ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№70
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 14/02/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №70

2007 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) იმერეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტებისათვის გამოყოს 15 000 000 (თხუთმეტი მილიონი) ლარი, აქედან:

ა) ქ. ქუთაისის მერიისათვის – 9 000 000 (ცხრა მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა.ა) სკოლების გაზიფიცირება;

ა.ბ) სპორტის სასახლის საკომუნიკაციო სამუშაოები;

ა.გ) გზის საფარის შეკეთება-რეაბილიტაცია;

ა.დ) ღვარსადენის რეაბილიტაცია;

ა.ე) საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია;

ა.ვ) ქალაქის გაზიფიკაციის სამუშაოები;

ა.ზ) მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვა;

ა.თ) ფასადების კაპიტალური შეკეთება;

ბ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის – 380 000 (სამას ოთხმოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ბ.ა) წყალსადენის ახალი ქსელის მოწყობა დებეტის შესავსებად;

ბ.ბ) ქალაქის ცენტრის კეთილმოწყობა;

გ) ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის – 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი შიდა დანიშნულების გზებისა და ხიდ-ბოგირების სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად;

დ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის – 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი ქალაქის ცენტრში სპორტ-კომპლექსის ასაშენებლად;

ე) სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის – 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ე.ა) ქალაქის შემოსასვლელი გზის შეკეთება აბაშის მხრიდან (კოსტავას ქუჩის 650-მეტრიანი მონაკვეთის მოპირკეთება ასფალტ-ბეტონის საფარით);

ე.ბ) რკინიგზის დასახლების გაზიფიცირება;

ე.გ) კრავეიშვილის ქუჩის, აგრარული ბაზრის ცენტრალური შესასვლელისა და მიმდებარე ტერიტორიის მოპირკეთება;

ვ) საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის – 300 000 (სამასი ათასი) ლარი ჭიდაობა-კრივის ინტეგრირებული დარბაზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოთა შესასრულებლად;

ზ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის – 370 000 (სამას სამოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ზ.ა) ქალაქის შემოსასვლელის კეთილმოწყობა;

ზ.ბ) ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია;

ზ.გ) ქვიტირის გარე განათება;

ზ.დ) ქალაქის ცენტრალური ქუჩების განათება;

თ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის – 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

თ.ა) უბნებში შემავალი გზების (12 ქუჩა) შეკეთება-რეაბილიტაცია;

თ.ბ) მრავალსარულიანი სახლების გადახურვა;

თ.გ) ცენტრალური სკვერის კეთილმოწყობა;

თ.დ) საბავშვო მინი-ატრაქციონების დამონტაჟება;

თ.ე) გარე განათებისა და ფასადების მოწესრიგება აღნიშნულ ქუჩებზე;

ი) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის – 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი დაბა ხარაგაულის საავტომობილო გზების კეთილმოწყობის (ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობით) სამუშაოების შესასრულებლად;

კ) ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის – 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

კ.ა) თვითდინებადი წყალსადენის სათავე ნაგებობის გაფართოება 200 გრძივი მეტრით;

კ.ბ) წყალსადენის ქსელებისა და მარეგულირებელი ჭების რეაბილიტაცია.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი). ასევე, კონტროლის განხორციელება ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ა. ბობოხიძეს (ქ. ქუთაისი, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტები).

პრემიერ-მინისტრი                                                 ზ. ნოღაიდელი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.02.2007.
როდის იქნა მიღებული „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ მიღებულია 14.02.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №70. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.02.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“, №70, 14.02.2007, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.02.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2109041/