საქართველოს მდინარეთა ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№73
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 25/02/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №73

2008 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს მდინარეთა ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს მდინარეთა ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოთა განსახორციელებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ლაგოდეხის, ახმეტის, წალკის, გარდაბნის, ცაგერის, ამბროლაურის, ლენტეხის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ნინოწმინდის, ასპინძის, ქარელის, გორის, მცხეთის, დუშეთისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 3 800 000 (სამი მილიონ რვაასი ათასი) ლარი, მათ შორის:

ა) ლაგოდეხი – 54 000 (ორმოცდათოთხმეტი ათასი) ლარი (ლაგოდეხის ნაკრძალი, მაწანის ხევი);

ბ) ახმეტა – 138 000 (ას ოცდათვრამეტი ათასი) ლარი (მდ. ილტოს ხეობა);

გ) წალკა – 48 000 (ორმოცდარვა ათასი) ლარი (სოფ. გუმბათი, მდ. გუმბათი);

დ) გარდაბანი – 939 700 (ცხრაას ოცდაცხრამეტი ათას შვიდასი) ლარი (სოფ. აღთაკლია, მდ. მტკვარი);

ე) ცაგერი – 220 000 (ორას ოცი ათასი) ლარი (სოფ. ორბელი, მდ. ლაჯანური – 130 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარი, სოფ. ჩხუტულა, მდ. ცხენისწყალი – 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარი;

ვ) ამბროლაური – 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარი (სოფ. ჭრებალო, მდ. რიონი – 200 000 (ორასი ათასი) ლარი, სოფ. ხიდიკარი, ბიჭაშვილების უბანი – 280 000 (ორას ოთხმოცი ათასი) ლარი, სოფ. ღვიარა, მდ. რიონი – 720 000 (შვიდას ოცი ათასი) ლარი);

ზ) ლენტეხი – 227 000 (ორას ოცდაშვიდი ათასი) ლარი (სოფ. თეკალი, მდ. ცხენისწყალი);

თ) ოზურგეთი – 300 000 (სამასი ათასი) ლარი (ქ. ოზურგეთი, მდ. აჭისწყალი);

ი) წალენჯიხა – 51 800 (ორმოცდათერთმეტი ათას რვაასი) ლარი (სოფ. ლია, ფახულონის ხიდი);

კ) ნინოწმინდა – 62 000 (სამოცდაორი ათასი) ლარი (ფარავნის ტბა, სოფ. ფოკა);

ლ) ასპინძა – 6 000 (ექვსი ათასი) ლარი (სოფ. ოშორა, ოშორულას ხევი);

მ) ქარელი – 260 000 (ორას სამოცი ათასი) ლარი (სოფ. ქვენატკოცა, მდ. ფცა);

ნ) გორი – 137 000 (ას ოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარი (სოფ. თედოწმინდა, მდ. ლიახვი);

ო) მცხეთა – 5 000 (ხუთი ათასი) ლარი (სოფ. გალავანი, უსახელო ხევი);

პ) დუშეთი – 91 500 (ოთხმოცდათერთმეტი ათას ხუთასი) ლარი (სოფ. მლეთა, მდ. არაგვი – 43 500 (ორმოცდასამი ათას ხუთასი) ლარი, სოფ. შატილი, მდ. არღუნი – 48 000 (ორმოცდარვა ათასი) ლარი);

ჟ) ბაღდათი – 60 000 (სამოცი ათასი) ლარი (საირმე, მდ. წაბლარისწყალი).

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად ამ განკარგულებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შესასრულებლად ნება დაერთოთ განკარგულებით გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტებს საქონლის, სამუშაოთა და/ან მომსახურების შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.

3. სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ლ. ბეჟაშვილი), ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ზ. მელიქიშვილი), ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ა. ბობოხიძე), ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (რ. ნიკოლაიშვილი), აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ზ. გოროზია), ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ო. სირაძე), გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ვ. ვარძელაშვილი), დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ც. ჩოჩელი), ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გ. ხაჩიძე) განახორციელონ შესაბამისი მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის ზედამხედველობა „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“საქართველოს კანონით დადგენილ ფარგლებში და წესით.

პრემიერ-მინისტრი                                                 ვ. გურგენიძე