სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №140
2008 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით ნება დაერთოთ ქვემოთ ჩამოთვლილ სუბიექტებს კონკრეტულ პროექტებზე საქონლის, სამუშაოთა და/ან მომსახურების შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს – მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების შესაძენად 200 000 (ორასი ათასი) ლარის ფარგლებში;
ბ) თვითმმართველ ქალაქ ბათუმს:
– 41 000 (ორმოცდაერთი ათასი) ლარი – 26 მაისის ქუჩის სანიაღვრე არხის კაპიტალური რემონტი;
– 21 000 (ოცდაერთი ათასი) ლარი – ჩამდინარე წყლების სიღრმითი გამშვების კაპიტალური რემონტი;
– 263 000 (ორას სამოცდასამი ათასი) ლარი – მალაზონიას ქუჩის სანიაღვრე არხისა და საკანალიზაციო სისტემის კაპიტალური რემონტი;
– 200 000 (ორასი ათასი) ლარი – 9 მარტის ქუჩის კაპიტალური რემონტი;
– 140 100 (ას ორმოცი ათას ასი) ლარი – №8 და №22 საბავშვო ბაღების სახურავების შეკეთება;
გ) ქედის მუნიციპალიტეტს:
– 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი – დაბა ქედაში მარტივი ტიპის სპორტული მოედნის რეკონსტრუქცია;
– 27 400 (ოცდაშვიდი ათას ოთხასი) ლარი – სოფ. ახოში მარტივი ტიპის სპორტული მოედნის მშენებლობა;
– 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი – სოფ. კვაშტაში მარტივი ტიპის სპორტული მოედნის მშენებლობა;
– 27 400 (ოცდაშვიდი ათას ოთხასი) ლარი – სოფ. მერისში მარტივი ტიპის სპორტული მოედნის მშენებლობა;
– 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი – სოფ. ორცვაში მარტივი ტიპის სპორტული მოედნის მშენებლობა;
– 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი – სოფ. ზუნდაგაში მარტივი ტიპის სპორტული მოედნის მშენებლობა;
– 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი – სოფ. ზ/ბზუბზუში მარტივი ტიპის სპორტული მოედნის მშენებლობა;
– 17 000 (ჩვიდმეტი ათასი) ლარი – ზვარის თემის ცენტრის კეთილმოწყობა;
– 24 100 (ოცდაოთხი ათას ასი) ლარი – დანდალოს თემის ცენტრის კეთილმოწყობა;
– 17 500 (ჩვიდმეტი ათას ხუთასი) ლარი – პირველი მაისის თემის ცენტრის კეთილმოწყობა;
– 24 500 (ოცდაოთხი ათას ხუთასი) ლარი – დაბა ქედაში წერეთლის ქ. №7 საცხოვრებელი სახლის გარე ფასადის მოწყობა და სახურავის შეცვლა;
– 36 500 (ოცდათექვსმეტი ათას ხუთასი) ლარი – ქედის კულტურის სახლის რემონტი;
დ) ქობულეთის მუნიციპალიტეტს:
– 240 000 (ორას ორმოცი ათასი) ლარი – თამარ მეფის ქუჩის კეთილმოწყობა;
– 172 640 (ას სამოცდათორმეტი ათას ექვსას ორმოცი) ლარი – მეგობრობის ქუჩის პარალელური ქუჩის აღდგენა-რეაბილიტაცია;
– 873 240 (რვაას სამოცდაცამეტი ათას ორას ორმოცი) ლარი – საბავშვო ბაგა-ბაღების რემონტი და შესაბამისი ინვენტარის შეძენა;
– 255 000 (ორას ორმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი – რუსთაველის ქუჩის ორმული შეკეთება;
ე) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს:
– წყალმომარაგების სისტემების სარეაბილიტაციო-აღდგენითი სამუშაოები – 1 159 090 (ერთი მილიონ ას ორმოცდაცხრამეტი ათას ოთხმოცდაათი) ლარი, მათ შორის: 130 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარი – სოფ. მახო; 77 600 (სამოცდაჩვიდმეტი ათას ექვსასი) ლარი – შპს „თხილნარის მეურნეობა“; 135 800 (ას ოცდათხუთმეტი ათას რვაასი) ლარი – სოფ. კაპრეშუმი; 135 800 (ას ოცდათხუთმეტი ათას რვაასი) ლარი – სოფ. ეკალაური-ბაშკო; 77 600 (სამოცდაჩვიდმეტი ათას ექვსასი) ლარი – სოფ. წინსვლა-სამება; 77 600 (სამოცდაჩვიდმეტი ათას ექვსასი) ლარი – სოფ. განთიადი; 97 000 (ოთხმოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარი – სოფ. ქედქედი; 63 050 (სამოცდასამი ათას ორმოცდაათი) ლარი – სოფ. კირნათი; 63 050 (სამოცდასამი ათას ორმოცდაათი) ლარი – სოფ. აჭარისწყალი; 29 100 (ოცდაცხრა ათას ასი) ლარი – სოფ. ადლია; 24 250 (ოცდაოთხი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი – სოფ. კახაბერი; 31 040 (ოცდათერთმეტი ათას ორმოცი) ლარი – სოფ. სარფი; 72 750 (სამოცდათორმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი – სოფ. აგარა; 11 640 (თერთმეტი ათას ექვსას ორმოცი) ლარი – სოფ. განახლება; 17 460 (ჩვიდმეტი ათას ოთხას სამოცი) ლარი – სოფ. წინსვლა; 24 250 (ოცდაოთხი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი – სოფ. ზედა წინსვლა; 91 100 (ოთხმოცდათერთმეტი ათას ასი) ლარი – მაჭახელას თემის სოფლები;
– ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამის ფარგლებში: 207 000 (ორას შვიდი ათასი) ლარი – 6 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავების, ლიფტებისა და კანალიზაციის სისტემების შეკეთება;
– საბავშვო ბაღების სარემონტო სამუშაოები და ინვენტარ-მოწყობილობების შეცვლა – 994 735 (ცხრაას ოთხმოცდათოთხმეტი ათას შვიდას ოცდათხუთმეტი) ლარი, მათ შორის: 297 984 (ორას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაოთხი) ლარი – შარაბიძეების ბაგა-ბაღი; 337 269 (სამას ოცდაჩვიდმეტი ათას ორას სამოცდაცხრა) ლარი – მახინჯაურის ბაგა-ბაღი; 297 984 (ორას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაოთხი) ლარი – ხელვაჩაურის ბაგა-ბაღი; 61 498 (სამოცდაერთი ათას ოთხას ოთხმოცდათვრამეტი) ლარი – სალიბაურის ბაგა-ბაღი;
– სოფელ აღმართში მორთულაძეების უბანთან დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა – 170 000 (ას სამოცდაათი ათასი) ლარი;
– დაბა ხელვაჩაურში ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები (მოსაპირკეთებელი სამუშაოების პირველი ეტაპი) 740 000 (შვიდას ორმოცი ათასი) ლარი;
– 8 მინი სპორტული მოედნის (თითოეულის ღირებულება 33 950 (ოცდაცამეტი ათას ცხრაას ორმოცდაათი) ლარი) მოწყობა – სულ 271 600 (ორას სამოცდათერთმეტი ათას ექვსასი) ლარი სოფლებში: მაჭახელა, კირნათი, თხილნარი, განთიადი, ორთაბათუმი, ყოროლისთავი, მარადიდი და ჭარნალის მეურნეობა.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ (ლ. ვარშალომიძე).
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე