აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№503
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 30/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№503

2008 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტსა და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 45 400 000 (ორმოცდახუთი მილიონ ოთხასი ათასი) ლარი №1-10 დანართების შესაბამისად.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეგიონული მართვის საკითხებში დ. ტყეშელაშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლ. ვარშალომიძემ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნ. გილაურმა.

3. „სახელწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე დროში შესრულების უზრუნველსაყოფად შესყიდვები განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ . გურგენიძე

დანართი №1

ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 1 140 000 (ერთი მილიონ ას ორმოცი ათასი) ლარი, მათ შორის:

1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 440 000 (ოთხას ორმოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია;

ბ) საცხოვრებელი სახლების გადახურვა;

გ) გზების რეაბილიტაცია;

დ) ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია;

ე) წყალსადენი მილების შეძენა და წყალმომარაგება;

ვ) ჩორჯოს სასოფლო კლუბის, ბიბლიოთეკის, საფერშლო პუნქტისა და საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.

2. ონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 200 000 (ორასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) წყალსადენების სისტემის რეაბილიტაცია;

ბ) შიდა გზების რეაბილიტაცია;

გ) სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია;

დ) საჯარო სკოლების სარემონტო სამუშაოები;

ე) ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფასადის სარემონტო სამუშაოები.

3. ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 300 000 (სამასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) მუსიკალური სკოლის რეაბილიტაცია;

ბ) საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია;

გ) ქ. ცაგერში ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა;

დ) სანიაღვრე არხების მოწყობა;

ე) საცხოვრებელი სახლების გადახურვა და დაზიანებული კედლების აღდგენა;

ვ) საბავშვო ბაღების შენობების აღდგენა.

4. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 200 000 (ორასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქუჩების რეაბილიტაცია-მოასფალტება;

ბ) შენობების ფასადების შეღებვა და კეთილმოწყობა;

გ) ხიდის რეაბილიტაცია;

დ) საბავშვო ბაღების შემოღობვა და გადახურვა;

ე) დაწყებითი სკოლის რემონტი;

ვ) პოლიციის შენობის გადახურვა;

ზ) გარე განათება;

თ) გზების რეაბილიტაცია.

 

დანართი №2

ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 3 800 000 (სამი მილიონ რვაასი ათასი) ლარი, მათ შორის:

1. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი ქ. მცხეთაში სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაციისათვის.

2. თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 300 000 (სამასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია;

ბ) მდინარე იორის ნაპირსამაგრი სამუშაოები.

3. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 300 000 (ორი მილიონ სამასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) გზების რეაბილიტაცია-მოასფალტება;

ბ) წყალსადენების სისტემის რეაბილიტაცია;

გ) ბაგა-ბაღების, კულტურის სახლების კაპიტალური რემონტი და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთება;

დ) ავტობუსის შეძენა.

4. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 300 000 (სამასი ათასი) ლარი დაბა სტეფანწმინდაში შიდა გზების რეაბილიტაციისათვის.

5. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 300 000 (სამასი ათასი) ლარი წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისათვის.

 დანართი №3

ზუგდიდის, აბაშის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 2 640 000 (ორი მილიონ ექვსას ორმოცი ათასი) ლარი, მათ შორის:

1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 140 000 (ას ორმოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) შიდა გზების რეაბილიტაცია;

ბ) წყალსადენის რეაბილიტაციის სამუშაოები;

გ) დაბა ჯვარში წყლის მრიცხველების დამონტაჟება;

დ) ნაპირსამაგრი სამუშაოები.

2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 190 000 (ას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) მდ. ზანაზე, სოფელ ახუთის ხიდის რეაბილიტაცია;

ბ) ნაპირსამაგირი სამუშაოები.

3. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 290 000 (ორას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) წყალსადენის მილის მოწყობის სამუშაოები;

ბ) სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია.

4. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 340 000 (სამას ორმოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სოფელ აბედათში მდ. სკურჩაზე დაზიანებული საავტომობილო ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოები;

ბ) ქ. მარტვილის შიდა გზების ასფალტ-ბეტონის საფარის ორმული შეკეთება;

გ) ქ. მარტვილში ნალექსაოს ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოები;

დ) კეთილმოწყობის სამუშაოები.

5. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 290 000 (ერთი მილიონ ორას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) მუნიციპალიტეტის შიდა გზების რეაბილიტაცია;

ბ) ზუგდიდში წმინდა ნინოს ქუჩის კანალიზაციის სისტემის მშენებლობა;

გ) წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია;

დ) სოფელ განმუხურის ზღვისპირა ზოლის კეთილმოწყობა.

6. აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 190 000 (ას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოხრეშვითი სამუშაოები;

ბ) აბაშაში ტროტუარებისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია;

გ) მარნის თემში საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები;

დ) მრავალსართულიანი სახლის გადახურვა;

ე) ქუჩების მოასფალტების სამუშაოები.

7. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 200 000 (ორასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) დაბა მესტიაში საყრდენი კედლების გამაგრების სამუშაოები;

ბ) სოფელ ფარში ხიდის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოები.

დანართი №4

მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ რუსთავს გამოეყოთ 1 250 000 (ერთი მილიონ ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი, მათ შორის:

1. ქალაქ რუსთავის მერიას – 830 000 (რვაას ოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) მრავალსართულიანი კორპუსების სახურავების შეკეთება;

ბ) ლიფტების აღდგენა;

გ) გზების რეაბილიტაცია.

2. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 270 000 (ორას სამოცდაათი ათასი) ლარი სამგზავრო ავტობუსების შესაძენად.

3. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. წალკის ადმინისტრაციული შენობის, გამგეობის შენობისა და სპორტსკოლის გათბობის სისტემის რეაბილიტაცია;

ბ) წყლის შიდა ქსელების რეაბილიტაცია.

დანართი №5

გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 1 290 000 (ერთი მილიონ ორას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი, მათ შორის:

1. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 540 000 (ხუთას ორმოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) მუნიციპალიტეტში სასმელი წყლით მომარაგების სისტემების რეაბილიტაცია;

ბ) ქუჩების განათება;

გ) ი.ბ. სტალინის სახლ-მუზეუმის მიმდებარე სკვერის რეაბილიტაცია.

2. კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) შიდა გზების რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწყობა;

ბ) სოფელ ახალქალაქისა და სოფელ თეძმისხევის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია.

3. ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 300 000 (სამასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) მუნიციპალიტეტში საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია;

ბ) სოფელ ლეთეთში და აბისში სასმელი წყლის სათავე ნაგებობების მოწყობა;

გ) მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია.

4. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 200 000 (ორასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) მუნიციპალიტეტში საკანალიზაციო სისტემების ქსელის მოწყობა;

ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლის სისტემის მოწყობა;

გ) დაბა სურამში სანიაღვრე არხის მოწყობა;

დ) რბონის სათავე ნაგებობის საქლორატორის მოწყობა.

 დანართი №6

სიღნაღის, ყვარლის, ახმეტის, საგარეჯოს დედოფლისწყაროს, თელავის, გურჯაანის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 6 140 000 (ექვსი მილიონ ას ორმოცი ათასი) ლარი, მათ შორის:

1. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 530 000 (ხუთას ოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) მრავალსართულიანი საერთო საცხოვრებელი სახლების სახურავების მოწყობა-რეაბილიტაცია;

ბ) ქალაქის ტერიტორიაზე ნიაღვარგამტარების მოწყობა და რეაბილიტაციის სამუშაოები;

გ) სახანძრო მანქანებისა და სამგზავრო ავტობუსების შეძენა.

2. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 90 000 (ოთხმოცდათი ათასი) ლარი გზების რეაბილიტაციისა და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებისათვის.

3. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 220 000 (ორას ოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) მრავალსართულიანი საერთო საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთება;

ბ) გარე განათების მოწყობა;

გ) მინი-სტადიონის მოწყობა.

4. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 450 000 (ოთხას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) გზების მოასფალტება;

ბ) სოფელ გიორგიწმინდის საჯარო სკოლის გათბობის მონტაჟი და დამატებითი სარემონტო სამუშაოები;

გ) სოფელ ხაშმის საჯარო სკოლის ელექტროგაყვანილობის შეცვლა და გათბობის მონტაჟი;

დ) ქ. საგარეჯოს №2 საჯარო სკოლის გათბობის მონტაჟი;

ე) ქ. საგარეჯოს №3 საჯარო სკოლის რემონტი.

5. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 200 000 (ორასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) მრავალსართულიანი საერთო საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთება და საბუხრეების მოწყობა;

ბ) ქ. ახმეტაში №3 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.

6. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სოფლების – მთისძირისა და ახალსოფლის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია;

ბ) სოფელ შილდის სასმელი წყლის სათავის რეაბილიტაცია მდ. სეფორაზე.

7. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 4 500 000 (ოთხი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი ქ. სიღნაღში რეაბილიტაციის სამუშაოების გასაგრძელებლად.

 

 დანართი №7

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტს გამოეყოს 3 359 000 (სამი მილიონ სამას ორმოცდაცხრამეტი ათასი) ლარი საავტომობილო გზების რეაბილიტაციისათვის.

2. თვითმმართველ ქალაქ ბათუმის მერიას გამოეყოს 8 200 000 (რვა მილიონ ორასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქუჩებისა და ტროტუარების კეთილმოწყობა;

ბ) ძველი ბათუმის ტერიოტორიაზე არსებული სანიაღვრე სისტემების კაპიტალური რეკონსტრუქცია;

გ) საბინაო ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა;

დ) მუნიციპალური ტრანსპორტის შეძენის თანადაფინანსების ხარჯები.

3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 1 438 600 (ერთი მილიონ ოთხას ოცდათვრამეტი ათას ექვსასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მეტალოკრამიტით გადახურვა;

ბ) ქუჩებს შორის გადასასვლელების მოწყობა;

გ) კინტრიშის შესართავთან დამცავი დამბის მოწყობა;

დ) მინი-სტადიონების მოწყობა;

ე) ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოწყობა;

ვ) საბავშვო ბაღების ინვენტარის შეძენა;

ზ) სასმელი წყლის მილების შეძენა.

4. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 853 000 (რვაას ორმოცდაცამეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალმომარაგების სისტემის მოვლა-შენახვა და მიმდინარე რემონტი;

ბ) სასმელი წყლის მილების შეძენა;

გ) საბავშვო ბაღებისათვის ინვენტარის შეძენა;

დ) მინი-სტადიონის მოწყობა;

ე) ატრაქციონის შეძენა;

ვ) მრავალსართულიანი სახლების სახურავების შეკეთება;

ზ) ადგილობრივი მნიშვნელობის შიდა სასოფლო გზების მოასფალტება;

თ) ბაგა-ბაღის სახურავის რემონტი;

ი) სტადიონის ხელოვნური საფარის მოწყობა.

5. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 264 000 (ორას სამოცდაოთხი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სასმელი და სარწყავი წყლის პოლიეთილენის მილების შეძენა;

ბ) სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება;

გ) მინი-სტადიონების მშენებლობა;

დ) სოფელ მერისის სპორტდარბაზის რემონტი;

ე) სოფელ მერისის ბაგა-ბაღის რემონტი.

6. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 490 700 (ოთხას ოთხმოცდაათი ათას შვიდასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სპორტული მოედნის მოწყობა;

ბ) თამარ მეფის ქუჩაზე კედლის ჩამოსხმა;

გ) მრავალბინიანი სახლების სახურავების შეკეთება;

დ) სარწყავი არხის მილების შეძენა;

ე) მინი-მოედნის მშენებლობა;

ვ) მთა გრძელგორზე ხიდის მშენებლობა;

ზ) სამთო კურორტ გომარდულში კოტეჯის მშენებლობა;

თ) საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, სკოლის სპორტული დარბაზის რემონტი;

ი) ჯებირის მშენებლობა;

კ) მთა ჯინალში გზის კაპიტალური რემონტი;

ლ) ცეკვა-ვარჯანაულის სარწყავი არხის რემონტი;

მ) გომის მთის გზის შეკეთება;

ნ) სოფლის შიდა ხიდის მშენებლობა.

7. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 394 700 (სამას ოთხმოცდათოთხმეტი ათას შვიდასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სასმელი წყლის სხვადასხვა დიამეტრის მილების შეძენა;

ბ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ამხანაგობების (ორი სახლი) ხელშეწყობა;

გ) სპოტული მოედნის ხელოვნური საფარის შეძენა;

დ) დანისპარაული-დიდაჭარის სამთო გზის ორმული შეკეთება ქვიშა-ხრეშოვანი საფარით;

ე) მდ. აჭარისწყლის ნაპირსამაგრი ოთხი ჯებირის მოწყობა;

ვ) სადრენაჟე მილების ჩაწყობა;

ზ) სტადიონის მშენებლობის დასრულება;

თ) ჭერის ტერიტორიის დამცავი 10 ჯებირის მშენებლობა;

ი) საშუალო სკოლის მიმდებარე გაბიონის დასრულება.

დანართი №8

ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი, მათ შორის:

1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 175 000 (ას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი ქ. ბორჯომის წყალსადენის, საკანალიზაციო სისტემისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაციისათვის.

2. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 175 000 (ას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სოფ. ანის წყალსადენის რეაბილიტაცია;

ბ) სოფ. აწყურის წყა ლსადენის რეაბილიტაცია.

3. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 155 000 (ას ორმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. ახალქალაქის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია;

ბ) სოფ. ჩუნჩხის წყალსადენის რეაბილიტაცია.

4. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი ნინოწმინდის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციისათვის.

5. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 170 000 (ას სამოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ხევაშენი-შოლავერის სარწყავი სისტემის (თვითდინებადი) აღდგენა;

ბ) ხევაშენის სასმელი წყლის წყალსადენის რეაბილიტაცია;

გ) სოფ. უდის წყალსადენის შიდაქსელის (`მეიდანის დასახელება”) რეაბილიტაცია.

6. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 175 000 (ას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სოფ. ოშორის წყალსადენის შიდა ქსელის რეაბილიტაცია;

ბ) დაბა ასპინძის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია.

 დანართი №9

ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი, მათ შორის:

1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 620 000 (ექვსას ოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოები;

ბ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთება;

გ) ფასადების შეღებვა.

2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 180 000 (ას ოთხმოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ბაგა-ბაღებისა და ადგილობრივი დაქვემდებარების სასწავლებლების რეაბილიტაცია;

ბ) სოფელ ხიდისთავის წყალსადენის რეაბილიტაცია;

გ) კურორტ ბახმაროს ინფრასტრუქტურის განვითარება (ელექტროენერგიის ქსელის გაფართოება, მდ. ბახვის წყალზე დაზიანებული ხიდის აღდგენა, ნაგავსაყრელის მოწყობა, მდ. ბახვის წყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები);

დ) სამხატვრო სკოლის შენობის შეკეთება;

ე) სოფ. ჩაისუბნის სპორტული მოედნის მშენებლობა.

3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 200 000 (ორასი ათასი) ლარი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციისათვის.

 დანართი №10

ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს გამოეყოთ 12 140 000 (თორმეტი მილიონ ას ორმოცი ათასი) ლარი, მათ შორის:

1. ქ. ქუთაისის მერიას – 9 390 000 (ცხრა მილიონ სამას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) საბავშვო ბაღების გათბობის სისტემის მოწყობა;

ბ) შიდა გზების კაპიტალური შეკეთება;

გ) კანალიზაციის ქსელის მოწყობა;

დ) ღვარსადენების მოწყობა-რეაბილიტაცია;

ე) ცენტრალური ბაღისა და ქუჩების გარე განათების მოწყობა;

ვ) სპორტული მოედნების მშენებლობა;

ზ) სახანძრო შენობების შეკეთება;

თ) ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონის შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები;

ი) ქალაქის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია;

კ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოები.

2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 250 000 (ორას ორმოცდათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) გარე განათების მოწყობა;

ბ) სანაგვე ყუთების შეძენა;

გ) საგზაო სამუშაოები;

დ) თამარ მეფის ქუჩებზე საერთო საცხოვრებლების წინ ღობის მოაჯირების რეაბილიტაცია;

ე) ქალაქში სანიაღვრე არხებისა და ტროტუარების გაწმენდა;

ვ) ქალაქში სკამების მოწყობა და მონტაჟი;

ზ) საერთო ბინის სახურავის შეცვლა;

თ) საგზაო ნიშნების შეძენა, დადგმა;

ი) საკრაულაში კიდურა ხიდის რეაბილიტაცია;

კ) როკითის სარწყავი არხის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია.

3. ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) მთისძირი-ჭაგანჭყვიშის ცენტრალური გაზსადენის დაწყებული მშენებლობის დამთავრება;

ბ) ზეინდარი-გორასა და ზედავანის გაზსადენის ცენტრალური მაგისტრალის მოწყობა;

გ) სულორი-ძულუხის საავტომობილო გზის მონაკვეთის შეკეთება;

დ) სოფლების: ციხესულორი, ისრითი, ზედავანის ცენტრების, ქ. ვანის რუსთაველის, ბაგრატის, ერისთავისა და ტაბიძის ქუჩების ნაწილის გარე განათების ქსელის მოწყობა.

4. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 300 000 (სამასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. ზესტაფონი, კვალითის დასახლება, კეკელიძისა და მელქაძის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობა;

ბ) ქ. ზესტაფონი, კვალითის დასახლება, შათირიშვილის ქუჩაზე კანალიზაციის მოწყობა;

გ) ქ. ზესტაფონი, კვალითის დასახლება, შათირიშვილის ქუჩაზე სასმელი წყლის სისტემის მოწყობა.

5. თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი ქ. თერჯოლაში სპორტული კომპლექსის მშენებლობის გასაგრძელებლად.

6. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 300 000 (სამასი ათასი) ლარი ქ. სამტრედიაში თბილისის ქუჩის ასფალტ-ბეტონის საფარით მოპირკეთებისათვის.

  7. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. საჩხერეში გარე განათების რეაბილიტაციის სამუშაოები;

ბ) ქ. საჩხერეში 9 აპრილის ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები;

გ) არგვეთის თემში თვითდინებითი წყალსადენის რეაბილიტაციის სამუშაოები;

დ) კორბოულის თემის მაჭარაშვილების უბნის ახალ სასაფლაომდე მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები;

ე) სოფ. ქორეთში კაპანაძეებისა და გაბაძეების უბნების შემაერთებელი ხიდ-ბოგირის აღდგენის სამუშაოები;

ვ) ჩიხის თემში თვითდინებითი წყალსადენის მოწყობის სამუშაოები;

ზ) სოფ. ჭალოვანში მდინარე ფიცხავაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები;

თ) ცხომარეთის თემის გოგავების, სხირტლაძეებისა და ტაბატაძეების უბნების თვითდინებითი წყალსადენის მოწყობის სამუშაოები;

ი) სოფ. ჭურნალში თვითდინებითი წყალსადენის რეაბილიტაციის სამუშაოები.

8. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ორი ერთეული სამოქალაქო ტრანსპორტის შეძენა;

ბ) საყოფაცხოვრებო ნარჩენების გასატანი სპეცტექნიკის შეძენა;

გ) სოფელ ცუცხვათსა და ქ. ტყიბულში გაბრიაძის ქუჩებზე სტადიონების მშენებლობა;

დ) თბილისისა და ახობაძის ქუჩებზე სტადიონების რეკონსტრუქცია;

ე) სვანეთის ქუჩის განათების გაგრძელება.

9. წყალტუბოს მუნიციპალეტეტის გამგეობას – 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) მუსიკალური სკოლის სახურავის ნაწილობრივი შეკეთება;

ბ) ქ. წყალტუბოში გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია;

გ) ქ. წყალტუბოს წყალსადენის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები;

დ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შეკეთება;

ე) ქ. წყალტუბოში მრავალბინიანი სახლების წყლის ცენტრალური მილგაყვანილობის შეკეთება;

ვ) სოფელ გეგუთში სპორტული მოედნის მოწყობა;

ზ) სარწყავი არხების გაწმენდა-რეაბილიტაციის სამუშაოები.

10. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. ჭიათურაში ქვათაცვენის სალიკვიდაციო სამუშაოები (ქვათაცვენის კერების ჩამოსუფთავება);

ბ) საკანალიზაციო ქსელების აღდგენა ქ. ჭიათურაში;

გ) სასმელი წყლის დაზიანებული მილგაყვანილობის აღდგენა ქ. ჭიათურაში;

დ) მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების შეძენა (რუბეროიდი, ფურცლოვანი თუნუქი);

ე) მიწისქვეშა გადასასვლელების კაპიტალური შეკეთება;

ვ) დაზიანებული სანიაღვრე არხების აღდგენა ქ. ჭიათურაში;

ზ) დაზიანებული საყრდენი კედლების აღდგენა ქ. ჭიათურაში;

თ) ცენტრალური საავტომობილო გზების აღდგენა ქ. ჭიათურაში;

ი) საბაგირო გზის ბაგირის შეძენა;

კ) სასმელი წყლის მილების შეძენა (ძირითადად მიწისქვეშა გამომუშავების შედეგად დაკარგული წყლების აღსადგენად (ითხვისი, პერევისა, ხრეითი, რგანი).

11. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 100 000 (ასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სახურავების შეცვლა;

ბ) წყლის მილების შეძენა 20 ტერიტორიულ ერთეულში.

12. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 300 000 (სამასი ათასი) ლარი მათხოჯი-გორდის საავტომობილო გზის 2კმ სიგრძის მონაკვეთის კაპიტალური შეკეთებისათვის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.07.2008.
როდის იქნა მიღებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ მიღებულია 30.07.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №503. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.07.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“, №503, 30.07.2008, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.07.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2099322/