„სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№183
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 27/03/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №183

2008 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად „სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი პუნქტის:

1.1. „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი:

– 130 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარი – სოფლების ერტისისა და ვაშლოვანის წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა;

– 530 000 (ხუთას ოცდაათი ათასი) ლარი – ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია;“;

1.2. „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ოზურგეთის მუნიციპალიტეტი:

– 200 000 (ორასი ათასი) ლარი – მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების სარემონტო სამუშაოები;

– 670 000 (ექვსას სამოცდაათი ათასი) ლარი – გაზმომარაგების სამუშაოები;

– 1 873 000 (ერთი მილიონ რვაას სამოცდაცამეტი ათასი) ლარი – შიდა გზების კაპიტალური რემონტი;“;

1.3. „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სიღნაღის მუნიციპალიტეტი:

– 434 900 (ოთხას ოცდათოთხმეტი ათას ცხრაასი) ლარი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია;

– 503 100 (ხუთას სამი ათას ასი) ლარი – სოფლების გაზიფიცირება;

– 170 000 (ას სამოცდაათი ათასი) ლარი – გარე განათების სამუშაოები;

– 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარი – მინი სტადიონის მოწყობა;“;

1.4. „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი:

– 260 000 (ორას სამოცი ათასი) ლარი – გაზიფიცირების სამუშაოები;

– 200 000 (ორასი ათასი) ლარი – მრავალსართულიანი სახლების ფასადებისა და სახურავების შეკეთება;

– 535 000 (ხუთას ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი – შიდა გზების რეაბილიტაცია;

– 165 000 (ას სამოცდახუთი ათასი) ლარი – გარე განათების სამუშაოები;

– 290 000 (ორას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი – სასმელი წყლის სათავეებისა და ჭაბურღილის მოწყობა;

– 100 000 (ასი ათასი) ლარი – მდინარის კალაპოტის გაწმენდა და სადრენაჟე არხების რეაბილიტაცია;“;

1.5. „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ყვარლის მუნიციპალიტეტი:

– 200 000 (ორასი ათასი) ლარი – მრავალსართულიანი სახლების სახურავებისა და ფასადების შეკეთება;

– 325 000 (სამას ოცდახუთი ათასი) ლარი – წყლის სათავე ნაგებობისა და ქსელის რეაბილიტაცია;

– 110 000 (ას ათი ათასი) ლარი – სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა;

– 200 000 (ორასი ათასი) ლარი – ქ. ყვარლის კეთილმოწყობის სამუშაოები (ქვაფენილის დაგება);“;

1.6. „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტი:

– 732 000 (შვიდას ოცდათორმეტი ათასი) ლარი – ქუჩების მოასფალტება;

– 660 000 (ექვსას სამოცი ათასი) ლარი – გაზიფიცირების სამუშაოები;“;

1.7. „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი:

– 417 000 (ოთხას ჩვიდმეტი ათასი) ლარი – წყალმომარაგების ქსელების მშენებლობა;

– 282 000 (ორას ოთხმოცდაორი ათასი) ლარი – შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია;

– 119 000 (ას ცხრამეტი ათასი) ლარი – გაზმომარაგების სისტემის მშენებლობა;“;

1.8. „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) თელავის მუნიციპალიტეტი:

– 825 000 (რვაას ოცდახუთი ათასი) ლარი – გზების რეაბილიტაცია;

– 656 000 (ექვსას ორმოცდათექვსმეტი ათასი) ლარი – წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია–მშენებლობა;“;

1.9. „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) გურჯაანის მუნიციპალიტეტი:

– 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი – გარე განათების სამუშაოები;

– 1 305 000 (ერთი მილიონ სამას ხუთი ათასი) ლარი – გაზიფიცირება;

– 130 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარი – მრავალსართულიანი სახლების სახურავების შეკეთება;

– 287 000 (ორას ოთხმოცდაშვიდი ათასი) ლარი – სასმელი წყლის სათავე ნაგებობის, შიდა ქსელებისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია;“;

1.10. „ჰ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ.ზ) ონის მუნიციპალიტეტი:

– სულ – 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი:

– სოფლების: შარდომეთის, ღების, გომის, ცხმორის, ღუნდას, სევას, სორის და ქ. ონში ვახტანგ VI–ის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია;

– სოფლების: ქრისტესი-სხიერის, ბარი-მრავალძალის, ფარახეთის, ცხმორის, ფსორის, ბაჯიხევის, ღები-თევრეშოს, ბოყვა-შქმერის, ჩიტაური-წოლას, სორგითი-ღუნდას შიდა გზების რეაბილიტაცია;

– სოფელ შარდომეთში ნაპირსამაგრი სამუშაოები;~;

1.11. „ჰ.ი“ ქვეპუნქტს დაემატოს:

„ – 100 000 (ასი ათასი) ლარი – სოფ. ვაზიანის გაზიფიცირება;

– 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი – სოფ. მუხრანის გაზიფიცირება;

– 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარი – სოფ. ჩარდახში შენობის სახურავის მოწყობა;

– 120 000 (ას ოცი ათასი) ლარი – ქ. მცხეთაში საცხოვრებელი კორპუსების სახურავების შეცვლა;

– 300 000 (სამასი ათასი) ლარი – ქ. მცხეთის წყლის ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია;“;

1.12. „ჰ.ლ~ ქვეპუნქტს დაემატოს:

„– 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეკონსტრუქცია;

– 650 000 (ექვსას ორმოცდაათი ათასი) ლარი – დუშეთის სასმელი წყლის მომარაგებისა და შიდა ქსელების, კანალიზაციისა და სანიაღვრე არხების მშენებლობა–რეაბილიტაცია;

– 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი – სპორტულ–გამაჯანსაღებელი ცენტრების, განათლებისა და კულტურის ობიექტების მშენებლობა–რეაბილიტაცია, დასასვენებელი პარკების მოწყობა;

– 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი – „სანახშირე“ წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები;

– 82 000 (ოთხმოცდაორი ათასი) ლარი – სოფლების მნიშვნელოვანი გზების მოხრეშვის სამუშაოები (სოფლები: ძველი ოსები, მილახვრიანთკარი, დგნალი, ტონჩა, კარიაულთკარი);

– 287 000 (ორას ოთხმოცდაშვიდი ათასი) ლარი – სოფლების ძველი ოსების, აბანოსხევის, ახალი ტონჩის, გრიგოლა-ანთკარის, ლაზვიაანთკარის, მჭადიჯვრის, ციხისძირის, ჭართა–ლის, ბიჩნიგაურების, გრემისხევის სასმელი წყლით მომარაგების სამუშაოები;

– 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი – სტადიონების მოწყობა სოფლებში: ჭოპორტსა და მჭადიჯვარში, დაბა ფასანაურში, დაბა ჟინვალში;“;

1.13. „ჰ.მ“ ქვეპუნქტს დაემატოს:

„ – 110 000 (ას ათი ათასი) ლარი – სოფ. ახმაჯის გაზიფიცირება;“;

1.14. პირველ პუნქტს დაემატოს „ჰ.ნ“, „ჰ.ო“, „ჰ.პ“, „ჰ.ჟ“ ქვეპუნქტები:

„ჰ.ნ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტი:

– 286 000 (ორას ოთხმოცდაექვსი ათასი) ლარი – დაბა სტეფანწმინდის შიდა გზების რეაბილიტაცია;

ჰ.ო) ლენტეხის მუნიციპალიტეტი:

– 100 000 (ასი ათასი) ლარი – სოფლების: მარგვიშის, მელეს, ჩიხარეშის, შკედის, ახალშენის, ჟახუნდერის, ლეკოსანდის, სასაშის, მებეცის, ლუჯის, ჩუკულის, ტვიბის, მამის, თეკალის, დურაშის, ჭველიერის, ხელედის, ნანარის, ხოფურის, რცხმელურის, ყვედრეშის, გვიმბრალას წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია;

– 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი – სოფლების: შკედის, წანაშის, ნანარის, ყვედრეშის, ბაბილის შიდა გზების რეაბილიტაცია;

– 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი – დაბა ლენტეხის საბავშვო ბაღის რემონტი;

– 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი – საცხოვრებელი კორპუსების ამორტიზებული სახურავების გადახურვა და ფასადების შეღებვა;

– 120 000 (ას ოცი ათასი) ლარი – სოფლების: სასაშის, ლეკოსანდის, ჩუკულის, ლემზა-გორის, რცხმელურის ხიდების რეაბილიტაცია;

ჰ.პ) წალკის მუნიციპალიტეტი:

– 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი – კაპიტალური სამუშაოები (ქ. წალკის წყალსადენის რეაბილიტაცია, დაწესებულებების გაზიფიცირება, საავადმყოფოსა და პოლიციის შენობების გათბობის სისტემის მოწყობა, გარე განათების რეაბილიტაცია; სოფ. გუნია-კალას რიტუალების სახლის შეკეთება; სოფ. თიაქ-ქილისას ახალგაზრდული ცენტრის შეკეთება: სოფ. ედი-ქილისას სპორტული მოედნის მოწყობა; სოფ. ნარდევანის ხიდის მშენებლობა; სოფ. კიზილ-ქილისას საბავშვო ბაღის მშენებლობა; სოფ. აშკალას სპორტული დარბაზის შეკეთება; სოფ. გუმბათის სპორტული დარბაზის შეკეთება; სოფ. ხაჩკოვის სამედიცინო პუნქტის მშენებლობა; სოფ. ჩივთ-ქილისას რიტუალების სახლის შეკეთება; სოფ. კაბურის ხიდის შეკეთება; სოფ. რეხას სპორტული მოედნის მშენებლობა; სოფ. დარაქოვის ახალგაზრდული ცენტრის შენობის რემონტი; სოფლების: ბექთაშენის, ახალიკის, არსარვანის, ოლიანკის, ჯინისის, ბაშქოის, აიაზმას, კუშის, ოზნის, თრიალეთის, ბედიანის, დაშბაშის, წინწყაროს წყალსადენის რეაბილიტაცია; სოფ. ავრანლოს სპორტული დარბაზის კეთილმოწყობა; სოფ. რეხას გზის შეკეთება);

ჰ.ჟ) საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტებში:

– მცხეთის მუნიციპალიტეტი:

– 938 400 (ცხრაას ოცდათვრამეტი ათას ოთხასი) ლარი – ქ. მცხეთის №2 საჯარო სკოლა;

– ყაზბეგის მუნიციპალიტეტი:

– 592 400 (ხუთას ოთხმოცდათორმეტი ათას ოთხასი) ლარი – სოფ. არეშის და სოფ. სიონის საჯარო სკოლები;

– ახალგორის მუნიციპალიტეტი:

– 540 800 (ხუთას ორმოცი ათას რვაასი) ლარი – დაბა ახალგორის №2 საჯარო სკოლა;

– დუშეთის მუნიციპალიტეტი:

– 300 000 (სამასი ათასი) ლარი – დუშეთის №1 საჯარო სკოლა;

– ახმეტის მუნიციპალიტეტი:

– 319 800 (სამას ცხრამეტი ათას რვაასი) ლარი – ქ. ახმეტის №3 საჯარო სკოლა;

– გურჯაანის მუნიციპალიტეტი:

– 100 000 (ასი ათასი) ლარი – სოფ. კარდანახის საჯარო სკოლა;

– 100 000 (ასი ათასი) ლარი – სოფ. ჩუმლაყის საჯარო სკოლა;

– 100 000 (ასი ათასი) ლარი – სოფ. კაჭრეთის საჯარო სკოლა;

– 111 200 (ას თერთმეტი ათას ორასი) ლარი – სოფ. ველისციხის საჯარო სკოლა;

– დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი:

– 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარი – სოფ. ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა;

– 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი – სოფ. წითელწყაროს საჯარო სკოლა

100 000 (ასი ათასი) ლარი სოფ. ქედის საჯარო სკოლა;

– თელავის მუნიციპალიტეტი:

– 255 700 (ორას ორმოცდათხუთმეტი ათას შვიდასი) ლარი – სოფ. ნაფარეულის საჯარო სკოლა;

– 443 700 (ოთხას ორმოცდასამი ათას შვიდასი) ლარი – სოფ. კურდღელაურის საჯარო სკოლა;

– 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი – ქ. თელავის №9 საჯარო სკოლის სპორტდარბაზი;

– ლაგოდეხის მუნიციპალტეტი:

– 131 400 (ას ოცდათერთმეტი ათას ოთხასი) ლარი – სოფ. კაბალის №2 საჯარო სკოლა;

– 60 000 (სამოცი ათასი) ლარი – სოფ. აფენის საჯარო სკოლა;

– საგარეჯოს მუნიციპალიტეტი:

– 158 520 (ას ორმოცდათვრამეტი ათას ხუთას ოცი) ლარი – სოფ. გიორგიწმინდის საჯარო სკოლა;

– 163 680 (ას სამოცდასამი ათას ექვსას ოთხმოცი) ლარი – სოფ. ხაშმის საჯარო სკოლა;

– სიღნაღის მუნიციპალიტეტი:

– 419 650 (ოთხას ცხრამეტი ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარი – წნორის №1 საჯარო სკოლა;

– 298 550 (ორას ოთხმოცდათვრამეტი ათას ხუთას ორმოცდაათი) ლარი – სოფ. ანაგის საჯარო სკოლა;

– ყვარლის მუნიციპალიტეტი:

– 206 900 (ორას ექვსი ათას ცხრაასი) ლარი – ქ. ყვარლის №1 საჯარო სკოლა;

– თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი:

– 100 000 (ასი ათასი) ლარი – ქ. ქუთაისის №4 საჯარო სკოლა;

– 1 444 300 (ერთი მილიონ ოთხას ორმოცდაოთხი ათას სამასი) ლარი – ქ. ქუთაისის №41 საჯარო სკოლა;

– ვანის მუნიციპალიტეტი:

– 10 000 (ათი ათასი) ლარი – ქალაქის №1 საჯარო სკოლა;

– 210 000 (ორას ათი ათასი) ლარი – ქალაქის №2 საჯარო სკოლა;

– 10 000 (ათი ათასი) ლარი – სოფ. მთისძირის საჯარო სკოლა;

– ზესტაფონის მუნიციპალიტეტი:

– 257 300 (ორას ორმოცდაჩვიდმეტი ათას სამასი) ლარი – ქალაქის №1 საჯარო სკოლა;

– 200 000 (ორასი ათასი) ლარი – ქალაქის №7 საჯარო სკოლა;

– სამტრედიის მუნიციპალიტეტი:

– 450 000 (ოთხას ორმოცდაათი ათასი) ლარი – ქალაქის №1 საჯარო სკოლა;

– 100 200 (ასი ათას ორასი) ლარი – ქალაქის №2 საჯარო სკოლა;

– საჩხერის მუნიციპალიტეტი:

– 60 000 (სამოცი ათასი) ლარი – ქალაქის №1 საჯარო სკოლა;

– 188 200 (ას ოთხმოცდარვა ათას ორასი) ლარი – სოფ. ცხომარეთის საჯარო სკოლა;

– წყალტუბოს მუნიციპალიტეტი:

– 168 900 (ას სამოცდარვა ათას ცხრაასი) ლარი – ქალაქის №2 საჯარო სკოლა;

– 200 000 (ორასი ათასი) ლარი – სოფ. ფარცხანაყანევის საჯარო სკოლა;

– ჭიათურის მუნიციპალიტეტი:

– 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი – ქალაქის №1 საჯარო სკოლა;

– 334 800 (სამას ოცდათოთხმეტი ათას რვაასი) ლარი – ქალაქის №2 საჯარო სკოლა;

– ხონის მუნიციპალიტეტი:

– 585 700 (ხუთას ოთხმოცდახუთი ათას შვიდასი) ლარი – ქალაქის №1 საჯარო სკოლა;

– ოზურგეთის მუნიციპალიტეტი – 458 871 (ოთხას ორმოცდათვრამეტი ათას რვაას სამოცდათერთმეტი) ლარი;

– ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი – 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი;

– ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი;

– გორის მუნიციპალიტეტი:

 – 792 600 (შვიდას ოთხმოცდათორმეტი ათას ექვსასი) ლარი – სოფელ კარალეთის და სოფელ ქვახვრელის საჯარო სკოლები;

– კასპის მუნიციპალიტეტი:

 – 588 300 (ხუთას ოთხმოცდარვა ათას სამასი) ლარი – კასპის №3 და №4 საჯარო სკოლები;

– ქარელის მუნიციპალიტეტი:

 – 319 100 (სამას ცხრამეტი ათას ასი) ლარი – სოფ. ქვენატკოცის საჯარო სკოლა;

– ხაშურის მუნიციპალიტეტი:

 – 528 000 (ხუთას ოცდარვა ათასი) ლარი – ხაშურის №4 დ №9 საჯარო სკოლები.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ–მინისტრი         ვ. გურგენიძე