იარაღი ვერტიკალურად უჭირავს; იარაღის შემკრები სამხედრო მოსამსახურის მარცხნივ მდგომი იარაღის ლულას მოსჭიდებს მარჯვენა ხელს, ასწევს და გაასწორებს ცენტრში ისე, რომ ლულის კოლოფის სარკმელი მიმართული იყოს ფრონტისკენ. მაჯა გასწორებულია მხრის სიმაღლეზე, მკლავის იდაყვში მოუხრელად; მარცხენა ხელს მოსჭიდებს კონდახს ვიწრო ადგილზე, გაუშვებს მარჯვენა ხელს ლულას და ხელახლა მოსჭიდებს სალულეს შუაში. ორივე მკლავს იდაყვებში მოუხრელად დაუშვებს და იარაღი ვერტიკალურად უჭირავს;
გ) იარაღის შემკრები სამხედრო მოსამსახურის მიერ, ზუმბის სამიზნის ფუძეზე არსებულ ჭრილში მოათავსების შემდეგ, მის მარჯვნივ და მარცხნივ მდგომი ორივე სამხედრო მოსამსახურე გადადგამს ნახევარ ნაბიჯს იმ ფეხით, რომელიც უფრო ახლოსაა იარაღის შემკრებთან (ნახევარი ნაბიჯი მარჯვნივ ან მარცხნივ). იარაღის შემკრების მარცხნივ მდგომი დადებს თავის იარაღს ისე, რომ იარაღის შემკრების ზუმბა მოთავსდეს მისი იარაღის სამიზნის ფუძეზე არსებულ ჭრილში. იარაღი ამ მდგომარეობაში უჭირავს მანამ, სანამ შემკრები სამხედრო მოსამსახურის მარჯვნივ მდგომი თავის იარაღს იმგვარადვე მოათავსებს;
დ) იარაღის მდგრადობის შენარჩუნების მიზნით, სამივე სამხედრო მოსამსახურე, ფეხების გაუნძრევლად, დახრის თავის იარაღს ისე, რომ შეიქმნას პირამიდა. როდესაც იარაღის შეკრება დასრულდება, სამივე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს დგომს `სმენა~.
49. დამატებითი იარაღის გადაცემა სრულდება მარჯვნივ (კოლონაში, მარჯვნივ ან მარცხნივ), იარაღის შეკრების უახლოესი ადგილისკენ. დამატებითი იარაღების მქონე სამხედრო მოსამსახურეები მოსჭიდებენ იარაღის ლულას მარჯვენა ხელს და ასწევენ იარაღს ვერტიკალურად ისე, რომ ლულის კოლოფის სარკმელი მიმართული იყოს ფრონტისკენ (მაჯა გასწორებულია მხრის სიმაღლეზე, მკლავის იდაყვში მოუხრელად) და ოდნავ მარჯვნივ. გადაცემისას იარაღი უნდა იყოს ვერტიკალურ მდგომარეობაში და ლულის კოლოფის სარკმელი ფრონტისკენ მიმართული, იარაღის გადაცემა ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) იარაღის შემკრები სამხედრო მოსამსახურის მარცხნივ მდგომი მარცხენა ხელს მოსჭიდებს იარაღს სალულეზე. ის სამხედრო მოსამსახურე, რომელიც გადასცემს დამატებით იარაღის, ხელს უშვებს მას და მკვერთად დაუბრუნდება დგომს `სმენა~. იარაღის შემკრების მარცხნივ მდგომი გადააადგილებს იარაღს მარჯვნისაკენ მანამ, სანამ იარაღი მოექცევა მისი სხეულის ცენტრში, შემდეგ მარჯვენა ხელს მოსჭიდებს იარაღის ლულას, იდაყვი გამართულია, მაჯა გასწორებულია მხრის დონეზე; მარცხენა ხელს უშვებს იარაღს, მკვეთრად აბრუნებს მარცხენა გვერდზე ისე, როგორც დგომზე `სმენა~ და გასწევს იარაღს ფრონტიდან ოდნავ მარჯვნივ;
ბ) იარაღის შემკრები სამხედრო მოსამსახურე იღებს იარაღს 46-ე პუნქტის შესაბამისად. იარაღის შემკრები სამხედრო მოსამსახურის მარცხნივ მდგომი მას შემდეგ, რაც ხელს გაუშვებს იარაღს, მკვეთრი მოძრაობით უბრუნდება დგომს `სმენა~. როდესაც იარაღის შემკრები სამხედრო მოსამსახურე მიიტანს იარაღს მისი სხეულის ცენტრში და მარჯვენა ხელს მოსჭიდებს ლულას, გადაიხრება წინ და მოათავსებს იარაღს შეკრების ადგილზე. თუ არსებობს ორი დამატებითი იარაღი, მეორე იარაღიც გადაეცემა იმგვარად, როგორც პირველი.
50. იარაღის ასაღებად გაიცემა კომანდა `აიღე, იარაღი!~. სამხედრო მოსამსახურეები დამატებით იარაღს აბრუნებენ იმის უკუთანმიმდევრობით როგორც მიიღეს. იარაღის შემკრები სამხედრო მოსამსახურე ოდნავ გადაიხრება წინ, დაიჭერს იარაღსა და ზუმბას ისე, როგორც იარაღის შეკრებისას. მარცხნივ და მარჯვნივ მდგომი სამხედრო მოსამსახურეები გადადგამენ ნახევარ ნაბიჯს იარაღის შემკრები სამხედრო მოსამსახურისაკენ ისევე, როგორც იარაღის შეკრებისას. თითოეული სამხედრო მოსამსახურე იხრება, ხელს სჭიდებს იარაღს (ერთ ხელს კონდახს ვიწრო ადგილზე, ხოლო მეორე ხელს – სალულეს). მარჯვნივ მდგომი სამხედრო მოსამსახურე პირველი ათავისუფლებს იარაღს და იღებს დგომს `იარაღი ფეხთან~. მარცხნივ მდგომი ათავისუფლებს იარაღს და იღებს დგომს `იარაღი ფეხთან~. იარაღის შემკრები სამხედრო მოსამსახურე მარცხენა ხელით მოარგებს ზუმბას იარაღს და მიიღებს დგომს `იარაღი ფეხთან~.
დანართი #3
სამწყობრო მომზადება 7,62 მმ-იანი СКС სერიის კარაბინით
1. СКС სერიის კარაბინით (იხ. სურათი N1) სამწყობრო ილეთები სრულდება იმგვარად, როგორც კალაშნიკოვის სისტემის ავტომატით, გარდა მცირე განსხვავებისა დგომებზე: `იარაღი ფეხთან~; `იარაღი მკერდთან~; `იარაღის შემოწმება~ და `ყარაულზე იარაღი~.
[pic]
სურათი 1. 7,62 მმ-იანი СКС სერიის კარაბინი
2. სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ დგომს `იარაღი ფეხთან~ კომანდაზე `მოეწყვეთ!~ ან დგომიდან `სააღლუმოდ თავისუფლად~ კომანდის `ათეულო (ოცეულო), სმენა!~ შესასრულებელ კომანდაზე. დგომის `იარაღი ფეხთან~ მისაღებად სამხედრო მოსამსახურემ კარაბინის კონდახი ზედაპირზე ისე უნდა მოათავსოს, რომ სამიზნე მოწყობილობა მიმართული იყოს ზურგისაკენ, კონდახი ეხებოდეს მარჯვენა ფეხს და კარაბინის კონდახის წვერი იყოს ერთ ხაზში მარჯვენა ფეხის წვერთან; კარაბინი მარჯვენა ხელის ცერა და დანარჩენი თითებით ისე უნდა დაიჭიროს, რომ თითები იყოს ლათინური ასო U-ს ფორმით (თითები გამართული და შეერთებულია, მიმართულია დაბლა და წვერები ეხება სალულეს გვერდს). მარჯვენა ხელი უნდა ეჭიროს ისე, როგორც დგომზე `სმენა~. მარჯვენა მკლავი მოთავსებულია კარაბინის უკან (იხ. სურათი 2).
[pic]
სურათი 2. დგომი `იარაღი ფეხთან~ (დგომი `სმენა იარაღით~)
და დგომი `სააღლუმოდ თავისუფლად~
3. თავისუფალი დგომები კარაბინით სრულდება იმგვარად, როგორც ინდივიდუალური სამწყობრო მომზადებისას, შემდეგი განსხვავებებით:
ა) კომანდის `სააღლუმოდ, თავისუფლად!~ შესასრულებელ კომანდაზე `თავისუფლად!~, სამხედრო მოსამსახურემ მარჯვენა ხელით კარაბინი წინ ისე უნდა დახაროს, რომ კონდახის წვერი დარჩეს ერთ ხაზში მარჯვენა ფეხის წვერთან; იმავდროულად მარჯვენა ხელი ლულასა და ხიშტდანას ერთდროულად მოსჭიდოს ხიშტდანის რგოლის ქვემოთ ისე, რომ საჩვენებელი თითი რგოლს ეხებოდეს; მარჯვენა ხელი იდაყვში მოუხრელად უნდა გამართოს (იხ. სურათი 2);
ბ) სამხედრო მოსამსახურე დგომის `დადექით თავისუფლად~ მიიღებს იმგვარად, როგორც დგომს `სააღლუმოდ თავისუფლად~;
გ) სამხედრო მოსამსახურე დგომებზე `თავისუფლად~ და `დაისვენეთ~ შეინარჩუნებს კარაბინს იმავე მდგომარეობაში, როგორც დგომზე `სააღლუმოდ თავისუფლად~.
4. დგომიდან `იარაღი ფეხთან~ დგომზე `იარაღი მკერდთან~ გადასვლა სრულდება ორდათვლიანი მოქმედებით. ამისათვის გაიცემა კომანდა `მკერდთან, იარაღი!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~ სამხედრო მოსამსახურემ მარჯვენა ხელით უნდა ასწიოს კარაბინი სხეულთან დიაგონალურად ისე, რომ მარჯვენა იდაყვი დაბლა იყოს დაშვებული დაჭიმვის გარეშე. ამავე დროს მარცხენა ხელი უნდა მოსჭიდოს კარაბინს ბალანსის ადგილზე (ადგილი იარაღზე, სადაც შენაჩუნებულია იარაღის წონასწორობა) ისე, რომ კარაბინი დაახლოებით ათი სანტიმეტრით იყოს დაშორებული სხეულს. მეორე მოქმედებით მარჯვენა ხელი მოსჭიდოს კონდახს ვიწრო ადგილზე. კარაბინი უნდა დაიჭიროს სხეულთან დიაგონალურად, სხეულიდან დაახლოებით ათი სანტიმეტრის დაშორებით. მარჯვენა მკლავი ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია და იდაყვები მიდებულია გვერდებზე.
5. დგომიდან `იარაღი მკერდთან~ დგომზე `იარაღი ფეხთან~ გადასვლა სრულდება სამდათვლიანი მოქმედებით. ამისთვის გაიცემა კომანდა `ფეხთან, იარაღი!~ და ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~ სამხედრო მოსამსახურემ მარჯვენა ხელი, კარაბინის გაუნძრევლად, უნდა გაუშვას კონდახის ვიწრო ადგილს და მოსჭიდოს ლულასა და ხიშტდანას ხიშტდანის რგოლის ქვემოთ ისე, რომ საჩვენებელი თითი ხიშტდანის რგოლს ეხებოდეს. იდაყვი დაშვებულია დაბლა დაჭიმვის გარეშე;
ბ) თვლაზე ორი, სამხედრო მოსამსახურემ მარცხენა ხელი უნდა გაუშვას კარაბინის ბალანსის ადგილს და დაუშვას კარაბინი მარჯვენა მხარეს ისე, რომ კონდახი ზედაპირიდან დაცილებული იყოს სამი სანტიმეტრით; მარცხენა ხელი მიაყოლოს კარაბინს დაშვებისას და საჩვენებელი თითი დაადოს ლულის ტუჩს; დანარჩენი თითები შეკრულია და გამართული, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ;
გ) თვლაზე სამი, მარცხენა ხელი მკვეთრი მოძრაობით უნდა გადაიტანოს მარცხენა გვერდზე, ფრთხილად დაუშვას იარაღი ზედაპირზე და მიიღოს დგომი `იარაღი ფეხთან~ (იხ. სურათი 3).
[pic]
სურათი 3. დგომიდან `იარაღი მკერდთან~
გადასვლა დგომზე `იარაღი ფეხთან~
6. დგომიდან `იარაღი ფეხთან~ დგომზე `იარაღი ყარაულზე~ გადასვლა სრულდება სამდათვლიანი მოქმედებით. ამისათვის გაიცემა კომანდა `ყარაულზე, იარაღი!~ და ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~ სამხედრო მოსამსახურე მიიღებს დგომს `იარაღი მკერდთან~ ორი მოქმედებით;
ბ) თვლაზე სამი, უნდა მოატრიალოს კარაბინი ისე, რომ სამიზნე მოწყობილობა ზურგისაკენ იყოს მიმართული. კარაბინი უნდა დაიჭიროს ვერტიკალურად სხეულის ცენტრში, სხეულიდან ათი სანტიმეტრის დაშორებით; კარაბინი დაბლა დაუშვას იქამდე, სანამ მარცხენა წინამკლავი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში აღმოჩნდება. მარცხენა ხელის ცერა თითი მოათავსოს კარაბინის ლულის ზესადებზე; იდაყვები მიიდოს სხეულის. კარაბინის ლულა ოდნავ უკან უნდა დაიხაროს, რათა კარაბინი აღმოჩნდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში.
7. დგომიდან `იარაღი ყარაულზე~ დგომზე `იარაღი ფეხთან~ გადასვლა სრულდება ოთხდათვლიანი მოქმედებით. ამისათვის გაიცემა კომანდა `ფეხთან, იარაღი!~. შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~ სამხედრო მოსამსახურემ უნდა მიიღოს დგომი `იარაღი მკერდთან~. მეორე, მესამე და მეოთხე მოქმედება სრულდება იმგვარად, როგორც დგომიდან `იარაღი მკერდთან~ დგომზე `იარაღი ფეხთან~ გადასვლისას (იხ. სურათი 4).
[pic]
სურათი 4. დგომიდან `იარაღი ყარაულზე~ გადასვლა დგომზე `იარაღი ფეხთან~
8. დგომიდან `იარაღი ყარაულზე~ დგომზე `იარაღი მარჯვენა/მარცხენა მხარზე~ გადასვლა, აგრეთვე დგომიდან `იარაღი მკერდთან~ გადასვლა დგომზე `იარაღი ყარაულზე~ ან პირიქით სრულდება ერთი მოქმედებით.
9. დგომიდან `იარაღი ფეხთან~ პატივის მისაგებად ან მხედრული თავაზიანობის გამოსახატავად სამხედრო მოსამსახურემ უნდა მიიღოს დგომი `იარაღი ყარაულზე”, ხოლო თვალები და მზერა გაუსწოროს მას, ვისაც პატივს მიაგებს. მხედრული სალმის დაბრუნების შემდეგ მან უნდა მიიღოს დგომი `იარაღი ფეხთან~.
10. დგომიდან `იარაღი ფეხთან~ დგომზე `იარაღი მარჯვენა მხარზე~ გადასვლა სრულდება ოთხდათვლიანი მოქმედებით. ამისათვის გაიცემა კომანდა `მარჯვენა მხარზე, იარაღი!~ და ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~ სამხედრო მოსამსახურემ პირველი მოქმედება უნდა შეასრულოს ისე, როგორც ეს სრულდება დგომიდან `იარაღი ფეხთან~ დგომზე `იარაღი მკერდთან~ გადასვლისას;
ბ) თვლაზე ორი, სამხედო მოსამსახურემ მარჯვენა ხელი კონდახს ისე უნდა მოსჭიდოს, რომ კონდახის ქუსლი მოთავსდეს შუა და საჩვენებელ თითს შორის, ცერა და საჩვენებლი თითების ბალიშები კი ერთმანეთს ეხებოდეს;
გ) თვლაზე სამი, სამხედო მოსამსახურემ (თავის გაუნძრევლად) მარცხენა ხელი უნდა გაუშვას კარაბინის ბალანსის ადგილს (მარჯვენა ხელის მოჭიდების შეუცვლელად), მოატრიალოს კარაბინი ისე, რომ სამიზნე მოწყობილობა მიმართული იყოს ზემოთ, კარაბინი მოათავსოს მარჯვენა მხარზე, მარცხენა ხელი დაადოს კონდახის ვიწრო ადგილს, რათა იარაღი მხრისკენ მიმართოს. მარცხენა ხელის ცერა და დანარჩენი თითები უნდა იყოს გაშლილი და შეერთებული, ხელისგულით სხეულისკენ. მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის პირველი სახსარი უნდა ეხებოდეს ლულის კოლოფის სახურავის უკანა ნაწილს; მარცხენა იდაყვი დაშვებულია დაბლა და მარჯვენა მკლავი სხეულთან ერთ ხაზში ჰორიზონტალურად გასწორებული;
დ) თვლაზე ოთხი, სამხედო მოსამსახურემ მარცხენა ხელი მკვეთრად უნდა გასწიოს და მიიდოს სხეულის მარცხენა მხარეს ისე, როგორც დგომზე `სმენა~ (იხ. სურათი 5).
11. დგომიდან `იარაღი მარჯვენა მხარზე~ დგომზე `იარაღი ფეხთან~ გადასვლა სრულდება ოთხდათვლიანი მოქმედებით. ამისათვის გაიცემა კომანდა `ფეხთან, იარაღი!~ და ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~ სამხედრო მოსამსახურემ პირველი მოქმედებით, თავის გაუნძრევლად და მარჯვენა ხელის მოჭიდების შეუცვლელად, მარჯვენა ხელით სწრაფად და მყარად უნდა დააწვეს კარაბინის კონდახს დაბლა და კარაბინი ისე მოატრიალოს, რომ სამიზნე მოწყობილობა მიმართული იყოს ზემოთ და კარაბინი იყოს სხეულთან დიაგონალურად, დაახლოებით 10 სანტიმეტრის დაშორებით. მარცხენა ხელი უნდა მოსჭიდოს კარაბინის ბალანსის ადგილს;
ბ) თვლაზე ორი, სამხედრო მოსამსახურემ მარჯვენა ხელი კარაბინის გაუნძრევლად უნდა ასწიოს და ლულასა და ხიშტდანას ერთდროულად მოსჭიდოს ხიშტდანის რგოლის ქვემოთ ისე, რომ საჩვენებელი თითი ხიშტდანის რგოლის ეხებოდეს; მარჯვენა იდაყვი დაუშვას დაჭიმვის გარეშე;
გ) მესამე და მეოთხე მოქმედება სრულდება იმგვარად, როგორც დგომიდან `იარაღი მკერდთან~ დგომზე `იარაღი ფეხთან~ გადასვლისას (იხ. სურათი 5).
[pic]
სურათი 5. დგომიდან `იარაღი ფეხთან~ გადასვლა
დგომზე `იარაღი მარჯვენა მხარზე~ და პირიქით
12. დგომიდან `იარაღი ფეხთან~ გადასვლა დგომზე `იარაღი მარცხენა მხარზე~ სრულდება ოთხდათვლიანი მოქმედებით. ამისათვის გაიცემა კომანდა `მარცხენა მხარზე, იარაღი!~ და ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~ სამხედრო მოსამსახურემ ორი მოქმედებით უნდა მიიღოს დგომი `იარაღი მკერდთან~;
ბ) თვლაზე სამი, სამხედრო მოსამსახურემ უნდა გაითავისუფლოს მარცხენა ხელი, თავის გაუნძრევლად გადაიტანოს კარაბინი მარცხენა მხარზე მარჯვენა ხელით (სამიზნე მოწყობილობა მიმართულია ზემოთ), მარჯვენა იდაყვი დაბლა დაუშვას. ამავე დროს, მარცხენა ხელი მოსჭიდოს კარაბინის კონდახს ისე, რომ კონდახის ქუსლი მოთავსდეს საჩვენებელსა და შუა თითს შორის, ცერა და საჩვენებლი თითების ბალიშები ერთმანეთს ეხებოდნენ; მარცხენა წინამკლავი გაასწოროს ჰორიზონტალურად, სხეულთან ერთ ხაზში;
გ) თვლაზე ოთხი, სამხედრო მოსამსახურემ მკვეთრი მოძრაობით უნდა გადაიტანოს მარჯვენა ხელი და მიიდოს სხეულის მარჯვენა გვერდზე ისე, როგორც დგომზე `სმენა~ (იხ. სურათი 6).
[pic]
სურათი 6. დგომიდან `იარაღი ფეხთან~ გადასვლა დგომზე `იარაღი მარცხენა მხარზე~
და დგომიდან `იარაღი მარცხენა მხარზე~ გადასვლა დგომზე `იარაღი ფეხთან~
13. დგომიდან `იარაღი მარცხენა მხარზე~ დგომზე `იარაღი ფეხთან~ გადასვლა სრულდება ხუთდათვლიანი მოქმედებით. ამისათვის გაიცემა კომანდა `ფეხთან, იარაღი!~ და ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~ სამხედრო მოსამსახურემ მარჯვენა ხელი უნდა მოსჭიდოს კარაბინის კონდახის ვიწრო ადგილს, იდაყვი დაშვებულია დაბლა;
ბ) თვლაზე ორი, თავის გაუნძრევლად, მარცხენა ხელი უნდა გაუშვას კარაბინის კონდახის ქუსლს და მარჯვენა ხელით გადაიტანოს კარაბინი ისე, რომ იგი აღმოჩნდეს სხეულთან დიაგონალურად, სხეულისაგან დაახლოებით ათი სანტიმეტრით დაშორებით (სამიზნე მოწყობილობა მიმართულია მაღლა). ამავე დროს მარცხენა ხელი მოსჭიდოს კარაბინის ბალანსის ადგილს და მიიღოს დგომი `იარაღი მკერდთან~ (იხ. სურათი 6);
გ) მესამე, მეოთხე და მეხუთე მოქმედებები სრულდება იმგვარად, როგორც დგომიდან `იარაღი მკერდთან~ დგომზე `იარაღი ფეხთან~ გადასვლისას.
14. დგომიდან `იარაღი ფეხთან~ დგომზე „იარაღის შემოწმება“ სრულდება ხუთდათვლიანი მოქმედებით. ამისათვის გაიცემა კომანდა `შეამოწმე, იარაღი!~, რომელიც ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~ სამხედრო მოსამსახურემ ორი მოქმედებით უნდა მიიღოს დგომი `იარაღი მკერდთან~;
ბ) თვლაზე სამი, სამხედრო მოსამსახურემ მარჯვენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითი უნდა მოსჭიდოს კარაბინის გადასატენ სახელურს და საკეტის ჩარჩო გადასწიოს უკანა მდგომარეობაში, მარჯვენა ხელი ხელახლა მოსჭიდოს კონდახის ვიწრო ადგილს;
გ) თვლაზე ოთხი, სამხედრო მოსამსახურემ უნდა დახაროს თავი და ვიზუალურად შეამოწმოს სავაზნე;
დ) თვლაზე ხუთი, სამხედრო მოსამსახურემ ასწიოს თავი ისე, როგორც დგომზე `სმენა~ და მიიღოს დგომი `იარაღის შემოწმება~.
15. ერთადერთი კომანდა, რომელიც გაიცემა კომანდის `შეამოწმე, იარაღი!~ შემდეგ, არის `მკერდთან, იარაღი!~. იარაღის შემოწმება ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) კომანდაზე `მკერდთან~ სამხედრო მოსამსახურემ უნდა გაუშვას მარჯვენა ხელი კონდახის ვიწრო ადგილს და საჩვენებელი თითით გახსნას სავაზნე კოლოფის ჩამკეტი, მარჯვენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითი მოსჭიდოს კარაბინის გადასატენ სახელურს, გასწიოს იგი ოდნავ უკან და ხელი გაუშვას; ცერა თითი მოათავსოს საკეტის ჩარჩოზე ზემოდან და საჩვენებელი და შუა თითით დაკეტოს სავაზნე. მარჯვენა ხელი მოსჭიდოს კარაბინის კონდახის ვიწრო ადგილს, ამავე დროს საჩვენებელი თითით გახსნას მცველი და საჩვენებელი თითი სასხლეტ კავზე მოათავსოს;
ბ) კომანდაზე `იარაღი!~ მან მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითით უნდა დაუშვას სასხლეტი, დაკეტოს მცველი და მიიღოს დგომი `იარაღი მკერდთან~.
დანართი #4
სამწყობრო ილეთების შესრულება სპეციალური იარაღით
1. NEGEV–ის ტყვიამფრქვევით დგომი `იარაღი ქამარზე~ ისეთივეა, როგორიც კალაშნიკოვის ავტომატებითა და ხელის ტყვიამფრქვევებით. NEGEV–ის ტყვიამფრქვევით ყველა ინდივიდუალური სამწყობრო ილეთი სრულდება დგომზე `იარაღი ქამარზე~. როდესაც გაცემულია კომანდა `თავისუფლად!~ ან `დაისვენეთ!~, სამხედრო მოსამსახურეები იხსნიან ტყვიამფრქვევს და მოათავსებენ მას ზედაპირზე კონდახით, მარჯვენა ფეხის გვერდით.
2. NEGEV–ის ტყვიამფრქვევით შეიძლება შესრულდეს მხოლოდ შემდეგი დგომები:
ა) `იარაღის შემოწმება~;
ბ) `იარაღი მკერდთან~;
გ) `მხედრული მისალმება~, მხოლოდ დგომიდან `იარაღი ქამარზე~;
დ) `იარაღის შემოწმება~ და `მოემზადე, მკერდთან იარაღი~, მხოლოდ დგომიდან `იარაღი ფეხთან~. სხვა ინდივიდუალური სამწყობრო ილეთების შესრულებისას სამხედრო მოსამსახურეები ტყვიამფრქვევს ინარჩუნებენ დგომზე `იარაღი ქამარზე~.
3. დგომიდან `იარაღი ფეხთან~ დგომზე „იარაღის შემოწმება~ გადასვლა რვადათვლიანი მოქმედებაა. ამისათვის გაიცემა კომანდა `შეამოწმე, იარაღი!~, რომელიც ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~ სამხედრო მოსამსახურე ორი მოქმედებით მიიღებს დგომს `იარაღი მკერდთან~;
ბ) თვლაზე სამი, სამხედრო მოსამსახურემ მარჯვენა ხელი უნდა მოსჭიდოს პისტოლეტის სახელურს, ხოლო მარცხენა ხელი – გადასატენ სახელურს ტყვიამფრქვევის ქვემოდან;
გ) თვლაზე ოთხი, სამხედრო მოსამსახურემ სწრაფად უნდა გადასწიოს გადატენის სახელური უკან ისე, რომ საკეტი ჩაიკეტოს და დარჩეს უკანა მდგომარეობაში;
დ) თვლაზე ხუთი, სამხედრო მოსამსახურემ მკვეთრი მოძრაობით უნდა დააბრუნოს გადატენის სახელური მის საწყის მდგომარეობაში;
ე) თვლაზე ექვსი, სამხედრო მოსამსახურემ მარცხენა ხელი უნდა მოათავსოს სხეულსა და ტყვიამფრქვევს შორის, ცერა თითით გახსნას ლულის კოლოფის სახურავი და ასწიოს ის;
ვ) თვლაზე შვიდი, სამხედრო მოსამსახურემ მარცხენა ხელი უნდა მოსჭიდოს ვაზნის მიმღებს, გახსნას იგი და დაათვალიეროს სავაზნე;
ზ) თვლაზე რვა, სამხედრო მოსამსახურემ უნდა მოსჭიდოს მარცხენა ხელი ლულის კოლოფის წინა ნაწილს, ხოლო მარჯვენა ხელი კონდახს ვიწრო ადგილზე და მიიღოს დგომი ,,იარაღის შემოწმება” (იხ. სურათი 1).
4. `მოემზადე, მკერდთან, იარაღი!~ არის ერთადერთი კომანდა, რომელიც გაიცემა დგომზე `იარაღის შემოწმება~. კომანდაზე `მოემზადე~, სამხედრო მოსამსახურემ მარჯვენა ხელი უნდა მოსჭიდოს პისტოლეტის სახელურს, ხოლო მარცხენა ხელით დახუროს ლულის კოლოფის სახურავი; კომანდაზე `მკერდთან~, მან მარცხენა ხელი გადატენის სახელურს უნდა მოსჭიდოს და მკვეთრი მოძრაობით მისწიოს თავისკენ; კომანდაზე `იარაღი!~ უნდა გამოქაჩოს სასხლეტი მარჯვენა ხელის საჩვენებლი თითით და საკეტი გასწიოს წინ მარცხენა ხელით, შემდეგ დაუბრუნდეს დგომს `იარაღი მკერდთან~ (იხ. სურათი 1).
[pic]
[pic]
სურათი 1. NEGEV-ის ტყვიამფრქვევის შემოწმება
5. M7 ლულისქვეშა ყუმბარსატყორცნით ყველა ინდივიდუალური სამწყობრო ილეთი სრულდება დგომზე `იარაღი ქამარზე~. ლულისქვეშა ყუმბარსატყორცნით სრულდება მხოლოდ შემდეგი სამწყობრო ილეთები:
ა) ,,ხელით მისალმება”;
ბ) ,,იარაღი მკერდთან”;
გ) ,,იარაღის შეამოწმება”.
6. სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც შეიარაღებულნი არიან M7 ლულისქვეშა ყუმბარსატყორცნებით, ინარჩუნებენ დგომს `იარაღი ქამარზე~ ქვედანაყოფის მიერ იარაღით სხვა სამწყობრო ილეთების შესრულებისას, უბრუნდებიან დგომს `იარაღი ქამარზე~ დგომიდან `იარაღი მკერდთან~, როდესაც M4 სერიის კარაბინით ან სხვა იარაღით შეიარაღებულ სამხედრო მოსამსახურეებისთვის გაცემულია კომანდა სხვა დგომების მისაღებად.
7. ლულისქვეშა ყუმბარსატყორცნებით შეიარაღებული სამხედრო მოსამსახურეები კომანდაზე `მხედრული, სალამი!~ ასრულებენ ხელით მისალმებას ისე, როგორც ეს სრულდება M4 სერიის კარაბინით დგომზე `იარაღი ქამარზე~.
[pic]
სურათი 2. M7 ლულისქვეშა ყუმბარსატყორცნით სამწყობრო
ილეთების შესრულება
8. დგომიდან `იარაღი ქამარზე~ გადასვლა დგომზე `იარაღი მკერდთან~ სრულდება ისე, როგორც M4 სერიის კარაბინით, იმ განსხვავებით, რომ მარცხენა ხელი უნდა მოსჭიდონ ყუმბარსატყორცნის სალულეს (იხ. სურათი 2).
9. დგომიდან `იარაღი ქამარზე~ M7 ლულისქვეშა ყუმბარსატყორცნის შესამოწმებლად სამხედრო მოსამსახურემ უნდა მიიღოს დგომი `იარაღი მკერდთან” ისე, როგორც ეს სრულდება M4 სერიის კარაბინით. შემდეგ, ყუმბარსატყორცნის შემოწმებისთვის, მარცხენა ხელის შუა და საჩვენებელი თითი უნდა დააჭიროს ლულის ჩამკეტ ბერკეტს, გასწიოს ლულისქვეშა ყუმბარსატყორცნის ლულა მარცხნისაკენ და ვიზუალურად დაათვალიეროს სავაზნე (იხ. სურათი 2).
10. `მოემზადეთ, მკერდთან, იარაღი!~, ეს არის ერთადერთი კომანდა, რომელიც გაიცემა დგომიდან `იარაღის შეამოწმება~. ამ კომანდაზე სამხედრო მოსამსახურემ მარცხენა ხელით უნდა ჩაკეტოს ლულა და ცერა თითი დააჭიროს სასხლეტ ბერკეტს, მიიღოს დგომი `იარაღი მკერდთან~.
11. ГП-25 ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნით სამწყობრო ილეთები სრულდება იმგვარადვე, როგორც M7 ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნით იმ განსხვავებით, რომ ყუმბარმტყორცნის შემოწმებისას ვიზუალურად მოწმდება სასხლეტი, მცველი და ლულის არხი.
12. პისტოლეტით ინდივიდუალური სამწყობრო ილეთების შესრულებისას იგი უსაფრთხოების მიზნით მოთავსებული უნდა იყოს პისტოლეტის ბუდეში. პისტოლეტით შეიძლება შესრულდეს მხოლოდ ხელით მისალმება და იარაღის შემოწმება, სხვა სამწყობრო ილეთების შერულებისას სამხედრო მოსამსახურეები ინარჩუნებენ დგომს `სმენა~.
13. გუშაგ დათქმული სიტყვების გამოყენებისას მიიღებს დგომს `აწეული პისტოლეტი~ (იხ. სურათი 3). ხელით მისალმება სრულდება იმგვარად, როგორც ინდივიდუალური სამწყობრო ილეთების შესრულებისას.
14. კომანდა `ასწიე, პისტოლეტი!~ გაიცემა სასწავლო მიზნებისთვის, რათა სამხედრო მოსამსახურეებმა შეისწავლონ დათქმული სიტყვების გამოყენების პროცედურები, რომელიც საჭიროა გუშაგის მოვალეობის შესრულებისას. შესასრულებელ კომანდაზე `პისტოლეტი!~ სამხედრო მოსამსახურემ მარჯვენა ხელით უნდა გახსნას პისტოლეტის ბუდე და ხელი მოსჭიდოს პისტოლეტის სახელურს; ამოიღოს პისტოლეტი, ასწიოს მარჯვენა მკლავი ფრონტისკენ ისე, რომ მარჯვენა მხარს დაშორდეს დაახლოებით 15 სანტიმეტრით, ხოლო მარჯვენა იდაყვი მიადოს სხეულის მარჯვენა გვერდს. პისტოლეტის სახელური ისე უნდა დაიჭიროს, რომ ცერა და ბოლო სამი თითი იყოს ლათინური ასო U-ს ფორმით. საჩვენებელი თითი გამართოს და მოათავსოს სასხლეტი კავის დამცველის გასწვრივ გარედან. პისტოლეტის ლულა მიმართულია მაღლა, დაახლოებით 30°-იანი კუთხით (იხ. სურათი 3).
15. კომანდაზე `დააბრუნეთ, პისტოლეტი!~ სამხედრო მოსამსახურემ პისტოლეტი ბუდეში უნდა დააბრუნოს ყველაზე მოსახერხებელი გზით, შეკრას პისტოლეტის ბუდე და მიიღოს დგომი `სმენა~.
16. პისტოლეტის შესამოწმებლად გაიცემა კომანდა `შეამოწმე, იარაღი!~, შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~ სამხედრო მოსამსახურემ უნდა მიიღოს დგომი `აწეული პისტოლეტი~ და შემდეგ მარჯვენა ხელის მოჭიდების შეუცვლელად ცერა თითით გახსნას მცველი; მარცხენა ხელის ცერა და პირველი ორი თითი მოსჭიდოს საკეტს ისე, რომ ცერა თითი მოექცეს მარცხენა მხარეს; მარჯვენა ხელის ცერა თითი მოათავსოს საკეტის შემაკავებელზე; მარცხენა ხელით გაქაჩოს საკეტი უკან, მარჯვენა ცერა თითით დააწვეს საკეტის შემაკავებელს ზემოთ (საკეტი ჩაიკეტება უკანა მდგომარეობაში); მარცხენა ხელი გაუშვას საკეტს, მიიდოს მარცხენა გვერდზე და მიიღოს დგომი `აწეული პისტოლეტი~.
17. `მოემზადე, მკერდთან, იარაღი!~ არის ერთადერთი კომანდა, რომელიც გაიცემა დგომიდან `შეამოწმე იარაღი~. კომანდაზე `მოემზადე~ სამხედრო მოსამსახურემ მარჯვენა ხელის ცერა თითი უნდა მოათავსოს საკეტის შემაკავებელზე. კომანდაზე `მკერდთან~ მარჯვენა ხელის ცერა თითით უნდა დააწვეს საკეტის შემაკავებელს ქვემოთ (საკეტი გადავა წინა მდგომარეობაში) და მოათავსოს მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი სასხლეტ კავზე. კომანდაზე `იარაღი!~ სასხლეტ კავზე დაჭერით უნდა დასხლიტოს პისტოლეტი, მარჯვენა ხელის ცერა თითით დაკეტოს მცველი და დააბრუნოს პისტოლეტი ბუდეში; შეკრას პისტოლეტის ბუდე და მიიღოს დგომი `სმენა~.
18. პისტოლეტის შემოწმებისას, როდესაც მჭიდი მორგებულია, სამხედრო მოსამსახურემ უნდა მიიღოს დგომი `აწეული პისტოლეტი~. საკეტის უკანა მდგომარეობაში ჩაკეტვამდე მარცხენა ხელით მოხსნას მჭიდი და მოათავსოს იგი ტანსაცმელსა და ქამარს შორის; სასხლეტი კავის გამოქაჩვის შემდეგ მოარგოს მჭიდი პისტოლეტს და დააბრუნოს იგი ბუდეში.
19. თუ პისტოლეტის შემოწმება სრულდება სამწყობრო დათვალიერებისას (გაშლილ მწყობრში) და შემმოწმებელი ოფიცერი გამოართმევს იარაღს, სამხედრო მოსამსახურემ მარჯვენა ხელი მკვეთრად უნდა დაუშვას მარჯვენა გვერდზე. როდესაც შემმოწმებელი ოფიცერი დაუბრუნებს პისტოლეტს, მარჯვენა ხელი ასწიოს ისე, როგორც დგომზე `აწეული პისტოლეტი~ და გამოართვას პისტოლეტი. როდესაც პისტოლეტს დაიბრუნებს, მარჯვენა ხელის ცერა თითით დასწიოს საკეტის შემფერხებელი, დააბრუნოს საკეტი წინა მდგომარეობაში, გამოქაჩოს სასხლეტი კავი და დააყენოს პისტოლეტი მცველზე; დააბრუნოს პისტოლეტი ბუდეში და მიიღოს დგომი `სმენა~.
[pic]
სურათი 3. პისტოლეტით სამწყობრო ილეთების შესრულება
დანართი #5
სამწყობრო ილეთების შესრულება ხმლით
1. ოფიცრები ხმალს ატარებენ მაშინ, როდესაც მონაწილეობენ ცერემონიებში შეიარაღებულ ქვედანაყოფებთან ერთად ან მითითების მიხედვით. ისინი ხმალს ატარებენ მარცხენა გვერდზე, ქარქაშის ჯაჭვით (საკიდით) ქამარზე დამაგრებულს, დამცავით ზურგისაკენ. ხმალს ატარებს ყველა ოცეულის სერჟანტი და ასეულის სერჟანტი, როდესაც ისინი მონაწილეობენ ცერემონიებში შეიარაღებულ ქვედანაყოფეთან ერთად ან მითითების შესაბამისად.
2. ხმალი შესაძლოა განკუთვნილი იყოს ყველა ოფიცრისა და სერჟანტისთვის. მისი მჭრელი პირის სიგრძეა 79 სანტიმეტრი. ამ დანართის პირველ სურათზე ნაჩვენებია ხმლისა და ქარქაშის ნაწილების დასახელებები.
[pic]
სურათი 1. ხმალი
3. სამხედრო მოსამსახურეებმა უნდა მიიღონ დგომი `სმენა~, კომანდის `ამოიღეთ, ხმალი!~ გაცემამდე და კომანდის `ჩააგე, ხმალი, ქარქაშში!~ გაცემის შემდეგ. (იხ. სურათი 2).
[pic]
სურათი 2. დგომი ,,სმენა~
4. ხმალის ქარქაშიდან ამოსაღებად გაიცემა კომანდა `ამოიღეთ, ხმალი!~ მოსამზადებელ კომანდაზე `ამოიღე~ სამხედრო მოსამსახურემ მარცხენა ხელი უნდა მოსჭიდოს ქარქაშს და მოატრიალოს იგი 180°-ით, საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით, დახაროს ქარქაში ფრონტისკენ ისე, რომ ზედაპირთან შექმნას 45°-იანი კუთხე; მოსჭიდოს მარჯვენა ხელი ხმლის ტარს და ამოსწიოს იგი ქარქაშიდან დაახლოებით 15 სანტიმეტრით. მარჯვენა წინამკლავი უნდა იყოს ზედაპირის პარალელურად (იხ. სურათი 3).
[pic]
სურათი 3. ხმლის ამოღება
5. შესასრულებელ კომანდაზე `ხმალი!~ სამხედრო მოსამსახურემ ხმალი ქარქაშიდან უნდა ამოიღოს, ბოლომდე გამართოს მკლავი ფრონტისკენ და შემდეგ დაიჭიროს ხმალი ისე, როგორც დგომზე `ხმალი მხართან~. ხმალი უნდა ეჭიროს ვერტიკალურად ისე, რომ არამჭრელი პირი ეხებოდებს მარჯვენა მხარს (იხ. სურათი 4).
6. სამხედრო მოსამსახურეები დგომს `ხმალი მხართან~ მიიღებენ: კომანდის გაცემისას; დგომების შეცვლისას; ოფიცრები, რომლებიც ოფიციალურად მიმართავენ სხვა ოფიცრებს (თუ ხმალი ამოღებულია ქარქაშიდან); როდესაც სერჟანტი ოფიციალურად მიმართავს ჯარისკაცს ან როდესაც მას მიმართავს ოფიცერი (თუ ხმალი ამოღებულია ქარქაშიდან); სანამ ხმალს ჩააგებენ ქარქაშში; კომანდის `სირბილით, იარ!~ მოსამზადებელ კომანდაზე (და სწრაფი ტემპით გადაადგილებისას მოსამზადებელ კომანდაზე).
7. დგომზე `ხმალი მხართან~ (იხ. სურათი 4) ოფიცერი (სერჟანტი) დგას დგომზე `სმენა~. ხმალი უჭირავს მარჯვენა ხელში, მაჯა გამართულია (რამდენადაც შესაძლებელია), ცერა თითი უსწორდება შარვლის გვერდითა ნაკერს. ხმლის პირი უნდა იყოს მიდებული მხარზე და არა მკლავზე. ამ მდგომარეობაში ხმლის დასაჭერად ცერა და საჩვენებელი თითები მოჭიდებულია ხმლის ტარზე, ხოლო შუა თითი მოთავსებულია ხმლის ტარის უკანა მხარეს.
8. თუ ოფიცერი ან სერჟანტი ხელმძღვანელობს ქვედანაყოფს, მხედრული მისალმება ხმლით შეიძლება შესრულდეს დგომიდან `ხმალი მხართან~ კომანდაზე `მხედრული, სალამი!~. ამ კომანდაზე ოფიცერმა (სერჟანტმა) უნდა მიიღოს დგომი `ხმალი ყარაულზე~. მოსამზადებელ კომანდაზე `მხედრული~ ხმლის ტარი უნდა მიიტანოს ცხვირიდან დაახლოებით 15 სანტიმეტრის დაშორებით, ხმლის წვერი მიმართულია ზემოთ (იხ. სურათი 5). შესასრულებელ კომანდაზე `სალამი!~ მარჯვენა ხელი უნდა დაუშვას ისე, რომ ხმლის პირის არამჭრელი ნაწილი მოექცეს ზემოთ; ცერა თითი უნდა იყოს ხმლის ტარის მარცხენა გვერდზე (იხ. სურათ 5), ხმლის წვერი 15 სანტიმეტრით უნდა იყოს დაშორებული ზედაპირიდან. კომანდაზე `ფეხთან, იარაღი!~ ან `დაუშვით,ხელი!~ ოფიცერი (სერჟანტი) უბრუნდება დგომს `ხმალი მხართან~.
[pic]
სურათი 4. დგომი `ხმალი მხართან~ (ხმლის სატარებელი პოზიცია)
[pic]
სურათი 5. დგომი ,,ხმალი ყარაულზე~
9. დგომიდან `ხმალი ფეხთან~ დგომზე `სააღლუმოდ თავისუფლად~ გადასვლა სრულდება ხმლის გაუნძრევლად. შესასრულებელ კომანდაზე `თავისუფლად!~ სამხედრო მოსამსახურემ მარცხენა ფეხი უნდა გადაადგას 25 სანტიმეტრით მარცხნივ, მარცხენა ხელი მოათავსოს წელზე ისე, როგორც ინდივიდუალური სამწყობრო ილეთების შერულებისას; თითები გამართულია და შეერთებული, ხელისგული მიმართულია უკან (იხ. სურათი 6). კომანდაზე `სმენა!~ მარცხენა ხელი და ფეხი უნდა დააბრუნოს იმ მდგომარეობაში, როგორც დგომზე `სმენა~.
[pic]
სურათი 6. დგომი ,,სააღლუმოდ თავისუფლად~
10. დგომიდან `ხმალი მხართან~ ხმლის ჩაგება სრულდება კომანდაზე `ოფიცრებო (სეჟანტებო) ჩააგეთ, ხმალი, ქარქაშში!~ (იხ. სურათი 7). ხმლის ჩაგება სრულდება შემდეგი წესით:
ა) კომანდაზე `ოფიცრებო (სეჟანტებო) ჩააგეთ~ სამხედრო მოსამსახურე ხმალის დაიჭერს ვერტიკალურად ისე, რომ წინამკლავი იყოს ზედაპირის პარალელურად, სხეულიდან დაახლოებით ათი სანტიმეტრის დაშორებით, ხმლის დამცავი მარცხნისაკენაა მიმართული;
ბ) კომანდაზე `ხმალი~ სრულდება შემდეგი მოქმედებები: სამხედრო მოსამსახურემ ხმალი უნდა დახაროს დაბლა, დამცავის მიმართულებით; იმავდროულად მარცხენა ხელი მოსჭიდოს ქარქაშს ზედა სამაგრი რგოლის ზემოთ; დახაროს იგი წინ და მოატრიალოს 180°-ით, საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით ისე, რომ ქარქაშმა ზედაპირთან შექმნას 45°-იანი კუთხე; შეაბრუნოს თავი მარცხნისაკენ, დახედოს ქარქაშის ტუჩს (მხრები გასწორებულია); ხმალი სწრაფად ჩაასრიალოს ქარქაშში და შეაჩეროს ისე, რომ ჩანდეს ხმლის პირის 30 სანტიმეტრი; მარჯვენა წინამკლავი უნდა იყოს ზედაპირის ჰორიზონტალურად და სხეულიდან დაშორებული ათი სანტიმეტრით;
გ) კომანდაზე `ქარქაშში!~ სამხედრო მოსამსახურემ ხმალი ბოლომდე უნდა ჩააგოს ქარქაშში. ქარქაში მოატრიალოს ისე, რომ მისი ბუნიკი მიმართოს წინ და მიიღოს დგომი `სმენა~.
[pic]
სურათი 7. მოქმედება ,,ჩააგე ხმალი ქარქაშში~
11. გადაადგილებისას ხმლის არამჭრელი პირი დადებული უნდა იყოს მარჯვენა მხარზე ვერტიკალურ მდგომარეობაში (იხ. სურათი 8).
[pic]
სურათი 8. ხმლის მდგომარეობა გადაადგილებისას
12. გადაადგილებისას კომანდა `სწორება, მარჯვნივ!~ სრულდება დგომიდან `ხმალი მხართან~:
ა) მოსამზადებელი კომანდა `სწორება~ გაიცემა მარჯვენა ფეხის ზედაპირზე დადგმისთანავე. ამ კომანდაზე სრულდება პირველი მოქმედება, რომელიც სრულდება დგომიდან `ხმალი მხართან~ დგომზე `ხმალი ყარაულზე~ გადასვლისას;
ბ) მარჯვენა ფეხის ზედაპირზე მეორედ დადგმისას არანაირი მოქმედება არ სრულდება. მარჯვენა ფეხის ზედაპირზე მესამედ დადგმისთანავე გაიცემა შესასრუ;ლებელი კომანდა `მარჯვნივ!~ ამ კომანდაზე სამხედრო მოსამსახურემ მკვეთრი მოძრაობით უნდა მიაბრუნოს თავი მარჯვნივ 45°-ით და ხმალი დაბლა დაუშვას (იხ. სურათი 9).
[pic]
სურათი 9. „სწორება მარჯვნივ“ გადაადგილებისას
გ) გადაადგილებისას მარჯვენა ხელი უნდა მოძრაობდეს ბუნებრივად (23 სანტიმეტრით წინ და 15 სანტიმეტრით უკან) ვერტიკალურ მდგომარეობაში; ხელის წინ გაწევისას მაჯა უნდა გაიშალოს, უკან გაწევისას კი მოიხაროს, რათა ხმლის წვერი ზედაპირიდან დაახლოებით 15 სანტიმეტრის დაშორებით შეინარჩუნონ;
დ) გადაადგილებისას კომანდა `სწორება, პირდაპირ!~ სრულდება შემდეგნაირად: მოსამზადებელი კომანდა `სწორება~ გაიცემა მარჯვენა ფეხის ზედაპირზე დადგმისთანავე, ზედაპირზე მარჯვენა ფეხის მეორედ დადგმისას არანაირი მოქმედება არ სრულდება. მარჯვენა ფეხის ზედაპირზე მესამედ დადგმისთანავე გაიცემა შესასრულებელი კომანდა `პირდაპირ!~. ამ კომანდაზე სამხედრო მოსამსახურე თავს მკვეთრი მოძრაობით მიაბრუნებს ფრონტისაკენ, ხოლო ზედაპირზე მარცხენა ფეხის დადგმისთანავე ხმალს გადაიტანს მდგომარეობაში, როგორც დგომზე `ხმალი მხართან~.
13. დგომი ,,მკერდთან იარაღი (ხმალი)~. მკერდთან იარაღი (ხმალი) (იხ. სურათი 10) სრულდება კომანდის `სირბილით, იარ!~ მოსამზადებელ კომანდაზე `სირბილით~. ეს დგომი მიიღება მხოლოდ დგომიდან `ხმალი მხართან~. სამხედრო მოსამსახურემ მარჯვენა ხელით უნდა დაიჭიროს ხმალი სხეულის პირდაპირ 15 სანტიმეტრის დაშორებით; დახაროს იგი 45°-ით, დამცავი მიმართულია მარცხნივ; მარცხენა ხელი მოსჭიდოს ხმლის ქარქაშს.
[pic]
სურათი 10. დგომი ,,მკერდთან იარაღი (ხმალი)~
დანართი #6
წესდებაში გამოყენებული სიმბოლოთა განმარტება
[pic]
დანართი #7
სამწყობრო ილეთების შესრულება ასეულის დროშით
1. ასეულის დროშა არის ასეულის ან ბატარეის ამოსაცნობი ნიშანი. ასეულის დროშა უნდა იყოს წარმოდგენილი დანაყოფის ყველა მოწყობისას, თუ მეთაურის მიერ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული. როდესაც ასეულის მედროშე შეიარაღებულია ავტომატით (კარაბინით), იგი გადაიტანს მას ზურგზე ისე, რომ ქამარი დიაგონალურად კვეთდეს მკერდს, ხოლო ლულა მიმართული იყოს ზემოთ და მარჯვნივ (დასაკეცკონდახიანი – ლულით ქვემოთ და მარცხნივ).
2. ასეულის მოწყობისას ასეულის მედროშე იკავებს ადგილს ერთი ნაბიჯით წინ და ორი ნაბიჯით მარჯვნივ იმ პირისაგან, რომელიც აწყობს ასეულს (სახით მისკენ), ხოლო მწყობრზე პასუხისმგებელი პირი დგას სახით ქვედანაყოფისკენ. თუ ასეულის სერჟანტი აწყობს ასეულს, კომანდაზე `ადგილებზე!~ მედროშე გადადგამს სამ ნაბიჯს წინ.
3. ასეულის დროშით ადგილზე ბრუნების შესასრულებლად მედროშემ ოდნავ უნდა მოხაროს მარჯვენა ხელი იდაყვში და ასწიოს დროშის ტარი ზედაპირიდან სამი სანტიმეტრით. ბრუნის შესრულების შემდეგ ავტომატურად დაუშვას დროშის ტარი ფეხთან. მთელი მოძრაობის განმავლობაში დროშის ტარი ვერტიკალურ მდგომარეობაში უნდა ეჭიროს.
4. ასეულის მედროშემ ქვედანაყოფთან ერთად უნდა შეასრულოს: ბრუნები ადგილზე, ბრუნები გადაადგილებისას, მხედრული მისალმება ასეულის დროშითა და თავისუფალი დგომები. ხოლო იარაღით სამწყობრო ილეთების შესრულებისას, გარდა მხედრული მისალმებისა, შეინარჩუნოს დგომი `დროშა ფეხთან~ (იხ. სურათი 1).
5. გაშლილ მწყობრში, როდესაც ასეული შებრუნებულია მარჯვნისაკენ გადაადგილების დასაწყებად, მედროშემ უნდა შეასრულოს ბრუნი მარჯვნისაკენ ასეულთან ერთად, სწრაფი ტემპით გადაადგილდეს პირველი ოცეულის წინ, ხუთი ნაბიჯის დაშორებით კოლონის ცენტრში. თუ ასეულის მეთაური უერთდება მწყობრს და დგება კოლონის თავში (ექვსი ნაბიჯის დაშორებით, კოლონის ცენტრში), მედროშემ უნდა გადადგას ორი ნაბიჯი მარცხნივ.
6. თუ ოცეულს დართეს ნება იქონიოს თავისი დროშა, მედროშე იკავებს ადგილს ერთი ნაბიჯით წინ და ორი ნაბიჯით მარჯვნივ იმ პირისაგან, რომელიც აწყობს ოცეულს, სახით მისკენ, ხოლო მწყობრზე პასუხისმგებელი პირი დგას სახით ქვედანაყოფისკენ. როდესაც მწყობრი მიბრუნებულია მარჯვნისაკენ გადაადგილების დასაწყებად, ოცეულის მედროშე ასრულებს მოქმედებებს ისე, როგორც ასეულის მედროშე, იმ განსხვავებით, რომ იგი იკავებს ადგილის კოლონის ცენტრში, ფრონტიდან სამი ნაბიჯის დაშორებით. თუ ოცეულის მეთაურს დაკავებული აქვს თავისი ადგილი, მაშინ მედროშე დგება ოცეულის მეთაურის უკან ერთი ნაბიჯის დაშორებით და ორი ნაბიჯით მარცხნივ.
7. კოლონის გადაადგილდებისას კომანდის `კოლონა მარცხნისაკენ/ მარჯვნისაკენ, იარ!~ შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~, ასეულის მედროშე შეასრულებს მოქმედებას `კოლონა ნახევრად მარცხნისაკენ/მარჯვნისაკენ, იარ~ და, აუცილებლობის შემთხვევაში, გადაადგილდება ისე, რომ შეინარჩუნოს თავისი პოზიცია.
8. დგომი `აწეული დროშა~ სრულდება მხოლოდ კომანდების `მხედრული, სალამი!~, `სწორება, მარჯვნივ!~, `ფეხთან, იარაღი!~ მოსამზადებელ კომანდებზე. დგომი `აწეული დროშა~ სრულდება აგრეთვე კომანდის `სწორება, პირდაპირ!~ შესასრულებელ კომანდაზე `პირდაპირ!~.
9. დგომზე `დროშა ფეხთან~ (დგომი `სმენა~ დროშით) მედროშემ დროშის ტარი უნდა მოათავსოს ზედაპირზე ისე, რომ იგი მარჯვენა ფეხს გარედან ეხებოდეს; დროშის ტარი მარჯვენა ხელში დაიჭიროს ისე, რომ ცერა და დანარჩენი თითები იყოს ლათინური ასო `U~-ს ფორმით (მარჯვენა ხელის თითები გამართულია, შეერთებული და მიმართულია დაბლა); მარჯვენა ხელი და მკლავი მოათავსოს დროშის ტარის უკან; დროშის ტარი მიიდოს მხარზე (იხ. სურათი 1).
[pic]
სურათი 1. დგომი ,,დროშა ფეხთან~
10. თავისუფალი დგომის მისაღებად, მოსამზადებელ კომანდაზე `სააღლუმოდ~ მედროშემ მარჯვენა ხელი უნდა ააცუროს დროშის ტარზე ისე, რომ წინამკლავი გასწორდეს ჰორიზონტალურად და ხელი დროშის ტარს მოსჭიდოს. შესასრულებელ კომანდაზე `თავისუფლად!~ მარჯვენა ხელით დროშის ტარი ზედაპირიდან აუღებლად უნდა გადასწიოს წინ იქამდე, სანამ მკლავი ბოლომდე გაიშლება. ამავე დროს შეასრულოს დგომი `სააღლუმოდ თავისუფლად~ ისე, როგორც ინდივიდუალური სამწყობრო ილეთების შესრულებისას. მედროშეები დგომს `დადექით თავისუფლად~ მიიღებენ იმავე მოძრაობებით, როგორც დგომს `სააღლუმოდ თავისუფლად~, იმ განსხვავებით, რომ თავი და მზერა მიმართული უნდა იყოს მეთაურისაკენ. კომანდაზე `თავისუფლად!~ და `დაისვენეთ!~ დროშას იმავე მდგომარეობაში ინარჩუნებენ, როგორც დგომზე `სააღლუმოდ თავისუფლად~ (იხ. სურათი 2).
[pic]
სურათი 2. დგომი ,,სააღლუმოდ თავისუფლად~
11. გადაადგილების დასაწყებად მოსამზადებელ კომანდებზე მედროშემ უნდა მიიღოს დგომი `დროშა მხართან~ დგომიდან `დროშა ფეხთან~. ამისათვის მარცხენა ხელი უნდა მოსჭიდოს დროშის ტარს (მარცხენა მკლავი ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია); მარცხენა ხელით ასწიოს დროშის ტარი ვერტიკალურად ზედაპირიდან თხუთმეტი სანტიმეტრით. ოდნავ მოუშვას მარჯვენა ხელის მოჭიდება ისე, რომ დროშის ტარი შეუფერხებლად აიწიოს ზემოთ. ამავე დროს მარჯვენა ხელი დროშის ტარს ისე მოსჭიდოს, რომ ცერა თითი იყოს ფრონტისაკენ დაბლა მიმართული და გაუსწორდეს შარვლის ნაკერს. შესასრულებელ კომანდაზე `იარ!~ მარცხენა ხელი მიიდოს სხეულის მარცხენა გვერდზე და იმავდროულად გადადგას ნაბიჯი (იხ. სურათი 3).
[pic]
სურათი 3. დგომი `დროშა მხართან~
12. დგომიდან `დროშა მხართან~ დგომზე `დროშა ფეხთან~ გადასასვლელად, მედროშემ მარცხენა ხელი უნდა მოსჭიდოს დროშის ტარს (მარცხენა წინამკლავი ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია) და დაუშვას დროშის ტარი (უნდა გასრიალდეს მარჯვენა ხელში) იქამდე, სანამ იგი მოთავსდება ზედაპირზე; მარჯვენა ხელი მოსჭიდოს დროშის ტარს იმგვარად, როგორც დგომზე `დროშა ფეხთან~ და მკვეთრად დააბრუნოს მარცხენა ხელი სხეულის მარცხენა გვერდზე ისე, როგორც დგომზე `სმენა~.
13. სწრაფი ტემპით გადაადგილებისას მედროშეს დროშა უჭირავს დიაგონალურად სხეულთან ისევე, როგორც იარაღი დგომზე `იარაღი მკერდთან~.
14. კომანდის `მხედრული, სალამი!~ მოსამზადებელ კომანდაზე `მხედრული~ და კომანდის `სწორება, მარჯვნივ!~ მოსამზადებელ კომანდაზე `სწორება~ მედროშემ უნდა მიიღოს დგომი „აწეული დროშა“, ამისათვის მარჯვენა ხელი უნდა მოსჭიდოს დროშის ტარს და დროშა ვერტიკალურად ასწიოს. იმავდროულად მარცხენა ხელი მოსჭიდოს დროშის ტარს და დროშა მაღლა მიმართოს. მარჯვენა იდაყვი მიდებული უნდა ჰქონდეს სხეულის გვერდზე. შესასრულებელ კომანდის გაცემამდე დროშა ამ ამ დგომზე უნდა შეინარჩუნოს (იხ. სურათი 4).
15. დგომიდან `დროშა მხართან~ დგომზე `აწეული დროშა~ გადასვლისას ტარზე მარცხენა ხელის მოჭიდების შემდეგ ასეულის მედროშემ მარჯვენა ხელი უნდა მოსჭიდოს დროშის ტარს ისე, როგორც დგომზე `დროშა ფეხთან~. შემდეგ იგი ასრულებს დგომს `აწეული დროშა~. დგომიდან `აწეული დროშა~ დგომზე `დროშა მხართან~ გადასვლისას ორივე ხელით დაუშვებს დროშას ისე, რომ დროშის ტარი აღმოჩნდეს ზედაპირიდან თხუთმეტი სანტიმეტრის დაშორებით და მიიღებს დგომს `დროშა მხართან~.
[pic]
სურათი 4. დგომი `აწეული დროშა~
16. კომანდების `მხედრული, სალამი!~ და `სწორება, მარჯვნივ!~ მოსამზადებელ კომანდებზე `მხედრული~ და `სწორება~ მედროშემ უნდა მიიღოს დგომი `აწეული დროშა~. შესასრულებელ კომანდაზე `სალამი!~ და `მარჯვნივ!~ დროშას მარჯვენა ხელით ფრონტისკენ დაუშვებს იქამდე, სანამ დროშის ტარი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში (იღლიაში ამოდებული) აღმოჩნდება, მარცხენა ხელი უჭირავს დროშის ტარზე ისევე, როგორც დგომზე `აწეული დროშა~. როგორც კი დროშის ტარი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში აღმოჩნდება, მან მარცხენა ხელი მკვეთრი მოძრაობით უნდა გადაიტანოს მარცხენა გვერდზე ისე, როგორც დგომზე „სმენა“ (იხ. სურათი 5); ასეულის დროშით მოქმედების `სწორება, მარჯვნივ~ შესასრულებლად თავი და მზერა მარჯვნივ უნდა მიმართოს.
17. სამწყობრო ცერემონიებზე კომანდაზე `სწორება, მარჯვნივ!~ მედროშემ ჯერ უნდა მიიღოს დგომი `მხედრული მისალმება დროშით~ და შემდეგ შეაბრუნოს თავი და მზერა მარჯვნივ. კომანდის `სწორება, პირდაპირ!~ მოსამზადებელ კომანდაზე `სწორება~ უნდა მიიღოს დგომი `აწეული დროშა~ და შემდეგ თავი და მზერა ფრონტისაკენ მიმართოს.
18. კომანდების `ფეხთან, იარაღი!~ ან `დაუშვით, ხელი!~ მოსამზადებელ კომანდაზე `ფეხთან~ და `დაუშვით~ ან კომანდის `სწორება, პირდაპირ!~ მოსამზადებელ კომანდაზე `სწორება~ მედროშემ მარცხენა ხელი დროშის ტარს უნდა მოსჭიდოს და მიიღოს დგომი `აწეული დროშა~. შესასრულებელ კომანდაზე `იარაღი!~ და `ხელი!~ ან `პირდაპირ!~ უნდა დაუშვას დროშა, მიიღოს დგომი `დროშა ფეხთან~ ან `დროშის ტარება~.
[pic]
სურათი 5. დგომი ,,მხედრული მისალმება დროშით~
19. ასეულის მედროშე (მწყობრის გარეთ) დგომიდან `დროშა ფეხთან~ ან `დროშა მხართან~ მხედრულ მისალმებას ასრულებს მარცხენა ხელით. იგი მარცხენა ხელს მკვეთრი მოძრაობით გადაიტანს დროშის ტარზე ისე, რომ საჩვენებელი თითის პირველი სახსარი შეეხოს დროშის ტარს. ცერა და დანარჩენი თითები გამართულია და შეერთებული, ხელისგული მიმართულია ქვემოთ, მაჯა გასწორებულია და მკლავი არის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში (იხ. სურათი 6). საპასუხო მხედრული მისალმების შემდეგ მედროშე მარცხენა ხელს მკვეთრი მოძრაობით დააბრუნებს სხეულის მარცხენა გვერდზე.
[pic]
სურათი 6. ასეულის მედროშის მხედრული მისალმება
20. სწრაფი ტემპით გადაადგილებისას (მწყობრის გარეთ) მედროშე უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ ტემპს, დროშა ისე დაიჭიროს, როგორც დგომზე `დროშა მხართან~ და შეასრულოს მხედრული მისალმება. მხედრული მისალმების დასრულების შემდეგ დაუშვას მარცხენა ხელი სხეულის გვერდზე, დაიჭიროს დროშა ისე, როგორც სწრაფი ტემპით გადაადგილებისას და გააგრძელოს გადაადგილება (იხ. სურათი 7).
[pic]
სურათი 7. დროშის მდგომარეობა სწრაფი ტემპით გადაადგილებისას
დანართი #8
ავტოსატრანსპორტო საშუალებები სამწყობრო ცერემონიებზე
1. მოტორიზირებული და მექანიზებული ქვედანაყოფები, ისევე როგორც ქვეითები ავტოსატრანსპორტო საშუალების გარეშე ასრულებენ სამწყობრო მომზადებას და მონაწილეობენ ცერემონიებში. სამწყობრო ცერემონიებზე მოტორიზირებული და მექანიზირებული ქვედანაყოფების სატრანსპორტო საშუალებათა ორგანიზებული გადაადგილებისათვის, სამხედრო ძალები იყენებს ამ დანართით განსაზღვრულ პროცედურებს, რომელიც შესაძლებელია ადგილობრივ პირობებზე მორგების მიზნით მოდიფიცირდეს.
2. სატრანსპოტო საშუალებაში ყოფნისას პირადი შემადგენლობის ის ნაწილი, რომელიც ჩანს და ზის სმენაზე. იარაღიანი სამხედრო მოსამსახურეები იარაღს მოათავსებენ კონდახით დაბლა, მარჯვენა ფეხთან ისე, როგორც დგომზე `იარაღი ფეხთან~. იარაღი არის ვერტიკალურ მდგომარეობაში წვივის პარალელურად. მარჯვენა ხელი მოჭიდებული აქვთ იარაღზე ისე, რომ მარჯვენა მკლავი იყოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ის პირადი შემადგენლობა, ვისაც არ აქვს იარაღი (და მათი დანახვა შესაძლებელია), ზის სმენაზე; ქუსლები, ფეხის წვერები და მუხლები ერთმანეთს არის მიდებული; გამართული და შეერთებული ხელის თითები მოთავსებულია ბარძაყებზე ხელისგულებით ქვემოთ; წელი გამართულია, თავი და მხრები ისეთივე მდგომარეობაშია, როგორც დგომზე `სმენა~;
3. თუ ქვეითი ქვედანაყოფები და მოტორიზირებული ან მექანიზირებული ქვედანაყოფები მონაწილეობენ ერთსა და იმავე ცერემონიაში, მექანიზებული და მოტორიზებული ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობა მოეწყობა ქვეითებთან ერთად იმავე მწყობრით, ხოლო მანქანებს განალაგებენ ზურგში. დირექტივაზე `საზეიმო მარში!~ მეთაური ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გასცემს დირექტივას `ჩასხედით მანქანებში!~. დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მეთაურები მარჯვნიდან მარცხნივ თანმიმდევრობით გასცემენ კომანდას `მანქანებთან!~. პირადი შემადგენლობა სირბილით გაადაადგილდება და ეწყობიან თავიანთ მანქანებთან. კომანდაზე `მანქანებზე!~ ისინი ჩასხდებიან მანქანებში, ხოლო მძღოლები მეთაურისაგან ელოდებიან ძრავას ამუშავების სიგნალს.
4. მოტორიზირებულ და მექანიზირებულ ქვედანაყოფთა მწყობრები დაახლოებით ისეთივეა, როგორიც ქვეითთა ქვედანაყოფების. მანქანებს შორის ინტერვალი არის დაახლოებით ხუთი ნაბიჯი. დისტანცია მანქანებს შორის არის დაახლოებით ათი ნაბიჯი. ასეულმა ან უფრო დიდი ზომის ქვედანაყოფმა ცერემონიებზე შეიძლება გამოიყენოს შემდეგი სახის ძირითადი მწყობრები:
ა) კოლონა – ამ მწყობრში ავტოსანტრანსპორტო საშუალებები დგას ერთმანეთის უკან და მანქანების მარჯვენა კიდე არის ერთ ხაზზე გასწორებული;
ბ) გაშლილი მწყობრი – ამ მწყობრში მანქანები დგას ერთამანეთის გვერდიგვერდ და მათი წინა კიდე გასწორებულია ერთ ხაზზე;
გ) მიჯრილი მწყობრი – დანაყოფი მოწყობილი ორ ან მეტ კოლონაში ერთმანეთის გვერდით, შეადგენს მიჯრილ მწყობრს. რამდენიმე მიჯრილი მწყობრი შეიძლება დაჯგუფდეს ისე, როგორც ჩამოთვლილია ქვემოთ:
გ.ა) გაშლილი მწყობრი, მანქანებით მიჯრილ მწყობრში – მანქანების რამდენიმე მიჯრილი მწყობრი განლაგებულია ერთმანეთის გვერდიგვერდ ათნაბიჯიანი ინტერვალით (იხ. სურათი 1);
გ.ბ) მიჯრილ მწყობრთა კოლონა – მანქანების რამდენიმე მიჯრილი მწყობრი განლაგებულია ერთმანეთის უკან ათნაბიჯიანი დისტანციით (იხ. სურათი 2);
გ.გ) ბატალიონები გაშლილ მწყობრში, ქვედანაყოფებით მიჯრილ მწყობრში – ბატალიონები გაშლილ მწყობრში, ქვედანაყოფებით მიჯრილ მწყობრში, ბატალიონები დგანან ოცნაბიჯიანი ინტერვალით;
გ.დ) ბატალიონები გაშლილ მწყობრში, ქვედანაყოფებით მიჯრილ მწყობრთა კოლონაში – ბატალიონების ქვედანაყოფებთა მიჯრილი მწყობრის მანქანების კოლონები დგანან გვერდიგვერდ, ბატალიონებს შორის ოცნაბიჯიანი ინტერვალით;
გ.ე) ბატალიონები კოლონაში, მიჯრილი მწყობრებით ერთ ხაზზე: ბატალიონები, ქვედანაყოფებთა მიჯრილი მწყობრებით განლაგებული ერთ ხაზზე, დგანან ერთი მეორის უკან, ოცი ნაბიჯის დაშორებით;
გ.ვ) ბატალიონები კოლონაში, მიჯრილი მწყობრებით კოლონაში – ბატალიონები ქვედანაყოფებთა მიჯრილი მწყობრებით კოლონაში, განლაგებულები არიან ერთმანეთის უკან, ოცი ნაბიჯის დაშორებით.
[pic]
სურათი 1. გაშლილი მწყობრი, მანქანებით მიჯრილ მწყობრში
[pic]
სურათი 2. მიჯრილ მწყობრთა კოლონა
5. პირადი შემადგენლობა ჩასხდომამდე ეწყობა მანქანებთან, ამისათვის სრულდება შემდეგი მოქმედებები:
ა) პირადი შემადგენლობის მანქანებთან მოწყობისთვის გაიცემა კომანდა `მანქანებთან!~;
ბ) ამ კომანდაზე სამხედრო მოსამსახურეები გადაადგილდებიან (სწრაფი ტემპით) თავიანთი მანქანებისკენ და ეწყობიან ისე, როგორც ნაჩვენებია მე-3 სურათზე;
გ) თუ პირადი შემადგენლობა ხუთ სამხედრო მოსამსახურეზე მეტია, ისინი მოეწყობიან ორ ან სამ მწკრივად სწორი დისტანციით, ხოლო თუ თხუთმეტ სამხედრო მოსამსახურეზე მეტია, თითო მწკრივში სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა გაიზრდება (საარტილერიო გათვლები მოეწყობიან ისე, როგორც ეს მითითებულია შესაბამის საარტილერიო სახელმძღვანელოებსა და საველე წესდებებში).
[pic]
სურათი 3. მანქანებთან მოწყობა
6. მანქანების გადაადგილების დასაწყებად მეთაური იძლევა სიგნალს `პირდაპირ~ და მისი მანქანა დაიძვრება. სხვა მანქანები გადაადგილდებიან წინ მითითებული დისტანციის დაცვით. ისინი უსწორდებიან ძირითად მანქანას (მარჯვენა მანქანა), ხოლო მანქანების გაჩერებისთვის მეთაური იძლევა სიგნალს `სდექ~. მძღოლი შეანელებს სვლას და გააჩერებს მეთაურის მანქანას. დანარჩენი მანქანები მიუახლოვდებიან მითითებულ დისტანციაზე და გაჩერდებიან.
7. მიჯრილი მწყობრის გადაადგილების მიმართულების შესაცვლელად მეთაური იძლევა შესაბამის სიგნალს. მეთაურის სიგნალზე ძირითადი მანქანა მოუხვევს 90°-ით და შეანელებს სვლას. სხვა მანქანები მოუხვევენ 45°-ით და გააგრძელებენ მოძრაობას რკალისებურად ნორმალური სიჩქარით, სანამ ძირითად მანქანას ერთ ხაზზე გაუსწორდებიან. როდესაც მანქანები გასწორდებიან ერთ ხაზზე, ძირითადი მანქანა საჭიროების შემთხვევაში მოუმატებს სვლას, რათა შეინარჩუნოს სწორი დისტანცია მეთაურის მანქანასთან.
8. გაშლილი მწყობრიდან კოლონაში გადასასვლელად მეთაური იძლევა კოლონაში გადასასვლის შესაბამის სიგნალს. ძირითადი მანქანა და მის უკან მდგომები მოძრაობენ პირდაპირ. სხვა მანქანები მოძრაობენ 45°-იანი კუთხით, სანამ წამყვან მანქანას ერთ ხაზზე გაუსწორდებიან, შემდეგ შეასრულებენ 45°-იან მოხვევას.
9. კოლონიდან გაშლილ მწყობრში გადასასვლელად მეთაური გასცემს გაშლილ მწყობრში გადასვლის შესაბამის სიგნალს. ძირითადი მანქანა (მარჯვენა ფლანგზე მდგომი) შეჩერდება და დანარაჩენი მანქანები მოუხვევენ 45°-იანი კუთხით და შემდეგ ისევ 45°-ით, როდესაც დაიკავებენ შესამაბის ინტერვალს და შეჩერდებიან, როდესაც ერთ ხაზზე გაუსწორდებიან ძირითად მანქანას.
10. მოტორიზირებული და მექანიზირებული ქვედანაყოფები ატარებენ სამწყობრო ცერემონიებს იმ პროცედურებთან მაქსიმალურად მიახლოებულ, რომლებიც განსაზღვრულია სხვა ქვედანაყოფებისათვის. მათ შეიძლება მიიღონ მონაწილეობა (ზუსტად ისე, როგორც ქვეითმა ქვედანაყოფებმა) მანქანებიდან ჩამოქვეითებულებმა. დირექტივაზე `საზეიმო მარში!~ ისინი ჩასხდებიან სანტრანსპორტო საშუალებებში და ჩაივლიან მანქანებით. მეთაურის გადაწყვეტილებით, მოტორიზირებულმა და მექანიზირებულმა ქვედანაყოფებმა შეიძლება განალაგონ მანქანები შესამაბის მწყობრში და მთელი ცერემონიის განმავლობაში ისხდნენ მანქანებში.
დანართი #9
სახელმწიფო დროშა სამწყობრო ცერემონიებზე
1. საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის, დაშვების ან დაკეცვისას მედროშეთა ჯგუფი, როგორც წესი, შედგება ერთი პასუხისმგებელი სერჟანტის, ორი დროშის ამწევისა და ორიდან რვამდე დროშის გადამტანისგან. დროშის გადამტანების მოვალეობაა დროშის სწორადე დაკეცვა და გაშლა, აგრეთვე იმის უზრუნველყოფა, რომ დროშა არ შეეხოს მიწას. პატარა ზომის დროშის ასაწევად და დასაშვებად საჭიროა ორი, საშუალო ზომის დროშისათვის – ექვსი, ხოლო დიდი ზომის დროშისათვის – რვა დროშის გადამტანი.
2. მედროშეთა ჯგუფი ხელმძღვანელობს ვითარების შესაბამისი ადგილობრივი სამოქმედო პროცედურებით ან სპეციალური ინსტრუქციებით. პასუხისმგებელი სერჟანტი შეუმჩნევლად იძლევა კომანდებს ან დირექტივებს მედროშეთა ჯგუფისათვის, რათა უზრუნველყოს მედროშეთა ჯგუფის მიერ პროცედურების სწორად შესრულება. ქარიან ამინდში პასუხისმგებელი სერჟანტი შეიძლება დაეხმაროს მათ დროშის გაშლასა და დაკეცვაში. დანარჩენ შემთხვევებში საჭირო არ არის პასუხისმგებელი სერჟანტის მიერ დროშაზე ხელის მოკიდება მისი გაშლის ან დაკეცვისას.
3. სახელმწიფო დროშის აღმართვისას სრულდება შემდეგი მოქმედებები:
ა) პასუხისმგებელი სერჟანტი მოაწყობს მედროშეთა ჯგუფს კოლონაში ორ-ორად, რიგებს შორის ორმაგი ინტერვალით (იხ. სურათი 1). იგი გამოიტანს დროშას (იმ ოთახიდან, სადაც დროშა ინახება) და რიგებს შორის ბოლო ორ სამხედრო მოსამსახურესთან ერთ ხაზზე დაიკავებს ადგილს. შემდეგ იგი გადააადგილებს ჯგუფს დროშის ანძისკენ;
ბ) სერჟანტი შეაჩერებს ჯგუფს დროშის ანძასთან (ქარის მიმართულების მხარეს) ან საჭიროების მიხედვით. ჯგუფს შეაჩერებს ისე, რომ დროშის ანძა მოექცეს დროშის ამწევ ორ სამხედრო მოსამსახურეს შორის, ცენტრში. პასუხისმგებელი სერჟანტი გასცემს კომანდას: `ადგილებზე!~. ამ კომანდაზე დროშის ამწევები დაუყოვნებელივ გადაადგილდებიან დროშის ანძისკენ და დარწმუნდებიან, რომ თოკები თავისუფალია (არ არის დახვეული დროშის ანძაზე). დროშის გადამტანები შეასრულებენ ბრუნს ცენტრისკენ (დროშის გადამტანთა რიგები სახით ერთმანეთისკენ). პასუხისმგებელი სერჟანტი გასცემს დირექტივას `გაშალეთ დროშა!~. ამ დირექტივაზე ის ორი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც დგანან პასუხისმგებელ სერჟანტთან ყველაზე ახლოს, ფრთხილად იწყებენ დროშის გაშლას სიგრძეზე და გადააწოდებენ დროშის გაშლილ ნაწილს დანარჩენ დროშის გადამტანებს. როდესაც დროშის ანძასთან ყველაზე ახლოს მდგომი ორი გადამტანი მყარად დაიჭერს დროშას, დანარჩენი გადამტანები, აუცილებლობის მიხედვით, გადაადგილდებიან დროშის ანძის საწინააღმდეგო მიმართულებით, რათა დროშა მთლიანად გაიშალოს. დროშა არ იშლება სიგანეზე. გადამტანებს უჭირავთ დროშა წელის სიმაღლეზე ისე, რომ ხელის წინამკლავები იყოს ზედაპირთან ჰორიზონტალურად;
[pic]
სურათი 1. მედროშეთა ჯგუფი
გ) შესაბამის დროს პასუხისმგებელი სერჟანტი გასცემს დირექტივას `მიამაგრეთ დროშა!~. ამ დირექტივაზე, ყველა გადამტანი გადადგამს ერთ ნაბიჯს გვერდით დროშის ანძისკენ. დროშის ანძასთან მდგომი უახლოესი ორი გადამტანი დროშის კუთხეებს თოკზე მიამაგრებს, ზედა კუთხის მიმაგრების შემდეგ დროშის ამწევები ასწევენ დროშას იმ მდგომარეობამდე, რომ შესაძლებელი იყოს დროშის ქვედა კუთხეს მიმაგრება. დიდი ზომის დროშის აღმართვისას პასუხისმგებელმა სერჟანტმა შეიძლება გასცეს კომანდა: `მოემზადე, ნაბიჯი!~ იმ დროს, როდესაც ამწევები სწევენ დროშას. ეს კომანდა უნდა გაიცეს მანამ, სანამ შესაძლებელი იქნება დროშის ქვედა ნაწილის თოკზე დამაგრება;
დ) `დროშის აღმართვის მელოდიის~ პირველ ნოტზე (ქვემეხის გასროლაზე, თუ ქვემეხი გამოყენებულია), დროშის ამწევები სწრაფად ასწევენ დროშას. პასუხისმგებელი სერჟანტი ასრულებს მხედრულ მისალმებას. დროშის აღმართვის პროცესში, როდესაც დროშის გადამტანები დროშას ხელს გაუშვებენ, ასრულებენ ბრუნს სახით დროშის ანძისკენ და შეასრულებენ მხედრულ მისალმებას. როდესაც დროშა აიწევა ანძის წვერზე მელოდიის შესრულება წყდება და მელოდიის ბოლო ნოტზე პასუხისმგებელი სერჟანტი საკუთარი თავისა და დროშის გადამტანებისათვის გასცემს კომანდას: `დაუშვით, ხელი!~, ამ დროს ამწევები დაამაგრებენ თოკებს. პასუხისმგებელი სერჟანტი შემდეგ დგება დროშის ამწევებს შორის, შეასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გასცემს კომანდას `ცენტრისა-კენ!~. ჯგუფი შებრუნდება იმ მიმართულებით, საითაც უნდა გადაადგილდნენ და პასუხისმგებელი სერჟანტი გადააადგილებს ჯგუფს.
4. სახელმწიფო დროშის დაშვებისას სრულდება შემდეგი მოქმედებები:
ა) მედროშეთა ჯგუფი გადაადგილდება დროშისკენ იმგვარად, როგორც დროშის აღმართვისას. კომანდაზე `ადგილებზე!~ დროშის ამწვები ათავისუფლებენ და ასწორებენ თოკებს და შემდეგ დროებით ისევ ამაგრებენ მათ; დროშის გადამტანები არ ასრულებენ ბრუნს ცენტრისკენ. პასუხისმგებელი სერჟანტი შემდეგ გასცემს კომანდას: `სააღლუმოდ, თავისუფლად!~;
ბ) სიგნალის `განთიადის~ ბოლო ნოტზე (ქვემეხის გასროლაზე, თუ ქვემეხი გამოყენებულია), დროშის ამწევები გაათავისუფლებენ თოკებს. პასუხისმგებელი სერჟანტი საკუთარი თავისა და დროშის გადამტანებისათვის გასცემს კომანდებს: `სმენა!~ და `მხედრული, სალამი!~. `დროშის დაშვების მელოდიის~ პირველ ნოტზე დროშას ნელ-ნელა დაუშვებენ. როდესაც დროშა დაეშვება ხელის მოსაკიდებლად შესაძლებელ სიმაღლეზე, დროშის ორი გადამტანი (დროშის ანძასთან ყველაზე შორს მდგომები) შეწყვეტს მხედრულ მისალმებას, სწრაფად გადაადგილდებიან წინ, დაიჭერენ დროშას და კოლონების შუაში გავლით უკან გადაადგილდებიან;
გ) თითეული დროშის გადამტანი შეწყვეტს მხედრულ მისალმებას, როდესაც დროშას მის წინ ჩაატარებენ, შებრუნდება დროშისკენ და დაიჭერს დროშას. როდესაც დროშის ბოლო გადამტანი შეწყვეტს მხედრულ მისალმებას და დაიჭერს დროშას, მელოდიის შესრულება წყდება და მელოდიის ბოლო ნოტზე პასუხისმგებელი სერჟანტი წყვეტს მხედრულ მისალმებას. დროშა უჭირავთ ხელისგულებით დაბლა, ცერა და დანარჩენი თითები შეერთებულია და გამართული, წინამკლავი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში;
დ) როდესაც დროშას მოხსნიან, ის უნდა დაიკეცოს დადგენილი წესის შესაბამისად (იხ. სურათი 2). მას შემდეგ, რაც დროშის ამწევები თოკებს დაამაგრებენ, ისინიც მიიღებენ მონაწილეობას დროშის დაკეცვაში. როდესაც დროშის დასაკეცად მედროშეთა ჯფუფის წევრები ნაბიჯებს წინ ან უკან გადადგამენ, ისინი ყოველთვის ჯერ მარცხენა ფეხს გადადგამენ და შემდეგ მიადებენ მეორე ფეხს ისე, როგორც დგომზე სმენა.
5. თუ დროშა უნდა გაჩერდეს დროშის ანძის შუაში, იგი ჯერ დროშის ანძის წვერამდე უნდა ასწიონ და შემდეგ დაუშვან შუამდე. ამ მდგომარეობიდან დროშის დაშვებისას დროშა ისევ დროშის ანძის წვერამდე უნდა ასწიონ და ამის შემდეგ დაუშვან.
6. სახელმწიფო დროშის დასაკეცად სრულდება შემდეგი მოქმედებები:
ა) დროშის დაკეცვისთვის პასუხისმგებელი სერჟანტი გასცემს კომანდას: `მოემზადე, ნაბიჯი!~. პირადი შემადგენლობა გადადგამს შესაბამისი რაოდენობის ნაბიჯებს, რათა დარწმუნდნენ, რომ დროშა ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია, არ აქვს ნაკეცი და დროშის ანძა არის დროშის ცენტრში;
ბ) პასუხიმგებელი სერჟანტი შემდეგ გასცემს კომანდას: `მოემზადე, ერთი!~. დროშის გადამტანები გადადგამენ შესაბამისი რაოდენობის ნაბიჯებს ერთმანეთისაკენ ისე, რომ დროშა ჯერ სიგრძეზე გადაიკეცოს;
გ) პასუხისმგებელი სერჟანტი შემდეგ გასცემს კომანდას: `მოემზადე, ორი!~. პასუხისმგებელი სერჟანტის მარცხნივ მდგომი კოლონის წევრები დროშას ქვემოდან მოჰკიდებენ ხელს, ამ დროს თითები მიმართულია ზემოთ, ხელისგულები კი – სხეულის საპირისპირო მხარეს;
დ) პასუხისმგებელი სერჟანტი შემდეგ გასცემს კომანდას: `მოემზადე, სამი!~. ჯგუფი წევრები გადადგამენ შესაბამისი რაოდენობის ნაბიჯებს უკან, რათა დაიჭირონ დროშა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ასევე რწმუნდებიან, რომ დროშას არ აქვს ნაკეცები და დროშის ანძა არის დროშის ცენტრში;
ე) კომანდები `მოემზადე, ერთი!~, მოემზადე ორი!~ და `მოემზადე, სამი!~ გაიცემა და სრულდება კიდევ ერთხელ, რათა დროშა სიგრძეში ბოლომდე დაიკეცოს;
ვ) პასუხისმგებელ სერჟანტთან ყველაზე ახლოს მდგომნი მიაღებინებენ დროშას ათსანტიმეტრიან მანჟეტის ფორმას და იწყებენ დროშის დაკეცვას. დაკეცვა იწყება კუთხიდან პასუხისმგებელი სერჟანტისგან მარცხნივ. დროშის დაკეცვისას დროშის პირები უნდა იყოს გასწორებული და არ დაუშვან დროშის დაგრეხა;
ზ) როდესაც დროშა საპატიო ადგილზე (მარჯვენა კოლონის თავში) მოექცევა, პასუხისმგებელი სერჟანტი გადაადგილდება დროშისაკენ ყველაზე პირდაპირი მარშრუტით და შეამოწმებს მას. პასუხისმგებელი სერჟანტი მიიღებს დროშას, მიიდებს მას მკერდთან ისე, რომ მართი კუთხე ზემოთ იყოს მიმართული;
თ) მას შემდეგ, რაც დროშა დაიკეცება და ჩაიბარებს პასუხისმგებელი სერჟანტი, იგი დადგება დროშის ამწევებს შორის და შებრუნდება დროშის შესანახი ადგილისკენ. შემდეგ იგი გასცემს კომანდას `ცენტრისა-კენ!~. ჯგუფის წევრები შეასრულებენ ბრუნს პასუხისმგებელი სერჟანტის მხარეს (დროშის შესანახი ადგილისკენ) და გადაადგილდება ამ მიმართულებით;
ი) როდესაც დროშა დაკეცილია (სამკუთხედი ფორმა), მასზე ვრცელდება მოპყრობის იგივე წესები, როგორც შალითაში მოთავსებულ დროშასთან. პირადი შემადგენლობა, რომელიც შეხვდება მედროშეთა ჯგუფს, დროშას მოეპყრობიან შესაბამისი პატივით, მაგრამ არ მიესალმებიან მხედრულად.
[pic]
სურათი 2. საქართველოს სახელმწიფო დროშის დაკეცვის მეთოდი
7. სახელმწიფო დროშასთან მოპყრობისა და გამოყენებისათვის სრულდება შემდეგი მოქმედებები:
ა) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აკრძალულია სახელმწიფო დროშის გადატანა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, იგი ყოველთვის უნდა იყოს ვერტიკალურ მდგომარეობაში და არ უნდა იქნეს გამოყენებული შესასვლელების ან კარების მოსართავად და სპიკერის ტრიბუნაზე ან სხვა რამეზე გადასაფარებლად;
ბ) თუ საქართველოს სახელმწიფო დროშა წარმოდგენილია სხვა დროშებთან ერთად, იგი ყოველთვის გადააქვთ მარჯვნივ ან დროშების ხაზის წინ და ცენტრში. თუ ყველა დროშის ტარი თანაბარი სიმაღლისაა, სახელმწიფო დროშას უნდა ჰქონდეს მიჩენილი საპატიო ადგილი ყველა დროშის მარჯვნივ. როდესაც წარმოდგენილია ორი ან მეტი სახელმწიფოს დროშები, ისინი დამაგრებულია ერთნაირი სიმაღლის სხვადასხვა ტარებზე. საქართველოს სახელმწიფო დროშა თავსდება ყველა დანარჩენი დროშის მარჯვნივ;
გ) თუ საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართულია სხვა სახელმწიფო დროშებთან ერთად, ყურადღება უნდა მიექცეს, რომ სხვა სახელმწიფო დროშები სწორად იყოს აღმართული. საქართველოს სახელმწიფო დროშის მარჯვნივ ან მის მაღლა სხვა დროშა ან ალამი არ უნდა აღიმართოს, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებელი მოთხოვნებისა.
8. საქართველოს სახელმწიფო დროშის დანიშნულებისა და გამოყენებისთვის, გარდა ამ წესდებით განსაზღვრული წესებისა, უნდა ვიხელმძღვანელოთ ამისათვის გამოცემული სხვადასხვა რეგულაციებით.
დანართი #10
მხედრული თავაზიანობისა და პატივისცემის გამოხატვა სამხედრო მოსამსახურეებისა
და სამოქალაქო პირების მიერ სხადასხვა ვითარებებსა და გარემობებში
1. სამხედრო მოსამსახურეთა მიერ, მხედრული თავაზიანობის გამოხატვა ფორმით (თავსაბურავით ან მის გარეშე) მწყობრში:
ა) დროშის აღმართვის დროს – დგომები `მხედრული მისალმება~ და `სმენა~ მიიღება ოფიცრის ან სერჟანტის კომანდაზე;
ბ) `განთიადი~ – დგომი `სააღლუმოდ თავისუფლად~ მიიღება ოფიცრის ან სერჟანტის კომანდაზე სიგნალის პირველ ნოტზე;
გ) `დროშის დაშვების მელოდია~ ან საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი – დგომები `მხედრული მისალმება~ და `სმენა~ მიღება ოფიცრის ან სერჟანტის კომანდაზე;
დ) შალითიდან ამოღებული დროშების ჩამოტარებისას ან შალითიდან ამოღებულ დროშებთან ჩავლისას – დგომი `მხედრული მისალმება~ მიღება ოფიცრის ან სერჟანტის კომანდაზე. კომანდა `მხედრული, სალამი!~ გაიცემა მაშინ, როდესაც დროშები ქვედანაყოფის ფლანგიდან იქნება ექვსი ნაბიჯით დაშორებული. მხედრული სალამი უნდა იყოს შენარჩუნებული, სანამ დროშა ექვსი ნაბიჯით არ დაშორდება ქვედანაყოფს. მხედრული სალამის შესაწყვეტად გაიცემა კომანდა `დაუშვით, ხელი!~. დროშებთან ჩავლისას მოქმედებები სრულდება ოფიცრის ან სერჟანტის კომანდების თანახმად;
ე) მხედრული პატივისმიგების ნიშნად ქვემეხიდან გასროლა – დგომი `მხედრული, მისალმება~ მიღება ოფიცრის ან სერჟანტის კომანდაზე და შენარჩუნება ოფიცრის ან სერჟანტის მიერ კომანდის `დაუშვით, ხელი!~ გაცემამდე;
ვ) დაკრძალვა მხედრული პატივის მიგებით – დგომი `მხედრული მისალმება~ მიღება ოფიცრის ან სერჟანტის კომანდაზე.
2. სამხედრო მოსამსახურეთა მიერ, მხედრული თავაზიანობის გამოხატვა ფორმით (თავსაბურავით ან მის გარეშე) მწყობრს გარეთ:
ა) დროშის აღმართვა – `დროშის აღმართვის მელოდიის~ პირველივე ნოტზე სამხედრო მოსამსახურეები შებრუნდებიან სახით დროშისკენ (ან იმ მიმართულებით, საიდანაც ისმის მელოდია, თუ დროშა არ არის ხედვის არეში) და მიიღებენ დგომს `მხედრული მისალმება~. მხედრულ მისალმებას შეწყვეტენ მელოდიის ბოლო ნოტზე;
ბ) `განთიადი~ – სიგნალის პირველივე ნოტზე სამხედრო მოსამსახურეები შებრუნდებიან სახით დროშისკენ (თუ დროშა არ არის ხედვის არეში, იმ მიმართულებით, საიდანაც ისმის სიგნალის ხმა) და მიიღებენ დგომს `სმენა~. ეს დგომი უნდა შენარჩუნდეს სიგნალის დასრულებამდე;
გ) `დროშის დაშვების მელოდია~ ან საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი – მელოდიის პირველ ნოტზე, შენობის გარეთ ყოფნისას, სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ დგომს `მხედრული მისალმება~, შენობაში ყოფნისას – დგომს `სმენა~. ეს დგომები შენარჩუნებული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ან `დროშის დაშვების მელოდიის~ დასრულებამდე;
დ) შალითიდან ამოღებული დროშების ჩამოტარებისას ან შალითიდან ამოღებულ დროშებთან ჩავლისას – შენობის გარეთ დროშების ჩამოტარებისას, როდესაც დროშები არის ექვსი ნაბიჯის დაშორებით, სამხედრო მოსამსახურეები დროშას მხედრულად მიესალმებიან, შენობაში ყოფნისას კი – მიიღებენ დგომს `სმენა~. ამ მდგომარეობაში რჩებიან, სანამ დროშა ექვსი ნაბიჯით დაშორდება მათ. შენობის გარეთ დროშებთან ჩავლისას, ექვსი ნაბიჯის დისტანციაზე მიაბრუნებენ თავს დროშისაკენ და მიესალმებიან მხედრულად. ხელს ჩამოუშვებენ მაშინ, როდესაც ექვსი ნაბიჯით გასცდებიან დროშებს;
ე) ქვემეხიდან გასროლა მხედრული პატივისმიგების ნიშნად – მელოდიის პირველ ნოტზე ან პირველი ჭურვის გასროლაზე სამხედრო მოსამსახურეები შებრუნდებიან ცერემონიის ჩატარების ადგილისაკენ და შეასრულებენ მხედრულ მისალმებას. მხედრულ მისალმებას შეწყვეტენ მელოდიის დასრულების ან ბოლო ჭურვის გასროლის შემდეგ;
3. მხედრული თავაზიანობის გამოხატვა სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პირების მიერ, რომელთაც აცვიათ სამოქალაქო ტანსაცმელი (მათ შორის სპორტული ტანსაცმელი) და ახურავს თავსაბურავი:
ა) დროშის აღმართვა – `დროშის აღმართვის მელოდიის~ პირველივე ნოტზე შებრუნდებიან სახით დროშისკენ (ან იმ მიმართულებით, საიდანაც ისმის მელოდია, თუ დროშა არ არის ხედვის არეში), მიიღებენ დგომს `სმენა~, მარჯვენა ხელით მოიხდიან თავსაბურავს და მიიდებენ მარცხენა მხართან ისე, რომ მარჯვენა ხელი მიდებული იყოს გულზე. ეს მდგომარეობა უნდა შეინარჩუნონ მელოდიის დასრულებამდე;
ბ) `განთიადი~ – სიგნალის პირველივე ნოტზე შებრუნდებიან სახით დროშისკენ (ან იმ მიმართულებით, საიდანაც ისმის სიგნალი, თუ დროშა არ არის ხედვის არეში), მარჯვენა ხელით მოიხდიან თავსაბურავს და დადგებიან დგომზე `სმენა~. ეს დგომი უნდა შეინარჩუნონ სიგნალის დასრულებამდე;
გ) `დროშის დაშვების მელოდია~ ან საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი – მელოდიის პირველ ნოტზე, შენობის გარეთ ყოფნისას, მარჯვენა ხელით მოიხდია თავსაბურავს და მიიდებენ მარცხენა მხართან ისე, რომ მარჯვენა ხელი მიდებული იყოს გულზე. შენობაში ყოფნისას მიღებენ დგომს `სმენა~. ამ დგომს შეინარჩუნებენ მელოდიის დასრულებამდე;
დ) შალითიდან ამოღებული დროშების ჩამოტარებისას ან შალითიდან ამოღებულ დროშებთან ჩავლისას – შენობის გარეთ დროშების ჩამოტარებისას, როდესაც დროშები არის ექვსი ნაბიჯის დაშორებით, მიიღებენ დგომს `სმენა~, მარჯვენა ხელით მოიხდიან თავსაბურავს და მიიდებენ მარცხენა მხართან ისე, რომ მარჯვენა ხელი მიდებული იყოს გულზე. ამ მდგომარეობას შეინარჩუნებენ მანამ, სანამ დროშები ექვსი ნაბიჯით დაშორდება მათ. შენობის გარეთ დროშებთან ჩავლისას დროშებისაგან ექვსი ნაბიჯით დაშორებით მიაბრუნებენ თავს დროშებისკენ, მარჯვენა ხელით მოიხდიან თავსაბურავს და მიიდებენ მარცხენა მხართან ისე, რომ მარჯვენა ხელი მიდებული იყოს გულზე. ამ მდგომარეობას შეინარჩუნებენ მანამ, სანამ ექვსი ნაბიჯით გასცდებიან დროშებს;
ე) ქვემეხიდან გასროლა მხედრული პატივისმიგების ნიშნად – მელოდიის პირველ ნოტზე ან პირველი ჭურვის გასროლისას შებრუნდებიან ცერემონიის ჩატარების ადგილისაკენ, მოიხდიან თავსაბურავს და მიიღებენ დგომს `სმენა~. ამ დგომს შეინარჩუნებენ მელოდიის დასრულებამდე ან ბოლო ჭურვის გასროლამდე;
4. მხედრული თავაზიანობის გამოხატვა სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პირების მიერ სამოქალაქო ტანსაცმლით (სპორტული ფორმით, ვარჯიშისას) თავსაბურავის გარეშე. მდედრობითი სქესის პირადი შემადგენლობა თავსაბურავით ან მის გარეშე:
ა) დროშის აღმართვა – `დროშის აღმართვის მელოდიის~ პირველივე ნოტზე შებრუნდებიან სახით დროშისკენ (თუ დროშა არ არის ხედვის არეში იმ მიმართულებით, საიდანაც ისმის მელოდია), მიიღებენ დგომს `სმენა~ და მარჯვენა ხელს მიიდებენ გულზე. ამ დგომს შეინარჩუნებენ მელოდიის დასრულებამდე;
ბ) `განთიადი~ – სიგნალის პირველივე ნოტზე შებრუნდებიან სახით დროშისკენ (ან იმ მიმართულებით, საიდანაც ისმის სიგნალი, თუ დროშა არ არის ხედვის არეში) და მიიღებენ დგომს `სმენა~. ამ დგომს შეინარჩუნებენ სიგნალის დასრულებამდე;
გ) `დროშის დაშვების მელოდია~ ან საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი – მელოდიის პირველ ნოტზე, შენობის გარეთ ყოფნისას, მიიღებენ დგომს `სმენა~ და მარჯვენა ხელს მიიდებენ გულზე. შენობაში ყოფნისას მიიღებენ დგომს `სმენა~. ამ დგომს შეინარჩუნებენ მელოდიის დასრულებამდე;
დ) შალითიდან ამოღებული დროშების ჩამოტარებისას ან შალითიდან ამოღებულ დროშებთან ჩავლისას – შენობის გარეთ დროშების ჩამოტარებისას, როდესაც დროშები არის ექვსი ნაბიჯის დაშორებით, მიიღებენ დგომს `სმენა~, მარჯვენა ხელს მიიდებენ გულზე; შენობაში ყოფნისას კი მიიღებენ დგომს `სმენა~. ამ დგომს შეინარჩუნებენ მანამ, სანამ დროშები მათ ექვსი ნაბიჯით დაშორდება, დროშებთან ჩავლისას არ სრულდება არანაირი მოქმედება;
ე) ქვემეხიდან გასროლა მხედრული პატივის მიგების ნიშნად – მელოდიის პირველ ნოტზე ან პირველი ჭურვის გასროლისას შებრუნდებიან ცერემონიის ჩატარების ადგილისაკენ და მიიღებენ დგომს `სმენა~. ამ დგომს შეინარჩუნებენ მელოდიის დასრულებამდე ან ბოლო ჭურვის გასროლამდე;
5. თუ ქვემეხიდან გასროლა სრულდება დროშისადმი ან ქვეყნისადმი პატივის მისაგებად, სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები ინდივიდუალურ მოქმედებებს არ ასრულებენ.
6. სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც იღებენ (ფოტო, ვიდეო) ცერემონიას, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისას გამოხატავენ მხედრულ თავაზიანობას ისე, როგორც ეს განსაზღვრულია ამ დანართით.