საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №501
2012 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 1 605 030 (ერთი მილიონ ექვსას ხუთი ათას ოცდაათი) ლარი, მათ შორის:
ა) თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს – 99 880 (ოთხმოცდაცხრამეტი ათას რვაას ოთხმოცი) ლარი, მარტივი ტიპის სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციისათვის;
ბ) ტყიბულის მუნიციპალიტეტს – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი, მარტივი ტიპის სპორტული მოედნების მშენებლობისათვის;
გ) თვითმმართველ ქალაქ ფოთს – 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი, სპორტული მოედნების მოწყობისათვის;
დ) აბაშის მუნიციპალიტეტს – 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი, ქ. აბაშაში გზების რეაბილიტაციისათვის;
ე) მესტიის მუნიციპალიტეტს – 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი, ადგილობრივი გზების რეაბილიტაციისათვის;
ვ) სენაკის მუნიციპალიტეტს – 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაციისა და ქ. სენაკში, რუსთაველის ქ. N223-ში განთავსებული შენობა-ნაგებობის ნაწილის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესასრულებლად;
ზ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტს – 60 000 (სამოცი ათასი) ლარი, შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციისათვის;
თ) ხობის მუნიციპალიტეტს – 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარი, ქ. ხობში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციისათვის;
ი) კასპის მუნიციპალიტეტს – 78 100 (სამოცდათვრამეტი ათას ასი) ლარი, სარწყავი წყლის მომარაგების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად;
კ) თიღვის მუნიციპალიტეტს – 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი, წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციისათვის;
ლ) ერედვის მუნიციპალიტეტს – 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი, სოფელ კოდის დევნილთა დასახლებაში (ყოფილი სამხედრო ბაზა) კორპუსის საკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის;
მ) ბოლნისის მუნიციპალიტეტს – 60 000 (სამოცი ათასი) ლარი, ქ. ბოლნისში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე, N188 და N190 მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებთან მდებარე სკვერის რეაბილიტაციისათვის;
ნ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს – 130 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარი, მათ შორის:
– 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარი, ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების შესასრულებლად;
– 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი, ქ. ლანჩხუთში, ჟორდანიას ქ. N76-ში მდებარე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების მიზნით;
ო) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს – 138 000 (ას ოცდათვრამეტი ათასი) ლარი, მათ შორის:
– 96 000 (ოთხმოცდათექვსმეტი ათასი) ლარი, დასუფთავების სამუშაოებისა და გარე განათების ექსპლუატაციის ხარჯების დასაფინანსებლად;
– 42 000 (ორმოცდაორი ათასი) ლარი, N62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის განსათავსებელი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად;
პ) ბორჯომის მუნიციპალიტეტს – 41 250 (ორმოცდაერთი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი, გზების რეაბილიტაციისათვის;
ჟ) ასპინძის მუნიციპალიტეტს – 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი, სოფლებში მისასვლელი გზებისა და ხიდების რეაბილიტაციისათვის;
რ) ადიგენის მუნიციპალიტეტს – 39 500 (ოცდაცხრამეტი ათას ხუთასი) ლარი, გამგეობის მეორე ადმინისტრაციული შენობის ექვსი ოთახის კაპიტალური შეკეთებისათვის;
ს) ახალგორის მუნიციპალიტეტს – 36 000 (ოცდათექვსმეტი ათასი) ლარი, წეროვნის დევნილთა დასახლებაში სახელოვნებო (მუსიკალური) სკოლის მშენებლობისათვის;
ტ) დუშეთის მუნიციპალიტეტს – 59 300 (ორმოცდაცხრამეტი ათას სამასი) ლარი, ქ. დუშეთში იოსელიანის ქუჩის მოასფალტებისათვის;
უ) თიანეთის მუნიციპალიტეტს – 95 100 (ოთხმოცდათხუთმეტი ათას ასი) ლარი, მათ შორის:
– 45 100 (ორმოცდახუთი ათას ასი) ლარი, ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის;
– 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი, დაბა თიანეთში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ყოფილი საგანმანათლებლო რესურსცენტრის შენობის კაპიტალური რემონტისათვის;
ფ) მცხეთის მუნიციპალიტეტს – 100 000 (ასი ათასი) ლარი, ხუთ სოფელში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნების მოსაწყობად;
ქ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტს – 55 000 (ორმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი, მათ შორის:
– 20 000 (ოცი ათასი) ლარი, მუნიციპალიტეტის შიდა გზების კაპიტალური რემონტისათვის;
– 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მე-2 კორპუსის ნაწილი ფართობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის;
ღ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტს – 20 000 (ოცი ათასი) ლარი, ქ. ამბროლაურში, აღმაშენებლის ქ. N24-ში მდებარე, ყოფილი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შენობის რეაბილიტაციისათვის;
ყ) ონის მუნიციპალიტეტს – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი, ონის N43 საოლქო საარჩევნო კომისიისათვის ოფისის შესაძენად;
შ) ლენტეხის მუნიციპალიტეტს – 77 900 (სამოცდაჩვიდმეტი ათას ცხრაასი) ლარი, მათ შორის:
– 27 000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარი, შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციისათვის;
– 50 900 (ორმოცდაათი ათას ცხრაასი) ლარი, რესურსცენტრის შენობის სარეაბილიტაციოდ;
ჩ) ცაგერის მუნიციპალიტეტს – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი, მუსიკალური სკოლის შენობის პირველი სართულის ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური