საქართველოს მდინარეთა სანაპირო ზონებში განსახორციელებელი ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №65
2007 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს მდინარეთა სანაპირო ზონებში განსახორციელებელი ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მდინარეთა სანაპირო ზონებში ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოთა განსახორციელებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრს გამოუყოს 5 150 000 (ხუთი მილიონ ას ორმოცდაათი ათასი) ლარი, აქედან:
ა) ქალაქ ოზურგეთში მდინარე ბჟუჟის ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის – 300 000 (სამასი ათასი) ლარი;
ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურთან მდინარე ენგურის ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის – 265 000 (ორას სამოცდახუთი ათასი) ლარი;
გ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულთან მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის – 300 000 (სამასი ათასი) ლარი;
დ) ქალაქ ამბროლაურში, გამსახურდიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე კრიხულას ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის – 200 000 (ორასი ათასი) ლარი;
ე) ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟოჟოლეთში ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის – 165 000 (ას სამოცდახუთი ათასი) ლარი;
ვ) ქალაქ ონის ყოფილი პირველი საშუალო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის – 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი;
ზ) დაბა ადიგენში მდინარე ქვაბლიანის ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი;
თ) დაბა აბასთუმნის ტერიტორიაზე მდინარე აბასთუმნის წყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის – 20 000 (ოცი ათასი) ლარი;
ი) ქალაქ გორში მდინარე ლიახვის ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის – 950 000 (ცხრაას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
კ) კახეთის რეგიონში მდინარეების კაბალისა და დურუჯის კალაპოტების რეგულარული გაწმენდის სამუშაოებისათვის ტექნიკის შესაძენად – 2 260 000 (ორი მილიონ ორას სამოცი ათასი) ლარი;
ლ) მდინარე კაბალის კალაპოტის გაწმენდის, საექსპლუატაციო გზის მოწყობისა და სადრენაჟო არხის გასაჭრელად – 100 000 (ასი ათასი) ლარი;
მ) ლაგოდეხის ნაკრძალში მდინარეების ლაგოდეხის-ხევისა და ნინოსხევის კალაპოტების გაწმენდის სამუშაოებისათვის საჭირო ტექნიკის შესაძენად – 100 000 (ასი ათასი) ლარი;
ნ) დაბა დუშეთში მდინარის კალაპოტის გაწმენდის სამუშაოებისათვის საჭირო ტექნიკის შესაძენად – 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
ო) ამ განკარგულებით გათვალისწინებული მდინარეების ნაპირსამაგრ სამუშაოთა პროექტირებისათვის – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი