ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№64
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 06/02/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №64

2007 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) გამოყოს:

ა) სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის 6 325 600 (ექვსი მილიონ სამას ოცდახუთი ათას ექვსასი) ლარი ქ. სიღნაღის სარეაბილიტაციო სამუშაოთა წარმოების უზრუნველსაყოფად;

ბ) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტებისათვის 5 000 000 (ხუთი მილიონი ლარი), აქედან:

ბ.ა) მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 320 000 (სამას ოცი ათასი) ლარი საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისა და ფასადების შეკეთება-შეღებვისათვის;

ბ.ბ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 260 000 (ორას სამოცი ათასი) ლარი სანიაღვრე არხების მოწყობისათვის, გარე განათების ქსელის რეაბილიტაციისა და ფასადების შეკეთება-შეღებვისათვის;

ბ.გ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 280 000 (ორას ოთხმოცი ათასი) ლარი წყალსადენის შიდა ქსელის რეაბილიტაციისა და ფასადების შეკეთება-შეღებვისათვის;

ბ.დ) აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 210 000 (ორას ათი ათასი) ლარი ქალაქის წყალსატუმბი სადგურის, გარე განათების ქსელის რეაბილიტაციისა და ფასადების შეკეთება-შეღებვისათვის;

ბ.ე) მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 370 000 (სამას სამოცდაათი ათასი) ლარი საკანალიზაციო სისტემის, გარე განათების ქსელისა და გზების რეაბილიტაციის, საცხოვრებელი კორპუსების გადახურვისა და ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის;

ბ.ვ) სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 300 000 (სამასი ათასი) ლარი სანიაღვრე არხების რეაბილიტაციისათვის;

ბ.ზ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 3 260 000 (სამი მილიონ ორას სამოცი ათასი) ლარი სანიაღვრე არხების, გარე განათების ქსელისა და გზების რეაბილიტაციის, აგრეთვე ფასადების შეკეთება-შეღებვისათვის.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი). ასევე, კონტროლის განხორციელება ეთხოვოთ შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში გ. ნაცვლიშვილს (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის მუნიციპალიტეტები), ზ. გოროზიას (ქ. ფოთის, ზუგდიდის, აბაშის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტები).

პრემიერ-მინისტრი                                                          ზ. ნოღაიდელი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.02.2007.
როდის იქნა მიღებული „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ მიღებულია 06.02.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №64. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.02.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“, №64, 06.02.2007, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.02.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2105172/