სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№125
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 14/03/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №125

2008 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–10 მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღო­ნის­ძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორ­ციელების მიზნით ნება დაერთოთ ქვემოთ ჩამოთვლილ თვით­მმართველ ერთეულებს (მუნიციპალიტეტებს) კონკრეტულ პრო­ექტებზე საქონლის, სამუშაოთა და/ან მომსახურების შეს­ყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით:

ა) თვითმმართველი ქალაქი რუსთავი:

– 756 836 (შვიდას ორმოცდათექვსმეტი ათას რვაას ოცდათექვსმეტი) ლარი – დავით გარეჯის ქუჩის სასმელი წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოები

– 117 479 (ას ჩვიდმეტი ათას ოთხას სამოცდაცხრამეტი ათასი) ლარი – მეგობრობის გამზირის სასმელი წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოები

– 300 000 (სამასი ათასი) ლარი – საცხოვრებელი სახლების სარდაფებში წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია

– 300 000 (სამასი ათასი) ლარი – ლიფტების სამონტაჟო სამუშაოები;

ბ) დმანისის მუნიციპალიტეტი:

– 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი – სოფელ გომარეთის სასმელი წყლის ავზებისა და შიდა სისტემის სარემონტო სამუშაოები

– 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი – დიდი დმანისის ტერიტორიულ ერთეულში სასმელი წყლის სისტემის რეაბი­ლიტაცია

– 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი – ქალაქ დმანისის 9 აპრილის ქუჩისა და მისი ორი განშტოების ორმული შეკეთება

– 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი – სოფელ ჯავახის მისასვლელი გზის რემონტი ჯებირების მოწყობით;

გ) თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი:

– 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი – სოფელ მენკალისის წყალმომარაგების ქსელის რეაბი­ლიტაცია

– 130 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარი – სოფლების ერტისისა და ვაშლოვანის წყალმომარაგების ქსელის მშენებ­ლობა;

დ) მარნეულის მუნიციპალიტეტი:

– 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი – ქ. მარნეულში ნარი­მანოვის ქუჩაზე, რუსთაველისა და ჟორდანიას ქუჩების გადა­კ­ვეთაზე განლაგებული წყალსადენი მილების რეაბილი­ტაციის სამუშაოები;

ე) ოზურგეთის მუნიციპალიტეტი:

– 200 000 (ორასი ათასი) ლარი – მრავალბინიანი საცხოვ­რებელი სახლების სახურავების სარემონტო სამუ­შაოები

– 670 000 (ექვსას სამოცდაათი ათასი) ლარი – გაზმო­მარაგების სამუშაოები;

ვ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი:

– 200 000 (ორასი ათასი) ლარი – გაზმომარაგების სამუშაოები;

ზ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი:

– 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი – გაზმო­მარაგების სამუშაოები;

თ) სიღნაღის მუნიციპალიტეტი:

– 434 900 (ოთხას ოცდათოთხმეტი ათას ცხრაასი) ლარი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია

– 503 100 (ხუთას სამი ათას ასი) ლარი – სოფლების გაზიფიცირება;

ი) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი:

– 260 000 (ორას სამოცი ათასი) ლარი – გაზიფიცირების სამუშაოები

– 200 000 (ორასი ათასი) ლარი – მრავალსართულიანი სახლების ფასადების შეკეთება

– 490 000 (ოთხას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი – შიდა გზების რეაბილიტაცია

– 410 000 (ოთხას ათი ათასი) ლარი – გარე განათების სამუშაოები;

კ) ყვარლის მუნიციპალიტეტი:

– 200 000 (ორასი ათასი) ლარი – მრავალსართულიანი სახლების სახურავებისა და ფასადების შეკეთება

– 325 000 (სამას ოცდახუთი ათასი) ლარი – წყლის სათავე ნაგებობისა და ქსელის რეაბილიტაცია

– 110 000 (ას ათი ათასი) ლარი – სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა;

ლ) ახმეტის მუნიციპალიტეტი:

– 360 000 (სამას სამოცი ათასი) ლარი – საერთო საცხოვრებლების სახურავების გადახურვა და ფასადების შეღებვა

– 268 000 (ორას სამოცდარვა ათასი) ლარი – გზების ორმული შეკეთება

– 100 000 (ასი ათასი) ლარი – ნაპირსამაგრი სამუშაოები

– 185 000 (ას ოთხმოცდახუთი ათასი) ლარი – სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია;

მ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტი:

– 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი – ქუჩების მოას­ფალტება

– 660 000 (ექვსას სამოცი ათასი) ლარი – გაზიფიცირების სამუშაოები;

ნ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი:

– 417 000 (ოთხას ჩვიდმეტი ათასი) ლარი – წყალმო­მარაგების ქსელების მშენებლობა

– 282 000 (ორას ოთხმოცდაორი ათასი) ლარი – შიდა სასოფ­ლო გზების მოხრეშვა

– 119 000 (ას ცხრამეტი ათასი) ლარი – გაზმომარაგების სისტემის მშენებლობა;

ო) თელავის მუნიციპალიტეტი:

– 375 000 (სამას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი – მოასფალტებული გზების ორმული შეკეთება

– 100 000 (ასი ათასი) ლარი – მრავალსართულიანი სახლების სახურავების შეკეთება

– 491 000 (ოთხას ოთხმოცდათერთმეტი ათასი) ლარი – წყალ­მომარაგების ქსელების მშენებლობა

– 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარი – ჭაბურღილების მოწყობა;

პ) გურჯაანის მუნიციპალიტეტი:

– 1 305 000 (ერთი მილიონ სამას ხუთი ათასი) ლარი – გაზი­ფიცირება

– 130 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარი – მრავალსარ­თულიანი სახლების სახურავების შეკეთება

– 187 000 (ას ოთხმოცდაშვიდი ათასი) ლარი – სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელების რეაბი­ლიტაცია;

ჟ) ადიგენის მუნიციპალიტეტი:

– 650 000 (ექვსას ორმოცდაათი ათასი) ლარი – შიდა გზების მშენებლობა

– 625 000 (ექვსას ოცდახუთი ათასი) ლარი – მუნიცი­პალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში სასმელი წყლისა და კანალიზაციის აღდგენა–შეკეთება;

რ) ასპინძის მუნიციპალიტეტი:

– 135 000 (ას ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი – დაბა ასპინძის დასასვენებელი პარკის რეაბილიტაცია

– 210 000 (ორას ათი ათასი) ლარი – დაბა ასპინძის შიდა გზების (რუსთაველისა და ერეკლე მეფის ქუჩების) რეაბი­ლიტაცია;

ს) ახალქალაქის მუნიციპალიტეტი:

– 200 000 (ორასი ათასი) ლარი – სახანძრო ავტომან­ქანების შესყიდვა

– 100 000 (ასი ათასი) ლარი – ვაკუუმის (ასინიზაციის) ავტომანქანის შესყიდვა

– 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი – ნაგვის გამტანი 3 ცალი სპეციალური ავტომანქანის შესყიდვა

– 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი – ამწევი სპეციალური ავტომანქანის (ელექტროხაზებისათვის) შესყიდვა;

ტ) ახალციხის მუნიციპალიტეტი:

– 2 145 000 (ორი მილიონ ას ორმოცდახუთი ათასი) ლარი – ქ. ახალციხის ქუჩების (ასპინძის, სულხან-საბას, კოსტავას, გამსახურდიას, იაძის) რეაბილიტაციის სამუშაოების განხორციელება

– 95 000 (ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი – პამაჯიწყალთბილას საავტომობილო გზის სარემონტო სამუ­შაოები

– 95 000 (ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი – ახალ­ციხე-წყრუთის საავტომობილო გზის სარემონტო სამუშაოები

– 515 000 (ხუთას თხუთმეტი ათასი) ლარი – მუნიცი­პალიტეტის დასახლებათა რიტუალების სახლების რეაბი­ლიტაცია

– 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი – კეთილ­მოწყობის სამუშაოებისათვის სპეცტექნიკის შეძენა (გრეიდერი და დასუფთავების ავტომანქანა);

უ) ბორჯომის მუნიციპალიტეტი:

– 389 000 (სამას ოთხმოცდაცხრა ათასი) ლარი – სოფლების რველის, ზანავის, კორტანეთის, ვარდგინეთის გაზიფიცირება

– 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი – დაბა ბაკუ­რიანის ცენტრალური ნაწილის კეთილმოწყობა;

ფ) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი:

– 100 000 (ასი ათასი) ლარი – სახანძრო ავტომანქანის შეძენა

– 100 000 (ასი ათასი) ლარი – ნაგვის გამტანი სპეციალური ავტომანქანის შეძენა;

ქ) თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი:

– 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი – ქუჩების სავალი ნაწილების კაპიტალური შეკეთება და საკანალიზაციო ქსე­ლის რეაბილიტაცია

– 270 000 (ორას სამოცდაათი ათასი) ლარი – საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების შესასრულებლად;

ღ) სამტრედიის მუნიციპალიტეტი:

– 760 000 (შვიდას სამოცი ათასი) ლარი – გაზიფიცირება

– 32 000 (ოცდათორმეტი ათასი) ლარი – საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების შესასრულებლად;

ყ) ჭიათურის მუნიციპალიტეტი:

– 147 000 (ას ორმოცდაშვიდი ათასი) ლარი – პატარიძის ქუჩაზე (საფარის დასახლება) მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდების უზრუნველსაყოფად;

შ) ხონის მუნიციპალიტეტი:

– 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი – ქალაქის ცენტრალური ნაწილის მოასფალტება, შიდა გზების შეკეთება და სასოფლო გზების მოხრეშვა;

ჩ) გორის მუნიციპალიტეტი:

– 410 000 (ოთხას ათი ათასი) ლარი – სარწყავი სისტე­მების აღდგენა-გაწმენდა

– 470 000 (ოთხას სამოცდაათი ათასი) ლარი – სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია

– 900 000 (ცხრაასი ათასი) ლარი – მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია;

ც) კასპის მუნიციპალიტეტი:

– 420 000 (ოთხას ოცი ათასი) ლარი – სასმელი წყლის სისტემების პროექტირება-რეაბილიტაცია

– 130 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარი – გარე განათების მონტაჟი–რეაბილიტაცია

– 100 000 (ასი ათასი) ლარი – ქ. კასპში მაღალ­სართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბი­ლიტაცია;

ძ) ქარელის მუნიციპალიტეტი:

– 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი

 – რუის-ურბნისის დაზიანებული სარწყავი არხების აღდგენა-რეაბი­ლიტაცია;

წ) ხაშურის მუნიციპალიტეტი:

– 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი – ქ. ხაშურ­ში მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახ­ლების სახურა­ვების რეაბილიტაცია

– 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი – ქ. ხაშურსა და დაბა სურამში საკანალიზაციო სისტემის მშენებ­ლობა-რეაბილიტაცია;

ჭ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტი:

სულ 4 300 000 (ოთხი მილიონ სამასი ათასი) ლარი

– სანიაღვრე ქსელის აღდგენა-მშენებლობა

– ხიდების, ბოგირების, ნაპირსამაგრი ნაგებობების აღდგენა-მშენებლობა

– წყალმომარაგების სისტემის აღდგენა-მშენებლობა

– ყველა სამუშაოების პროექტირების განხორციელება

– შიდა გზების რეაბილიტაცია

– სახურავების რეაბილიტაცია

– კანალიზაციის აღდგენა-მშენებლობა;

ხ) სენაკის მუნიციპალიტეტი:

სულ 1 902 700 (ერთი მილიონ ცხრაას ორი ათას შვიდასი) ლარი

– შიდა გზების რეაბილიტაცია

– შენობა-ნაგებობების სახურავებისა და წყალსადენი მილების რეაბილიტაციის სამუშაოები

– წყალსადენის შიდა ქსელის სარემონტო სამუშაოები

– სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია;

ჯ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტი:

სულ 820 000 (რვაას ოცი ათასი) ლარი

– წყალსადენის მაგისტრალური და შიდა ქსელების რემონტი

– სარემონტო საცხოვრებელი კორპუსების გადახურვის სამუშაოები;

ჰ) მარტვილის მუნიციპალიტეტი:

სულ 392 000 (სამას ოთხმოც­და­თორმეტი ათასი) ლარი

– დიდი ჭყონი-ტალერის წყალსადენის რეაბილიტაციის სამუშაოები და დაპროექტება

– სოფელ ბობოთში მდინარე აბაშის ხიდის რეაბილი­ტაცია;

ჰ.ა) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი:

სულ 820 000 (რვაას ოცი ათასი ლარი)

– გზების რეაბილიტაცია

– ნაპირსამაგრი სამუშაოები

– ხიდების მშენებლობა და შეკეთება;

ჰ.ბ) მესტიის მუნიციპალიტეტი:

სულ 413 020 (ოთხას ცამეტი ათას ოცი ლარი)

– დაბა მესტიასა და ბეჩოში დამეწყრილი ღელეების განტვირთვა და ნაპირსამაგრი გაბიონების მშენებლობა

– დაბა მესტიაში, სოფელ ცხუმარში, ნეჩოში, მულახში, ლენჯერში, ჭუბერში გაბიონების მშენებლობა

– დაბა მესტიაში, ცხუმარში, ნაკრაში, ჭუბერში, მულახში ხიდების მშენებლობა და რეაბილიტაცია

– შიდა საავტომობილო და სასოფლო-სამეურნეო გზების რეაბილიტაცია;

ჰ.გ) თვითმმართველი ქალაქი ფოთი:

სულ 4 096 000 (ოთხი მილიონ ოთხმოცდათექვსმეტი ათასი ლარი)

– მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გადა­ხურ­ვა და წყალსადენ-საკანალიზაციო ქსელების რეაბილი­ტაცია

– შიდა საქალაქო გზების რეაბილიტაცია;

ჰ.დ) აბაშის მუნიციპალიტეტი:

სულ 450 000 (ოთხას ორმოც­დაათი ათასი ლარი)

– გზების რეაბილიტაცია

– შენობების გადახურვა და სტადიონების რემონტი

– საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობა;

ჰ.ე) ხობის მუნიციპალიტეტი:

სულ 1 646 980 (ერთი მილიონ ექვსას ორმოცდაექვსი ათას ცხრაას ოთხმოცი ლარი)

– ხიდებისა და ხიდბოგირების კეთილმოწყობა

– ხობის მონასტერთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობა და სანიაღვრე არხების მშენებლობა

– გრუნტი გზების მოხრეშვა

– მინი სტადიონების მშენებლობა

– სანიაღვრე არხების მშენებლობა და რეაბილიტაცია

– ნაპირსამაგრი სამუშაოები და პროექტირება;

ჰ.ვ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტი:

სულ 1 300 000 (ერთი მილიონ სამასი ათასი ლარი)

– სოფლების ჩორჯო, ურვი, I ტოლა, II ტოლა, ჭყვიში, გორისუბანი და ქ. ამბროლაურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია

– შიდა გზების რეაბილიტაცია: სდმელი, ზემო კრიხი, ჟოშხა-გენდუში, ნიკორწმინდა

– ქ. ამბროლაურის სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია

– ქ. ამბროლაურში გურგენიძის ქუჩაზე ამორტიზებული კორპუსების რემონტი;

ჰ.ზ) ონის მუნიციპალიტეტი:

სულ 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი

– სოფელ შარდომეთში ნაპირსამაგრი სამუშაოები;

ჰ.თ) ცაგერის მუნიციპალიტეტი:

სულ 800 000 (რვაასი ათასი) ლარი

– სოფლების: ჩხუტელი, ზუბი, ნაკურალეში, ღვირიში, ტვიში, ორხვი, უცხერი, ალპანა, აღვი–ნაკურალეში, აღვი, ლაილაში, ღუ, სურმუში, ლაჯანა, ორბელი, ყურცობი, ლაცურია, ჩხუტელი–ლასურიაში, ლასურიაში-აღვი, მახაში, ზარაგულა, ლარჩვალი, ბარდნალა, მახურა, კენაში, წილამიერი-ლესინდი, საირმე, ქვემო ცაგერი, ლაშიჭალა, სპათაგორი, ხოჯი, წიფერჩი და ქ. ცაგერის შიდა გზების რეაბილიტაცია;

ჰ.ი) მცხეთის მუნიციპალიტეტი:

სულ 940 000 (ცხრაას ორმოცი ათასი) ლარი

– სოფელ ძეგვის საბავშვო ბაღის რემონტი

– სოფელ მსხალდიდის სკოლის რემონტი

– სოფელ მუხრანის სკოლის კომპიუტერული ოთახის მოწყობა

– სოფელ მისაქციელის წყალმომარაგების მაგისტრალის გაყვანა

– სოფელ წილკანის გაზიფიცირება;

ჰ.კ) თიანეთის მუნიციპალიტეტი:

სულ 790 000 (შვიდას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი

– ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია

– ჟებოტა-ახალსოფელი-ჩაბანო-ჭიაურის დამაკავშირებელი შიდა გზის რეაბილიტაცია

– სოფ. ზარიძეების შიდა გზების მოხრეშვა

– სოფ. ალოტის შიდა გზების რეაბილიტაცია

– ჩეკურაანთგორი-ევჟენტის დამაკავშირებელი შიდა გზების რეაბილიტაცია

– თიანეთი-არტანის გზის რეაბილიტაცია

– ტუშურები-წიკვლიანთკარის დამაკავშირებელი გზის რეა­ბი­ლიტაცია

– ღულელები-ბალებისხევი-სიონთგორი-ნადიკრის დამაკავ­შირებელი შიდა გზების რეაბილიტაცია

– სოფელ ზემო ნაქალაქარის შიდა გზების რეაბი­ლიტაცია

– მელიასხევი-თოლენჯი-სიმონიანთხევი-გორანას დამაკავ­შირებელი შიდა გზების რეაბილიტაცია

– გორანა-დავათის დამაკავშირებელი შიდა გზის რეაბი­ლიტაცია

საერთო ღირებულება 380 000 (სამას ოთხმოცი ათასი) ლარი;

– ჩეყურაანთგიორის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია

– სოფელ ომარაულების წყალსადენის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია

– სოფელ დულუზაურების წყალსადენის სათავე ნაგე­ბობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია

– სოფელ დევენაანთხევის წყალსადენის სათავე ნაგე­ბობის რეაბილიტაცია

– სოფელ საყდრიონის წყლის სისტემის რეაბილიტაცია

– სოფელ ხევსურთსოფლის წყლის სისტემის რეაბი­ლიტაცია

– სოფელ თრანის წყალსადენის სათავე ნაგებობის შიდა ქსელის მოწყობა

– სოფელ მაგრანეთის წყალსადენის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია

– სოფელ სიმონიანთხევის წყალსადენის სათავე ნაგე­ბობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია

– სოფელ თოლენჯის წყალსადენის რეაბილიტაცია

საერთო ღირებულება 410 000 (ოთხას ათი ათასი) ლარი;

ჰ.ლ) დუშეთის მუნიციპალიტეტი:

– 100 000 (ასი ათასი) ლარი – ქ. დუშეთის გარე განათების მოწყობა

– 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი – დუშეთიდან არღუ­ნამდე გზის მოხრეშვა

– 66 000 (სამოცდაექვსი ათასი) ლარი – სოფ. დავათში სას­მელი წყლის მიყვანა

– 54 000 (ორმოცდათოთხმეტი ათასი) ლარი – სოფელ ჭოპორტში ბაგა–ბაღის რემონტი

– 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი – სოფელ საკრა­მულში გზის მოხრეშვა;

ჰ.მ) ახალგორის მუნიციპალიტეტი:

– 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი – სოფ. იკოთის გაზიფიცირება

– 280 000 (ორას ოთხმოცი ათასი) ლარი – სოფ. ბოლის გაზიფიცირება.

2. სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა ახმე­ტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდე­ხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ლ. ბეჟაშვილმა, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ რუსთავის ადმინის­ტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ზ. მელიქი­შვილმა, ბაღ­დათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ქუთაისის ადმი­ნისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ა. ბობოხიძემ, ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალი­ტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რ. ნიკოლაიშვილმა, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტე­ტებისა და ქალაქ ფოთის ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ ერთეულებში ზ. გოროზიამ, ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტო­რიულ ერთეულებში ო. სირაძემ, გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტო­რიულ ერთეულებში ვ. ვარძელაშვილმა, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინის­ტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ც. ჩოჩელმა, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწ­მინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში გ. ხაჩიძემ განახორციელონ შესაბამისი მუნიცი­პალიტეტების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარ­ჯვის ზედამხედველობა „ადგილობრივი თვითმმართვე­ლო­ბის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედვე­ლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი           ვ. გურგენიძე