„სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №231
2008 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ- ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად „სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულების პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) „ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ბ) დმანისის მუნიციპალიტეტი:
– 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი – სოფელ გომარეთის სასმელი წყლის ავზებისა და შიდა სისტემის სარემონტო სამუშაოების შესრულება;
– 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი – დიდი დმანისის ტერიტორიულ ერთეულში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
– 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი – ქალაქ დმანისის 9 აპრილის ქუჩისა და მისი ორი განშტოების ორმული შეკეთება;
– 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი – სოფელ ჯავახის მისასვლელი გზის რემონტი ჯებირების მოწყობით;
– 200 000 (ორასი ათასი) ლარი – მრავალსართულიანი ბინების სახურავების მოწყობა 5 კორპუსზე, და 2 კორპუსზე სახურავების რემონტი;
– 120 000 (ას ოცი ათასი) ლარი – პოლიციის შენობის რემონტი;“;
ბ) „დ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მარნეულის მუნიციპალიტეტი:
– 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი – ქ. მარნეულში ნარიმანოვის ქუჩაზე, რუსთაველისა და ჟორდანიას ქუჩების გადაკვეთაზე განლაგებული წყალსადენი მილების რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულება;
– 746 842 (შვიდას ორმოცდაექვსი ათას რვაას ორმოცდაორი) ლარი – ქ. მარნეულში წყალმომარაგების სისტემის სათავე ნაგებობისა და წყალსადენის მაგისტრალის ნაწილობრივი რეაბილიტაცია;
– 113 800 (ას ცამეტი ათას რვაასი) ლარი – სოფლების ლოკალური წყალსადენების დაზიანებების აღმოფხვრა;“;
გ) „ტ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) ახალციხის მუნიციპალიტეტი:
– 1 823 000 (ერთი მილიონ რვაას ოცდასამი ათასი) ლარი – ქ. ახალციხის ქუჩების (ასპინძის, სულხან-საბას, კოსტავას, გამსახურდიას, იაძის) რეაბილიტაციის სამუშაოების განხორციელება;
– 95 000 (ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი – პამაჯიწყალთბილას საავტომობილო გზის სარემონტო სამუშაოების შესრულება;
– 95 000 (ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი – ახალციხე-წყრუთის საავტომობილო გზის სარემონტო სამუშაოების შესრულება;
– 515 000 (ხუთას თხუთმეტი ათასი) ლარი – მუნიციპალიტეტის დასახლებათა რიტუალების სახლების რეაბილიტაცია;
– 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი – კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის სპეცტექნიკის შეძენა (გრეიდერი და დასუფთავების ავტომანქანა);
– 589 000 (ხუთას ოთხმოცდაცხრა ათასი) ლარი – ქ. ახალციხის ცენტრალური ქუჩების ნაწილის მთლიანი მოასფალტება და სხვა ქუჩების ნაწილობრივი რემონტი;“;
დ) „ყ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყ) ჭიათურის მუნიციპალიტეტი:
– 147 000 (ას ორმოცდაშვიდი ათასი) ლარი – პატარიძის ქუჩაზე (საფარის დასახლება) მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდების უზრუნველყოფა;
– 125 000 (ას ოცდახუთი ათასი) ლარი – გზების შესაკეთებლად;“;
ე) „ჰ.ე“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ.ე) ხობის მუნიციპალიტეტი:
– 1 646 980 (ერთი მილიონ ექვსას ორმოცდაექვსი ათას ცხრაას ოთხმოცი) ლარი – ხიდებისა და ხიდბოგირების კეთილმოწყობა; ხობის მონასტერთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობა და სანიაღვრე არხების მშენებლობა; გრუნტის გზების მოხრეშვა; მინი სტადიონების მშენებლობა; სანიაღვრე არხების მშენებლობა და რეაბილიტაცია; ნაპირსამაგრი სამუშაოები და პროექტირება;
– 1 556 800 (ერთი მილიონ ხუთას ორმოცდათექვსმეტი ათას რვაასი) ლარი – სოფელ საჯიჯაოს ცენტრიდან მდინარე ჭანისწყალამდე 3,6–კილომეტრიანი გზის მოასფალტება;“;
ვ) „ჰ.ჟ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ.ჟ) საჯარო სკოლების რეაბილიაცია მუნიციპალიტეტებში:
– მცხეთის მუნიციპალიტეტი:
– 938 400 (ცხრაას ოცდათვრამეტი ათას ოთხასი) ლარი – ქ. მცხეთის №2 საჯარო სკოლა;
– ყაზბეგის მუნიციპალიტეტი:
– 592 400 (ხუთას ოთხმოცდათორმეტი ათას ოთხასი) ლარი – სოფ. არეშისა და სოფ. სიონის საჯარო სკოლები;
– ახალგორის მუნიციპალიტეტი:
– 540 800 (ხუთას ორმოცი ათას რვაასი) ლარი – დაბა ახალგორის №2 საჯარო სკოლა;
– დუშეთის მუნიციპალიტეტი:
– 300 000 (სამასი ათასი) ლარი – დუშეთის №1 საჯარო სკოლა;
– ახმეტის მუნიციპალიტეტი:
– 319 800 (სამას ცხრამეტი ათას რვაასი) ლარი – ქ. ახმეტის №3 საჯარო სკოლა;
– გურჯაანის მუნიციპალიტეტი:
– 100 000 (ასი ათასი) ლარი – სოფ. კარდენახის საჯარო სკოლა;
– 100 000 (ასი ათასი) ლარი – სოფ. ჩუმლაყის საჯარო სკოლა;
– 100 000 (ასი ათასი) ლარი – სოფ. კაჭრეთის საჯარო სკოლა;
– 111 200 (ას თერთმეტი ათას ორასი) ლარი – სოფ. ველისციხის საჯარო სკოლა;
– დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი:
– 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარი – სოფ. ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა;
– 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი – სოფ. წითელწყაროს საჯარო სკოლა;
– 100 000 (ასი ათასი) ლარი – სოფ. ქედის საჯარო სკოლა;
– თელავის მუნიციპალიტეტი:
– 255 700 (ორას ორმოცდათხუთმეტი ათას შვიდასი) ლარი – სოფ. ნაფარეულის საჯარო სკოლა;
– 443 700 (ოთხას ორმოცდასამი ათას შვიდასი) ლარი – სოფ. კურდღელაურის საჯარო სკოლა;
– 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი – ქ. თელავის №9 საჯარო სკოლის სპორტდარბაზი;
– ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი:
– 131 400 (ას ოცდათერთმეტი ათას ოთხასი) ლარი – სოფ. კაბალის №2 საჯარო სკოლა;
– 60 000 (სამოცი ათასი) ლარი – სოფ. აფენის საჯარო სკოლა;
– საგარეჯოს მუნიციპალიტეტი:
– 158 520 (ას ორმოცდათვრამეტი ათას ხუთას ოცი) ლარი – სოფ. გიორგიწმინდის საჯარო სკოლა;
– 163 680 (ას სამოცდასამი ათას ექვსას ოთხმოცი) ლარი – სოფ. ხაშმის საჯარო სკოლა;
– სიღნაღის მუნიციპალიტეტი:
– 419 650 (ოთხას ცხრამეტი ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარი – წნორის №1 საჯარო სკოლა;
– 298 550 (ორას ოთხმოცდათვრამეტი ათას ხუთას ორმოცდაათი ათასი) ლარი – სოფ. ანაგის საჯარო სკოლა;
– ყვარლის მუნიციპალიტეტი:
– 206 900 (ორას ექვსი ათას ცხრაასი) ლარი – ქ. ყვარლის №1 საჯარო სკოლა;
– თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი:
– 100 000 (ასი ათასი) ლარი – ქ. ქუთაისის №4 საჯარო სკოლა;
–1 444 300 (ერთი მილიონ ოთხას ორმოცდაოთხი ათას სამასი) ლარი – ქ. ქუთაისის №41 საჯარო სკოლა;
– ვანის მუნიციპალიტეტი:
– 10 000 (ათი ათასი) ლარი – ქალაქის №1 საჯარო სკოლა;
– 210 000 (ორას ათი ათასი) ლარი – ქალაქის №2 საჯარო სკოლა;
– 10 000 (ათი ათასი) ლარი – სოფელ მთისძირის საჯარო სკოლა;
– ზესტაფონის მუნიციპალიტეტი:
– 257 300 (ორას ორმოცდაჩვიდმეტი ათას სამასი) ლარი – ქალაქის №1 საჯარო სკოლა;
– 200 000 (ორასი ათასი) ლარი – ქალაქის №7 საჯარო სკოლა;
– სამტრედიის მუნიციპალიტეტი:
– 450 000 (ოთხას ორმოცდაათი ათასი) ლარი – ქალაქის №1 საჯარო სკოლა;
– 100 200 (ასი ათას ორასი) ლარი – ქალაქის №2 საჯარო სკოლა;
– საჩხერის მუნიციპალიტეტი:
– 60 000 (სამოცი ათასი) ლარი – ქალაქის №1 საჯარო სკოლა;
– 188 200 (ას ოთხმოცდარვა ათას ორასი) ლარი – სოფელ ცხომარეთის საჯარო სკოლა;
– წყალტუბოს მუნიციპალიტეტი:
– 168 900 (ას სამოცდარვა ათას ცხრაასი) ლარი – ქალაქის №2 საჯარო სკოლა;
– 200 000 (ორასი ათასი) ლარი – სოფ. ფარცხანაყანევის საჯარო სკოლა;
– ჭიათურის მუნიციპალიტეტი:
– 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი – ქალაქის №1 საჯარო სკოლა;
– 334 800 (სამას ოცდათოთხმეტი ათას რვაასი) ლარი – ქალაქის №4 საჯარო სკოლა;
– ხონის მუნიციპალიტეტი:
– 585 700 (ხუთას ოთხმოცდახუთი ათას შვიდასი) ლარი – ქალაქის №1 საჯარო სკოლა;
– ოზურგეთის მუნიციპალიტეტი – 458 871 (ოთხას ორმოცდათვრამეტი ათას რვაას სამოცდათერთმეტი) ლარი;
– ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი – 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი;
– ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი;
– გორის მუნიციპალიტეტი – 792 600 (შვიდას ოთხმოცდათორმეტი ათას ექვსასი) ლარი (სოფელ კარალეთის და სოფელ ქვახვრელის საჯარო სკოლები);
– კასპის მუნიციპალიტეტი – 588 300 (ხუთას ოთხმოცდარვა ათას სამასი) ლარი (კასპის №3 და №4 საჯარო სკოლები);
– ქარელის მუნიციპალიტეტი – 319 100 (სამას ცხრამეტი ათას ასი) ლარი (სოფ. ქვენატკოცის საჯარო სკოლა);
– ხაშურის მუნიციპალიტეტი – 528 000 (ხუთას ოცდარვა ათასი) ლარი (ხაშურის №4 და №9 საჯარო სკოლები);
– ბოლნისის მუნიციპალიტეტი:
– 513 700 (ხუთას ცამეტი ათას შვიდასი) ლარი – სოფელ ცურტავის, სოფელ ხატისოფლის და ქ. ბოლნისის საჯარო სკოლები;
– გარდაბნის მუნიციპალიტეტი:
– 403 500 (ოთხას სამი ათას ხუთასი) ლარი – სართიჭალის №2, გარდაბნის რუსულენოვანი და გარდაბნის №4 საჯარო სკოლები;
– დმანისის მუნიციპალიტეტი:
– 781 200 (შვიდას ოთხმოცდაერთი ათას ორასი) ლარი – სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლა;
– თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი:
– 299 700 (ორას ოთხმოცდაცხრამეტი ათას შვიდასი) ლარი – სოფელ ასურეთისა და დაბა მანგლისის საჯარო სკოლები;
– მარნეულის მუნიციპალიტეტი:
– 461 600 (ოთხას სამოცდაერთი ათას ექვსასი) ლარი – სადახლოს ადმინისტრაციული ერთეულის მოლა-ოღლის საჯარო სკოლა;
– წალკის მუნიციპალიტეტი:
– 390 000 (სამას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი – ქ. წალკის №2 საჯარო სკოლა“;
ზ) დაემატოს „ჰ.ს“ქვეპუნქტი:
„ჰ.ს) ბაღდათის მუნიციპალიტეტი:
– 100 000 (ასი ათასი) ლარი – შიდა გზების მოხრეშვა–მოასფალტება.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ–მინისტრი ვ. გურგენიძე