„სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№289
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 07/05/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №289

2008 წლის 7 მაისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ- ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად „სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) „ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დმანისის მუნიციპალიტეტი:

– 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი – სოფელ გომარეთის სასმელი წყლის ავზებისა და შიდა სისტემის სარემონტო სამუშაოების შესრულება;

– 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი – დიდი დმანისის ტერიტორიულ ერთეულში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;

– 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი – ქალაქ დმანისის 9 აპრილის ქუჩისა და მისი ორი განშტოების ორმული შეკეთება;

– 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი – სოფელ ჯავახის მისასვლელი გზის რემონტი ჯებირების მოწყობით;

– 200 000 (ორასი ათასი) ლარი – მრავალსართულიანი ბინების სახურავების მოწყობა 5 კორპუსზე და 2 კორპუსზე – სახურავების რემონტი;

– 120 000 (ას ოცი ათასი) ლარი – პოლიციის შენობის რემონტი;

– 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარი – ქ. დმანისის სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია და სოფელ დალარის სასმელი წლის ახალი მაგისტრალური ხაზის მოწყობა;

– 75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი – ქ. დმანისისა და მუნიციპალიტეტის სოფლების დაგვა-დასუფთავების მომსახურების შესყიდვა;

– 83 000 (ოთხმოცდასამი ათასი) ლარი – სოფელ განთიადში დამწვარი კლუბის დემონტაჟი და მის ადგილზე მინი–სტადიონის მოწყობა;“

ბ) „ხ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხ) სენაკის მუნიციპალიტეტი:

სულ 1 902 700 (ერთი მილიონ ცხრაას ორი ათას შვიდასი) ლარი

– შიდა გზების რეაბილიტაცია;

– შენობა-ნაგებობების სახურავებისა და წყალსადენი მილების რეაბილიტაციის სამუშაოები;

– წყალსადენის შიდა ქსელის სარემონტო სამუშაოები;

– სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია;

– 405 000 (ოთხას ხუთი ათასი) ლარი – ქ. სენაკის ა. ელიავას ქუჩის ნაწილისა და გ. ღვინჯილიას ქუჩის მოასფალტება;“

გ) „ძ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ძ) ქარელის მუნიციპალიტეტი:

– 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი – რუის-ურბნისის დაზიანებული სარწყავი არხების აღდგენა-რეაბილიტაცია;

– 212 600 (ორას თორმეტი ათას ექვსასი) ლარი – შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები;

– 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი – ქ. ქარელის ცენტრალური ქუჩისა და კულტურის სახლის მიმდებარე პარკის მოწყობა;“

დ) „ჰ.ი“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ.ი) მცხეთის მუნიციპალიტეტი:

– 940 000 (ცხრაას ორმოცი ათასი) ლარი – სოფელ ძეგვის საბავშვო ბაღის რემონტი, სოფელ მსხალდიდის სკოლის რემონტი, სოფელ მუხრანის სკოლის კომპიუტერული ოთახის მოწყობა, სოფელ მისაქციელის წალმომარაგების მაგისტრალის გაყვანა, სოფელ წილკანის გაზიფიცირება);

– 100 000 (ასი ათასი) ლარი – სოფელ ვაზიანის გაზიფიცირება;

– 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი – სოფელ მუხრანის გაზიფიცირება;

– 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარი – სოფელ ჩარდახში შენობის სახურავის მოწყობა;

– 120 000 (ას ოცი ათასი) ლარი – ქ. მცხეთაში საცხოვრებელი კორპუსების სახურავების შეცვლა;

– 300 000 (სამასი ათასი) ლარი – ქ. მცხეთის წყლის ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია;

– 120 000 (ას ოცი ათასი) ლარი – სოფელ ძალისში სარწყავი არხის მშენებლობა;

– 650 000 (ექვსას ორმოცდაათი ათასი) ლარი – ქ. მცხეთაში ნარეკვავის, კინოთეატრ „კარიბჭის“უბანში, სოფელ საგურამო-გალავნის, არაშენდისა და ნავდარაანთკარის შიდა გზების კაპიტალური რემონტი;

– 87 000 (ოთხმოცდაშვიდი ათასი) ლარი – სოფელ ჩარდახის საშუალო სკოლის სპორტული დარბაზის კაპიტალური რემონტი;

– 130 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარი – სოფელ ჩარდახის საბავშვო ბაღის რემონტი;

– 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი – სოფელ წილკანისა და სოფელ ძალისის საბავშვო ბაღის კაპიტალური რემონტი;

– 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი – სოფელ ბიწმენდის სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაცია;

– 157 000 (ას ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარი – სოფელ ჩარდახის, სოფელ წეროვნის და სოფელ ქსნის წყალმომარაგება;“

ე) განკარგულებას დაემატოს „ჰ.ტ“და „ჰ.უ“ქვეპუნქტები:

„ჰ.ტ) თერჯოლის მუნიციპალიტეტი:

– 195 900 (ას ოთხმოცდათხუთმეტი ათას ცხრაასი) ლარი – სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის კაპიტალური რემონტი;

– 39 600 (ოცდაცხრამეტი ათას ექვსასი) ლარი – სოფელ ჭოგნარში, ქვედა სიმონეთში, ბარდუბანში, ალისუბანსა და რუფოთში კომუნიკაციებისა და შენობა–ნაგებობების მოწყობა–შეკეთება;“

„ჰ.უ) გარდაბნის მუნიციპალიტეტი:

– 240 000 (ორას ორმოცი ათასი) ლარი – სოფელ ფოლადაანთკარის გაზიფიცირება.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ- მინისტრი                              ვ. გურგენიძე