ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№324
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 04/07/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №324  

2006 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

„საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) გამოყოს 8 915 000 (რვა მილიონ ცხრაას თხუთმეტი ათასი) ლარი შემდეგი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის:

ა) იმერეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტებისათვის – 5 965 000 (ხუთი მილიონ ცხრაას სამოცდახუთი ათასი) ლარი №1 დანართის შესაბამისად;

ბ) სამცხე-ჯავახეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტებისათვის – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი №2 დანართის შესაბამისად;

გ) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტებისათვის – 1 350 000 (ერთი მილიონ სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი №3 დანართის შესაბამისად;

დ) ქვემო ქართლის მხარეში განსახორიელებელი პროექტებისათვის – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი №4 დანართის შესაბამისად.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) და საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილემ – რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა ჯ. ბაკურაძემ.

 

პრემიერ-მინისტრი          ზ. ნოღაიდელი

      

                                  დანართი №1

იმერეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტები

თანხა სულ – 5 965 000 ლარი

1. ქ. ქუთაისის ბიუჯეტს გამოეყოს 5 465 000 (ხუთი მილიონ ოთხას სამოცდახუთი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) 2 000 000 – ლარი გზებისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისათვის, კერძოდ: მჭედლიძის ქუჩა, როძევიჩის ქუჩა, ირაკლი აბაშიძის ქუჩის გაგრძელება, გაპონოვის ქუჩა, ნიკეას II შესახვევი, სოლომონ I-ის ქუჩა, გამარჯვების ქუჩა, ჯანელიძის ქუჩის საკანალიზაციო სისტემა, ბუაჩიძის ქუჩის ღვარსადენის კაპიტალური შეკეთება;

ბ) 520 000 ლარი – წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისათვის, კერძოდ: კიბულის ქუჩაზე წყლის „ახალი ამტანის” მილის კაპიტალური შეკეთება, წერეთლის ქუჩის ბოლო მონაკვეთზე წყლის მილის შეცვლა;

გ) 500 000 ლარი – გაზმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისათვის, კერძოდ: ავტოქარხნის სამხრეთი დასახლება, თაბუკაშვილის დასახლება;

 დ) 990 000 ლარი – ფასადების კაპიტალური შეკეთებისათვის, კერძოდ: ავტოქარხნის დასახლება, ახალგაზრდობის გამზირი;

ე) 760 000 ლარი – მრავალპროფილიანი სახლების გადახურვისათვის;

ვ) 350 000 ლარი – საკანალიზაციო ქსელების რეაბილიტაციისათვის, კერძოდ: შანიძის აღმართი, განათლების I შესახვევი, ტყიბულის ქუჩა, ბაგრატის ქუჩა 65, ბარნოვის ქუჩა 120;

ზ) 345 000 ლარი – ღვარსადენების შეკეთებისათვის, კერძოდ: ბარნოვისა და შანიძის ქუჩების, ავტოქარხნის დასახლებისა და წერეთლის ქუჩის მე-8 ჩიხი.

2. ჭიათურის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) 190 000 ლარი – წყალმომარაგების სისტემის აღდგენისათვის, კერძოდ: სატუმბო სადგურის რეაბილიტაციის, „მონასტრის” სათავე-ნაგებობის აღდგენის, რუსთაველის ქუჩაზე წყალშემკრები სისტემის რეაბილიტაციისათვის;

ბ) 210 000 ლარი – ჭავჭავაძის, გოგებაშვილისა და თორღვაშვილის ქუჩების საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციისათვის;

გ) 100 000 ლარი – მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობისათვის ჭავჭავაძის ქუჩისა და ლეჟუბნის დასახლებებში.

 

დანართი №2

სამცხე-ჯავახეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტები

თანხა სულ – 1 000 000 ლარი

ბორჯომის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) 300 000 ლარი – ცენტრალური სტადიონის მშენებლობის გაგრძელებისათვის;

ბ) ქალაქ ბორჯომის კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის, კერძოდ: შეღებვის სამუშაოებისათვის – 150 000 ლარი, მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავებისა და ლიფტების გამოცვლა-შეკეთებისათვის – 400 000 ლარი, ტროტუარებისა და სავალი ნაწილის მოპირკეთების სამუშაოებისათვის – 100 000 ლარი, პარკებისა და სკვერების რეაბილიტაციისათვის – 50 000 ლარი.

 

   დანართი №3

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტები

თანხა სულ – 1 350 000 ლარი

 

ზუგდიდის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 1 350 000 (ერთი მილიონ სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი გზების, შენობების ფასადების რეაბილიტაციის, პარკის კეთილმოწყობისა და ქუჩების გარე განათების სამუშაოებისათვის.

 

   დანართი №4

 

ქვემო ქართლის მხარეში განსახორციელებელი პროექტები

თანხა სულ – 600 000 ლარი

 

ქ. რუსთავის ბიუჯეტს გამოეყოს 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) 452 588 ლარი – ვახუშტის, ვაჟა-ფშაველას, 9 ძმა ხერხეულიძის, თოდრიას I ჩიხისა და ბათუმის ქუჩებზე წყლის გაყვანილობის რეაბილიტაციისათვის;

ბ) 147 412 ლარი – ვახუშტის, 9 ძმა ხერხეულიძის, თოდრიას I ჩიხისა და ბათუმის ქუჩებზე სანიაღვრე კანალიზაციის გაყვანილობათა რეაბილიტაციისათვის.

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.07.2006.
როდის იქნა მიღებული „ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ მიღებულია 04.07.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №324. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.07.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“, №324, 04.07.2006, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.07.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2053336/