„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/2116
2011 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის და მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლი იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულებაში“ შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააგენტოს დირექტორი:
ა) წარმოადგენს სააგენტოს;
ბ) კანონმდებლობისა და დებულების ფარგლებში დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად წარმართავს სააგენტოს საქმიანობას;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში;
დ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს), იღებს გადაწყვეტილებას (დადგენილებას) ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;
ე) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს და სააგენტოს თანამშრომელთა სამუშაოს აღწერილობას;
ვ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საშტატო განრიგსა და თანამდებობრივ სარგოებს;
ზ) სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას;
თ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ი) იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურეთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;
კ) სააგენტოს სახელით დებს გარიგებებს და ანიჭებს უფლებას სააგენტოს წარმომადგენლობაზე;
ლ) საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს სააგენტოს მზადყოფნას;
მ) უზრუნველყოფს მოსამსახურეთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას;
ნ) სააგენტოს სახელით აცხადებს კონკურსებს და ტენდერებს;
ო) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
პ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროს მარეგულირებელ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით წარადგენს წინადადებებს;
ჟ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა სააგენტოს ამოცანების შესასრულებლად;
რ) იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა სააგენტოს ამოცანების შესასრულებლად;
ს) ამტკიცებს სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობის ფორმას;
ტ) ამტკიცებს სააგენტოს, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ბლანკების, ბეჭდებისა და შტამპების ნიმუშებს;
უ) უზრუნველყოფს „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს №415 ბრძანებულებით დამტკიცებული „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის“ შესაბამისად დარგობრივი რეაგირების გეგმის შემუშავებასა და განხორციელების კოორდინაციას უფლებამოსილების ფარგლებში.
ფ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტო შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი;
ბ) მეზღვაურთა დეპარტამენტი;
გ) ხარისხის მართვის სამსახური;
დ) საზღვაო უსაფრთხოების დეპარტამენტი;
ე) გემების რეგისტრაციისა და დროშის კონტროლის დეპარტამენტი;
ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ზ) იურიდიული დეპარტამენტი;
თ) საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი;
ი) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი.“.
3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. მეზღვაურთა დეპარტამენტი
1. მეზღვაურთა დეპარტამენტი პასუხისმგებელია მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების ერთიანი სისტემის შექმნაზე.
2. მეზღვაურთა დეპარტამენტში შედის მეზღვაურთა განათლების სისტემაზე ზედამხედველობის სამმართველო და მეზღვაურთა სერტიფიცირების სამმართველო.
3. მეზღვაურთა განათლების სისტემაზე ზედამხედველობის სამმართველო:
ა) ახორციელებს საზღვაო სასაწავლო საწვრთნელი ცენტრების აღიარების საკითხის შესწავლას და წინადადების მომზადებას;
ბ) შეიმუშავებს საზღვაო სასწავლებლებისა და საზღვაო სასწავლო ცენტრების შემოწმების გეგმას და წარუდგენს დასამტკიცებლად სააგენტოს დირექტორს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში;
გ) შემუშავებს რეკომენდაციებს საზღვაო სასწავლებლებსა და ცენტრებში გამოცდებზე დასწრებისა და მონიტორინგის თაობაზე;
დ) უზრუნველყოფს მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ საერთაშორისო მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს;
ე) ახორციელებს საზღვაო სასწავლებლებისა და ცენტრების აღიარებას და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობას;
ვ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებ ს.
4. მეზღვაურთა სერტიფიცირების სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სერტიფიკატების, მათში ცვლილებების შეტანის ან გაუქმების მომზადებას;
ბ) გემზე პასუხისმგებლობის ყველა დონის მეზღვაურისათვის დიპლომისა და მოწმობის გაცემას და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავებას;
გ) საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის გემის სამეთაურო და რიგითი შემადგენლობის პირის წოდების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მომზადებას;
დ) დიპლომისა და მოწმობის მქონე მეზღვაურთა რეგისტრაციას;
ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დიპლომის ან მოწმობის მოქმედების ვადის დროებით შეჩერების თაობაზე გადაწყეტილების მომზადებას;
ვ) კანდიდატის ცოდნის შემოწმების მიზნით საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზება-ჩატარებას;
ზ) კანდიდატის ცოდნის შემოწმების შედეგების შესახებ ოქმის ფორმის შემუშავებას და დასამტკიცებლად წარდგენას;
თ) დიპლომისა და მოწმობის მისაღებად საჭირო საბუთების ნუსხის პროექტის მომზადებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ი) საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრთან შეთანხმებით საზღვაო ნავსადგურების რადიოლოკაციური სისტემების ოპერატორების მიმართ წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენას;
კ) სააგენტოს მიერ გაცემული, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ გაცემული დიპლომებისა და მოწმობების ნამდვილობის დადასტურებას;
ლ) სხვა სახელმწიფოს საზღვაო ადმინისტრაციის მიერ გაცემული დიპლომის ცნობას (აღიარებას);
მ) მეზღვაურთა წიგნაკების გაცემას;
ნ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სერტიფიკატების გაცემას;
ო) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულებას.“.
4. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უსაფრთხოებისა და უშიშროების სამმართველო:
ა) ახორციელებს ნავსადგურებში გემების შესვლაზე და გამოსვლაზე ზედამხედველობას;
ბ) უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ნებისმიერ გემთან დაკავშირებული საზღვაო ინციდენტების გამოკვლევას საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში;
გ) უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს საქართველოში რეგისტრირებულ მცურავ ობიექტთან დაკავშირებული საზღვაო ინციდენტების გამოკვლევას;
დ) მონაწილეობს საზღვაო უსაფრთხოებასა და უშიშროებასთან დაკავშირებით ტექნიკური რეგლამენტების და ნორმატიული აქტების შემუშავებაში;
ე) ახორციელებს ნაოსნობის უსაფრთხოების დაცვაზე საერთო ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) ახორციელებს საერთაშორისო საზღვაო ხელშეკრულებების მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს;
ზ) ამოწმებს საზღვაო ნავსადგურების უშიშიროებასთან დაკავშირებული საერთაშორისო მოთხოვნების შესრულებას უფლებამოსილების ფარგლებში და გასცემს სათანადო მოწმობებს;
თ) ამტკიცებს საზღვაო ნავსადგურის მიერ შემუშავებული ნავსადგურის/ტერმინალის დაცვის გეგმას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ი) აგროვებს და აანალიზებს ინფორმაციას საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში გემების შემოწმების და/ან დაკავების თაობაზე;
კ) მონაწილეობს გემთმშენებელი და სხვა საწარმოების, რომელთა აკვატორია ემიჯნება საზღვაო ნავსადგურის აკვატორიას, უფლებამოსილ რწმუნებულთან ერთად ნავსადგურებში და მათ მისასვლელებთან მოძრაობის წესების დადგენაში;
ლ) უზრუნველყოფს საზღვაო ნავსადგურებში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული სტანდარტებით დადგენილი უშიშროების ზომების შემოწმებას და სათანადო სერტიფიკატის გაცემას;
მ) ამზადებს რეკომენდაციებს საქართველოს ნავსადგურის მისასვლელებთან და აკვატორიის ფარგლებში სალოცმანო გაცილების წესის თაობაზე;
ნ) მონაწილეობს საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების მიზნით მოძრაობის დაყოფის სისტემების, საზღვაო დერეფნების, ფარვატერებისა და რეკომენდებული გზების, ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის წესების შემუშავებში;
ო) უზრუნველყოფს ზღვის გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებისა და შემცირების შესახებ საქართველოს მიერ მიღებული ნორმებისა და სტანდარტების დაცვას სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში;
პ) ახორციელებს სალოცმანო სამსახურების და ლოცმანის სერტიფიცირებას, მათი საქმიანობის ზედამხედველობას;
ჟ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.“.
5. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. გემების რეგისტრაციისა და დროშის კონტროლის დეპარტამენტი
1. გემების რეგისტრაციისა და დროშის კონტროლის დეპარტამენტში შედის გემების რეგისტრაციისა და დროშის კონტროლის სამმართველოები.
2. გემების რეგისტრაციის სამმართველო:
ა) ახორციელებს გემების საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლების მინიჭებას და ჩამორთმევას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) აწარმოებს გემების სახელმწიფო რეესტრს;
გ) ახდენს იპოთეკის რეგისტრაციას საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე;
დ) შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს დირექტორს გემების რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესს;
ე) გასცემს ამონაწერს საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრიდან კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში;
ვ) უზრუნველყოფს გემების ნაოსნობისათვის შესაბამისი მოწმობის/სერტიფიკატის გაცემას;
ზ) თანამშრომლობს გემთმფლობელებთან, საკლასიფიკაციო საზოგადოებებთან და სხვა ქვეყნების საზღვაო ხელისუფლებასთან უფლებამოსილების ფარგლებში;
თ) ამტკიცებს გემთფლობელის მიერ შემუშავებული გემის დაცვის გეგმას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ი) უზრუნველყოფს ზღვის დაბინძურებისათვის გემის მესაკუთრის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის დამადასტურებელი მოწმობის გაცემას, შემოწმებას და აღიარებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
კ) უზრუნველყოფს ბირთვული გემის ოპერატორის პასუხისმგებლობის მოწმობის გაცემას, შემოწმებას და აღიარებას კანონმდებლობით დადგენილი წესით“.
ლ) გასცემს საქართველოს სახელმწიფო ალმით ნაოსნობის უფლების მოწმობას, გემის ბილეთს, გემის საკუთრების მოწმობას და რადიოსადგურის სერტიფიკატს;
მ) ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. დროშის კონტროლის სამმართველო:
ა) ახორციელებს კონტროლს საქართველოს დროშით მცურავ გემებზე საერთაშორისო მოთხოვნებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლების მინიჭების/ჩამორთმევის თაობაზე;
გ) ზედამხედველობს საკლასიფიკაციო საზოგადოებების მიერ სააგენტოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას;
დ) ახორციელებს საქართველოს დროშით მცურავი გემის ინსპექტირებას;
ე) აგროვებს და აანალიზებს სტატისტიკურ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლების მქონე გემების თაობაზე;
ვ) შეიმუშავებს და სააგენტოს დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს კონცეფციას საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლების მინიჭების თაობაზე;
ზ) მეზღვაურთა დეპარტამენტთან შეთანხმებით განსაზღვრავს ზღვაოსნობის უსაფრთხოების, გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებისა და შრომის დაცვის მიზნით ეკიპაჟის მინიმალური დასაშვებ შემადგენლობას;
თ) ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
6. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. ადმინისტრაციული დეპარტამენტი
1. ადმინისტრაციული დეპარტამენტი პასუხისმგებელია:
ა) საკადრო საკითხებზე, კერძოდ:
ა.ა) ახორციელებს სააგენტოს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვას, მონიტორინგს და ანალიზს;
ა.ბ) ამზადებს სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სფეროში სააგენტოს დირქტორის ბრძანების პროექტებს;
ა.გ) ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენას;
ა.დ) ახორციელებს სააგენტოს მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და პროფესიული განვითარების, მათი საკვალიფიკაციო გამოცდების მომზადება-ჩატარების ორგანიზებას;
ა.ე) შეიმუშავებს შრომის შინაგანაწესს, სამუშაოთა აღწერილობას და აკონტროლებს მის შესრულებას;
ბ) საქმისწარმოების ორგანიზებაზე, კერძოდ:
ბ.ა) საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად, ორგანიზებას უწევს საქმისწარმოებას სააგენტოში;
ბ.ბ) უზრუნველყოფს შესაბამისი სამართლებრივი აქტების, საკონტროლო დავალებებისა და სააგენტოს დირქტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების შემოწმებასა და კონტროლს;
ბ.გ) ახორციელებს საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებას და არქივისათვის გადაცემას (არქივირებას);
ბ.დ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
ბ.ე) უზრუნველყოფს სხვადასხვა დაწესებულებასა და ორგანიზაციაში სააგენტოს დოკუმენტების გაგზავნას და მათ უსაფრთხოებას;
ბ.ვ) ახორციელებს სააგენტოს შექმნამდე სახელმწიფო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ გაცემული და მის კომპეტენციას განკუთვნილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, სხვა დოკუმენტების ასლების დამოწმებას და გაცემას;
გ) საინფორმაციო ტექნოლოგიებზე, კერძოდ:
გ.ა) უზრუნველყოფს სააგენტოს კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელ მუშაობას;
გ.ბ) ქმნის სააგენტოს უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ მონაცემთა კომპიუტერულ საინფორმაციო ბანკს.
2. ადმინისტრაციული დეპარტამენტი ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
7. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. იურიდიული დეპარტამენტი
იურიდიული დეპარტამენტი:
ა) უზრუნველყოფს სააგენტოს სისტემას სამართლებრივი მომსახურებით;
ბ) მონაწილეობს სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში, ახდენს სხვა ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანას და მათ ვიზირებას;
გ) ამზადებს სააგენტოს ნორმატიული აქტებს და ახდენს სხვა ნორმატიულ აქტებთან მათ შესაბამისობაში მოყვანას;
დ) ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული დავების თაობაზე;
ე) უზრუნველყოფს სასამართლო ორგანოებში სააგენტოს წარმომადგენლობას;
ვ) ახორციელებს სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სამართლებრივ ექსპერტიზას;
ზ) ახორციელებს სააგენტოში გამოვლენილი დისციპლინური გადაცდომის ფაქტების განხილვას და სამართლებრივ შეფასებას;
თ) უზრუნველყოფს სააგენტოს მოსამსახურეთა სამართლებრივ ინფორმირებას;
ი) ახორციელებს მიმდინარე პროექტების ზოგად კოორდინაციას;
კ) შეიმუშავებს წინადადებებს სააგენტოს განვითარების სტრატეგიული მიზნების შესახებ და უზრუნველყოფს მათ ასახვას შესაბამის დოკუმენტებში;
ლ) მონაწილეობს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავება-განხილვასა და მათ რეალიზაციაში უფლებამოსილების ფარგლებში;
მ) ამზადებს წინადადებებს სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად საქართველოსათვის პრიორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხებზე;
ნ) ახორციელებს ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;
ო) ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
8. დებულებას დაემატოს 12¹ მუხლი
„მუხლი 12¹. საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი:
ა) ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობებს;
ბ) შეიმუშავებს წინადადებებს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ;
გ) სააგენტოს საჭიროებიდან გამომდინარე ამყარებს ურთიერთობებს საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფოების დონორ ორგანიზაციებთან;
დ) მონაწილეობს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავება-განხილვაში და მათ რეალიზაციაში კომპეტენციის ფარგლებში;
ე) თანამშრომლობს საზღვაო სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და იცავს საქართველოს ინტერესებს მათთან ურთიერთობისას;
ვ) მონაწილეობას იღებს სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში, შეხვედრებში, ასევე მათ ორგანიზებაში;
ზ) ახორციელებს საპროტოკოლო ფუნქციებს, მათ შორის: სხვა სახელმწიფოთა დელეგაციების შეხვედრა-გაცილება, მათ გადაადგილებაში თანხლება, შესაბამისი დოკუმენტების შედგენა და მათი შენახვა, მიღებებისა და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება და მათში მონაწილეობა;
თ) ამზადებს ანგარიშებს საერთაშორისო ხელშეკრულებების და/ან საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად სააგენტოს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან ერთად;
ი) ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
9. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი
საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი:
ა) ახორციელებს სააგენტოს ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ბ) ორგანიზებას უწევს სახელმწიფო შესყიდვებს;
გ) უზრუნველყოფს სახსრების რაციონალურ ხარჯვას;
დ) შეიმუშავებს სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმას და განსაზღვრავს ცალკეული შესასყიდი ობიექტის წლიური ღირებულებიდან გამომდინარე შესყიდვის წესს;
ე) ამზადებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ხელშეკრულებებს;
ვ) ორგანიზებას უწევს ტენდერის გამოცხადებას, ამზადებს სატენდერო დოკუმენტაციას, უზრუნველყოფს მომწოდებელთან ხელშეკრულებების დადებას და აკონტროლებს დადებული ხელშეკრულების შესრულებას;
ზ) ახორციელებს სააგენტოს სისტემაში საფინანსო-ეკონომიკურ და ბუღალტრულ აღრიცხვას;
თ) ახორციელებს საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ანალიზს, კრებსითი ბალანსების, ანგარიშების მომზადებას;
ი) შეიმუშავებს სააგენტოს ბიუჯეტსა და ხარჯთა ნუსხის პროექტებს;
კ) ორგანიზებას უწევს სააგენტოს ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და საფინანსო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას;
ლ) ადგენს საფინანსო და სტატისტიკურ ანგარიშებს და წარადგენს მათ სამინისტროში და ხაზინაში;
მ) უზრუნველყოფს სააგენტოს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვას;
ნ) ახორციელებს მომარაგების ორგანიზებას;
ო) წარმართავს სამეურნეო საქმიანობას;
პ) წარმართავს სასაწყობო მეურნეობას;
ჟ) პასუხისმგებელია ამ მუხლით განსაზღვრულ ფუნქციებთან დაკავშირებით სამინისტროსთან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ურთიერთობაზე;
რ) ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის პირველი მოადგილე ა. კეკელია